ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,111 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 23 2017, 01:01 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,111 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დედის წიაღიდან გამოსვლისას ბავშვის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელთან შეგუებაშიც მას მშობიარობის პროცესი ეხმარება - სამშობიარო გზების გავლისას ის რამდენჯერმე იღებს სხვადახვა პოზიციას, ამ გზების გავლა მისთვის პირველი სტრესია, რაც გარკვეულწილად აძლიერებს და უცხო გარემოს შედარებით ადაპტირებული ხვდება. ადამიანში ღვთის განგებით ჩადებული ეს ბიომექანიზმი წუთისოფელთან შეხვედრისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სამედიცინო ჩვენების გარეშე არ შეიძლება საკეისრო კვეთის "შეკვეთა", რასაც ხშირად მიმართავენ მტკივნეული მშობიარობის თავიდან აცილების მიზნით ან სხვა ვნებიანი მიზეზების გამო.
მშობიარობის ბიომექანიზმის გავლა აუცილებელია ბავშვისთვის, ხოლო ტკივილი, რომელსაც დედა განიცდის, ფიზიოლოგიურია და დედის ორგანიზმს აჯანსაღებს კიდეც. თვით უფალმა აკურთხა დედაკაცი ტკივილიან მშობიარობაზე: "მწუხარებით ჰშვნე შვილნი" (შეს. II). ხშირია შემთხვევა, როცა რაიმე სნეულებით დაავადებულ ქალს მშობიარობის შემდეგ სნეულება ტოვებს. ასე ხდება, მაგალითად, სხვადასხვა ჰორმონული დარღვევის, სარძევე ჯირკვლების ზოგიერთი პათოლოგიის დროს. დედას რომ ახსოვდეს მშობიარობის ტკივილები, მეორე შვილს აღარც გააჩენდა, მაგრამ ქალს მშობიარობის დასრულებისთანავე ავიწყდება ყველაფერი, ტკივილი სიხარულით ეცვლება - ქვეყნიერებას ხომ პატარა ანგელოზი ევლინება უფლის სადიდებლად და ოჯახის გასახარად." /მამა კონსტანტინე გიორგაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2024 - 12:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი