IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> საპარლამენტო რესპუბლიკა, რას ფიქრობთ?
ილია
პოსტი Oct 4 2007, 01:15 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



საპარლამენტო რესპუბლიკაზე რას ფიქრობთ?
მე მაგალითად მომხრე ვარ.
მაინტერესებს თვითეული თქვენგანის მოქალაქეობრივი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. smile.gif


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Oct 4 2007, 01:18 AM
პოსტი #2


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ილია
ბანი არ აგცდება კანონისტისგან იცოდე biggrin.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 4 2007, 01:56 AM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



არ ვარ მომხრე საპარლამენტო მმართველობის ... მერედა ვინ მოვა მანდ? ჰმ!... wink.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 4 2007, 01:58 AM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



უპრეზიდენტო საპარლამენტო მმართველობის ფორმამ მეეჭვება საქართველოში გაამართლოს. smile.gif ჩვენ არ ვართ გაწონასწორებული, წესრიგის მოყვარული ხალხი.

მონარქიის წინააღმდეგიც ვარ. ვალების დათვლას არ დავიწყებ, უფალი თვითონ განსჯის სწორად, მის წინაშე ყველანი თანაბარნი ვართ!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Oct 4 2007, 02:01 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა(k@the @ Oct 4 2007, 01:58 AM) *

უპრეზიდენტო საპარლამენტო მმართველობის ფორმამ მეეჭვება საქართველოში გაამართლოს. smile.gif ჩვენ არ ვართ გაწონასწორებული, წესრიგის მოყვარული ხალხი.

მონარქიის წინააღმდეგიც ვარ. ვალების დათვლას არ დავიწყებ, უფალი თვითონ განსჯის სწორად, მის წინაშე ყველანი თანაბარნი ვართ!

აბა დიქტატურის მოყვარე ხალხი ვართ?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Oct 4 2007, 02:05 AM
პოსტი #6


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ეკლესია თუ არის მომხრე მონარქიული სახელმწიფო რომ იყოს საქართველო? თუ ეკლესია მომხრე იქნება მაშინ წინააღმდეგი არავინ იქნება


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 4 2007, 02:15 AM
პოსტი #7


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(ილია @ Oct 4 2007, 12:01 AM) *

აბა დიქტატურის მოყვარე ხალხი ვართ?

არა, დიქტატურის მოყვარე ხალხი არ ვართ. არც ვარ მომხრე დიქტატურის smile.gif
მაგრამ მთლად უპრეზიდენტო ქვეყანაც ვერ მოგვერგება. უხეშად რომ ვთქვათ 'ვიღაცას ხო უნდა დაბრალდეს ყველაფერი ცუდი რაც ხდება' biggrin.gif მერე აჯანყდებიან, ამ ვიღაცას შეცვლიან და დროებით ვართ ისევ ბედნიერები. და ასე შემდეგ... იმას ვერ მივაღწეთ რომ პრეზიდენტი რევოლუციისა და გადატრიალების გარეშე მოვიდეს. ეგ ხალხის შეგნებაზე დადებითად ნამდვილად ვერ მეტყველებს.
შენს შემთხვევაში, არ იქნება ერთი პრეზიდენტი, იქნება უამრავი პრეზიდენტუკა? უფლებამოსილებებ გაზრდილი პარლამენტი? თუ სპიკერი იქნება მერე პირველი პირი? რა იცვლება აბა? დამრწმუნე საპარლამენტო წყობილების უპირატესობაზე პრეზიდენტის გარეშე. გისმენ.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Oct 4 2007, 02:24 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა(k@the @ Oct 4 2007, 02:15 AM) *

არა, დიქტატურის მოყვარე ხალხი არ ვართ. არც ვარ მომხრე დიქტატურის smile.gif
მაგრამ მთლად უპრეზიდენტო ქვეყანაც ვერ მოგვერგება. უხეშად რომ ვთქვათ 'ვიღაცას ხო უნდა დაბრალდეს ყველაფერი ცუდი რაც ხდება' biggrin.gif მერე აჯანყდებიან, ამ ვიღაცას შეცვლიან და დროებით ვართ ისევ ბედნიერები. და ასე შემდეგ... იმას ვერ მივაღწეთ რომ პრეზიდენტი რევოლუციისა და გადატრიალების გარეშე მოვიდეს. ეგ ხალხის შეგნებაზე დადებითად ნამდვილად ვერ მეტყველებს.
შენს შემთხვევაში, არ იქნება ერთი პრეზიდენტი, იქნება უამრავი პრეზიდენტუკა? უფლებამოსილებებ გაზრდილი პარლამენტი? თუ სპიკერი იქნება მერე პირველი პირი? რა იცვლება აბა? დამრწმუნე საპარლამენტო წყობილების უპირატესობაზე პრეზიდენტის გარეშე. გისმენ.

პრემიერ მინისტრს არექნება იმხელა უფლებები რამხელაც პრეზიდენტს აქვს.
პრემიერს არიჩევს პარლამენტი და პრემიერ მთავრობას დაკომპლექტებს პარლამნტის წევრებისგან ნუ მაგი მოდელზეა დამოკიდებული. უნდა შიქმნას ისეთ9ი მოდელი საპარალმენტო მართველობის რომელის ძალაუფლებას გადანაწილებს... smile.gif


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 4 2007, 10:43 AM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ოფტოპიკები წავშალე.

განაგრძეთ თემა....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
serafita
პოსტი Oct 4 2007, 10:54 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 15-May 07
წევრი № 1,913



ამ ეტაპზე ერთადერთ გამოსავალს ნამდვილად საპარლამენტო რესპუბლკაში ვხედავ. არ ამართლებს საპრეზიდენტო მმართველობა - დიქტატურაში გადადის. მერე ძნელია ფესვებგადგმული ერთპიროვნული მმართველის მოშორება. რატომ უნდა დაემორჩილოს მილიონობით ადამიანი ერთი ადამიანის აზრს?!


--------------------
''უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Oct 4 2007, 10:59 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



თეოკრატიაა ალბათ ყველაზე კარგი მაგრამ განუხორციელებელი საზოგადოებრივ-ეკონონიკური ფორმაცია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Oct 4 2007, 08:40 PM
პოსტი #12


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



გარდამავალი დემოკრატიის ანდა ნახევრადდემოკრატიის ქვეყანაში როგორიც ჩვენ ვართ, თუნდაც გეოპოლიტიკური ვითარებიოდან გამომდინარე ეს ფორმა იქნება ქვეყნის დასუსტების ერთ ერთი პირობა.
ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა ამართლებს და გაამართლებს კარგა ხანს.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Oct 4 2007, 08:51 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა(მამფალი @ Oct 4 2007, 08:40 PM) *

გარდამავალი დემოკრატიის ანდა ნახევრადდემოკრატიის ქვეყანაში როგორიც ჩვენ ვართ, თუნდაც გეოპოლიტიკური ვითარებიოდან გამომდინარე ეს ფორმა იქნება ქვეყნის დასუსტების ერთ ერთი პირობა.
ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა ამართლებს და გაამართლებს კარგა ხანს.

რაში ამართლებს? შენ მოგწონს როგორი მართველობაც არის ჩვენთან?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Oct 4 2007, 10:03 PM
პოსტი #14


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(k@the @ Oct 4 2007, 02:58 AM) *

უპრეზიდენტო საპარლამენტო მმართველობის ფორმამ მეეჭვება საქართველოში გაამართლოს. smile.gif ჩვენ არ ვართ გაწონასწორებული, წესრიგის მოყვარული ხალხი.

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი ჰყავთ (და სხვათა შორის მას პარლამენტი ირჩევს და არა ხალხი tongue.gif )

რაც შეეხება საპარლამენტო რესპუბლიკის ავ-კარგიანობას: მმართველობის ფორმების განხილვის გარეშე მოვიყვან უბრალო სტატისტიკას. მსოფლიოს რესპუბლიკების უმრავლესობა საპრზიდენტო მმართველობისაა და ამასთან საპრეზიდენტო რესპუბლიკებიდან ერთადერთი განვითარებული სახელმწიფო არის აშშ, მაშინ როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკებს მიეკუთვნება ავსტრია, სან-მარინო, შვეიცარია, ირლანდია, ისლანდია, გერმანია, იტალია, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი... აგრეთვე "შთამბეჭდავია ე.წ. "შერეული ტიპის" სახელმწიფოთა სია: ბულგარეთი, ესტონეთი, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ჩეხეთი...

რა თქმა უნდა არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოშიც გაამართლებს ის, რაც სხვაგან ამართლებს, თუმცა ამ სტატისტიკას რაღაც მნიშვნელობა ალბათ მაინც აქვს...huh.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Oct 4 2007, 10:57 PM
პოსტი #15


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა(ილია @ Oct 4 2007, 08:51 PM) *

რაში ამართლებს? შენ მოგწონს როგორი მართველობაც არის ჩვენთან?

სიმართლე გითხრა ქვეყანა ასეთ ცუდ დღეში როა ეს იმი შედეგია რომ თავის დროზე პრეზიდენტი აღმოჩნდა ძალიან სუსტი და ეს ყველაფერი დაუშვა. ეს პირველ პრეზიდენტზე.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ძლიერი პრეზიდენტი უკეთესია. მე ვთქვი, რომ ეს დღევანდელ პირობებში საუკეთესო ვარიანტია.
რაც შეეხება კოალიციურ მთავრობებს და მსგავს რამეს, ეს არის პოლიტიკური კულტურის მაღალი დონის მქონე ქვეყნების ფუფუნება და არა ჩვენი აუცილებლობა.
პრეზიდენტის ძილერი პოზიცია ბერვ პრობლემას წყვეტს. მაგრამ დღეს ჩვენი წყობა ისეთი არაა რომ ვთქვათ პარლამენტი სუსტია. ეს სიტემას არ უქნია. თუკი დღეს პრეზიდენტი აბსოლიტურად "მონარქია" ეს ბრალია ცუდი პოლიტიკური კულტურისა და მეტი არაფრისა.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 4 2007, 11:30 PM
პოსტი #16


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Ismail
ჩემი ციტატა რისთვის მოიყვანე აბა. ეთანხმები თუ მე განმიმარტე საპარლამენტო რესპუბლიკა, მადლობ smile.gif
მე ვიცოდი რო გერმანიაში კანცლერი ქვია ანგელას rolleyes.gif

თან ამ თემას ადრე ერქვა 'საქართველო პრეზიდენტის გარეშეო' და იმიტომ დავწერე საპარლამენტო რესპუბლიკა უპრეზიდენტოდ, თორე იმ პარლამანტს რომ თავი ეყოლება გასაგებია smile.gif
საერთოდ მოწესრიგებულ ბიუროკრატიულ გერმანიას ჩვენს საქართველოს ვერ შევადარებთ. ამიტომ აქ თუ ეგ მოდელი მუშაობს, არ ნიშნავს ჩვენთანაც იმუშავებს.

ხოდა კიდევ მიმაჩნია, დღეს საქართველოს ისე არ გვილხინს, რომ სახელმწიფო წყობილების შეცვლაზე ვიფიქროთ.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Oct 5 2007, 09:47 AM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა(მამფალი @ Oct 4 2007, 10:57 PM) *

სიმართლე გითხრა ქვეყანა ასეთ ცუდ დღეში როა ეს იმი შედეგია რომ თავის დროზე პრეზიდენტი აღმოჩნდა ძალიან სუსტი და ეს ყველაფერი დაუშვა. ეს პირველ პრეზიდენტზე.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ძლიერი პრეზიდენტი უკეთესია. მე ვთქვი, რომ ეს დღევანდელ პირობებში საუკეთესო ვარიანტია.
რაც შეეხება კოალიციურ მთავრობებს და მსგავს რამეს, ეს არის პოლიტიკური კულტურის მაღალი დონის მქონე ქვეყნების ფუფუნება და არა ჩვენი აუცილებლობა.
პრეზიდენტის ძილერი პოზიცია ბერვ პრობლემას წყვეტს. მაგრამ დღეს ჩვენი წყობა ისეთი არაა რომ ვთქვათ პარლამენტი სუსტია. ეს სიტემას არ უქნია. თუკი დღეს პრეზიდენტი აბსოლიტურად "მონარქია" ეს ბრალია ცუდი პოლიტიკური კულტურისა და მეტი არაფრისა.

პოლიტიკური კულტურა არც გვაქ ჩვენ სამწუხაროდ. მერე მაგას ვიძახი ხომ უნდა დავიწყოთ როდესმე? როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ კაცზე? დღეს პარლამენტი არაფერს არ წარმოადგენს! რასაც ეტყვის მიშიკო იმას აკეთებენ იმ კანონებს იღებენ. ასევე ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი ანუ მექანიზმი აქ თუ არ დამემორჩილებით დაგითხოვთო და მერე გაყალბებული არჩევნებით ისევ უმრავლესობით მოვალო. რათ უნდა პრეზიდენტს ამხელა უფლებები?
საართველოში არ ამართლებს საპრეზიდენტო მართველობა და ანმათი წასვილის მერე შეიცვლება კიდეც ესეთი სამარცხვინო მართველობა. smile.gif


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Oct 5 2007, 09:50 AM
პოსტი #18


დაურეგისტრირებელი









ილია
მონარქია საქართველოში, მონარქი ეკლესიისა და უფლის მიერ მირონცხებული მეფე.
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Oct 5 2007, 10:03 AM
პოსტი #19


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა(ილია @ Oct 5 2007, 09:47 AM) *

პოლიტიკური კულტურა არც გვაქ ჩვენ სამწუხაროდ. მერე მაგას ვიძახი ხომ უნდა დავიწყოთ როდესმე? როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ კაცზე? დღეს პარლამენტი არაფერს არ წარმოადგენს! რასაც ეტყვის მიშიკო იმას აკეთებენ იმ კანონებს იღებენ. ასევე ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი ანუ მექანიზმი აქ თუ არ დამემორჩილებით დაგითხოვთო და მერე გაყალბებული არჩევნებით ისევ უმრავლესობით მოვალო. რათ უნდა პრეზიდენტს ამხელა უფლებები?
საართველოში არ ამართლებს საპრეზიდენტო მართველობა და ანმათი წასვილის მერე შეიცვლება კიდეც ესეთი სამარცხვინო მართველობა. smile.gif

პოლიტიკური კულტურა თუ არ გვაქ რო საპრეზიდენო მართველობა იდეალურ დონეში გვქონდეს, რატო ფიქრობ რო საპარლამენტოს პირობებში, სადაც ერთის ნაცვლად ათი კაცი, ათი დაინეტერესებული ჯგუფი, ათი დამნაშავე იქნება იქ გვექნას ეს კულტურა.
მოდი ასე ვთვქვათ: პრეზიდენტის ფუნქციები უნდა გადანაწილდესო ხო? საერთოდ ხელისუფლება უნდა იყოს სამ შტოზე გადანაწილებული და თუ დგეს არ მოგვწონს პრეზიდენტის ასეთიე რთპიროვნულობა, ეს სისტემის ბრალი არაა. ეს კონკრეტული ჯგუფის ბრალია რომელიც ხელისუფლებაშია.
რომც კარგი იყოს საპარლამენტო მართვა, ეს უფრო იმის თქმა რომ არ მსურს ასეთ გარემოში: საგარეო და საშინაო-ში ვიყოო. ეს სურვილი ერთია და რეალობა მეორე. არსებულ პირობებში საპრეზიდენტო საუკეთესოა.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Oct 5 2007, 10:06 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



მე კატეგორიულად მოწინაღმდეგე ვარ, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში მიწევს ყურება საპარლამენტო მართველობის სახემწიფოსი, ვხედავ რამდენათ უსურია ხდება პრემიერ მინისტრი როგორც ლიდერი მას არ შეუძლია მიღოს კატეგორიული გადაწყვეტილებები თუნდაც სახემწიფოს სასრგებლოთ თუ პირველ რიგში პარტიების ინტერესებს არ გაითვალისწინებს და მათ ინტერესბს არ გაითვალისწინებს.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი