მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები., მსგავსებანი და განსხვავებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები., მსგავსებანი და განსხვავებანი |
sergi_glaxa |
May 20 2008, 11:52 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
დღესდღეისობით საღვთო წერილი ოთხ სახარებას წარმოგვიდგენს, რომელიც კანონიკურად არის მიჩნეული და რომელშიც მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრება, მსახურება და ღვაწლია ასახული.
თითოეული სახარების ავტორი თავისებურად აღგვიწერს უფლის ცხოვრებას და თითოეული მათგანი თავისებურად საინტერესოა. არის საკითხები რომელიც ერთ სახარებაში გვხვდება და მეორეში არა, ან ერთში სრულადაა და მეორეში არასრულად გადმოცემული. მივყვეთ ამაზე საუბარს და დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესოს აღმოვაჩენთ. |
კანუდოსელი |
May 20 2008, 11:57 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კარგი თემაა და მაშინ მოდი დავანაწევრებ:
დღესდღეისობით საღვთო წერილი ოთხ სახარებას წარმოგვიდგენს ასე არ იყო რამდენიმე საუკუნე, როდესაც ქრისტიანთა თემებში სხვადასხვა ნუსხა იყო სახარებებისა. რამ გამოიწვია ახალი აღთქმის კოდექსის ჩამოყალიბება? თითოეული სახარების ავტორი . საიდან ვიცით რომ მათი ავტორები ისინია, ვინც მიიჩნევა? თავად სახარებაში ეს არ წერია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
sergi_glaxa |
May 20 2008, 12:00 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
კარგი თემაა და მაშინ მოდი დავანაწევრებ: ასე არ იყო რამდენიმე საუკუნე, როდესაც ქრისტიანთა თემებში სხვადასხვა ნუსხა იყო სახარებებისა. რამ გამოიწვია ახალი აღთქმის კოდექსის ჩამოყალიბება? საიდან ვიცით რომ მათი ავტორები ისინია, ვინც მიიჩნევა? თავად სახარებაში ეს არ წერია მე როცა ავტორებს ვამბობ ვგულისხმობ იმას თუ ვისი სახელებით იწოდება.... ხო და საინტერესო იქნება დავწეროთ როგორ იყო საუკუნეების წინ... მე პირადად უფრო მეტ ინფორმაციას დავდებ იოანეს სახარებაზე. |
კანუდოსელი |
May 20 2008, 12:02 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მე როცა ავტორებს ვამბობ ვგულისხმობ იმას თუ ვისი სახელებით იწოდება.... მეც ვგულისხმობ, თუ რატომ იწოდება მათედ და არა ბარნაბად? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
May 20 2008, 12:10 PM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ციტატა საიდან ვიცით რომ მათი ავტორები ისინია, ვინც მიიჩნევა? თავად სახარებაში ეს არ წერია იოანეს სახარებაში ხომ წერია? "ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია." (ინ. 21;24) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
May 20 2008, 12:12 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი იოანეს სახარებაში ხომ წერია? "ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია." (ინ. 21;24) საიდან ჩანს რომ იოანეა ის, რომელიც მოწმობს? ანუ ერთის მხრივ კი, ისე გამოდის, რომ იოანეს უნდა ეხებოდეს, მაგრამ "ვინც დაწერა ეს" არ ნიშნავს ცალსახად რომ მთელი დაწერილი მისია...რადგან იოანეს სახარების ანალიზი აჩვენებს, რომ რამდენიმე რედაქცია განიცადა...თუმცა ცხადია მართალი ხარ, აქ ყველაზე მეტი ხელმოსაკიდია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
May 20 2008, 12:14 PM
პოსტი
#7
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ლოგიკური ბმულით 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. სხვა მახარებლები აღწერენ, რომ "ის ვინც უყვარდა", "ის ვინც მის მკერდს მიეყრდნო" იყო იოანე.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
May 20 2008, 12:18 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანონისტი
ნუ, პრინციპში გეთანხმები, მაგრამ რას იტყვი სინოპტიკურ სახარებებზე? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
sergi_glaxa |
May 20 2008, 12:28 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
იოანეს სახარებაში ვფიქრობ რომ მართლაც იოანეა ავტორი და მოვიყვან ამის მტკიცებულებებს
რამდენიმე მტკიცებულება, თუ რატომ სეიძლება იყოს იოანე იოანეს სახარების ავტორი: სავარაუდოდ ებრაელი იყო, რადგან კარგად იცნობს ებრაულ ტრადიციებს და საერთოდ მათ ყოფა ცხოვრებას, ავტორი სავარაუდოდ თვითმხილველია იმ ფაქტებისა რასაც წერს..იგი ხშირად სახელებით იხსენიებს ამ სახერების პერსონაჟებს..სავარაუდოდ პირადადაც იცნობდა მათ. ასევე ამ სახარების ავტორი მოწაფეთა რიგებიდან უნდა ყოფილიყო..ის კარგად ცნობდა მოწაფეებს ასევე აღსანიშნავია, რომ ადრეული ქრისტიანი მწერლების ეგნატესა ( A.D.107-115) და იუსტინეს ( 150) ნაწერებში ჩანს, რომ მათ იცოდნენ იოანეს სახარების შესახებ, თუმცა ისინი არაფერს ამბობენ მისი ავტორის შესახებ. იოანეს ავტორობასთან დაკავშირებით ყველაზე საფუძვლიან მტკიცებულებას ირინეოსი (A.D.140-203) იძლევა. ის ხაზს უსვამს, რომ სამი სახარების დაწერის შემდეგ “მაცხოვრის მოწაფემ იოანემ, რომელმაც ასევე თავი მიაყრდნო მაცხოვრის მკერდზე, თავად დაწერა სახარება ეფესოში, აზიაში ცხოვრების დროს” |
sergi_glaxa |
May 20 2008, 03:30 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
კანონისტი ნუ, პრინციპში გეთანხმები, მაგრამ რას იტყვი სინოპტიკურ სახარებებზე? კანუდოსამ ახსენა სინოპტიკური სახარებები..თუკი ვინმემ შეიძლება არ იცოდეს, ვიტყვი, რომ სინოპტიკურ სახარებებად იწოდება: მათე, მარკოზი და ლუკას სახარებები. ეს სახარებები ზალიან ჰგავს ერთმანეთს. მათში მსგავსი ფაქტებია ჩაწერილი მეტ-მაკლები დეტალებით. იოანეს სახარება მათგან განსხვავებულ ფაქტებს აღწერს მეტწილად. |
დავით ივერიელი |
May 20 2008, 11:23 PM
პოსტი
#11
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ძალიან საინტერესოა, ოთხივე სახარების დასაწყისი. მათე იწუყებს ქრისტეს გენეოლოგიით, მარკოზი იოანზეს მოღვაწეობით (ფაქტებით), ლუკა საკმაოდ საინტერესო შესავლით სადაც ვიგებთ, რომ სხვებმაც აღწერეს ეს ამბავი და საბოლოოდ იოანე ყველაზე სპეციფიურ, სახე-სიმბოლოების მეთოდს იყენებს და ამბობს: "პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღვთისათანა."
ვფიქრობ, ოთხივე სახარეაბის დასაწყსისი მიუთითებს მათ სტილურ განსხავავეულობაზე რაც თავისთავად მეტყველებს ავტორთა განათლებასა და ხედვის რაკურსზე... ზოგადად შეიძლება ვივიარაუდოდ ისიც, რომ თითოუელი ეს სახარება, დაიწერა კონკრეტული ტიპის საზოგადოებისათვის... -------------------- მერე რა რომ . . .
|
sergi_glaxa |
May 21 2008, 10:33 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მათე- თორმეტმოწაფეთაგან ერტ ერთი. ამიტომაც იგი არის თვითმხილველი იმ ფაქტებისა რაც მის სახარებაშია ჩაწერილი. მის სახარებაში ყურადღება უფრო მეტად გამახვილებულია იესოს სწავლებებზე ცატა სასუფევლის შესახებ.
მარკოზი- სავარაუდოდ პეტრე მოციქულის სულიერი სვილი (1პეტტრე 5:13) მიჩნეულია, რომ მარკოზმა პეტრესგან მონათხრობის მიხედვით დაწერა ეს სახარება. ლუკა- ექიმი, პავლეს თანამშრომელი (კოლ. 4:14) მიიჩნევა, რომ ლუკას ერთად ააქვს შეკრებილი იესოს მიერ მოხდენილი საქმეების თვითმხილველთა მონათხრობი. უნდა აღინიშნოს რომ იესოს შობის დეტალები არსად ისე დეტალურად არ არის აღწერილი როგორც ლუკას სახარებაში. შეიძლება იმის გამო რომ ლუკა ექიმი იყო... იოანე- ერთერთი მოწაფეთაგანი თორმეტთაგან. ამიტომაც თვითმხილველი ამ სახარებაში ჩაწერილი ფაქტებისა . რადგანაც იოანემ სხვა სახარებების ავტორებზე დიდხანს იცოცხლა, შესაძლოა მან იცოდა ამ სახარებებში ჩაწერილის შესახებ და მან თავის სახარებაში ისეთი საკითხების შესახებ დაწერა, რომელიც წინა სახარებებში არ იყო ჩაწერილი. |
afxazi |
May 21 2008, 11:51 AM
პოსტი
#13
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
დავით ივერიელი
ციტატა ზოგადად შეიძლება ვივიარაუდოდ ისიც, რომ თითოუელი ეს სახარება, დაიწერა კონკრეტული ტიპის საზოგადოებისათვის... ეს კატეგორიულად გამორიცხულია. მთლიანად ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე დაიწერა იმ მიზეზით რომ საღვთო გამოცხადება არა რომელიმე კონკრეტული ერისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
sergi_glaxa |
May 21 2008, 11:55 AM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
დავით ივერიელი ეს კატეგორიულად გამორიცხულია. მთლიანად ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე დაიწერა იმ მიზეზით რომ საღვთო გამოცხადება არა რომელიმე კონკრეტული ერისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. დაწერა კონკრეტული ერისათვის არ მგონია გულისხმობდეს იმას რომ სხვა ერს არ შეუძლია ამ სახარების გამოყენება |
afxazi |
May 21 2008, 11:58 AM
პოსტი
#15
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
sergi_glaxa
ციტატა დაწერა კონკრეტული ერისათვის არ მგონია გულისხმობდეს იმას რომ სხვა ერს არ შეუძლია ამ სახარების გამოყენება თუმცა თქვენ ვერ დამიდასტურებთ იმ ფაქტს რომ რომელიმე სახარება კონკრეტული ერის მისამართით დაიწერა, მხოლოდ და მხოლოდ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
sergi_glaxa |
May 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
afxaz
მე არავის არაფერს არ ვუდასტურებ. გარდა ამისა მათეს სახარება როგორც ვიცი არ დაწერილა ბერძნულად არამედ ებრაულად...და მგონი არც სხვა სახარებები... გარდა ამისა ებრაელთა, რომელთა ეფესოელთა წერილები კონკრეტული ეკლესიის მიმართ დაიწერა, მაგრამ მათ ყველა იყენებს...და იყენებდა ასე რომ კონკრეტულის მიმართ დაწერა არ ნიშნავს რომ სხვას ეკრძალება გამოყენება |
დავით ივერიელი |
May 21 2008, 05:15 PM
პოსტი
#17
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ციტატა დაწერა კონკრეტული ერისათვის არ მგონია გულისხმობდეს იმას რომ სხვა ერს არ შეუძლია ამ სახარების გამოყენება ციტატა გარდა ამისა ებრაელთა, რომელთა ეფესოელთა წერილები კონკრეტული ეკლესიის მიმართ დაიწერა, მაგრამ მათ ყველა იყენებს...და იყენებდაასე რომ კონკრეტულის მიმართ დაწერა არ ნიშნავს რომ სხვას ეკრძალება გამოყენება ისა და უკაცრავად სადმე ვთქვი სხვა ერმა არ უნდა გამოიყენოს მეთქი? -------------------- მერე რა რომ . . .
|
sergi_glaxa |
May 21 2008, 05:19 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
|
q-e-T-i |
May 21 2008, 09:38 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
-------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
ქევანა |
Mar 26 2009, 01:16 AM
პოსტი
#20
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
რა საინტერესო თემა ყოფილა
სხვათაშორის მეც მაკვირვებდა ის რომ ოთხივე სხვადასხვანაირად გადმოცემს ქრისტეს ცხოვრებას.. არ გააგრძელებთ? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th April 2024 - 03:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი