IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები
kavkazec
პოსტი Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 5-June 08
წევრი № 5,014



ბაღათერა ჯაბუშანური

კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა,
დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა.
აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა.
ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა.
ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა.
რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა,
მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა,
გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა,
გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა.
ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა:
"შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?!
ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
zviadauri
პოსტი Aug 7 2008, 12:08 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



სადაური ხარ, სად მიხვალ,
შენი სახელი მითხარო,
ბარი-ნიჩაბი მათხოვე,
საფლავი ამავითხარო,
შენგნით მოკლული შიგ ჩავწვე,
თავ მიწა წამავიყარო.


* * *
ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი,შაგერგებოდი,

ანა მქნა ვერცხლის სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი,
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი,

ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი!
ან შენი ნამგლის ყანა მქნა.
რო ფხაზე შაფეჭრებოდი,

ანა მქნა ვარდი, ყოილი
რო პირზე დაგეყრებოდი,
ანა მქნა მოისპერანგი,
რო გულზე დაგადნებოდი!

ან შენი ძმა მქნა მოწილე,
აროდის გაგეყრებოდი,
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი!
ძალიან დაწუხებული გზაზედაც შაგეყრებოდი!


* * *

'' რას მიცინი დევის ქალო,
რას მიელვებ მაგ თეთრ კბილსა,
გამივლი და გამომივლი
გამისინჯავ ბაგე კბილსა,
სომეხი ვარ, ტანტრე მქვია
დავკარგე და ვეძებ ვირსა


* * *
ლექსო,ამოგთქომ,ოხერო,თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე;
გიმღერდნენ ჩემებრ სწორები,ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი,ჩემო სახელო,დიდხანაც იხსენებოდე!
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,შენამც კი გაჰქვეყნდებოდე!
შენ, ჩემო საფლავის კარო, შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო არ დაიშლებოდე,ცოლო,არ გასთხოვდებოდე!..

ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიც ამასვე ანამდვილებსა:
დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი ,და-ძმანი აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს , ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა სხვისა ჭირს გაალხინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედისგულში ვიქნები,ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუ გამზდელსა,გულით ეგ დამიტირებსა,
დედას ვუყვარვართ შვილები,დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,სულ მუდამ გვაცოდვილებსა

* * *

<<ქალო ეგ შენი ტუჩები
ბაჯაღლო ოქრო გგონია,
შენსას რომ ფასი დაადე,
ჩემი რა მუქთა გგონია?! >>


* * *
ქალს სილამაზე ხილადა
ვთხოვე - არ დამაძლევინა,
დავღონდი, წყალი მომწყურდა,
წვეთი არ დამალევინა.
მომხედა, თოლნი შემყარა,
ნაწინწკლებ წამაყრევინა,
დამრცხო, ავინთე, გავწითლდი ,
თავი ძირს დამახრევინა.
სიტყვები გადამავიწყა,
ენა სულ ამარევინა.
არც მითხრა - მოდი, არც წადი,
არც თავი დამაღწევინა.
ტიალი რაი ყოფილა,
თავბედი დამაწყევლინა.
დახე, წყეულსა დიაცსა,
რა დღემდე მომაღწევინა

* * *
დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს,
ძმა ხომ ყველას მირჩევნია,
ერთი ვინმე სხვისი შვილი
მთელ ქვეყანას მირჩევნია


* * *
ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს,
ქვენ ბაცალიგოს შრებისა,
თინიბექაურთ ციხესა,
კუთხი მარჯვენა სკდებისა,
ზედა ზის შავი ყორანი
ლიბოში გველი ძვრებისა,
შიგა წევს თინიბექაი
გულსუწადინოდ კვდებისა,
გვერდს უზის ცოლი ლამაზი,
სანთელივითა დნებისა


* * *
,,სურვილი გახელებულა,
უნდა ჩავიდე წყალზედა,
დავხელო თეთრი კალმახი,
წითელ წინწკლებით ტანზედა,
დავჯდე და მარტომ შევჭამო,
ლამაზი ქალის ჯავრზედა!"


* * *
<<თორმეტი ულვაშ- კოკობი
ქალმა მე მოვკალ იამა,
განა თავს რამე შევმატე?
ცოტა რამ გულზე მიამა


* * *
<< შენი დაბრმობა გავიგე,
ჩემ წილ ქვეყანა დაიქცა,
გული არ გამიავდება,
მაინც მიყვარხარ, მაინცა! >>


* * *
<< გათენებისა ვარსკვლავი
ეუბნებოდა ცისკარსა:
- ბევრს ნუღარ დაიგვიანებ,
მალე ამოდი , ღვთის მადლსა ! >>


* * *

<< ლატალს მობრძანდა თამარი,
ლაჰალს ნათელი მოჰფინა,
- სვანეთი ვაკე მეგონა,
სულ მთა და გორი ყოფილა


* * *
<< ხევსურო, ხმალი გალაღებს,
ფშაველო - ენა გრძელიო,
გუდამაყრელო - მაჟარი ,
ტყვია გამოსდის ცხელიო ! >>


* * *
<< მე შენ მინდი , შენმა მზემა,
მე შენ მემშვენიერები ,
დღისით მეფერები მზესა ,
ღამე მემთვარიანები ! >>

* * *
<< კაი ყმა ხმალსა ჩახედავს:
ნეტავ გამიჭრის თუ არა?
ცუდაი - ქალის უბესა,
ნეტავ შამიხვევს თუ არა ? >>

* * *
<< ვაჟკაცო , გულო ჯომარდო ,
აბჯარი გინდა ხისაო ,
ხარი , კამეჩი თავისი ,
ცოლი რად გინდა სხვისაო


* * *
<<ლამაზო შენსა ხვევნაში
ღილი შამაწყდა პერანგსა ,
მიპოვე , გამამიგზავნე ,
მაგ შენი ძმების ლხენასა ! >>


* * *
<< გავხედე , წყალსა ჩაჰქონდა
თეთრი მაჟალოს ნასეტყვი ,
თუ სურვილს მამაკვლევინე ,
ქალო , დედაჩემს რას ეტყვი ? >>


* * *

<< გეტყობა არხოტის მთაო ,
ლურჯაის ნატოტარები .
დაუწვიმავის ღრუბელთა ,
დამდგარა ნაგუბარები ! >>










User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Aug 7 2008, 08:09 PM
პოსტი #3


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(zviadauri @ Aug 7 2008, 12:08 PM) *

დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს,
ძმა ხომ ყველას მირჩევნია,
ერთი ვინმე სხვისი შვილი
მთელ ქვეყანას მირჩევნია

არა რა, ეს არაა ქართველი კაცის ნათქვამი... ქართველ კაცს დედას და მამას ქალი არასდროს არ ურჩევნია.

აბა ეგ და ეს შეადარეთ:

აღზევანს წავალ მარილზე,
მარილს მოვიტან ბროლსაო,
ჯერ დედას გადავეხვევი,
მერე შვილსა და ცოლსაო.


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
kavkazec   ხალხური პოეზია   Jun 14 2008, 11:53 PM
chiamaialologi   ზენ ბაცალიგოს თოვლ...   Jun 15 2008, 11:11 PM
Ismail   ზენ ბაცალიგოს თოვ...   Aug 6 2008, 03:37 PM
kavkazec   ქისტეთს ალდი სჯობს...   Jun 18 2008, 06:25 PM
iisperiTOVLI   ნეტავ რა ზნე სჭირს ...   Jun 19 2008, 05:09 AM
ნინი_85   აუ, ლექსები ძალიან ...   Jun 21 2008, 06:27 PM
iisperiTOVLI   შენ რო გგონივართ, ვ...   Jun 24 2008, 09:58 PM
iisperiTOVLI   "ერთი ისივაც გამე...   Jun 24 2008, 11:13 PM
kavkazec   კაი ყმა ხმალსა ჩახ...   Jun 26 2008, 06:39 PM
iisperiTOVLI   ,,ერთხელ შენც გნახე,...   Jun 28 2008, 09:24 PM
iisperiTOVLI   ვაჟკაცო , ტურფად გა...   Jun 28 2008, 10:09 PM
iisperiTOVLI   ******************* მთაო, გადმი...   Jun 28 2008, 10:22 PM
iisperiTOVLI   * * * გულსა მომაწვა ვ...   Jul 1 2008, 07:27 PM
iisperiTOVLI   მყავს ყველა დავიწყ...   Aug 1 2008, 06:04 PM
zviadauri   ათასად კაცი დაფასდ...   Aug 6 2008, 02:16 PM
კანონისტი   იახლ ჯანღ ქურდულად...   Aug 6 2008, 04:16 PM
Ismail   იახლ ჯანღ ქურდულა...   Aug 6 2008, 04:38 PM
T I K O   პირმა დაგლოცასთ ღვ...   Aug 6 2008, 11:11 PM
Ismail   ამ სიმღერის ზოგიერ...   Aug 7 2008, 12:14 AM
zviadauri   სადაური ხარ, სად მი...   Aug 7 2008, 12:08 PM
Ismail   დედაც მიყვარს, მამ...   Aug 7 2008, 08:09 PM
Ismail   აი რა მშვენიერია ლ...   Aug 7 2008, 08:21 PM
Ismail   მაშინ კარგია კაი ყ...   Aug 7 2008, 09:01 PM
iisperiTOVLI   როშკასთან ცივი ნია...   Aug 25 2008, 09:00 PM
შევრდომილი   *** განა, მჭედელო, რკი...   Aug 26 2008, 07:25 PM
Ismail   დინეის მთაზე თქვა ...   Aug 28 2008, 01:44 AM
nuca_ge   ჯავრიანი გული გულო...   Sep 8 2008, 01:46 PM
Ismail   აი ნამდვილი თრილერ...   Sep 23 2008, 10:46 PM
iisperiTOVLI   იმერეთი დამივლია, ...   Oct 2 2008, 09:17 PM
iisperiTOVLI   არაფერი არ მინდოდა...   Jul 18 2009, 04:15 PM
Маиа   თხას უთხრეს - მგელი...   Aug 25 2009, 07:46 PM
ana.anu   ა ის ღრუბელნი მიყვ...   Sep 28 2009, 05:54 PM
gurulo   ადრე ტარდებოდა ხალ...   Dec 20 2009, 12:51 PM
marine   "ხალხური პოეზია უ...   Feb 15 2022, 06:22 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 09:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი