თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ხელოვნება _ კალიგრაფიის, მინიატურისა და ხატწერის სასწავლო კურსი

პოსტის ავტორი: IconPainter თარიღი: Oct 2 2011, 08:43 PM

თანამედროვე მსოფლიოში მატულობს მოთხოვნა ხატწერის, მინიატურისა და კალიგრაფიის ხელოვნებაზე. პოტენციურ დაკვეთებთან ერთად, ეს შემოქმედება სულის სიმშვიდისა და სიღრმისეული ცოდნის მომტანია.

1. თანამედროვე კალიგრაფები მუშაობენ საგამომცემლო და სარეკლამო დიზაინის სფეროში. მათ ნაშრომს ვხედავთ წამყვანი ფირმების ლოგოტიპებზე და ძვირფასი პროდუქციის ეტიკეტებზე. კალიგრაფიული წარწერები პრესტიჟთან და ესთეტიკასთან ასოცირდება, რაც დამკვეთი ფირმის მარკეტინგში კარგ შედეგს იძლევა.

2. მინიატურისა და ორნამენტის ხელოვნების ფლობა, კომპიუტერულ ხანაშიც კი შეუცვლელია წიგნის ილუსტრირებისას და ტიპოგრაფიული გამოცემების დიზაინზე მუშაობისას.

3. ხატწერა აერთიანებს კალიგრაფიის, მინიატურისა და ორნამენტის ტექნიკის ფლობას და ყოველივეს მართავს სულიერი სიწმინდისა და სიმტკიცის წინამძღვრობით.

სასწავლო პროგრამა

მოქმედია მხოლოდ სრული კურსი, რომლისთვისაც გაიცემა სერთიფიკატი და შერჩეულია სასწავლო დისციპლინები:

90 წუთიანი მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ. სულ 32 გაკვეთილი 4 თვის განმავლობაში. მიიღებიან ნებისმიერი ასაკის ნიჭიერი პიროვნებები.

ანგარიშსწორება ხდება კურსის დასაწყისში სტუდიის საბანკო ანგარიშზე თანხის 50%-ის და შუალედში 50%-ის ჩარიცხვით. საერთო ღირებულებაა 400 ლარი.

გაკვეთილების დინამიკა, შემადგენელი ნაწილები და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://chaganava.com/school_calligraphy.html

გმადლობთ!

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 3 2011, 10:10 PM

სიამოვნებით ვივლიდი.
ჩვენ ვსწავლობდით "შრიფტს" და შედიოდა: კალიგრაფია, ორნამენტი და მსგავსი ნიმუშები.
როგორ მიყვარდა ეს ლექციები! wub.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)