IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> დავით სოსლანის გენეალოგია
Misha_kartveli
პოსტი Oct 12 2007, 11:17 AM
პოსტი #21


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 23-September 07
წევრი № 2,821



nini_1
ციტატა
გიორგი პირველს ჰყავდა 2 ცოლი.
პირველი: მარიამი სომეხთა (ვასპურაკანის) მეფის სენექერემის ასული.
მეორე: ალდე, ოვსთა მეფის ასული.

ალდე გიორგი მეფის ოფიციალური ცოლი არ ყოფილა. გიორგი I სიკვდილამდე ერთადერთი ქალის მეუღლე იყო და ეს ზემოთ ნახსენები მარიამი დედოფალია.


--------------------
წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jun 8 2009, 06:06 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Misha_kartveli @ Oct 12 2007, 11:17 AM) *

nini_1

ალდე გიორგი მეფის ოფიციალური ცოლი არ ყოფილა. გიორგი I სიკვდილამდე ერთადერთი ქალის მეუღლე იყო და ეს ზემოთ ნახსენები მარიამი დედოფალია.


ალდე სწორედაც რომ ოფიციალური ცოლი იყო რის გამოც ქართველი ფეოდალების ერთი ნაწილი გიორგის გარდაცვალების შემდეგ (1027 წ.) სრულიად ჩვილ დემეტრეს გამეფებასაც კი ითხოვდა ბაგრატის ნაცვლად.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Jun 8 2009, 07:21 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



ციტატა(sable @ Jun 8 2009, 06:06 PM) *

ალდე სწორედაც რომ ოფიციალური ცოლი იყო რის გამოც ქართველი ფეოდალების ერთი ნაწილი გიორგის გარდაცვალების შემდეგ (1027 წ.) სრულიად ჩვილ დემეტრეს გამეფებასაც კი ითხოვდა ბაგრატის ნაცვლად.

საბუთი? ზაგსიდან პლზ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jun 15 2009, 02:40 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(bekas @ Jun 8 2009, 07:21 PM) *

საბუთი? ზაგსიდან პლზ.


გიორგი კედრენე, რომელიც ალდეს ახსენებს და მატიანე ქართლისა, რომელიც გიორგის გარდაცვალების შემდეგ ტახტის ირგვლივ ატეხილ არეულობაზე საუბრობს, რის შემდეგაც ბაგრატი გაამეფეს ხოლო დემეტრეს და დედამისს კომპენსაციის ვარიანტში ანაკოფიის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია უბოძეს მამულად.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Dec 20 2009, 06:09 PM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 16-December 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7,825



ძაან საინტერესო თემაა, არცთუ დიდი ხნის უკან ქ.ცხინვალში ველაპარაკე ერთ ქალბატონს, (სხვათაშორის თვითონ დამიკავშირდა) ეთნიკურად ოსს.რომელიც აგვისტოს ომით იყო დაინტერესებული.
თავის არგუმენტები მოიშველია თითქოსდა შიდა ქართლი საქართველოს ისტორიული ტერიტორია ე.გ "სამხრეთ ოსეთის" (არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება, უბრალოდ ეხლა ციტირება მოვახდინე) ისტორიული ტერიტორია იყო. მეც რა თქმა უნდა ჩემი არგუმენტები მოვიშველიე, ხოლო როცა არაფერი აღარ გამოუვიდა ესეთი რაღაც მითხრა, თქვენ ქართველებს რა გიხარიათ საქართველოს სამეფო ტახტს 13 საუკუნიდან ოსები მართავდნენო და არგუმენტად მოიყვანა რაღაც რუსული საიტები სადაც ეწერა რომ დავით სოსლანი ბაგრატიონი კი არა ცარაზოვი იყოვო და იგი მხოლოდ ენატესავებოდა ბაგრატიონებსო. მერე როგორც აღმოჩნდა ცხივალში და არა მარტო ცხივნალში თავად რუსეთშიც, მიდის ამის პროპაგანდა,
ეგრედ წოდებული მათი მეცნიერებები მაგაზე დისერტაციებს იცავენ და ამით წამლავენ მსოფლიო, რაც ძაან სამწუხაროა.


--------------------
ენა მამული სარწმუნოება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Dec 20 2009, 06:42 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(ივერიელი @ Dec 20 2009, 06:09 PM) *

ძაან საინტერესო თემაა, არცთუ დიდი ხნის უკან ქ.ცხინვალში ველაპარაკე ერთ ქალბატონს, (სხვათაშორის თვითონ დამიკავშირდა) ეთნიკურად ოსს.რომელიც აგვისტოს ომით იყო დაინტერესებული.
თავის არგუმენტები მოიშველია თითქოსდა შიდა ქართლი საქართველოს ისტორიული ტერიტორია ე.გ "სამხრეთ ოსეთის" (არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება, უბრალოდ ეხლა ციტირება მოვახდინე) ისტორიული ტერიტორია იყო. მეც რა თქმა უნდა ჩემი არგუმენტები მოვიშველიე, ხოლო როცა არაფერი აღარ გამოუვიდა ესეთი რაღაც მითხრა, თქვენ ქართველებს რა გიხარიათ საქართველოს სამეფო ტახტს 13 საუკუნიდან ოსები მართავდნენო და არგუმენტად მოიყვანა რაღაც რუსული საიტები სადაც ეწერა რომ დავით სოსლანი ბაგრატიონი კი არა ცარაზოვი იყოვო და იგი მხოლოდ ენატესავებოდა ბაგრატიონებსო. მერე როგორც აღმოჩნდა ცხივალში და არა მარტო ცხივნალში თავად რუსეთშიც, მიდის ამის პროპაგანდა,
ეგრედ წოდებული მათი მეცნიერებები მაგაზე დისერტაციებს იცავენ და ამით წამლავენ მსოფლიო, რაც ძაან სამწუხაროა.


ცარაზოვი კი არა ცარაზონი ჯერ ერთიც გაარუსულეს იმ ქართული წარწერის შინაარსი, რომელიც დვალეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და ზოგი გვიანი ხანით XVIII ს. ხოლო ზოგი XIV ს. ათარიღებს თუმცა წარწერა, როგორ ჩანს მოგვიანებით არის ხელახლა გადაწერილი და მასში XIV ს. ამბებია აღწერილი, ამგენად XIV ს. მისი დათარირება არ არის გამორიცხული ხოლო ცარაზონებად მოხსენებულია იქ არა დავით სოსლანი არამედ ოს-ბაღათარი და მისი ძმები რომელებიც საქართველოში იყვნენ გაზრდილები XIII ს. მეორე ნახევარში როდესაც ისინი მონღოლებმა გამოდევნეს სამშობლოდან (1263 დაახ.). ითვლებოდნენ საქართველოს მეფის ვასალებად და მთავრებად ხოლო მას მერე რაც დავით VIII აუჯანყდა მონღოლებს 1297 წელს (განხეთქილება ჯერ კიდევ 95 ჩამოვარდა) დაიჭირეს მონღოლების მხარე და მიიტაცეს გორი და მისი მიმდებარე ტერიტორია. დაყაჩაღობდნენ საქართველოში და ოსეთში პოზიციებს იძლიერებდნენ. საბოლოოდ ბოლო მოუღო მათ პარპაშს გიორგი V ბრწყინვალემ.

როგორც ვარაუდობენ მათი ფრესკებია ნუზალის ეკლსესიაში დავით სოსლანის წინაპრების გვერდით, თუმცა ეგ ბოლომდე მაინც არ არის დადასტურებული იქვე საფლავია, სადაც იძახდნენ რომ დავით სოსლანია დაკრძალულიო მაგრამ ეგ ტყუილია სოსლანი დაკრძალულია გელათში, ეხლა თვლიან რომ ოს-ბაღათარია იქ დაკრძალული (ნუ ალბათ არის კიდეც). ნუ ოსები შეიძლება მიიჩნევდნენ რომ რახაბ ამ ფრესკების გვერდით ჩნდება ცარაზონთა ფრესკებიც გამოდის რომ დავით სოსლანი და მისი წინაპრებიც ცარაზონები იყვნენო მაგრამ ეგ კავშირი არ მტკიცდება ისტორიული წყაროებით მითუმეტეს გვერთან დაკავშირებით. ნათესაობა შეიძლებოდა ყოფილიყო, რაგდან ორივე კლანი ოსეთის ელიტას წარმოადგენდა მაგრამ სოსლანის კლანი არ წოდებულა არცერთ წყაროში ცარაზონად და არც რაიმე მსგავი ტერმინი არ გვხვდება მათ ეტიმოლოგიაში, ეს კლანი სავარაუდოდ მოგვიანებით ჩნდება.

მოკლედ, სოსლანი და მისი წინაპრები იწოდებიან ან ბაგატიონებად ან ეფრემიანებად და არა ცარაზონებად ასე, რომ მაგ ქალმა რაც ამოიკითხა ის ცნობა არ არის გამყარებული არანაირი წყაროთი, რაც დავით სოსლანის ცარაზონობას დაადასტურებს, ამასთან ეგრეც რომ ყოფილიყო ოფიციალურად ბაგრატიონები გიორგი IV ლაშადან მოყოლებული იწოდებიან ბაგრატიონებად და მათ სამეფო გვარს არ ემატება არანაირი სხვა ეპითეტი, წაიკითხოს ნებისმიერი სამეფო სიგელი და ნახავს.


მოკლედ ძაან ვიწრონაციონალური ბოდვაა და მეტი არაფერი რაც მან თქვა.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Dec 20 2009, 07:42 PM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 16-December 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7,825



ციტატა
ცარაზოვი კი არა ცარაზონი

კი გაარუსეს როგორც ბაგრატიონების განშტოებები გადაიყვვანეს რუსულ ყაიდაზე, (გრუზინსკი იმერენსკი და მუხრანსკი).
ციტატა
მოკლედ ძაან ვიწრონაციონალური ბოდვაა და მეტი არაფერი რაც მან თქვა.

რა თქმა უნდა ბოდვაა, უბრალოდ მე გამოვთქვი გულის ტკივილი რომ არასწორი ინფორმაციის პროპაგანდას ეწევიან და ამით წამლავენ მსოფლიოს.


--------------------
ენა მამული სარწმუნოება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2014, 03:30 PM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,302
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით სოსლანი დედით ბაგრატიონთა ჩამომავალი იყო".

/საქართველოს ისტორია ბავშვებისთვის, მოთხრობილი მზია სურგულაძის მიერ,

მესამე გამოცემა, ლიტერა 2011, გვ. 90/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th September 2019 - 08:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი