IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქი
თათარაშვილი
პოსტი Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი #1


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



IPB-ს სურათი

სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ smile.gif

ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი"



ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Apr 11 2013, 12:26 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ექსკლუზიური ინტერვიუ პატრიარქთან: "მე დიდად დავალებული ვარ მამა შიოსგან"

08-04-2013
რას იხსენებს პატრიარქი თავის მოძღვარზე

"მეუფეო, აღსარებისთვის მოემზადე!"

"მამა შიომ პატრიარქობა მიწინასწარმეტყველა"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს თავის სულიერ მოძღვარზე, არქიმანდრიტ შიოზე (ძიძავა) ესაუბრა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წლის 27 დეკემბერს.

- დაგვლოცეთ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო! უპირველესად, მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით ამ საუბარზე. რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება ინტერესი თქვენი სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტი შიოს პიროვნებისადმი და ეს ინტერესი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს საიუბილეო წელიწადს - პატრიარქობიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლის ღირსშესანიშნავ თარიღებს. მრევლს სურვილი აქვს, მეტი იცოდნენ თქვენი მოძღვრისა და თქვენთან მისი ურთიერთობის შესახებ.

როგორ გაიცანით მამა შიო, როცა ბათუმ-შემოქმედის მღვდელმთავარი ბრძანდებოდით?
- მამა შიო ძიძავა არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ის არ ჰგავდა სხვა სასულიერო პირებს; იყო ძალიან უბრალო პიროვნება და ამასთან ძალიან განათლებულიც.

სემინარია ჰქონდა დამთავრებული რევოლუციამდე და როგორც ვიცი, რომელიღაც გამომცემლობაში მოღვაწეობდა, ჟურნალისტი იყო.

სენაკში პატარა სახლი ჰქონდა - ერთი ოთახი და მიწის ნაკვეთი. მამა შიოს შვილიც ჰყავდა, მაგრამ მასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, რადგან მიაჩნდა, რომ ის ურწმუნო ადამიანი იყო. მასთან არავითარი მიმოსვლა და მიმოწერა არ ჰქონია.

მამა შიო ახლოს გავიცანი, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ეფრემის ლოცვა-კურთხევით ბათუმში ჩამოვიდა. ეპარქიაში მოძღვრების ნაკლებობას განვიცდიდით და მამა შიო მარხვებში გვეხმარებოდა. ძალიან მომწონდა მისი უბრალოება. იმდენად თავმდაბალი იყო, ზოგიერთი დასცინოდა კიდეც.

- ხომ არ სალოსობდა?
- დიახ, რა თქმა უნდა, სალოსობდა და ამას თვითონაც ამბობდა: "მე სალოსი ვარო." იმ პერიოდში იგი მამა კონსტანტინეს (ქვარაია) სულიერი შვილი იყო. არქიმანდრიტი შიოც და არქიმანდრიტი კონსტანტინეც თეკლათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდნენ და ამავე მონასტერში განისვენებენ.
ვთხოვე, ჩემი მოძღვარი გამხდარიყო და იმ დროიდან აღსარებებს მას ვაბარებდი.

- რამდენ ხანს ცხოვრობდა მამა შიო ბათუმში? თუ სენაკიდან ჩამოდიოდა ხოლმე?
- მარხვებში ჩამოდიოდა და რჩებოდა, მაგალითად, 1 თვით და მერე კვლავ სენაკში ბრუნდებოდა. ასე ამბობდა: "სენაკში სახლი მაქვს, რომლის კარი არასოდეს იკეტება და თუ ვინმე მივა, თავისუფლად შეუძლია შევიდეს და მოისვენოს". მისი სახლი სულ ერთი პატარა ოთახისგან შედგებოდა, სადაც ორი რკინის საწოლი, მაგიდა და რამდენიმე სკამი ედგა, სხვა არაფერი - არც თეთრეული ჰქონდა და არც სხვა კომფორტი. ასეთი ცხოვრების წესი წარმოაჩენდა მის სიმდაბლეს და უბრალოებას. ძალიან ფაქიზი პიროვნება იყო. მახსენდება, როგორ იბარებდა ჩემგან აღსარებას.

როცა შეამჩნევდა, რომ ძალიან ვწუხდი ჩემს ცოდვებზე, აუცილებლად გამამხნევებდა და მეტყოდა: "მეუფეო, ღმერთმა შეგინდოს, მეც ჩამიდენია ასეთი ცოდვა".
დარწმუნებული ვარ, მას ასეთი რამ არასდროს შემთხვევია, მაგრამ ჩემთვის მდგომარეობა რომ შეემსუბუქებინა, თვითონაც იბრალებდა ჩემს ცოდვებს.

მოგვიანებით, როდესაც სოხუმში გადამიყვანეს, მამა შიო იქაც ჩამოდიოდა. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება არ გვაკლდა, ამიტომ მხოლოდ აღსარების მისაღებად გვეწვეოდა ხოლმე.
მახსენდება, ერთხელ, მისი მორიგი ჩამოსვლის დროს, შევნიშნე, რომ ჯვარი შავ ბაფთაზე ჰქონდა შებმული და ვკითხე: "მამა შიო, ჯაჭვი რა უყავი?" მიამბო, რომ მისი ჯაჭვი მეზობლის ქალს მოეწონა და ნაწილი მოაწყვიტა; იგი ისე დამოკლდა, აღარ შეიძლებოდა ტარება, ამიტომ მთლიანად ვაჩუქე მეზობელსო. ეს ამბავი რომ შევიტყვე, მამა შიოს ჯაჭვიც ვაჩუქე და ახალი ჯვარიც...

განსაკუთრებით საოცარი იყო მისი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი. წესად მაქვს, რომ დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებით ვემზადები ზიარებისთვის და ოთხშაბათს აუცილებლად ვაბარებ აღსარებას. ეს კარგად იცოდა მამა შიომ. მახსოვს, იგი უკვე ცუდად იყო, ამიტომ აღარ ველოდი მის ჩამოსვლას. რეზიდენციის ეზოში ვიჯექი, უეცრად მოვიხედე და ვხედავ, ორ ადამიანს მოჰყავს უძლური მამა შიო. გავიფიქრე, ნეტავ რა საქმე აქვს, რომ ასეთი ავადმყოფი შეწუხდა-მეთქი. ის კი მოვიდა და მითხრა: "მეუფეო, აღსარებისთვის მოემზადე!" წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე ავადმყოფი ჩემთან აღსარების მისაღებად ჩამოვიდა! აღსარება ვუთხარი. ძალიან მძიმედ იყო, მოძრაობა უჭირდა, თითქმის ვერ დადიოდა. ვიფიქრე, ალბათ დარჩება-მეთქი, მაგრამ არ დარჩა. იმავე დღეს უკან წაიყვანეს... ამ ამბის შემდეგ ერთი კვირის თავზე სოხუმში დები შუშანიები და მათთან ერთად სხვა მორწმუნეები ჩამოვიდნენ. შუშანიებმა მითხრეს: "მამა შიო ძალიან ცუდადაა და სულ იძახის: "მეუფე, მეუფე!" ალბათ, თქვენ გიხმობთ და არავის იკარებს". სასწრაფოდ მის მოსანახულებლად გავემგზავრე, თან დეკანოზი მაქსიმე კონცევიჩი წავიყვანე; ყოველი შემთხვევისთვის, თან წავიღეთ წმინდა ზიარება. მამა შიოსთან ჩავედით, მძიმედ იყო. მუცელი აწუხებდა და ტკივილისგან ყვიროდა. მისი შვილი იყო ჩამოსული, რომ მამის მემკვიდრეობა მიეღო. მამა შიოს კი არაფერი ჰქონდა, იმ პატარა ბინის გარდა.

საჩქაროდ მოვუხმეთ მამა კონსტანტინეს, რომ ავადმყოფი ეზიარებინა. მამა კონსტანტინემ თავი შეიკავა მისი ზიარებისგან: წყალი აქვს დალეული და არ შეიძლებაო. ვცადე, დამერწმუნებინა, რომ ყველა შემთხვევაში შეიძლებოდა მძიმე ავადმყოფის ზიარება, მაგრამ ვერაფრით დავაჯერე.

ბოლოს შევედი მამა შიოსთან და ვკითხე: "მამაო, გინდა, მე თვითონ გაზიარებ?" უმალ დამთანხმდა: "ჰო, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!" ეშინოდა, უზიარებლად არ გასულიყო ამ ქვეყნიდან. ლოცვებს ვუკითხავდი, თან ვშიშობდი: ვაითუ ზიარება ვერ მოასწროს-მეთქი და სულ ოფლში ვიწურებოდი.

ღვთის წყალობით, მამა შიო ეზიარა. მე გვერდით სკამზე მივუჯექი, მაშინ მან პატრიარქობა მიწინასწარმეტყველა. გადმომხედა, ხელი შემახო მუხლზე და მომეალერსა: "ჩემო პატრიარქო!" "მე პატრიარქი არ ვარ, მიტროპოლიტი ვარ-მეთქი", - შევუსწორე. მან კი კვლავ გამიმეორა: "პატრიარქო, პატრიარქო!"... მამა შიო იმ ღამითვე გარდაიცვალა. რომ არ მეზიარებინა... თუმცა არ ვიცი, შეიძლება, ღმერთს არ გაეყვანა უზიარებელი...

- მიგვაჩნია, რომ მამა შიო XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოღვაწე იყო, აღმსარებელი და უთუოდ დიდი პიროვნება! გარდა ამისა, ასეთი დიდი სულიერი შვილი ჰყავდა თქვენი სახით. თავისი მოძღვრობით დიდი წვლილი შეიტანა მომავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღზრდაში! ეს განსაკუთრებით საამაყოა სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის მკვიდრთათვის, საიდანაც იყო იგი წარმოშობით და სადაც მოღვაწეობდა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია დადგეს საკითხი მისი კანონიზაციის შესახებ?
- მახსოვს, ჯერ კიდევ არქიმანდრიტი ვიყავი, ორი ჯვრით დაჯილდოებული, როდესაც უწმინდესისა და უნეტარესი ეფრემის ლოცვა-კურთხევით წმინდა სინოდში შემიყვანეს სათათბირო ხმის უფლებით. ამიტომ ყველა საკითხზე შემეძლო აზრი გამომეთქვა. მაშინ ვთხოვე კათოლიკოს-პატრიარქს, რომ მამა შიოსთვის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭებინათ. იმ დროს იგი იღუმენი იყო. პატრიარქი დაფიქრდა და მითხრა: თუ მამა შიოს არქიმანდრიტის წოდებას მივცემთ, მაშინ მისი მოძღვარიც, მამა კონსტანტინეც უნდა დავაჯილდოოთ. მაშინ, ორივე დააჯილდოეთ-მეთქი, ვთხოვე; და ასეც მოხდა.

- გამოდის, რომ თქვენ ეპისკოპოსობამდეც იცნობდით მამა შიოს?
- კი, ვიცნობდი, ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენთან...
მახსოვს, ექიმებმა მირჩიეს მენჯის სანატორიუმში მემკურნალა. მაშინ ბათუმის მიტროპოლიტი ვიყავი და მამა შიოსთან უკვე ახლო ურთიერთობა მქონდა. ერთი დღით ადრე გავემგზავრე, სენაკში მამა შიოსთან ჩავედი. იმ ღამეს მასთან უნდა დავრჩენილიყავი. ეს ამბავი მეზობლებმა რომ შეიტყვეს, აღარ მოგვასვენეს. იცოდნენ, მამა შიოს არავითარი პირობები არ ჰქონდა, ამიტომ გვთხოვდნენ: ჩვენთან წამობრძანდით და მოისვენეთო, ყველა გვეპატიჟებოდა. მტკიცედ ვუთხარი: მამა შიოსთან უნდა დავრჩე-მეთქი. მაშინ მეზობლებმა მამა შიოს სახლის დალაგება დაიწყეს. ჩვენ ეზოში ვისხედით, მათ კი სულ მორეცხეს და დაწმინდეს იატაკი და კედლები. ბოლოს ლოგინი და თეთრეული მოგვიტანეს.

მახსენდება კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა. იყო ერთი ბერი, წარმომავლობით თავადი - ისაია ჩიქოვანი. მამა შიომ იმ ბერთან ერთად მენჯის სანატორიუმში მომინახულა. ექიმებმა დაინახეს თუ არა, ატეხეს ყვირილი "ძიძა მოდის!" ძალიან უყვარდათ იგი; უნდოდათ, ჩვენთვის პატივი ეცათ და 3 ჭიქა რძე მოგვართვეს. პეტრე-პავლობის მარხვა იყო. მამა შიომ ლოცვა თქვა, მე ვაკურთხე და რძე დავლიეთ. ბერი რძეს არ შეეხო და თვალებზე ხელი აიფარა - ვითომ ვერ ვხედავ, როგორ სვამთო. მამა შიო მომიბრუნდა და მითხრა: არ გეწყინოს მისგან, მეუფეო, ჯერ იმ სიმაღლეზე არ არის, რომ რძე დალიოსო...

მიმაჩნია, რომ მამა შიოს წმინდანად შერაცხვა ჯერ ადრეა. მაგრამ ვფიქრობ, მისი კანონიზაცია ადრე თუ გვიან მაინც მოხდება.
მახსოვს, როცა აღსარების შემდეგ შენდობის ლოცვას წამიკითხავდა, მომეხვეოდა და მეტყოდა: "მეუფეო, ახლა შენ ანგელოზი ხარ, ცოდვები გეპატია!" ძალიან მახარებდა ეს სიტყვები და მისი ასეთი მოწყალება.
...მე დიდად დავალებული ვარ მამა შიოსგან...

მამა შიო საოცრად მოწყალე იყო ადამიანების მიმართ. მისი მოძღვარი, მამა კონსტანტინე, უფრო მკაცრი და მომთხოვნი იყო და ცოტა დისტანციურიც, ადვილად არ იკარებდა ადამიანებს. მამა შიო კი ღია, უშუალო ადამიანი იყო, ნებისმიერს შეეძლო მასთან მისვლა.
შემოწირულობას თუ მიიღებდა, მაშინვე მეზობლებს ჩამოურიგებდა ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ახლა განსაკუთრებით ლოცულობს ჩვენთვის და საქართველოსთვის!

- მინდა ასევე შეგეკითხოთ სენაკში მოღვაწე დებზე, იღუმენია ფავსტოსა და სქემონაზონ აკეფსიმა შუშანიებზე. იქნებ ორიოდე სიტყვა მათზეც გვითხრათ?
- სულ ერთ-ორჯერ შევხვედრივარ დებ შუშანიებს. ფავსტო იღუმენია იყო, აკეფსიმე - სქემონაზონი. აკეფსიმე ჩუმი იყო; ფავსტო - უფრო აქტიური; ნაკითხი, განვითარებული ადამიანი იყო. ბევრი რამ იცოდა და ახსოვდა, მაგრამ ცოტა ამაყიც იყო.

დები შუშანიები დიდი მოღვაწეები იყვნენ. მათ, ფაქტობრივად, გადაარჩინეს ღირსი ალექსის (შუშანია) ბერის სავანე.

http://www.kvirispalitra.ge/martlmadideblu...-shiosganq.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
თათარაშვილი   პატრიარქი   Dec 13 2007, 10:42 PM
მხევალი ნინო   irakli888 http://church.ge/index.php?s=...   May 19 2010, 07:51 AM
A.V.M   ამ თემაში დავდებთ ...   Nov 11 2011, 11:45 PM
A.V.M   18-24 ნოემბერს,სტულია...   Nov 22 2011, 09:00 PM
A.V.M   ყველას კარგად მოეხ...   Nov 28 2011, 04:01 PM
A.V.M   ...   Nov 28 2011, 06:52 PM
zaz   პოლიტიკისა და ეკლე...   Nov 28 2011, 07:01 PM
A.V.M   რასაც ეუბნევიან ი...   Nov 28 2011, 07:04 PM
A.V.M   27 ნოემბერს უწმინდე...   Dec 6 2011, 07:42 PM
llaasshhaa   მასეთ დროს სურვილი...   Dec 7 2011, 05:19 PM
A.V.M   სხვათა შორის მეც... ...   Dec 7 2011, 10:06 PM
აკაკი   აი ახალი ვიდეო ჩან...   Feb 21 2012, 11:27 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Sep 6 2012, 10:46 AM
A.V.M   დღეს.(6 სექტემბერს) ...   Sep 6 2012, 04:15 PM
marine   დღეს.(6 სექტემბერს) ...   Sep 6 2012, 04:19 PM
A.V.M   ამ თემის მოდერი ვა...   Sep 12 2012, 05:49 PM
A.V.M   პატრიარქი საუბრობ...   Sep 19 2012, 10:14 PM
A.V.M   მოცემულ ლინკზე მოთ...   Sep 23 2012, 01:48 PM
A.V.M   სხვაგან რა ხდება დ...   Sep 24 2012, 12:50 AM
.zakaria.   სხვაგან რა ხდება დ...   Sep 24 2012, 01:37 PM
A.V.M   თუნდაც 100% იყოს ჩემი...   Sep 24 2012, 04:02 PM
dr.house...   პატრიარქზეა ლაპარ...   Sep 24 2012, 04:12 PM
izi-bartki   Aseve 20 seqtembers,uwmidesma mogvmarta yvelas rom...   Sep 26 2012, 01:24 PM
ქევანა   ეს გამიჭირდება. მძ...   Sep 26 2012, 02:03 PM
A.V.M   ქევანა უზეთო მარხვ...   Sep 26 2012, 04:37 PM
A.V.M   პატრიარქი და სასჯე...   Oct 28 2012, 03:59 PM
G_I_O_R_G_I_   ესეც დღევანდელი პა...   Oct 28 2012, 05:26 PM
A.V.M   "იმედი მაქვს, ხელ...   Oct 30 2012, 02:09 AM
A.V.M   mata არავინ გეუბნევა ...   Nov 11 2012, 12:00 AM
A.V.M   ზუგდიდის მაჟორიტა...   Nov 14 2012, 02:56 AM
k@the   A.V.M პატრიარქთან რა კ...   Nov 14 2012, 02:27 PM
A.V.M   k@the მიმართვაა პატრი...   Nov 15 2012, 02:29 AM
A.V.M   პატრიარქმა ხელისუ...   Nov 23 2012, 08:30 PM
A.V.M   პატრიარქი სამშობლ...   Nov 28 2012, 03:00 AM
A.V.M   პატრიარქის 80 წლის ი...   Dec 28 2012, 10:26 PM
A.V.M   საქართველოს პატრი...   Jan 8 2013, 02:23 PM
A.V.M   ილია მეორემ მსოფლი...   Jan 13 2013, 06:33 PM
A.V.M   დღეს , უწმინდესი და ...   Jan 16 2013, 03:23 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Jan 18 2013, 10:32 PM
qetevano   ბარემ ფოტოც :) http://s018.rad...   Jan 18 2013, 10:58 PM
A.V.M   უწმინდესმა და უნეტ...   Jan 19 2013, 06:55 PM
A.V.M   პატრიარქი მოსკოვშ...   Jan 20 2013, 10:48 PM
A.V.M   ილია მეორე - დარწმუ...   Jan 23 2013, 01:16 AM
A.V.M   საქართველოს კათოლ...   Jan 24 2013, 02:05 AM
qetevano   ...   Jan 28 2013, 10:09 PM
qetevano   http://www.youtube.com/watch?v=7_RhL5IkatI...playe...   Jan 28 2013, 10:25 PM
A.V.M   qetevano შეცდომით გაქვს ...   Jan 28 2013, 11:03 PM
qetevano   A.V.M არ იტვირთება მაი...   Jan 28 2013, 11:08 PM
A.V.M   ძალიან კარგი ვიდეო...   Feb 2 2013, 09:42 PM
A.V.M   22 თებერვალს უწმინდ...   Feb 24 2013, 09:42 PM
A.V.M   ექსკლუზიური ინტერ...   Apr 11 2013, 12:26 AM
A.V.M   ილია მეორე - კიდევ ე...   Apr 13 2013, 12:59 AM
A.V.M   პატრიარქმა ხარები...   May 3 2013, 08:19 PM
A.V.M   საქართველოს პატრი...   May 17 2013, 09:07 PM
A.V.M   საქართველოს საპატ...   May 27 2013, 09:49 PM
A.V.M   ილია მეორემ ლაიმა ...   Jun 3 2013, 10:17 PM
A.V.M   პატრიარქმაც მკითხ...   Jun 5 2013, 12:27 PM
G_saxva   პატრიარქი თეოკრატ...   Jun 5 2013, 12:46 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Jun 7 2013, 10:02 PM
A.V.M   პატრიარქი პარლამე...   Jun 14 2013, 10:01 PM
qetevano   http://s019.radikal.ru/i639/1306/87/9b961941f333.j...   Jun 15 2013, 04:41 PM
A.V.M   საქართველოს სახელ...   Jun 18 2013, 11:29 AM
A.V.M   წიგნის კითხვის დღე...   Jun 24 2013, 01:00 AM
A.V.M   ილია მეორე: სკოლებ...   Jun 25 2013, 12:14 AM
A.V.M   პატრიარქი - გალაკტ...   Jun 29 2013, 09:20 PM
A.V.M   2013 წლის 30 ივნისს , ყო...   Jul 13 2013, 09:20 PM
A.V.M   ილია II რუსეთს ეწვევ...   Jul 17 2013, 08:09 PM
A.V.M   პატრიარქმა მახათა...   Jul 18 2013, 08:29 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Jul 22 2013, 12:58 AM
A.V.M   იმედია, რომ კარგი შ...   Jul 23 2013, 03:40 PM
A.V.M   მოსკოვში საქართვე...   Jul 24 2013, 12:13 AM
A.V.M   ორი ეკლესიის წინამ...   Jul 26 2013, 12:58 AM
A.V.M   ილია მეორე რუსეთში...   Jul 26 2013, 11:22 PM
A.V.M   პატრიარქი - რუსეთი...   Jul 29 2013, 12:57 AM
A.V.M   საზოგადოება 12:53 / 31-0...   Jul 31 2013, 01:38 PM
A.V.M   C9gx_XY-UFk   Aug 31 2013, 12:16 PM
A.V.M   პატრიარქი ტომას მე...   Sep 11 2013, 02:19 PM
A.V.M   ბიძინა ივანიშვილმ...   Sep 13 2013, 11:30 PM
A.V.M   ratinwt   Sep 17 2013, 12:08 AM
A.V.M   ახალი სასწავლო წელ...   Sep 17 2013, 02:43 AM
ratinwt   "არ შეიძლება ადამ...   Sep 22 2013, 02:12 AM
ratinwt   „მიხარია, რომ საუბ...   Sep 24 2013, 05:17 PM
G_saxva   „მიხარია, რომ საუბ...   Sep 24 2013, 05:31 PM
qetevano   G_saxva გამგზავნეთ მე დ...   Sep 24 2013, 10:53 PM
G_saxva   G_saxva გამგზავნეთ მე დ...   Sep 25 2013, 09:19 AM
A.V.M   ratinwt დაუფიქრებლად გ...   Sep 25 2013, 02:33 AM
A.V.M   ილია მეორემ რიჩარდ...   Oct 15 2013, 12:03 AM
A.V.M   პატრიარქმა სამინი...   Oct 19 2013, 01:08 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Oct 21 2013, 12:45 AM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Oct 27 2013, 05:56 PM
A.V.M   ილია II ივანიშვილს: ...   Oct 31 2013, 12:34 AM
A.V.M   პატრიარქმა დღევან...   Nov 4 2013, 12:33 AM
A.V.M   შს მინისტრი ილია ჭ...   Nov 8 2013, 05:24 PM
G_saxva   პატრიარქმა ერი, მხ...   Nov 8 2013, 05:27 PM
A.V.M   ხვალ პატრიარქი მეტ...   Nov 13 2013, 01:39 AM
A.V.M   შეხვედრა პატრიარქ...   Nov 18 2013, 01:09 AM
qetevano   ილია II-ს მსოფლიოს ი...   Nov 23 2013, 12:21 AM
A.V.M   ილია მეორემ ისრაელ...   Nov 30 2013, 02:21 AM
shako1993   ერთი რამ მაინტერეს...   Dec 9 2013, 05:14 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 04:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი