IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > »   
Reply to this topicStart new topic
> დღევანდელი ქართველი ახალგაზრდობა, რადიკალურად განსხვავებულები რელიგიურობისგან
+თომა+
პოსტი Oct 7 2015, 12:26 AM
პოსტი #341


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 6-October 15
წევრი № 14,213



განა სულელი და ჩურჩუტი არ არის ის ახალგაზრდა, რომელიც უფლის გზას არ აირჩევს? მე არ მესმის, როგორ არ ეშინიათ ღმერთის. გოგოები დაბრდღვნილი ჯინსის შარვლებით რომ დადიან, ყოვლად ამაზრზენია ეს ყველაფერი. მე მსმენია, რომ ამ თაობის ახალგაზრდები ცოდვასაც კი ჩადიან ერთმანეთთან ყოველგვარი ქორწინების გარეშე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Oct 7 2015, 12:55 PM
პოსტი #342


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



+თომა+
პირდაპირ გასაოგნებელია უფლის გზას არჩეულებიც რომ იმავეს სჩადიან


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 7 2015, 02:39 PM
პოსტი #343


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



+თომა+
რამდენი წლის ხარ?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+თომა+
პოსტი Oct 7 2015, 08:58 PM
პოსტი #344


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 6-October 15
წევრი № 14,213



G_saxva
37-ის გახლავარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 7 2015, 11:25 PM
პოსტი #345


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღირსეული და უღირსი ყოველ თაობაშია...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Oct 7 2015, 11:37 PM
პოსტი #346


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



marine
ციტატა
ღირსეული და უღირსი ყოველ თაობაშია...

ხომ მაგრამ ახალგაზრდებში და პატარა ბავშვებში ტრიპაჩმა იმატა ეს სელფები და უბედურობები ფეისბუქები ალბათ ხვდებით რასაც ვგულისხმობ, მოკლედ მემგონი მეორედ მოსვლა გვიახლოვდება sad.gif


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 8 2015, 09:57 AM
პოსტი #347


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



+თომა+
ციტატა
37-ის გახლავარ

ახალგაზრდა ყოფილხარ smile.gif უბრალოდ გაკვირვებას იწვევს შენი მიდგომა დახეულ ჯინსებზე და მომავალ თაობაზე როდესაც გაკვირვებული ხარ მათი გარყვნილებით. ეს რა ხანია ასეა და არც ახალია და არც გასაკვირი სმწუხაროდ...
როგორც ვხვდები თბილისთან ახლოს არ ცხოვრობ smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2015, 11:38 AM
პოსტი #348


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე არ მეგულება კაცობრიობის ისტორიაში ძველი თაობა ახალს რომ კრიტიკულად არ უყურებდეს smile.gif ეს ალბათ ბუნებრივი კანონზომიერებაა და სვლა დასასრულისკენ, როცა ყოველგვარი, გაუგონარი გარყვნილება მოიცავს დედამიწას...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2015, 09:43 PM
პოსტი #349


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველა თაობაში შეიძლება იყვნენ ჯანსაღად და არაჯანსაღად მოაზროვნენი და არც ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ "ძველი" ცუდის აღსანიშნავად გამოვიყენოთ და ახალი - კარგისა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 5 2015, 02:29 PM
პოსტი #350


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ილიას [მართალი] აზრით, მომავლის ფესვი ყოველთვის აწმყოშია გადგმული და თუ მომავალი გარკვეულ სიმაღლეებს აღწევს, ეს აწმყოს დამსახურებაცაა. თაობათა შორის ჯანსაღი კრიტიკული დამოკიდებულება არა მხოლოდ ოჯახის, ერის განვითარების საფუძველია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2016, 10:59 PM
პოსტი #351


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისევ და ისევ ახალგაზრდობას სჭირდება მრავალმხრივი სიხარული. და როცა მრავალმხრივ აღარ არსებობს სიხარულის საფუძველი, თვითონ უნდა მონახოს გახარების შინაგანი საყრდენი. ესაა მეგობრობა, ოჯახი; ქვეყანაზე, მეზობლებზე, ყოველდღიურობაზე სიკეთით ფიქრი. ეს უკვე დიდი რამ არის".

/რევაზ სირაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2016, 10:00 PM
პოსტი #352


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართალია, ახალგაზრდისთვის ცდუნება დიდია და გამოცდილება ტკივილებისა, ცოდვისა ნაკლები. თავდაპირველად ყველა შხამი ლამაზი ჩანს, მისით ტკბობა კი მიმზიდველი, თუმცა დრო და დრო პროტესტი გვიჩნდება შინაგანად, აღარ გვსურს, უფრო მეტიც, ის აღარ გვაკმაყოფილებს, სიცარიელემ დაცარიელებულ აკვარიუმს დაგვამსგავსა, აქამდე თუ გვმოსავდა სილამაზე, დღეს მხოლოდ ცარიელი მინა დავრჩით, ჩვენს სანახავად აღარავინ მოდის, ვერავინ კმაყოფილდება.

მამა სერაფიმე წერდა: "ჩვენ ყველა ვეძიებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას, მაგრამ ვპოულობთ განა? სოფელი მისეულ სიხარულს გვთავაზობს, მაგრამ ეს სიხარული ხანმოკლეა, სწრაფად ბეზრდება, მოჰყირჭდება ადამიანს. ის თითქოს მარილიან წყალს სვამს და ასე ცდილობს წყურვილის მოკვლას, ამით კი წყურვილი უფრო ძლიერდება. შეუძლებელია რაიმე მიწიერმა ფასეულობამ აღავსოს ადამიანის გული და მას ჭეშმარიტი მშვიდობა მისცეს".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2016, 09:57 PM
პოსტი #353


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმანეთს ცვლიან თაობები. ხვალ ჩვენს ადგილას სხვები მოვლენ. ამიტომ თქვენ, ახალგაზრდებმა, ეს ქვეყანა მაღალგუმბათიან ტაძრად უნდა აქციოთ, რათა შთამომავლობამ მოკრძალებით მოიხაროს ქედი ამ ტაძრის წინაშე და მოწიწებით დარეკოს მის მაღალ სამრეკლოზე ოფლითა და ტანჯვით ატანილი მომავლის ზარი!"

/ვიოლა კოროშინაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2016, 08:23 PM
პოსტი #354


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარდატეხის ასაკი, მოგეხსენებათ, ყველაზე ძნელი ასაკია ადამიანისათვის. წმინდა იოანე ოქროპირმა ასე დაახასიათა: "როგორები იქნებიან ბავშვები ამ ასაკის შემდეგ, კარგები თუ ცუდები, არავინ იცის, ღმერთის გარდაო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2016, 11:39 AM
პოსტი #355


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ახალგაზრდობა ეკლესიაში მოდის არა მარტო კითხვებით, არამედ თავისი სნეულებებით, ეჭვებითა და საწუხარით. ჯერ კიდევ პუშკინი წერდა ერთ ლექსში, რომელიც მან თავისი ყრმობის წლებს მიუძღვნა, რომ ადამიანს ბრძოლა უხდება სამ დემონთან, ესენია: დემონები სიმაყისა, უმოწყალობისა და ბიწიერებისა. როგორ ახასიათებს ეს თვისებანი ჩვენს თანამედროვეობასაც! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ სნეულებებს მხოლოდ უფალი კურნავს ეკლესიის მეშვეობით. როგორც ცნობილმა რუსმა ფილოსოფოსმა ვლადიმერ სოლოვიოვმა თქვა: "ცხოვრების მიზანია კაცობრიობის განღმრთობა ქრისტესთან მიახლოების გზით".

/ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2016, 09:05 PM
პოსტი #356


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახალგაზრდობა ყველა დროში იყო და იქნება გაბედული, ცხოველი იდეალების მატარებელი, ახლის მაძიებელი. ის წინ მიიწევს, ზოგჯერ - მეტისმეტი სიფიცხით, ზოგჯერ - მეტისმეტი გამბედაობით, რაც არცთუ ისე იშვიათად აღაშფოთებს და აღიზიანებს ძველ თაობას. თაობას, რომელიც ოდესღაც ასევე მოუსვენრად ეძებდა სიახლეს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2016, 09:25 PM
პოსტი #357


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განსხვავებულია ზნეობისადმი დამოკიდებულება ძველსა და ახალ თაობებს შორის. მაგალითად, ახალგაზრდა გოგონასა და ბიჭის ფიზიკური სიახლოვე ზნეობრივად გაუმართლებელია. ახალ თაობას ხშირად ეს არ ესმის, მათთვის სიყვარული უამისოდ წარმოუდგენელია. ამიტომ ძნელი სათქმელია, რომელი დრო ჯობდა - როდესაც სარწმუნოება იდევნებოდა, მაგრამ ზნეობა მაინც იყო შენარჩუნებული თუ როცა დევნა აღარ არის, მაგრამ ზნეობის ყველა კარი მორღვეულია. ერთ ღვთისმეტყველს ასეთი მაგალითი მოჰყავს: საპყრობილიდან განთავისუფლებულებს საროსკიპოს კარი გაუღესო. რომელი ჯობია?!"

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2016, 08:41 PM
პოსტი #358


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რაც ჩვენ წვა და დაგვა მიგვიღია, რაც სისხლის ოფლითა და მწარე ცრემლებით მოგვიპოვებია, დღეს იმას უკვე სიხარულით და ადვილად გადავცემთ მომავალ თაობას და ამიტომაა, რომ მათგანაც მეტს მოვითხოვთო" - წერდა აკაკი წერეთელი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2016, 02:44 PM
პოსტი #359


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - ყოველ წინა თაობას მისი მომდევნო თაობა წამხდარი ეჩვენება. მამაო, ეს მართლაც ასეა თუ უფროს თაობას, უბრალოდ ავიწყდება, რომ ოდესღაც მისი საქციელიც მიუღებელი იყო მამებისა თუ პაპების თაობისთვის?

- საზოგადოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ზნეობრივი თვალსაზრისით მსოფლიო უკან-უკან მიდის. რაც დრო გადის, სულ უფრო რთულდება პიროვნების ჩამოყალიბება, სულ უფრო მცირდება სათნოებებით შემკულ ადამიანთა რიცხვი. ვფიქრობ, ამას ზნეობრივი რეგრესი განაპირობებს. ადამიანური ძალები უძლურია მის შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შემდგომი თაობები სრულიად ჩამოვწეროთ; სიკეთე და სათნოება ყოველთვის იარსებებს და ეს სათნოებები სულაც არ არის მხოლოდ წინა თაობის საკუთრება. ამიტომ ცალმხრივ კრიტიკას სჯობს, ყველა თაობა თვითკრიტიკული იყოს. ამით დაპირისპირება გარკვეულწილად შემცირდება".

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2017, 09:35 PM
პოსტი #360


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გუშინდელი თაობა ხვალინდელს არა მარტო სხეულს გადასცემს, არამედ სულიერებასა და მორალს. ყოველი თაობა სულდგმულობს და იკვებება წინამდე-ბარე თაობით. და ბოლოს, თაობები არ ცხოვრობენ დამოუკიდებლად - ერთად აუცილებლად ცხოვრობენ რამდენიმე თაობის ადამიანები. ამიტომაც ლოგიკას მოკლებულია მტკიცება, რომ მომავალი თაობა იქნება სრულიად ჯანმრთელი, მაშინ როდესაც ჩვენ მძიმე სენითა ვართ დაავადებული. და, რომ ისინი იქნე­ბიან აბსოლუტურად კეთილნი, მაშინ როდესაც ჩვენ ბოროტნი ვართ. ჩვენ სერიოზულად უნდა მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას, თუ გვსურს გვყავ­დეს ჯანმრთელი შვილები.

ამიტომ უფლება არა გვაქვს გავკიცხოთ მომავალი თაობა და ვუძა-ხოთ: "უწმინდურნი", "უპასუხისმგებლონი". პირიქით, უნდა მოვუ­წოდოთ მათ, დავანახოთ ჩვენი ცუდი და კარგი მხარეები და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა მათ არჩიონ ჯანსაღი და ნათელი, ბოროტება კი მოიძულონ. ჩვენ არ უნდა დავემალოთ შვილებს, არამედ ვეჩვენოთ ისეთები, როგორებიც ვართ - მათ ხომ ვერაფერს დავუმალავთ. და მოდით, ვუთხრათ: "ჩვენ ვართ თქვენი ხსნა და დაღუპვაც, შეგვხედეთ იმ მხრიდან, საიდანაც ხსნას დაინახავთ".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 08:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი