საზვერე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერე |
guaramii |
Mar 28 2011, 07:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 27-March 11 წევრი № 10,746 |
თუ შეიძლება მითხარით, წმინდა ვასილი ახლის გარდა საზვერეების შესახებ კიდევ რომელი წმინდანი გვაწვდის მეტ-ნაკლებად სრულყოფილ ცნობებს?
|
dato989 |
May 22 2011, 03:03 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 19-November 07 წევრი № 3,213 |
წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) და სხვა მამებიც. სერაფიმ როუზს აქვს ეს ყველაფერი შეკრებილი. http://qadageba.ge/index.php?option=com_co...20-47&Itemid=17
|
dzvelmartlmadidebeli |
May 22 2011, 07:29 PM
პოსტი
#3
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
guaramii
ციტატა თუ შეიძლება მითხარით, წმინდა ვასილი ახლის გარდა საზვერეების შესახებ კიდევ რომელი წმინდანი გვაწვდის მეტ-ნაკლებად სრულყოფილ ცნობებს? თუ არ ვცდები წმ. კირილე იერუსალიმელი. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
toka@ |
May 22 2011, 07:37 PM
პოსტი
#4
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
და იქნებ მოსამენი ვერსიებიც გქონდეთ (მათთვის ვისაც კითხვა ეზარება )
-------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
dzvelmartlmadidebeli |
May 22 2011, 07:43 PM
პოსტი
#5
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
toka@
ციტატა და იქნებ მოსამენი ვერსიებიც გქონდეთ (მათთვის ვისაც კითხვა ეზარება ) მომიტევეთ, ხუმრობა ვერ გავიგე. ალბათ იუმორის გრძნობა მაკლია. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
Lidl |
May 22 2011, 07:54 PM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 58 რეგისტრ.: 30-April 11 წევრი № 10,964 |
|
dzvelmartlmadidebeli |
May 22 2011, 08:44 PM
პოსტი
#7
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
Lidl
ციტატა საზვერეებზე? ეს უფრო გვიანდელი სწავლება მგონია სპეციალურად ეს საკითხი არ შემისწავლია, მაგრამ შემხვედრია წმ. კირილეს სწავლება ამ თემაზე. თუმცა, ის წმ. ბასილი ახლის ცხოვრებაში გადმოცემული სწავლების იდენტური არ არის. შევეცდები ახლო მომავალში ვნახო წმ. კირილეს ეს სწავლება (თუ რამე არ მეშლება) და შემოგთავაზოთ. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
death |
May 23 2011, 10:11 PM
პოსტი
#8
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
თუ შეიძლება მითხარით, წმინდა ვასილი ახლის გარდა საზვერეების შესახებ კიდევ რომელი წმინდანი გვაწვდის მეტ-ნაკლებად სრულყოფილ ცნობებს? წმინდა ვასილის ნაშრომი საზვერეების შესახებ ეს არის გნოსტიკური ნაზავი მართლამდიდებლობასთან, რომელიც იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგოა, რომ ძნელია გაარჩიო სად იწყება მართლმადიდებლობა და სად გნოსტიციზმი. საზვერეების შესახებ შედარებით სრულად ძველი საუკუნეების მამებიდან საუბრობს მხოლოდ კირილე ალექსანდრიელი, რის გაცნობასაც გირჩევ. ესეც ლინკი, სამწუხაროდ რუსულად. ეს საკითხი მართლმადიდებლურ სამყაროში წამოიწია XIX ს. ძირითადად რუსულ ეკლესიაში, შესაბამისად ბევრ რუს წმინდანს აქვს შედარებით სრულად მიმოხილული ეს საკითხი, მაგრამ ყველაზე საფუძვლიანად ამ საკითხზე ფრანგი მართლმადიდებელი თეოლოგი ჟან კლოდ ლარშე საუბრობს, სამწუხაროდ რამდენადაც ვიცი მისი ეს ნაშრომი ფრანგულად არის და სხვა ენებზე ჯერ არ უთაგმნიათ, ხოლო თუ ფრანგული იცი და გაინტერესებს ეს საკითხი, გირჩევ წაიკითხო. დასავლელი მართლმადიდებლების ნაწილი ზოგადად საზვერეების თემას სკეპტიკურად უყურებენ, მაგალითზე შემიძლება მოვიყავანო ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი ლაზარე პუაჰილო, რომელიც მიწასთან ასწორებს ვასილი ახლის ამ ნაშრომს და ჩემის აზრით ვარდება უკიდურესობაში, რადგან ამ საკითხის ირგვლივ ძირითადში ხსენებული ნაშრომიდან ამოდის. მის ნაშრომს შეგიძლია აქ გაეცნო . -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
Lidl |
May 24 2011, 02:45 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 58 რეგისტრ.: 30-April 11 წევრი № 10,964 |
death
ლაზარე პუჰალო საოცარი ადამიანია, მაგრამ მეჩვენება რომ ძალიან თამამად ლაპარაკობს, ვფიქრობ მისი ზოგიერთი მოსაზრება შესაძლოა სახიფათო იყოს. |
George Leluashvili |
Jun 16 2011, 08:43 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
საქმე იმაშია რომ სწავლება საზვერეების შესახებ,არ წარმოადგენს კანონიკურ (დოგმატურ)სწავლებას მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.
ვასილი ახალი წმინდანია და არ შეიძლება ამხელა სწავლება ეკლესიაში ტყულად და ცრუდ შემოეტანოს. ხოლო თუ ვიღაც ერთ-ერთი ეპისკოპოსი მას ეწინააღმდეგება,ეგ მისი პრობლემაა და არ ნიშნავს,რომ სწავლება საზვერეების შესახებ მცდარია. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მხევალი ნინო |
Jul 3 2011, 09:11 AM
პოსტი
#11
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ხოლო თუ ვიღაც ერთ-ერთი ეპისკოპოსი მას ეწინააღმდეგება,ეგ მისი პრობლემაა და არ ნიშნავს,რომ სწავლება საზვერეების შესახებ მცდარია. გააჩნია როგორ ახსნი საზვერეს, ანუ როგორ ასწავლი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
toka@ |
Jul 3 2011, 10:51 AM
პოსტი
#12
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
toka@ მომიტევეთ, ხუმრობა ვერ გავიგე. ალბათ იუმორის გრძნობა მაკლია. ახლა შენ თუ იმორი არ გაცვია ეგ შენი პრობლემაა -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
vaxushti13 |
Nov 20 2012, 01:50 AM
პოსტი
#13
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
ვასილი ახლის ცხოვრებაში როგორც მახსოვს თეოდორამ ნახა მაგ საზვერეებზე სიზმარი თეოდორა კიდე წმინდანი არ იყო... "ჩემი სიცოცხლე თქვენი სიცოცხლეა" ამ წიგნშI მამა გაბრიელსაც აქვს ეგ განმარტებული, ზუსტად აღარ მახსოვს რას იძახის
|
zaz |
Nov 20 2012, 01:01 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
vaxushti13
ციტატა თეოდორა კიდე წმინდანი არ იყო ვასილი ახლის მოწაფე ღირსი თეოდორა კონსტანტილოპოლელი წმიდანია და მისი ხსენება ძველი სტილით 30 დეკემბერსაა. |
vaxushti13 |
Oct 4 2013, 09:12 PM
პოსტი
#15
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
ეს საზვერეები სულ გადამავიწყდა (ანუ მათი არსებობა ეხლა დამარტყა უცებ თავში) როგორც მახსოვს სულ 19-20 საზვერეა და თითოეულში არის რამდენიმე ცოდვა.. ისიც მახსოვს რომ თუ ერთ ერთი საზვერე ვერ გადალახე მაშინ იმავე საზვერეში ხვდები და იმ ცოდვების მიხედვით მოგეზღვება რა ცოდვებიც ამ საზვერეშია გაიგივებული... ეხლა რა მაინტერეესებს...
სიტყვაზე მე მაქვს ბევრი ცოდვა ჩადენილი და პირველივე საზვერე ვერ გავიარე და დავრჩი ამ საზვერეში, რა გამოდის სხვა ცოდვებზე აღარ ვაგებ პასუხს??? ( არა მგონია ასე იოლად გამოვძვრე ) მეორე იმდენად ბევრი რამეა ამ 20 ვე საზვერეში რომ ალბათ მარტო სრულყოფილი ადამიანი თუ შესძლებს მის გადალახვას.... მესამე მჯერა თუ არ მჯერა არ ვიცი.... თქვენი აზრი მაინტერესებს |
guest1 |
Feb 24 2014, 12:34 AM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
საზვერეების შესახებ სწავლება არის მართლმადიდებლური სწავლება. ახლა ვკითხულობ სერაფიმ როუზის წიგნს, რომლის ძირითადი ნაწილი, სადაც მართლმადიდებელი წმინდანების ციტატებია მოყვანილი, დამთავრებული მაქვს. გარდა ამისა, გავაკეთე გამოკვლევა სხვა წყაროებიდანაც და შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს არის წმინდათ მართლმადიდებლური სწავლება. ასევე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ლაზარე პუხალო (რომლის არგუმენტები წაკითხულიც მაქვს და მოსმენილიც) არის ცრუმეტყველი და არა მართლმადიდებელი. საზვერეებზე მოთხრობილია:
1) დიდი სალოსი წმინდანის, რომელიც მე-6 საუკუნეში ცხოვრობდა, სვიმონ სალოსის ცხოვრებაში. მისი ცხოვრების ინგლისური ვერსია არის ინტერნეტშიც და ყველას შეუძლია დაგუგლოს: life of symeon holy fool for the christ. დაახლოებით 28 გვერდიანი წიგნია და ძალიან საინტერესო. თუ მარტო საზვერეების შესახებ დაგაინტერესებთ, მაშინ შეგიძლიათ წაიკითოთ მისი ლოცვა დედამისზე, თუ არ ვცდები მე-2 თავშია, და ასევე მე-2 გვერდი. 2) ათონის მთაზე ბერებს აქვთ 2 დიდი საკითხავი: ერთი არის "ფილოკალია" და მეორე "ევერგეტინოს". ორივე საკითხავში არის საკმაო რაოდენობით მასალა ამაზე. "ევერგეტინოს"-ში, რომელიც ე.წ. ჰიპოთეზებს მოიცავს, ამაზე მოთხრობილია მე-9, მე-10 და მე-11 ჰიპოთეზაში. ესენიც მაქვს ჩემი ორი თვალით ნანახი. ხოლო, თუ რამდენად დიდი მნიშნველობისაა ეს წიგნები ათონის ბერებისათვის, ამაზე აქ აღარ გავაგრძელებ. 3) ასევე შეგიძლია წაიკითხოთ ათანასე დიდი ალექსანდრიელის მიერ დაწერილი "წმინდა ანტონი დიდის ცხოვრება". მე ანტონი დიდის ცხოვრება არა მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან წაკითხული მაკვს. 4) ასევე უწერია ამაზე წმინდა გრიგოლი დიდ დიალოღოსს. 5) ასევე უწერიათ სხვა ძველ წმინდანებს: ეფრემ ასურელს, დიადოხოს ფოტიელს, დოროთე ღაზელს, სვიმონ მესვეტეს, იოანე სინელს (კიბისაღმწერელს), პეტრე დამასკელს და ა.შ. 6) ახალი წმინდანებიდან ამაზე განსაკუთრებით ბევრი აქვს ნაწერი წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვს. ეგნატე ბრიანჩანინოვს აქვს ნაშრომი "სლოვო ო სმერტი" (ანუ "სიკვდილის შესახებ"), სადაც მთელი თავი აქვს დათმობილი საზვერეებს. 7) სხვა ახალი წმინდანები, რომლებიც საზვერეებზე საუბრობენ: თეოფანე დაყუდებული, იოანი მაქსიმოვიჩი (შანხაელი), იოანე კრესტიანკინი, ნიკოლოზ ველიმეროვიჩი. |
A.V.M |
Feb 24 2014, 01:24 AM
პოსტი
#17
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
guest1
საიდან დააკოპირე პოსტი ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
guest1 |
Feb 24 2014, 02:17 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
რა საიდან დავაკოპირე შე კაი ადამიანო?! მუზა მომივიდა და ჩემით დავწერე
რაზეცა ვთქვი წაკითხული მაქვს მეთქი, ისინი წაკითხული მაქვს. დარანჩენი წმინდანები რა ჩამოვთვალე, მაგათ მიერ წარმოთქმულ ციტატებზე ბევრ ლინკს დავდებ, თუ გაინტერესებს. აი ეგ ციტატებიც წაკითხული მაქვს; წმინდა იოანე შანხაელის ქადაგებაც მაქვს წაკითხული ამ თემაზე და საინტერესო რამეს ამბობს იმ ქადაგებაში. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი