IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> „კრშნა“, მართლაც როგორი არის ის ?!
†სერგი†
პოსტი Aug 19 2013, 12:08 AM
პოსტი #1


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



„კრშნა“
მართლაც როგორი არის ის ?!


ნაშრომში მოტანილი ყველა ციტატა თარგმნილია
არა ძველი ინდური ტექსტებიდან, რომლებიც
ზოგადსაკაცობრიო მემკვიდრეობის ნაწილია,
არამედ „კრიშნას ცნობიერების საზოგადოების“
ფუძემდებლის – პრაბჰუპადას პერიფრაზირებიდან
და მის მიერვე დართული კომენტარებით.

შესავალი

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ , ასევე ამბობს: „არა არს დაფარული რომელი არა გამოცხადნეს“ , ხოლო ეშმაკზე ამბობს: „რამეთუ იგი კაცის–მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა“ .
ღმერთი სიცოცხლეა, ხოლო ეშმაკი სიკვდილი და წარწყმედა სულისა. ქრისტეს ღვთაებრივ ნათელზე ყოველივეს ნამდვილი სახე ჩანს და როგორც გერგესელთა მხარეში მისულ უფალს განუცხადეს თავისი თავი ეშმაკთა ლეგიონმა , ასევე ახლაც არ ძალუძს დამალოს თავისი ნამდვილი სახე (ამჯერად როგორც კრშნა) და დიდი ხმით ყვირის: „მე ვარ იამა, სიკვდილის ღმერთი... მე ყოვლისშთანმთქმელი სიკვდილი ვარ... მე ვარ დრო, სამყაროების დიდი გამანადგურებელი, და მე მოვედი აქ, რათა გავანადგურო ყველა ადამიანი.“ ეთანხმება რა ყოველივე ამას „კრიშნას ცნობიერების საზოგადოების“ დამაარსებელი – პრაბჰუპადა, აღტაცებული წამოიძახებს: „სიკვდილი თვით ღმერთის უზემოესი პიროვნებაა.“ – ვგონებ ყოველივე ეს განმარტებას არ საჭიროებს.
მინდა ავღნიშნო, რომ ეს ნაშრომი მიზნად არ ისახავს კრიშნაიდების შეურაცჰყოფას, არამედ მწამს, ისინი მოტყუებულნი არიან ტოტალიტარული სექტის მიერ და ცდილობენ ერთგულად ემსახურონ კრიშნას. საქმე კი იმაშია, რომ თვითონ მოტყუებულნი ცდილობენ ჩვენს მოტყუებას...
ქართველები რომ ყველაფერ ეგზოტიკურის მოტრფიალენი გავხდით ამ ბოლო დროს, ეს ახალი ამბავი არ უნდა იყოს. თბილისში წლების წინ გამოჩენილი კრიშნაიდთა ჯგუფი და მათი სწავლება არავის უმხელია. მათ ერთ საცხოვრებელ სახლში მოიწყვეს აშრამი და დღემდე განაგრძობენ ამ დამღუპველი სწავლების გავრცელებას. ამიტომ მსურს დავანახო ჩემს თანამემამულეებს ნამდვილი სახე კრიშნასი და მისი სწავლებისა. „ნარინჯისფერ და სტაფილოსფერ ტომრებში გამოწყობილ“ კაცს რომ დაინახავ, რომელიც უკრავს, მღერის, ცეკვავს ან ლოტუსის პოზაში თითქოს მედიტაციაში იყოს, ამ ყველაფრით კი არ უნდა ავღფრთოვანდეთ, არამედ ჯერ სულ მცირე მათი ისტორია უნდა წავიკითხოთ და გავიგოთ თუ რას ფიქრობს დედა ეკლესია მათ შესახებ.

ისტორიული მომენტი

ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო და მომღიმარი კრიშნაიდი რომ შეგხვდებათ, გაგეცნობათ, როგორც ძველი (5 ათასწლიანი) ვედური ტრადიციის მიმდევარი და ინდუიზმის 500 მლ–იანი არმიის წევრი.
პირველი – რაც შეიძლება ითქვას ისაა, რომ ვედურმა წერილმა ჩამოყალიბება ქრისტეს შობამდე დაახლოებით 1500 წელს დაიწყო (ანუ 3500 წლის წინ და არა 5000).
მეორე – „ბჰაგავადგიტა“ წიგნი, რომელსაც წმიდა წერილად მიიჩნევენ და ვედების მთავარ ნაწილად, საერთოდ არ მიეკუთვნება ვედებს. „მაჰაბჰარატა“, რომლის ნაწილსაც შეადგენს „ბჰაგავადგიტა“, შედარებით ახალი ინდური ეპოსია, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქრისტეს შობიდან პირველი ათასწლეულის შუა წლებისათვის.
მესამე – და მთავარი, ჩვენში ცნობილ კრიშნაიდებს იმდენი საერთო აქვთ ტრადიციულ ინდუიზმთან, რამდენიც ნამდვილ აპაჩებთან და მოჰიკანებთან ბიჭუნას, რომელმაც თმებში ბუმბული გაირჭო და სახე აკვარელით აიჭრელა .
მათ ავიწყდებათ, არ იციან, ან საერთოდაც თავს იტყუებენ, რადგან თვით პრაბჰუპადა უარყოფდა მის მიერ დაარსებული ორგანიზაციის კავშირს ინდუიზმთან. აი რას წერს ის: „ცდილობენ რა კრიშნას ცნობიერების მოძრაობის შესაბამის ისტორიულ–კულტურულ კონტექსტში მოქცევას, ადამიანები მას ხშირად ინდუიზმთან აიგივებენ, თუმცა ეს გაუგებრობაა... არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს კრიშნას ცნობიერების მოძრაობა ინდუისტურ რელიგიას წარმოადგენს... ინდოეთში და საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელებს მიაჩნიათ, რომ ჩვენ ინდუისტურ რელიგიას ვქადაგებთ, მაგრამ ეს ასე არ არის... კრიშნას ცნობიერების მოძრაობას არაფერი აქვს საერთო ინდუიზმთან და არც სხვა რომელიმე რელიგიურ სისტემასთან... ხალხმა უნდა გაიგოს, რომ კრიშნას ცნობიერების მოძრაობა არ ქადაგებს ე.წ. ინდუისტურ რელიგიას.“
პარადოქსია, პრაბჰუპადა ცდილობს დააშოროს თავისი მოძრაობა ინდუიზმს, ხოლო მისი მიმდევრები დღედაღამ ინდოელობაზე ოცნებობენ. სამწუხაროდ მოგვიწევს მათი ოცნებების გაწბილება, რადგან ინდოეთში მოქმედი წესების თანახმად, სხვა ერის წარმომადგენელს არ ძალუძს გახდეს ინდუიზმის მიმდევარი, არამედ ინდუსად უნდა დაიბადო. ამიტომაცაა, რომ თვითონ იდოეთში დევნიან, სექტად მიიჩნევენ და დასცინიან „ყვითელ ტილოებში“ გახვეულ „თეთრკანიან კრიშნაიდებს“. სექტოლოგი მღვდელი, ოლეგ სტენიაევი, ყვება შემთხვევას, რომელიც ინდოეთში მოგზაურობისას შეემთხვა. მისი გამცილებლობა ითავა ერთმა კრიშნაიდმა. კრიშნას ტაძართან, რომ მივიდნენ შიგნით მხოლოდ მამა ოლეგი შეუშვეს, კრიშნაიდს კი სთხოვეს გარეთ მოეცადა. გამოსვლისას მამა ოლეგმა ჰკითხა კარის მცველს ამ მოქმედების აზრი, მან კი უპასუხა: „შენ ნამდვილი ხარ, შენი მშობლების რჯულის მიმდევარი და კარგი შვილი, ხოლო ეს ყალბია, შექმნილი ხელოვნურად...“
სინამდვილეში, მათ ტრადიციებს სათავე დაედო 1966 წელს, მონაზონ–სანიასის შრი შრიმად სვამი ბჰაკტივედანტა შრილა პრაბჰუპადას მიერ, რომელიც თავს „მოკრძალებით“, „მის ღვთაებრივ აღმატებულებას“ უწოდებდა.

ცხოვრების წესი

პრაბჰუპადამ დატოვა მითითებები თითქმის ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისათვის. მაგ: როგორ მოვუაროთ ჩვენ სხეულებს, როგორ ვიბანაოთ, როგორ გავიმშრალოთ, როგორ დავიბანოთ ხელ–პირი, როგორ და რამდენი გვეძინოს, როგორ და რაზე ვიფიქროთ... ადამიანის თავისუფლება სრულიად იზღუდება და ადეპტი სრულ მონობაში ხვდება. რიტუალიზირებულ ცხოვრებაში გამოიყოფა ცხრა ძირითადი საქმიანობა: კრიშნას შესახებ თხრობის მოსმენა, მანტრის გამეორება, მოგონება, მსახურება, ღვთისმსახურება, ლოცვა, მორჩილება, კრიშნასთან მეგობრობის გაღვივება და მისთვის ყველაფრის გადაცემა .
ერთგული კრიშნაიდები იძინებენ 22:00 საათის მერე. მათი აზრით ზედმეტი ძილი ძალიან ცუდია და ამიტომ დგებიან ღამის 3 ან 4–ის ნახევარზე, რასაც უმალ მოჰყვება ცერემონია. საჭიროა ყველა კერპის ჩამოვლა, „გაღვიძება“, დაბანვა, კბილების გამორეცხვა, ჩაცმა და „ჭმევა“. ამას მოსდევს სკვნილზე მანტრების კითხვა, რაც დაახლოებით 2 სთ–ს გრძელდება. შემდეგ 1 საათი ეთმობა პრაბჰუპადას თაოსნობით მომზადებული მასალის და ქადაგების მოსმენას. შემდეგ მოდის შრომა და 9 სთ–ზე საუზმე (ამ დროისათვის საკვები უკვე მომზადებული და კრიშნასთვის შეწირულია). საუზმის შემდეგ იწყება „საველე“ სამუშაოები სახსრების მოზიდვის მიზნით და სხვა მსგავსი საქმიანობები, ე.წ. სანკირტანი.

კერპთაყვანისმცემლობა

კრიშნაიდებში გავრცელებულია, როგორც ქანდაკებების მიმართ მსახურება, ასევე ცოცხალი ხალხის მიმართაც, რომელთაც ისინი „გურუს“ უწოდებენ. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ გურუს გაღმერთება აღმოსავლური რელიგიების (გურუისტული მიმდინარეობების) დამახასიათებელი ნიშანია.
ყოველივე ამის შესახებ პრაბჰუპადა ამბობს: „მოსწავლემ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს, რომ მოძღვარი (გურუ) უბრალო ადამიანია, ხოლო ღვთაება (ქანდაკება) ტაძარში ქვისაგან ნათალი ნაკეთობა. ნებისმიერი, ვინც ასე ფიქრობს, ჯოჯოხეთის მკვიდრია.“ „ქანდაკებებს ისევე უნდა მოვეპყრათ, როგორც კრიშნას...“
კრიშნას ტაძრებში ქანდაკებებს „აღვიძებენ“, კბილებს უხეხავენ, მოსავენ, პირს ბანენ... რძის, ვარდის წყლისა და ძროხის შარდის ნაზავში აბანავებენ. განბანვის შემდეგ კრიშნას მიმდევრები მიირთმევენ ამ „ძვირფასს ნექტარს“ (მიღებულ სითხეს)... კერპებს დღეში რამოდენიმეჯერ „კვებავენ“, ხოლო ღამე – დასაძინებლად ასვენებენ.
პრაბჰუპადას მოწაფეები გურუს მიერ მოტყუებულნი დიდი აღტაცებით შემოგძახებენ: „მოწაფეს მხოლოდ ერთი რამ უნდა სურდეს: სულიერი მოძღვრის დაკმაყოფილება.“

აი, კიდევ ერთი „ერთგულის“ მიმართვა თავისი „გურუსადმი“: „უდიდეს კმაყოფილებას განვიცდი, როცა წარმოვთქვამ სიტყვებს, რომლითაც შენ აღავსებ პირსა ჩემსა. ამასთან, მე არც კი დავფიქრდები, ჭეშმარიტია თუ არა ეს სიტყვები.“
ნებაყოფლობითი მონობა, სხვა რა შეიძლება უწოდოს ამ ყოველივეს ადამიანმა?!
პრაბჰუპადა იმ ადამიანებს, რომელნიც კრიშნას არ სცემენ თაყვანს, ასე მოიხსენიებს: „ისინი, ვინც კრიშნას არ სცემენ თაყვანს, რეგვენები არიან, ვირების, ღორების და სხვა ნაკლებად მიმზიდველი ცხოველების მსგავსად.“
კაცს, რომელსაც აქვს პრეტენზია მთელი მსოფლიოს მოქცევაზე, სულ მცირე ასეთი „რეგვენული“ გამონათქვამები არ უნდა ახასიათებდეს... დანარჩენი თქვენთვის მომინდია, ფაქტი კი სახეზეა, როგორ პატივს სცემდა იგი განსხვავებულ აზრს და ადამიანის თავისუფლებას.



პრასადი ანუ არ გაეკაროთ ნაკერპავს

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ კრიშნაიდები არიან ვეგეტარიანელები, საჭმელს კი რომელსაც ამზადებელ უმალ კრიშნას სთავაზობენ და სწამთ, რომ მიირთმევს რა კრიშნა მათ მიერ შეთავაზებულ საკვებს, საკვები კრიშნად გარდაიქცევა – ასეთ საკვებს ეწოდება პრასადი. შემთხვევით თუ წააწყდით კრიშნაიდებს, რომელნიც ქუჩაში პრასადს (ნაკერპავ საკვებს) არიგებენ, უნდა გვახსოვდეს რომ მისი მიღება ეკრძალებათ ქრისტიანებს, რადგან ვარღვევთ მცნებას, რომელიც ქრისტიანებს ნაკერპავის მიღებას გვიკრძალავს , ხოლო თვითონ კრიშნაიდები არაფრის დიდებით არ გაეკარებიან ჩვენ საკვებს, ეს მათთან სასტიკადაა აკრძალული.
„თვითმხილველთა სიტყვებით: კრიშნაიდები მოსკოვის ბაზრებში დადიან და კრიშნასთვის „აკურთხებენ“ იქ გამოფენილ პროდუქტებს. გავიხსენოთ, რომ სწორედ ამით იყო დაკავებული იმპერატორი იულიანე, რათა იძულებული გაეხადა ქრისტიანები უმეცრებით ეგემათ ნაკერპავი და წაბილწულიყვნენ.
საუბარში თუ კრიშნაიდმა აღმოაჩინა, რომ თქვენ მართლმადიდებელი ხართ, ის, პირველ რიგში, დაგტუქსავთ ბიბლიური მცნებების დარღვევისათვის. უმალ ნიშნის მოგებით მოგაძახებთ: „თქვენთან ხომ აკრძალულია მოკვლა, თქვენ კი ხოცავთ ცხოველებს და მიირთმევთ მათ ხორცს“. აქ საათობით შეგიძლიათ უმტკიცოდ, რომ მცნება ცხოველებს არ ეხება და საერთოდ ებრაულ ენაში ორი სხვადასხვა სიტყვაა „ცხოველთა დაკვლისა“ და „მკვლელობის“ აღსანიშნავად. საბოლოო ჯამში. მაინც ვერაფერს გახდებით: ეს არგუმენტი ხომ თვით პრაბჰუპადას მოჰყავდა, ის კი [მათი აზრით ს.ყ], არასოდეს ცდებოდა, რადგან ასეთ მაღალ სულიერ საფეხურზე მყოფი ადამიანი, პრინციპში, ვერც შეცდება და მისი ყოველი გამონათქვამი სრულყოფილია.



კრიშნას დახასიათება

ქრისტეს ეკლესია, ღვთაებრივი მოციქულის, იოანეს, მიერ განათლებული ღმერთის შესახებ ასე ქადაგებს: „ღმერთი სიყვარულია“ და დაუმატებს ღვთაებრივი პავლე: „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“.
პრაბჰუპადას აქვს პრეტენზია, რომ მის მიერ ნაქადაგები კრიშნა წარმოადგენს „ღმრთეების უზენაეს პიროვნებას“, მოდით ვნახოთ როგორი სახით ეჩვენა კრიშნა მის ერთგულ არჯუნას, „ბჰაგავად–გიტაში“ არჯუნა ამბობს: „ვხედავ შენს სხეულში მრავალ და მრავალ ხელს, სტომაქებს, ბაგეებს, თვალებს, უსაზღვროთ განვრცობილთ ყოველგან... ვხედავ, როგორ აფრქვევ ცეცხლს და სწვავ სამყაროს შენი ნათებით... ყველა ციური სხეული და ნახევაღმერთი დათრგუნა შენი დიადი ფორმის ხილვამ, მისი მრავალი სახით, თვალით, ხელით, ბარძაყით, ფეხით, სტომაქით და ბევრითა კბილით... შენი გამეხებული ბაგენი... ყველა ადამიანი შენი დაღებული ბაგეებისკენ მიექანება, ვითარცა ღამის პეპლები, ცეცხლისკენ მიმავალნი, რათა დაიწვან... ვხედავ, როგორ შთანთქავ ადამიანებს შენი ალმოდებული ბაგეებით ყოველი მხრიდან... წონასწორობას ვერ ვინარჩუნებ შენი მომაკვდინებელი სახეების შემხედვარე... ჩვენი დიადი მეომრები შენი საზარელი ბაგეებისკენ მიისწრაფიან. და ვხედავ ზოგიერთი მათგანის თავს, გაჭედილს შენს კბილებს შორის და გასრესილს.“
მინდა „ყვითელ ფარდებში გახლართული“ ხალხით მოხიბლულ ქრისტიანებს შევახსენო თუ ვინაა ის, ვინც „ბჰაგავად–გიტაშია“ აღწერილი ასე გულმოდგინებით. ღვთაებრივ მოციქულ პეტრეს მოვუსმინოთ: „ეშმაკი,ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა.“
კრიშნა ბავშვობაში იპარავდა კარაქს, ასევე ბავშვობაში მოკლა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც დემონებად აღიქვამდა, ის მკვლელობებს აგრძელებდა მთელი მისი ცხოვრება, მას ჰყავდა 16 108 ცოლი და თითოეულთან 10 შვილი, არ კმაყოფილდებოდა რა თავისი ცოლებით, სხვის ცოლებზეც არ ამბობდა უარს... ამ ყველაფერზე ქვემოთ დაწვრილებით, ახლა კი მსურს ერთი მომენტი დავამატო კრიშნას ცხოვრებიდან რაც, ვგონებ, უფრო ნათლად წარმოაჩენს მის ნამდვილ სახეს: დედის საშვილოსნოში მყოფ თავის ერთგულს, რომელსაც სიკვდილი ემუქრებოდა კრიშნა გამოეცხადა, აი როგორ აღწერს იგი ამას: „კრიშნას ამშვენებდა ოთხი ხელი, ოქროსფერი საყურეები, ხოლო თვალები ბრაზისაგან ჩასისხლიანებოდა, იგი აქეთ–იქით დადიოდა და კვერთხი მეტეორივით გამუდმებით გარს უვლიდა.“
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სიქების პანთეონში კრიშნა ერთ–ერთი ყველაზე საზარელი დემონია. ჯაინისტურ და ბუდისტურ მითოლოგიაში ის უარყოფითი პიროვნებაა. ბუდისტების წარმოდგენით, კრიშნა შავი ეშმაკების, ბუდას მტრების მთავარია.


კრიშნა: „მე აზარტული თამაში ვარ...“

„ტყუილთა შორის მე აზარტული თამაში ვარ და დიდებულთა შორის – დიდებულება. მე ვარ გამარჯვება და წამოწყება და ძალა ძლიერთა“ – ამბობს კრიშნა, ხოლო მისი მთავარი კვერის დამკვრელი, ქურუმთა შორის აღმატებული თავისი „გონიერებით“, განმარტავს რა ამ მუხლს, პრაბჰუპადა წერს: „მთელს მსოფლიოში არსებობს უამრავი თაღლითი. თაღლითობის სახეებს შორის აზარტული თამაში უზემოესია და ამიტომაც განასახიერებს კრიშნას. არის რა ყოველისშემძლე, კრიშნას შეუძლია ნებისმიერ რიგით ადამიანზე მეტად მზაკვარი იყოს. თუკი კრიშნა ადამიანის გაცურებას ისურვებს, ვერავინ შეედრება მას ვერაგობაში.“
რა შეიძლება ვთქვათ ყოველივე ამაზე? – ვიტყვი, რომ კრიშნა თვითონ ამხელს საკუთარ თავს.
კრიშნა – ქურდი

წარმოაჩენს რა თავის „ტრანსცენდენტულ გონიერებას“, პრაბჰუპადა კიდევ ერთ „მარგალიტს“ გვთავაზობს, „შრიმად ბჰაგავატამის“ ერთი–ერთი მუხლის კომენტარებში ის წერს: „უფალ კრიშნას ზოგჯერ ქურდად ახასიათებენ. წმიდა ერთგულთა შორის იგი სახელგანთქმულია როგორც მაქჰანა–ჩორა. პატარაობისას ვრნდავანში მეზობლების სახლებიდან კარაქს იპარავდა ხოლმე. მას შემდეგ ქურდად გახდა ცნობილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ეთაყვანებიან როგორც ქურდს, მაშინ როცა მატერიალურ სამყაროში ქურდს სჯიან და არასოდეს აქებენ, რადგან ის ღმრთეების აბსოლიტური პიროვნებაა, მას ყველაფერი შეეფერება და ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად იგი მაინც ღმრთეების უზენაესი პიროვნება გახლავთ.“
„განუმეორებელი გონიერება“, „ტრანსცენდენტული სიბრძნე“, „ლოგიკის ზეიმი...“ ვგონებ ბ–ნ პრაბჰუპადა, მართლაც არ ყოფილა მატერიალური სამყაროს წარმომადგენელი, და თუ მაინც მისი სხეული დედამიწას ამძიმებდა, აშკარაა გონება გაბრუებული ჰქონდა თავისი უტკბილესი ნარკოტიკით – კრიშნათი.
ო, როგორ გამალებით ცდილობს დემონი–კრშნა პრაბჰუპადას პირით გაასაღოს ყოველი საზიზღრობა ღვთაებისათვის მისაღებად და დამახასიათებლად. როგორ დაუფარავად ცდილობს აღისრულოს ის გულისწადილი რაც დსაბამიდან გააჩნდა, რის გამოც დაშორდა იგი ღმერთს და ჭეშმარიტებას განუდგა. დიახ! იგი ცდილობს მიემსგავსოს ღმერთს, მაგრამ არ გააჩნია რა სიკეთე (დაცემის მერე არ არის სიკეთის მატარებელი), სხვა რა დარჩენია თუ არა, რომ ყოველი სიბინძურე, რომელიც მას ასე მოსავს, გაასაღოს ჭეშმარიტებად...
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რაჟამს განხორციელდა, თავისი უწმიდესი ბაგეებით, გვამცნო ეშმაკსა და მისი ხრიკების შესახებ, რომ იგი(ეშმაკი) მკვლელი, ყოველგავარი სიბინძურისა და წარწყმედის მატარებელი სულია, რომელიც ჭეშმარიტებაში არ დარჩა, რადგან დასაბამითგან მატყუარა იყო და კაცისმკვლელი.
არც კრიშნა მალავს ამას და ამბობს: „მაცდუნებელი ენერგია ჩემს ძალას წარმოადგენს...“
კრიშნა – მრავალცოლიანი და მრუში

როგორც „შრიმად–ბჰაგავატამში“ წერია, კრიშნამ ამ ქვეყნად ცხოვრების პერიოდში მოიყვანა 16 108 ცოლი და თითოეულთან 10–10 ვაჟი ჰყავდა. ყველა მათგანთან, რომ ყოფილიყო იგი თავს იმრავლებდა და ერთდროულად შედიოდა 16 108 ცოლთან, რითაც ყოველი მათგანი კმაყოფილი იყო, ტკბებოდნენ რა მისი ბაგეების ამბორით... პრაბჰუპადას აზრით: „ამდენი ცოლის მოყვანით კრიშნამ დედამიწაზე ადამიანების ისტორიაში აღბეჭდა ის, რომ კრიშნა არასოდეს არის რომელიმე ადამიანის ტოლი ან მასზე ნაკლები, რაც არ უნდა ძლევამოსილი იყოს ეს უკანასკნელი. ამიტომ არავინაა კრიშნას თანასწორი ან მასზე დიდი.“
მოვისმინოთ პრაბჰუპადას მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი „მარგალიტი“, რომელიც ასე მრავლადაა მის მიერ ნათარგმნ და კომენტარებდართულ წიგნებში, ის ზემოთქმულის შესახებ წერს: „კრიშნა დაქორწინდა და მეოჯახესავით ცხოვრობდა. ეს მართლაც მიწიერ საქმიანობას გავს, მაგრამ როცა ვიგებთ, რომ მან 16 108 ცოლი შეირთო და ყოველ სასახლეში თითოეულ მათგანთან ცალ–ცალკე ცხოვრობდა, უეჭველი ხდება, რომ ეს ქმედება მიწიერი არ არის. ამრიგად, თავის ღირსეულ ცოლებთან მეოჯახედ მცხოვრები კრიშნა არასოდესაა მიწიერი და მისი მოქმედება მიწიერ სექსუალურ ურთიერთობასთან არასოდეს უნდა გავაიგივოთ.“
ყველაფერი კარგი, მაგრამ თუ მიწიერ სექსუალურ ურთიერთობასთან არ უნდა გავაიგივოთ კრიშნას მოქმედება, მაშ საიდან გაჩნდნენ კრიშნას შვილები? ესეც მისი ცოლების ტრანსცენდენტული მედიტაციის შედეგი ხომ არ არის ბ–ნ პრაბჰუპადა? აბა რას გვეტყვით?
საოცარია, ამ შეკითხვაზე პასუხი იქვე აღმოვაჩინე, ჩვენი „ტომარაში გახვეული ბრძენი“ წერს: „ეს ქალები, რომლებიც კრიშნას ცოლები გახდნენ, უეჭველია ჩვეულებივი ქალები არ ყოფილან, ვინაიდან კრიშნას ცოლობა მრავალი მილიონი დაბადების (და ამ დაბადებებში განვლილი ასკეზის ს.ყ.) შედეგია. ამ მდგომარეობას მათ ერთგული სამსახურის სრულქმნით მიაღწიეს.“
– ღირს კი რამის დაწერა?!
მხოლოდ ამას ვიტყვი: თუ ვინმეს გული სწყდება, რომ ამ „არაჩვეულებრივ“ ქალთა შორის არ იყო და კრიშნას არ უკოცნიდა „ლოტუსის ტერფებს“... დაგამშვიდებთ, „ტრანსცენდეტულმა პრაბჰუპადამ“ თქვენთვისაც მონახა გამოსავალი. თურმე ნუ იტყვი და ყოველი კრიშნაიდის უმაღლესი სულიერი საფეხურიც ეს ყოფილა – კრიშნასთან სასიყვარულო (ცოლ–ქმრული) ურთიერთობა. ამაზე ქვევით ვისაუბრებთ....
არ იკმარა რა საკუთარი ათასობით ცოლი კრიშნამ, გოპებზეც (მწყემსი გოგონები) არ თქვა უარი... „შრიმად–ბჰაგავატამის ერთ–ერთ ისტორიაში, მოთხრობილია, თუ როგორ დაუშვა კრიშნამ დედამიწაზე ექვსთვიანი ღამე და ამ დროის განმავლობაში 100 ქალთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი ისე, რომ ქმრებმა ვერაფერი შენიშნეს....“
სახეზე გვაქვს კრიშნას მიერ ყველა ძირითადი ზნეობრივი კანონის დარღვევა, არა მხოლოდ ინდუისტური, არამედ ზოგადსაკაცობრიო სახისა.



კრიშნა – დემონის შემწყნარებელი / ცოდვილი კაცის მკვლელი

პარადოქსია, მაგრამ კრიშნას სწავლების თანახმად, ცხოველების დაკვლა აკრძალულია, ხოლო კაცისკვლა შეიძლება და ზოგჯერ აუცილებელიც კია. განსაკურებით, თუკი ის მიეკუთვნება კრიშნას მოძულე დემონების ჯილაგს. თანაც, თუკი მოკვლის მომენტში ასეთ ადამიანს მანტრის, „ჰარე კრიშნა“, წაკითხვას ვაიძულებთ, მისი შემდგომი ბედი, მისი კარმა, საგრძნობლად გაუმჯობესდება.
კრიშნა ბავშობიდან მიეჩვია მკვლელობას, ჯერ იყო და მთლად ჩვილობაში მის მოსაკლავად მოსულ დემონს ძუძუსწოვით გამოაცალა სასიცოცხლო ძალები და მოკლა (თან გაიაზრა რა, რომ მისი ძუძუ მოწოვა, თქვა რომ აუცილებელი იყო სულიერ სამყაროში ამ ქალ–დემონს მის მშობელთა გვერდით დაედო ადგილი, ანუ ერთი სიტყვით „აცხოვნა“), შემდეგ ერთ–ერთი მთავარი გამოიწვია საბრძოლო მოედანზე და იმდენი ურტყა მუჭები რომ ამ რტყმაში დაკარგა სასიცოცხლო ძალები იმ საცოდავმა და „შემოაკვდა“.
კიდევ გნებავთ პარადოქსი? რამდენიც გენებოთ... შრიმად ბჰაგავატამის პრაბჰუპადასეულ კომენტარებში მოთხრობილია ისტორია: „როდესაც ტყეს ცეცხლი მოეკიდა, მასში მცხოვრები დემონი გაიქცა, კრიშნას კი მისი მოკვლა უნდოდა. დემონმა არჯუნას, კრიშნას ერთგულს, შეაფარა თავი და გადარჩენა სთხოვა, ამის შემხედვარე კრიშნამ შეწყვიტა მისი დევნა“... პრაბჰუპადას კომენტარი: „რადგან არჯუნამ კრიშნას რისხვისაგან გადაარჩინა დემონი, ამიტომ ერთგულები კრიშნაზე უფრო მოწყალენი არიან და ერთგულ სამსახურში ერთგულის წყალობა უფრო ძლიერია ვიდრე კრიშნასი.“ ვალში არც დემონი დარჩენილა და კრიშნას თხოვნით საოცარი საკრებული სახლი აუშენა მეფეს...
როგორც ვნახეთ, კრიშნამ არჯუნას თხოვნით დაინდო დემონი და სიცოცხლე შეუნარჩუნა. ახლა ვნახოთ, როგორ არიგებს იგი თავის ერთგულ არჯუნას, როდესაც საქმე მკვლელ ადამიანს ეხება... „კრიშნამ თქვა: ო, არჯუნა, შენ არ უნდა გამოიჩინო მოწყალება და არ უნდა გაუშვა ბრაჰმანის ეს ნათესავი, რადგან მან მძინარე უმანკო ბიჭები დახოცა... დაუყონებლივ მოკალი იგი.“
საინტერესოა, კრიშნამ დემონი დაინდო და არ მოკლა ხოლო მეორე წუთს არჯუნას უბრძანებს არ გამოიჩინოს მოწყალება კაცის მიმართ და მოკლას იგი... ჭეშმარიტია მაცხოვრის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვები: „...როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება?...თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული“ და „რამეთუ იგი კაცის–მკვლელი იყო დასაბამითგან“ . ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია, ყველა მის (კრიშნას) მოქმედებაში და გამონათქვამში ცხადდება მისი ჭეშმარიტი სახე. თუ ესეც არ არის საკმარისი მაშ კიდევ მოვუსმინოთ „შრიმად–ბჰაგავატამს“: „შეამსუბუქა დედამიწის ტვირთი „კრიშნამ“ ძლიერი იადუების მიერ სუსტების, ხოლო დიდების მიერ მცირეთა დახოცვით“, „კრიშნა დაამშვიდა დედამიწის დამამძიმებელი მეფეების მოკვლამ.“


ტრანსცენდენტული სიყვარული
ანუ...
(კრიშნასთან ურთიერთობის ყველაზე აღმატებულ ფორმაზე, ცოლ–ქმრობაზე, მეძავებზე)

პრაბჰუპადას თქმით: „კრიშნასადმი სიყვარულის ხუთ ფაზიდან ერთ–ერთი მადჰურაია–რასას საფეხურია, ანუ ცოლ–ქმრული სასიწყვარულო ურთიერთობა... კრიშნას, როგორც სრულყოფილს ლტოლვა არ გააჩნია, მაგრამ ერთგულის ძლიერი სიყვარულის დასაკმაყოფილებლად იგი ბატონი, მეგობარი, შვილი ან ქმარი ხდება...“
აქაც, მოიშველიებს რა თავის უსაზღვროდ განვითარებულ „გონიერებას“ პრაბჰუპადა, განმარტავს ზემოთქმულს: „იმას, რომ კრიშნა ეამბორებოდა ხოლმე თავის ცოლებს ან ახალგაზრდა მეგობარ გოგონებს, რომლებიც კრიშნას ცოლობისაკენ ისწრაფოდნენ, არავითარი მატერიალური გაუკუღმართებული თვისება არ გააჩნია... ეს საფეხური მრავალი სიცოცხლის განმავლობაში შესრულებული ეპითიმიებით მიიღწევა.“
დიახ, ბ–ნ პრაბჰუპადა, თქვენმა დატოვილმა გურუ–მემკვიდრემ, ჰარიკეშა სვამიმაც „ტრანსცენდენტულად“ დააორსულა თავისი საყვარელი (ალბად მასაც მილიონობით დაბადებაში ჰქონდა ასკეზები შესრულებული?) და შემდგომ ამ უკანონო შეერთებით შობილი ვაჟი თქვენს განსხეულებად გამოაცხადა და მოითხოვა ყველას თაყვანი ეცა მისი შვილისთვის !
ამ კაცის შეუდარებლად დამღლელმა ლოგიკამ, რომ არ დაგვღალოს, ისღა ვთქვათ, თუ როგორ მიიღწევა უმაღლესი საფეხური კრიშნასთან ურთიერთობისა – მისი ცოლობა...
პრაბჰუპადა წერს: „ზედიზედ ორი ცხოვრების განმავლობაში კრიშნას ცნობიერებაში ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის წვდომის შემთხვევაში ჩვენ სანსარას წრებრუნვიდან (რეინკარნაცია) გაღწევას შევძლებთ და სხეულის გაძარცვის შემდგომ მივაღწევთ ვაიკუნიატიის პლანეტას, სადაც უდარდელ მწყემს გოგონებად ვიქცევით და კრიშნას მოსიყვარულე მკლავებში მარადიულად განვისვენებთ…“
ჰოი, გენიოსო, ისიც გვითხარი როგორ მივაღწიოთ ამას, რა გასაღები გიპოვნია ჩვენს წარსაწყმედად?!
პრაბჰუპადა: „კრიშნა ისე უნდა გვსურდეს, როგორც საყვარლის სიახლოვე სწადია მიჯნურ ქალს.“
საყვარლებზე გამახსენდა და მსურს მოგითხროთ, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს „პრაბჰუპადას“ მეძავებთან დაკავშირებით.. „შრიმად–ბჰაგავატამში“ წერია: „ამავე დროს, ასობით განთქმული მეძავიც გამოემართა საკუთარი ეტლებით. ყველას მოუთმენლად სურდა კრიშნასთან შეხვედრა“. პრაბჰუპადას კომენტარი: „ადამიანს შეიძლება შემთხვევის გამო მოუწიოს საზოგადოებისთვის მიუღებელი ცხოვრების გზაზე დადგომა, მაგრამ ეს მას კრიშნას ერთგული სამსახურის შესრულებაში ხელს არ შეუშლის... მეძავნი საჭირონი არიან საზოგადოებაში სათანადო მდგომარეობის შესანარჩუნებლად... კაცები, რომელებიც შინ ვერ კმაყოფილდებიან, ამგვარ დათმობებს საჭიროებენ და თუ მეძავები არ იარსებებენ, მაშინ დაბალ საფეხურზე მდგომი ეს ადამიანები სხვებს უბიძგებენ მეძაობისკენ. უმჯობესია, მეძავები ხელმისაწვდომნი იყვნენ, რათა შესაძლებელი იყოს საზოგადოების სიწმიდის შენარჩუნება...“
ბ–ნ პრაბჰუპადა, სამწუხაროდ თქვენ ადამიანის თავისუფალი ნების შესახებ ალბად მოსმენილიც არ გაქვთ, ან შესაძლოა მოისმინეთ და თქვენი ჩვეული ხერხით, ხელის აქნევით, ომახიანად შესძახეთ: სისულელეა! ერთი კია, რომ შემთხვევის გამო არაფერი არ ხდება, არამედ ადამიანს აქვს რა ღვთისაგან მინიჭებული თავისუფალი ნება, იგი თითოეულ მომენტში გადაწყვეტს თავის მომავალ ცხოვრებას და თავისივე ნებასურვილით ცვლის მას (გვაპატიეთ თქვენსავით რომ არ ვფიქრობთ და კრიშნას თოჯინებად რომ არ წარმოგვიდგენია თავები)... ასევე, ალბად არასოდეს გსმენია მაცხოვარ იესოს სიტყვები, რომელიც მრუშ ქალს მიმართავდა: „ასულო მოგეტევა შენი ცოდვები, წადი და ნუღარ სცოდავ“, თორემ არ იტყოდით, რომ ღვთაებასთან ურთიერთობა და პარალელურად მეძავობა ნორმალურია, თქვენ ამართლებთ რა ცოდვას, არად აგდებთ მას და მოუწოდებთ ხალხს, რომ დარჩნენ იმ ცოდვით მდგომარეობაში, რომელშიც არიან. თითქოს ეს არაფერი ყოფილიყოს! არადა, ვიცი, რომ გსმენიათ, ო რამდენჯერ გაქვთ თავი მოწონებული სახარების „ცოდნით“ ოღონდაც კი ქრისტიანები შეგეცდინათ, მაგრამ საბედნიეროდ იქაც თქვენს „სრულ ტრანსცენდენტულ უმეცრებას“ ამჟღავნებდით... თქვენ, კაცს რომელსაც პრეტენზია გაგაჩდათ ერთ დროს მსოფლიო მოძღვრობაზე... წამოგცდათ? არა, უფრო სწორი იქნება, გულიდან ამოთქვით და დაწერეთ ეს სიტყვები: „მეძავნი საჭირონი არიან“... შენ, „ღვთაებრივ მოწყალებად“ წოდებულო ამბობ, რომ „კაცები, რომელებიც შინ ვერ კმაყოფილდებიან, ამგვარ დათმობებს საჭიროებენ.“ რომელ სულიერ მოძღვრობაზეღა უნდა გააჩნდეს ამ ყოველივეს მერე კაცს პრეტენზია? სად მიგყავს ეს მოტყუებული ხალხი?! ღვთაებრივი პავლე გამხელთ შენ და შენს კრიშნასაც: „ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“!.
ისევ პარადოქსი, თუ პრაბჰუპადა მეძავნთან ურთიერთობას საჭიროდაც მიიჩნევს, საკუთარ მიმდევრებს კი კანონიერ ცოლ–ქმრულ ურთიერთობაში ასეთ წესებს უდგენს: „ცოლ–ქმრული ურთიერთობა მხოლოდ გვარის გაგრძელების მიზნით არის ნებადართული, ისიც თვეში ერთხელ. ამ კავშირის წინ კი მეუღლეებს ევალებათ მაჰა–მანტრას „დიდი წრის“ წაკითხვა, ანუ 50 წრე სკვნილზე (კრიშნაიდები მას „ჯაპას“ უწოდებენ), რომელიც 108 ბურთულისაგან შედგება....

ლოცვისას გამოვლენილი ექსტაზი

პრაბჰუპადას მიხედვით, ექსტაზში მყოფი ადამიანი რვა მდგომარეობას განიცდის: 1.გაშეშება და შინაგანი სიცარიელის შეგრძნება; 2.ჭარბი ოფლდენა; 3.თმების ყალყზე დადგომა; 4.ხმის კანკალი და დაკარგვა; 5.სხეულის კანკალი და თრთოლვა; 6.კანის ფერის ცვლა; 7.ტირილი და დაუოკებელი ისტერიკა; 8კატალეფსია...
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მართლმადიდებლურ პრაკტიკაში აღწერილ შემთხვევებს, კერძოდ ეშმაკის მიერ ადამიანი დაპატრონების მომენტს ანუ შეპყრობილობას...

(ჯერ არ დაპოსტოთ გაგრძელებას დავდებ)





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
†სერგი†   „კრშნა“   Aug 19 2013, 12:08 AM
George Leluashvili   მდაა :გიო: გააგრძელ...   Aug 19 2013, 12:09 AM
†სერგი†   „გურუკულების“ კოშ...   Aug 19 2013, 12:10 AM
G_saxva   კარგი სტატია იყო ა...   Aug 19 2013, 11:33 AM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 12:08 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 12:26 PM
†სერგი†   ატმან ჩემო მეგობარ...   Aug 19 2013, 01:09 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 01:16 PM
†სერგი†   ატმან ბავშვობ უკვე...   Aug 19 2013, 02:38 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 03:26 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 03:50 PM
George Leluashvili   კარგი, მე ჯერ გიყურ...   Aug 19 2013, 03:52 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 03:55 PM
George Leluashvili   დიდი სიამოვნებით დ...   Aug 19 2013, 03:57 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 04:18 PM
G_saxva   თან გაურკვეველია, ...   Aug 19 2013, 04:31 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 04:37 PM
G_saxva   როგორც შენ ამბობ ე...   Aug 19 2013, 04:52 PM
†სერგი†   ცუდი შედარებაა, იუ...   Aug 19 2013, 04:53 PM
G_saxva   †სერგი† ტეგების წი...   Aug 19 2013, 05:01 PM
†სერგი†   და თვითონ ტეგებს რ...   Aug 19 2013, 05:24 PM
G_saxva   და თვითონ ტეგებს რ...   Aug 19 2013, 05:54 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 05:40 PM
G_saxva   G_saxva ჩემი პასუხი შენ...   Aug 19 2013, 06:00 PM
†სერგი†   მადლობ კომპლინეტ...   Aug 19 2013, 05:43 PM
A.V.M   როგორი ძმაკაცი მყა...   Aug 19 2013, 05:55 PM
†სერგი†   ჩემიიიიიიი ძმააა ...   Aug 19 2013, 06:01 PM
A.V.M   G_saxva შენ კიდე არ იცი ...   Aug 19 2013, 06:04 PM
†სერგი†   გურამ შენ სექტემბ...   Aug 19 2013, 06:12 PM
A.V.M   †სერგი† უჰ... ნუ იტყ...   Aug 19 2013, 06:56 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 07:22 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 07:41 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 07:53 PM
†სერგი†   სამწუხაროდ ფერი კი...   Aug 19 2013, 07:58 PM
A.V.M   Atm@n სერგისა არ ვიცი ,...   Aug 19 2013, 08:01 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 08:03 PM
†სერგი†   გურამ ატმან, უკვე ბ...   Aug 19 2013, 08:07 PM
A.V.M   Atm@n კაი , შენ ეგრე იფ...   Aug 19 2013, 08:12 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 08:24 PM
†სერგი†   საყვარელო 3 ჯერ გავ...   Aug 19 2013, 08:27 PM
George Leluashvili   [   Aug 19 2013, 08:31 PM
†სერგი†   ხო კიდევ ერთი რაც ზ...   Aug 19 2013, 08:32 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 08:34 PM
†სერგი†   ალბად იმიტომ რომ ა...   Aug 19 2013, 08:37 PM
George Leluashvili   †სერგი† გუშინ ლოცვ...   Aug 19 2013, 08:38 PM
†სერგი†   გიორგი მამა იაკობმ...   Aug 19 2013, 08:40 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 08:43 PM
George Leluashvili   †სერგი† რაც მათ მო...   Aug 19 2013, 08:43 PM
A.V.M   †სერგი† :კი: :კი:   Aug 19 2013, 08:44 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 08:45 PM
†სერგი†   საინტერესო ვინმე ...   Aug 19 2013, 08:47 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 08:50 PM
†სერგი†   დაგვჭრის გურამაი გ...   Aug 19 2013, 08:53 PM
A.V.M   ახალი არცერთი ხართ...   Aug 19 2013, 08:56 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 08:58 PM
George Leluashvili   A.V.M როცა რაღაცას არ ...   Aug 19 2013, 09:00 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 09:00 PM
†სერგი†   გაიხარე ატმან აი მ...   Aug 19 2013, 09:04 PM
G_saxva   ადამიანმა დაწერა რ...   Aug 20 2013, 09:11 AM
A.V.M   [b]George Leluash   Aug 19 2013, 09:05 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 09:05 PM
A.V.M   George Leluashvili და მაგას თუ ...   Aug 19 2013, 09:06 PM
Atm@n   ...   Aug 19 2013, 09:10 PM
†სერგი†   ძმაო მე ამ სასამარ...   Aug 19 2013, 09:10 PM
A.V.M   სერგიმ რომ დაწერა ...   Aug 21 2013, 01:27 PM
†სერგი†   მარტივია, თუ ვინმე ...   Aug 21 2013, 07:38 PM
A.V.M   †სერგი† შანსი არა...   Aug 22 2013, 12:13 AM
Atm@n   ...   Aug 22 2013, 08:42 AM
†სერგი†   არ ვიცი ჯიოტიშ ტან...   Aug 22 2013, 09:06 AM
Atm@n   ...   Aug 22 2013, 09:40 AM
†სერგი†   საიდუმლო - ამ სიტყვ...   Aug 22 2013, 10:10 AM
Atm@n   ...   Aug 22 2013, 10:18 AM
G_saxva   †სერგი† ე სმთავარ...   Aug 22 2013, 11:24 AM
Atm@n   ...   Aug 22 2013, 11:36 AM
G_saxva   G_saxva კი არ ვასაჩივრე...   Aug 22 2013, 12:00 PM
A.V.M   სერგის სტატიის ,,გა...   Aug 22 2013, 12:25 PM
G_saxva   A.V.M ლელუაშვილი თუ მო...   Aug 22 2013, 12:34 PM
A.V.M   G_saxva რადა შანსი არაა...   Aug 22 2013, 12:37 PM
G_saxva   ხო რაღაც ახსნა ექნ...   Aug 22 2013, 12:43 PM
A.V.M   G_saxva რაღაცა აახსნა ა...   Aug 22 2013, 12:52 PM
G_saxva   G_saxva რაღაცა აახსნა ...   Aug 22 2013, 01:11 PM
Atm@n   ...   Aug 22 2013, 02:06 PM
G_saxva   G_saxva ის რაც მაცხოვარ...   Aug 22 2013, 03:27 PM
†სერგი†   ატმან შენ ამბობ რო...   Aug 22 2013, 02:53 PM
Atm@n   ...   Aug 22 2013, 03:04 PM
†სერგი†   და რა? მე ხომ იცი "...   Aug 22 2013, 03:21 PM
Atm@n   ...   Aug 22 2013, 03:35 PM
†სერგი†   დედას გეფიცები ამ...   Aug 22 2013, 03:39 PM
G_saxva   დედას გეფიცები ამ...   Aug 22 2013, 03:53 PM
Atm@n   ...   Aug 22 2013, 03:58 PM
G_saxva   ჰოდა დამპატიჟეთ. მ...   Aug 22 2013, 03:59 PM
†სერგი†   კაროჩე ღვინო არ მა...   Aug 22 2013, 04:03 PM
Atm@n   ...   Aug 22 2013, 04:07 PM
George Leluashvili   G_saxva თუ მართლა გაინ...   Aug 22 2013, 07:11 PM
Atm@n   ...   Aug 22 2013, 07:30 PM
George Leluashvili   Atm@n http://s019.radikal.ru/i622/1308/4a/bdbf81...   Aug 22 2013, 07:39 PM
Atm@n   ...   Aug 22 2013, 08:14 PM
†სერგი†   კონფესიები წარმოი...   Aug 22 2013, 11:05 PM
A.V.M   კიდე რა მაინტერესე...   Aug 23 2013, 02:00 PM
G_saxva   A.V.M ჩემი აზრით ყველა...   Aug 23 2013, 02:18 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი