ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :) |
marine |
Mar 15 2022, 09:09 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იქნებ, ჭანჭრობში დაგეხვიოს ძელივით გველი"
/ვასილ ბარნოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 22 2022, 03:08 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცოლ-ქმრის სიყვარულზე დაგვაფიქრებს ყველაზე შხამიანი და დაუნდობელი გველის - იქედნეს ქორწინება გველთევზაზე: სტვენით უხმობს იქედნე გველთევზას ზღვის სიღრმიდან და ისიც მორჩილად მისრიალდება იქედესთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქორწინებით თავს იღუპავს: პატარა იქედნეები მუცელს გამოჭამენ თურმე დედას და ისე იბადებიან. იქედნე კი ისეთი სიყვარულით მიდის გველთევზასთან, რომ წინასწარ შხამს გადმოანთხევს და სუფთა ხვდება თავის "გულისსწორს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 30 2022, 03:50 PM
პოსტი
#23
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გზას მხოლოდ ლეყეპოიანი არხი მიუყვებოდა, რომელიც შორიდან მწვანე, მოთენთილ გველს ჰგავდა"
/შარლოტ ბრონტე, "ვილეტი"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 4 2022, 01:40 PM
პოსტი
#24
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ათონზე ცხოვრობდა ერთი ასკეტი, პახუმი ერქვა, უსწავლელი გახლდათ, მარტო "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით" საგალობელი იცოდა. თავის კელიაში ხელსაქმობდა. მასთან დროდადრო საჭმელი მიჰქონდათ ხოლმე. კელიაში ხშირად გარს ეხვეოდნენ გველები და მუშაობაში ხელს უშლიდნენ. ამიტომაც იძულებული იყო, ისინი ხელში აეყვანა და ეზოში გაებრძანებინა. ერთხელ ერთმა დიდმა გველმა თავი ძალზე მოაბეზრა, პახუმიმ ის წელზე ქამარივით შემოირტყა, გაკვანძა და მუშაობა განაგრძო. ამ დროს კელიაში შემოვიდა მონაზონი, საჭმელი მოუტანა. როცა ბერის წელზე შემოხვეული გველი დაინახა, შეშინებულმა ბერდიდს დაჟინებით მოსთხოვა, გველი მოეხსნა და გადაეგდო - ზიანს მოგაყენებსო.
მოსაგრემ მას ქრისტეს სიტყვებით უპასუხა: "აჰა, მიგცემ თქუენ ხელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიანკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაი გევნოს". ასევე: "ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაიმე სუან, არარაი ავნოს მათ; სნეულთა ზედა ხელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 30 2022, 01:34 PM
პოსტი
#25
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა დიმიტრი როსტოველის მიხედვით, ლიდიის მხარეში ფილიპე, მარიამნა და ბართლომე მოციქული შეხვდნენ იოანე ღვთისმეტყველეს და გაეშურნენ ფრიგიის ქალაქ იეროპოლისში, სადაც ხალხი კერპებთან ერთად ეთაყვანებოდა ქვეწარმავალ იქედნესაც. მათ ტაძარი აეგოთ მისთვის და საზრდოსაც არ აკლებდნენ, მის გარდა, სხვა ქვეწარმავლებსაც სცემდნენ თაყვანს. მოციქულებმა წმინდა ლოცვის ძალით მოაკვდინეს იქედნე და იოანე მოციქულთან განშორების შემდგომ დარჩნენ იეროპოლისში"
/"კარიბჭე" N8, 2022, გვ. 22/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 9 2022, 09:04 PM
პოსტი
#26
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გველი ტკბილ საკვებს რომ შეჭამს, სიმწარედ აქცევს მას და, როდესაც გადმოანთხევს, ვაი მას, ვინც მას საკუთარ წიაღში მიიღებს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 10 2022, 09:43 PM
პოსტი
#27
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთმა კეთილკრძალულმა ქრისტიანმა თავის ყრმას ღირს მამასთან ორი კალათა საჭმელი გაატანა. ბიჭმა ერთი კალათა გზაში დამალა, მეორე კი ბერს მიუტანა. დამალულ კალათაში შხამიანი გველი ჩამძვრალიყო და უკან მიბრუნებულ ბიჭს უთუოდ მოკლავდა, რომ არა ღირსი მამის კაცთმოყვარება. ბერმა უთხრა: შენ რომ მეცრუე და მეორე კალათა არ მომიტანე, იმაში გველი დაიმალა და არ გიკბინოსო. შერცხვენილმა ბიჭმა შენდობა სთხოვა ბერს და მადლობა შესწირა გადარჩენისთვის."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 17 2022, 01:03 PM
პოსტი
#28
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თქმულება "ხოგაის მინდი" უძველესთაგანია ქართულ ფოლკლორში. იგი უნდა დათარიღდეს IV საუკუნეზე ადრინდელი პერიოდით, რადგან თავისი შინაარსით, წარმართული პერსონაჟებით, ღვთაებებით ქართული წარმართული ეპოქის გარკვეულ სურათს ქმნის. უკანასკნელი გამოკვლევებით და ზოგი მკვლევრის მოსაზრებით (ამბ. გაჩეჩილაძე), "ხოგაის მინდი" თითქოს ამ ეპოქის ლიტერატურული ძეგლია, ლიტერატურული ნაწარმოების გადმონაშთია, ფრაგმენტი და არა ფოლკლორული ნიმუში - ხალხური თქმულება.
თქმულებაში ხაზგასმულია გველის სიბრძნე, განსაკუთრებით მკურნალობის ცოდნის მხრივ (გველთან დაკავშირებული წარმოდგენები ქართულ ეთნოგრაფიასა და ფოლკლორში საკმაოდ სისრულითაა შესწავლილი ჩვენი ეთნოგრაფებისა და ისტორიკოსების მიერ). საქართველოში გველს უძველესი დროიდანვე უკავშირებდნენ დოვლათიანობასა და ნაყოფიერებას. ის ქართველურ ტომებში ხან ოჯახის მფარველად და დამცველად გვევლინება, ხან უშვილო ქალთათვის შვილიერების მიმნიჭებლად. ამიტომაც არის, რომ უძველს კოლხურ, საკულტო დანიშნულების ბრინჯაოს ცულებზე ხშირად ვხვდებით გველის გამოსახულებას. საკულტო დანიშნულების საგნები: ბრინჯაოს ცული (ცაგერის მუზეუმიდან), ყელსაკიდი სტილიზებულთავიანი გველის გამოსახულებით (ეშერის არქეოლოგიური მასალიდან), თრიალეთში ნაპოვნი თიხის ჭურჭელი (საფიქრებელია, სამკურნალო საშუალებათა შესანახად) გველის სტილიზებული ორნამენტებით მიუთითებს, რომ ქართულ აზროვნებაში გველი დაკავშირებული იყო ნაყოფიერებასა და მკურნალობასთან. ქართულ ხალხურ მედიცინაშიც გველს სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ. ზოგან გველის ტყავი წამლად მიაჩნდათ. ხევსურეთში სამკურნალოდ ახლაც ხმარობენ ყვითელყვავილიან მინდვრის ბალახს, რომელსაც გველის წამალს ეძახიან. "იადიგარ დაუდში" გველის ხორცი საუკეთესო წამლადაა მიჩნეული. "უსწორო კარაბადინში" ხაზგასმულია გველის ქონის, ტყავისა და ქერქის (კანი ქერტლით) წამლად გამოყენება. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი აღწერს კვერს, რომელიც "გუელის ხორცითა" მზადდება. კვერი დიდი "თერიაყის" შემადგენლობაში შედიოდა და მიჩნეული იყო მოწამლულის, გველისა და მორიელის ნაკებენის, ცოფის, მანკანაცის, ღორთელის, ლაყუასა და მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ. მაშასადამე, არა მარტო ფოლკლორსა და ხალხურ მედიცინაში, არამედ ქართულ კლასიკურ სამედიცინო ძეგლებშიც კი გველი წამლადაა აღიარებული. მკურნალობის, ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლოდ გველის აღიარების თემაზეა აგებული როგორც უძველესი თქმულება "ხოგაის მინდი", ისე ვაჟა-ფშაველას "გველის-მჭამელი". გველი, როგორც ბრძენი და მეცნიერი არსება, შემდეგში ქრისტიანულმა რეგლიამაც აღიარა, რაც სახარებაშიც კი აისახა: "იყვენით თქუენ მეცნიერნი ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა ტრედნი". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 90/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 9 2022, 06:28 PM
პოსტი
#29
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა დიონისეს მონასტრის მამები ყვებოდნენ ბერდიდ ისააკზე: მისი თავმდაბლობა და უბრალოება მხეცებსაც კი ათვინიერებდა. მონასტერში ის პურს აცხობდა და საცხობში მასთან მეტრნახევარი სიგრძის გველი ცხოვრობდა, ე.წ. ელიაფიტისი (დაახლოებით ითარგმნება, როგორ "შემაშინებელი გველი"). ეს უშხამო, გრძელი ქვეწარმავალი სწრაფად და მკვეთრად მოძრაობს, ცუდად ხედავს და მისი უეცარი გამოჩენა ხალხშ შიშსა და ზიზღს იწვევს.
ბერი მას ფქვილის ფაფას უზმადებდა, უნასი ჭამდა და ბერიდის საწოლზე იძინებდა, თუმცა, მას თავისი მორჩილება ჰქონდა - დაუნდობლად ნადირობდა თაგვებზე. ვიდრე მამა ისააკი საცხობში იღვწოდა და ცხოვრობდა, გველიც იქ იყო, როგორც კი ეს მორჩილება სხვა ძმას გადასცეს, გაუჩინარდა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 6 2023, 08:46 PM
პოსტი
#30
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეზოში, ფეხზე გველი შემოხვევია, მაგრამ ვერ უკბენია. ფეხი გავიქნიე და მომცილდაო, იხსენებდა ბერი გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი]"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 9 2023, 02:33 PM
პოსტი
#31
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნათქვამია: "გველს აბა ვინ ეტყვის, გველო, რათა ხარ ჭრელიო"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 17 2023, 09:12 PM
პოსტი
#32
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოცი წლის შემდეგ მეგარადან ერთი საათის სავალზე პაისიმ წმინდა სარანტის ნაწილები იპოვა, რომელსაც ორი უზარმაზარი გველი იცავდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 28 2023, 04:47 PM
პოსტი
#33
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ერთ ქალს ღამით მოსწყურდა და სიბნელეში წყალთან ერთად გველის წიწილიც გადაყლაპა.
გველი მუცელში გაიზარდა და ქალი დასნეულდა. ბალახივით მწვანე ფერი ჰქონდა. უამრავი მკურნალი ამაოდ ცდილობდა მის მორჩენას. ბოლოს, წმინდა სვიმეონთან [მესვეტე, უფროსი] მიიყვანეს. ნეტარმა ბრძანა, - აქაური წყალი დაალევინეთო. ქალმა წყალი დალია თუ არა, მისი სხეულიდან უზარმაზარი გველი გამოვიდა. სვეტთან მისრიალდა და ნაკუწებად იქცა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 7 2024, 07:55 PM
პოსტი
#34
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუკი ცხოველის ადგილზე დავიეყნებთ თავს, მე მას შევიყვარებ და გველიც კი შემეცოდება. დაფიქრდით, ნუთუ მომეწონებოდა, რომ გველი ვყოფილიყავი, გასათბობად გამოვმძვრალიყავი და ვიღაც ჯოხით მომვარდნოდა და ჩემთვის თავი გაეხეთა? საღვთო სიყვარული თავის შესახებ აუწყებს ველურ ცხოველებს. ცხოველს უნარი აქვს ერთმანეთისგან გაარჩიოს მისი მოყვარული ადამიანი და მონადირე, რომელსაც მისი მოკვლა სურს. მას არ ეშინია ადამიანისა, ვისაც იგი უყვარს და ცდილობს მას მიუახლოვდეს. ადრე ვფიქრობდი, რომ ასეთ ინტუიციას ყველა ველური ცხოველი ფლობს, გველების გარდა. თუმცა შემდეგ იმაში დავრწმუნდი,რომ გველებსაც ზუსტად ასეთივე ინტუიცია აქვთ. იგი გველხოკერასაც კი აქვს - რომელიც სხვა გველებთან შედარებით ისეა, როგორც თხა ცხვრებთან შედარებით".
ერთხელ ერთმა დიაკონმა ჰკითხა ბერს [ღირსი პაისი ათონელი]: "გერონდა, მე გამიგონია რომ თქვენ გველები გყავთ. ნუთუ ეს მართალია?" ბერმა უპასუხა: "კი, დიაკვანო, მართალია. გველები აქ, ჩემს გულში ცხოვრობენ. როცა შენ მღვდლად დაგასხამენ ხელს და მოძღვარი გახდები, მოდი და გაჩვენებ" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 8 2024, 06:48 PM
პოსტი
#35
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ბერთან [ღირსი პაისი ათონელი] რამდენიმე მღვდელი მივიდა, - სასულიერო პირები ერიდან. ისინი ეკითხებოდნენ, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ აღმსარებელთა ცოდვების მიმართ. მათ სურდათ, განსჯადობის გარეშე გამოეყენებინათ წმინდა კანონების აკრიბია მთელი სიმკაცრით და არ მიეღოთ მხედველობაში მონანულთა სინანულის ხარისხი. ბერმა უპასუხა, რომ ჩვენ ადამიანებს ლმობიერად და სიყვარულით უნდა მოვეპყროთო. მღვდლები თავის აზრზე იდგნენ. მაშინ ბერმა მათ უთხრა: "სიყვარულით უნდა მოვიცვათ არამცთუ ადამიანები, არამედ გველიც კი".
როცა ბერი ამ სიტყვებს ამბობდა, მასთან, უცებ, დიდი გველი მიცოცდა და მის წინაშე ვერტიკალურად აღიმართა, - თითქოსდა, ბერის სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებსო. დაინახეს რა ესოდენ უჩვეულო მხარდაჭერა, ბერთან მოსაუბრენი დარწმუნდნენ მისი სიტყვების სამართლიანობაში" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 10 2024, 06:47 PM
პოსტი
#36
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამბა პახომმა შხამიანი გველები დაისვა სხეულზე განსაცდელის დროს. მაგრამ უფალმა დაიცვა და ვნებისგანაც გაათავისუფლა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 11 2024, 12:57 PM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სკიტის მცირერიცხოვან მობინადრეთა შორის მამა პახუმი გამოირჩეოდა - მღვდელმონაზონ ნილოსის საძმოდან. მას შეეძლო შიშველი ხელებით აეყვანა გველები და მორიელები"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 12 2024, 07:32 PM
პოსტი
#38
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა ეფრემის [არიზონელი] მიერ დაარსებულ მონასტრებში არსებობს უძველესი ეგვიპტური ტრადიცია. ღამით ბერები სალოცავად უდაბნოში გადიან და ლოცვასა და მდუამრებაში ღმერთთან საუბრით ტკბებიან.
ადგილობრივი მოსახლეობა შიშით ადიდებს შემოქმედს, რადგან ხედავს, რომ ღამ-ღამობით უდაბნოში გასულ ბერებთან თავს იყრიან ძალიან შხამიანი ქვეწარმავლები, რომლებიც მლოცველებს არ ესხმიან და ბერები მუდამ მშვიდად და დაუბრკოლებლად აღავლენენ ლოცვებს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი