გამოჩენილი და ისტორიული პიროვნებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოჩენილი და ისტორიული პიროვნებები |
ნათია |
Sep 24 2007, 12:14 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - ხუფუ, ხეოფსი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 2589-2566 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - IV დინასტიის III ფარაონი. ააშენა დღემდე მოღწეული საოცრება - ხეოფსის პირამიდა. ვებ გვერდი: http://en.wikipedia.org/wiki/Khufu პიროვნება: - ამენემჰეტ III ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1849-1800 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - XII დინასტიის ფარაონი. მას მიაწერენ ძველი ეგვიპტის მეორედ გაფურჩქვნის პერიოდს. ბერძნები თვლიდნენ, რომ მან ააშენა უზარმაზარი შენობა ფაიუმეში, "ლაბირინთი", რომელიც სტრაბონის მიერ არის აღწერილი. სავარაუდოდოდ მის დროს არის შექმნილი ცნობილი მათემატიკური პაპირუსი "რაინდა". ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Amenemhat_III პიროვნება: - ჰამურაბი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1792-1750 ქვეყანა: - ბაბილონი მნიშვნელოვანი ფაქტები: - დინასტიის VI მეფე. დღემდე მოაღწია მისმა წერილობითმა (ქვაზე) კანონებმა . ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Hammurabi პიროვნება: - ლაბარდა I ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1680-1650 ქვეყანა: - თურქეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ხეთების I მეფე. ხეთების ძველი სამეფოს დამაარსებელი მცირე აზიაში ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Labarna_I პიროვნება: - ხათუსილი I ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1650-1620 ქვეყანა: - თურქეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ხეთების II მეფე. გაგრძელა დაპყრობითი ომები და გააფართოვა სამეფო სირიამდე ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Hattusili_I პიროვნება: - იაჰმეს I ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1584-1559 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - ფარაონი. XVIII დინასტიის და ახალი სამეფოს დამაარსებელი. გააძლიერა ქვეყანა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Ahmose_I პიროვნება: - თუტმოს III ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1502-1448 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - XVIII დინასტიის VI ფარაონი. მსოფლიოში I ცნობილი დამპყრობი და სამხედრო გენია. იწოდება – ძველი მსოფლიოს ნაპოლეონად ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Thutmose_III პიროვნება: - ამენჰოტეპ III ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1405-1369 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - XVIII დინასტიის IX ფარაონი. ფარაონ ტუტმოს IV შვილი და ფარაონ ეხნატონის მამა. ითვლება ყველაზე დიდ ფარაონ-მშენებლად და ყველაზე მშვიდობისმოყვარე ფარაონად. მხოლოდ ერთხელ ილაშქრა ნუბიაში. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Amenhotep_III პიროვნება: - ეხნატონი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1368-1351 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - XVIII დინასტიის IX ფარაონი-რეფორმატორი. ცოლად ყავდა ნეფერტიტი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Akhenaten პიროვნება: - სუფილულიუმა I ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1380-1335 ქვეყანა: - თურქეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ხეთების უდიდესი მეფე. დაიწყო ეგვიპტესთან ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Suppiluliuma_I პიროვნება: - მურსილი II ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1368-1351 ქვეყანა: - თურქეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ხეთემის მეფე. სუფილულიუმ I ვაჟი. მან წარმატებით გააგრძელა მისი საქმეები ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Mursili_II -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 24 2007, 12:54 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - სოლომონი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 965-928 ქვეყანა: - ისრაელი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ისრაელ-იუდეველთა III მეფე, დავითის შვილი. ლეგენდარული და ძლიერი მეფე. ბიბლიის ცალკეული ფსალმუნების ავტორი. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Solomon პიროვნება: - სემირამიდა (შამურამიტა) ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 809-806 ქვეყანა: - ასურეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ასურეთის ლეგენდარული დედოფალი, რომელმაც ეშმაკურად მოკლა თავისი ქმარი - მეფე ნინი და ერთმართველი გახადა. ხშირად არასწორად მიაწერენ სემირამიდას ბაღების აშენებას, რომელიც ორი საუკუნის შემდეგ შეიქმნა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Semiramis პიროვნება: - ჰომეროსი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: -VIIIს ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ძველი ბერძენი პოეტი-მთხრობელი. “ილიადას” და ”ოდისეას” ავტორი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Homer პიროვნება: - რომულუსი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: -754-717 ქვეყანა: - რომი მნიშვნელოვანი ფაქტები: - რომის დამაარსებელი და პირველი მეფე. ქალაქის ადგილმდებარეობის არჩევასთან დაკავშირებით შემოაკვდა ძმა რემუ და მის საპატივცემულოდ დაარქვა ქალაქს სახელი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Romulus_and_Remus პიროვნება: - ტიგლა-ფილესერი III ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: -745-727 ქვეყანა: - ასურეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - გამოჩენილი მეფე, რომლის დროსაც დაიწყო ასურეთის ხელმეორე აღმავლობა. გაანადგურა ურარტუ ვებ გვერდი: -http://en.wikipedia.org/wiki/Tiglath-Pileser_III პიროვნება: - სარგონ II ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: -722-705 ქვეყანა: - ასურეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ძლიერი მეფე. გაანადგურა ისრაელები. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Sargon_II პიროვნება: - ნაბუხოტონოსორ II ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 604-562 ქვეყანა: - ბაბილონი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ბაბილონის ყველაზე ცნობილი მეფე დაიპყრო იუდეა და იერუსალიმი. თავისი ცოლისთვის, რომელსაც საკუთარი ამწვანებული ქვეყანა ენატრებოდა გააშენა ბაბილონის ბაღები - მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Nebuchadrezzar_II პიროვნება: - კიაქსარი (უვახშატრა) ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 624-584 ქვეყანა: - ირანი მნიშვნელოვანი ფაქტები: - მიდიის მეფე. ბაბილონელებთან ერთად გაანადგურა ასურეთი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Cyaxares პიროვნება: - სიდჰარტა გაუტამა (ბუდა) ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 563-483 ქვეყანა: - ინდოეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ბუდა, ბუდიზმის დამაარსებელი – ინდოეთის სულიერი მასწავლებელი. ინდოეთში მდებარე ძველი ქვეყნის - მაგადჰის მეფისწული, 29 წლისამ უარი თქვა ყველაფერზე. აღიარა, რომ მთავრი და აუცილებელი მხოლოდ სრული გამოღვიძებაა (ნირვანა) ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Gautama_Buddha პიროვნება: - სოლონი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 594-560 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ათენის არქონტი (მმართველი)- რეფორმატორი. საბერძნეთში ბრძენთა შვიდეულში ასახელებენ ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Solon პიროვნება: - იაჰმეს II (ამასის II) ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 566-525 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - ფარაონი. უბრალო წრიდან გამოსულმა მხედართმთავარმა ჩამოაგდო წინამორბედი ფარაონი აპრისი და განამტკიცა ეგვიპტე ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Amasis_II პიროვნება: - კიროს II დიდი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 558-530 ქვეყანა: - ირანი მნიშვნელოვანი ფაქტები: - იმპერატორი. სპარსეთის აქიმედინების იმპერიის დამაარსებელი. ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Cyrus_the_Great -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 24 2007, 01:31 PM
პოსტი
#3
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - პითაგორა სამოსელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 570-490 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თეორემის ავტორი. მას შეცდომით მიაწერენ ოლიმპიურ თამაშებში - კრივში გამარჯვებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Pythagoras პიროვნება: - დარიოს I ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 522-486 ქვეყანა: - ირანი მნიშვნელოვანი ფაქტები: - იმპერატორი. კიროს II ღირსეული შთამომავალი. მხედართმთავარი. დიდი დამპყრობი. რეფორმატორი. შემოიღო ფული. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Darius_I_of_Persia პიროვნება: - კონფუცი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 551-479 ქვეყანა: - ჩინეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი-ფილოსოფოსი. ისტორიული წყაროების მიხედვით თვლიან, რომ კონფუცი და ლაო ძი ერთი და იგივე პიროვნებაა, რადგან ლაო ძისადმი მიწერილი შრომების ავტორი ზუსტად დადგენილი არ არის. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Confucius პიროვნება: - ათემისტოკლე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 524-459 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ათენის მმართველი და მხედართმთავარი. ათენს შემოავლო კედელი. შექმნა ფლოტი. დაამარცხა სპარსელები. მის წარმატებულ საქმიანობას უამრავი მტერი გამოუჩნდა. ბოლოს იძულებული გახდა სპარსელებთან გაქცევით ეშველა საკუთარი თავისთვი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Themistoc პიროვნება: - ლეონიდასი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 491-480 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - სპარტელთა ლეგენდარული და უშიშარი მეფე. ბერძენ-სპარსეთის ომში ბერძნების სარდალი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Leonidas_I პიროვნება: - ჰეროდიტე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 484-425 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - პირველი სერიოზული ისტორიკოსი საბერძნეთში ანუ მთელ დასავლეთ ცივილიზაციაში, რომელმაც აღწერა იმ დროინდელი მოვლენები. სამართლიანად იწოდება "ისტორიის მამად". ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Herodotus პიროვნება: - ჰიპოკრატე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 460-377 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ექიმი. “მედიცინის მამა”. ფილოსოფიისაგან გამოყო მედიცინა. დღესაც ყველა ექიმი სამედიცინო პრაქტიკის დაწყებისას დებს ჰიპოკრატეს ფიცს. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Hippocrates პიროვნება: - სოკრატე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 469-399 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ანტიკური ფილოსოფიის მიმართულების შემცვლელი. მატერიალიური ნატურალიზმის იდეალიზმის ფორმით შეცვლისთვის სიკვდილი მიუსაჯეს და საწამლავი ციკუტუ დაალევინეს. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Socrates -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 24 2007, 01:46 PM
პოსტი
#4
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - პერიკლე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 444-429 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ათენის ცნობილი მმართველი და ორატორი. ათენმა ინტელექტუალური განვითარების ზენიტს მიაღწია. აშენდა აკროპოლი, პართენონი და სხვა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Pericles პიროვნება: - დიოგენ სინოპელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 413-323 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ბერძენი ფილოსოფოსი. ასკეტიზმის მიმდევარი ცხოვრობდა კასრში. მაკედონელის პირობაზე ყველა თხოვნას შევასრულებო უპასუხა გაიწიე მზეს ნუ მიჩრდილავო. ბაზარში დღისით ფარანით ეძებდა ადამიანს. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Diogenes_of_Sinope პიროვნება: - პლატონი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 428-348 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი. სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს მასწავლებელი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Plato პიროვნება: - არისტოტელე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 384-322 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ფილოსოფოსი. მეცნიერი. ლოგიკის შემქმნელი. ალ. მაკედონელის აღმზრდელი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Aristotle პიროვნება: - ალექსანდრე მაკედონელი (ალექსანდრე დიდი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 356-323 ქვეყანა: - მაკედონია მნიშვნელოვანი ფაქტები: - მაკედონიის მეფე. ძველი მსოფლიოს უდიდესი მხედართმთავარი. უდიდესი იმპერიის შემქმნელი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიშალა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Alexander_the_Great პიროვნება: - სელევკე I ნიკატორი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 365-281 ქვეყანა: - მაკედონია მნიშვნელოვანი ფაქტები: - ა. მაკედონელის ერთ-ერთი დიადოხი (მემკვიდრე-ცხენოსანთა სარდალი). იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში დაარსა სელეკვიდების სახელმწიფო. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Seleucus_I_Nicator პიროვნება: - არქიმედე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 262-212 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - უდიდესი მათემატიკოსი და მექანიკოსი. მას ეკუთვნის შეძახილი “ევრიკა!” და ნათქვამი “მომეცით საყრდენი და მე გადავატრიალებ დედამიწას" ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Archimedes პიროვნება: - ჩანდრა-გუპტა ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 317-293 ქვეყანა: - ინდოეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ძველი ინდოეთის სახელმწიფო მაგადჰის მეფე. მაურიების დინასტიის დამაარსებელი. სამეფო ტახტის დასაკავებლად მოუხდა ნანდებთან და ბერძენთა გარნიზონებთან ბრძოლა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Chandragupta_Maurya პიროვნება: - აშოკა დიდი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 273-232 ქვეყანა: - ინდოეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - შემოიერთა ქვეყნები და გახდა გაერთიანებული ინდოეთის მეფე. მაურიების დინასტიის დამაარსებლის, ძველი ინდოეთის სახელმწიფოს მაგადჰის მეფე ჩანდრა-გუპტას შვილიშვილი. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Ashoka_the_Great პიროვნება: - ჰანიბალ ბარკა ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 218-183 ქვეყანა: - ფინიკია მნიშვნელოვანი ფაქტები: - უძველესი ხანის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. რომის დაუძინებელი მტერი. კართაგენის უკანასკნელი დამცველი. დამარცხების შემდეგ, რომაელების დევნისაგან თავის დასაღწევად საწამლავი დალია, რომელსაც ბეჭედში ატარებდა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Hannibal_%28Barcid%29 -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
კანონისტი |
Sep 24 2007, 01:47 PM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნათია
ციტატა პიროვნება: - რამზეს II ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1290-1224 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - ეგვიპტის უდიდესი ფარაონი. ეგვიპტური ცივილიზაციის განვითარების ზენიტი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Ramesses_II და, რამდენადაც ვიცი, მისი მმართველობის დროს დატოვეს იუდეველებმა ეგვიპტის მიწა წინასწარმეტყველ მოსეს წინამძღოლობით -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
marine |
Sep 24 2007, 01:47 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,000 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნათია
ნათი, ძალიან კარგი თემაა დიდი მადლობა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნათია |
Sep 24 2007, 02:05 PM
პოსტი
#7
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - ცინ შიხუანდი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 221-210 ქვეყანა: - ჩინეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - I იმპერატორი. ძვ.წ. 221წ. ჩამოაყალიბა პირველი ცენტრალიზებული სახელმწიფო და დასაბამი მისცა ციანების დინასტიას. მოახდინა დამწერლობის, ფულის ერთეულის, წონისა და სიგრძის საზომი სისტემების სტანდარტიზაცია. დაიწყო ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Qin_Shi_Huang პიროვნება: - უ დი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 140-87 ქვეყანა: - ჩინეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ჩინეთის გამოჩენილი იმპერატორი. მეფობდა 54 წელიწადი. აქედან 40 წელი ეომებოდა მეზობელ ქვეყნებს და იპყრობდა მათ. ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად შემოიღო გამოცდების სისტემა. მის დროს კონფუციანიზმი გახდა ოფიციალური იდეოლოგია. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Han_Wudi პიროვნება: - მითრიდატე VI ევპატორი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 121-63 ქვეყანა: - აზია მნიშვნელოვანი ფაქტები: - პონტოს უძლიერესი მეფე. თითქმის ყველა მეზობელი ქვეყანა დაიპყრო (მ.შ.კოლხეთი). წარმატებით ებრძოდა რომაელებს, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდა. ახალი ბრძოლების წამოწყება ვეღარ შეძლო. საკუთარი ხალხი, შვილიც კი აუჯანყდა. იძულებული გახდა თავი წამოეგო მახვილზე. 22 ენას ფლობდა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Mithridates_VI_of_Pontus პიროვნება: - მარკუს ტულიოს ციცერონი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 81-43 ქვეყანა: - რომი მნიშვნელოვანი ფაქტები: - უდიდესი ორატორი. სახელმწიფო მოღვაწე. დარჩა მისი 58 სიტყვა. 19 ტრაქტატი რიტორიკა-ფილოსოფიაში. მტრებმა მოკლეს გაქცევისას ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Cicero პიროვნება: - სპარტაკი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 74-71 ქვეყანა: - რომი მნიშვნელოვანი ფაქტები: - გლადიატორთა აჯანყების ბელადი. დაამარცხა რომის რამდენიმე ლეგიონი. მოღალატეების დახმარებით მოკლეს ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Spartacus პიროვნება: - არიოვისტი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 71-58 ქვეყანა: - გერმანია მნიშვნელოვანი ფაქტები: - გერმანული ტომის სვევების ძლიერი, გალებთან მებრძოლი ბელადი. ი.კეისარმა დაამარცხა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Ariovistus პიროვნება: - გაიუს იულიუს კეისარი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 68-44 ქვეყანა: - რომი მნიშვნელოვანი ფაქტები: - იმპერატორი, მხედართმთავარი, მწერალი. დაიპყრო მთელი ევროპა. მოკლეს შეთქმულებმა, მათ შორის იყო უახლოესი მეგობარი ბრუტი. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Julius_Caesar -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 24 2007, 09:31 PM
პოსტი
#8
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - ვერცინგეტორიქსი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 52-46 ქვეყანა: - გალია მნიშვნელოვანი ფაქტები: - რომაელების წინააღმდეგ გალების (სენა, ლუარა და გარონს შორის მდებარე ქვეყნები) აჯანყების ბელადი. 52 წელს რომაელებმა ხელში ჩაიგდეს ბრძოლის დროს და ტყვეობაში ყავდათ 46 წლამდე. შემდეგ მისი უდრეკი ხასიათის გამო დაახრჩვეს. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Vercingetorix პიროვნება: - არმინიუსი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 55-5 ქვეყანა: - გერმანია მნიშვნელოვანი ფაქტები: - ჰერუსკების ტომის ბელადი. ძვ.წ. 9წ რომაელები დაამარცხა ტევტბურგის ტყეში. მოკლა სიმამრმა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Arminius პიროვნება: - ლუციუს ანეუს სენეკა ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 30-65 ქვეყანა: - რომი მნიშვნელოვანი ფაქტები: - პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოეტი-დრამატურგი. ნერონის აღმზრდელი. მისი ბრძანებით თავი მოიკლა. მასთან ერთად ნებაყოფლობით ცოლმაც თავი მოიკლა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Seneca_the პიროვნება: - ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 69-79 ქვეყანა: - რომი მნიშვნელოვანი ფაქტები: - იმპერატორი. მამამისის იმპერატორობისას იუდეა აიღო. სასტიკად დაანგრია იერუსალიმი. მის დროს გაიხსნა კოლიზეუმი (100 დღიანი ზეიმისას 9000 გარეული ცხოველი, ბევრი გლადიატორი მოკვდა), წყალსადენები, თერმები (აბანო). მოხდა ვეზუვის ამოფრქვევა 79წ. შავი ჭირის ეპიდემია. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Titus პიროვნება: - დეცებალუსი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 87-106 ქვეყანა: - რუმინეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - დაკების მეფე-ბელადი. რამდენჯერმე დაამარცხა რომაელები, მაგრამ ერთ-ერთი შემოტევისას, როდესაც დამარცხება გარდაუალი გახდა ხმლით თავი მოიკლა. დაკია კი რომის პროვინცია გახდა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Decebalus პიროვნება: - მარკუს ულპიუს ტრაიანე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 98-117 ქვეყანა: - რომი მნიშვნელოვანი ფაქტები: - I არა რომში დაბადებული, სამხედრო წინაპრებით ერთ-ერთი საუკეთესო, “ბედნიერი საუკუნის” იმპერატორი. იმპერია არნახულად გააფართოვა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Trajan -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 24 2007, 11:49 PM
პოსტი
#9
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - კონსტანტინე I დიდი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 325-337 ქვეყანა: - რომი მნიშვნელოვანი ფაქტები: - იმპერატორი, რომელმაც ქრისტიანული რელიგია საყოველთაო გახადა. 330წ დედაქალაქი გადაიტანა ბიზანტიაში – კონსტანტინეპოლში. შეთქმულების ეჭვით მოწამლა ვაჟი, ორთქლით გაგუდა ცოლი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Constantine_I პიროვნება: - ალარიხ I ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 395-410 ქვეყანა: - რომი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ბალტების ტომის-ვესთგუთების (რომის იმპერიაში ჩასახლებული) ბელადი და I მეფე. სარდალი. იმ დროს რომის იმპერიაში სიდიადით III ადამიანი. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Alaric_I პიროვნება: - რამზეს II ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1290-1224 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - ეგვიპტის უდიდესი ფარაონი. ეგვიპტური ცივილიზაციის განვითარების ზენიტი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Ramesses_II პიროვნება: - ზარათუშტრა ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - Xს ქვეყანა: - ირანი მნიშვნელოვანი ფაქტები: - წინასწარმეტყველი და ძველი სპარული რელიგიის, ზოროასტრიზმის დამაარსებელი ფ.ნიცშემ უძღვნა ნაწარმოები “ასე ამბობდა ზარატუსტრა” ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Zoroaster პიროვნება: - სავლე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1020-1000 ქვეყანა: - ისრაელი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ისრაელ-იუდეველთა სამეფოს დამაარსებელი. სახალხო კრებაზე აირჩიეს მეფედ, როგორც საუკეთესო და მამაცი მხედართმთავარი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Saul_the_King [ პიროვნება: - დავითი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1000-1965 ქვეყანა: - ისრაელი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ისრაელ-იუდეველთა მეფე-წინასწარმეტყველი. ულამაზესი და უმამაცესი ადამიანი. ბიბლიური პერსონაჟი. უკვდავყო მიქელანჯელომ ქანდაკებაში ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/David -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 25 2007, 12:03 AM
პოსტი
#10
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - პლუტარქე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 45-127 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ფილოლოგი, ბიოგრაფი, მორალისტი. საქვეყნოდ ცნობილი “პარალელური ბიოგრაფიების” ავტორი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Plutarch პიროვნება: - კლავდიოს პტოლემე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 127-168 ქვეყანა: - საბერძნეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ასტრონომი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გეოგრაფი. გვიანი ელინიზმის მეცნიერების უდიდესი ფიგურა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Ptolemy პიროვნება: - მარკუს ავრელიუსი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 161-180 ქვეყანა: - რომი მნიშვნელოვანი ფაქტები: - იმპერატორი-ფილოსოფოსი (5 საუკეთესოშია). გააძლიერა იმპერია. გერმანელებთან ძლევამოსილ ომში შავი ჭირის ეპიდემიით მოკვდა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Marcus_Aurelius პიროვნება: - გაიზერიხი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 429-477 ქვეყანა: - გერმანია მნიშვნელოვანი ფაქტები: - აღმ.გერმანული ტომის – ვანდალების (გოთებთან ახლო) მეფე, რომლებმაც 455 დაიპყრეს რომი და გაანადგურეს ანტიკური კულტურის ზოგიერთი ნიმუშები. ცივილიზებული და კულტურული ტომი იყო, ამათგან წარმოიშვა “ვანდალიზმი” ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Geiseric პიროვნება: - ატილა ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 434-453 ქვეყანა: - ჰუნები მნიშვნელოვანი ფაქტები: - ჰუნების ბელადი. ვარვარული ტომების უდიდესი მართველი. შეიჭრა რომის იმპერიაში. ევროპა მას “ღვთის რისხვას” უწოდებდა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Attila_the_Hun -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 25 2007, 12:32 AM
პოსტი
#11
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - ჰლოდვიგ I ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 481-511 ქვეყანა: - მნიშვნელოვანი ფაქტები: - ფრანკების სახელმწიფოს დამაარსებელი და მეფე. მრავალ ბრძოლებში გამარჯვებულმა მიიერთა ტერიტორიები. 496წ მიიღო ქრისტიანობა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Clovis_I პიროვნება: - მაზდაკი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 494-522 ქვეყანა: - ირანი მნიშვნელოვანი ფაქტები: - თანასწორუფლებიანობისთვის აჯანყების ბელადი, რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდევრობის დამწყები. იგი ერთ-ერთი პირველი პირი გახდა სასანიდებში, მას მხარს მეფე კავად I უჭერდა. მაგრამ მთელი მისი სექტა ცოცხლად, თავებით ქვემოთ დამარხეს. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Mazdak პიროვნება: - თეოდორიხი (დიდი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 481-526 ქვეყანა: - გერმანია მნიშვნელოვანი ფაქტები: - ოსთგუთების მეფე ( მემკვიდრეობით მიიღო). 493წ დაიპყრო მთელი იტალია და თითქმის ევროპა. ვატიკანის მტერი გახდა, რადგან თავის იმპერიაში თვითონ კათოლიკემ უარი თქვა მის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე. ამისათვის ბოდიში იოანე პავლე II მოიხადა (1990წ). ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Theodoric_the_Great პიროვნება: - იუსტინიანე I დიდი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 527-565 ქვეყანა: - ბიზანტია მნიშვნელოვანი ფაქტები: - იმპერატორი. მან მოახდინა რომის სამართლის კოდიფიცირება და იმპერიის აღორძინება. დიდი იყო მასზე ცოლის გავლენა. შვილები არ ყავდა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Justinian_I პიროვნება: - ხოსრო I ანუშირვანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 531-579 ქვეყანა: - ირანი მნიშვნელოვანი ფაქტები: - სპარსეთის (სასანიდების) დიდი მეფე, რომელმაც დაიბრუნა ქვეყნის ძლიერება ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Khosrau პიროვნება: - გრიგოლ I დიდი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 590-604 ქვეყანა: - რომი მნიშვნელოვანი ფაქტები: - რომის პაპი. თავის დროის დიდი მწერალი. “დიალოგების” ავტორი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Pope_Gregory_I -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მნათე |
Sep 25 2007, 12:37 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა და, რამდენადაც ვიცი, მისი მმართველობის დროს დატოვეს იუდეველებმა ეგვიპტის მიწა წინასწარმეტყველ მოსეს წინამძღოლობით მე როგორც მახსოვს ის რამზეს XIII იყო... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ნათია |
Sep 25 2007, 12:47 AM
პოსტი
#13
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - ასპარუხი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 643-701 ქვეყანა: - ბულგარეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - სახელმწიფოს დამაარსებელი. სიმცირეში მყოფი ბულგარელები საზოგადოების სათავეში იყვნენ, რომელიც სლავი-მიწათმოქმედებისგან შედგებოდა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Asparukh_of_Bulgaria პიროვნება: - კარლოს დიდი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 768-814 ქვეყანა: - მნიშვნელოვანი ფაქტები: - ფრანკთა იმპერიის დამარსებელი. დასავლეთის იმპერატორად აკურთხა რომის პაპმა ლეო III ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Charlemagne პიროვნება: - ბაბექი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 816-837 ქვეყანა: - აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ანტიარაბული აჯანყების ბელადი აზერბაიჯანში და დასავლეთ ირანში. ხალიფას წინ დაანაწევრეს. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Babak_Khorramdin პიროვნება: - ალფრედ დიდი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 871-901 ქვეყანა: - ინგლისი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ანგლოსაქსთა ერთიანი სამეფოს უესაქსის მეფე. დანიელებთან თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად გაანთავისუფლა ინგლისი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Alfred_the_Great -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მნათე |
Sep 25 2007, 12:49 AM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ნათი ვიკიპედიის ლინკი დაგედო ბარემ
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ნათია |
Sep 25 2007, 01:02 AM
პოსტი
#15
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ნათი ვიკიპედიის ლინკი დაგედო ბარემ კი დავდებ შვილო, მარა ძებნა უნდა... პიროვნება: - ვლადიმირ სვიატოსლავის ძე “წითელი მზე’ ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 950?-1015 ქვეყანა: - რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ნოვგოროდის (969) და კიევის (980) მთავარი. მისი მმართველობის პერიოდი ძველი რუსეთის გაფურჩქვნის ხანად ითვლება. დაიპყრო მეზობელი ტომები და ტერიტორიები. 988-989 სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა. ეკლესიის მიერ აღიარებულია წმინდანად. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Vladimir_I_of_Kiev პიროვნება: - ალ-ბირუნი აბულ-რაიჰან მუჰამად იბნ აჰამადი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 973-1048 ქვეყანა: - უზბეკეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - შუააზიელი მეცნიერ-ფილოსოფოსი. დატოვა 40-ზე მეტი შრომა ასტრონომ-გეოდეზიაში ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Al-Biruni პიროვნება: - ბოლესლავ I მამაცი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 992-1025 ქვეყანა: - პოლონეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - პოლონელი თავადის შვილი. გააერთიანა პოლონეთი და 1025 წელს გახდა პოლონეთის I მეფე. მუდმივმა დაპყრობითმა ომებმა მეზობელ ქვეყნებთან პოლონეთი სრულ იზოლაციამდე მიიყვანა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Boleslaw_I_of_Poland პიროვნება: - მაჰმუდ ღაზნევი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 998-1030 ქვეყანა: - აზია მნიშვნელოვანი ფაქტები: - ღაზნევიდების სახელმწიფოს ძლიერი სულთანი. 17-ჯერ ილაშქრა ჩრ.ინდოეთზე ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Mahmud_of_Ghazni -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 25 2007, 01:18 AM
პოსტი
#16
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - ავიცენა (აბუ იბ სინა) ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 980-1037 ქვეყანა: - ირანი მნიშვნელოვანი ფაქტები: - სპარსელი ფილოსოფოსი, პოეტი, ექიმი, მეცნიერი. მისი წიგნები დღესაც აქტუალურია ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Avicenna უხრწნელი ხელი პიროვნება: - იშტვან I წმინდა ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1000-1038 ქვეყანა: - უნგრეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - უნგრეთის I მეფე. I ქრისტიანი მართველის (თავადის) შვილი. ქვეყანა გააქრისტიანა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Stephen_I_of_Hungary პიროვნება: - კნუდ I დიდი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1016-1035 ქვეყანა: - დანია მნიშვნელოვანი ფაქტები: - დანიის, ნორვეგიის და ინგლისის მეფე. დანიის მეფის შვილი. ინგლისის შემომტკიცებისათვის ცოლიანმა ითხოვა ინგლისის მეფის ქვრივიც. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Canute_the_Great -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
გიორგი |
Sep 25 2007, 01:43 AM
პოსტი
#17
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
.
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ნათია |
Sep 25 2007, 11:07 AM
პოსტი
#18
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - დავით IV აღმაშენებელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1089-1125 ქვეყანა: - საქართველო მნიშვნელოვანი ფაქტები: - უძლეველი, ყველაზე წარმატებული ქართველი მეფე. შერაცხულია წმინდანად ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/David_IV_of_Georgia პიროვნება: - თამარ მეფე ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1180-1223 ქვეყანა: - საქართველო მნიშვნელოვანი ფაქტები: - უდიდესი ქართველი მეფე-ქალი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Tamar_of_Georgia პიროვნება: - შოთა რუსთაველი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - ქვეყანა: - საქართველო მნიშვნელოვანი ფაქტები: - უდიდესი ქართველი პოეტი-ჰუმანისტი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Shota_Rustaveli -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 25 2007, 11:30 AM
პოსტი
#19
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - თოღრულ-ბეგი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1040-1063 ქვეყანა: - თურქეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებელი. სამხრეთ თურქეთის ურდოს მართველის სელჩუკის (მისგან მოდის ქვეყნის სახელი) შვილიშვილი. დამპყრობი. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/To%C4%9Fr%C3%BCl პიროვნება: - უილიამ I დამპყრობი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1027-1087 ქვეყანა: - ინგლისი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ინგლისის მეფე.ნორმანდიის გერცოგმა საფრანგეთის მხარდაჭერით მოახდინა ინგლისის ნორმანდიული დაპყრობა. მებრძოლი და პოლიტიკოსი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/William_I_of_England პიროვნება: - ალექსი I კომნენოსი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1048-1118 ქვეყანა: - ბიზანტია მნიშვნელოვანი ფაქტები: - იმპერატორი. აღადგინა ქვეყნის სიძლიერე. რომის პაპს თხოვა ქრისტიანული ქვეყნებიდან ჯარის დახმარება თურქებთან ბრძოლაში. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Alexios_I_Komnenos პიროვნება: - აბდულ ფახ ომარ ხაიამი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1048-1131 ქვეყანა: - ირანი მნიშვნელოვანი ფაქტები: - პოეტი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი. მის სახელთან არის დაკავშირებული მსოფლიოში უზუსტესი კალენდარული სისტემის შემუშავება, მათემატიკური და ფილოსოფიური ტრაქტატები. მან უაღრესად დახვეწა და სრულყო რაბაიების სალექსო ფორმა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Omar_Khayy%C3%A1m პიროვნება: - ურბან II ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1088-1099 ქვეყანა: - ვატიკანი მნიშვნელოვანი ფაქტები: - რომის პაპი. მუსულმანების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის წამომწყები. დაპირდა მონაწილეებს ცოდვების შენდობას. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Pope_Urban_II -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 25 2007, 11:41 AM
პოსტი
#20
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - იაროსლავ ბრძენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1019-1054 ქვეყანა: - რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - კიევის დიდი მთავარი. “წითელი მზის” შვილი. ძმებთან ბრძოლაში გაიმარჯვა და I გაერთიანა ძველი რუსეთი. ნოვგოროდში იჯდა. კოჭლი იყო ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Yaroslav_I_the_Wise პიროვნება: - ჰაინრიჰ III ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1039-1056 ქვეყანა: - რომი მნიშვნელოვანი ფაქტები: - გერმანიის მეფე. 1046-1047 ილაშქრა იტალიაზე. დაამხო 3 პაპი. გახდა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი და გააძლიერა ქვეყანა ვებ გვერდი: - http://de.wikipedia.org/wiki/Heinrich_III._%28HRR%29 პიროვნება: - ფილიპ II ოგიუსტი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1180-1223 ქვეყანა: - საფრანგეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - მეფე-მონარქი. კარგი მებრძოლი. გააფართოვა ტერიტორიები. გაატარა მმართველობითი რეფორმები. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Philip_II_of_France პიროვნება: - ინოკენტი III ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1198-1216 ქვეყანა: - ვატიკანი მნიშვნელოვანი ფაქტები: - რომის პაპი. IV ჯვაროსნული ლაშქრობის დამწყები. წმინდა ინკვიზიციის შემომღები ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Pope_Innocent_III -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 04:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი