არქ.რაფაელი."პეტრე მეზვერის ცხოვრება." |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არქ.რაფაელი."პეტრე მეზვერის ცხოვრება." |
saria-giorgi |
Jul 6 2007, 03:16 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია ცოდვილთა მონანიების საკვირველი მაგალითები.ალექსანდრიაში ცხოვრობდა კაცი ხარკის ამკრეფი,სასტიკი და ავკაცობით გამორჩეული,სახელად პეტრე.ერთხელ ის ქუჩში მიდიოდა და რამდენიმე პური მიჰქონდა.მათხოვრებმა პეტრე,რომ დაინახეს,თქვეს:ალბათ არ არსებობს ადამიანი,რომელსაც ის მოწყალებას მისცემსო.ერთმა მათხოვარმა კი თქვა:რას მომცემთ,ამ კაცს მცირედი წყალობა მაინც,რომ გამოვთხოვოო?გლახაკები ჯილდოს დაპირდნენ.და აი,მათხოვარი მივიდა თხოვნით,მაგრამ პეტრეს რადგანაც ეზიზღებოდა ისინი გამძვინვარდა,მაგრამ ქვა ვერ იპოვა,გაცეცხლებულმა პური ესროლა და შიგ სახეში მოარტყა შემაწუხებელს.მათხოვარმა პური დაიჭირა და მეგობრებს მიუტანა.მათ გაიყვეს პური და ჭამეს,პეტრეს სული კი ღმერთს შეავედრეს.ერთხელ პეტრე მძიმედ დასნეულდა და იხილა თავისი სული ღმრთის სამსჯავროზე:სასწორის ერთ მხარეს დემონებმა ბოროტი საქმეები დააწყვეს და თეფში მიწამდე დაიზნიქა.მეორე თეფში,რომელზეც კეთილი საქმეები უნდა დაედოთ ანგელოზებს ცარიელი აღმოჩნდა.უცებ ამ თეფშზე ერთმა ანგელოზმა პური დადო-პეტრეს მიერ გაღებული მოწყალება,რომელიც მან მისდა უნებურად გასცა.ამ სასწორმა თანდათან გადაფარა მიწამდე დაზნექილი თეფში.ანდელოზმა უთხრა პეტრეს წადი დაბრუნდი მიწაზე,და კეთილი საქმეები შეიმატე,ვინძლო სული არ წარიწყმიდო.პეტრე სულმთლად შეიცვალა ყველაფერი გაყიდა და გლახაკებს მისცა.მან მხოლოდ ერტი მონა დაიტოვა და უთხრა მას:გამყიდე რადგან არაფერი დამრჩა გასაყიდი და თანხა,რომელსაც ჩემში მოგცემენ გლახაკებს მიეცი.მართლა მსახურმა პეტრე წელზემოთ გააშიშვლა და მიჰყიდა ერტ ხელოსან იუველირს.პეტრე პატიოსნებით და გონიერებით გამოირჩეოდა.ხელოსანი გრძნობდა ღვთის კურთხევის გარდამოსვლას პეტრეს მოსვლის შემდეგ. დროთა ვითარებაში შეიტყო ხელოსანმა,რომ ერთ-ერთი ალექსანდრიის უმდიდრესი მოქალაქე და თვით იმპერატორის ნაცნობი,რომ იყო.ეს შეიტყო პეტრემაც,რომ მან გაიგო ყველაფერი და გადაწყვიტა კაცთა დიდებას განრიდებოდა დაიკაურობას გასცლოდა.
ხელოსანის სახლი დაკეტილი იყო.კარტან მუნჯი იდგა.პეტრემ დაუძახა:"კარი გამიღე!"უეცრად მუნჯი ამეტყველდა და თქვა:"ახლავე გაგიღებ ბატონო!"და კარი გაიღო. ყოფილი მეზვერე უდაბნოში წავიდა.მეკარეს რომ კითხეს ენა როგორ ამოიდგიო,მან თქვა:იმ კაცის ბაგეებიდან თითქოს ცეცხლი გამოტყვრა,მე შემეხო და მაშინვე განვიკურნეო.ასე,რომ ცოდვილი მეზვერე დიდი წმიდანი და საკვირველმოქმედი გახდა. ეფრემ ასური წერს:"ჩვენი ეკლესია წარწყმედილი,მაგრამ მონანული ეკლესიაა". -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
stch |
Jul 10 2007, 07:55 PM
პოსტი
#2
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 448 რეგისტრ.: 3-July 07 მდებარ.: შორს უფლისგან :( წევრი № 2,381 |
ვა მაგარი ისტორიაა ძაან არ ვიცოდი მადლობა ინფორმაციისთვის
-------------------- და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 12:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი