თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ წმინდა მამები სინანულის შესახებ

პოსტის ავტორი: temomachi თარიღი: Jun 27 2010, 12:13 PM

სინანული ნათლისღების განმაახლებელია. სინანული არის ღვთის წინაშე ახალი ღთქმის დადება. ვინც საკუთარ თავს გლოვობს, ის სხვას არ განიკითხავს და არც დაცემის გამო განსჯის. რამდენადაც ცეცხლი წვავს და ანადგურებს ფიჩხს, იმდენად წმინდა ცრემლები (სინანული) უჩინარჰყოფს ყოველგვარ სულიერ შხამსა და ვნებას, არ ენდო ცრემლებს სანამ სრულად არ განგწმენდს. ის ღვინო კი არ არის სანდო, რომელიც ეს-ესაა საწნახელიდან მოედინება, არამედ ის რომელიც უკვე ძველია და არ არის გაფუჭებული.
წმ. იოანე სინელი

სინანულს ორი სახე აქვს - წარსულშიც იყურება და მომავალშიც. წარსულში - რათა ჩადენილი ცოდვების გამო იგლოვოს და მომავალში, რათა ჩადენილი ცოდვები აღარ გაიმეოროს.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

მონანიება - სიხარულია ღვთისა და ანგელოზებისა.
სქიმიღუმენი საბა

ზღვაში ჩაგდებული ქვა უმალ გაუჩინარდება და ვერავინ მონახავს მას, ასევე ჩვენი ცოდვებიც ჩაიძირება ღმერთის უსაზღვრო მოწყალების უფსკრულში და სრულიად განქარდება ზეციური მართლმსაჯულების თვალისთვის, ოღონდ კი გულწრფელად მოვინანიოთ ისინი. მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ განარისხო და შეურაცხყო თავად ღმერთი.
წმ. ეფრემ ასური

როგორც წყალს შეუძლია წაშალოს ნაწერი, ასევე სინანულის ცრემლსაც შეუძლია წაშალოს ჩვენი ცოდვები.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

ბედნიერია ის, ვინც სიბერეში მაინც მოასწრებს სინანულის ცრემლის ჩამოგდებას სიყრმის გატაცებების გამო.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი http://www.imeroni.ge/

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Jun 27 2010, 12:59 PM

კარგი თემაა. სხვადასხვა წმინდა მამათა გამონათქვამები ციტატებით ან სრული ტექსტი, რომელიც სინანულს შეეხება დავდოთ.


25. ვინც ჭეშმარიტად თავისი ხსნისთვის ზრუნავს, იგი ყოველ დღეს, როდესაც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, დაკარგულად მიიჩნევს, თუნდაც ამ დღეს რაიმე კეთილი საქმე აღასრულოს. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/5.htm

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2016, 10:46 AM

"რას ნიშნავს სულიერი მგლოვარება და მწუხარება. ეს ის მგლოვარებაა, რომელზეც ცხრა ნეტარებაში წერია: მისი შემგრძნებნი ნუგეშინისცემულ იქნებიანო. ეს არის ის, რაც მუდმივად უკავშირდება ღმრთის ხსოვნას: ადამიანს რომ ყოველთვის ახსოვს ღმერთი, ყოველთვის ენატრება და იმის გამოა მწუხარე, რომ მისგან განშორებულია. ხანდახან უგრძვნია მისგან მოსული სიკეთე და სიყვარული, მაგრამ დღეს ვერ გრნობს, ენატრება, გული დახშული აქვს და ამის გამოა მგლოვარე, ანუ მუდმივად არის ღმრთის ძიებაში. მამები გვასწავლიან, რომ იმით გამოწვეული ტკივილი, რომ ღმერთისგან შორს ხარ და მგლოვარებ, ეს ტკივილი არა მარტო მაცხოვნებელი, ანუ გადამრჩენია, არამედ სხეულის მკურნალიც. ფსიქიური მგლოვარება, მწუხარება და დეპრესია კი სხეულის ანუ ფიზიოლოგიის დამანგრეველია, ავად ხდის ადამიანს".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)