თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ კ ი ბ ო

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2018, 10:14 PM

"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.

ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს.

როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე!

ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2019, 10:23 PM

"იმაზე ფიქრიც კი შემზარავია, თუ რითი იკვებებიან ადამიანები. თანამედროვე პროგრესი ადამიანს აძლევს ორი სახის განსაცდელს: სულიერ შფოთსა და საკვებ სუროგატებს - აი ეს არის ორი მიზეზი, რომლებიც ადამიანებს უჩენს კიბოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2019, 01:17 PM

"დეკანოზი სერაფიმე დანელია უამრავ ადამიანს ეხმარება კიბოსგან განკურნებაში ბალახეული წამლის რეცეპტით, რომელიც მას არქიმანდრიტმა გიორგი სავამ ასწავლა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2019, 12:36 PM

" დეკანოზი სერაფიმე დანელია უამრავ ადამიანს ეხმარება კიბოსგან განკურნებაში ბალახეული წამლის რეცეპტით, რომელიც მას არქიმანდრიტმა გიორგი სავამ ასწავლა. თუ როგორ კურნავს ის ხალხს, თავად გვიამბობს

სერაფიმე დანელია: არქიმანდრიტ გიორგი სავას სრულიად შემთხვევით შევხვდი. 2003 წლის გაზაფხულზე, რუსეთში წმიდა ადგილების მოსალოცად წასულს, კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ტიმოშევსკში ახლობელთან მომიწია გაჩერება, სადაც გავიგე კიდეც საქვეყნოდ ცნობილი არქიმანდრიტი გიორგი სავას შესახებ, რომელიც იქ მოღვაწეობდა. როგორც ახლობელი მომიყვა, მამა გიორგი სიყმაწვილიდან მონაზვნურ ცხოვრებას იყო შემდგარი, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შეესწავლა სამონასტრო მედიცინა და ბალახებით მკურნალობის საქმე. ახლობელი აღფრთოვანებული მიყვებოდა იმ სასწაულებრივ განკურნებებზე, რომლებიც მამა გიორგის სახელს უკავშირდებოდა. წლების განმავლობაში მის გულმოდგინე შრომასა და დაგროვებულ გამოცდილებას კეთილი ნაყოფი გამოეღო და სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის საქმეში დიდი წარმატებისთვისაც მიეღწია. ამას მოწმობდა ავადმყოფთა ის დაუსრულებელი რიგი, მასთან კურთხევაზე მისულებს რომ დაგვხვდა.

– როგორი იყო პირველი შეხვედრა მასთან?

– იმ დროისთვის ჩვენს ოჯახს სერიოზული სატკივარი ჰქონდა, მეუღლის დედას, რომელიც ამავე დროს ჩვენი ტაძრის მგალობელი იყო, ყელის მიდამოებში სარკომა, მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა და სხივებით მკურნალობას გადიოდა. ამიტომაც, როგორც კი გავიგე მამა გიორგის შესახებ, ახლობელს ვთხოვე მასთან შესახვედრად წავეყვანე. მონასტერში მისულს მამა გიორგის კელიასთან უზარმაზარი რიგი დაგვხვდა, მაგრამ მამა გიორგიმ გაიგო რა ჩვენ შესახებ, შეუფერხებლად მიგვიღო და გულითადად მოგვიკითხა. აღმოჩნდა, რომ მამა გიორგი წმიდა გიორგი ივერიელის სახელზე იყო ნაკურთხი და განსაკუთრებით უყვარდა ქართველები. მე მოვუყევი ჩვენი განსაცდელის შესახებ, მან კი ბალახები და მათი დამზადების რეცეპტები გადმომილაგა და დამარიგა, როგორ მოვქცეულიყავით. ,,ილოცოს გულმოდგინედ, მიიღოს ეს ნაყენი და ნახავთ ღვთის ნებას”, – მითხრა მაშინ. საქართველოში დაბრუნებულმა გადავეცი ავადმყოფს მამა გიორგის დანაბარები, ბალახები და ღვთისმშობლის დაუჯდომელი ლოცვის წიგნი. ბალახები – სხეულისთვის, ლოცვა კი – სულისთვის. მას მერე გაიარა 16 წელმა, დედაო (ამჟამად მონაზონი ქეთევანი) მკურნალობიდან წელიწად-ნახევარში სრულიად განიკურნა და ახლაც ყოველდღე კითხულობს ღვთისმშომბლის იმ დაუჯდომელის წიგნს, რომელიც მაშინ ვაჩუქე.

– ამ ქალბატონის შემდეგ კიდევ ვინმემ თუ მიიღო ეს ნაყენი?

– ამ სასიხარულო ამბის შემდეგ გადავწყვიტე, ამ რეცეპტის შესახებ დაგვეწერა ჩვენს საეპარქიო ჟურნალში, რომელსაც მაშინ მე და ჩემი მეუღლე – ნონო ოთარაშვილი ვხელმძღვანელობდით. ამ ჟურნალიდან გაიგო ამ ბალახების შესახებ ერთმა გოგონამ, რომელსაც მკერდის სიმსივნე დაუდგინდა და საოპერაციოდ იყო გამზადებული. შიშის გამო, მან უარი თქვა ოპერაციაზე და დაიწყო რწმენითა და ამ ბალახების ნაყენით მკურნალობა... შემდეგ კი მოვიდა და მადლიერებით გაგვიმხილა, რომ ამ ნაყენით სრულიად განიკურნა და ახლა ყველაფერი კარგადაა.
– ამ ნაყენით განკურნება, ალბათ, შინაგან რწმენასთან არის კავშირში.

– ამ ამბების შემდეგ, ეს ყველაფერი, მიზეზთა გამო, ასე თუ ისე დავიწყებას მიეცა, ბოლო დროს კი ინტერნეტის განვითარებამ ამ ისტორიებს, ასე ვთქვათ, ახალი სიცოცხლე შთაბერა და ცნობილი გახადა ფართო საზოგადოებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი მისი ცნობადობისა ამ ბალახების მაკურნებელი ძალაა და ის ისტორიები, რომლებსაც მადლიერი ადამიანები ერთმანეთს უყვებიან. ვითარებათა და გარკვეულ მიზეზთა გამო, ჩემს სამღვდელო მსახურებასთან ერთად, დღეს მე მიწევს ამ ნაყენით ადამიანთა მკურნალობა და ავადმყოფობასთან სწორი სულიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დახმარება... ამას შემთხვევით არ ვამბობ, ორივე ამ ფაქტორს, მკურნალობასა და სწორ დამოკიდებულებას საკუთარ ავადმყოფობასთან, ერთნაირად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის საბოლოო გამოჯანმრთელებისათვის... მამა გიორგის სიტყვებია: „უპირველესად უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთი სასიკვდილოდ საშიში დაავადების დროს, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, აუცილებელია მოვამზადოთ გენერალური აღსარება და ღირსეულად ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს... იმკურნალეთ რწმენით!“ მე დავამატებდი, რომ ადამიანი არის ერთი მთლიანობა და ამიტომ არ შეიძლება, მისი სხეულის ავადმყოფობა, სულიერი მდგომარეობისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ. მხოლოდ მაშინ აქვს მკურნალობას დადებითი შედეგი, როცა ადამიანი ხორცთან ერთად სულის განკურნებასაც ცდილობს. ეს კი, ძირითადად, ეკლესიური ცხოვრებით, ცოდვების მონანიებით, მხნეობით, ღმერთზე მინდობით, უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარებით არის შესაძლებელი! განკურნების ისტორიებსა და სასწაულებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მინახავს, მე არ მოვყვები, ამაზე თვითონ უყვებიან ადამიანები ერთმანეთს და ეს ჩემთვის საკმარისია... ეს ნაკრები გამოცდილია მრავალი ადამიანის მიერ და ბევრს დაეხმარა. ის მიუღიათ, როგორც ოფიციალური მედიცინისგან უიმედოდ შერაცხულ ავადმყოფებს, ისე მათ, ვისაც ესესაა გაუგია თავისი ავადმყოფობის დაწყებითი სტადიის შესახებ.

– რა ბალახებით მზადდება ეს ნაყენი?

– 16 ბალახისგან დამზადებული ნაყენი წმენდს სისხლს, აძლიერებს იმუნიტეტს, მთელს ორგანიზმში აღადგენს უჯრედებს და ხელს უწყობს სხეულიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. არ გააჩნია უკუჩვენება. შეიძლება მივიღოთ სხვა სახის მკურნალობის პარალელურად. პროფილაქტიკისა და კიბოს პრევენციის მიზნით ეს წამალი ჯანმრთელმა ადამიანმაც შეიძლება მიიღოს. მათ, ვინც გადაწყვეტს ამ ნაყენით მკურნალობას, შეუძლიათ, ერთი დღით ადრე შემეხმიანონ ტელეფონზე და მობრძანდნენ სვეტიცხოველში გასაუბრებაზე. რაც შეეხება ფასს, იმისთვის რომ შევძლოთ ბალახების შეძენა და სხვა ადამიანების დახმარება, ვიტოვებთ მოსახსენებელს და იმ შესაწირს, რასაც პაციენტი კეთილი ნებით გაიღებს."

/"თბილისელები" N28, 2019, გვ.49/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 09:55 PM

"კიბოც რომ გვქონდეს, თუ ამას ღმერთს მივანდობთ და ჩვენი სული დამშვიდდება, შესაძლოა, ღვთის მადლმა იმოქმედოს ამ სიმშვიდით და კიბოსგანაც და ყველაფრისგან განვიკურნოთ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2019, 09:17 PM

"ვმადლობ ღმერთს, რომ მრავალი სნეულება მარგუნა. ხშირად ვეუბნები: "ღმერთო ჩემო, შენს სიყვარულს საზღვარი არა აქვს!" სასწაულია, როგორ ვცოცხლობ. სხვა მრავალ სნეულებასთან ერთად, მაქვს კიდევ კიბო ჰიპოფიზზე. იქ სიმსივნე წარმოიქმნა, რომელიც იზრდება და ოპტიკურ ნერვს აწვება, ამიტომ უკვე ვეღარ ვხედავ.

საშინელი ტკივილები მაქვს. ვლოცულობ, და თან მოთმინებით ვატარებ ქრისტეს ჯვარს. ხედავთ, რა მდგომარეობაშია ჩემი ენა? გაზრდილია, აღარ არის უწინდებურად. ესეც თავის კიბოსგან არის გამოწვეული. რაც დრო გავა, უფრო უარესად ვიქნები. კიდევ გაიზრდება და ლაპარაკიც გამიჭირდება.

ძალიან მტკივა, ვიტანჯები, მაგრამ ძალიან მშვენიერია ჩემი ავადმყოფობა. შევიგრძნობ მას, როგორც ქრისტეს სიყვარულის გამოვლინებას. ლმობიერება მეუფლება და ღვთის მადლიერი ვარ. ამის მიზეზი ჩემი ცოდვებია. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 02:01 PM

"როდესაც თექვსმეტი წლის ვიყავი, ღმერთს ვევედრებოდი, რომ ჩემთვის მძიმე ავადმყოფობა, მაგალითად, კიბო მოევლინა, რათა მტკენოდა მისი სიყვარულისთვის და ამ ტკივილით მისი სახელი მედიდებინა. დიდხანს ვლოცულობდი ამისთვის, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ ეს ეგოიზმია და ასე ღმერთს ვაიძულებ. ღმერთმა კარგად უწყის, რა უნდა ქნას. ასე შევწყვიტე ლოცვა. თუმცა ნახეთ,ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის შემდეგ მოწყალებით გადმომხედა!"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 07:09 PM

"ბაბუაწვერა კიბოს უჯრედების საწინააღმდეგოდ ყველაზე ძლიერი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2020, 11:02 PM

"ბრაზი მომწამვლელია, კიბოს აჩენს"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 07:03 PM

"ავადმყოფობის მკვეთრი გამოვლინება, კიბო იქნება თუ სხვა მძიმე დაავადება, ვალების უსწრაფესი გასტუმრებაა. რაც უფრო მძიმეა ავადმყოფობა, ჭირი და ვარამი, მით უფრო უნდა გავიხაროთ და მადლობელი ვიყოთ ღმერთისა, რადგანაც ახლოა განწმენდა. ვაი მას, ვისაც ნელ-ნელა ღრღნის ავადმყოფობის ჭია, ვერ ხვდება ამას, თავი ჯანმრთელი ჰგონია და მერე ერთბაშად მოიცელება და ჯოჯოხეთში ჩავარდება გაუწმნედელი, გამოუფხიზლებელი"

/არქიმანდრიტი იოანე (ჯიშკარიანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2020, 03:05 PM

"არ არსებობს უკურნებელი დაავადება. რაც უფრო უკურნებელი ჰგონიათ სენი, მით უფრო იოლი განსაკურნებელია იგი"

/არქიმანდრიტი იოანე (ჯიშკარიანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2020, 07:49 PM

" - შეიძლება თუ არა უკურნებელი სენის (მაგალითად, ღვიძლის კიბოს) დროს გადაწყვიტო ოპერაცია?

- მგონი არ ღირს. უმჯობესია ასეთ შემთხვევაში მორწმუნე ქრისტიანი შეურიგდეს დაავადებას და მიიღოს ის, როგორც უფლის მიერ გამოგზავნილი განწმენდის გამოცდა"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2020, 09:06 PM

"- მამაო, ექიმებმა საბოლოო დიაგნოზი დაგისვეს - ავთვისებიანი სიმსივნე, კიბოს ყველაზე უარესი ფორმა.

- მომიტანეთ ბაღდადი, ხელები უნდა გავშალო და ვიცეკვო. "მშვიდობით, კრულო სოფელო!" სიცოცხლეში არასოდეს მიცეკვია, მაგრამ ახლა ვიცეკვებ სიხარულისგან, რომ სიკვდილი მიახლოვდება."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2020, 09:04 PM

"- ხანდახან ის, რაც მედიცინის თვასლაზრისით უკურნებელია, განკურნებადი ხდება რწმენის საშუალებით. რა მოვლენასთან გვაქვს ასეთ დროს საქმე?

- ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან. როგორც მეტია სული ხორცზე, ასევე მეტია სულიერება ხორციელებაზე. შეიძლება ხორცი ვერ იკურნებოდეს, სულმა კი ის განკურნოს. ერთი კია, ადამიანს მტკიცედ უნდა სჯეროდეს უფლისა. რწმენა ყველაზე დიდი იარაღია განკურნებისას. სახარებიდან ვიცით, რომ თითქმის ყოველთვის, მაცხოვარი, ვიდრე განკურნავს ადამიანს, ტრადიციულად ეკითხება: გწამს? და დასძენს: რწმენისამებრ გეყოს შენ".

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2020, 05:20 PM

"გვინდა ყველამ დაიჯეროთ, რომ "კიბო" არ ნიშნავს სიკვდილს, ჩვენ ხომ ამ დაავადებამ ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანი გაგვხადა, სიცოცხლის ხალისი გაგვიორმაგა, ჩვენ ნაკლებად გვეშინია გარდაცვალების და უსაშველოდ გვიყვარს სიცოცხლე!"

/სალომე ზავრადაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 05:22 PM

"ჭირ-ვარამი - ძალიან დიდი გაჭირვება; (ჭირი - ინფექციური სნეულება; ვარამი - ძვ. ქართულად ნიშნავს კიბოს)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 09:25 PM

"როცა ლოცულობ, მაგალითად, ვინმესთვის, ვინც კიბოთია დაავადებული, ილოცე ყველასთვის, ვისაც კიბო აქვს".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 04:39 PM

„მამა მაქსიმეზე, რომელიც ადრე კარეესში ცხოვრობდა და მერე წმინდა ანას სკიტში გადავიდა, ზოგიერთი მამა დიდი აზრის არ იყო, რადგან ის ხშირად ეხუმრებოდა და აქილიკებდა მათ. როცა ის კიბოთი დასნეულდა, მამაცურად დაითმენდა ტკივილებს და ბოლოს ღირსი შეიქმნა რა ღრმა სინანულისა, გარდაიცვალა როგორც ღირსმოწამე“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 12:26 PM

"მარცხენა სარძევე ჯირკვლის სიმსივნე" - ეს იყო პირველი, რაც ლილია ჩისტიაკოვას ეცა თვალში, როცა მას გადასცეს ანალიზების შედეგები. ეს მისთვისაც, ისე როგორც ბევრი სხვისთვის, იყო მოულოდნელი.
2010 წელს ქალს აღმოაჩნდა მკერდის კიბო.
მკერდში სიმაგრეს მან ჯერ არ მიაქცია ყურადღება. შემდეგ ნაცნობს მოუყვა, რომელსაც იგივე ისტორია აღმოაჩნდა. საუბრის შემდგომ ექიმთან კონსულტაციაზე ჩაეწერა, რომლის დროსაც ანალიზებმა აჩვენა - მეორე სტადიის სიმსივნე.
ქალი ძალიან შეშინდა.
მეგობარმა ლილიას უამბო "ყოველთა დედოფალის" ხატის შესახებ, რომელიც დაბრძანებულია ნოვოსპასკის მონასტერში, უამბო იმაზე, რომ ამ ხატთან მომლოცველები მთელი ქვეყნიდან ჩადიან და იკურნებიან სიმსივნისგან. მაშინ ქალი შვილთან ერთად დაუყოვნებლივ გაემგზავრა ტაძარში.
უფლის მადლით და ყოვლადწმიდას მეოხებით ლილია განიკურნა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2022, 08:20 PM

"ქალკედონიის მიტროპოლიტს ქრიზოსტომოსს წერილობით მიმართა კუნძულ ევბეს სოფელ აიმნის ექიმმა ბატონმა მატზოროსმა - "მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, მე არ ვარ განსაკუთრებულად რელიგიური ადამიანი, მაქვს უმაღლესი განათლება, პროფესიით ექიმი და ყოფილი ათეისტი გახლავართ.

მოხდა, რომ ავად გავხდი, გამოკვლევაზე მივედი და დიაგნოზი - სწორი ნაწლავი კიბო დამიდგინეს. კოლეგებმა სრული სიმართლე მითხრეს. ესაა კიბოს ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა, რომელსაც ავადმყოფი, ჩვეულებრივ, სიკვდილამდე მიჰყავს.

მე გამოკვლევას ათენის ონკოლოგიურ ცენტრში "პანტოკრატორში" გავდიოდი. როცა დიაგნოზი დამიდასტურეს, ჩემი ავადმყოფობის პირისპირ დავრჩი და მაშინ, ასეთ მძიმე ჟამს, ჩემი სული და გული მივმართე ღვთისკენ, რომლისაც მე არ მწამდა.

მე ვზივარ საწოლზე, ფეხები ქვევით მაქვს ჩაშვებული, საკუთარ თავს ვესაუბრები და ღმერთს მივმართე: "ღმერთო, მე არ მჯეროდა შენი არსებობა, ვამბობდი, რომ ყველაფერი ზღაპარია, ვფიქრობდი, რომ ერთადერთი საყრდენი ადამიანი და მეცნიერებაა, მაგრამ ვხედავ, როგორ დაკარგა ყველაფერმა ფასი. მიიღე ჩემი სინანული და თუ ღირსად ჩამთვლი, წმიდა უხრწნელი იოანე რუსის შუამდგომლობით სნეულებისგან განმკურნე".

ეს იყო გულწრფელი და ჭეშმარიტი სიტყვები ცოდვილი ექიმი-ადამიანისა. ამ წუთებში ვიღაცამ დააკაკუნა კარზე. შემოვიდა მშვენიერი ახალგზრდა ექიმი.

"აბა, როგორ ხართ, კოლეგა" - ჰკითხა მან ბატონ მატზოროსს.

"რას ვიზამთ, ექიმო, ვკვდები" - "არა, შენ არ მოკვდები" - მოისმა პასუხად - შენს ავადმყოფობას საკუთარ თავზე ვიღებ".

"მე ამ საქმეში დავბერდი და შესანიშნავად ვიცი, რას ნიშნავს ჩემი ავადმყოფობა, თქვენ ვინ ხართ, ახალგაზრდავ?"

"მე ის ვარ, ვისაც დახმარებას სთხოვდი." - თქვა და გავიდა.

სნეული საავადმყოფოს დერეფნებში ეძებდა და კითხულობდა ახალგაზრდა ექიმს. კოლეგები განცვიფრებით იჩეჩდნენ მხრებს და ამბობდნენ, რომ მის მიერ ნახული - ჰალუცინაციის ნაყოფი იყო.

მაგრამ საბედისწეროდ დასნეულებულ ექიმს სწამდა, რომ უფალსა და წმინდანს ესაუბრა და ხელახლა გამოკვლევა დაიჟინა.

გამოვიდა, რომ ახალი დიაგნოზის მიხედვით სრულიად ჯანმრთელი იყო. რამდენმა ადამიანმა ნახა ეს ორი სამედიცინო სურათი: პირველი ადასტურებს კიბოს, მეორე - სრულ ჯანმრთელობას.

და აი, წერილი: "მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, მე მორწმუნე არა ვარ, მაგრამ მე ვნახე წმინდანი და განვიკურნე".

/10 აპრილი, 1964 წ./


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2022, 01:05 PM

"სულზე მზრუნველობა, რომელიც თან ახლავს მკურნალობას, სნეულის რწმენისა და იმედის განსამტკიცებლად, მისთვის ლოცვაში ვლინდება, ხოლო უკურნებელ სნეულებათა შემთხვევაში ლოცვა ქრისტიანულად ამზადებს სიკვდილის და მარადიული ცხოვრებისათვის. ლოცვის თანაგრძნობისა და ნუგეშის სიტყვები აუცილებელი სამკურნალო ფაქტორია. მით უმეტეს, რომ თვით განხორციელებული სიტყვა ღვთისა - იესო ქრისტე ზიარების საიდუმლოს საშუალებით განკურნების პროცესში მონაწილეობს. ძველი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტე "სულისა და ხორცის მკურნალად" იწოდება, ხოლო თვით მკურნალობა - კურთხეულ ნიჭად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 02:17 PM

"მძიმედ ავადმყოფისგან ღმერთი რწმენისა და სინანულის გარდა არაფერს ითხოვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 05:26 PM

"დედა ევპრაქსია. დედა რაქილი მას თავის თანამოღვაწედ თვლიდა. ჩვენ რომ მივედით მონასტერში, სულ მალე კიბო დაუდგინდა. დედა რაქილმა ცრემლებით გამოიტირა. ერთხელ მითხრა:
- იცი, რა ძნელია? რამდენი წელია ერთად მოვდივართ, ერთად ვლოცულობდით, ის იყო მეტიპიკონე და ჩემი დამხმარე.
უნდა ითქვას, რომ ამ შვიდი მოხუციდან ყველაზე დიდხანს სწორედ კიბოიანმა დედა ევპრაქსიამ იცოცხლა. დიდი ხანი არ არის, რაც მარადისობაში გადაინაცვლა".

/დედა პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 03:50 PM

"ოლეგ კოვალკოვის ცხოვრებაში წმ. ნიკოლოზის მეოხებით ბევრი სასაწაული მოხდა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მისი ნაცნობის განკურნება ონკოლოგიური ავადმყოფობისაგან.

ახალგაზრდა ქალს აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე, კიბოს უჯრედები ძალიან სწრაფად პროგრესირებდნენ. ექიმები აძალებდნენ სასწრაფო ოპერაციას. ანალიზები გადაამოწმეს რამდენიმე კლინიკაში - დიაგნოზი ყველგან დადასტურდა: - "პროგრესირებადი კიბო".

მაშინ ოლეგმა მისცა ქალაქ ზარიდან ჩამობრძანებული წმიდანის საფლავიდან აღებული მირონი და ურჩია ეცხო შუბლსა და მტკივან ადგილზე.

რამდენიმე კვირის შემდგომ ქალმა გადაწყვიტა, წვეთებად დაელია წმინდა მირონი. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მან წინა საოპერაციოდ გაიკეთა ანალიზები. შედგმა ექიმები გააოგნა - კიბოს უჯრედებს ზრდა შეწყეტილი ჰქონდა და მათი რაოდენობა საგრძნობლად იყო შემცირებული. ამჟამად ქალი სრულებით ჯანრმთელია - მის ორგანოში კიბოს უჯრედები აღარაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 05:32 PM

"თანამედროვე მედიცინის, კერძოდ, ქირურგიის განვითარებამ სასიკეთო შედეგები მოიტანა: ავთვისებიანი სიმსივნის რადიკალური მოცილების შემდეგ პაციენტებს სიცოცხლე 20-25 წლითაც კი უხანგრძლივდებათ. საკუთარ სულზე მზრუნველი ადამიანი სრულიად უთმობს ამ დროს სულიწმიდის მადლის მოხვეჭას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 08:06 PM

"ონკოლოგია - მედიცინის განსაკუთრებული დარგია, სადაც ერთნაირად აუცილებელია როგორც ექიმის კვალიფიკაცია, ისე მისი ურთიერთობის უნარი სნეულ ადამიანებთან. ამ კომბინაციის დარღვევა შეიძლება სავალალოდ აისახოს პაციენტის ბედზე. ონკოლოგიაში სამედიცინო პერსონალის შეცდომები, რაც შეიძლება იყოს მიზეზი ლეტალური შედეგისა (სიკვდილისა), მაინც ონკოლოგიის "განუკურნებლობას" ბრალდება. აქედან გამომდინარე, ექიმ-ონკოლოგის პასუხისმგებლობა ადამიანის ბედზე - უაღრესად დიდია ღვთის წინაშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 07:04 PM

"ერთ იღუმენიას (არ ვიტყვი მის სახელს) სიმსივნე ჰქონდა. ჯერ ოპერაცია გაიკეთა, მერე სხვა რამეც სცადა. ერთხელ ლოცულობდა და ღვთისმშობელი იხილა საყდარზე. "გაიარეთ, ღირსნო", - თქვა ღვთისმშობელმა. ყველა ღირსმა გაიარა, როგორც აღლუმზე, ღვთისმშობლის წინ. "გაიარეთ, დიდმოწამენო".

იღუმენია მოშორებით იჯდა და უყურებდა. ბოლოს ისიც მივიდა ღვთისმშობელთან, მეტანია გაუკეთა და ხელზე ემთხვია. ღვთისმშობელმა მას უთხრა: "მოთმინება, მოთმინება, მოთმინება", და იღუმენიას გამოეღვიძა. ამრიგად, თუ გინდა, რომ ქრისტეს მოწაფე იყო, შენც ჯვარზე უნდა ახვიდე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2022, 05:35 PM

"ნ. ფ. 14 წლის ყმაწვილი. მას ლიმფური ჯირკვლების კიბო ჰქონდა, გაიარა ქიმიოთერაპიული მკურნალობა მთელი თავისი კლასიკური შედეგებით და მკურნალობის დასრულების სტადიაში იყო, რომ ავადმყოფობამ ახალი ძალით იფეთქა. მკურნალმა ექიმებმა პარასკევს კონსილიურმი მოიწვიეს და გადაწყვიტეს, ორშაბათიდან სასწრაფოდ განეახლებინათ ქიმიოთერაპია. მდგომარეობა გამოუვალი იყო. მშობლები მთლიანად ღვთის წინაშე ლოცვაში ჩაეფლნენ; ჩვენი სავანის დედებს სთხოვდნენ, ელოცათ მათი ერთადერთი ვაჟიშვილის გამოჯანმრთელებისათვის. დედები, რომლებიც განსაკუთრებით დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდა მკურნალ ლუკას[ვოინო-იასენეცკი], შუამდგომლობას სთხოვდნენ მას ღვთის წინაშე და გატანჯულ მშობლებს მცირეოდენი ნუგეში გაუგზავნე-წმდანის ხატი და ცოტაოდენი მიწა მისი საფლავიდან.

ორშაბათ დილით ხელახალი ანალიზები აუღეს, რომელიც მოულოდნელად დიამეტრალურად საწინააღმდეგო აღმოჩნდა. ავადმყოფობის არც ერთი ნიშანი არ გამოვლენილა, სიმსივნე გაქრა. მკურნალი ექიმები თავიანთ გაოცებას არ მალავდნენ; მათ დაამოწმეს ახალი მონაცემები და იძულებულნი იყვნენ, შეეცვალათ ავადმყოფობის დასკვნა და ნ. ფ. სრულიად ჯანმრთელი გამოეწერათ საავადმყოფოდან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 03:29 PM

"ა.წ. მაისში მე მკერდში აღმომაჩნდა სიმსივნე, კიბოზე ჰქონდათ ეჭვი და სასწრაფოდ გამიშვეს ონკოლოგთან. მქონდა ბევრი საშიში სიმპტომი. ექოსკოპიის კაბინეტიდან კედელ-კედელ გამოვედი. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - მე პატარა შვილი მყავს. ის ჩემი ყველაფერია! შიში და ცრემლები... ბევრი რამ არ მახსოვს იმ პერიოდიდან, თავში ქაოსი მქონდა.

და აი, წავედი ეკლესიაში. მახსოვს მარტო ვიდექი და ვტიროდი ხატებთან, ტაძრიდან გამოსვლისას კი გავჩერდი მაგიდასთან, სადაც ელაგა წიგნები. ავიღე ერთი მათგანი, სახელწოდებით "იოანე" და წავედი; არც კი მიფიქრია, რატომ ავიღე ეს წიგნი და როდის წავიკითხავდი. სამსახურში მისულმა გადავშალე წიგნი და ის 2 დღეში წავიკითხე. ეს იყო წიგნი წმ. ეპისკოპოს იოანე შანხაელზე.

ასეთი აღფრთოვანება და სიმშვიდე მე დიდი ხანია, არ განმეცადა და მე ვიყავი დარწმუნებული, რომ ვიპოვე დახმარება. მე ასევე სწრაფად ვიყიდე ზეთი და ხატი. ყველაფერი თითქმის თავისთავად ხდებოდა. ვლოცულობდი წმ. იოანეს მიმართ და ის მეხმარებოდა. ამას ვგრძნობდი. მე ზეთს ვისვამდი სიმსივნეზე, ვლოცულობდი და ვთხოვდი განკურნებაში დახმარებას.

ტკივლი თანდათან მიყუჩდა, ბოლოს კი სრულებით გაქრა.

ერთი დილას ავდექი სრული რწმენით იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

მე გამიკეთეს ბიოფსია, რამაც უჩვენა, რომ ყველაფერი კარგადაა, მხოლოდ კეთილთვისებიანი ფიბროადენომაა. ის მომაცილეს, გამწერეს, თან მომცეს ადრინდელი და ბოლო ექოსკოპიის შედეგები - ისინი რადიკალურად განსხვავდებოდა.

ასე დამეხმარა მეუფე იოანე. მე არც შემიძლია გამოვხატო ის თბილი გრძნობები, რომლებსაც განვიცდი მეუფე იოანეს მიმართ. მან თავისი მეოხებით გადამარჩინა!

დიდებულია ღმერთი თავისი წმინდანებში!

მადლობა ჩვენს უფალს!"

/მხევალი ღვთისა ანა, მოსკოვის ოლქი, 2022წ. სექტემბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2022, 04:46 PM

"ჩვენს სოფელში ერთ ქალს, ანას, აღმოაჩნდა კიბო.

ერთხელ ის იწვა რუსულ ღუმელზე სახლში. მასთან მოვიდა ვიღაც მოხუცი და უთხრა: "ღვთის მხევალო, ილოცებ - და იცოცხლებო!"

მან დაიწყო ლოცვა და მალევე იგრძნო თავი უკეთესად, მუშაობაც კი დაიწყო. მაგრამ მუშაობამ ლოცვა დაავიწყა და საერთოდაც შეწყვიტა ის. მაშინ კვლავ გამოეცხადა ეს მოხუცი, რომელშიც მან წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი შეიცნო, რომელმაც უთხრა: "მხევალო ღვთისა, რატომ არ ლოცულობ?"

/ანა კორჩაგინა, ალტაის მხარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2022, 08:51 PM

"წმ. ნიკოლოზს ჩემ ცხოვრებაში არაერთი სასწაული მოუხდენია, მაგრამ მე გავიხსენებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანს. წმ. ნიკოლოზმა განკურნა ჩემი ნაცნობი ქალი. მას აღმოაჩნდა კიბო, რომელიც სწრაფად პროგრესირებდა. ითხოვდნენ სასწრაფო ოპერაციის ჩატარებას. ჩაუტარდა ანალიზები რამოდენიმე კლინიკაში და ყველგან დადასტურდა კიბოს უჯრედების სწრაფი ზრდა. მე მქონდა წმ. ნიკოლოზის სასწაულთმოქმედი მირონი, რომელიც ქალაქ ბარიდან ჩამოვიტანე. ეს მირონი მივეცი სნეულ ქალს და ვუთხარი, ჯვრის სახით წაესვა შუბლზე და სნეულ ადგილზე. გარკვეული დროის შემდგომ მითხრა, რომ ეს მირონი მცირე ულუფებით დალია კიდეც.

დაახლოებით ერთი თვის შემდგომ, როცა კვლავ გაიკეთა ანალიზები, ექიმები გაოცდნენ - კიბოს უჯრედების ზრდა არათუ შეჩერდა, არამედ კლება დაიწყო, გახდა მინიმალური.

ამჟამად ეს ქალი ჯანმრთელია.

დიდება უფალს! მადლობა წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს!"

/ოლეგ კოვალკოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2023, 07:59 PM

"როგორი სიმძაფრით განიცდიან ადამიანები თავსდატეხილ მომაკვდინებელ დაავადებებს, მაგალითად კიბოს; ზოგჯერ უფრო მეტად თავზარდაცემულნი განიცდიან მათში ცოდვილიანი ვნებების არსებობას, რომლებიც მათ უფლისგან განაშორებს. ასეთები ჭეშმარიტად აცნობიერებენ თავს "ყველაზე უვარგისად", გულწრფელად ხედავენ საკუთარ თავს ქვესკნელის სიბნელეში. მაშინ მათში თავს მოიყრის სინანულის ლოცვის ყველაზე დიდი ენერგია. ამ უკანასკნელში შეიძლება ისეთ ხარისხს მიაღწიოს, რომ გონება შეჩერდეს და სიტყვები ვერ იპოვოს, გარდა ამისა: "იესუ, მაცხოვნე მე, ცოდვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2023, 09:38 PM

"Курение и здоровая поджелудочная железа - несовместимые вещи. Доказано, что курильщики болеют раком поджелудочной железы в 3 раза чаще некурящих."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2023, 09:10 PM

" - წმიდაო მამაო, რატომ ვერ პოულობენ კიბოს წამალს. ღმერთი არ უშვებს ამას, თუ ადამიანები თვითონ არ ითხოვენ ღვთის შეწევნას?

- ცუდი ის არის, რომ კიბოს წამალი კიდეც რომ მოიძებნოს, რაიმე სხვა ავადმყოფობა გამოჩნდება. პირველად იყო ტუბერკულოზი - იპოვეს მისი წამალი და გამოჩნდა კიბო. თუ ღმერთი შეეწევათ კიბოს დამარცხებაში, კიდევ სხვა რაიმე იქნება. ამ ახალ დაავადებათა გაჩენის მიზეზი თვით ადამიანები იქნებიან და ამას დასასრული არ ექნება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2023, 08:48 PM

"რამდენჯერმე ხილულ სასწაულს შევესწარი, მისი [ილია მეორე] გულთამხილაობა აშკარად იგრძნობოდა. ქალი იყო, რომელიც მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებული მოვიდა პატრიარქთან კურთხევაზე, ოპერაციაზე უნდა გაეყვანათ, დალოცა, როგორც იცის, თავმდაბლურად, თავზე ხელი დაადო, ერთი კვირის შემდეგ კი სრულიად განკურნებული, გაკრიალებული მოვიდა ეს ადამიანი, ცრემლები ჩამოსდიოდა, ექიმი ცუდად გამხდარა გაოცებისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 08:29 PM

"ჩემს ძმას თავში აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე. ექიმებმა დაადგინეს დაავადების მეოთხე სტადია. ამის შემდეგ ძმამ მალე დაკარგა მხედველობა. ექიმებმა გვითხრეს, რომ ოპერაციას უვკე აღარ ჰქონდა აზრი. ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ექიმებმა დაგვაკისრეს ჩვენ.

ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავადმყოფს თავზე ვუსვამდით მამა გაბრიელის ზეთს. მას ტკივილები შეუჩერდა, ოპერაციის დროს კი ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ სიმსივნე აღარსად იყო.

ამჟამად ჩემი ძმა კარგად გრძნობს თავს. ის სრულებით ჯანმრთელია"

/გულნარა აღნიაშვილი
თბილისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2023, 03:51 PM

"ეს მოხდა ვაშინგტონში, სადაც მე ვმუშაობ. ამ ამბავამდე რამოდენიმე თვით ადრე ჩემს ორი წლის ბიჭს დაუსვეს დიაგნოზი - ლეიკოზი, სისხლის კიბო. ვინც იცის, ეს რა არის, ის გამიგებს.

და ეს ამბავი მოხდა მკურნალობის ყველაზე ინტენსიურ ეტაპზე, როცა ძალიან მძიმე პრეპარატები უნდა მიგვეცა ჩვენი ციცქნა შვილისთვის, მკაცრად საათობრივად, როცა სიცხის ოდნავი მატება საავადმყოფოში წასვლას ნიშნავდა.

ერთხელ ძილის წინ ჩვენმა მშვიდმა ბავშვმა აბსოლუტური ისტერიკა მოაწყო; მას ახალი ნასწავლი ჰქონდა ლაპარაკი და ვერ ვარჩევდით, რას ყვიროდა.

გავიდა ნახევარ საათამდე და ძლივს გავარჩიეთ, რას ამბობდა: იმეორებდა ერთ სიტყვას - "ხატი".

მაშინ სახლში ხატები თითქმის არ გვქონდა, მხოლოდ ჩვენი ზეციური მფარველები და პატარა ხატი წმ. მატრონასი, რომელიც ბებიებმა მოსკოვიდან ჩამოაბრძანეს - სწორედ ის მივეცით ბავშვს.

ჩემი და ჩემი ცოლის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბოლო ხმაზე მყვირალ ბავშვს მოულოდნელად ჩაეძინა, ხელში ჩაბღაუჭებული ხატით, ისე მაგრამ, რომ ჩვენ ვერ შევძელით ხატის გამორთმევა.

რა მოხდა მაშინ ჩვენ ვერ გავიგეთ და ვერც ჩვენმა პატარა ბიჭმა აგვიხსნა. ბავშვს დილამდე მაგრამ ეძინა - მკურნალობის დაწყებიდან პირველად. ჩვენ კიდევ დიდხანს ვუსმენდით მის სუნთქვას, შემდეგ კი თავადაც დაგვეძინა მშვიდი ძილით.

მას მერე გავიდა თითქმის 8 წელი და ახლა ჩვენს შვისლ ყველაფერი კარგად აქვს. ჩვენ გვახარებს მისი წარმატებები სკოლაში, ფეხბურთზე, "ლეგოს" აწყობასა და ჭადრაკში. იმ ღამიდან წმ. მატრონა ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანია. მის ხატთან მისვლისას, ვაშინგტონში, რუსულ ტაძარში - ტკვილისას, პრობლემებისას, თხოვნისას - ვიცი, რომ ის მოგვისმენს"

/დიმიტრი ვლოდორევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2023, 08:20 PM

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა "ყოველთა დედოფალმა" ონკოლოგიური დაავადებისგან განკურნა მხევალი ღვთისა ნატალია. აი რას ჰყვება იგი:

"ყოვლადწმიდასადმი ლოცვითა და ჩემი რწმენით მე შევძელი იოლად გადამეტანა ფარისებრი და ლიმფური ჯირკვლების ონკოლოგიური ოპერაცია. მეტასტაზების შესახებ ცუდი ანალიზები მქონდა. ოპერაციამდე ყველა დღეს მე ტაძარში დავდიოდი და "ყოველთა დედოფლის" ხატის შესახებ სწორედ ამ დროს გავიგე.

მე მაშინვე ვიგრძენი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიახლოვე და ვირწმუნე ოპერაციის კეთილი შედეგი; და რაოდენ დიდი იყო ქირურგის გაოცება, როცა განმეორებითმა ანალიზებმა აღარ აჩვენა მეტასტაზები და ამიტომ აღარ დამჭირდა სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია.

ძნელია აღვწერო, როგორი გულწრფელი მადლიერებით და სულიერი სიმშვიდით ვარ ახლა სავსე. ეს ბედნიერება იფრქვევა ეკლესიის ზარების თანხლებით, იმის შეგნებისგან, რომ ღმერთი ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში იმყოფები. მე მაქვს ძალები ახლებურად ვიცხოვრო, მწამდეს, მიყვარდეს და ვაკეთო სიკეთე ადამიანებისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 01:44 PM

"გეოლოგი ლიუდმილა ვასილის ასული ტოლსტიკოვა, ამჟამად მონაზონი გეორგია წერს: მეორე შემთხვევასაც მოგითხრობთ. ღვთივსულიერი ბერის კურთხევით დიდი ქალაქიდან კოზელსკში გადავედი, თავდაპირველად ნათესავები მსაყვედურობდნენ. მაგრამ ყველაფერი ღვთის განგებით ხდებოდა. კოზელსკში უვკე ავადმყოფი ჩავედი, სიმსივნე მქონდა. მკურნალობა არ მიყვარს, მაგრამ ნათესავების დაჟინებით ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩავიტარე მოსკოვში. ექიმმა სიმსივნის ზომა დაადგინა და მკურნალობის კურსი დამინიშნა. ერთი წელი კეთილსინდისიერად ვიმკურნალე, მაგრამ განმეორებითმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს. ამის შემდეგ მკურნალობა მივატოვე, უფალს მივენდე.

ახლა ვხვდები, რომ ეს კადნიერება იყო და სასწაულის ამ ჩემ მოლოდინში სიღრმისეულად გარკვეული პატივმოყვარეობა იმალებოდა. მაშინ მონასტერში ხშირად დავდიოდი და წმინდა წყაროებში განვიბანებოდი. სულიერი სარგებელი უზარმაზარი იყო, მაგრამ სიმსივნე ისეთივე რჩებოდა და ტკივილიც საკმაოდ მაწუხებდა.

1993 წლის ვნების პარასკევს მომლოცვებლობიდან ოპტინაში დავბრუნდი ჩემი მორჩილების გასაგრძელებლად. აღდგომის ღამეს კი მკვლელობა მოხდა. მახსოვს ტყეში დიდხანს მივყებოდი მკვლელის ნაკვალევს, ერთი სული მქონდა დავწეოდი. ჩემი თავის გამო აღარ მეშინოდა, ისე შემძრა ამ საზარელმა ბოროტმოქმედებამ!

პროფესიით გეოლოგი ვარ და მთელი ცხოვრება მამაკაცთა კოლექტივში ვიმუშავე. თავშეკავება ჩვევად მექცა, ჩემი ცრემლი არავის დაუნახავს. დაკრძალვისას არ მიტირია, მაგრამ დაგროვილი მწუხარება უკვე მახრჩობდა. ერთხელ ახალმოწამეთა [ვასილი, ფერაპონტე და ტროფიმე] საფლავებზე არავინ იყო, მამა ვასილის საფლავზე ჯვარს მოვეხვიე და პირველად ვიტირე, არაფერს არ ვთხოვდი, მხოლოდ ვტიროდი, ძმებს ვგლოვობდი. უეცრად სიმსივნის ადგილას ისეთი მძაფრი ტკივილი ვიგრძენი, რომ ჩავჯექი. როგორღაც სვენებ-სვენებით ტაძრამდე მივაღწიე; ტკივილი ძლიერი იყო და როგორც მეჩვენებოდა, მაკურნებელი. თითქოს ვიღაცა სიმსივნეს მაცლიდა. ასე გაგრძელდა თხუთმეტიოდე წუთი და უცებ ვიგრძენი, რომ განვიკურნე. ხიბლს რომ არ შევეპყარი, ვციდლობდი ამაზე არც კი მეფიქრა, უბრალოდ ვხარობდი სიჯანსაღისა და სიმსუბუქის შეგრძნებით.

მაგრამ, ეტყობა უფალს სურდა, ჩემი განკურნება განცხადებულიყო, რადგან ცოტა ხნის მერე ულტრაბგერით გამოკვლევაზე მოვხვდი, სწორედ იმ ექიმთან, ვინც სიმსივნე აღმოაჩინა. ექიმი გაოგნდა, სადღა იყო სიმსივნე! "აქ ექიმო, აქ", - ვეუბნები და ვუჩვენებ ადგილს, სადაც ადრე მტკიოდა. "მან მხოლოდ ჩაღრმავებაა დარჩენილი, სიმსივნის შემდეგ", - მიპასუხა. თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დაიჯერა და ნახევარი წლის შემდეგ განმეორებითი გამოკვლევა დამინიშნა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა - განკურნება სრული გახლდათ.

თავიდან ჩემს განკურნებას არ ვამხელდი, მაგრამ მე ცოდვილის გამო ხომ არ მოხდა სასწაული, არამედ ოპტინელი ახალმოწამეების განსადიდებლად. აი, რატომ გადავწყვიტე წერილობით დამემოწმებინა განკურნების სასწაული. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია, წარმოვადგინო სამედიცონო ცნოებები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2023, 06:51 PM

კიბოსგან განკურნება

"ჩემი ნაცნობის ქმარი ჰოსპიტალიზებულ იქნა ფილტვების ანთებისა და ინფარქტის დიაგნოზით. საავადმყოფოში მას ასევე აღმოუჩინეს კუჭის წყლული და წინამდებარე ჯირკვალზე კიბოს წინა სტადია. ჩემი ნაცნობი ქალი თავად ინვალიდია. მან მტირალმა დამირეკა, ქმრის მოსალოდნელი სიკვდილით შეძრული, ის ძალიან იყო მიჯაჭვული ქმარზე.

დილით "ყოველთა დედოფლის" პარაკლისზე მე გამახსენდა ეს კაცი და რამდენჯერმე მოვხსენე. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მას შევება მიეცა, მანამ კი სიარული არ შეეძლო.

ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ შემდეგ პარაკლისზე მე და ჩემი ნაცნობი ქალი ერთად წავიდოდით, მაგრამ უცბად გამახსენდა, რომ დღესასწაულის გამო პარაკლისი აღარ ჩატარდებოდა.

საღამოს ჩემმა ნაცნობმა ქალმა დამირეკა და მითხრა, რომ აღარაფერია საჭირო. მე შევშინდი:

- როგორ, გარდაიცვალა? - ვკითხე ქალს.

- არა, გამოჯანმრთელდა და თავად მოვიდა სახლშიო, - მიპასუხა გახარებულმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2023, 07:44 PM

"ახალგაზრდები ბრძანდებით, ყველაფერი წინ გაქვთ. ეს თქვენი პირველი ბავშვია. ვერაფერს გააწყობ. სიმართლე უნდა იცოდეთ. თქვენი შვილი გარდაიცვლება. ბავშვს სისხლის გათეთრების მძიმე ფორმა აქვს. ის მცირე დრო, რაც დარჩენია, დე სახლში გაატაროს, მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. სასოს ნუ წარიკვეთთ. ჯერ ახალგაზრდები ხართ."

ამგვარი სიტყვებით აცილებდა ათენის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიც სამი თვის ასაკის ბავშვის მშობელთ, რომელიც სისხლის გათეთრებით კვდებოდა.

სახლში ოჯახის ნათესავებმა მოიყარეს თავი (სულ 35 ადამიანმა), რათა ამ მძიმე წუთებში უბედური მშობლები გაემხნევებინათ.

და აი ბავშვის მამა ამ დიდი მწუხარების ჟამს წმინდა იოანე როსს მიმართავს: "წმინდა იოანე! ძალა აღარ მაქვს, ვუყურო თუ როგორ მიდის ამ ცხოვრებიდან ჩემი სიყრმის შვილი. მოიგონე წმინდანო, თუ როგორ მოვიყვანეთ იგი ტაძარში, შენ სახელს რომ ატარებს და მოვნათლეთ პატარა. (1925 წლის განმავლობაში ამ ტაძარში 11253 ბავშვი მოინათლა). შემეწიე ჩვენ"...

და სწორედ ამ დროს აქვითინებული მამის გვერდით მსხდომი ნათესავები ხედავენ, თუ როგორ ახელს თვალებს ჩვილი და მიუთითებს კედელზე. ყველას თვალწინ წმინდა იოანე როსის სახემ გაიელვა სახლში და გაუჩინარდა. ბავშვი გამოჯანმრთელდა.

დე იდიდებოდეს სახელი უფლისა და წმინდანთა მისთა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2023, 08:33 PM

"ათენში ონკოლოგიურ საავადმყოფოში ქალი საუკუნის დაავადებას - კიბოს ებრძვის. ავადმყოფობამ გაიმარჯვა. ექიმებმა შვილებს უთხრეს, რომ დედა შინ წაიყვანონ.

"ნუ სტანჯავთ დედას საავადმყოფოში. უიმედო მდგომარეობაა. უმჯობესია სახლში დალიოს სული. ასე უფრო დამშვიდებული იქნებით ისიც და თქვენც". კავალიდან ჩამოსული ხუთი შვილი აცრემლებული ისმენს ექიმების დასკვნას. ისინი დედის გამო ტირიან, იმ ერთადერთ არსებაზე, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს ჰყავს ცხოვრებაში.

სწორედ ამ დროს პალატის კარებზე უცნობი ქალი გამოჩნდა. "ეს თქვენი დედაა? - იკითხა მან. ნუ სტირით. ყოველგვარ მეცნიერებასა და მედიცინაზე მაღლა - ღმერთი და მისი წმინდანები არიან. ადამიანურად თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც კი შეგეძლოთ. მე ერთხელ, როგორღაც კუნძულ ევბეაზე ვიყავი წმინდა იოანე როსის ნაწილთა თაყვანისცემისათვის. მისი კანდელიდან მცირეოდენი ზეთი ავიღე ავადმყოფთა საცხებლად, აქ, ჩვენს საავადმყოფოში. თქვენს დედასაც ვსცხებ, იქ კი, იყოს ნება ღვთისა".

მართლაც რაოდენ მნიშვნელოვანია მწუხარებაში მყოფისთვის თანაგრძნობის სიტყვები, მხარდაჭერა. უბრალოდაც კი რომ დაჯდე, უთქმელად - ესეც კი ძალებს ჰმატებს ტანჯულს. ქალმა ზეთში დასველებული ბამბა სცხო სნეულს შუბლზე და პალატიდან გავიდა. ღვთიური ძალა უშუალოდაც გადაეცემა და წმინდა საგანთა, წმინდა ნაწილთა, კანდელის ზეთისა და წმინდა წყლის მიერაც. ესაა ეკლესიის რწმენა ქრისტეს მაკურნებელ ძალაში. ამასთან ეგევითარი თავმდაბალი სახე ღვთის ხეთუქმნელი ენერგიის ჩვენს სხეულებში, ჩვენს სნეულებებში გადაცემისა წმინდა მამებთან იწოდება: "უმაღლეს ღვთივსათნო თერაპიად". წმინდა იოანე ოქროპირი წერდა: "ჩვენ ღრმად გვწამს, რომ უღირსნი ვართ, რათა თავად ქრისტე ან ერთი რომელიმე წმინდანთაგანი მოვიდეს ჩვენთან, მაგრამ შესაძლებელია ჩვენზე გადმოვიდეს მადლმოსი მკურნალი ძალა ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი და უბრალო სახით. განა ევქარისტიის საიდუმლოებაში უბრალო პურსა და ღვინოში არ ვჭვრეტთ თავად ქრისტეს?"

მაგრამ ჩვენს თემას მივუბრუნდეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ ავდმყოფი გონს მოეგო, თვალები გაახილა და თავისი მტირალი შვილები დაინახა. ხელით ანიშნა, მასთან უფროსი ქალიშვილი დაიხარა.

- ასე რად ტირიხართ?

- დედა, შენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ გვხედავდი და არ შეგეძლო ლაპარაკი. ახლა კი გვეკითხები რატომ ტირიხარო?

- იცი, რომ ჩემთან რამდენიმე წუთის წინ რომელიღაც ჯარისკაცი მოვიდა, მითხრა რომ მას იოანე როსი ჰქვია, კანდელის ზეთში ამოვლებული ბამბით გადამსახა შუბლზე ჯვარი და თქვა: "- სიცოცხლეს დაუბრუნდი".

საზარელი, განუკურნებელი სნეულების ბრჭყალებში მოქცეული დედაკაცი განიკურნა და ცხოვრობს დღემდე თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ღვთის სადიდებლად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2023, 07:53 PM

"ათენში ცნობილმა ინჟინერ-მშენებელმა, გაიარა რა არაერთი გამოკვლევა, საბოლოოდ ხელში ამგვარ დიგნოზს იღებს ექიმებისგან: თავის ძლიერი ტკივილები აიხსნება თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით.

ავადმყოფს ოპერაციას ურჩევენ. შედეგებზე ექიმები მას სრულ სიმართლეს ეუბნებიან დაუფარავად. სნეული უარს ამბობს მათ ქირურგიულ ჩარევაზე, ითმენს რა დიდ ტკივილებს.

ამ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დილით ადრე, გათენებისას, ავადმყოფის ბინაში ზარის ხმა ისმის. " - ბიძია, შენ ხარ? - გაისმა თორმეტი წლის ძმისწული გოგონას ხმა. - მაპატიე, რომ ასე ნაადრევად გირეკავ, მაგრამ მე ესესაა გავიღვიძე, შენზე სიზმარი ვნახე. მაღალმა, ქერათმიანმა ახალგაზრდამ მითხრა: " - გოგონა, მე წმინდა იოანე როსი ვარ. ბიძაშენი დათანხმდეს ოპერაციაზე. მე დავეხმარები ქირურგს, ბიძაშენს არაფერი დაემართება". - აი ძია, არც იფიქრო წმინდანისთვის უარის თქმა".

ასე და ამგვარად, ავადმყოფი დათანხმდა ოპერაციაზე, მას სიმსივნე ამოჰკვეთეს.

როგორ უბრწყინავდა ყველას სახე, ვინც ტაძარში თავად ინჟინერთან და მის ძმისწულთან ერთად მოვიდა. თავი ჯერაც შეხვეული ჰქონდა.

" - ექიმებს ჯერ არ მოუციათ სახლიდან გამოსვლის უფლება. მაგრამ მე მაინც მოვედი. სხვაგვარად არ შემეძლო. მთელი გულით უნდა შევწირო მადლობა ამ წმინდა საკვირველთმოქმედს, რომელიც ყოველგან და ყოველთვის მოვალს შესაწევნელად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2023, 11:27 AM

"ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ოპერაციისთვის ემზადებიან. მსხლისებრი ავთვისებიანი სიმსივნე ამერიკული წარმოშობის ბერძენს - გიორგი სკურას ფილტვებში აქვს.

ავადმყოფის მეუღლე, ქ-ნი ათანასია, ითხოვს ოპერაცია ერთხანს გადადონ. საავადმყოფოს დირექცია ორი დღით გადადების უფლებას იძლევა.

რა მოხდა? უკანასკნელ წუთებში ქალმა იგრძნო, რომ ოპერაციის წინ მეუღლეს აიაზმის წყალი უნდა მისცეს და წმინდა იოანე როსის კანდელიდან აღებული ზეთი სცხოს. ქალი ტაძარში გვირეკავს და გვთხოვს თვითმფრინავის პირველივე რეისით ტაძრიდან აიაზმის წყალი და ზეთი გავუგზავნოთ ნიუ-იორკში.

თხოვნა შევასრულეთ. ნიუ-იორკის აეროპორტში ქ-ნი ათანასია არამარტო აიაზმისა და კანდელის ზეთს ელოდა, არამედ თვით წმინდანსაც. თვალცრემლიანმა აიღო ამანათი და საავადმყოფოსკენ "გაფრინდა".

ბატონი გიორგი მადლიერებით ადევნებს თვალყურს მეუღლის საქმიანობას და მისგან დალოცვას იღებს - კანდელის ზეთს აცხებენ. ამის შემდეგ ქ-ნი ათანასია საავადმყოფოს დირექტორს თხოვს რენტგენოსკოპიის განმეორებას.

სასწაული, რაც მას სწამდა რომ მოხდებოდა, აღსრულდა! განცვიფრებული ექიმები ახალი რენტგენური გადაღებით რწმუნდებოდნენ რომ სიმსივნე აღარ არის.

" - მეცნიერული თერაპიის საინტერესო შემთხვევაა", - რწმენით წარმოთქვამს ქ-ნი ათანასია და საავადმყოფოდან დაბრუნებული მეუღელსთან ერთად იწყებს ნორმალურ ცხოვრებას. დღემუდამ ადიდებს უფლისა და მისი წმინდანების სახელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 01:20 PM

"ვმადლობ ღმერთს, რომ მრავალი სნეულება მარგუნა [წმ. პორფირის ჰქონდა შემდეგი სნეულებები: მიოკარდის ემფრაგმა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (კუჭში ხშირი სისხდენით), კატარაქტი (ოპერაციის შემდეგ ამოუღეს ლინზები და დაბრმავდა), ჰერპესი სახეზე, სტაფილოკოკური დერმატიტი ხელზე, საზარდულის თიაქარი, ქრონიკული ბრონქიტი, ჰიპოფიზის ადენომა თავის ქალაზე]. ხშირად ვეუბნები: "ღმერთო ჩემო, შენს სიყვარულს საზღვარი არა აქვს!" სასწაულია, როგორ ვცოცხლობ. სხვა მრავალ სნეულებასთან ერთად, მაქვს კიდევ კიბო ჰიპოფიზზე. იქ სიმსივნე წარმოიქმნა, რომელიც იზრდება და ოპტიკურ ნერვს აწვება. ამიტომ უკვე ვეღარ ვხედავ. საშინელი ტკივილები მაქვს. ვლოცულობ, და თან მოთმინებით ვატარებ ქრისტეს ჯვარს. ხედავთ, რა მდგომარეობაშია ჩემი ენა? გაზრდილია, აღარ არის უწინდებურად. ესეც თავის კიბოსგან არის გამოწვეული. რაც დრო გადის, უფრო უარესად ვიქნები. კიდევ გაიზრდება და ლაპარაკიც გამიჭირდება. ძალიან მტკივა, ვიტანჯები, მაგრამ ძალიან მშვენიერია ჩემი ავადმყოფობა. შევიგრძნობ მას, როგორც ქრისტეს სიყვარულის გამოვლინებას. ლმობიერება მეუფლება და ღვთის მადლიერი ვარ. ამის მიზეზი ჩემი ცოდვებია. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს.

როდესაც თექვსმეტი წლის ვიყავი, ღმერთს ვევედრებოდი, რომ ჩემთვის მძიმე ავადმყოფობა, მაგალითად, კიბო მოევლინა, რათა მტკენოდა მისი სიყვარულისთვის და ამ ტკივილებით მისი სახელი მედიდებინა. დიდხანს ვლოცულობდი ამისთვის, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ ეს ეგოიზმია და ასე ღმერთს ვაიძულებ. ღმერთმა კარგად უწყის, რა უნდა ქნას. ასე შევწყვიტე ლოცვა. თუმცა ნახეთ, ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის შემდეგ მოწყალებით გადმომხედა!

ახლა აღარ ვევედრები ღმერთს წაიღოს ის, რაც ვითხოვე. მიხარია, რომ სნეულებები მაქვს, რათა ჩემი ღვთისადმი დიდი სიყვარულის გამო მისი ვნებების თანაზიარი გავხდე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2023, 02:17 PM

"როცა ღმერთს ვანდობთ თავს, მაშინ ჩვენი სულიერი ორგანიზმი მშვიდდება, რის შედეგადაც ყველა ორგანო და ყველა ჯირკვალი ბუნებრივად ფუნქიონირებს. ყველაფერი გავლენის ქვეშ ექცევა. კარგად ვხდებით და აღარ ვიტანჯებით. კიბოც რომ გვქონდეს, თუ ამას ღმერთს მივანდობთ და ჩვენი სული დამშვიდდება, შესაძლოა, ღვთის მადლმა იმოქმედოს ამ სიმშვიდით და კიბოსგანაც და ყველაფრისგან განვიკურნოთ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2023, 01:24 PM

"ბაკურიანის ზემოთ არის მშვენიერი სოფელი ციხისჯვარი. სოკოებით სავსე წიწვოვანი ტყეებით მდიდარი ეს სოფელი გამოირჩევა არაჩვეულებრივად სუფთა და ოზონით მდიდარი ჰაერით. აქ პირველად 1981 წლის ზაფხულში დავისვენეთ. სოფელი მაშინ ძალიან მჭიდროდ იყო დასახლებული და მოსახლეობის ძირითად ნაწილს ბერძნები შეადგენდნენ. ჩვენმა დიასახლისმა მაშინ მითხრა, რომ ამ სოფელში დღემდე ონკოლოგიური დაავადების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. პირველად მხოლოდ ამ გაზაფხულზე გარდაიცვალა ქალი კიბოთიო"

/ციცინო სუქნიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ნეირო-ფიზიოლოგი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2023, 07:24 PM

"მახსოვს, 1970-იან წლებში ლავრის ბერებს ხელს უშლიდნენ ინდივიდუალურად შვიდგზის ზეთისცხების ჩატარებას - გეყოფათ მხოლოდ დიდ ოთხშაბათსო.

მალე ავად გახდა ლავრასთან ახლოს მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა. ის მუშაობდა საბავშვო დისპანსერის ბუღალტრად. დაწესებულების ეზოში რაღაცას აკეთებდნენ და გათხარეს ორმოები. ის გოგონა გაუფრთხილებლობით შიგ ჩავარდა და დაშავდა. მას რაღაც სიმაგრე გაუჩნდა. ეგონა გაიწოვებოდა, მაგრამ ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თანაც მეტასტაზებით...

ის მარტო იწვა "ბოტკინის კლინიკაში", დარდობდა და ტიროდა თავის ბედს...

უფალო, რატომ? - კითხულობდა ის.

და მოულოდნელად თავის პალატაში დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი:

ლიდია, რატომ წუწუნებ? შენ არავის მიუტოვებიხარ, - უთხრა ყოვლადწმინდა დედამ.

ექიმებმა მის მკურნალობაზე, როგორც უიმედო მდგომარეობაზე, უარი თქვეს. ის სახლში გაწერეს.

ლიდიას მორწმუნე დედა ჰყავდა. მან მაშინათვე მიმართა ლავრის ბერებს, რათა მათ გოგონასთვის შვიდგზის ზეთისცხება ჩაეტარებინათ და ეზიარებინათ.

გოგონა ლავრაში მიიყვანეს. ჩაიკეტნენ მიხევსკის ტაძარში, ისე, რომ სინათლე არ აუნთიათ, სინათლის შუქზე ჩაუტარეს შვიდგზის ზეთისცხება. შემდგომ ის სამჯერ ეზიარა და სამსახურში სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა.

როგორ განიკურნე? - ეკითხებოდნენ მას კოლეგები.

უფალმა განმკურნა, წმინდა ზიარებამ, - უპასუხა მან.

საჭიროა მხოლოდ რმწენა, ლოცვა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გაიგებს, უფალი კი არ დაგვტოვებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2023, 07:27 PM

"ქრისტეს რწმენა ხშირად იყო მამა პორფირესთან [კავსოკალიველი] ჩვენი საუბრი თემა. ერთხელ, როდესაც წმინდა მამა ამ თემაზე მსჯელობდა, - პირდაპირ თვალებში შევყურებდი და ვცდილობდი, მის აზრს ჩავწვდომოდი. ნეტარმა ბერმა ჩემი მზერა შენიშნა და მითხრა:

- ჩემი არ გჯერა? ყური მიგდე, გიამბობ, რა შემემთხვა და ირწმუნებ, რაოდენ დიდი ძალა აქვს რწმენას!

ერთხელ თავზე დიდი ზომის ხალი გამიჩნდა. თავიდან მუხუდოს მარცვლის ზომის იყო, მაგრამ სწრაფად იზრდებოდა და ძალიან მტკიოდა. ღვთის მადლით განვჭრიტე, რომ იგი სასწრაფოდ უნდა მომეკვეთა, თორემ ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზრდებოდა. ექიმებსაც იგივე მოსაზრება ჰქონდათ და ოპერაციის დღე დაინიშნა.

ქირურგიულ განყოფილებაში ექიმებთან კამათი მომიწია. ექიმები დაჟინებით მოითხოვდნენ ხალის მოკვეთას ნარკოზის ქვეშ, რადგან ოპერაცია, სავარაუდოდ, საკმაოდ ხანგრძლივი და მტკივნეული იქნებოდა. მე მათ ვუთხარი, რომ არც ნარკოზი და არც ხალის მოკვეთა საჭირო არ იყო და იგი უბრალოდ უნდა მოეწვათ. ექიმები შეშფოთდნენ, რადგან სამეცნიერო თვალსაზრისით ეს შეუძლებელი იყო. ყველა ექიმი ჩემი სულიერი შვილი იყო, მათ არ სურდათ მოძღვრის ურჩობა და დამპირდნენ, რომ დამემორჩილებოდნენ, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა მე დამაკისრეს.

პირჯვარი გადაიწერეს და ოპერაციას შეუდგნენ. მე კი თვალები დავხუჭე, ჯვარცმული იესო ქრისტე წარმოვიდგინე და დიდი რწმენით მუდმივად ვიმეორებდი იესოს ლოცვას: "უფალო იეს ქრისტე, შემიწყალე მე". ექიმები აცახცახებული ხელებით შეუდგნენ ხალის მოწვას. რაც მეტი დრო გადიოდა, ჩემი რწმენა სულ უფრო იზრდებოდა, და რაღაც მომენტში უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი. ექიმებს კი ცივი ოფლი ასხამდათ, საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ და განუწყვეტლივ მეკითხებოდნენ, როგორ ვგრძნობდი თავს, მე კი ვპასუხობდი: "განაგრძეთ".

ოპერაცია ორმოცდახუთ წუთს გაგრძელდა. როდესაც იგი დასრულდა, მე ღიმილით წამოვდექი, მადლობა შევწირე ღმერთს და ექიმებს და წარმოვთქვი: "დიადი საქმეა რწმენის ღვაწლი!"

ხედავ, შვილო ჩემო, ანარგიროს, რა შეუძლია ადამიანს, თუკი მას აქვს რწმენა ღვთისადმი? და შენც ასევე გწამდეს და ნურაფრის შეგეწინდება, რადგან ღმერთი ყველასა და ყელაფერზე აღმატებულია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2023, 09:55 PM

"შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი. განსაკუთრებით კი ყველა ის მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, რადგან, როგორც ცნობილია, სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა.

დღეს წირვას ესწრებიან ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები, ისინიც, მართალია, ამ სენით არიან დაავადებულნი, მაგრამ იმედით უყურებენ მომავალს, რადგან მზრუნველთა ღვაწლით ღვთის სასოება აქვთ და იციან, რომ დაავადებულ ყმაწვილთა დიდმა ნაწილმა დაამარცხა სიმსივნე და გამოჯანმრთელდა"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2023, 11:09 AM

"დეიდაჩემს, რომელიც ვოლინიიდან იყო, დაუდგინეს კიბოს დიაგნოზი. ის ოპერაციისთვის ემზადებოდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, სქიმარქიმანდრიტ ამფილოქეს საფლავიდან ქვიშა აეღო და მკერდზე დაედო. ის მორწმუნეა. ბავშვობიდან ეკლესიის გუნდში გალობდა და ამჟამად ორმოცი წლისაა. დეიდაჩემი აპირებდა ოპერაციის გაკეთებას, მაგრამ როცა რენტგენის სურათი გადაუღეს - ჰოი, სასწაული! სიმსივნე არსად გამოჩნდა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2023, 06:17 PM

" - თუ ადამიანი კვდება, ან მძიმედაა დაავადებული, უნდა ვუთხრათ თუ არა მას სიმართლე?

- გააჩნია, რა ადამიანია. ზოგჯერ კიბოთი დაავადებული მეკითხება, - გადავრჩები, თუ მოვკვდებიო. რომ ვუთხრა, მოკვდებიო, შეიძლება ისე აღელდეს, იმ წუთშივე, ჩემ თვალწინ მოკვდეს, თუ არ ვეტყვი, გამხნევდება და ავადმყოფობის შიში აღარ ექნება. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს არ ვამშვიდებ, ათასი წელი იცოცხლებ, შენი დაავადება არ არის სერიოზული-მეთქი, ვეუბნები: "ცხადია, კაცისთვის შენი განკურნება ძნელია, მაგრამ უფლისთვის არაფერია შეუძლებელი, შეეცადე, მოაწესრიგო შენი სულიერი მდგომარეობა".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 08:15 PM

აი, ამ კლინიკაში მკურნალობენ სიმსივნეს, მე-4 სტადიაშიც კი

"მოსკოვში არის ეს კლინიკა, ვიქტორ ბორისოვის სახელით, თვით ვ. ბორისოვმა მიაგნო სიმსივნის მკურნალობის მეთოდს და ძალიან უბრალო მეთოდით, ქლოროფილით, დიახ, ის რაც გააჩნიათ ხის ფოთლებს, მწვანე ფოთლებს, ასევე მწვანე ბოსტნეულს. მას შეჰყავს ქლოროფილი ორგანიზმში, რაც ძალიან "სასიამოვნო საკვებია" უჯრედებისთვის და ასევე შთანთქავს კიბოს უჯრდებიც, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჯანსაღ უჯრედებს შთანთქმის შემდეგ გამოყოფის უანრიც აქვთ, ქლოროფილი გარდაიქმნება სხვადასხვა ქიმიურ ნარჩენებად, კიბოს უჯრედებს კი გამოყოფის უნარი არ აქვთ, ისინი მხოლოდ შთანთქავენ, სწორედ ამ დროს მის უჯრედებს სპეციალური ლაზერული დანადგარით ააქტიურებენ ქლოროფილს და იმ მომენტში ადამიანის სხეული რომ გააშუქოთ, ფოსფორულად ანათებს კიბოს უჯრედთა ქსელი. აი, ამ დროს იწყება მათი, ასე ვთქვათ, გასკდომა-აფეთქება და უჯრედები ნელ-ნელა იწყებენ კვდომას.

ვიქტორ ბორისოვს თავდაპირველად არ სცნობდნენ, არ სჯეროდათ მისი მეთოდის, მაგრამ ის უვკე ცნობილი და აღიარებულია.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისრაელმა აიტაცა მეთოდი და მკურნალობა ათმაგად ძვირია ისრაელში, ასევე გერმანიამ და სხვა ქვეყნებმაც".

/ჟურნალი "ქავკუთხედი" N12, 2023, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 05:20 PM

"ქ. სტილიდოში მცხოვრები ქალბატონი ელენე კაცული გვიამბობს: "1986 წლის მაისში, ჩემს ძმასთან ერთად სუროტიში წავედი მამა პაისის [ათონელი] სანახავად. კონსტანტინემ (ძმამ) ერთი წლის წინ თავში კეთილთვისებიანი სიმსივნე ამოიჭრა. გამოჯანმრთელების პერიოდში, რომელიც საკმაოდ მძიმე იყო, შეხვდა მამა პაისს. მან ჰკითხა, შვილები თუ ჰყავდა. როცა შეიტყო, რომ კონტანტინეს ორი შვილი ჰყავდა, უთხრა: "მოვალეობა გაქვს, უნდა იცოცხლო და იცოცხლებ". ეს შეხვედრა ჩემი ძმის სიცოცხლის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. ღმერთის წყალობით და მამა პაისის ლოცვებით ცოცხლობს და ჯანმრთელია.

მას შემდეგ კონსტანტინე განსაკუთრებული პატივისცემით და ღვთისმოსაობით იგონებს მამა პაისს და სიცოცხლის ყველა მძიმე მომენტში მას მოუხმობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 07:50 PM

"ავადმყოფზე ლოცვისას [ღირსი პაისი ათონელი] უფალს სთხოვდა: "ღმერთო ჩემო, დაეხმარე სნეულს და ჩემი ჯანმრთელობა მიიღე" და ყველა დაავადებას სიხარულით იღებდა, რადგან ღმერთის წყალობით მიიჩნევდა.

მამა პაისი კონიცაში რომ მკურნალობდა, ქალბატონ პატერას დამხმარე გოგონა ქრისანთი, ნაწლავის სიმსივნით დაავადდა. მამა პაისმა ჯვარი გადასახა და ლოცულობდა მისთვის: "ქრისტე ჩემო, მე მომეცი სიმსივნე, მე დავსნეულდე". მართლაც, ბოლოს, მამა პაისი სწორედ ნაწლავის სიმსივნით დაავადდა და ასე გარდაიცვალა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2024, 04:06 PM

"თეაგენიონის" საავადმყოფოში კიბოთი დაავადებული ავადმყოფი იწვა, სახელად მ. ლამბიოსი, წარმოშობით ქალაქ ტრიკალადან. ავადმყოფისგან ისე საშინლად დასუსტდა, ძვლები და ტყავიღა იყო დარჩენილი. მას ფეხზე წამოდგომა აღარ შეეძლო და ინვალიდის ეტლზე იყო მიჯაჭვული.

დაჟინებული მცდელობის შემდეგ ამ კაცის ცოლმა მოახერხა ბერი პაისისთან შეხვედრა. ბერმა უთხრა, რომ ლამბროსი გამოკეთდებოდა, ჩავიდოდა მშობლიურ ტრიკალაში, მოინახულებდა ოჯახს და გაიხარებდა, თუმცა ამის შემდეგ მალევე შეუბრუნდებოდა ავადმყოფობა და მოკვდებოდა. ლამბროსის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ადამიანური ლოგიკით სიტუაციის ისეთი განვითარება, როგორც მამა პაისი ამბობდა, გამორიცხული იყო. თუმცაღა, ყოველივე ისე მოხდა, როგორც ბერმა წინასწარ თქვა: ლამბროსი ფეხზე წაოდგა, გამოჯანსაღდა, ოჯახი უკანასკნელად ანუგეშა, მერე კი ისევ ავად გახდა და დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ გარდაიცვალა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 12:25 PM

"ქალბატონი მ.: "რამდენიმე წლის წინ, როცა მამა პაისი [ათონელი] ჯერ ცოცხალი იყო, ავად გავხდი. ამოვიჭერი პატარა სიმსივნე. ჩემი ვაჟი მივიდა მასთან და უამბო ჩემზე. მამა პაისმა უთხრა, რომ კარგად ვიქნებოდი. სიმსივნე ავთვისებიანი აღმოჩნდა. ექიმებმა მითხრეს, რომ თუ ერთ დღეში სისხლდენა არ შეწყდებოდა, კვლავ საოპერაციო ვიქნებოდი. ჩემი შვილი ისევ მივიდა მამა პაისთან, მან დაამშვიდა და სკვნილი გამოიტანა, თან დააბარა ჩემთან, რომ ამ სკვნილით მელოცა. მეშვიდე დღეს, თუმცა მამა პაისი ათონზე იყო, საავადმყოფოში დავინახე ჩემს გვერდით, მადლობის გადახდაც ვერ მოვასწარი და გაუჩინარდა. სისხდენა შემიწყდა და ანალიზებმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა. არაფერი გამიკეთებია, არც ქიმიოთერაპია და არც აბები მიმიღია. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ "სუროტიში" შევხვდი მამა პაისს და მადლობა გადავუხადე, ჩემთან რომ მოვიდა. "მოვედი, შვილო ჩემო, რადგან ძლიერ იტანჯებოდი" - მიპასუხა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2024, 01:23 PM

"ბატონ მათე გოლიასის მოწმობა ქალაქ იანინიდან: "თებერვალი იდგა, როდესაც მე და ჩემმა მეგობარმა ბერი [ღირსი პაისი ათონელი] მოვინახულეთ. მასთან ჩვენი პრობლემებით მივედით. მახსოვს, დიდი თოვლი იდო. მე შარდის ბუშტი მტკიოდა და სისხლს ვშარდავდი. შარდის ბუშტში რაღაც პაპილომები აღმომიჩინეს, თუმცა, არ ვიცოდი, კიბო იყო ეს თუ კეთილთვისებიანი წყლული. "ტკივილები მაქვს, - გერონდა, - და როცა ვშარდავ, სისხლი მსდის", - ვუთხარი ბერს.

ჩემს მეგობარს კი საშინელი თავის ტკივილები ჰქონდა და ამის გამო, ორ სიტყვასაც ვერ უყრიდა თავს. ბერმა თავისი კალივის პატარა ეკლესიაში შეგვიყვანა. მან ამოიღო წმინდა არსენის წმინდა ნაწილები და მთელი ტაძარი ენითგამოუთქმელი კეთილსურნელებით აივსო. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ბერმა წმინდა ნაწილებით ჩემს მეგობარს ჯვარი გადასახა, მისი თავის ტკივილები გაუქრა. როცა ბერი საკურთხევლიდან გამოდიოდა ხელში წმინდა ნაწილებით და სკუფიის გარეშე, იგი ნათელით იყო გადავსებული და ფრიად ხარობდა. მე თვალებიდან წყაროს წყალივით მდიოდა ცრემლი. ბერმა ჯვარი გადამსახა და მითხრა: "შენ კიბოსი გეშინია, მაგრამ არა გაქვს კიბო. როდესაც სახლში დაბრუნდები, საავადმყოფოში მიდი და სთხოვე, ეგ პაპილომები მოგიწვან". მართლაც, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. ექიმმა მითხრა: "ყოველ ექვს თვეში მოგიწვავთ ამ წყლულს". თუმცა, სულ ერხელ გავიკეთე მოწვა და მეტი აღარ მივსულვარ ექიმთან; შარდის ბუშტის ტიკვილს მას შემდეგ აღარ შევუწუხებივარ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2024, 09:15 PM

"თუ ადამიანს კარგი სულიერი მდგომარეობა აქვს, ეს მის ხორციელ ტკივილს ამსუბუქებს. თუ მას ცუდი სულიერი მდგომარეობა აქვს, ეს ცუდი მდგომარეობა მის ჯანმრთელობასაც აუარესებს. ავიღოთ მაგალითად, კიბოთი დასნეულებული ადამიანი, რომელზეც ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. თუ მას ღმერთი სწამს და მხიარულ სულიერ ატმოფეროს შეიქმნის, შეუძლია, გაცილებით დიდხანს იცოცხლოს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 05:10 PM

"თუ დედები შვილებს ძუძუთი არ კვებავენ, მათ ორგანიზმში ანომალიები იჩენს თავს და ეს შესაძლოა კიბოთი და ძუძუს მოკვეთით დასრულდეს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 07:22 PM

" - წმიდაო მამაო, რა უფრო მძიმე გადასატანია, "ქიმიოთერაპია" თუ დასხივება?!

- უფრო მძიმე? ერთი მეორეს არ ჩამოუვარდება - "ქიმიოთერაპიაც" და დასხივებაც. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ყველა ეს პროცედურა მადას ართმევს. შენთვის კარგი კვებაა საჭირო, მაგრამ არაფრის ჭამა არ შეგიძლია, ექიმები კი გაძალებენ: "კარგად უნდა ჭამო!" ჭამით კი უნდა ჭამო, მაგრამ რა უნდა ქნა, თუკი ეს "ქიმიოთერაპიები" და დასხივებები მადას გაკარგვინებს და ცხედრად გაქცევენ?! როდესაც დასხივების კურსს გავდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთიანად ვიწვოდი, წყლის დალევა საერთოდ არ შემეძლო. წყალიც კი მეზიზღებოდა. მისგან გულისრევის შეგრძნება მეწყებოდა.

- წმიდაო მამაო, ოპერაციაზე ცოტა ადრე რომ დათანხმებულიყავით...

- მაინც, როგორ "ადრე"?! ჩემი გამოჯანმრთელებისათვის არც კი ვლოცულობ, რადგანაც, კიბო რომ მჭირს, ამის საშუალებით იმ ადამიანებთან ერთად ვიტანჯები, ვინც ტანჯვას განიცდის. მე უკეთ მესმის მათი, ვისაც სტკივა და მათ ტკივილს ვიზიარებ. მაგრამ, გარდა ამისა, ტკივილი სულიერად მეც მრგებს. მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ საკუთარი თავის მოვლა და სხვების დახმარება შემეძლოს. თუმცა, დაე ყველაფერი ისე იყოს, როგორც ღმერთს უნდა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2024, 09:10 PM

" - წმიდაო მამაო, სისხლის გათეთრებით დაავადებული ბავშვებიც ძალიან იტანჯებიან.

- ასეთ ბავშვებს ძალიან ეხმარება საღმრთო ზიარება. ბევრი ბავშვი საღმრთო ზიარებამ განკურნა კიდეც. ას ორმოცდამეხუთე ფსალმუნის წაკითხვისას ვევედრებით უფალს, რომ განკურნოს ისინი, ვინც სისხლდენით იტანჯებიან. ამ დროს სისხლის გათეთრებით დაავადებული ბავშვებისთვისაც ვილოცოთ. ასევე იმისათვის, რომ საავადმყოფოებში ყველა თალასემიით დაავადებული ბავშვისათვის საკმარისი სისხლი ჰქონდეთ. ეს ბავშვები იმ ყრმებზე მეტად იტანჯებიან, ჰეროდემ რომ გაწყვიტა. ადავადმყოფობისაგან გაწამებულ პატარა ბავშვებს დიდი საზღაური ელით, რადგანაც ისინი უცოდველები არიან. რომ იცოდეთ, იმ ქვეყნად რამდენ ბავშვს ვნახავთ მოწამეობრივად აღსრულებულ, ანგელოზების დასთან შერთულ ბეთლემში მოწყვეტილ ყრმებთან ერთად. ორი თვის ჩვილს ოპერაციას და ნემსებს უკეთებენ, წვეთოვანს უდგამენ! როგორ გინდა, რომ ამ ნამცეცა ხელზე ვენა მოძებნო?! მათ კი უკეთებენ და უკეთებენ ნემსებს. ბავშვს თავის ტვინის სიმსივნე აქვს და მას ასხივებენ, პატარა თავი უზარმაზარ ელექტრო სადენებს შორის დევს. უფროსებსაც კი არ შეუძლიათ ასეთი რამის გადატანა და რაღა ითქმის ბავშვებზე?!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2024, 04:28 PM

როგორ კურნავს პატერ იუსტინე კიბოს ბოლო სტადიას

"არავინ დაგაჯეროთ, რომ კიბო არ იკურნება.

მისგან თავის დასაღწევად, მხოლოდ რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო.

პირველი: ეს არის ხორცის მთლიანად ამოღება რაციონიდან.

კიბოს უჯრედების კვება ხდება პროტეინებით.

მეორე: აუცილებელია გაზიან სასმელებზე უარის თქმა,

მესამე: ტკბილეული და ყველაფერი, რაც შაქარს შეიცავს, უნდა შეწყვიტოთ.

რადგანაც დაავადებული უჯრედების კვება ხდება მათი წყალობით და არა მარტო კვება, გამრავლებაც!!!

მეოთხე გახლავთ მარხვის დაცვა. დაახლოებით 12 საათი მიიღეთ საკვები მომზადების გარეშე. უმი, გადაუმუშავებელი ხილ-ბოსტნეულის წყალობით სისხლის მოლეკულებში წარმოქმნება ენზიმო, ეს არის ჰორმონი, რომელიც შლის და ანადგურებს სიმსივნის დაავადებულ უჯრედს.

კარგია დიეტის დაცვასთან ერთად სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაც. მიუტევეთ ყველას მთელი გულით.

როცა მარხვას დაასრულებთ, მიიღეთ ცოტა მშრალი პური, ხილი და ბოსტნეული.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ:

მოერიდეთ ცეცხლზე მომზადებულ საკვებს.

ახლა კი ყველაზე უმთავრესი...

კარგია კანდელიდან აღებული ცხელი ზეთით (ყურადღება მიაქციეთ ცხელი ზეთი) დაიზილოთ სხეულის ნაწილები.

მონასტრებიდან წამოიღეთ ზეთი, ან იქვე ეკლესია-მონასტრებში გააკეთეთ ეს. დილით გაღვიძებისთანავე სეფისკვერს დაასხით ნაკურთხი წყალი და აბივით გადაყლაპეთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2024, 06:22 PM

"მოზარდებს 9 წლიდან საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო პაპილომა ვირუსის ვაქცინით ცრიან და მშობლებს ატყუებენ, რომ დაიცავს მათ შვილებს ყველანაირი კიბოსგანო (რაც აღმაშფოთებელი სიცრუეა). იმას კი არ ეუბნებიან, რომ საშინელი გართულებების გამოწვევა შეუძლია მას. მათ შორის უშვილობისა, დამბლებისა და კრუნჩვებისა"

/მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემისკოსი თინათინ თოფურია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2024, 09:38 PM

"თბილისის მცხოვრებმა ლია გონჩაროვამ ონკოლოგიური ოპერაცია გაიკეთა. როგორც ჩანს, გარკვეული დროის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია იყო მოსალოდნელი. საბრალოს ფეხები გაუსივდა, ეწვოდა, სიარული თითქმის არ შეეძლო. ერთხელ მას თვალში მოხვდა აკადემიკოს ი. ა. კასირსკის სტატია მოგონებებით მთავარეპისკოპოს ლუკას [ვოინო-იასენეცკი] შესახებ. მან ჩათვალა, რომ მეუფის მეტს მისი შველა არავის შეეძლო. იგი სიმფეროპოლში ჩავიდა, მთავარეპისკოპოსის საფლავზე ილოცა და მაშინვე იგრძნო შვება ფეხებში და შინაგანი სულიერი სიმშვიდე დაეუფლა. შეშუპებამ გაიარა, ახლა მას მსახურებაზე დგომა შეუძლია და ბევრსაც დადის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2024, 02:44 PM

"ერთხელ მეუფესთან [წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი] მივიდა ქალი თავის 12 წლის ვაჟიშვილთან ერთად. ბიჭს ყელზე უზარმაზარი სიმსივნე ჰქონდა, რომელიც მკერდამდე ეკიდა. ექიმები დაჟინებით ურჩევდნენ ოპერაციას, მაგრამ წმიდა მამამ გასინჯვის შემდეგ გაიღიმა და უთხრა: "არანაირი ოპერაცია. სამი დღის შემდეგ შემოიარეთ". სამი დღის შემდეგ მადლიერმა ქალმა სრულიად გამოჯანმრთელებული შვილი მღვდელმთავარს დასალოცად მიუყვანა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2024, 03:35 PM

"ნ.ფ. 14 წლის ყმაწვილი. მას ლიმფური ჯირკვლების კიბო ჰქონდა, გაიარა ქიმიოთერაპიული მკურნალობა მთელი თავისი კლასიკური შედეგებით და მკურნალობის დასრულების სტადიაში იყო. ახლადწარმოქმნილი სიმსივნე იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ავადმყოფობამ ახალი ძალით იფეთქა. მკურნალმა ექიმებმა პარასკევს კონსილიუმი მოიწვიეს და გადაწყვიტეს, ორშაბათიდან სასწრაფოდ განეახლებინათ ქიმიოთერაპია. მდგომარეობა გამოუვალი იყო; მშობლები მთლიანად ღვთის წინაშე ლოცვაში ჩაეფლნენ; ჩვენი სავანის დედებს სთხოვდნენ, ღვთის წინაშე ელოცათ მათი ერთადერთი ვაჟიშვილის გამოჯანმრთელებისთვის. დედები, რომლებიც განსაკუთრებით დიდ პატივს მიაგებდნენ წმიდა მკურნალ ლუკას [ვოინო-იასენეცკი], შუამდგომლობას სთხოვდნენ მას ღვთის წინაშე და გატანჯულ მშობლებს მცირეოდენი ნუგეში გაუგზავნეს - წმიდანის ხატი და ცოტაოდენი მიწა მისი საფლავიდან.

ორშაბათ დილით ხელახალი ანალიზები აუღეს, რომელიც მოულოდნელად დიამეტრალურად საწინააღმდეგო აღმოჩნდა. ავადმყოფობის არც ერთი ნიშანი არ გამოვლინდა, სიმსივნე გაქრა. მკურნალი ექიმები თავიანთ გაოცებას არ მალავდნენ; მათ დაამოწმეს ახალი მონაცემები და იძულებულნი იყვნენ, შეეცვალათ ავადმყოფობის დასკვნა და ნ.ფ. სრულიად ჯანმრთელი გამოეწერათ საავადმყოფოდან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2024, 06:37 PM

"1996 წლის მაისში ჩემი ქმრის ნათესავი ქალი მძიმედ დაავადდა. თავდაპირველად ყველაფერი ისე იყო, როგორც მწვავე გაციების დროს მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, რომელიც რამდენიმე დღის განმვალობაში ვერ დაუწიეს. როდესაც სიცხით გაწამებული ქალი ბალაკლავის საავადმყოფოში დააწვინეს, საშინელი დიაგნოზი დაუსვეს: ფილტვების კიბო!

სევასტოპოლის სხვადასხვა საავადმყოფოებში შემდგომმა გამოკვლევებმა დაადასტურა დიაგნოზი, უფრო მეტიც, მიეცა კვალიფიკაცია, როგორც მისი მძიმე და სწრაფად განვითარებადი ფორმა. ექიმებმა ოპერაციის გაკეთებაც კი უაზრობად მიიჩიეს, მაგრამ ნათესავების დაჟინებული თხოვნით მაინც მისცეს მიმართვა რესპუბლიკურ ონკოლოგიურ საავადმყოფოში მარინიოში, სადაც იგი ივლისის ბოლოს მოათავსეს.

უნდა ითქვას, რომ ეს ქალი ათეისტურ წრეში გაიზარდა, საბჭოთა პერიოდში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და რელიგიისაგან შორს იყო, თუმცა ბავშვობაში მონათლეს. არ ვიცოდი, როგორ გავსაუბრებოდი მას ღმერთზე, მაგრამ მუდამ ვუკეთავდი წირვას მის სახელზე, წმიდა ლუკას [ვოინო-იასენეცკი] დაუჯდომელს ვუკითხავდი და მის გამოჯანმრთელებას ვთხოვდი. როდესაც კიდევ ერთხელ მივედი შეკვეთილი წირვის სათხოვნელად, ყოვლადწმიდა სამების ტაძრის მსახურმა ქალმა მითხრა:

- რატომ ლოცულობთ მისთვის ასე დაუსწრებლად? იგი თვითონ უნდა მოვიდეს, აღსარება თქვას და ეზიაროს.

რადგან გალინა ამ დროს უკვე სიმფეროპოლში იყო, საავადმყოფოში მის სანახავად წავედი, წავუღე ლოცვანი, აგრეთვე წიგნი - "სული, სამშვინველი, სხეული", ვუამბე წმიდა ლუკას შესახებ - რომ მისი წმიდა ნაწილების თაყვანისცემა შესაძლებელი იყო და ისიც, რაც სიმფეროპოლის მსახურმა მითხრა. მიუხედავად იმისა, რომ გალინა თავს ძალზე სუსტად გრძნობდა, მაინც გადაწყვიტა, მეორე დღესვე წასულიყო ტაძარში წმიდა ლუკას ნაწილების თაყვანისცემისათვის.

3 აგვისტოს იგი ტაძარში მივიდა, წმიდა ნაწილებს თაყვანი სცა, გაესაუბრა მამა პეტრეს, რომელმაც მეორე დილით წირვაზე ზიარება ურჩია. 4 აგვისტოს იგი პირველად ეზიარა წმიდა საიდუმლოებას.

5 აგვისტოს კი დანიშნული იყო გენერალური გამოკვლევა მომავალი ოპერაციის თარიღისა და დეტალების დასაზუსტებლად. სწორედ ამ გამოკვლევამ სრულიად მოულოდნელად და ავადმყოფისა და მისი ახლობლების სასიხარულოდ გააუქმა ყველა წინა გამოკვლევის შედეგები - დიაგნოზი არ დადასტურდა!

რასაკვირველია, იგი გარკვეული ხნით საავადმყოფოში დატოვეს და ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციაც გაუკეთეს. შემდეგ სევასტოპოლის საავადმყოფებში არაერთი გამოკვლევა ჩაუტარდა: ექიმები ხელებს შლიდნენ - კიბოს კვალიც კი არსად ჩანდა!

ამჟამად გალინა გრიგოლის ასული კალგო გაზეთ "სევასტოპოლის დიდების" რედაქციაში მუშაობს და მადლობს ღმერთს თავისი სასწაულებრივი განკურნებისათვის".

/ელენე ჟურავსკაია, ქ. სიმფეროპოლი/


მინდა გითხრათ, რომ წმიდა ლუკა ვოინო-იასანეცკის ახალდაწერილი ხატი, მასში წმინდა ნაწილით, შეგიძლიათ მოილოცოთ დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის დასაწყისში, ასიათასი მოწამის სახელობს ტაძარში (წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი). wub.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)