IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ქრისტიანობა და ფსიქოლოგიური ასპექტები
მნათე
პოსტი Sep 21 2008, 04:59 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მეტად საჭირბოროტო საკითხს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება ბატონებო, რამდენადაც ამ განყოფილებას ცოტა კითხულობს როგორც ყოველთვის თავს უფლებას მივცემ ტონალობა არ შევარბილო...

მოგეხსენებათ დრო იცვლება და მასთან ერთად პროგრესიც იბადება. განვითარება მოწოდებულია შეიმეცნოს ყოველივე ის, რაშიც ცხოვრობს და რის მიერაც ცხოვრობს.

ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებამ საზოგადოებისთვის აქტუალურ არაერთ შეკითხვას გასცა პასუხი, მისმა სამედიცინო ხერხებმა არაერთი ადამიანი განკურნეს და არაერთს მიანიჭეს ცხოვრების გაგრძელებისა და პიროვნული მდგრადობის პერსპექტივა...

ამასწინათ მე და გენეზისი არჩევანის პრობლემატიკაზე ვსაუბრობდით ნეიროფიზიოლოგიური თვალსაზრისით, რაც იმ ერთ-ერთთაგანია, რომელიც ალბათ ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით დაინტერესებულ ყველა ქრისტიანს აწუხებს... რაც არ უნდა იყოს, ჩვენი სამშვინველი სულის ნაწილად განიხილება და ერთგვარ ხიადადაც კი წარმოგვიდგება სულიერ და უსულო სამყაროს შორის, უკანასკნელის ცოდნა კი პოლირელიგიური და ულტრაპოლირელიგიური გარემოს მისიისთვის იმდენად საჭირო რამ არის, რომ დაწვრილმანებას აღარ შევუდგები.

ფროიდისეულმა ფსიქოანალიზმა გამოავლინა ერთი საინტერესო დამოკიდებულებითი მომენტი, რომელსაც პლაცებო ჰქვია... ეს არის ეფექტი, როდესაც მაგალითად პაციენტს არწმუნებენ, რომ წამალი რომელიც ახლა ხელში უჭირავს აბსოლუტურად განკურნების უნარიანია... პაციენტი სვამს და დაავადების დაძლევაც არ აყოვნებს... შემდეგ კი ექიმი ეუბნება, რომ მან უბრალო ვიტამინი მიიღო და მეტი არც არაფერი... არსებობს ასევე არაერთი შემთხვევა, რომ პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა თვითდარწმუნებასა ძალიან რთულად დაძლევადი დაავადებაც განუკურნავს, მაგალითად ისეთი როგორიცაა კიბო...

სავსებით ცხადია, რომ ჩვენს ფსიქოლოგიას დიდი გავლენა აქვს ჩვენსავე სხეულზე, ისევე როგორც პირიქით... პლაცებო ეფექტის მრავალგზის გადამოწმება და მისი მაკონტროლებელი მექანიზმის ჩამოყალიბება ფსიქოლოგიურ კვლევში ასევე მეცნიერულ დონეზე შემოთავაზებაც, ჩემი აზრით ეჭვს არ ბადებს, რამდენადაც არაერთხელ დადასტურდა ცდებისა და მილიონობით ფაქტის საფუძველზე....

მე კი ამ ჯერზე მაინტერესებს როგორ უყურებს ყოველივე ამას საეკლესიო აზრი XXI საუკუნეში?

მინიშნება რომ უფრო გამოვკვეთო შევეხები იგივე რწმენით მომენტს ეკლესიაში: ვისაც სწამს, კურნებასაც ის იღებს... ხომ არ ხედავთ უჩვეულო თანხვედრას?

პ.ს ძალიან ვთხოვ ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქ პოსტვას დააპირებს, არ შემახსენოს ღვთის ყოვლისშემძლეობის შესახებ, ეს თავადაც ვიცი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamar-tamari
პოსტი Sep 21 2008, 05:35 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 2-September 08
მდებარ.: saqartvelo. xashuri.
წევრი № 5,567



ციტატა
ვისაც სწამს, კურნებასაც ის იღებს... ხომ არ ხედავთ უჩვეულო თანხვედრას?

მნათე

შემთხვევით რომ არაფერი ხდება ამქვეყნად ამაში დამეთანხმები... რადგან ყოველივე, რაც ღვთისგანაა შექმნილი კანონზომიერია... ის, რაც სამყაროში ხდება კანონზომიერად საღმრთო დაშვება და განგებულებაა...

ის, რომ რელიგიასა და მეცნიერებას შორის თანხვედრას ვხედავთ სულაც არაა გასაკვირი... უწმინდესმა ერთ-ერთი ქადაგების დროს ბრძანა, მეცნიერება და რელიგია სულაც არ გამორიცხავენ ერთმანეთს, პირიქით, ისინი ავსებენ ერთმანეთსო...


--------------------
"მოდი, ყველამ ჩვენი წილი საქართველო
ლოცვის ძალით გამოვიხსნათ მტრისგან!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 21 2008, 05:50 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მნათე
ციტატა
ფროიდისეულმა ფსიქოანალიზმა გამოავლინა ერთი საინტერესო დამოკიდებულებითი მომენტი, რომელსაც პლაცებო ჰქვია... ეს არის ეფექტი, როდესაც მაგალითად პაციენტს არწმუნებენ, რომ წამალი რომელიც ახლა ხელში უჭირავს აბსოლუტურად განკურნების უნარიანია... პაციენტი სვამს და დაავადების დაძლევაც არ აყოვნებს... შემდეგ კი ექიმი ეუბნება, რომ მან უბრალო ვიტამინი მიიღო და მეტი არც არაფერი...


ეს ყველა დაავადებაზე არ მუშაობს, კიბოს, ენდომეტრიოზს, წყლულებს და სხვა ამით არაფერი ეშველება. "მცირე" დაავადებებშიც კი იშვიათია ასეთი რამ.

ციტატა
არსებობს ასევე არაერთი შემთხვევა, რომ პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა თვითდარწმუნებასა ძალიან რთულად დაძლევადი დაავადებაც განუკურნავს, მაგალითად ისეთი როგორიცაა კიბო...


მაგალითები დადე: ვინ და როდის ....

კიბოს ფსიქოლოგიურად ვერ განკურნავ, ერთადერთი შეიძლება ის მოხდეს, რომ უფრო მარტივად შეეგუოს პაციენტი მის მდგომარეობას და ფსიქოლოგიურად ნაკლებად დატვირთული იყოს ამ დაავადების და მისი შედეგების გამო.

ციტატა
სავსებით ცხადია, რომ ჩვენს ფსიქოლოგიას დიდი გავლენა აქვს ჩვენსავე სხეულზე, ისევე როგორც პირიქით.


ამაში გეთანხმები, მაგრამ ეს ზემოთა მტკიცებებისგან განსხვავებული ფენომენია მაინც. განწყობა იქნებ გიმსუბუქებს ტკივილს (ან პირიქით), მაგრამ არ ნიშნავს რომ თვით პროცესი ითრგუნება და უარესიც, რჩება, იმიტომ რომ ჩვენ კაი ან ცუდ ხასიათზე ვართ.

პირადი მაგალითიდან გეტყვი,რომ მე 8 წელია მაქვს მეტად ვერაგი, მტკივნეული დაავადება, გამაყუჩებლის გარეშე ფაქტიურად დღის მსვლელობა შეუძლებელია, ბევრსაც ვითმენ ცხადია. მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფეხზე დგომა არ შემძლებია ტკივილის გამო,მაგრამ თუ მოხდებოდა რაიმე ისეთი,სადაც ჩემი აქტიურობა იყო საჭირო (ანუ ჩემი მოდუნებით და ტკივილზე კონცენტრაციით ახლობლებს რაიმე შეემთხვეოდათ), მაგ დროს ტკივილი მავიწყდებოდა და მზად ვიყავი ბრძოლისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვის,რასაც სხვა სიტუაციაში სწორედფიზიკურად რომ ვერ შევძლებდი. მაგრამ ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ მე ამ დაავადებისგან განვიკურნე.ის თავის ადგილზეა და სავარაუდოდ ასეც დარჩება, ჯერჯერობით არ ექვემდებარება თერაპიას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდმუნდი
პოსტი Sep 21 2008, 06:04 PM
პოსტი #4


და მიაპობს ტალღებს...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 30-August 08
წევრი № 5,552



მნათემ რაც თქვა ყველაფერი მართალია,დედაჩემია ფსიქოლოგი და მეტსაც გეტყვით: თურმე ადამიანი თავად იმართებს დაავადებებსsmile.gifადამიანის სომატური მდგომარეობაა ასეთი. მერე დავაკოკრეტებ კიდევ.მოვიძიებ მასალებს


--------------------
ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 21 2008, 06:10 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
შემთხვევით რომ არაფერი ხდება ამქვეყნად ამაში დამეთანხმები... რადგან ყოველივე, რაც ღვთისგანაა შექმნილი კანონზომიერია... ის, რაც სამყაროში ხდება კანონზომიერად საღმრთო დაშვება და განგებულებაა...


ეს გასაგებია..

მაგრამ ხომ არ ნიშნავს რომ თვითდარწმუნება რწმენის მაგალითია?

ციტატა
ეს ყველა დაავადებაზე არ მუშაობს, კიბოს, ენდომეტრიოზს, წყლულებს და სხვა ამით არაფერი ეშველება. "მცირე" დაავადებებშიც კი იშვიათია ასეთი რამ.


რა თქმა უნდა, რამდენადაც ძალიან ცოტას სწამს გამოჯანმრთელების smile.gif

ციტატა
მაგალითები დადე: ვინ და როდის ....


შევეცდები, თუმცა არის შემთხვევები...


ციტატა

ამაში გეთანხმები, მაგრამ ეს ზემოთა მტკიცებებისგან განსხვავებული ფენომენია მაინც. განწყობა იქნებ გიმსუბუქებს ტკივილს (ან პირიქით), მაგრამ არ ნიშნავს რომ თვით პროცესი ითრგუნება და უარესიც, რჩება, იმიტომ რომ ჩვენ კაი ან ცუდ ხასიათზე ვართ.


არა ნანა, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას შეუძლია დაიწყოს გამოჯანმრთელების პროცესი, ეს არის ფაქტი. განწყობა ბევრ რამეს ქმნის ადამიანში, რეალურად სწორედ ამ ფონზე ფორმირდება პიროვნება და მისი ჯანმრთელობა... დაავადებათა გავრცელებული უმრავლესობა სწორედ ფსიქოლოგიური სტრესის მიერ არის წახალისებული და თუ ამას შეუძლია იმოქმედოს უარყოფითდად რამხელა გავლენა ექნება დადებით შემთხვევაში, რამდენადაც დამტკიცებულია რომ დადებითი ემოცია 100-ჯერ ძლიერია მოქმედების თვალსაზრისით უარყოფითზე...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 21 2008, 06:16 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მნათე
ციტატა
არა ნანა, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას შეუძლია დაიწყოს გამოჯანმრთელების პროცესი, ეს არის ფაქტი. განწყობა ბევრ რამეს ქმნის ადამიანში, რეალურად სწორედ ამ ფონზე ფორმირდება პიროვნება და მისი ჯანმრთელობა... დაავადებათა გავრცელებული უმრავლესობა სწორედ ფსიქოლოგიური სტრესის მიერ არის წახალისებული და თუ ამას შეუძლია იმოქმედოს უარყოფითდად რამხელა გავლენა ექნება დადებით შემთხვევაში, რამდენადაც დამტკიცებულია რომ დადებითი ემოცია 100-ჯერ ძლიერია მოქმედების თვალსაზრისით უარყოფითზე...



მაგაზე არც გეკამათები, ლევან . მაგრამ, მე რომ აი ჩემი დაავადების გამო, რომელზედაც ნაკლებად ვფიქრობ ,სხვა თუ არაფერი მივეჩვიე და რომ მტკივა ეს ჩვეულებრივი გამხდარა ჩემთვის და რომ ვაფიქსირებ უკვე შეგუების გამო, თუ რაა მიზეზი რომ მტკივა, რომ ვაიგნორებ ამას, რომ მინდა ამის გამო არ ვიყო მოწყენილი და სხვას არ შემოვახვიო ჩემი ტკივილის გამო მიღებული დისკომფორტი, არ ნიშნავს , რომ მე ეს დაავადება აღარ მაქვს ან ამის გამო განვიკურნები smile.gif უბრალოდ მე ვასწავლე ჩემს თავს, ვიცხოვრო ამით და წუწუნში არ გავატარო დღეები. გიმეორებ ლევან: ეს დაავადება იმის გამპო, რომ მე მსურს აღარ მჭირდეს და მე რომ მსურს, რომ არ მტკიოდეს ან ცხოვრებას მივყვე მაინც და არ "შევიმიჩნიო", არ ნიშნავს, რომ მე ის აღარ მჭირს ან ამის გამო მოვრჩი smile.gif უბრალოდ, მე ადვილად ვღებულობ მას და ესაა ჩემი რწმენა სწორედ: ჩემი ჯვარია და ვეცდები შევიმსუბუქო მე მაინც , ვიდრე ვიწუწუნო და სხვასთან ვიტირო.

პ.ს. ვტირი კიდეც ჩუმად, როცა ძალიან შევწუხდები,მაგრამ ამას ვერავინ ვერ ხედავს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamar-tamari
პოსტი Sep 21 2008, 06:37 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 2-September 08
მდებარ.: saqartvelo. xashuri.
წევრი № 5,567



ციტატა
მაგაზე არც გეკამათები, ლევან . მაგრამ, მე რომ აი ჩემი დაავადების გამო, რომელზედაც ნაკლებად ვფიქრობ ,სხვა თუ არაფერი მივეჩვიე და რომ მტკივა ეს ჩვეულებრივი გამხდარა ჩემთვის და რომ ვაფიქსირებ უკვე შეგუების გამო, თუ რაა მიზეზი რომ მტკივა, რომ ვაიგნორებ ამას, რომ მინდა ამის გამო არ ვიყო მოწყენილი და სხვას არ შემოვახვიო ჩემი ტკივილის გამო მიღებული დისკომფორტი, არ ნიშნავს , რომ მე ეს დაავადება აღარ მაქვს ან ამის გამო განვიკურნები უბრალოდ მე ვასწავლე ჩემს თავს, ვიცხოვრო ამით და წუწუნში არ გავატარო დღეები. გიმეორებ ლევან: ეს დაავადება იმის გამპო, რომ მე მსურს აღარ მჭირდეს და მე რომ მსურს, რომ არ მტკიოდეს ან ცხოვრებას მივყვე მაინც და არ "შევიმიჩნიო", არ ნიშნავს, რომ მე ის აღარ მჭირს ან ამის გამო მოვრჩი უბრალოდ, მე ადვილად ვღებულობ მას და ესაა ჩემი რწმენა სწორედ: ჩემი ჯვარია და ვეცდები შევიმსუბუქო მე მაინც , ვიდრე ვიწუწუნო და სხვასთან ვიტირო.

პ.ს. ვტირი კიდეც ჩუმად, როცა ძალიან შევწუხდები,მაგრამ ამას ვერავინ ვერ ხედავს.


მე არ შემიზლია, არ გითხრა, რომ შესანიშნავი ადამიანი ხარ...
გაგაძლიეროს უფალმა!


--------------------
"მოდი, ყველამ ჩვენი წილი საქართველო
ლოცვის ძალით გამოვიხსნათ მტრისგან!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Sep 21 2008, 06:41 PM
პოსტი #8


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა
თურმე ადამიანი თავად იმართებს დაავადებებს


გეთანხმები ნაწილობრივ, თუ კი დაავადება გენეტიკური არ არის...


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდმუნდი
პოსტი Sep 21 2008, 06:45 PM
პოსტი #9


და მიაპობს ტალღებს...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 30-August 08
წევრი № 5,552



ციტატა(leluka @ Sep 21 2008, 06:41 PM) *

გეთანხმები ნაწილობრივ, თუ კი დაავადება გენეტიკური არ არის...

შენ ექიმი ხარ აშკარად rolleyes.gif laugh.gif


--------------------
ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 21 2008, 06:45 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

მაგაზე არც გეკამათები, ლევან . მაგრამ, მე რომ აი ჩემი დაავადების გამო, რომელზედაც ნაკლებად ვფიქრობ ,სხვა თუ არაფერი მივეჩვიე და რომ მტკივა ეს ჩვეულებრივი გამხდარა ჩემთვის და რომ ვაფიქსირებ უკვე შეგუების გამო, თუ რაა მიზეზი რომ მტკივა, რომ ვაიგნორებ ამას, რომ მინდა ამის გამო არ ვიყო მოწყენილი და სხვას არ შემოვახვიო ჩემი ტკივილის გამო მიღებული დისკომფორტი, არ ნიშნავს , რომ მე ეს დაავადება აღარ მაქვს ან ამის გამო განვიკურნები უბრალოდ მე ვასწავლე ჩემს თავს, ვიცხოვრო ამით და წუწუნში არ გავატარო დღეები. გიმეორებ ლევან: ეს დაავადება იმის გამპო, რომ მე მსურს აღარ მჭირდეს და მე რომ მსურს, რომ არ მტკიოდეს ან ცხოვრებას მივყვე მაინც და არ "შევიმიჩნიო", არ ნიშნავს, რომ მე ის აღარ მჭირს ან ამის გამო მოვრჩი უბრალოდ, მე ადვილად ვღებულობ მას და ესაა ჩემი რწმენა სწორედ: ჩემი ჯვარია და ვეცდები შევიმსუბუქო მე მაინც , ვიდრე ვიწუწუნო და სხვასთან ვიტირო.

პ.ს. ვტირი კიდეც ჩუმად, როცა ძალიან შევწუხდები,მაგრამ ამას ვერავინ ვერ ხედავს.


მესმის შენი ნანა, ეს იგნორის მომენტი ცხადია ძალიან ეხმარება ადამიანს, მაგრამ პლაცებო ცოტა სხვა შემთხვევაა - პაციენტი/ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ გამოჯანრთელებაში, პლაცებო არის რა ერთის მხრივ იმედი, არის მეორეს მხრივ უკვე აწმყო - განიკურნე, აღარაფერი გჭირს, საფრთხე აღარ არსებობს... ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმდენად დადებითია, რომ ადამიანის ტკივილების ყველაზე უფრო ძირ-ფესვიანი განადგურება შეუძლია smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 21 2008, 07:14 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მნათე
ციტატა
ტკივილების ყველაზე უფრო ძირ-ფესვიანი განადგურება შეუძლია


კი,ლევან,მაგრამ ტკივილის მიზეზს ვერ გაანადგურებს smile.gif შენც გსმენია და მეც, სასწაულმოქმედი მამების მიერ (თვით მაცხოვარი გასაგები მიზეზების გამო არ მომყავს მაგალითად) ავადმყოფობისგან განკურნების შესახებ, მაგრამ ეს სხვაა და ფროიდისეული "მეთოდი" სხვა. ტკივილს მე ბევრი ფაქტორი მიმსუბუქებს: შვილები, სიხარული ან კიდევ მწუხარება, რომელიც პირადად მე არ მეხება,ამ დროს ძალა მომდის.

დაველოდოთ,სხვები რას იტყვიან,მე ჩემი პირადი მაგალითი მოვიყვანე, ასევე ბევრი ჩემნაირისგანაც ვიცი ეს, არის სპეციალური ჯგუფები და იქ ვსაუბრობთ ხოლმე, ერთმანეთს ვუზიარებთ დადებით გამოცდილებებს. ორი წელი უკეთ ვარ, მწამდა კიდეც, რომ ალბათ მოვრჩი,მაგრამ ვერაგი ფაქტი აგერ 4 დღეა წინ მიდევს, რომ ასე არაა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Sep 21 2008, 08:06 PM
პოსტი #12


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



მნათე

საიდან ამდენი რამ ფსიქოლოგიაზე? smile.gif

არის შემთხვევები როცა ადამიანი იკურნება ფსიქოლოგიური ზემოქმედებით თუნდაც კიბოსგან.მაგრამ ძალიან ცოტა პაციენტს შეუძლია ეს და ცოტას სწამს განკურნების.

მე ვიცი ერთი კაცი რომელსაც კიბო ჰქონდა და ქიმიოთერაპიაზე და ამდაგვარებზე უარი თქვა. მოკლედ წავიდა სახლში და მთელი დღეები კომედიას უყურებდა (ეს შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოდა) პროგრესი ნამდვილად იყო.

ადამიანი კიდე ნამდვილად თვითონ იმართებს დაავადებას.
ისიც არის ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებული რომ კობოსადმი ძლიერი შიში იწვევს ამ დაავადებას

staywhite

ძლიერი ადამიანი ხართ smile.gif

ჯგუფურ თერაპიას გადიხართ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 21 2008, 08:16 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



BOO
ციტატა
ადამიანი კიდე ნამდვილად თვითონ იმართებს დაავადებას.
ისიც არის ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებული რომ კობოსადმი ძლიერი შიში იწვევს ამ დაავადებას


ვერ დაგეთანხმები, ჩვენ კი არ ვიმართებთ,არამედ სხვა გვმართებს yes.gif ბევრი კიბოს პაციენტი ვიცი,ვისაც არა თუ დამართნამდე,არამედ კიბოს გაჩენის მერე არ ქონია შიში smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 21 2008, 11:47 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



და მაინც ქალბატონებო, ეკლესიის აზრი ძალიან საინტერესო იქნება smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Sep 21 2008, 11:56 PM
პოსტი #15


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა
შენ ექიმი ხარ აშკარად



დედა მყავს ექიმი, თან საკუთარი გამოცდილებიდან

ციტატა
ჩვენ კი არ ვიმართებთ,არამედ სხვა გვმართებს


ჩვენც, სხვაც, სხვისგან გამომდინარე ჩვენი თავი ემატება


ციტატა
მე რომ აი ჩემი დაავადების გამო, რომელზედაც ნაკლებად ვფიქრობ ,სხვა თუ არაფერი მივეჩვიე


მეც ასე ვარ, განცდით აღარ განვიცდი, უკვე ვიცი რის მერე რა მემართება და რომ არ გაუარესდება, მაგრამ შიში ხშირად მიპყრობს და... sad.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 22 2008, 05:29 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
და მაინც ქალბატონებო, ეკლესიის აზრი ძალიან საინტერესო იქნება smile.gif


და ვინ იცის მაგ აზრის შესახებ, ლევან? smile.gif დაწერე თუ რაიმე ხელთა გაქვს .

leluka
ციტატა
ჩვენც, სხვაც, სხვისგან გამომდინარე ჩვენი თავი ემატება



მართალი ხარ . შიში კი არაფერს მოიტანს კარგს, ამაში უკვე ზემოთ შევთავმხდით,რომ ცუდი მოაქვს და არ გინდა ეგენი, უკეთესზე იფიქრე და მართლა უკეთ იქნები kiss1.gif ადრეა ჯერ შენთვის ეგ დატვირთვები უსაფუძვლო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Sep 22 2008, 07:25 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



დავაადებები და ავადმყოფობა საიდან მოდიან თქვენც ჩემზე უკეთ იცით....
ავადმყოფობა წმინდავს ადამიანს, მის სულს... ცმინდანების ცხოვრებიდანაც ვიცით ბევრ მათგანს აწუხებდა ეს თუ ის ავადმყოფობა და ტკივილი და მაინც არ თხოვდნენ უფალს განკურნებას... მე ასე მიმაჩნია რომ ყველა განკურნება ღვთისგან არაა, მაგებიც ხომ კურნავენ მგრამ სული იღუპება... ეკლესია კი სულის ჯანმრთელობაზე ფიქრობს და ღმერთი კი თავისი სიყვარულის მიხედვით თვითონ კურნავს ადამიანს ან არ კურნავს (როგორც უმჯობესია თვითონ ადამიანისთვის)... პლაცებო-ეფექტი მხოლოდ ნევროზით დაავადბის მიერ გამოწვეულ ავადმყოფობის სიმპტომებს თუ განკურნავს და ისიც დროებით... მეორეჯერ იმავე ადამიანს რაიმე სტრესისს ან სხვა მიზეზით გამოწვეულ იგივე სიმპტომებს ვერ განკურნავს... მამაომ მირჩია წამეკითხა მიტროპოლიტე იეროფეი (ვლახოს) - მართმადიდებლური ფსიქოთერაპია - იქნებ ამ ციგნმა გასცეს პასუხი შენს კიტხვაზე

გამარჯობა დამავიწყდა მეთქვა!) მომენატრეთ


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 22 2008, 07:27 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მაია kiss1.gif

არ დამიჯერებ და სანამ ამ შენს ნიკს ვნახავდი ახალ პოსტებში,შენზე ვფიქრობდი, დიდი ხანია არ ჩანხარ და შენიშვნებში უნდა მომეკითხე smile.gif უბრალოდ გვერდი არ იხსნება ბოლომდე და ვერ დავპოსტე . მიხარია, რომ გამოჩნდი , გულითადად მიხარია a025.gif

პ.ს. ბოდიშით ოFF-ისთვის,ჯერჯერობით ვერც კაბინეტს ვხსნი და გვერდებიც ნახევრად იხსნება sad.gif სადაც შემომიშვა იქ ვწერ. იქნებ გამოსწორდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Sep 22 2008, 07:44 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



ისე (ასე მითხრეს რომ) ყველა ავადმყოფობის სათავე ნევროზია - ნევროზის კი ამპარტავნება ....
staywhite მადლობა დიდი... კარგები ხართ ძალიან. მპუაააა (სმაილები არ იხსნება)




--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Sep 22 2008, 10:37 PM
პოსტი #20


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა
ისე (ასე მითხრეს რომ) ყველა ავადმყოფობის სათავე ნევროზია - ნევროზის კი ამპარტავნება ....


მართალი ხარ, მაგრამ ნერვოზი რომ დაგემართოს თლათ ამპარტავნების ბრალიც არაა, შინაგანი ბუნების და გარეგანი მოვლენების აღქმაზეა დამოკიდებული


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი