თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ სიყვარული

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 7 2007, 02:03 PM

სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება,საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება და მოყვასის სიყვარულით განიზომება.ყოველი ნიჭი და სათნოება გქონდეს,მაგრამ ღმერთის და მოყვასის სიყვარული არ გაგაჩნდეს,ქრისტიანი ვერ იქნები.

წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი


თუ ღმერთუ გიყვარს,აუცილებლად უნდა გვიყვარდეს მისი ხატიც - ადამიანი.ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის შიში და დაბრკოლება.
ეპ.ლეონიდე ოქროპიდიძე


სიყვარული სათავეა წინასწარმეტყველებისა;სიყვარ
ლი სასწაულთა მომცემელია;სიყვარული ბრწყინვალების უფსკლულია;სიყვარული ცეცხლის წყაროა,რამდენადაც აღმოცენდება,იმდენად აღანთებს წყურვილს;სიყვარული ანგელოზთა სიმტკიცეა;სიყვარული მარადიულის გამარჯვებაა.
წმ.იოანე სინელი


ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი გიყვარდეს.უფლის შემდეგ მოყვასის სიყვარული საკუთარი თავისას გაუტოლე,ხოლო თუ სრულყოფილება გსურს,მაშინ უკანასკნელი პირველს მიუტანე მსხვერპლად და მიწიერი ბედნიერება,რომელსაც საკუთარ თავში მოიპოვებ ამის შედეგად,იქნება დასაწყისი და წინდი შენი მარადიული ბედნიერებისათვის ზეცაში.
ნუ იქნები თავის მოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები;ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები.
სიყვარული იბადება უბიწოებით,უბიწოება - ღვთის სასოებით,სასოება - მოთმინებითა და სულგრძელებით,ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშეკავებით,თავშეკავებულობ
- ღვთის შიშით,შიში - ღვთის რწმენით.
წმ.მაქსიმე აღმსარებელი

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 8 2007, 05:42 PM

ღმერთი არს სიყვარული wub.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Oct 9 2007, 12:44 PM

წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.
შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.
ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.

წმ. ტიხონ ზადონელი
თუკი სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ მათ ისე, როგორც თავად ღმერთს, და ნუ მოითხოვთ სიყვარულისთვის სიყვარულს, თავმდაბლობისთვის – შექებას, სამსახურისთვის – მადლიერებას.
ს.ა. ნილუსი

ისინი (ბოლო დროის კოსმოპოლიტური იდეების მქადაგებლები) დაუსრულებლად ლაპარაკობენ კაცობრიობის სიყვარულზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდზე მყოფს. მოყვასის სიყვარული კი სწორედ რომ ყველას სიყვარულის გულისხმობს.
მაცხოვარმა ჩვენ მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდა და არა მსოფლიოსადმი ზოგადი გრძნობების გამოვლენისაკენ. მოყვასი კი მოიცავს ყველას, ვისთანაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
ბავშვისთვის მოყვასი ნიშნავს ოჯახის წევრებს და ახლობელთა ვიწრო წრეს. მოზრდილი ადამიანისთვის თავისი ქვეყანა და ხალხი ავსებს „მოყვასის“ სივრცეს. მასთანაა იგი დაკავშირებული სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი ვალდებულებებით. თავისი ხალხის კულტურა, ცხოვრების წესი, ტრადიცია არის მისთვის მშობლიური და საყვარელი.
უკვე სრულიად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია.
უნდა ითქვას ისიც, რომ მესამე ასაკობრივი საფეხური გულისხმობს პირველი და მეორე საფეხურების აუცილებელ არსებობას ისევე, როგორც მეორე საფეხური გულისხმობს პირველი საფეხურის არსებობას.
აი, აქ აქვთ დაშვებული შეცდომა კოსმოპოლიტებს. ისინი მესამე საფეხურს მეორის გარეშე მოიაზრებენ და არაჯანსაღი, უშინაარსო, უსულო საზოგადოების შექმნისკენ უბიძგებენ ადამიანებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ვინც მოყვასს წრფელი სიყვარულით ემსახურება, მისთვის დაღლაც კი დასვენებაა, ხოლო ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს და ზარმაცია, უსაქმურობაც კი ღლის.
სქიმ-მონაზონი პაისი მთაწმინდელი

როგორც ღუმელი ვერ იქნება თბილი ცეცხლის გარეშე, ისევე ღმრთისაგან განდგომილ ადამიანს, რომელსაც გულში ღმერთი არა ჰყავს დავანებული, ვერ ექნება სიყვარული მოყვასისადმი.
იაკობ ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი

უფალს ყველა ჩვენგანი უყვარს, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ყველა.
ზოგი შეიძლება ღარიბულ ქოხში ცხოვრობდეს, მაგრამ მისი სული სამსახოვანი ღმერთის სავანე იყოს.
ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი, შეუძლებელია არ უვარდეს მოყვასი.
ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი

შეუძლებელია ადამიანმა ავნოს მოყვასს ისე, რომ არ ავნოს საკუთარ თავს.
ეგოიზმი ვნებების გრძელი ჯაჭვის პირველი რგოლია.
არ არსებობს იმაზე მაცხოვნებელი წესი ცხოვრებისა, ვიდრე ურთიერთის სიმძიმის ტარება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც „მე“ მიყვარს, ეს სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

სიყვარული სულით გვაერთებს მათთანაც, ვინც დროსადა სივრცეში განგვეშორა.
წმ. ბასანოფი დიდი

არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი... უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა „სიყვარული“, რათა ასე დაერქმიათ უფალთან თავიანთი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და ასე მიწიერ ურთიერთობებს მოიხსენიებენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
სიტყვები კარგავენ წმიდა და ღვთაებრივ ძალას და თითქოსდა კვდებიან. ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთის ხე ჭკნება და კვდება.
წმიდა ნიკოლოზ სერბელი


წმიდა წერილი - სიყვარულის შესახებ


უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ. ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს.
იოანე 14, 23-24
ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა. უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს.
იოანე 15, 9-13
ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.
იოანე 15, 17
სჯულის-მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ? ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი − ვითარცა თავი თჳსი. ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე.
ლუკა 10, 25-28
სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ, და მშვიდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა.
კოლასელთა მიმართ 3, 14-15
თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ მე შემიყუარეთ.
იოანე 16, 27
და აწ თქუენ გეტყვ. მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას.
იოანე 13, 33-35
უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით.
იოანე 14, 15
რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი.
იოანე 14, 21
ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
იოანე 3, 16
ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანა-წარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად.
ლუკა 11, 42
გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა. და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ.
ლუკა 6, 27-28
მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.
ლუკა 7, 47
და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს; და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს. ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე; და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა.
მარკოზი 12, 28-33
გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა. უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან. და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა? იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს.
მათე 5, 43-48
რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.
მათე 10, 37
შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.
მათე 22, 37-40
სულნი თქუენნი განიწმიდენით მორჩილებითა ჭეშმარიტებისაჲთა, სულითა ძმათ მოყუარებისათჳს შეუორგულებულ იყვენით გულითა წმიდითა, ურთიერთას იყუარებოდეთ განმარტებულად.
1 პეტრე 1, 22
ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ.
1 პეტრე 4, 8
რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისაჲ აღსრულებულ არს მის თანა, ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვართ.
1 იოანე 2, 5
რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი.
1 იოანე 2, 10-11
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა.
1 იოანე 2, 15
ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას.
1 იოანე 3, 11
რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს. ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად. ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ.
1 იოანე 3, 14-16
ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა.
1 იოანე 3, 18
საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს. ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ. და ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა. საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული. ღმერთი არავის სადა უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მის ჩუენ შორის აღსრულებულ არს. ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ. და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა. რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძჱ ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა. და ჩუენ ვცნათ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ. ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა. ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ შორის, რაჲთა განცხადებულებაჲ გუაქუნდეს დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა იგი იყო, და ჩუენცა ვართ სოფელსა ამას შინა. შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა. ჩუენ გჳყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ. უკუეთუ ვინმე თქუეს, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად? და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი.
1 იოანე 4, 7-21
ყოველსა რომელსა უყუარდეს მშობელი, უყუარს შობილიცა იგი მისგან. ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან.
1 იოანე 5, 1-3
არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას. და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა, და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაჲთა მას შინა ხჳდოდით.
2 იოანე 1, 5-6
თავნი თქუენნი სიყუარულითა ღმრთისაჲთა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა ცხორებად.
იუდა 1, 21
ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელი ჴმობედ. და მაქუნდეს ღათუ წინასწარმეტყველებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ და მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე, და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ. 3. შე-რათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების.
...ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს.
1 კორინთელთა 13, 1-8; 13,

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Oct 5 2008, 09:14 PM

ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.
ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწვლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე.
ვისაც სიყვარული გააჩნია, არ უგულვებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე მოასვენებს. ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, რამეთუ ჩვენმა მაცხოვარმა ასე უთხრა სანატრელ მოციქულებს: „ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს“.
ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს. ვისაც სიყვარული გააჩნია, არავის თვლის უცხოდ, არამედ ყველას თავის მეგობრად ხედავს, და არასოდეს აღშფოთდება და არ გაიახარებს ძმის ბოროტების გამო, და არც ცილს დასწამებს, და არც არავის მტრობას ჩაიდებს გულში, ეშმაკის გარდა, არამედ ყველაფერს სულგრძელებით მოითმენს.ნეტარია კაცი, რომელმაც სიყვარული მოიპოვა და ასე წარსდგა ყოველთა დამბადებელი ღმერთის წინაშე, რომელმაც უწყის თავის ბეჭდით აღმბეჭდილნი და შეიწყნარებს მათ თავის სასუფეველში თავის ანგელოზებთან ერთად და ისინი დამკვიდრდებიან ქრისტესთან. რადგან ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხე, სიყვარულის გამო გვიჩვენდა ზეცად აღმავალი გზა, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას, ამის გამო გვმართებს თქმად, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება.
წმ. ეფრემ ასური

პოსტის ავტორი: natia* თარიღი: Oct 7 2008, 02:45 PM

,,ღმერთი სიყვარული არს" (იოანე მოციქული)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2008, 04:40 PM

"სიყვარული ბუნებით ღმერთს ჰგავს, საქციელით კი სულის თრობას."

/წმ. იოანე კიბისაღმწერი/

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Oct 15 2008, 08:08 PM

არსებობს ხორციელი და სულიერი სიყვარული ,ხორციელს ახასიათებს ცვალებადობა დღეს უყვარს და ხვალ არა,ხოლო სულიერს სულ უყვარს,ღმეღთმა მოგვცეს სულიერი სიყვარულის განცდა smile.gif

პოსტის ავტორი: diletanti თარიღი: Jan 12 2009, 04:16 PM

1 კორინთელთა 13. ეს აააააააა სიყვარული უფალი არს სიყვარული

პოსტის ავტორი: giorgi gvasalia თარიღი: Jan 30 2009, 08:47 PM

ჩვენთან არს ღმერთი

პოსტის ავტორი: IEHOVAS MOTSME თარიღი: Mar 22 2009, 04:48 PM

ციტატა(.:Lela:. @ Oct 15 2008, 08:08 PM) *

არსებობს ხორციელი და სულიერი სიყვარული ,ხორციელს ახასიათებს ცვალებადობა დღეს უყვარს და ხვალ არა,ხოლო სულიერს სულ უყვარს,ღმეღთმა მოგვცეს სულიერი სიყვარულის განცდა smile.gif




ნამდვილად, სულიერი სიყვარული ყველაზე ამაღლებული და დაუსრულებელია...

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Mar 22 2009, 04:51 PM

ახლა წარმოვიდგინე რა კარგი იქნებოდა ბრწყინვალების უფსკრულში თავით გადაშვება tongue.gif

პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Apr 7 2009, 05:25 PM

შეიყვარეთ მოყვასი და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! სქიმარქიმანდრიტი ვიტალი მინდა ერთI ასეთი სიყვარულის მაგალითი მოვყვე მისი ცხოვრებიდან

როდესაც მამა ვიტალი გლინის უდაბნოში მოღვაწეობდა ერთი ძმა მონასტრიდან რამდენიმე კმ.მოშორებით მუშაობდა,მამა ვიტალის დაავალა პური მომიტანეო მამაო წავიდა პური გამოაცხო და როცა უნდა წასულიყო ნახა რომ ჩექმები ერთერთ ძმას ჩაეცვა, ფეხებძე ნავთი შეიზილა რადგან თოვლი იყო და ფეხშისველმ გაიარე რამდენიმე კმ. მიუტანა ძმას პური,ძმამ დაუწუნა პური და უთხრა ახალი მიეტანა მისთვის, მამებმა უთხრეს მამა ვიტალის არაგრ მიეტანა ამ ,,თავხედისთვის"პური მამა ვიტალიმ უპასუხა:,,არა ბერებს ჩემთვის ეს არ უსწავლებიათო,ისინი მასწავლიდნენ მთავარია სიყვარულიაო"გამოაცხო პური და ხელახლა მიუტანა ძმას

ცემი აზრით აი ესაა ნამდვილი სიყვარული თქვენ რას იტყვით?

პოსტის ავტორი: LASH@ თარიღი: May 11 2009, 02:22 PM

სიყვარული სიწმინდეა-ღმერთია !

პოსტის ავტორი: *ნინო* თარიღი: Oct 12 2009, 11:31 PM

სულიერი სიყვარული მართლაც მარადიულია...ის ყოველათვის შენთან იქნება... wub.gif იცით, როგორ მიყვარს სიყვარული? მთელი გულით და სულით...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 12 2009, 11:42 PM

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 12 2009, 11:45 PM

ციტატა(Atman @ Oct 13 2009, 12:42 AM) *

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!


ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი... wub.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 12 2009, 11:47 PM

ნანინა

მე კიდე მგონია ვბერდები, რაც დრო გადის უფრო მესმის გალაქტიონის sad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 13 2009, 01:16 AM

ციტატა
ბრწყინვალების უფსკლული

სათაული ცაასწოლეთ smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 13 2009, 12:55 PM

ციტატა(Atman @ Oct 13 2009, 12:42 AM) *

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!


დიდო მგოსანო, მომიტევეთ კადნიერება,

სულ პატარა ვარ მოარული ლექსის შარაზე,

სიმართლე გითხრათ? არ არსებობს ბედნიერება

და სიყვარულიც არ არსებობს ამ ქვეყანაზე . . .

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 13 2009, 02:53 PM

ციტატა
დიდო მგოსანო, მომიტევეთ კადნიერება,სულ პატარა ვარ მოარული ლექსის შარაზე,სიმართლე გითხრათ? არ არსებობს ბედნიერებადა სიყვარულიც არ არსებობს ამ ქვეყანაზე . . .


აბა სად არსებობს, იმ ქვეყანაზე? smile.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Oct 13 2009, 04:23 PM

როგორ თუ არ არსებობს blink.gif smile.gif სიყვარული არაა ეს?

- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 13 2009, 06:25 PM

ციტატა
- ბებოო? - რაო, შვილო? - სიყვარული რა არის? - სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!



mze.gif

პოსტის ავტორი: malemo თარიღი: Nov 24 2009, 11:55 AM



მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია,

არ გეტანხმები ცემო კარგო.ერთხელ გაბრიელ ბერტან კალი მივიდა და უთხრა ცრემლის გვრით:მამა გაბრიელ კველაზე ცოდვილი ვარო. რაზეც ბერმა უპასვხა:შე ამპარტავანო შენ რა იცი ვინ როგორია ეს მხოლოდ გმერტმა იცის დამას რატომ უტოლებ ტავს



მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია,

არ გეტანხმები ცემო კარგო.ერთხელ გაბრიელ ბერტან კალი მივიდა და უთხრა ცრემლის გვრით:მამა გაბრიელ კველაზე ცოდვილი ვარო. რაზეც ბერმა უპასვხა:შე ამპარტავანო შენ რა იცი ვინ როგორია ეს მხოლოდ გმერტმა იცის დამას რატომ უტოლებ ტავს

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 24 2009, 11:09 PM

შეიყვარეთ სიყვარული!

სიყვარული არის ღმერთი!

სიყვარულია ის, რაც არას არ გათქმევინებს-- ეს უკვე ჩემიაა tongue.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 26 2009, 05:01 AM

პავლეს ეპისტოლენი
პირველი კორინთელთა მიმართ
თავი მეცამეტე
1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.

2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.

3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.

4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;

5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;

6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;

7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.

8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.

9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ.

10. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი.

11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.

12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები.

13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 26 2009, 03:04 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 26 2009, 05:01 AM) *


ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.



ძალის მომცემი სიტყვებია. მაძლიერებს. smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 12 2010, 07:52 AM

დედა ტერეზა:

http://www.youtube.com/watch?v=WqS-vJzId1E&feature=fvsr

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 12 2010, 11:32 AM

ციტატა(syd @ Oct 13 2009, 12:55 PM) *

დიდო მგოსანო, მომიტევეთ კადნიერება,

სულ პატარა ვარ მოარული ლექსის შარაზე,

სიმართლე გითხრათ? არ არსებობს ბედნიერება

და სიყვარულიც არ არსებობს ამ ქვეყანაზე . . .

ყოჩაღ შენ 002.gif

KAIROS

რა საჭირო დროს დაწერ ხოლმე ...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 12 2010, 11:39 AM

მაგარი სიტყვებია და ვინმემ ინგლისურიდან თარგმნეთ რა, არაა დიდი sad.gif

http://www.youtube.com/watch?v=-yFzCBIK-PY&feature=related

ესეც რუსულად
(ოღონდ სხვა ტექსტი):

http://www.youtube.com/watch?v=oZ7j1sqTCAc

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 12 2010, 12:26 PM

დედა ტერეზე "მსახურების გზა":

არსებობენ უგუნური, ულოგიკო და ეგოისტი ადამიანები. ყველა შემთხვევაში აპატიეთ მათ.

თუ თქვენ ამჟღავნდებთ სიკეთეს, ადამიანები კი გადანაშაულებენ საიდუმლო ანგარებიან ზრახვებში, მაინც გამოამჟღავნეთ სიკეთე!

თუ პატიოსანი და გულახდილი ხართ, ადამიანები ხშირად მოგატყუებენ. მაინც პატიოსანი და გულახდილი იყავით!

ის, რასაც წლობით აშენებდით, შეიძლება საათში დაინგრეს. მაინც აშენეთ!

თუ თქვენ მოიპოვეთ უშფოთველი ბედნიერება, ბევრს შეშურდება თქვენი. მაინც ბედნიერი იყავით!

სიკეთეს, რომელიც დღეს გააკეთეთ, ხვალ დაივიწყებენ, მაგრამ მაინც აკეთეთ სიკეთე!

გაუზიარეთ ადამიანებს საუკეთესო რაც გაქვთ, ეს არასოდეს არ იქნება საკმარისი. და მაინც ისევ გაუზიარეთ საუკეთესო რაც გაქვთ!

ბოლოს და ბოლოს ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ადამიანებს კი არა თქვენ გჭირდებათ და ღმერთს. ილოცეთ ერთად და იყავით ერთობაში!

სიცოცხლე შესაძლებლობა. გამოიყენეთ იგი!

სიცოცხლე ბრძოლაა. გაუძელით მას!

სიცოცხლე სილამაზეა. აღფრთოვანდით მისით!

სიცოცხლე ბედნიერებაა. შექმენით იგი!

სიცოცხლე მოვალეობაა. აღასრულეთ იგი!

სიცოცხლე ნეტარებაა. შეიგრძენით იგი!

სიცოცხლე სიყვარულია. დატკბით მისით!

სიცოცხლე ტრაგედიაა. გადალახეთ იგი!

სიცოცხლე ოცნებაა. აისრულეთ იგი!

სიცოცხლე თამაშია. გაიმარჯვეთ მასში!

სიცოცხლე გამოწვევაა. მიიღეთ იგი!

სიცოცხლე სიმდიდრეა. გაუფრთხილდით მას!

სიცოცხლე ძალიან მშვენიერია. ნუ დაღუპავთ მას!

სიცოცხლე საიდუმლოა. შეიცანით იგი!

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 12 2010, 02:08 PM


ოქროს სიტყვებია.

Atman


პოსტის ავტორი: newbie თარიღი: May 2 2010, 08:04 PM

ციტატა(Маиа @ Oct 13 2009, 05:23 PM) *

როგორ თუ არ არსებობს blink.gif smile.gif სიყვარული არაა ეს?

- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

: )))
უი ყოფილა სიყვარული, : )) მე კიდევ მეგონა არ არსებობდა..
კიარადა არსებობს და საოცარია ალბათ, მაგრამ ვინმეს უნახავს..? ანუ ურთიერთობებში ძირითადად არ ჩანს 'მიყვარს', არის 'მინდა' ან არის 'მაწყობს', ნუ თუ ორივე ერთადაა მთლად უკეთესი : P, და თუ ამ რომელიმესთან კითხვის ნიშანი გაჩნდა იბზარება ურთიერთობა, მაგრამ სიყვარული ? სხვა კონკრეტული ადამიანის მისი თვისებებით, ინდივიდუალობით, უბზარავი შესაბამისად, ესეთი რამე გინახავთ?
იავი ქომფლიქეითიდ

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: May 2 2010, 09:25 PM

რაღაც წერა მომინდა...
მოგენატრა ციცინათელები?


- სიყვარული?
- ჰო...
- სიყვარულს ნაჩუქარ ყვავილებში ვერ იპოვნი და არც ცივ ასფალტზე დანთებულ ცეცხლის გულში დაგხვდება, სიყვარული რაღაც სხვაა, დიდი და დაუტევნელი. მთლიანი არსებაა, ცოცხალი და ნამდვილი. სიყვარულიც ისევე სუნთქავს როგორც ჩვენ, ყველანი, უჩქარდება გული, თვალები უბრწყინავს და უხარია, - სტკივა კიდეც. სიყვარული სანთლის შუქზე დაწერილ პიესას გავს ----- უკვდავია, უბრალოდ, დროდადრო ძალის მოსაკრებად იძინებს. ზოგჯერ ყველაზე დიდი მდუმარებაა ან პირიქით, - ქმედება და ქაოსია. . .
სიყვარული ღმერთიცაა და ადამიანიც, ცაც და ჰაერიც, დაგუბებული ტბაც და პაწიას ღიმილიც, არტერიაა, არა, უფო მეტი - სისხლივით შეუცვლელია. თბილი თითების შეხებაა სახეზე და ჟრუანტელი მთელს სხეულში. თავზეხელაღებულია მეკობრესავით და ცრემლებივით უმართავი.
- . . . smile.gif
- ცრემლებზე რატომ გეღიმება?
გული სიყვარულის საბუდარია, იმიტომ რომ, გულში, ყველაზე მეტად თბილა, თუმცა დრო სჭირდება ნაჭუჭის გამოსამტვრევად, ნაჭუჭი ეგოიზმია და არ უშვებს სიყვარულს თავის ნამდვილ სამყოფელში, სამყოფელი - სულია, სული კი ყველაფერი! როგორ ციმციმებენ სიყვარულით სავსე სულები, ისინი ყოველთვის ციცინათელები მგონია, ლამპიონებივით თვალებს არ გჭრიან და ყოველთვის თავისკენ გიზიდავენ, განსაკუთრებით ღრუბლიან ღამეში, როცა მთვარე იმალება და უკუნეთი სიბნელეა, ანათებენ მბჟუტავი შუქით, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვენ, უბრალოდ, შუშის ქილაში არ უნდა გამოამწყვდიო, თუ მოუნდება თავად მოფრინდება და შენს ეზოში დასახლდება. . .
ოოოჰ, რამდენი მალაპარაკე. . . რაო, მოგენატრა ციცინათელები?Dდაელოდე და მოფრინდებიან,
- როდის?
- გაზაფხულზე ან ზაფხულში, ან იქით გაზაფხულზე ან იქით ზაფხულში, აბა მე რა ვიცი როდის?



ი.ბ. 19.02.2010.


ეს პატარა სიყვარული,
smile.gif ჩემებურად a075.gif მალე სხვასაც შემოგთავაზებთ (გაუმჯობესებულ ვერსიას smile.gif ეს ჩანახატებში კი დავდე, მაგრამ, შემიტყუა თემის სათაურმა და აქაც დავდებ თქვენის და მოკრძალებული ნებართვით kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2014, 09:48 PM

„როდესაც მძიმე სიტყუაციაში მოხვდება ადამიანი, გამოცდას აბარებს.

ქმედითი სიყვარული, თავგანწირვა, ასეთ წუთებში მჟღავნდება.

როდესაც ვამბობთ, ესა თუ ის ადამიანი თავგანწირულიაო, ცხადია, ხიფათის ჟამს ის საკუთარ თავს არაფრად აგდებს და სხვებზე ფიქრობს.

...ანდაზაც ხომ გვეუბნება, „მეგობარი ჭირში იცნობაო“.

თუ ახლა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგალითად, ჭურვები დაიწყებს ცვენას, მაშინვე აშკარა გახდება, ვინ ფიქრობს სხვებზე და ვინ - საკუთარ თავზე.

ვინც მიჩვეულია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს, მძიმე წუთებში ისევ საკუთარ თავზე იფიქრებს და ღმერთიც აღარ იფიქრებს მასზე.

და თუ ვინმე მიჩვეულია სხვებზე ფიქრს, ის ხიფათის დროსაც სხვებზე იფიქრებს. მაშინ აშკარა გახდება, ვის აქვს ჭეშმარიტი თავგანწირვის უნარი და ვინ - თავისმოყვარეა“.

/მამა პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 25 2014, 03:38 PM

რომ ამბობენ სიყვარული ღმერთიაო რას ნიშნავს ეეს? ვინც მიყვარს მასში ღმერთს ვხედავ?

არ ვიცი რა ვქნა ერთი გოგონა მომწონს ძალიან, მაგრამ ვერ გამირჩევია რატომ, ფიზიკურობა, სულიერება თუ ორივე ერთად ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება უცნობი ადამიანის სული მოგეწონოს? მე ხომ არ ვიცი ის როგორია სინამდვილეში?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 25 2014, 06:01 PM

დაწერეთ რამე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2014, 06:14 PM

ციტატა(sanfol @ Nov 25 2014, 04:38 PM) *

რომ ამბობენ სიყვარული ღმერთიაო რას ნიშნავს ეეს? ვინც მიყვარს მასში ღმერთს ვხედავ?

არ ვიცი რა ვქნა ერთი გოგონა მომწონს ძალიან, მაგრამ ვერ გამირჩევია რატომ, ფიზიკურობა, სულიერება თუ ორივე ერთად ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება უცნობი ადამიანის სული მოგეწონოს? მე ხომ არ ვიცი ის როგორია სინამდვილეში?


ახლოს რომ გაიცნობ, მერე მიხვდები თუკი გაქვთ საერთო ინტერესები, ინტელექტი, მსოფლმხედველობა... ფიზიკურად მოწონება ერთია და სულიერად მოწონება მეორე...

საერთოდ ძალიან არ უნდა გაგიჟდე და გადაირიო smile.gif ყველა ადამიანში არის ნაკლოვანება... smile.gif


პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 25 2014, 09:12 PM

შეუძლებელია მოიხიბლო უცნობი ადამიანის სულიერებით? თავს ვატყუებ ამით და მხოლოდ ფიზიკურად მომწონს ის გოგონა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 26 2014, 09:11 AM

sanfol

ციტატა
შეუძლებელია მოიხიბლო უცნობი ადამიანის სულიერებით? თავს ვატყუებ ამით და მხოლოდ ფიზიკურად მომწონს ის გოგონა?

ფიზიკურად რომ მოგწონდეს ეგ პრობლემაა?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 26 2014, 06:20 PM

G_saxva
არა არაა პრობლემა მაგრამ კარგი იქნებოდა სულიერიც ყოფილიყო როგორ გავარჩიო ეს ორი?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2014, 06:11 PM

"სადაც არის რწმენა, სადაც არის სიყვარული, - იქ არის სიხარული. სადაც სიხარულია, იქ ჯანმრთელობაა, მშვიდობაა, ბედნიერებაა.

საერთოდ, ჩვენი ცხოვრების მიზანია, რომ ვიყოთ მახარებლები; აუცილებლად ყოველდღე რაღაც სიხარული უნდა მოვუტანოთ სხვას, თუ საქმით არა, სიტყვით მაინც და დღეს - განსაკუთრებით".

/ილია მეორე/


"სანთლად დაიწვით სიყვარულში და ჩვენი სული უკვე აქ, ამქვეყნად, ნეტარების სიდიადეს ეზიარება".

/ბერ-მონაზონი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2014, 10:00 PM

"- ადამიანი, რომელიც გათხოვდა ან ცოლი მოიყვანა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან სიყვარულის აკადემიაში ჩააბარა, ეს ისეთი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ მან ყოველდღე უნდა იმეცადინოს, რათა პერიოდულად გამოცდები ჩააბაროს."

/მამა თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2014, 10:53 PM

"უქმნელი ღვთაებრივი სიყვარულის სასუფეველში სულიერი აღმასვლა ხანგრძლივ ასკეტურ გმირობას მოითხოვს".

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2014, 01:44 PM

"ჩვენ უნდა განვიწმინდოთ და როგორც არასოდეს, დღეს განსაკუთრებულად უნდა ვიყოთ ქრისტიანებისთვის მაგალითი.

სიყვარულით უნდა ვიყოთ გაჟღენთილი და ამ სიყვარულს, რაც ღმერთთან ურთიერთობაში შევიძინეთ, სხვებსაც უნდა ვუნაწილებდეთ და გამოვხატავდეთ.

ბრწინავდეს ნათელი ჩვენი წინაშე კაცთა".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2014, 03:01 PM

ერთხელ ვკითხე ყვავილს, ჩიტს და ადამიანს, რა არის სიყვარულითქო?! ..... ყვავილი აყვავდა , ჩიტი აჭიკჭიკდა და ადამიანი ატირდა!... გ ი ყ ვ ა რ დ ე თ ! თუ გსურთ შეხედოთ სამყაროს ბედნიერებით აღსავსე ცრემლიანი თვალებით!!!.
†ილია მეორე†

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 07:29 PM

"სიყვარული იყო ანი და ჰოე მისი ცხოვრებისა"

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 28 2014, 09:06 PM

ღმერთი როგორ შევიყვაროთ უანგაროდ? ან ადამიანი ან ორივე ერთად?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2015, 11:07 PM

"სიყვარული გადამდებია, რომ აპატიებ, სხვაც გაპატიებს"

/იღუმენია მარიამი (ფოჩხუა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2015, 08:39 PM

"როდესაც ჩიტები ჰაერში მაღლა დაფრინავენ, მათ მახით ვერ დაიჭერ;
ასევე შენც ვერ დაგიჭერს ვნებებისა და საცდურების მახეები, როდესაც ზეცად ამაღლდები.
ვინც მთის წვერზე ავიდა, მას ქალაქი და მისი გალავანი მცირედ მოეჩვენება, მიწაზე მოსიარულე ადამიანები კი ჭიანჭველებად.
ასევე შენც ყველაფერი მიწიერი არარაობად მოგეჩვენება, თუ ღვთის სიყვარულში ამაღლდები".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2015, 11:05 PM

"ვისაც საკუთარი თავი უყვარს, მას ღვთის სიყვარული არ ძალუძს; ხოლო ვისაც საკუთარი თავი იმ მიზეზით არ უყვარს, რომ ძლიერად უყვარს თავისი შემოქმედი, მხოლოდ მას ძალუძს იქონიოს ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა! ამგვარი ადამიანი არასოდეს მოისურვებს დიდებას საკუთარი თავისთვის, არამედ მარტოოდენ ღვთის განდიდებაზე იზრუნებს... ადამიანი, რომელიც ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულს გულში ატარებს, ყოველთვის მორჩილი და თავმდაბალია; და ეს თვისებები - სიმდაბლე და მორჩილება - მისთვის სიტკბოებაა და არა უღელი"

/ნეტარი დიოდოხოსი/

"ღვთის მოყვარული არავის აწყენინებს და არც არავისგან იწყენს რამეს"

/წმ. მაქსიმე აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2015, 09:57 PM

"ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, - ღმერთი გიყვარდეთ და რაც გინდათ, ის აკეთეთო. თუ ღმერთი გიყვარს, ცოდვა გძულს და მხოლოდ სიკეთე გწადია. სწორედ ეს გახლავთ ჭეშმარიტად თავისუფალი ნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2015, 09:48 PM

"სიყვარული საკუთარი თავის სხვაში დავიწყებას გულისხმობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2015, 10:15 PM

"შეიძულე თავი შენი ღმერთის სიყვარულში - და შენი სიყვარული მთელ სამყაროს და ყოველ ქმნილებას მოიცავს.

ღმერთის სიყვარულით შეპყრობილი "მე" საკუთარ თავს დაივიწყებს, მაგრამ მოყვასს, ზეცას და დედამიწას ეს "მე" ატარებს ნეტარებით საკუთარ თავში".

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2015, 07:03 PM

"ღმერთის სიყვარულის ზღვარი, სრულიად უსაზღვრო სიყვარულია"

/ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2015, 07:41 PM

"ის ვინც უფლის სიყვარულს შეიგრძნობს - საუკუნოდ აღარ ჩამოშორდება ეს შეგრძნება"

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2015, 08:59 PM

"თუკი შენ შეიყვარებ მტერს, ბუნებრივია, მტერი არ გეყოლება"

/ბოლნელი მიტროპოლიტი ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2015, 04:54 PM

"გინდა გიყვარდეს ადამიანები? უზომოდ შეიყვარე ქრისტე და ისწავლი, როგორ შეიყვარო ადამიანები. ასეთი სიყვარული ქრისტეს სიყვარულიდან მომდინარეობს და ჭეშმარიტი და ძლიერია"

/ნეტარი იერონიმე ეგინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2015, 09:29 PM

"ამ ცხოვრებაში ვინმეს სიყვარულსა და პატივისცემას ნუ ისურვებ, რათა თავისუფლად თანაევნო ჯვარცმულ ქრისტეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2015, 10:16 PM

"ვისაც ღმერთი უყვარს, მას უფრო მეტად უყვარს დედ-მამა, შვილი, ძმანი, ვიდრე მას, ვინც ღმერთზე უწინარეს აყენებს მათ"

/დეკ. აკაკი მელიქიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2015, 08:17 PM

"ბოროტების არჩადენა შიშის გამო, უკვე მონობაა, ხოლო სიყვარულის გამო - ღმერთის შვილობა"

/მამა მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2015, 03:36 PM

"რამდენადაც სიყვარული მცირდება, იმდენად იზრდება შიში, რადგან, ვისაც შიში არა აქვს, იგი ან სიყვარულითაა სავსე, ან სულით მკვდარია"

/წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2015, 10:33 PM

"ყველაზე დიდი სიმდიდრე სიყვარულია"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2015, 11:08 PM

"ღვთაებრივი სიყვარული მხოლოდ მაშინ განივრცობა ადამიანში, თუ იგი ღვთის მცნებებს შეგნებულად აღასრულებს"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2015, 07:04 PM

"პირველ რიგში ღმერთს შევთხოვ, - უფალო, მასწავლე, როგორ უნდა მიყვარდე. მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული"

/ბერი ტიხონი (სქემარქიმანდრიტი გაბრიელ ზირინიანოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2015, 08:03 PM

"როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, - ღმერთი გიყვარდეთ და რაც გინდათ, ის აკეთეთო. თუ ღმერთი გიყვარს, ცოდვა გძულს და მხოლოდ სიკეთე გწადია. სწორედ ეს გახლავთ ჭეშმარიტად თავისუფალი ნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2015, 06:55 PM

"სიყვარულს ასაკი არა აქვს, იგი ყოველთვის ახალია, შობის მდგომარეობაში"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2015, 10:12 PM

"იმისთვის, რომ შევიყვაროთ ყველა ადამიანი, აუცილებელია მათთან საუბრისას გულში შევთხოვოთ ღმერთს მათი გადარჩენა".

/ღირსი მაკარი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2015, 09:35 PM

იცი რა არის განსხვავება მოწონებასა და სიყვარულს შორის:
როდესაც ყვავილი მოგწონს წყვეტ მას ხოლო როდესაც გიყვარს - რწყავ.

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 11:36 AM

„საკუთარი სულივით ვუყვარდი“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2015, 08:33 PM

"[წმ. ნატალია წმ. ადრიანეს] მოეხვია და თითქოს თავისი სულის ნაწილი გადასცა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2015, 10:26 PM

"ღმერთი სიყვარულია და სიყვარულში დამკვიდრებული ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი მასში, ვინც სიყვარულშია დამკვიდრებული"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 11:10 AM

"თუ ღვთის სულმა არ შეასწავლა, ვერავინ შეძლებს გაიგოს, რა იგულისხმება ღმერთის სიყვარულში; ამიტომ ნათლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ეკლესიაში ღვთაებრივი სიყვარული სულიწმინდით შევიცანით და ღვთაებრივი სიყვარულის შესახებ ამიტომ შეგვიძლია საუბარი"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2015, 11:05 PM

გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2015, 10:31 PM

"ჩვენი გრძნობები იბადება და ქრება, ჩვენ მიმართ ღვთაებრივი სიყვარული კი უცვალებელია. როდესაც ღმერთი რადაც უნდა დაუჯდეს, ცოდვებისგან, ან მის მიმართ გულგრილობისგან ჩვენს განკურნებას ცდილობს, რაც უნდა დიდი იყოს ჩვენი ცოდვები, ან მის მიმართ ჩვენი გულგრილობა, ჩვენდამი უფლის სიყვარულის ძალა არ კლებულობს"

/კლაივ ლუისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2015, 10:57 PM

"ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის აუზი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 07:07 PM

"გამობრწყინდა ჩვენში სამსახოვანი სიყვარული: სიყვარული ღვთისა, სიყვარული მამულისა და სიყვარული ადამიანისადმი"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 11:13 PM

"უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმიდა გული"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 01:09 PM

"დაე, ღვთაებრივი სიყვარულის უშრეტი წყაროდან გარდამოიღვაროს ჩვენ გაციებულ გულებში რწმენა, სიყვარული, იმედი და, აქედან გამომდინარე, სიხარული და მშვიდობა"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 01:21 PM

"თუ ჩვენ საყვარელ ხალხს - მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს არ მოვეფერებით, არ მოვესიყვარულებით, პატივი არ ვეცით, ღმერთს როგორ ვცემთ პატივს და ვემსახურებით"

/დეკ. გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 03:35 PM

„რამდენადაც არაფერია სიყვარულზე აღმატებული, ასევე არაფერია მძვინვარებასა და მრისხანებაზე უარესი“

/წმ. კასიანე რომაელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2015, 03:52 PM

"დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან"

/ზვიად გამსახურდია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2015, 09:17 PM

სადაც სიყვარული არ სუფევს, იქ არც არაფერია საინტერესო.

/ოთარ რურუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2015, 09:21 PM

"ყველამ ვიცით, რაც უფრო ღრმაა ჩვენი სიყვარული, ჩვენთვის მცირედი კონფლიქტიც კი მით უფრო მტკივნეული ხდება"

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2015, 08:12 PM

"ადამიანის სულს სასუფეველში სიყვარულის გრძნობა და მადლიერების განცდა გაჰყვება"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2015, 10:04 PM

"სიყვარულის მზე ჩავხატე გულში"

/პოეტი მაყვალა დავლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2015, 11:06 PM

"მარადიულად დაურღვეველია მხოლოდ ის, რასაც სიყვარული აერთიანებს, რამეთუ სიყვარული სიკვდილსა და კაცობრიობაზე ძლიერია".

/იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2015, 11:03 PM

"რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტ ტკივილს შეიგძნობს სამშვინველი. რაც უფრო ღრმაა სიყვარული, მით უფრო უსაზღვროა მისი ტკივილები"

/ბერდიდი სილუანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2015, 11:01 PM

თეორიები იბადებიან და კვდებიან, სიყვარული კი მარადიულად ჰგიეს.

წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2015, 02:09 PM

"სიყვარულს ცოდნა უნდა, რომელიც ჩვენ არ ვიცით. სიყვარულის მაგივრად სიძულვილს ვაფრქვევთ. სადაც სიყვარულია, იქ სიძულვილიცაა და სადაც გაგებაა იქ გაუგებრობაცაა. სიყვარულის ნაცვლად ღვარძლს ვთესავთ. ადამიანის მტერი თავისი ენა და საქციელია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება. ადამანმა ადამიანი უნდა დააფასოს და შეაფასოს"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2015, 07:16 PM

✞ სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც „მე“ მიყვარს, ეს სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი ✞

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 04:33 PM

"საღვთო სიყვარულმა და განგებულებამ ლამის დამფერფლა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 08:54 PM

"...მამა პაისმა [ათონელი] უთხრა, სიყვარული უნდა მოვფინოთ არა მარტო ადამიანებს, არამედ გველებსაც კიო.

როცა მამა პაისი ამ სიტყვებს ამბობდა, მასთან მიცურდა დიდი გველი და ისარივით აღიმართა, თითქოს ამგვარად მამა პაისის სიტყვების სისწორე დაამოწმაო. ამ შემთხვევამ თანამოსაუბრენი დაარწმუნა მისი სიტყვების სიმართლეში, რომელსაც უჩვეულო დამცველი გამოუჩნდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 09:31 PM

Если в тебе есть любовь, доброта – ты ангел, и куда бы ни пошла и где бы ни находилась, вместе с собой несешь рай. Так, уже в этой жизни мы начинаем ощущать рай или ад.

старец Паисий Святогорец

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 08:28 AM

1 კორინთელთა 13
ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ
სიყვარული

131 თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა. 2 წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველივე საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი. 3 მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები.
4 სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს. 5 არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, 6 არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. 7 ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.
8 სიყვარული არასოდეს მთავრდება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 10:43 PM

მოყვარე ადამიანთან ბოლომდე ვერასდროს ამოწურავ საუბარს, რადგან მასში სიყვარული გიყვარს.

/მღველ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 03:59 PM

"სიყვარული გულში მოწეული ჭირნახულია"

/მამა გურამი (ოთხოზორია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 06:24 PM

"როცა კაცი ხვდება, რა არის ღვთის სიყვარული, ის საღმრთო გონებაშეშლილობამდე მიდის, მაგრამ რა საწყენია, რომ სოფელი ამ სიყვარულს ვერ იგებს"

/ღირსი პაისი ათონელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 06:35 PM

„მამა პაისი [ათონელი] ამბობდა: „თუკი კაცი თავს სხვის ადგილას დააყენებს, მერე მას ყველას შეყვარება შეუძლია“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 09:30 PM

"სიყვარული შრომით უნდა მოიწიო შენი გულის ყანაში"

/მამა გურამი (ოთხოზორია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2015, 11:56 AM

"სიყვარულის ტკივილის მდგომარეობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2015, 06:45 PM

"უფლისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა - სიყვარულით განათებული გზა"

/ბერ-მონაზონი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 17 2015, 11:39 PM


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2015, 10:31 AM

ციტატა(sanfol @ Sep 18 2015, 12:39 AM) *




ყოვლისმთქმელი სიმბოლო rolleyes.gif wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2015, 10:09 PM

"წმიდა არს უფალი და წმიდად გიყვარდეს, და რამეთუ იგი აღმატებულია ყოველთა ზედა, ყოველი უმდაბლეს მისდა შერაცხე".

/ღირსი ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 20 2015, 03:13 PM

marine

ციტატა
ყოვლისმთქმელი სიმბოლო

მართლაც რომ cool.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2015, 08:56 PM

"სიყვარული ძალიან ჰგავს ვნებას, რადგან ის ველური მცენარეა, რომელსაც ჭირდება მოვლა, გასხვლა, ყოველგვარი ზედმეტისაგან გათავისუფლება, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, ვნებაზე ვთქვათ უარი. ვნება მიწაა - საშენი მასალა, რომელიც უნდა გარდავქმნათ. საბოლოო სახე, რომელსაც ვნება იღებს, არის სიყვარული".

/მამა გურამი (ოთხოზორია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2015, 09:21 PM

"ღმეთისადმი ჩვენში გაძლიერებული სიყვარული, ჩვენი გულის და გონების სიღრმეებით მასთან ბუნებრივად დაგვაახლოვებს"

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 07:15 PM

"ჭეშმარიტად კი სიყვარული უნდა აღგვამაღლებდეს ("სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ") - აღგვამაღლებს თვით შემოქმედის სიყვარულამდე. აი, ამ ამაღლების გზაზე "იზომება ადამიანური სიყვარული", ამ ამაღლების გზა ახდენს მას ღირებულად".

/ფილოსოფოსი ვაჟა გოგიბერიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 07:36 PM


„სიხარული არის შედეგი სიყვარულისა!“
/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 06:24 PM

"ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს:

უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი - ბაბილონის მოქალაქეებად (ცოდვილი ქალაქის).

დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს: რა უყვარს და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი".

/წმ. ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 06:39 PM

"მომეცი შენი თავი, ღმერთო ჩემო, დამიბრუნე იგი: მე ხომ მიყვარხარ. თუ ეს ცოტაა, მომეცი ძალა, უფრო მეტად შეგიყვარო. არ შემიძლია გავზომო და ასე გავიგო, რამდენი მაკლია სრულყოფილ სიყვარულამდე, როცა მოგაშურებ და ჩაგეკონები, რათა აღარასოდეს გაგშორდე, ვიდრე მთლიანად არ "დამფარავ შენი სახის საფარველქვეშ". მხოლოდ ის ვიცი, რომ მიჭირს უშენობა, არა მარტო ჩემს გარეთ, არამედ ჩემშიაც, და სიღატაკეა ჩემთვის ყოველგვარი სიმდიდრე, რომელიც არ არის ჩემი ღმერთი"

/წმ. ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 02:30 PM

"გადიდებენ, უფალო, შენი საქმენი, რათა შეგიყვაროთ ჩვენ, და ჩვენ გვიყვარხარ, რათა შენი საქმენი გადიდებდნენ შენ".

/წმ. ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 08:46 PM

"შექმნა ღვთაებრივი სიყვარულის ჰიმნები"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 12:37 PM

"ზეგრძნობადის სიყვარულამდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 07:07 PM

"ღმერთის სიყვარულით დაჭრილი სულიდან გადმოხეთქავს ცრემლნარევი სიხარული"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 11:52 AM

"პირფერი სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 09:56 PM

„ნეტარი არის, ვინც შენ შეგეწვნა საღვთო ტრფობით“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2015, 10:19 PM

"სჭვრეეტდა ამ ნათქვამს. მან სულში მიიღო სიყვარული ამის გამომთქმელისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2015, 10:38 PM

"მამა გაბრიელის კელიაში რომ შევდიოდი ხორციელად, მატერიალურად ვგრძნობდი სიყვარულს, არ ვიცი ეს როგორ აღვწეროთ, მაგრამ იქ ჰაერი იყო გაჟღენთილი სიყვარულის სენით. ჩვენც ამ სენით ვავადდებოდით. ეს ძალიან მაკლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 08:58 PM

"მთელი სიყვარული ღმერთზე გადაიტანა და ერთი მხოლოდ ღვთაებრივი მოისურვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 10:48 PM

"რამდენადაც შენ მხურვალედ გიყვარს შემქნელი და მაცხოვნებელი შენი ღმერთი, ამ სიყვარულამდე მიიყვანე სხვანიც. ეს ყველაზე მეტად ესიამოვნება უფალს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 11:05 PM

„სიყვარულის ბადით მონადირებული“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2015, 08:25 PM

"სიყვარული ერთია და განუმეორებელი, მისი საგანი შეიძლება მხოლოდ ერთი პიროვნება იყოს"

/დეკ. აკაკი მელიქიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2015, 05:45 PM

"ყველაზე აღმატებული სათნოება სიყვარულია, რომლამდეც უნდა ავზიდოთ ჩვენი სული".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2015, 06:06 PM

"სიძულვილმა გადაუარა ჩვენს სიყვარულს"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2015, 06:32 PM

"სიყვარულს შეუძლია ადამიანის შეცვლა, სიყვარულს შეუძლია მკვდარი გულის გაცოცხლება, სიყვარულს შეუძლია ლეშის სულად ქცევა! სიყვარულს შეუძლია "პირუტყვის" ადამიანად გარდაქმნა! მტრის მეგობრად ქცევა, უცხოს დამოყვრება: ესაა სიყვარულის შედეგი! ჩვენი სიყვარული სადაც წვდება, იქ სასუფეველია!"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2015, 08:29 PM

"სიყვარულის აღქმა არის კაცად - კაცური, ქალად - ქალური სინაღდე"

/პროფესორი რევაზ სირაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2015, 08:02 PM

"...ეს კაცი ისე მოცული იყო ღვთისადმი სიყვარულით, ისე იყო ამ გრძნობის ისრებით მოწყლული..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2015, 05:41 PM

"ლოცვა ადვილია, სიყვარული კი ყველაზე ძნელიო", - ამბობდა სქემმონაზონი ნიკოლოზ ბალაამელი (+1947). მტრის სიყვარულზე კი თქვა: არ შეიძლება მათზე, როგორც მტრებზე, ილოცო - ამით მათ თავზე ნაკვერჩხლებს დააყრი. როგორც მეგობრებზე, ისე ილოცეო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2015, 09:31 PM

"სიყვარული არ ისწავლება ტკივილის გარეშე. სიყვარული ხომ ბედნიერების მომტანია, ტკივილი - ტანჯვის, თუმცა სიყვარული წარმოუდგენელია ტკივილისა და ტანჯვის გარეშე"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2015, 02:09 PM

"ყველა ერთნაირად იყო ფრთაშესხმული მგზნებარე რწმენითა და ღვთისადმი სიყვარულით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 02:38 PM

"[უფალს] ყველაზე ცოდვილიც კი ისევე უყვარს, როგორც ყველაზე წმინდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 03:19 PM

„სიყვარული იყო მისი ცხოვრების მისამღერი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 03:38 PM

"მე მივაღწიე მწვერვალს თქვენდამი სურვილისა და თქვენი ანგელოზებრივი ცხოვრების სიყვარულისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2015, 10:50 PM

"განსაკუთრებული სიყვარული რომელიმე ადამიანის მიმართ, სხვა ადამიანთა მიმართ სიყვარულის ნაკლებობის მაჩვენებელია"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2015, 12:37 PM

"ღვთისადმი ყოვლისმძლე სიყვარული დაეუფლა სიჭაბუკეში"

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 12 2015, 12:52 PM

ციტატა
"განსაკუთრებული სიყვარული რომელიმე ადამიანის მიმართ

და რა შეუძლებელია რომ ყველა ერთნაირად გვიყვარდეს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2015, 01:11 PM

ციტატა(qetevano @ Nov 12 2015, 01:52 PM) *

და რა შეუძლებელია რომ ყველა ერთნაირად გვიყვარდეს...


ქეთ, სიყვარული საოცარი გრძნობაა, რა ძალითაც გასცემ იმ ძალით გიბრუნდება... smile.gif თვით უსასტიკესი ადამიანიც რომ შეიყვარო გულწრფელად, მისგანაც უდიდესი ძალით დაბრუნდება სიყვარული, რა გულქვაც არ უნდა იყოს... მე ასე მგონია...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 12 2015, 01:34 PM

marine
ეგ ხოოო გეთანხმები უკან ბრუნდება, გულქვა ადამიანსაც შეუძლია სიყვარული, მაგრამ ხან იგივე ძალით არ გვიბრუნდება გაცემული გრძნობები. მე ძნელიათქო იმაზე ვთქვი მიყვარდეს სხვაც ისე, როგორც ჩემი ახლობელი და ა.შ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2015, 10:28 AM

ციტატა(qetevano @ Nov 12 2015, 02:34 PM) *

marine
ეგ ხოოო გეთანხმები უკან ბრუნდება, გულქვა ადამიანსაც შეუძლია სიყვარული, მაგრამ ხან იგივე ძალით არ გვიბრუნდება გაცემული გრძნობები. მე ძნელიათქო იმაზე ვთქვი მიყვარდეს სხვაც ისე, როგორც ჩემი ახლობელი და ა.შ.


ქეთ, შეუძლებელი არაფერია smile.gif თუკი გულით მოინდომებ სხვა ადამიანებსაც დიდი ძალით შეიყვარებ smile.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2015, 10:39 AM

"გაერთიანდით ლოცვის ჯაჭვში. შექმენით ასევე ჯაჭვი სიყვარულისა"

/მამა ელპიდე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2015, 08:22 PM

"ვისაც ჭეშმარიტად უყვარს უფალი, მას ღმერთში უყვარს ადამიანიც"

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 12:08 PM

"ამ კაცს ღმერთმა სრულად გადმოაღვარა სულიერი ნიჭნი. მისი მსგავსი სიყვარულის ნიჭი არავის უნახავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2015, 11:23 AM

"მუდმივად სიყვარულისკენ ისწრაფე: დადიხარ, დგახარ, ზიხარ, წევხარ, კითხულობ თუ სხვა საქმეს აკეთებ, ყველაფრისგან სიყვარულის გოლეული ამოიღე, ყველაფერი სიყვარულის საბაბად აქციე".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2015, 11:37 AM

"წმინდანები ანდა ღირსი მამები ისე კი არ ლოცულობდნენ, როგორც ჩვენ, მათი ლოცვა სიყვარულის ცეცხლი იყო"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2015, 02:24 PM

"სიყვარული მშვენიერს ეძებს. სიყვარულის გრძნობა სილამაზის მცნებისგან განუყოფელია".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2015, 01:47 PM

"ერთმანეთის სიყვარულით უნდა ავმაღლდეთ და დავიფერფლოთ".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2015, 02:36 PM

"ეკლესია გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. მას არ შეუძლია ბოროტება და არც შეეძლო მისი შექმნა, არა უძლურების გამო, არამედ თავისი ბუნების გამო"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2015, 02:50 PM

"ღმერთის სიყვარული არის ჭეშმარიტი ბედნიერება"

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2015, 03:28 PM

"ღმერთი ამოუხაპავი სიყვარულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 12:26 PM

"ღმერთს უნდა, რომ უმიზეზოდ გვიყვარდეს ის, ზუსტად ისე, როგორც მან შეგვიყვარა ჩვენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 06:35 PM

"იგი აღსავსეა სიცოცხლით, რწმენით და ადამიანებისადმი უსასრულო სიყვარულით, სავსეა შინაგანი გზნებით, რომელსაც უნაწილებს ხალხს და ამით ტანჯვას უმსუბუქებს მათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2015, 12:06 PM

"სახარებისეული სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 10:18 PM

"ღვთის სიყვარული ანელებს [ბერისთვის] მშობლების სიყვარულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 1 2016, 10:02 PM

"სიყვარული მამოძრავებელი ძალაა, მის გარეშე სამყარო უძლურია. უსიყვარულოდ არსებობა უმადლო ყოფაა"

/ფილოლოგი ლალი ბარძიმაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 07:47 PM

"მიუხედავად სხვადასხვა სირთულისა და განსაცდელისა, სიყვარული ნეტარებასა და სიხარულთან არის დაკავშირებული და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია ნეტარებაც და სიხარულიც".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 09:27 PM

"ტკივილმოძალებული სამყარო მხოლოდ სიყვარულით დაიძლევა და ამ სიყვარულითვე ფასობს, გულს ხომ საზღვრები არ აქვს!"

/ფილოლოგი ლალი ბარძიმაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 09:11 PM

"როგორ ვისწავლოთ ადამიანის სიყვარული? წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამბობს: "თუ შენ არ გიყვარს, ისე მოიქეცი, თითქოს გიყვარს, მაშინ შენი გარჯისთვის უფალი სიყვარულს მოგანიჭებს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2016, 01:27 PM

"გავუღიმოთ ერთმანეთს და სიყვარული ასეთნაირად გამოვხატოთ. ძალიან მახარებს, როდა ადამიანს სიკეთით სავსეს ვხედავ, რომ მასში ღმერთი და უფლის ანგელოზები არიან. ღვთის მოშიშს და მოიმედეს უფალი არასოდეს მიატოვებს".

/იღუმენია მარიამი (ფოჩხუა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2016, 02:25 PM

"ამას წინათ მამა თეოდორეს [გიგნაძე] ლექციაზე მისწერეს: - მამაო, აქ არის რამდენიმე შეყვარებული წყვილი, რას ურჩევთ მათ?

პასუხი ასეთი იყო: - თუ თქვენი სიყვარული ნამდვილია, დაუსხით წყალი ამ სიყვარულს, რომ სიყვარულის ყვავილი არ დაჭკნეს. ეს წყალი არის მადლი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან ახლო ურთიერთობით გვეძლევა. ქრისტიანული ცხოვრება გვაძლევს საშუალებას, რომ მადლი მოვიხვეჭოთ. როგორც დიდი პოეტი თომას ელიოტი ამბობს: სიყვარული ის კი არაა, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს უყურებს, არამედ ორი - მესამეს, ამ შეთმხვევაში ქრისტეს უყურებს. თუ თქვენთვის ძვირფასია ეს სიყვარული, მაშინ ხელი ჩასჭიდეთ ერთმანეთს, წადით ქრისტესკენ, ქრისტე თქვენს სულებს შეაერთებს და თქვენი სიყვარული იქნება მარადიული..."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2016, 07:33 PM

ნოსტალგია

"სიყვარულის ნოსტალგია, როგორც უსასრულო სიყვარულის წყურვილი, რომელიც შეუძლებელია რაიმე მიწიერით დაკმაყოფილდეს და ამიტომ იგი მუდმივად ღმერთის სიყვარულის ძიებაშია. ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი მთლიანად ამ ძიებას მიანდოს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2016, 08:40 PM

"მოყვასის სიყვარული (მოყვასობა)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2016, 10:55 PM

"სიყვარული და რწმენა ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგანან. სიყვარულით სავსე გული თბილი და ღიაა, უამრავ კეთილ ინფორმაციას იღებს და გასცემს"

/რუსუდან ფეტვიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 02:05 PM

"ღმერთთან შეერთებით ადამიანი სიყვარულის ნეტარ მდგომარეობას აღწევს".

/მამა დავით კირკიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 02:18 PM

"ვისაც ნამდვილად უნდა ღმერთი იხილოს, იგი უნდა ეძებოს არა ცის თაღზე, არა გონებაში, არამედ ადამიანურ სიყვარულში".

/ფიოდორ დოსტოევსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2016, 10:53 PM

"სიყვარულის აღქმა არის კაცად-კაცური, ქალად-ქალური სინაღდე. ამიტომ ეს ბუნებრივად ხდება ხოლმე, რამდენადაც ძალუძს ამ თუ იმ პიროვნებას".

/რევაზ სირაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2016, 12:08 PM

"უდიდესი სათნოებაა მოწევნულის დათმენა და ღვთის სიტყვისამებრ, სიყვარული მოყვასისა, რომელსაც ვძულვართ".

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2016, 05:07 PM

"სხვებმა რომ შეგიყვარონ, ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი".

/ბერი პორფირე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 12:19 PM

"ნეტარი იერონიმე ეგინელი ამბობდა: "გინდა გიყვარდეს ადამიანები? უზომოდ შეიყვარე ქრისტე და ისწავლი, როგორ შეიყვარო ადამიანები. ასეთი სიყვარული ქრისტეს სიყვარულიდან მომდინარეობს და ჭეშმარიტი და ძლიერია".

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 24 2016, 07:59 PM

დავიღალე ამაზე ფიქრით ხალხო აღარ ვიცი რა ვქნა, ეშმაკები უნდა გვიყვარდეს? ან ღმერთის სხვა ბოროტი ქმნილებები? ვთქვად ბოროტი ადამიანები?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 10:45 PM

"ნეტარია ის კაცი, ვინც ღვთისადმი ისეთ სიყვარულს მოიპოვებს, როგორსაც თავის ბოროტ სიყვარულში სატრფოსადმი განიცდის".

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2016, 11:40 AM

"წმინდაა იგი, ვინც სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (ღვთაებრივით) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს".

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 25 2016, 01:59 PM

marine

ციტატა
დავიღალე ამაზე ფიქრით ხალხო აღარ ვიცი რა ვქნა, ეშმაკები უნდა გვიყვარდეს? ან ღმერთის სხვა ბოროტი ქმნილებები? ვთქვად ბოროტი ადამიანები?


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 10:58 AM

"სიყვარულის გარეშე ვერავინ ცხონდება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2016, 10:49 PM

"თუ შესძლებ შენი ცხოვრებით ისე იცხოვრო, რომ ღმერთი შეგებრალოს, რომელიც შენთვის ტკივილგანმცდელი გახდა, შენთვის კვდებოდა; თუ შესძლებ, უფალი ისე შეგებრალოს, რომ მთელი შენი არსება შესძრას ამან და გული გეტკინოს, იმის მაჩვენებელია, რომ შეგძლებია სიყვარული".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2016, 11:07 PM

„სიყვარული არ განიმარტება, ისე როგორც თავად ღმერთი არ განიმარტება“.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2016, 10:06 PM

"თუ ვიტყვით: "ყველა მიყვარს ამ ოთახში, ერთი პიროვნების გარდა" - ე.ი. არც ერთი მათგანი არ გიყვარს. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს".

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარრი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2016, 10:27 PM

"ვერასდროს შევძლებთ ჰარმონიული ურთიერთობის აწყობას ვერც ერთ ადამიანთან, ვიდრე არ ვიპოვით საუფლო გზას. ეს არის ეგოიზმისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება, რადგან როდესაც უფალს ვიპოვით და შევიყვარებთ, მაშინ მოყვასის სიყვარულიც აღარ გაგვიძნელდება".

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარრი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2016, 12:57 PM

"ჰოი, ნეტარი სიყვარული, ყველა სიკეთის მომნიჭებელი".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2016, 08:19 PM

"ვისაც არ აქვს სიძულვილი ცოდვისა, მას ტყუილად ჰგონია, რომ აქვს სიყვარული ღვთისა, ადამიანისა ან რაიმე ღირებულისა. უღირისისა, კი ბატონო, რამდენიც გინდა. სიყვარული არ არსებობს სიძულვილის გარეშე. ეს ამ სოფელში. მარადისობაში, თუ ვცხონდებით, იქ ჩვენ სიძულვილი, უბრალოდ აღარ დაგვჭირდება. სიძულვილი აქ, ამ ცხოვრებაში აუცილებელი იარაღია იმისათვის, რომ მოიპოვო სიყვარული".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2016, 11:36 AM

"სიყვარული ისწავლება ხილულიდან. უხილავზე მერე გადადის".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2016, 01:38 PM

"ნუ ინატრებთ ფულს, ინატრეთ სიყვარული და ეს იქნება ყველაზე დიდი სიმდიდრე. ვინც ძუნწია, ის მოსიყვარულე ვერ იქნება, ის ყოველთვის წაგებულია.
სიყვარული ყველაზე დიდი ცხოვრების წესია.
ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის შეხიდება ამ გრძნობით და არა ერთმანეთის განკითხვა".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2016, 08:48 PM

"უნდა ვიყოთ სინათლე ადამიანებისათვის, სიყვარულს ვაფრქვევდეთ; ჩვენი დანახვა ადამიანებს უნდა უხაროდეთ; სიყვარულს ვანიჭებდეთ".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2016, 11:56 AM

"დაიპყრო ყველა სიმაღლე ღვთის სიყვარულისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 02:48 PM

"მოსიყვარულე ბუნების იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2016, 09:52 PM

"მამა გერმანე ღვთაებრივი სიყვარულით ბრიალებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2016, 09:34 PM

"არამიწიერი სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2016, 09:49 PM

"ისინი ისე დამეგობრდნენ, თითქოს ორ სხეულში ერთი სული ყოფილიყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2016, 10:39 AM

"მის გულში ღვთისადმი სიყვარულის ცეცხლი ბობოქრობდა. ამიტომაც მოუკლებლად ლოცულობდა. როცა საუბრობდა, გეგონებოდა, ზეციური სიყვარულის ალი კიაფობდა მის ბაგეებზე, ყველა მისი მხურვალე რჩევა ღრმად აღწევდა განსაცდელით გატანჯულ მის გულში ნუგეშს აძლევდა. ახლოს რომ მიხვიდოდით, შეუძლებელი იყო სახეში შეგეხედათ: ლოცვისაგან გაბრწყინებული, ხორციელს კი არა, ცვილისაგან ჩამოქნილს ჰგავდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 06:12 PM

"როგორც ერთი წმინდა მამა წერს: "სიყვარულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვით გამოწვეული დარდი ყველა საშინელ სასჯელზე მძიმეა."
ალბათ, ამ ცოდვის მარადიული შეგრძნება არის სწორედ ჯოჯოხეთის წამება".

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 10:41 PM

"ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 11:00 PM

„ვისაც სიყვარული გააჩნია, არავის თვლის უცხოდ, არამედ ყველას თავის მეგობრად ხედავს, და არასოდეს აღშფოთდება და არ გაიხარებს ძმის ბოროტების გამო, და არც ცილს დასწამებს, და არც არავის მტრობას ჩაიდენს გულში, ეშმაკის გარდა, არამედ ყველაფერს სულგრძლებით მოითმენს“.

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 11:53 AM

"ჩემში სიყვარული მეფობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2016, 10:32 PM

"მუდმივად უნდა ვაიძულოთ თავი, რომ უფალი გვახსოვდეს. ასე გვასწავლიან მამები. თუ შენ აიძულებ, რომ უფალი გახსოვდეს ყოველთვის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იქითკენ, რომ ღმერთი შევიყვაროთ.

ამავე დროს, ეს არ არის საკმარისი. მუდმივად უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, ეს ურჩი არსება, გული ვაიძულოთ, რომ გვქონდეს განცდა ღმრთისა, რომ ღმერთის წინაშე ვდგავარ. ესეც აუცილებელზე აუცილებელია".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2016, 11:15 AM

"მართას და მარიამს ძალზე უყვარდათ იესო და მის მიერაც სიყვარულით იყვნენ შეწყნარებულნი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 11:13 PM

"ღვთისადმი სიყვარულის გამო ადამიანს აღარ ძალუძს, სხვა რომ ახსოვდეს".

/წმიდა ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2016, 01:06 PM

"როგორც ღუმელი ვერ იქნება თბილი ცეცხლის გარეშე, ისევე ღმრთისაგან განდგომილ ადამიანს, რომელსაც გულში ღმერთი არ ჰყავს დავანებული, ვერ ექნება სიყვარული მოყვასისადმი".

/იაკობ ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2016, 01:42 PM

"სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც "მე" მიყვარს, ეს სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია".

/მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2016, 10:29 PM

"ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა "სიყვარული", რათა ასე დაერქმიათ უფალთან თავიანთი დამოკიდებულებისათვის".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 01:39 PM

"სიყვარული აერთიანებს ადამიანს ადამიანთან და ღმერთთან. ასე იქნება სამი - ღმერთი, შენ და მე. ადამიანები სიყვარულით ერთიანდებიან ერთ მთლიანობაში, ერთ ეკლესიად, ქრისტეს ერთ სხეულად".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 01:51 PM

"არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 02:02 PM

"სიყვარული ის კი არაა, როცა იგი უყვართ, ვისგანაც სიყვარულს გრძნობენ, არამედ, როცა შეუძლიათ სიყვარულით გულში ჩაიკრან მთელი კაცობრიობა, მთელი სამყარო. ასეთი ადამიანი უდიდესი მადლითაა დაჯილდოებული".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 07:07 PM

"არც ცაში და არც მიწაზე არაფერია სიყვარულზე უფრო ძვირფასი".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 07:30 PM

"ქრისტიანული სიყვარულის საფუძველი არის ჭეშმარიტება! ჭეშმარიტების გარეშე შეუძლებელია არსებობდეს სიყვარულიც!"

/მიტროპოლიტი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 11:16 PM

"ის, რაც ყოველ კაცს ასე სჭირდება - სიყვარულია. სიყვარულია სწორედ ის გრძნობა, იდუმალი და საოცარი, რომლის კალთაში სულის გათბობაც ყოველ ჩვენგანს, მკვლელიც რომ იყოს, ასე სწყურია".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2016, 02:57 PM

"სიყვარული სულის მარადიული თვისებაა".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2016, 10:14 PM

"ქრისტიანობა, მართლაც სიყვარულის რელიგიაა. მაგრამ ამ ქრისტიანულ სიყვარულს არაფერი აქვს საერთო ცრემლიან სენტიმენტალურ მიწიერ სიყვარულთან, როგორც ეს ღმრთის მადლის გარეშე მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ესმის".

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2016, 10:57 PM

"ჩვენ იმიტომ ვიტანჯებით, რომ არ გვიყვარს. ვისაც არ უყვარს, იგი სიმშვიდეს ვერ პოვებს, თუნდაც სამოთხეში დასვან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2016, 03:35 PM

"როცა ღვთის სიყვარული უხვად გადმოიღვრება ადამიანზე, ეს მას უმოძრაოს ხდის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2016, 01:34 PM

"რაცკოს გული ღვთაებრივი სიყვარულით მოწყლა".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2016, 06:09 PM

„იგი ყველას უყვარდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2016, 08:38 PM

"ზოგჯერ არ იცი და ისე სძულხარ ადამიანს, ზოგჯერ არ იცი და შორიდან გეფერება, უყვარხარ, უფრო მეტიც - გიჟდება შენზე. ბოლო ფრაზა დაგატკბობს და მოგცემს შვებას, რომ ამქვეყნად სიყვარულის მიზეზი გახდი."


/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2016, 01:47 PM

"ღმერთს შეუძლია ჩვენი გული იმგვარი ნეტარებით და ისეთი ღვთაებრივი სიყვარულით აავსოს, რომ ვერ გავუძლებთ მას და პირქვე დავემხობით. მაშინ ჩვენ დავუტევებდით მონასტერს და მღვიმეში ჩავიკეტებოდით. ერისკაცები დაუტევებდნენ თავიანთ საქმეებს, ოჯახსა და ბავშვებზე ზრუნვას. ამიტომაც ღმერთი, რომელიც თვით არის სიყვარული, არ გვაძლევს ამგვარ სიყვარულსა და ნეტარებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2016, 09:23 PM

"ადამიანს თავისთავად არსებობა არ შეუძლია, ბოლომდე ადამიანად ის იმ შემთხვევაში იქცევა, თუ მას სხვა ადამიანები უყვარს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2016, 10:28 PM

"ო, ზეციური ფასდაუდებელი სიყვარული! ღვთაებრივი სიყვარულის ერთი მისხალი ყოველგვარ მიწიერ, ხორციელ, ამსოფლიურ სიყვარულს აღემატება".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2016, 11:20 AM

"გახსოვდეთ, ღმერთს უფრო მეტად უყვარხართ, ვიდრე თქვენ თვითონ გიყვართ თქვენი თავი. უბრალოდ, გიყვარდეთ უფალი, ემსახურეთ მას და ელოდეთ. ყველაფერს იღებს ის, ვისაც ლოდინი შეუძლია. აი, ეს არის ჩემი გამოცდილება".

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 10:16 PM

"ჭეშმარიტი გრძნობა მუნჯია, უტყვია და პატარა კი - ყბედი და ლაქლაქა".

/წმ. ილია მართალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2016, 01:05 PM

"ეს ყრმა მიწიერზე მეტად ზეციურს შეიყვარებსო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2016, 09:49 PM

"- რაოდენ ტკბილია უფლის სიყვარული!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2016, 12:39 PM

"სიყვარული ისევე მიუწვდომელია, როგორც თავად ღმერთი".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2016, 07:52 PM

"უკვე ღრმად მოხუცებული ერთს ნატრობდა მხურვალედ - სიცოცხლე გაეღო უფალ იესო ქრისტესთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2016, 10:28 AM

"რამეთუ დასაბამ ცხოვრებისა არს სარწმუნოებაი და სრულმყოფელი - სიყვარული. ხოლო რაჟამს ორნივე ერთად შეკრბენ, კაცად ღმრთისად გამოაჩინებენ კაცსა".

/წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 08:53 PM

"სათნოება არის სიყვარულის წესრიგი ანუ წესრიგი სიყვარულში. სათნო ადამიანი არის ის, ვინც ისე მოაწესრიგა თავისი სიყვარული, რომ თავს იკავებს იმის სიყვარულისგან, რაც არ არის სიყვარულის ღირსი და პირიქით, იმის არსიყვარულისგან, რაც სიყვარულის ღირსია; სიყვარულის წესრიგმა უნდა არეკლოს კოსმოსის წესრიგი. სათნოება არის სულში გონებისა და ბუნების წესრიგის თანხმობა".

/წმ. ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 10:31 PM

"არსებობს სიყვარულის ორო ფორმა: გრძნობადი და სულიერი. როდესაც ადამიანში პირველი გადაწონის მეორეს, იგი შორდება ღმერთს, ხოლო როდესაც მეორე გადაწონის პირველს, მაშინ იგი ისწრაფვის ღმერთისაკენ. ადამიანის არსებისთვის ჭეშმარიტ ადგილად მთლიანობაში გვევლინება ღმერთი და ადამიანი იმყოფება განუწყვეტელ მოუსვენრობის მდგომარეობაში, სანამ არ მიაღწევს ღმერთში".

/წმ. ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 08:46 PM

"სიცივეს, ქარს, ყინვას საღმრთო სიყვარულით ანთებული დაითმენდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 02:52 PM

"სიყვარული როგორც გვირგვინი სრულყოფილებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2016, 10:04 PM

"უფლის კურთხევამ ერთმანეთის სიყვარულში "დაგვაბრმავოს", მზის ხშირი შეხედვა ადამიანს "თვალის ჩინს უკარგავს", ასევე, ხშირი სიწმინდის ცქერა სულიერ თვალებს გვიწმენდს!"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2016, 06:23 PM

"არ მიყვარდი, უფალო, ჩემი გულის ნათელო, ჩემო სულის პურო, ჩემი გონების ცხოველმყოფელო ძალავ და აზრის სიქადულო. არ მიყვარდი და გღალატობდი, ხოლო ჩემს ღალატს სიხარულის ჟინით ხვდებოდა ხალხი. საწუთროს სიყვარული შენი ღალატია".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 08:57 PM

"თუკი დედამიწის ზურგზე ვიღაც ნამდვილად გიყვართ, მაშინ შეძლებთ ყველას შეყვარებას. თუკი ვიღაც არ გიყვართ, მაშინ სინამდვილეშიც არავინ გიყვართ!"

/მამა ლევან მათეშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 09:29 PM

"როცა ადამიანს სიყვარული მოაკლდება, შიში განემრავლება, რადგან ვისაც შიში არ აქვს, ის ან ღვთის სიყვარულითაა აღვსილი, ან სულით მკვდარია".

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2016, 09:20 PM

"სიყვარული თავგანწირვაა, სრული გაღებაა, წარმოცარიელებაა ვიღაცისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2016, 11:29 AM

"სიყვარული ნიშნავს არა "ჩემთვის", არამედ "მე ვიღაცისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2016, 01:50 PM

"ჯერ შეიყვარე ის, ვისი მოქცევაც გინდა, შემდეგ შეაყვარე თავი და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკე ღმერთსა და ქრისტეზე".

/წმ. ნიკოლოზ იაპონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2016, 10:31 PM

"ერთხელ სოკრატეს ჰკითხეს: არსებობს თუ არა ერთი ნახვით შეყვარების წამალიო. როგორ არა, შეხედეთ მეორეჯერო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2016, 10:29 PM

"ძლიერია სიკვდილივით სიყვარული" (ქებ. 8,6).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2016, 11:01 PM

"ღმეთისა და ადამიანის ერთობის განხორციელების გზა მათი ურთიერთსიყვარულია. ღმერთი შეიწყნარებს ადამიანს და თავად ხდება ადამიანი, ხოლო ადამიანს უყვარს ღმერთი, მიენდობა მას, ის ღმერთს საკუთარ არსში ხედავს, შემდეგ კი მადლით ადამიანის განღმრთობა ხდება. გამოდის განკაცებისა და განღმრთობის ურთიერთ შეკავშირება, რასაც წმინდა მამების მიერ "ბრწყინვალე ურთიერთმოქცევა" ეწოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2016, 10:45 PM

"როდის გვაქვს ჭეშმარიტი სიყვარული? როცა სხვას კი არ განვიკითხავთ, არამედ ვამართლებთ".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2016, 11:41 AM

"ქრისტეს სიყვარულისთვის ჩვენ შეგნებულად ვიკლებთ ამქვეყნიურ სიამეებს. თუ მოვინდომებთ, თავისუფლად შეგვიძლია დავტკბეთ, მაგრამ ნებაყოფლობით უარვყოფთ მათ, რათა ჩვენი უტკბესი იესოს სანატრელი სიყვარული მივიღოთ".


/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2016, 10:06 PM

"ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს: უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი - ბაბილონის მოქალაქეებად (ცოდვილი ქალაქი). დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს: რა უყვარს? და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2016, 03:25 PM

"როცა ადამიანი სიყვარულს კარგავს, ღმერთსაც კარგავს".

/ბერ-დიაკვანი მაქსიმე (გაფრინდაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2016, 08:55 PM

"ის მოზღვავებული სიყვარულიც, გულში რომ გვაქვს, გონებით უნდა დავაბალანსოთ, დავარეგულიროთ".

/მამა კონსტანტინე ლეკიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2016, 11:47 AM

"ვარზენ - მიყვარხარ ოსურ ენაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2016, 10:01 PM

„როცა გიყვარს, უმნიშვნელოც გულსატკენია. სულერთისგან კი უდიდესი ყურადღებაც უმნიშვნელოა".


/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2016, 10:34 AM

"უფალო იესო, შენ მე ყოველთვის მიყვარდი, ზოგჯერ მთელი არსებით, ზოგჯერ ნაკლებად, ხან სიხარულით, ხან სიმშვიდით... მაგრამ მაინც მიყვარდი..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2016, 11:14 AM

"ერთხელ ღირსი გერმანე, საუბრობდა რა ოფიცრებთან სამხედრო ხომალდზე, ჰკითხა მათ: "რა გიყვართ ყველაზე მეტად" და შემდეგ შეარცხვინა ისინი, მიანიშნა, რომ ყველაზე დიდი სიყვარული შეეფერება მხოლოდ უფალს. საუბარი მან დაამთავრა ცნობილი სიტყვებით, რომელიც დღეს ბევრ მის ხატზე შეიძლება იპოვოთ: "მოდით, ამ დღიდან, ამ საათიდან, ამ წუთიდან გვიყვარდეს უფალი ყველაზე მეტად". რა უბრალო და რა ზუსტია ეს ყველა ჩვენგანისთვის".

/მღვდელ-მონაზონი სერაფიმე როუზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2016, 08:46 PM

"მთავარი ისაა, რომ მუდმივ ვგრძნობ, თუ როგორ ვუყვარვარ უფალს და ვწუხვარ, რომ მე ვერ ვახერხებ, ასეთივე სიყვარულით ვუპასუხო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2016, 10:29 AM

"მთელი მისი ღვაწლი [ღირსი იოანე კლემაქსი] იყო მაღალი ლოცვა და ღვთისადმი უზომო ტრფიალება, რადგან ღამე და დღე ქალწულებით განწმენდილ საკუთარი სულის სარკეში ხედავდა უფალს და ვერ ძღებოდა მისი ჭვრეტით".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2016, 10:00 PM

"უფალი იმიტომ გვაცხოვრებს ამქვეყნად, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა სრულიად მოიცვას ჩვენი გული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2016, 12:22 PM

"სამყაროს აღსასრულამდე არ განილევა ის ძალა, რომელსაც სიყვარულს ეძახიან, სიყვარული კი, როგორც მცენარეს მზის სითბო, ყოველი კაცის სულს სჭირდება, რანაირიც არ უნდა იყოს ის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2016, 10:09 PM

"ადამიანმა ყველა თვისება და შესაძლებლობა ღმრთის სიყვარულში უნდა ჩააქსოვოს, რათა ცათა შინა დაიუნჯოს".

/დეკ. ზაქარია მაჩიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2016, 02:19 PM

"ვინც სიყვარული მოიპოვა, მან საუნჯენი განაბნია; ხოლო ვინც ამბობს, ორივე მაქვსო, იგი თავს იტყუებს".

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2016, 09:38 PM

"სამოთხისეული ნეტარება - არის ღმერთისა და ერთმანეთის სიყვარულში გამოვლენილი წმინდანთა ნეტარება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 12:28 PM

"როცა კარგ სულიერ მდგომარეობას მივაღწევთ, როცა ქრისტეს სიყვარული გულიდა გადმოიღვრება, მაშინ ჩვენი ხორციელი მსახურებაც ლოცვად იქცევა".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 12:47 PM

"მხოლოდ გიყვარდეს და მაშინ შეძლებ გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 01:00 PM

"გინდათ არ გყავდეთ მტრები? გიყვარდეს მტერი შენი, ასეთია სიყვარულის ძალა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2016, 10:06 PM


ღირსი იოანე კასიანე რომაელი ბრძანებს:

"სიწმინდისა და სრულყოფილების მწვერვალი სასწაულების ქმნაში კი არა, სიყვარულის სიწმინდეშია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 11:47 AM

"ქრისტიანში სიწმინდის განმსაზღვრელი ქრისტესმიერი სიყვარულია და რამდენად წმინდაა ადამიანი, სწორედ ამ სიყვარულის ძალის მიხედვით შეიგრძნობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 12:48 PM

"როდესაც გული წმინდაა, ადამიანი უფრო გულზიარი, ანუ კომუნიკაბელური, გაწონასწორებული ხდება, საზოგადოებაში თავისი სიმშვიდით გამოირჩევა, რადგან თავმოყვარის ნაცვლად ის ღვთისა და ადამიანის მოყვარედ გადაიქცევა. ანგარებიანი სიყვარული ქრება და ადამიანში უანგარობა მკვიდრდება. თუ უწინ ადამიანს უყვარდა ეგოისტურად, სიყვარულით, რომელიც საპასუხო გრძნობებს მოითხოვდა, ახლა მისი სიყვარული წმინდაა, ისეთია, რომლის დროსაც საკუთარი პიროვნებისათვის ის აღარაფერს ითხოვს. მას უყვარს საპასუხო გრძნობების არსებობის ან არარსებობის მიუხედავად. მის ქმედებაში არანაირი ეგოიზმი არ იპოვება. და როდესაც ეგოისტური სიყვარული წმინდა სიყვარულად გადაიქცევა, მაშინ ჩვენ თვალწინ ჭეშმარიტი ადამიანი იბადება. ამ ფერისცვალებას ადამიანის გაჯანსაღება ეწოდება".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2016, 07:17 PM

"სიყვარული კი ანი და ჰოეა მართლმადიდებლობისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 12:44 PM

"ღვთის სული ასწავლის კაცის სულს, რომ ყოველი სულიერი ისე უყვარდეს, რომ ხიდან ფოთლის მოგლეჯა არ უნდოდეს და არც მინდვრის ყვავილთა გათელვა სურდეს. კაცის სული თანაუგრძნობს ყველა ქმნილებას, უყვარს მტრებიც და ეცოდება თვით ეშმაკიც კი, რადგან ისინი მოშორდნენ სიკეთეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 06:16 PM

"როგორც კაცი გრძნობს ღელვას საყვარელი ადამიანის სიახლოვისას, სადაც არ უნდა იყოს, ამგვარ გრძნობას განიცდის, როდესაც ღვთის სიყვარული აქვს, ვინაიდან ყველგან გრძნობს ღვთის სიახლოვეს. ამგვარი ღელვა და შიში შეიცავს მშვიდობასა და სიხარულს, არ იწვევს კაცში ტკივილს. "ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით", - ამბობს წმინდა დავით წინასწარმეტყველი".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 01:20 PM

"არ არის უფრო დიდი ძღვენი და სიხარული ადამიანისთვის, ვიდრე უფლის სიყვარულია და ეს სიყვარული გვაერთიანებს მასთან, მიუხედავად ყოვლისშემძლე უფლისაგან დაცემული ადამიანის დაშორებისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2016, 09:37 PM

"სიყვარული - გრძნობათა დედოფალია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2016, 09:56 PM

"ღმერთი ზეციური ცეცხლის - ღვთაებრივი სიყვარულის დასანთებად მოვიდა კაცთა გულებში და ბრძანა: "აწვე მნებავს, რომ აღეგზნას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2016, 01:37 PM

"იქ, სადაც ცოდვაა, უსჯულოებაა, სიყვარული არ არის, სადაც სიყვარულია, იქ ქრისტეა. ქრისტეს გარეშე სიყვარული შეუძლებელია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 10:28 AM

"აბა, შეხედეთ, არაგონიერ პირუტყვთ: ავი ძაღლი თავის პატრონს ეალერსება, რომელიც მხოლოდ მცირედს ზრუნავს მასზე: ყველაზე სასტიკნი და მძვინვარე მხეცნიც კი თვინიერდებიან იმ ადამიანის მიახლოებისას, ვინც მათ საზრდოს აძლევს. ხოლო თუკი ადამიანს არა აქვს ჯეროვანი სიყვარული სამყაროს შემოქმედისა და მპყრობელისა, რომელმაც ყოველგვარი საბოძვარი უხვად მიანიჭა, მაშინ ის ამ პირუტყვზე უხეში და უმადური ყოფილა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2016, 01:30 PM

"მიმართეთ ძმას მხიარულად და სიყვარულით. გიყვარდეთ იგი, ემსახურეთ მას: ისიც ქრისტეს ასოთაგანია. ნუ შეურაცხყოფთ მას ოდნავ შესამჩნევი მიმიკითაც კი".

/სერგი ნილუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2016, 05:49 PM

"თუ ჩვენში არის ჭეშმარიტი სიყვარულის სტიქია, ის ყველაზე ერთნაირად გავრცელდება - კეთილზე და ბოროტზე, სასიამოვნოზე და საზიზღარზე. სახარებისეული სიბრძნე არ შეიძლება იყოს შეუძლებელი, შეუსრულებელი, მაშინ სახარება იქნებოდა ლამაზი სიტყვების ნაკრები, რომელთა განხორციელებაც ცხოვრებაში შეუძლებელია".

/ალექსანდრე ელჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2016, 10:50 PM

"ჭეშმარიტი სიყვარული მადლის წყალობაა!"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2016, 11:15 PM

"ბერი პორფირე ამბობდა: "დღევანდელი ადამიანი მარცხს მარცხზე განიცდის, ვინაიდან თავისთვის ეძებს სიყვარულს. იმაზე კი არ უნდა ფიქრობდე, ვუყვარვარ თუ არა, არამედ იმაზე, რომ შენ თვითონ შეიყვარო ქრისტე და ადამიანები, მხოლოდ ასე ივსება სული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2016, 12:20 PM

"ჩემო შვილებო, ჩვენი მთავარი საზრუნავი, სხვების სიყვარული, სხვა ადამიანის სულის მოფერება უნდა იყოს".

/წმ. პორფირე კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2016, 12:35 PM

"უნდა ვესწრაფოდეთ მხოლოდ ერთს - გვიყვარდეს ისინი და მთელი სულით ვილოცოთ მათთვის. მაშინ ჩვენ შევამჩნევთ, რომ ადამიანებს, ჩვენი ყოველგვარი ძალისხმევის, თხოვნის გარეშე ვუყვარვართ. ისინი ჩვენ შეგვიყვარებენ თავისუფლად და გულწრფელად, მთელი გულით, დაუძალებლად.

როცა ჩვენ გვიყვარს და არ ვესწრაფით, ჩვენც ვუყვარდეთ, მაშინ, ყველანი ჩვენ ირგვლივ იკრიბებიან, როგორც ფუტკრები. და ეს მოქმედებს ყველასთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2016, 10:49 PM

"თუ კაცს ღმერთი უყვარს, ნამდვილი კაცთა სიყვარული მაშინ აქვს".

/დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2016, 09:16 PM

"ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ღვთის მცნებების აღსრულებით, უფლის სიყვარულით, ისეთივე სიყვარულით ვუპასუხოთ უფალს, როგორსაც თავად გვთავაზობს; თუ ჭეშმარიტად გვიყვარს უფალი, მაშინ მარადის ვიცხოვრებთ ღვთის მცნებათა აღსრულებით და თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, ჩვენთვის უკვე მეორედ მოსვლაზე ფიქრი არა შემაძრწუნებელი, არამედ სულიერი სიხარულის მომტანი იქნება".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2016, 01:01 PM

"სიყვარული და მეგობრობა ვერ გაგვზრდის, თუ მზად არ ვართ მათთვის მრავალი რამ გავიღოთ და პირველი ადგილი ღმერთს დავუთმოთ. "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა" (ლკ. 10,27). ამ თითქოს ძალზე მარტივ მცნებაში დიდი შინაარსია ჩადებული, რაოდენ სასიხარულოა არა მხოლოდ შეხვედრა საყვარელ ადამიანთან, არამედ მასზე ფიქრიც კი, სწორედ ასე უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მისი სახელის ხსენებაზე გული და სული მუდამ უსაზღვრო სითბოთი გვევსებოდეს".

/დეკ. პავლე ქინქლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2016, 06:15 PM

"რაც უფრო მეტად თრგუნავდა ხორცს, მით აღვისებოდა სიყვარულით ყოველი სულიერისადმი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2016, 09:59 AM

"სიძულვილის დამალვა იოლია, სიყვარულისა - ძნელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 10:30 AM

"როცა ქრისტეს სიყვარული გულიდან გადმოიღვრება, მაშინ ჩვენი ხორციელი მსახურებაც ლოცვად იქცევა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 10:42 AM

"...მაიძულებ, უფრო მიყვარდე..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2016, 09:35 PM

"ცხოვრებისეული ბედნიერება ხომ ცალკეული წუთებისაგან, გაღიმების, თბილი გამოხედვის, გულითადი ქათინაურისა და უთვალავი პატარა კეთილი და ჭეშმარიტი გრძნობისაგან შედგება. სიყვარულსაც სჭირდება ყოველდღიური "პური არსობისა".

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2016, 11:17 PM

"სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს. კეთილი საქმე არის სიყვარული".

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 02:32 PM

"განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2016, 12:43 PM

"როცა ადამიანს უყვარს ღმერთი და ასრულებს მის მცნებებს, მაშინ ღმერთსაც უყვარს ის ადამიანი, ისეთი სიყვარულით, რომლის შეცნობაც ბოლომდე შეუძლებელია".

/არქიეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2016, 06:06 PM

სიყვარული არის ,,თვითმკვლელობა''. შეყვარებულობამდე ადამიანს უყვარს საკუთარი თავი და საკუთარი პრინციპებით ცხოვრობს, ხოლო სიყვარულის ჟამს ადამიანი შიგნით, გულში უშვებს უცხო პირს და მისი პრინციპების აღსრულებას იწყებს.მთლიანად აყირავებს საკუთარ პერსონას, მეს და უშვებს უცხო სულს. ამაზე უდიდესი სიყვარული არ არსებობს, როდესაც სხვისთვის იწყებ ცხოვრებას და საკუთარ თავს აღშობ!

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2016, 01:36 PM

"შეიძლება ადამიანმა დაუშვას კიდეც შეცდომები, გაიმეოროს კიდეც ის ცოდვები, მაგრამ იმდენად მოწყალეა უფალი, იმდენად განუსაზღვრელია მისი სიყვარული, რომელმაც იცის ბუნება ჩვენი, - სურვილსაც კი გამოსწორებისას, უფალი იწყნარებს, როგორც უკვე აღსრულებულ საქმეს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2016, 02:21 PM


"უკეთესია, მხოლოდ ღმერთს უყვარდე, ვიდრე მთელ სამყაროს".

/წმ. იოანე ოქროპირი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2017, 10:13 AM

"უფალო ღმერთო ჩემო! ღირს მჰყავ, რათა მე კი რ მანუგეშებდნენ, არამედ მე ვანუგეშებდე, რათა მე კი არ ვახსოვდე, არამედ მე მახსოვდეს, რათა მე კი არ ვუყვარდე, არამედ მე მიყვარდეს".

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2017, 08:55 PM

"რთულია, ღვთისადმი შინაგანი მადლიერების გარეთ გამოხატვა. ჯობია, იგი გაუმხელელი დარჩეს ადამიანთან, ის მასში დაფარულად უნდა ცოცხლობდეს, რათა ამ ცხოვრებამ არ გაახუნოს, ფასი არ დაუკარგოს..."

/მიხეილ ელოშვილი
სტიქაროსანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2017, 07:31 PM

"ჩვენს გულში ღვთის სიყვარული მარადის უნდა ყვაოდეს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 07:13 PM

"სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა და მათი სიყვარულის მიზეზი არის ჩვენი სიყვარული უფლისადმი. ადამიანების სიყვარული ღვთის სიყვარულის გაგრძელებაა ჩვენში".

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 07:35 PM

"თუკი ადამიანს ყველაზე მეტად უფალი უყვარს, მაშინ მას ყველა უყვარს, ყველას სათანადო ყურადღებით ეპყრობა და ჰარმონიული ურთიერთობა აქვს სამყაროსთან".

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 07:52 PM

"ძალიან ხშირად ახალგაზრდები მეკითხებიან: "როგორ ვიპოვო კარგი, მორწმუნე გოგო/ბიჭი?" მე ასე ვპასუხობ ხოლმე: "ძალიან მარტივად. შენ თვითონ გახდი კარგი და მაშინ ის თავად გიპოვის".

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2017, 12:53 PM

"მხოლოდ ორთა შორის საუბრის დროს ძალუძს სულს, სრულად მიეცეს თანამოსაუბრეს, მჭიდროდ შეეხოს მის სულს, გაათბოს იგი ყურადღებით, სიყვარულით, თანაგრძნობით, გაინაწილოს მისი ჭირი, გაუნაწილოს მას თავისი სიმხნევე, რწმენა და ცხოვრებისეული ხალისი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:18 AM

"იესო ქრისტესადმი ცეცხლებრივ სიყვარულით ანთებულნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 08:35 PM

"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 09:51 PM

"რაც მეტ წარმატებას მიაღწევს ადამიანი სულიერ ცხოვრებაში, მით უფრო მკაფიოდ დაინახავს იგი უფლის სიყვარულს და დადნება ამ სიყვარულისგან".

/წმ. მამა პაისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2017, 08:52 PM

"ყველაფერთან ერთად გახსოვდეთ, რომ მოსიყვარულე გამოხედვა გქონდეთ, მოსიყვარულე ხმის ტონი, მოსიყვარულე მიმართვა და, რაც მთავარია, ყველანაირად ეცადეთ, ვინმეს არ აგრძნობინოთ მისი უსამართლობა. მოექეცით ისე, თითქოს მას არ უწყენინებია... მიეჩვიეთ ღვთის ხსოვნას და მუდმივად შეინარჩუნეთ იგი".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2017, 11:13 PM

"წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოსცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასე არიან ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.

შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.

ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისე სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2017, 11:24 PM

"სიყვარული, რომელსაც არ ახლავს ღვთის ნების აღსრულება, არ არის ჭეშმარიტი სიყვარული, არამედ მხოლოდ სიტყვაგებითი, ლიტონი სიყვარულია".

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2017, 07:23 PM

"განსხვავებული თვისება სიყვარულისა, - ამბობს ღირსი მამა ნილოს სინელი, - იმაშია, რომ იგი აერთიანებს ყველას, თვით სულის შინაგან წყობამდე, რის შედეგადაც ყოველი ადამიანი თავის ტანჯვას სხვას გადასცემს, ხოლო თვითონ სხვათა განსაცდელს იღებს. ე.ი. ყველა ყველასათვის პასუხს აგებს და ყველა ყველასათვის იტანჯება."

/ილია II/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)