თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ პროტენსტანტები

პოსტის ავტორი: (●̮̮●) თარიღი: Jan 17 2014, 05:37 PM

გამარჯობათ. მაინტერესებს რითი განსხვავდებიან პროტესტანტები ქრისტიანებისაგან. ძალიან მიყვარს მაგათი სიმღერების მოსმენა შეიძლება ცუდი იყოს ეს? unsure.gif თქვენი აზრი მაინტერესებს
რა წყნარად ხართ ხალხო იაქტიურეთ ცოტა ამოიდგით ენა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 18 2014, 01:59 PM

ხალხებო !
ხომ არ დაგავიწყდათ რომელ განყოფილებაშ ხართ ?
აქ მხოლოდ მოძღვარი პასუხობს კითხვებს .
თქვენ თუ გინდათ რომ სხვა , უფრო კომპეტენტურმა ხალხმა უპასუხოს თქვენს კითხვებს , მაშინ ღია ფორუმზე უნდა გახსნათ თემა და დამერწმუნეთ მიიღებთ პასუხს .
ზედმეტ პოსტებს ვშლი ახლა და თუ საუბარი გინდათ , სხვაგან გადადით !

პოსტის ავტორი: (●̮̮●) თარიღი: Jan 18 2014, 02:20 PM

ამ კითხვაზე უფრო სასურველია მოძღვარმა უპასუხოს

პოსტის ავტორი: chyvakkk თარიღი: Feb 18 2016, 01:11 PM

ციტატა((●̮̮●) @ Jan 17 2014, 05:37 PM) *

გამარჯობათ. მაინტერესებს რითი განსხვავდებიან პროტესტანტები ქრისტიანებისაგან. ძალიან მიყვარს მაგათი სიმღერების მოსმენა შეიძლება ცუდი იყოს ეს? unsure.gif თქვენი აზრი მაინტერესებს
რა წყნარად ხართ ხალხო იაქტიურეთ ცოტა ამოიდგით ენა

მოგესალმებით. გახლავართ წმ.ნინოს სახელობის აპოლოგეტური მისიონერული ცენტრის წარმომადგენელი. მოკლეთ რომ გაქცეთ პასუხი. პროტესტანტიზმი ეს არის რეფორმატორული ქრისტიანული მიდინარეობა, რომელიც გამოეყო კათოლიციზმს 16 საუკუნეში. პროტესტანტიზმი ზოგადად ფართო მცნებაა, იგი შედგება დაახლოებით ათიათასი მიმდინარეობისგან. კლასიკურ პროტესტანტიზმს რომ შევხედოთ, ისინი აღიარებენ მხოლოდ წმინდა წერილს, მართლმადიდებლებისგან განსხვავებით. ჩვენ ვაღიარებთ ასევე როგორც წმ წერილს ამსთან ერთად წმ გარდმოცემასაც, რისი მეშვეობითაც ჩვენ ვიგებთ წმ წერილს, რადგან გარდმოცემის არქონის გამო, ინდივიდუალური კითხვა ბიბლიის იწვევს უამრავ მწვალებლურ აზრებს. პორტესტანტებს არ გააჩნიათ საიდუმლოებები, ზიარება, ნათლობა როგორც საიდუმლო მათთვის ეს უბრალოდ სიმბოლოა, არ გააჩნიათ სამხვდელო ხელდასხმა, ანუ ისინი ვერ უკავშირდებიან პირველ ეკლესიას ხელდასხმის მადლით, ანუ მღვდლობა არ გააჩნიათ. პროტესტანტიზმში არ არსებობს, მადლის გაგება როგორც უფლის უქმნელი ენერგიის არამედ მადლი მათ წყალობა ჰგონიათ. მოკლედ რომ აგიხსნათ. სწამთ იესო ქრისტესი, რომ იგი ჯვარს ეცვა ჩვენთვის, რომ მესამე დღეს აღსდგა და მიაჩნიათ რომ რაც ბიბლიაში არ დაწერილა არ არსებობდა. რაც შეეხება სიმღერებს ანუ მათ "საგალობლებს" შეგიძლიათ მოუსმინოთ როგორც სიმღერა, რადგან ზოგადად ტექსტებში ცუდი არაფერი არის ნათქვამი, გამოიყენებენ ფსალმუნებს და სიტყვებით დიდებას უძღვნიან ღმერთს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იქნას გამოყენებული ეს სიმღერები როგორც ლოცვისათვის, ისე მოსასმენად არ გახლავთ რაღაცა საშინელება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)