IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> გზააბნეული, პირველი...
სიხუ
პოსტი Jan 23 2014, 10:30 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 23-January 14
მდებარ.: თბილისი
წევრი № 13,539



გამარჯობათ :)

ეს ჩემი პირველი თემაა და იმედია გამომეხმაურებით და რჩევებსაც მომცემთ ...


ერთი მეგობარი მყავს, ხელოვანი, ჩემზე გაცილებით დიდია, 35-ს გედაცილებული, მრავალი რა აქვს ცხოვრებაში ნანახი, განცდილი და გაგებული, ძალიან კარგი ადამიანია, ღვთისნიერი და, შეიძლება ითქვას, უბოროტო, მაგრამ ეკლესიაში არ დადის და მხლოდ სახარებით ცხოვრობს... მიაჩნია რომ სწორსაც შვება... მას არ მოწონს იერარქია, "უაზრო" ღვთისმსახურება და ზოგადად დღევანდელი ეკლესია... ქრისტიანობას ბევრ რამეშიც ადანაშაულებს... ისეთი ლაპარაკი აქვს, ისე იქცევა გეგონება ეკლესიურიაო, მაგრამ ასე არ არის... რატომღაც მხოლოდ ქრისტეს სიტყვებს უგდებს ყურს და წმინდა მამების აზრი არ აინტერესებს და მაინტერესებს რამდენად სწორად იქცევა... :)

ხო კიდე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ფორუმი აღმოვაჩინე და იმედია შემეძლება ჩემი აზრი, სიხარული და წუხილი სხვებსაც გავუზიარო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 23 2014, 11:29 PM
პოსტი #2


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



სიხუ
გაგიმარჯოს. კეთილი იყოს შენი მაუსი ამ ფორუმზე...

მე თუ მკითხავ ყველა ადამიანს საკუთარი სწორი გზა აქვს, ზოგისთვის სწორია იყოს მართმადიდებელი, ზოგისთვისაც კი იცხოვროს მასე, როგორც ეგ კაცი ცხოვრობს და ა.შ.

ჩემი აზრით არ არსებობს 1 გზა, რომელიც ყველასათვის სწორი იქნება. ქრისტეს სიტყვებს ყველა სხვა და სხვა გზით იგებს და მიყვება...

მე მომწონს მაგ კაცის გზა, ალბათ იმიტომ რომ მეც დაახლოებით მასე ვარ.


P.S. მაინც ვერ ვხვდები რა პასუხს ელი ამ კითხვაზე

ციტატა(სიხუ @ Jan 23 2014, 10:30 PM) *

მაინტერესებს რამდენად სწორად იქცევა...


ამაზე ნებისმიერი მართლმადიდებლის პასუხი ის იქნება, რომ ეგ კაცი არასწორედ იქცევა, უნდა იაროს ეკლესიაში და ა.შ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიხუ
პოსტი Jan 24 2014, 12:02 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 23-January 14
მდებარ.: თბილისი
წევრი № 13,539



და იქნებ შენც და იმასაც უბრალოდ გეზარებათ სიარული ეკლესიაში და ასე უფრო კომფორტულია თქვენთვის...

და სად ეზიარები ხოლმე?...





--------------------
"წვეული ბევრია, რჩეული კი - ცოტა"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2014, 12:08 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სიხუ

სიხუ, თქვენი მეგობარი მოკლებულია აღსარებისა და ზიარების მადლს, რაც უმთავრესია ქრისტიანისთვის.

მე გირჩევნთ რომ მასზე ილოცოთ, რადგან შეიძლება შეგონებით უფრო დააბრკოლოთ. ამიტომ, ღმერთს სთხოვეთ და იგი დააყენებს ბევრად სწორ გზაზე smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 24 2014, 05:38 PM
პოსტი #5


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



სიხუ
18 წელი მართლმადიდებელი ვიყავი, არ ვაცდენდი წირვას, მითუმეტეს რომ მე თბილისსში ვცხოვრობ და მოძღვარი საგურამოში მყავს, ყოველ კვირას მივდიოდი, როგორ ფიქრობ ერთ დღესაც უბრალოდ დამეზარა და შევეშვი ყველაფერს?

რაც შეეხება ზიარებას, ზიარების აზრი თუ არ გესმის და რაღაც დონეზე მაინც თუ არ ხარ მზად, მისი მიღება პურისა და ღვინის მიღებაზე მეტი არაა, ასე მგონია... ხალხი ყოველ კვირა ეზიარება, არადა მე თუ მკითხავ ცხოვრებაში 1 ხელ მაინც რომ ეზიარო ნამდვილად, მაგარი შედეგია ეგაც... არამგონია იმ უამრავი ზიარებიდან 1 მაინც ყოფილიყო ნამდვილი ჩემთვის...
და საერთოდ, ზიარებისადმი ჩემი დამოკიდებულების დაწერა მინდოდა მარა გრძელი გამოვა და არ ღირს, მითუმეტეს რომ თემას საერთოდ არ შეეხება.

P.S. თუ ძალიან გინდა რომ მაგ კაცმა ეკლესიაში სიარული დაიწყოს, მარინეს დავეთანხმები და გეტყვი, რომ დარიგებას და რჩევას აზრი არ აქვს, ილოცე და როგორც უკეთესია მისთვის ისე იზამს ღმერთი... და თუ ეკლესიაში მაინც არ მივიდა, არც მაგაზე დაიწყვიტო გული, შეიძლება მისთვის მასე სჯობს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 24 2014, 05:47 PM
პოსტი #6


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



სიხუ
ჩემი აზრით შენ უნდა აჩვენო და მაგალითი მისცე ეკლესიაში სიარულს თუ რა მნიშვნელობა აქვს. პირვლე რიგში შენ უნდა გაისიგძრძეგანო ეს ყოველივე.

MIRDAT
ციტატა
უ ეკლესიაში მაინც არ მივიდა, არც მაგაზე დაიწყვიტო გული, შეიძლება მისთვის მასე სჯობს...

ეს უბრალოდ შენი აზრია რასაც მე არ ვეთანხმები tongue.gif
და ისე ძალიან მაინტერესბეს
ციტატა
საერთოდ, ზიარებისადმი ჩემი დამოკიდებულების დაწერა მინდოდა მარა გრძელი გამოვა
დიდი სიამოვნებით წავიკითხავ smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 24 2014, 09:07 PM
პოსტი #7


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



G_saxva
მთავარ იდეას დავწერ, რაც მარტო ზიარებას კი არა ზოგადად რიტუალურ მსახურებას შეეხება და არამარტო...

ყველაფრის უკან რაღაც აზრი და იდეაა, რიტუალი კი ამის ფიზიკური გამოხატულებაა. თუ ფიზიკური ქმედების უკან არ დგას მთავარი აზრი, ნებისმიერი რიტუალი უბრალოდ რაღაც მექანიკური მოქმედების შესრულებაა ჩემი აზრით.

რაც შეეხება ზიარებას, ჩემი აზრით სანამ ადამიანი ფიზიკურად ეზიარება, ის მანამდე შინაგანად უნდა ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს, აქ ვგულისხმობ, რომ რაღაც პატარა სიმართლე უნდა გაიგოს და შეიგნოს, სულ ცოტათი მაინც გაიზარდოს და მიუახლოვდეს ჭეშმარიტებას, ეს ყველაფერი შინაგანი ზიარება იქნება და ამის გამოხატულება კი უკვე უშუალოდ ზიარება და ამგვარად ეს საიდუმლო სრული ფორმით შესრულდება... მხოლოდ გარეგანი ზიარება, როცა ადამიანი შინაგანად არაფერს ზიარებია, ხედავთ მგონი რომ ბევრს არაფერს იძლევა... ყოველ კვირას უამრავი ადამიანი ეზიარება, გადის წლები და შედეგი? ...

ისევ დავუბრუნდეთ თემას, ახლა გამახსენდა და ძალიან კარგი იქნება თუ უძღები შვილის იგავს გავარჩევთ. მგონია, რომ თემის ავტორს სხვანაირად დაანახვებს ეს სიტუაციას... თუ 1–2 კაცი მაინც ჩაერთვება კარგი იქნება. ჯერ დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თუ როგორ განმარტავენ ამ იგავს ეკლესიაში, მოსმენილი ამქვს რამოდენიმე ქადაგება, მაგრამ საკმაოდ ზედაპირული, ამიტომ ვინმე თუ დაწერთ რამეს, თუნდაც მოკლედ, აგყვებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიხუ
პოსტი Jan 25 2014, 11:38 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 23-January 14
მდებარ.: თბილისი
წევრი № 13,539



G_saxva

ციტატა
ჩემი აზრით სანამ ადამიანი ფიზიკურად ეზიარება, ის მანამდე შინაგანად უნდა ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს


ამაში და სხვარაღაცბშიც გეთანხმები...

თუ საიდუმლო არ არის რა მოხდა ასეთი რომ 18 წლის სიარულის შემდეგ წამოხვედი იქიდან?...


--------------------
"წვეული ბევრია, რჩეული კი - ცოტა"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 26 2014, 04:36 AM
პოსტი #9


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



სიხუ
რა გითხრა, ბევრი რამ მოხდა, ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი პერიოდი უნდა მოვყვე და არ ღირს მგონი... არც კი ვიცი როგორ ჩამოვაყალიბო ეს ყველაფერი... მიზეზი უამრავია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიხუ
პოსტი Jan 26 2014, 01:21 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 23-January 14
მდებარ.: თბილისი
წევრი № 13,539



ისე მირდატ მართალი ხარ...
ციტატა
მე თუ მკითხავ ყველა ადამიანს საკუთარი სწორი გზა აქვს

მე მგონია, რომ ეკლესიიაში რომ არ ვიარო სულიერად დავსსუსტები და არც იმის ძალა შემწევს, რომ მისი დახმარების გარეშე ღმერთთან ახლოს მივიდე...


--------------------
"წვეული ბევრია, რჩეული კი - ცოტა"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 26 2014, 06:32 PM
პოსტი #11


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



სიხუ

უძღები შვილის იგავი ავიღოთ, როდესაც მაგ იგავზე ქადაგებებს ვისმენ ძირითადად გამახვილებულია ყურადღება შვილის უმადურობაზე, რომელმაც ვერ დაინახა თუ რა პატივში იყო, დატოვა ყველაფერი და წავიდა, შემდეგ კი უფლის გულმოწყალებაზე, რომ მიუტევა ყველაფერი თავის შვილს და შემოსა სამოსელი პირველით... ამის შემდეგ შეიძლება მეორე ძმაც გაიხსენონ და თქვან, რომ ჩვენც მასავით კი არ უნდა მოვიქცეთ, არამედ უნდა გაგვიხარდეს როდესაც ვინმე მოექცევა ქრისტეს სჯულზე და არ უნდა შეგვშურდეს თუ ღმერთი მას უფრო მეტ მადლს მიანიჭებს. ძირითადად ამ შინაარსისაა ხოლმე უძღები შვილის იგავზე ქადაგებები.


რათქმაუნდა ეს ერთერთი სწორი განმარტებაა, მაგრამ არა ერთადერთი.
მე ამ საკითხს სხვა კუთხიდანაც ვუყურებ. საკითხავია, რა უფრო უკეთესი იქნებოდა შვილისთვის, რომ დარჩენილიყო მამასთან, თუ რომ წავიდა და შემდეგ დაბრუნდა?
ჩემი აზრით ზუსტად წასვლა იყო მისთვის უკეთესი. როგორ გგონია რატომ შემოსა სამოსელი პირველით მამამ? უბრალოდ გაუხარდა შვილის დაბრუნება და საჩუქარი მიაჩეჩა ამ სიხარულისგან? არამგონია, ის იმსახურებდა ამ სამოსელს, უამრავი უბედურება გადახდა, ნახა ბევრი რამ, ამის შემდეგ კი დააფასა და გაიგო რაც მამასთან ხდებოდა, ამიტომაც დაბრუნდა უკან და ახლა მამასთან ყოფნა უკვე მისი არჩევანი იყო და არა უბრალოდ გზა რომელსაც მხოლოდ იმიტომ მიჰყვება რომ ის სწორია...

ახლა ვნახოთ მისი ძმა, რომელიც არსად წასულა. ამდენი ხანი მამასთან იყო, სწავლობდა და შრომობდა მასთან ერთად, მაშინ როცა მისი ძმა ფლანგავდა მამამისის ქონებას ათას უბედურებაში... და რა ისწავლა? შეიცვალა უკეთესობისკენ? არ ჩაუდენია მომაკვდინებელი ცოდვა, თითქოს ყველაფერს სწორედ აკეთებდა, მაგრამ როცა მისი ძმა მოვიდა, რა თქვა დაინახეთ? ეწყინა მამამისის საქციელი, მე აქ ვარ მთელი ეს ხანი და 1 ცხვარი რა არის ისაც არ დაგიკლავსო, იმ ჩემს ძმას კიდევ გადაყევი თანო biggrin.gif

ხედავ რა ხდება? იმდენი ხანი მამასთან იყო, ვითომ სწორედ ცხოვრობდა და ვერაფერი ვერ გაიგო... მაშინ როცა მისმა ძმამ უამრავი არასწორი რამ ჩაიდინა, ბევრი უბედურებაც მოიწია, სამაგიეროდ კი გაიგო რა იყო სწორი...

ახლა მითხარი რომელი გზა იქნებოდა უძღები შვილისთვის სწორი, დარჩენა თუ წასვლა?

P.S. სამოსელი პირველი თუ გაქვს წაკითხული, მაგ იგავის აზრს მაგრად გაიგებ... და არამარტო მაგის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიხუ
პოსტი Jan 26 2014, 08:03 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 23-January 14
მდებარ.: თბილისი
წევრი № 13,539



და მე თუ სწორად გაიგე იმის თქმა გინდა მაგით რო შენც წამოხვედი,გინდა ბევრი უბედურება გადაგხდეს, გაერკვიო ყველაფრში და მერე ისევ დაბუნდე?... ძალიან გიყვარს როგორც ჩანს ეს იგავი... ან შეიძლება იმის თქმაც გინდა რომ ვინც ეკლესიაშია უძღები შვილივით იქცევიან...
ციტატა
ახლა მითხარი რომელი გზა იქნებოდა უძღები შვილისთვის სწორი, დარჩენა თუ წასვლა?

ჩემი აზრით არასწორად მოიქცა, რადგან მიზანი ჭეშმარიტების პოვნა კი არა გულაობა და გართობა იყო, ბოლოს კიდე სხვა გზა არ ქონდა და დაბრუნდა მამასთან... დიდოსტატის მარჯვენაშიც წერია რომ ისე ეს ქვეყანა მოწყობილი ივლივ ივლს კაცი და ბოლოს მაინც ღმერთამდე და ეკლესიაში მიდის... მემგონი არც ერთი შვილის საქციელი არ არის გადასარევი...


--------------------
"წვეული ბევრია, რჩეული კი - ცოტა"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 26 2014, 08:27 PM
პოსტი #13


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



სიხუ
გადასარევი არცერთი შვილის საქციელი არაა, გეთანხმები. უძღები შვილიც არასწორი მიზეზით წამოვიდა, მაგრამ საბოლოოდ უფრო მეტად გაზრდილი და აზრზე მოსული მაინც უძღები შვილი გამოვიდა, ასე მგონია...

კიდევ 1 რამ, არასწორი მიზნით წამოვიდა, მაგრამ წამოსვლა მაინც სწორი იყო, გადაწყვიტა საკუთარი გზა ეპოვა არ უნდოდა იქ დარჩენა და რაც უნდოდა ის გააკეთა. თავისუფალი ნების მთელი მუღამიც მაგაშია, უნდა გამოსცადო ერთიც და მეორეც და ისე გააკეთო არჩევანი. სანამ ორივეს არ გამოცდი, როგორ გაიგებ რომელი ჯობია? რაღაც დონეზე შეიძლება გაიგო, მაგრამ ბოლომდე ვერა....

რომ თქვი სხვა გზა არ ჰქონდა და იმიტომ დაბრუნდაო, მასეც არაა. სხვა გზა ჰქონდა, შეეძლო დარჩენილიყო იმ წყეულ მეღორესთან, ეს უფრო ადვილი იქნებოდა მისთვის, ვიდრე უკან დაბრუნება. დაბრუნება მისთვის ძალიან ძნელი იყო (სამოსელი პირველი წაიკითხე გურამ დოჩანაშვილის) და ძალიან რომ გაუჭირდა მამასთან მისვლა, ეს მისი სიტყვებიდანაც ჩანს "მიმიღე როგორც 1 შენი მუშაკთაგანი" ხვდებოდა რომ უკან დაბრუნება არ შეეძლო და ამიტომ მივიდა როგორც ჩვეულებრივი უცნობი და არა როგორც მისი შვილი...

მოკლედ საბოლოოდ უფრო ჭკვიანი და გაზრდილი მაინც უძღები შვილი გამოდის ასე მგონია...
ჩემი აზრით უძღები შვილისთვის სწორი გზა წამოსვლა იყო, მისი ძმისთვის კი დარჩენა.
მისი ძმა რომ წამოსულიყო, უკან აღარ დაბრუნდებოდა. წამოსვლა ვერ გაბედა და არც უკან დასაბრუნებლად ექნებოდა ძალა...

მოკლედ არ მომწონს ის იდეა, რომ არსებობს 1 გზა, მართლმადიდებლობა და ყველა მართლმადიდებელი უნდა იყოს თუ უნდა რომ სწორი გზით იაროს.
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და განსხვავებული ცხოვრება სჭირდება რომ სიმართლე დაინახოს. ბევრისთვის არასწორი გზით სიარულია საჭირო.

ზოგი დარიგებით ხვდება, ზოგს მორჩილება აქვს და უჯერებს ვინც მასზე მეტი იცის, ზოგი კი სანამ თვითონ არ გამოცდის და არ მიაგნებს სიმართლეს, სხვა ვერავინ დააჯერებს.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიხუ
პოსტი Jan 26 2014, 09:04 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 23-January 14
მდებარ.: თბილისი
წევრი № 13,539



მე მინახავს ადამიანები, რომლებსახ ღმერთის წამთ, მაგრამ მამაოსი არა, ამბობენ რომ ეკლესია არაფერი არ არის, უიმისოდაც შეიძლება ღმერთთან მისვლა, მაგრამ მეორე მხრივ უკლებლივ ყველა მრუშობს, ეწევა, სვავს და ამავდროულად"ეძებს" ჭეშმარიტებას...
თუ საიდუმლო არ არის შენ რაც წამოხვედი ეკლესიიდან ქრისტეს სიტყვეს რამდენჯერ გადაუხვიე?... რამდენჯერ იმრუშე, მოწიე, აწყენნე მოვასს?... თუ მეტყვი, რომ უფრო ახლოს გრძნობ ახლა თავს ღმერთთან, ვიდრე ეკლესიაში ყოფნის დროს ქედს ვიხრი შენს წინაშეsmile.gif


--------------------
"წვეული ბევრია, რჩეული კი - ცოტა"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 26 2014, 09:21 PM
პოსტი #15


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



სიხუ
რაც ეკლესიიდან წამოვედი ცხოვრების წესი არ შემიცვლია, არც მანამდე და არც მის მერე არ მომიწევია, არც სიძვით და არც მრუშობით არ შემიცოდავს.

მაგრამ ეს იმიტომ, რომ მე ბუნებით ვარ ასეთი. მესმის რატომაა უაზრობა მეძავთან სექსი და ამიტომ არ ვაკეთებ ამას და არა იმიტომ რომ ეს ცოდვაა. არ ვეწევი იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი სხეული დავიზიანო და არა იმიტომ, რომ ეს ცოდვაა.

მე არ ვარ ბუნებით მორჩილი ადამიანი. არც სულიერებაში და არც ერულ ცხოვრებაში. განა იმიტომ, რომ არ მინდა ვიყო, უბრალოდ არ შემიძლია. თუ აზრი არ გავიგე და სურვილი არ გამიჩნდა, ძალით უაზროდ ვერაფერს გავაკეთებ.

იმ ცოდვებს რასაც არ ჩავდიოდი, იმიტომ არ ვაკეთებდი, რომ მესმოდა მათი უაზრობა და რასაც ვციდავდუ,იმიტომ ვცოდავდი, რომ არ მესმოდა მიზეზი თუ რატომ იყო ის ქმედება არასწორი.

როგორც ვცხოვრობდი ეკლესიაში ყოფნისას, ისე ვცხოვრობ ახლაც ერთი რამის გამოკლებით. ლოცვას ლექსებივით აღარ ვკითხულობ. ვლოცულობ მაშინ ცოტა ამის სურვილი და ძალა მაქვს და ვცდილობ ღმერთს ვუთხრა ის რაც მინდა და არა ის რაც სადღაც წერია და რისი აზრიც ნაკლებად მესმის... და კიდევ, როდესაც რაიმე ახალს ვკითხულობ, არ ვექცევი სხვისი აზრების გავლენის ქვეშ და შემიძლია ჩემი აზრი გამოვთქვა.

სამწუხაროდ ეკლესიაში ჩემი გონება ჩაკეტილი იყო, ჩემი არასწორი დამოკიდებულებების გამო წამოვედი, ძირითადი მიზეზი ეს იყო. მოძღვრის სიტყვას და ეკლესიის შეხედულებებს აქსიომებად ვიღებდი და ვხვდებოდი საკუთარი აზრი არაფერზე აღარ გამაჩნდა. ფანატიკოსი ვხდებოდი... ხოდა მაგას წამოსვლა ვარჩიე... ეს ერთერთი მიზეზია... ვთვლი რომ ამ ეტაპზე ის გზა რომელსაც ვადგავარ, ჩემთვის სწორია, ვნახოთ რა იქნება მომავალში...

ამიტომ მაქვს ასეთი დამოკიდებულება შენი მეგობრის მიმართ. შეიძლება ახლა ეკლესიას დაშორებულია, მაგრამ ეს ტრაგედია არაა, არავინ იცის რა არის მისთვის სწორი და რას უმზადებს ღმერთი.

P.S. მხოლოდ ეკლესიურობა არაფერს ნიშნავს, იქ მყოფთაგან ბევრი მრუშობს და ბევრიც გაცილებით მძიმე ცოდვებს სჩადის ვიდრე ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანები. მთავარი ის კი არაა რას აკეთებ, მთავარია რა დამოკიდებულება გაქვს ამ ყველაფრის მიმართ.

ადამიანი არც ცოდვების გამო ხვდება ჯოჯოხეთში და არც ნაკლებად ცოდვილობისათვის სამოთხეში. მთავარია სწორი დამოკიდებულება გქონდეს და სწორი აზროვნება. ამიტომ მოხვდა ავაზაკი სამოთხეში, ცოდვილი იყო, მაგრამ თავის ცოდვებისადმი და ქრისტესადმიც სწორი დამოკიდებულება ჰქონდა...

P.P.S. შეგიძლია ქედი არ მოიხარო biggrin.gif ჩემს ქმედებას მაშნ ექნებოდა ფასი, ძალიან რომ მდომოდა არასწორედ მოქცევა და ჩემი თავისთვის რომ მეჯობნა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიხუ
პოსტი Jan 26 2014, 10:41 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 23-January 14
მდებარ.: თბილისი
წევრი № 13,539



მე ძალიან მიხარია რომ არსებობს შენნაირი ადამიანი...
მეც არ ვეწევი, არ ვსვავ, სხეულის მიზეზით და არა ცოდვის გამო...
იცი მე სადაც დავდივარ ეკლესიაში ერთ მამაოს პრადოს ჯოპი ყავს ბლატნოი ნომრებით, მეორე სმარტფონით დადის და აღსარებას რო ვაბარებ თითქორს არ მშორდება ტვირთი, ორივეს წირვის დროს სადღაც ეჩქარებათთ, ლიჟბი მალე მორჩნენ... მაგრამ მაინც მიმიწევს გული, მიხარია იქ დგომა, იშვიათად, მაგრამ მაინც, ლოცვის დროსაც რაღაცას ვგრძნობ, იშვიათად, მაგრამ მაინც... ჯერ პატარა ვარ და ალბათ ბევრ რამეს ვისწავლი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან ეკლესიაში არსიარული იქნება უდიდესი შეცდომა...

P.S. ეკლესია და მისი ცოდვები უნდა გამიჯნო ერთმანეთისგან და დღევანდელობიდან გამომდინარე ცხრა მამაოთი ათი არ უნდა შეაფასო...


--------------------
"წვეული ბევრია, რჩეული კი - ცოტა"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 26 2014, 11:03 PM
პოსტი #17


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



სიხუ
მე მოძღვრების ქონებასთან პრეტენზია არ მაქვს, არც მათი ჯიპების გაპარიტები და რაოდენობა მადარდებს. პრობლემა ეგ არაა... არ გეგონოს რომ იმ მორწმუნეთა რიგს მივეკუთვნები, რომელთაც ღმერთის სწამთ მაგრამ მოძღვრების არა. პირიქით ვაფასებ მოძღვრებს, იმიტომ რომ მათ უმეტესობას გულით უნდა ადამიანთა დახმარება. რამდენად გამოსდით ეს სხვა საკითხია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 27 2014, 12:42 PM
პოსტი #18


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



საინტერესო საუბარი წავიკითხე, შაბათ კვირას არ ვიყავი ობიეტზე და ვერ შემოვედი.
MIRDAT 100% მესმის შენი რაზეც საუბრობ და რა მიზეზი თუ მიზეზები იყო შენი სულიერ შეხედულებების შეცვლის. მეც მასეთი შეხედულებები მაქვს მაგრამ პაუხსა თუ ხსნას ისევ ეკლესიაში ვპოულობ. მოდი რიგ რიგობით მივყვები რაიმე რომ არ გამომრჩეს.
თავიდან იმით დავიწყებ რომ არასწორი კუთხით გაქვს ეს იგავი დანახული
ციტატა
მე ამ საკითხს სხვა კუთხიდანაც ვუყურებ. საკითხავია, რა უფრო უკეთესი იქნებოდა შვილისთვის, რომ დარჩენილიყო მამასთან, თუ რომ წავიდა და შემდეგ დაბრუნდა?

რა თქმა უნდა მამასთან ყოფნა უკეთესი იქნებოდა. რატომ? იმიტომ რომ ის რაც იწვალა ის რა დამცირებაც განიცადა ამას ასცდებოდა, თან მამასთან სულ ბედნიერებაში იქნებოდა.
ციტატა
როგორ გგონია რატომ შემოსა სამოსელი პირველით მამამ? უბრალოდ გაუხარდა შვილის დაბრუნება და საჩუქარი მიაჩეჩა ამ სიხარულისგან? არამგონია, ის იმსახურებდა ამ სამოსელს, უამრავი უბედურება გადახდა, ნახა ბევრი რამ, ამის შემდეგ კი დააფასა და გაიგო რაც მამასთან ხდებოდა, ამიტომაც დაბრუნდა უკან და ახლა მამასთან ყოფნა უკვე მისი არჩევანი იყო და არა უბრალოდ გზა რომელსაც მხოლოდ იმიტომ მიჰყვება რომ ის სწორია...

რატომ შემოსა მამამ? იმიტომ რომ შვილის დაბურნებით გამოწვეული სიხარული და ბედნიერი სათანადოდ გამოეხატა, ასევე პატივით და ღირსებით მიეღო შვილი, მისთვის მიეჩინა ის ადგილი რაც ეკუთვნოდა.
ციტატა
ახლა ვნახოთ მისი ძმა, რომელიც არსად წასულა. ამდენი ხანი მამასთან იყო, სწავლობდა და შრომობდა მასთან ერთად, მაშინ როცა მისი ძმა ფლანგავდა მამამისის ქონებას ათას უბედურებაში... და რა ისწავლა? შეიცვალა უკეთესობისკენ? არ ჩაუდენია მომაკვდინებელი ცოდვა, თითქოს ყველაფერს სწორედ აკეთებდა, მაგრამ როცა მისი ძმა მოვიდა, რა თქვა დაინახეთ? ეწყინა მამამისის საქციელი, მე აქ ვარ მთელი ეს ხანი და 1 ცხვარი რა არის ისაც არ დაგიკლავსო, იმ ჩემს ძმას კიდევ გადაყევი თანო

ის რომ სათანადო გამჭრიახობა და სიბრძნე ვერ გამოიჩინა ეს არ აკნინებს მის მოქმედებას. შენ მამის სიტყვები გავიწყდება მის კითხვაზე : რაც მე მეკუთვნის ყველაფერი შენიაო. უპირატესობას ვერ ხედავ შვილის დახვედრის და ამ მხიარულების შედეგეგად მიღებული ემოციების ნაკლოვანებას პირველი შვილის სრულფასოვნებისათან შედარებით, ისევე როგორც ვერ დაინახა იმ შვილმა რომელსაც საყვედური წამოსცდა. ის რომ ვერ გაითვალისწინა მისი მდგომარეობა მისი მდგომარეობის სისავსე, აი ამიტომ იყო რომ ამბობს ერთი ცხვარიც არ დაგიკლია ჩემთვისო.
ციტატა
კიდევ 1 რამ, არასწორი მიზნით წამოვიდა, მაგრამ წამოსვლა მაინც სწორი იყო, გადაწყვიტა საკუთარი გზა ეპოვა არ უნდოდა იქ დარჩენა და რაც უნდოდა ის გააკეთა. თავისუფალი ნების მთელი მუღამიც მაგაშია, უნდა გამოსცადო ერთიც და მეორეც და ისე გააკეთო არჩევანი. სანამ ორივეს არ გამოცდი, როგორ გაიგებ რომელი ჯობია? რაღაც დონეზე შეიძლება გაიგო, მაგრამ ბოლომდე ვერა....

გასაგებია რასაც ამბობ მაგრამ ორივეს რომ გამოცდი მზად უნდა იყო ღორის სალაფავის ჭამისა. თან რაც მთავარია არ დაგავიწყდეს ბევრი ვერ შეძლებს უკან დაბუნებას და პატიების თხოვნას.
ციტატა
მოკლედ საბოლოოდ უფრო ჭკვიანი და გაზრდილი მაინც უძღები შვილი გამოდის ასე მგონია...

საბოლოოდ უძღები შვილი გამოდის ამ ცხოვრების კაცი, რომელსაც ეყო გამბედაობა და პატიების სათხოვნელად ამამსთან დაბრუნდა. ჯილდოც დამსახურებულად მიიღო. მერე შვილი კი სრული სისავსისა და ბედნიერების მფლობელი აღმოჩნდა რომელიც მთლიანად მისია. იმ განაწყენება კი ბევრი რამით შეიძლება რომ აიხსნას. მაგრამ ჩემი აზრით ჯერ ბოლომდე მაინც ვერ ქონდა გათავისებული თავისი მდგომარეობა, თუმცა ბევრ რამეს შეიძენდა.
და მთავარი
ციტატა
მისი ძმა რომ წამოსულიყო, უკან აღარ დაბრუნდებოდა. წამოსვლა ვერ გაბედა და არც უკან დასაბრუნებლად ექნებოდა ძალა...

არასწორი ხედვაა იმაში რომ წამოსვლა არ შეეძლო. მისი სულიერი მდგომარეობა იმაშია რომ ამამსთან უნდა იყოს სხვაგვარად ვერ იარსებებს, არ შეუძლია წამოსვლა განა იმიტომ რომ გამბედაობარ არ ეყოფა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, არამედ იმიტომ რომ მამის გარეშე ვერ იცოცხლებს.

პ.ს ეს ჩემი აზრებია მოვძებნი და დავვდებ ამ იგავის განმარტებას.


კიდევ ერთი რჩევა მინდა მივცე
სიხუ
ციტატა
იცი მე სადაც დავდივარ ეკლესიაში ერთ მამაოს პრადოს ჯოპი ყავს ბლატნოი ნომრებით, მეორე სმარტფონით დადის და აღსარებას რო ვაბარებ თითქორს არ მშორდება ტვირთი, ორივეს წირვის დროს სადღაც ეჩქარებათთ, ლიჟბი მალე მორჩნენ...

სანამ ამ ყველაფერს ყურადღებას მიაგცევ და შენთვის მნიშვნელოვანი იქნება მანამ სწორ სულიერ გზაზე დადგომა გაგიჭირდება. მეც ვიყავი ასეთ მდგომარეობაში როცა ბევრ მღვდელს განვიკითხავდი რადგან მათი მოქმედება არასწორედ მიმაჩნდა, მაგრამ როცა ცოტა უფრო მეტად ჩავიხედე შიგნით მივხვდი რომ ვერც მათი ჯიპით და ვერც უჯიპოდ ჩემს სულიერებას ვერ ეშველება. მე მისგან ვიღებ იმ საიდუმლოებზე ზიარებას რაც ჩემი სულისთვისაა მნიშვნელოვანი, დანარჩენი შეიძლება არც მომეწონოს მაგრამ საერთოდ არ აქვს ამას ჩემთვის მნივნელობა და საერთოდ აღარ მაბრკოლებს ეს ყოველივე. რაც მთავარია იმ ქვეყნად მე არცერთი ამამოს ჯიპზე თუ აიფონზე არ მომეთხოვება პასუხი, საკუთარ ცოდვებს უნდა მივხედოთ, ეგეც საკმარისად გვექნება.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის ლუკას სახარების განმარტება

11. მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. 12. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. 13. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. 14. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. 15. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. 16. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას.
ეს იგავიც წინამორბედთა მსგავსია. მასაც ადამიანის სახით გამოჰყავს ღმერთი, ჭეშმარიტად კაცთმოყვარე; ორი ძის სახით - ადამიანთა ორი ჯგუფი, ანუ მართლები და ცოდვილები. „და ჰრქუა უმრწმესმან მან მამისა თვისსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხვდების ნაწილი სამკვიდრებელისაჲ“. სიმართლე ძველი ხვედრია ადამიანური ბუნებისა, ამიტომ უფროსი ძე არ გაურბის მამის მეუფებას. ხოლო ცოდვა არის ბოროტება, რომელიც შემდგომში იშვა; ამიტომაც გაურბის მშობლის მეუფებას „უმცროსი“ ძე, რომელიც გაიზარდა შემდგომში წარმოშობილი ცოდვით. და სხვაგვარად; ცოდვილი იწოდება „უმცროსი“ ძე, როგორც ახალი წესის შემომღები, განდგომილი და შფოთის შემომტანი მამის ნების წინააღმდეგ. „მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკვიდრებელისაჲ“. „სამკვიდრებელი“ არის გონება, რომელსაც ემორჩილება თავისუფლებაც, ვინაიდან ყოველი გონიერი არსება თავისუფალია. უფალი გვაძლევს გონებას, რათა თავისუფლად ვისარგებლოთ მისით, როგორც ჩვენი ჭეშმარიტი სამკვიდრებელით და ყველას თანაბრად აძლევს, ვიანიდან ყველანი თანაბრად გონიერნი არიან,თავისი თავის უფალი. მაგრამ ერთნი ჩვენგან ამ ღირსებით დანიშნულებისამებრ სარგებლობენ, მეორენი კი ღვთის ამ წყალობას უსარგებლად აქცევენ. „სამკვიდრებლის“ ქვეშ შეგვიძლია ვიგულისხმოთ აგრეთვე საერთოდ ყველაფერი, რაც უფალმა მოგვცა, კერძოდ: ცა, მიწა, საერთოდ ყოველი ქმნილება, სჯული, წინასწარმეტყველნი. მაგრამ უმცროსმა ძემ დაინახა ცა და გააღმერთა იგი; დაინახა მიწა და თაყვანი სცა მას. ხოლო სჯულს მისას არ სურდა მიჰყოლოდა და წინასწარმეტყველებსაც ბოროტს უყოფდა. უფროსმა ძემ კი ყოველივე ამითი ღვთის სადიდებლად ისარგებლა. უფალმა ღმერთმა მისცა რა ყოველივე ეს თანაბრად, ნება დართო (თითოეულს) თავისი სურვილის მიხედვით ევლო (ეცხოვრა) და არავის, ვისაც სურს ემსახუროს მას არ აიძულებს. ვინაიდან იძულება რომ სდომოდა, გონიერებსა და თავისუფლებს არ შეგვქმნიდა. უმცროსმა ძემ ყოველივე ეს ერთად „განაბნია“. და რა იყო მიზეზი? ის რომ იგი „წარვიდა შორსა სოფელსა“, ვინაიდან როდესაც ადამიანი განუდგება ღმერთს და განეშორება ღვთის შიშს, მაშინ ის განაბნევს ყველა ღვთაებრივ ნიჭს. ვარ რა ახლოს ღმერთთან, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ისეთს, რაც ღირსი იქნებოდა „წარწყმედისა“ შემდეგი თქმულის მიხედვით: „წინაისწარ ვხედავ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა“ (ფსალ. 15,8), ხოლო დავშორდებით და განვუდგებით რა ღმერთს, ჩვენ ვითმენთ ყველანაირ ბოროტებას, შემდეგი სიტყვების მიხედვით: „რამეთუ აჰა ესერა , რომელთა განიშორეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ“ (ფსალ. 72,27). ამრიგად, არ არის გასაკვირი, რომ მან განაბნია სამკვიდრებელი, ვინაიდან სათნოებას აქვს ერთი ზღვარი და რაღაც ერთი მთლიანობაა, ხოლო ბოროტება მრავალი ნაწილისგან შედგება და მრავალ საცდურს წარმოშობს. მაგალითად, სიმამაცისთვის ერთი ზღვარია, კერძოდ: როდის, როგორ და ვისზე უნდა გამოვიყენოთ მრისხანება, ხოლო მტრობა ორი სახისაა - შიში და კადნიერება, ხედავ, რომ განიბნევა გონება და სათნოების ერთიანობა კვება? როდესაც ეს სამკვიდრებელი განბნეულია და ადამიანი არ ცხოვრობს არც გონების მიხედვით, ანუ ბუნებრივი სჯულის მიხედვით, არც დაწერილ სჯულს მისდევს და წინასწარეტყველებს არ უსმენს, მაშინ (მისთვის) ძლიერი შიმშილი იწყება, არა შიმშილი პურისა, არამედ შიმშილი უფლის სიტყვების მოსმენისა (ამ. 8,11). და იგი იწყებს „მოკლებას“, რამდენადაც არ ეშინია უფლისა, არამედ დიდად დაშორდა მას, მაშინ როდესაც „რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა“ (ფსალ. 33,10). და რატომ არ არიან ნაკლულევანნი უფლის მოშიშნი?
იმიტომ, რომ უფლის მოშიშს ძლიერ უყვარს მისი მცნებები, ამიტომაც დიდება და სიმდიდრეა მის სახლში და იგი უმალ საკუთარი ნებით განაბნევს და აძლევს გლახაკებს (ფსალ. 1,111; 1,3.9). ასე შორსაა იგი ნაკლულევანებისაგან! ხოლო ის ვინც შორს წავიდა უფლისაგან და თვალწინ არ უდგას მისი მრისხანე სახე, იგი გასაკვირი არაა, რომ ნაკლულევანებას განიცდის, რამდენადაც მასში არანაირი ღვთაებრივი სიტყვა არ მოქმედებს და „წარვიდა“, ანუ შორს წავიდა და განმტკიცდა ბოროტებაში. „შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა“. „რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულს არს, უფალთან, ხოლო რომელი შეეყოს მეძავსა, ანუ ეშმაკთა ბუნებას, იყვნენ ორნივე ერთ ხორც“ (1 კორ. 6,17.16), ხდება რა მთლიანად ხორცი და არა აქვს რა თავისში ადგილი სულისათვის, ისევე როგორც წარღვნის დღეებში მცხოვრებთ. (დაბ. 6,3). „იმ სოფლის მოქალაქენი“, დაშორებულნი ღმერთს, უეჭველია რომ ეშმაკები არიან. მოასწრო რა და გახდა ძლიერ ბოროტებაში იგი „ღორებს მწყემსავს“, ანუ სხვებსაც ასწავლის ბოროტებას და ბინძურ ცხოვრებას, ვინაიდან ყველანი, ვინც პოულობენ სიამოვნებას უპატიოსნო საქმეებსა და ნივთიერ ვნებებში ჩაფლობით არსებითად ღორები არიან. ღორის თვალებს არ შეუძლიათ ზემოთ ყურება, არიან რა მოწყობილნი ასე უცნაურად. ამიტომაც ღორების მწყემსები, თუკი დაიჭერენ რა ღორს, დიდხანს არ შეუძლიათ აღკვეთონ მისი ჭყვიტინი, მას თავს უკან უწევენ და ასე აოკებენ. როგორც ადამიანი, რომელიც ისეთ სანახაობაზე მივიდა, როგორიც ჯერ არ უნახავს, როდესაც თვალებს მაღლა სწევს (სცენაზე), გაოგნებულია და დუმს, ასევე მათი თვალები, ვინც ბოროტებაში არიან გაზრდილნი ვერასოდეს ხედავენ ამაღლებულს, მათ მწყემსავს ის ვინც მრავალთ აღემატება ბოროტებაში, როგორებიც არიან: მეძავთა მეპატრონენი, ყაჩაღთა, მეზვერეთა უფროსები, ვინაიდან ბოროტებას მიჩვეული ვერ ძღება მისით. სიამოვნება არ არის მუდმივი, არამედ როგორც მოდის, მასთან ერთადვე მიდის და ის უბედური ისევ რჩება სიცარიელით სულში, ვინაიდან ცოდვა მსგავსია „რქისა“, აქვს რა სიტკბოცა და სიმწარეც: დროებით ის ატკბობს, მაგრამ სტანჯავს საუკუნოდ და არავინ მისცემს გაძღეს ბოროტებით მას, ვინც ტკბება მისით და ვინ აღირსებს მას გაძღომასა და სიმშვიდეს? ღმერთი? მაგრამ ის არ არის მასთან; ვინაიდან ის, ვინც ბოროტებით იკვებება შორს მიდის ღმერთისგან. ეშმაკები? მაგრამ ისინი როგორ აღირსებენ, როდესაც განსაკუთრებულად ცდილობენ იმას, რომ ვერასოდეს მიიღწეოდეს სიმშვიდე და განძღომა ბოროტებისგან?

[თ. 15; მ. 17-21]
17. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. 18. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, 19. და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. 20. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. 21. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა.
დროთა განმავლობაში გარყვნილი გონს მოეგო, ვინაიდან სანამდის იგი თავაშვებული ცხოვრობდა, იგი არ იყო თავის გონებაზე. ნათვქამია, რომ მან გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება და სამართლიანიცაა: სწორედ ამიტომ არ არის იგი თავის გონებაზე, ვინაიდან ვინც არ იმართება გონებით, არამედ ცხოვრობს როგორც უგუნური და სხვებიც მიჰყავს უგუნურებმდე, ის არ არის თავის გონებაზე და არ შერჩება თავის ავლადიდება, ანუ გონება. როდესაც ვინმე მიხვდება, თუ როგორ უბედურებაში ჩავარდა, მაშინ იგი გონს მოეგება განსჯის მეშვეობითა და სინანულით მოიქცევა ცდომილებაში ხეტიალისგან. „სასყიდლით დადგინებულთა“ ქვეშ, როგორც ჩანს, გულისხმობს კათაკმეველებს, რომელთაც, როგორც მოუნათლავებმა, ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს ძედ გახდომა, ხოლო კათაკმეველნი, უეჭველია, რომ გარდამეტებით კმაყოფილდებიან სულიერი პურით, საკითხავთა ყოველდღიური მოსმენით და რომ იცოდე განსხვავება სასყიდლით-დადგინებულსა და ძეს შორის, უსმინე. ცხონების მსურველნი სამი სახისაა. ერთნი როგორც მონები, იქმან სიკეთეს სამსჯავროს შიშით. ამაზე მიგვანიშნებს დავითი, როდესაც ამბობს: „განმსჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი, რამეთუ სასჯელთა შენთაგან შემეშინა“ (ფსალ. 118, 120). მეორენი - სასყიდლით - დადგინებულნი; ესენი როგორც ჩანს ისინი არიან, ვინც ცდილობენ სათნო ეყონ ღმერთს ჯილდოს მიღების სურვილით, როგორც იგივე დავითი ამბობს: „მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე, მერმის მისთვის მისაგებელისა“ (ფსალ. 118, 112). ხოლო მესამენი - ძენი, ანუ ისინი, რომელნიც ღმრთის მცნებებს მისდამი სიყვარულის გამო იცავენ, რაზეც იგივე დავითი მოწმობს: „რაბამად შევიყვარე ჰსჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა“ (ფსალ. 118, 97) და კვლავაც; „და აღვიპყრენ ხელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყვარენ“ (ფსალ. 118, 48), და არა „რომელთაგან შემეშინა“ და კიდევ: „საკვირველ არიან წამებანი შენნი“ და რადგანაც საკვირველ არიან, „ამისთვის გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან“ (ფსალ. 118, 129). ამრიგად, როდესაც ის, ვინც ძეთა რიგს მიეკუთვნებოდა, მაგრამ შემდეგ ცოდვის გამო მოაკლდა უფელბას ძედ წოდებისა, დაინახავს, რომ სხვები ტკბებიან ღმრთაებრივი ნიჭებით, ეზიარებიან ღმრთაებრივ საიდუმლოებებსა და ღვთაებრივ პურს (ხოლო სასყიდლით დადგინებულთა ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ არა მხოლოდ კათაკმეველნი, არამედ საერთოდ ეკლესიის წევრები, რომელნიც პირველთა რიგს არ მიეკუთვნებიან. მაშინ მან უნდა უთხრას თავის თავს ეს სიტყვები სინანულისა: „რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები“. არამედ „აღდეგ“, ანუ ცოდვით დაცემისგან, „წარვიდე მამისა ჩემისა და ვრქუა მას: მამაო! ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა“. დავტოვე რა ზეციური, მე შევცოდე მის წინაშე, როდესაც ვამჯობინე მას საძულველი სიამოვნება და ნაცვლად ზეცისა, საკუთარი სამშობლოსი, მშიერი ქვეყანა ავირჩიე, ვინაიდან, როგორც ის, ვინც შეიძლება ითქვას, სცოდავს ოქროს წინაშე, ვინც მას ტყვიას ამჯობინებს, ისე ის სცოდავს ზეცის წინაშე, ვინც მას მიწიერს ამჯობინებს. ვინაიდან, ის უეჭველია, შორდება ზეცისაკენ მიმავალ გზას და დააკვირდი, რომ როდესაც ის სცოდავდა, მაშინ იგი თითქოსდა ღვთის წინაშე არ სჩადიოდა ცოდვას, ხოლო როდესაც ნანობს, თავს ცოდვილად გრძნობს ღვთის წინაშე. "და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თვისისა". ვინაიდან ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვისურვოთ ის, რაც ღვთისთვისაა სათნო, არამედ თავად საქმითაც აღვასრულოთ. შენ ნახე ახლა მხურვალე სინანული, შეხედე მამის გულმოწყალებასაც. იგი არ ელოდება სანამ ძე მივა მასთან, არამედ თავად იჩქარის მისაგებებლად და ეხვევა მას. ვინაიდან არის რა მამა ბუნებით, ღმერთი მამაა თავისი სიკეთითაც. იგი მთლიანად ხვევს ხელს ძეს, რათა ყოველი მხრიდან შეიერთოს თავისთან, როგორც ნათქვამია: "უფლის დიდება უკან გამოგყვება" (ესაია 58.8). ადრე, როდესაც ძე თავად დაშორდა, დრო იყო მამასაც უარი ეთქვა მოხვევაზე, ხოლო როდესაც ძე მიუახლოვდა ლოცვისა და მისდამი მიმართების მეშვეობით, მაშინ მისი მოხვევაც დროული გახდა.
მამა "დავარდა ქედსა ზედა" ძისა, უჩვენა რა, რომ იგი, ადრე ურჩებაში მყოფი, ახლა მორჩილი გახდა და "ამბორს უყოფდა მას" შერიგების აღსანიშნავად, განწმინდა რა ბაგენი ადრე შებიწლულისა, როგორც ერთგვარი ზღურბლი და მისი მეშვეობით განწმენდდა შინაგანსაც.
[თ. 15; მ. 22-24]
22. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. 23. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, 24. რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად.
“მონების” ქვეშ შეგიძლია იგულისხმო ანგელოზები, რამდენადაც ისინი არსებითად მომსახურე სულები არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე (ებრ. 1.14). ვინაიდან ისინი ბოროტებისაგან მოქცეულს “პირველ” სამოსელში გამოაწყობენ, ანუ ან წინანდელში, რომელსაც ჩვენ ცოდვით დაცემამდე ვატარებდით, სამოსელში უხრწნელებისა, ან ყველა სხვა დანარჩენზე უკეთესს სამოსელში, როგორიცაა სამოსელი ნათლობისა. ვინაიდან იგი პირველი ჩამეცმევა მე და მისი მეშვეობით ვიხდი სამოსელს უხამსობისა. “მონების” ქვეშ შეგიძლია იგულისხმო ანგელოზები იმიტომაც, რომ ისინი ემსახურებიან ყოველივე იმას, რაც ჩვენი გულისთვის აღესრულება და იმიტომაც, რომ ჩვენ მათი მეშვეობით განვიწმინდებით. “მონების” ქვეშ შეგიძლია იგულისხმო მღვდლებიც, რამდენადაც ისინი მოქცევის მსურველს აცმევენ ნათლობისა და სწავლების სიტყვის მეშვეობით და მოსავენ მას პირველი შესამოსლით, ანუ თავად ქრისტეთი, ვინაიდან ჩვენ ყოველთა რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-ვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ (გალ. 3.27). და შეაცუამს “ბეჭედს ხელზე”, ანუ ბეჭედს ქრისტიანობისა, რომელსაც ჩვენ საქმეების მეშვეობით ვიღებთ, ვინაიდან ხელი არის ნიშანი ქმედებისა, ხოლო ბეჭედი – დამოწმებისა. ამრიგად, მას ვინც ინათლება და საერთოდ მოიქცევა ბოროტებისგან, უნდა ჰქონდეს ხელზე – ანუ თავის ქმედით ძალაზე, ბეჭედი და ნიშანი ქრისტიანისა, რათა შეძლოს აჩვენოს, თუ როგორ განახლდა მისი შემოქმედის ხატების შესაბამისად. ან სხვაგვარად: “ბეჭდის” ქვეშ შეგიძლია იგულისხმო საწინდარი სულისა. ვიტყვი ასე: ღმერთი მოგვცემს უსრულყოფილეს სიკეთეებს მაშინ, როდესაც დადგება მათი დრო, ახლა კი, დასარწმუნებლად, თითქოს და საწინდრად მომავალი სიკეთეებისა, გვაძლევს ამ სახის ნიჭებს: პირველთ – ნიჭს სასწაულთქმედებისა, მეორეებს – ნიჭს სწავლებისა, სხვებს – რაიმე სხვა ნიჭს. ვიღებთ რა ამ ნიჭებს, ჩვენ მტკიცედ ვსასოებთ უსრულყოფილესთა მიღებაზეც. გვეძლევა “ხამლნი ფერხთა” ჩვენთა, რათა ისინი დაცულნი იქნენ როგორც მორიელთაგან, ანუ შეცოდებათაგან, ჩანს მცირეთა და საიდუმლოთაგან, როგორც დავითი ამბობს (ფს. 18.13), თუმცა კი მაინც მომაკვდინებელთაგან, ასევე გველთაგან, რომელნიც ხილულად საზიანოდ ითვლებიან, ანუ ცოდვათაგან და სხვაგვარადაც: პირველშესამოსელის პატივის მიმღებს ეძლევა ფეხსაცმელი იმის ნიშნად, რომ უფალი განამზადებს მას რათა ახაროს და ი`სახუროს სხვათა სასარგებლოდ, ვინაიდან ქრისტიანის განმასხვავებელი ნიშანია იყოს გამოსადეგი სხვათათვის. ვინ არის „ზუარაკი იგი ჭამებული“, დაკლული და შეჭმული, ამის მიხვედრა ძნელი არ არის. იგი, ეჭვგარეშეა, რომ ჭეშმარიტი ძე ღმრთისაა. რამდენადაც იგი ადამიანია და შეიმოსა ხორცი, ბუნებით უგონო და პირუტყვთა მსგავსი, თუმცა კი აღავსო იგი საკუთარი სრულქმნილებებით, ამდენად იწოდება ზვარაკად. ამ ზვარაკს არ გამოუცდია უღელი ცოდვისა, არამედ არის ზვარაკი „ჭამებული“, რამდენადაც სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განჩინებული ამ საიდუმლოსთვის (1 პეტ, 1,20). შესაძლოა გამორჩეულად მოგეჩვენოთ ის რაც კიდევ უნდა ითქვას, მაგრამ დაე ითქვას. პური, რომელსაც ჩვენ განვტეხთ, თავისი შესახედაობით ხორბლისაგან შედგება, ამიტომაც შეიძლება ეწოდოს ხორბლით „ჭამებული“, ხოლო სულიერი მხრივ არის ხორცი ქრისტესი, ამიტომაც შეიძლება ეწოდოს „ზვარაკი“. და ამრიგად, ერთი და იგივე არის ზვარაკიცა და ჭამებულიც. ამრიგად, ყოველი მონანული და შექმნილი ძედ ღმრთისა, განსაკუთრებით კი განახლებული და საერთოდ, ცოდვისაგან განწმენდილი ეზიარება ამ „ზვარაკს ჭამებულს“ და ხდება მხიარულების მიზეზი მამისა და მისი მონებისათვის, ანგელოზებისა და მღვდლებისათვის: „რამეთუ მომკვდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა“. იმ მიმართებით, რომ იგი ბოროტებაში იმყოფებოდა, იგი “მკვდარი” იყო ანუ უიმედო, ხოლო იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანური ბუნება ადვილად მიდრეკადია და ბოროტებიდან შეიძლება მოექცეს სიკეთისაკენ, იგი იწოდება „წარწყმედულად“, ვინაიდან სიტყვა „დაკარგული“, უფრო ზომიერია, ვიდრე „მკვდარი“.

[თ. 15; მ. 25-32]
25. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. 26. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? 27. ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. 28. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. 29. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. 30. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. 31. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. 32. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.
აქ სვამენ ყბადაღებულ კითხვას: როგორღა აღმოჩნდება შურიანი ძე, რომელიც სხვა მხრივ ცხოვრობდა და ემსახურებოდა მამას კეთილად? მაგრამ იგი გადაწყდება, როგორც კი მიხვდებიან, თუ რატომ ითქვა ეს იგავი. ეს იგავი, წინათა მსგავსად, უეჭველია ითქვა იმიტომ, რომ ფარისვლები, თვლიდნენ რა თავს სუფთებად და მართლებად, დრტვინავდენ უფალზე, რადგანაც იგი მეზვერეებსა და მეძავებს იღებდა. თუკი იგი, ნათქვამია იმის გამო, რომ დრტვინავდნენ ფარისევლები, რომელნიც როგორც ჩანს, მეზვერეებზე უფრო მართლები იყვნენ, დააკვირდი, რომ სახე ძისა, როგორც ჩანს, მდრტვინავისა, მიეკუთვნება ყველას, ვინც ცდუნდება ცოდვილთა უეცარი კეთილდღეობითა და ცხონებით. მაგრამ ეს არ არის შური, არამედ გადმოღვრა ღმრთაებრივი კაცთმოყვარებისა, რომელიც გაუგებარია ჩვენთვის და ამიტომაც დრტვინვას იწვევს. განა დავითსაც არ გამოყავს პირი, რომელიც ცოდვილთა მშვიდობით ცდუნდება (ფსალ. 72,3), ისევე როგორც იერემიას, როდესაც ამბობს: „რატომ წყალობს ბედი ბოროტმოქმედს, რატომ არიან უზრუნველად მატყუარები? შენ დანერგე ისინი და გაიდგეს ფესვი“ (იერ. 12, 1-2). ყველაფერი ეს დამახასიათებელია სუსტი და საცოდავი გონებისათვის კაცისა, რომელიც აღშფოთებულია და შეცბუნება იპყრობს უღირსების ხილვისას, კერძოდ: მანკიერ ადამიანთა კეთილდღეობისა, ამიტომაც უფალი ამ იგავით თითქოსდა ასე ეუბნება ფარისევლებს: დაე ასე იყოს, რომ თქვენ, ამ ძის მსგავსად, მართლები და ღვთისათვის სათნონი ხართ მამის წინაშე; მაგრამ მე გთხოვთ თქვენ, მართლებსა და სუფთებს, ნუ დრტვინავთ იმაზე, რომ ჩვენ ვმხიარულობთ ცოდვილის გადარჩენის გამო, ვინაიდან ისიც ხომ ძეა. ამრიგად, აქედან შური კი არ ჩანს, არამედ ამ იგავით უფალი შთააგონებს ფარისევლბეს, რომ ისინი არ მწუხარებდნენ ცოდვილის მიღების გამო, თუნდაც ისინი მართლები იყვნენ თავად და ღვთის ყველა მცნებას იცავდნენ და სრულიადაც არაა გასაკვირი, თუკი ჩვენ წყენა გვიპყრობს იმათი მიღების გამო, ვინც უღირსად გვეჩვენება. იმდენად დიდია კაცთმოყვარება უფლისა და ისე უხვად გვანიჭებს თავის სიკეთეებს, რომ აქედან შესაძლოა დრტვინვაც იშვას. ასე ვამბობთ ჩვენ ჩვულებრივ საუბარშიც. ხშირად კეთილს ვუყოფთ რა ვინმეს, შემდეგ კი ვერ მივიღებთ მისგან მადლობას, ჩვენ ვამბობთ: ყველანი მკიცხავენ იმის გამო, რომ ამდენი სიკეთე გაგაკეთე: თუმცა შესაძლოა არც არავინ გვკიცხავდეს, მაგრამ გვსურს რა ვუჩვენოთ სიდიდე სიკეთისა, ჩვენ ვიგონებთ ამას. განვიხილოთ ეს იგავი ნაწილ-ნაწილ და თითქოსდა მოკლე გადმოცემით, უფროსი ძე იყო „ველსა გარე“, ანუ ამ სოფელში, ამუშავებდა რა თავის მიწას, ანუ სხეულს, რათა მოჭარბებულად ჰქონოდა პური, რომელსაც სთესვიდა ცრემლით, რათა სიხარულით მოემკო (ფსალ. 125,5). გაიგო რა მომხდარის შესახებ, მას არ სურდა გაეზიარებინა საერთო სიხარული, არამედ კაცთმოყვარე მამა გამოდის, ეძახის მას და ამცნობს, რომ მხიარულების მიზეზს წარმოადგენს განცოცხლება მკვდრისა, რაც მან არ იცოდა, როგორც ადამიანმა, რომელიც ცდუნდება და ბრალს დებს მამას იმის გამო, რომ მან ერთი თიკანიც კი არ მისცა, ხოლო გარყვნილისთვის კი დაკლა ზვარაკი წმებული. რა აღინიშნება თიკანით? შეგიძლია გაიგო იქიდან, რომ ყოველი თიკანი მარცხენა მხარეს მიეკუთვნება ცოდვილთა მხარეს (მათე 25, 33. 41). ამრიგად, კეთილზნეობრივი ეუბნება მამას: მე ცხოვრებას ყოველგვარ შრომაში ვატარებდი, ვითმენდი დევნას, უსიამოვნებას, შეურაცხყოფებს ცოდვილთაგან და შენ ერთხელაც არ დაგიკლავს ჩემთვის და ერთხელ არ მოგიკლავს ცოდვილი, რათა მე მეპოვა მცირეოდენი შვება. მაგალითად, აქავე იყო თიკანი ილიასთან მიმართებაში. იგი დევნიდა წინასწარმეტყველებს, მაგრამ უფალმა არ მისცა მაშინვე ეს თიკანი დასაკლავად, რათა ცოტათი გაეხარებინა ილია და დაემშვიდებინა მის მეგობარ წინასწარმეტყველბთან ერთად. ამიტომაც ილია ეუბნება ღმერთს: „დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი“ ( 3 მეფ. 19,14). დავითთან მიმართებაში თიკანი საული იყო და ყველა მისი ცილისმწამებელი, რომელთაც უფალი ნებას რთავდა განეცადათ იგი და რომელთაც არ ხოცავდა დავითის სიამოვნებისათვის, ამიტომაც ამბობს იგი: „ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან“ (ფსალ. 93,3). ასევე ეს სახარებაში წარმოდგენილი ძე ამბობს: ვინც გამუდმებით შრომაშია, მას არავითარი ნუგეში არ ეცი, დასაკლავადაც არ მიეცი არავინ ჩემს შეურაცმყოფელთაგან, ახლა კი ასე, უშრომელად, აცხონებ გარყვნილს! ამრიგად, მთელი მიზანი ამ იგავისა, უფალზე ფარისეველთა დრტვინვასთან დაკავშირებით თქმულისა, მის მიერ ცოდვილის მიღების გამო, მდგომარეობს იმაში, რათა გვასწავლოს ჩვენ, რომ არ უარვყოთ ცოდვილნი და არ ვდრტვინავდეთ, როდესაც უფალი იღებს მათ, თუნდაც ჩვენ მართალნი ვიყოთ. უმცროსი ძე - მეძავნი და მეზვერენია. უფროსი ძე - ფარისეველნი და მწიგნობარნი, სავარაუდოდ მართლებად მიღებულნი. უფალი თითქოსდა ასე ამბობს: დაე თქვენ ნამდვილად მართლები ხართ და არ გადასულხართ არცერთ მცნებას, მაგრამ ნუთუ არ უნდა მივიღოთ ისინი, ვინც ბოროტებისგან მოიქცევიან? მსგავს მდრტვინავთ შეაგონებს უფალი ამ იგავით. ჩემთვის არცთუ უცნობია ის, რომ ზოგიერთნი უფ


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიხუ
პოსტი Jan 27 2014, 01:51 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 23-January 14
მდებარ.: თბილისი
წევრი № 13,539



ამის წაკითხვის თვი არ მაქვს ნამდვილად მაგრამ გეტვი, რომ როცა მამაო ისე ცხოვრობს როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს ეკადრება და ისე ატარებს წივა-ლოცვას როგორც საჭიროა მრევლზე უფრო მეტი მადლი გადმოდის მისგან და უფრო ეხმარება ადამიანს სწორად ცხოვრებაში... ბევრი კარგი ადამიანი რო არ დადის ეკლესიაში და არასწორ გზას რო ადგანან სწორებ "ჯიპიანი" მამაოების დამსახურებაა... ყველას ჭირდება დახმარება სულიერ ცხოვრებაში, მარტო ადამიანი ძნელია რამეს მიხვდეს...


--------------------
"წვეული ბევრია, რჩეული კი - ცოტა"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 27 2014, 03:43 PM
პოსტი #20


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



სიხუ
საქმე ისაა რწმენას მამაოებში რომ ეძებს ხალხი. მას ვისაც რწმენა ჭირდება და უნდა ეკლესიაში მის ისტორიასა და ქრისტეში უნდა ეძებოს, არავის დახმარებია "ჯიპიანი მამაოების" ყურება და მეეჭვება ვინმეს დაეხმაროს. ადრე იყო მამაოს როგორ შეიძლება მობილური ქონდესო, სანამ ჩვენი აზროვნება ამას არ გასცდება მანამ ჭინჭრით მორბენალი ჰომოსექსუალების მდევნელი საზოგადოება ვიქნებით.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 10:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი