ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jul 19 2010, 01:34 PM
პოსტი
#41
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
alex_b
ციტატა ასევე პროტესტანტებს ისიც სწამთ, რომ ღმერთის ხმის პირადად მოსმენა შეუძლიათ ყოველგვარი შუამავლების გარეშე. რაც ფანატიზმად მიიჩნევა მართლმადიდებლებისაგან. მე უფრო ასე ვიტყოდი, რომ პროტესტანტებს სწამთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა და მათ შორის ისიც შეუძლია, რომ უბრალო ადამიანისთვის გასაგებ ენაზე დაილაპარაკოს. ალბათ ამაზე არავინ იდავებს, მაგრამ იდავებს იმაზე, რომ აქვს თუ არა ნეტავ რაიმე სათქმელი ღმერთს ჩვენთვის? ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ახლობლად მიგაჩნიათ ღმერთი. მართლმადიდებლურ და ასევე კათოლიკურ ეკლესიებში იმდენი "შუამავლებისა" და "შუამდგომლების" იერარქიაა ღმერთამდე, რომ ადამიანში ქვეცნობიერად ყალიბდება ღმერთთან გაუცხოების გრძნობა. პროტესტანტებს კი არავინ ყავთ ზეცაში, ვინც ღმერთთან უშუამდგომლებს, და თვითონ უწევთ საკუთარ სულიერ მამიკოსთან პირადად ლაპარაკი. ეს ურთიერთობა კი შესაბამისად დაახლოების შეგრძნებას იწვევს. და ყოველივე ამის შედეგი ისაა, რომ საერთოდ არ გრძნობს პროტესტანტი არც ხატების და არც ქანდაკებების საჭიროებას, იმისათვის რომ უფალს მიაწვდინოს ხმა smile.gif ეს არის აბსოლუტური დემაგოგია და მეტი არაფერი. ჩემდა ამწუხაროდ უკვე მერამდენედ მიწევს ერთი და იგივეს გამეორება. როდესა საკითხი არ გესმის სირცხვილი არ არის რომ მასზე არ ილაპარაკო, პირიქით ფრო მეტად ცუდი ისაა, როდესაც რაღაც არ იცი და თავი მოგაგვს რომ იცი, სინამდვილეში კი წარმოდგენა არ გაქვს ამ საკითხზე. არ შეიძლება ასე პრიმიტიულად ვყუროთ ყველაფერს. რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვა. რატომ გამოირჩია უფალმა აბრაამი შუამავლად მასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის? იგივე ითქმის მოსეს შესახებაც. განა არ შეიძლებოდა იგივე სინას მთასთან ყველას დალაპარაკებოდა უფალი, მაგრამ მან მოსე უხმო მთის მწვერვალზე და მას ელაპარაკა. ამ გამოხადების დროს კი დანარჩენი ხალხი დაბლიდან უყურებდა ამ გამოცხადებას და როდესაც ეს უკვე მათთვის აუტანელი იყო სთხოვეს მოსს ხალხმა რომ შეეწყვიტა ეს ყოველივე, რადგან ისინი ვეღარ უძლებდნენ ამ ყოველივეს. ძველ აღთქმას შევეშვათ. რატომ გამოირჩია ფალმა მოციქულები და გაგზავნა ისინი საქადაგებლად, რატომ ირჩევდნენ მოციქულები ხუცესებს და ადგენდნენ მათ ხალხის სამსახრში, განა არ შეიძლებოდა უფალს თითოეულ ადამიანთან უშუალოდ ესაუბრა? ცხადია უფლისთვის ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ეს ადამიანისთვისაა შეუძლებელი ყველაფერი. განა ისეთ დონეზე დაგვყავს ღმერთის ბუნება, რომ პრობლემას არ წარმოადგენს მასთან საუბარი. რა თქმა უნდა, პიროვნულად ყველას აქვს საშუალება ურთიერთობა ფალთან, მაგრამ აქამდე გზაა და ეს გზა აუცილებლად უნდა გაიაროს ადამიანმა. ნათლობის, ზიარების, სინანლის გარეშე შეუძლებელია ამ გზის გავლა. ამ ყველივეს აღსრულება კი მოციქულებს და მისი სახით დანარჩენ სასიერო დასს მიანდო უფალმა და ეს მე მგონი ცხადი უნდა იყოს იგივი ახალი აღტქმიდან. წავიკითხოთ საქმე მოციქულთა, განა ყველა ნათლავდა ადამიანებს, მხოლოდ მოციქულები და მათ მიერ ხელთდასხმულნი. წმინდა წერილიო გაიძახით და ამ დროს, საერთოდ არ იცნობთ იგივე მინდა წერილს. რაც შეეხება ხატების თაყვანისცემს, იმდენად უაზრო პანიკაა ამასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებლად მიმაჩნია რამის ახსნა, ისევ და ისევ ზემოთქმლიდან გამომდინარე. როდესაც ადამიანს უბრალოდ არ აქვს სურვილი რამის გაგების, ცხადია, მას ვერაფერს გააგებინებ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
zanneti |
Jul 20 2010, 08:10 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
afxazi
[quote]ძველ აღთქმას შევეშ afxazi ციტატა ძველ აღთქმას შევეშვათ. რატომ გამოირჩია ფალმა მოციქულები და გაგზავნა ისინი საქადაგებლად, რატომ ირჩევდნენ მოციქულები ხუცესებს და ადგენდნენ მათ ხალხის სამსახრში, განა არ შეიძლებოდა უფალს თითოეულ ადამიანთან უშუალოდ ესაუბრა? მოსეს და ახალ აღთქმას შOრის არის განსხვავება მოსე უშუალოდ შუამავალი იყო მაგრამ ახალ აღთქმაშI ასეთი შუამავალი არ არსებობს მონათლვა და ეს არის სხვა რამ აქ საკითხია შუამავლობაზე ანუ ლაპარაკი ღმერთთან აი ამაშია საკითხი და არა ნათLობა და ხუცესების დაყენება ხუცესი იმიტომ იყო რომ შეგონებინა ექადაგნა რათა აღშენებულიყო უფლის ეკლესია და არა იმიტომ რომ შუამდგომლობა გაეწია ვინმესთვიოს უფალთან ლაპარაკში და დიალოგში ხოლო მოსე იყო შუამავალი ანუ ის ელაპარაკებოდა ღმერთს და გადასცემდა ხალხს და ასევე ხალხი ეუბნებოდა მას და ის გადაცემდა ღმერთს ეს არის შუამავლობა |
gio_opizari |
Aug 22 2010, 11:53 AM
პოსტი
#43
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 190 რეგისტრ.: 15-March 09 წევრი № 6,644 |
ციტატა რათ უნდა მაგას გადმოცემა, ნათლობა "ბაპტიზო" ჩაფვლას არ ნიშნავს? თუ მეშლება რამე რა თვით დაჯერებული ხარ... არადა აშკარად გეშლება. ბაბტიზო ლათინური სიტყვაა ხოლო სახარება ებრაულად და ბერძნულადაა დაწერილი ასე რომ ებრაულად ან ბერძნულად მითხარი შთაფლით ნათლობა როგორ გამოითქმევა და მერე ვისაუბროთ ციტატა ერთი ოღონდაც მითხარი სად წერია ბიბლიაში, რომ ქრისტემ თქვა ეგ სიტყვები? რაღაც არ მეცნობა, და ან მე არ ვიცი ბიბლია ან შენ ''თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. ყურები აქვთ და არ ესმით'' იმედია ეს სიტყვები გემახსოვრება მაშინ. -------------------- უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე
ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო! |
qetevano |
Dec 8 2012, 12:27 AM
პოსტი
#44
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
ხატი რა თქმა უნდა არის იმ წმინდანის ხატება რომელიც მასზეა გამოსახული. რაც შეეხება ქანდაკებას და ხატს, სულიერებას რა თქმა უნდა ხატი უფრო უსვამს ხაზს და ლოცვის განწყობაზე გვაყენებს. არის კიდევ ის, რომ ხატზე გამოვსახავთ შარავანდედს, რომელიც წმინდანის თავს აქვს გარშემო შემოსაზღვრული. ქანდაკებაში ამას როგორ გავაკეთებთ ყველა მხრიდან გარშემო რომ ერტყმოდეს? ან როგორ გამოვსახავთ მაკურთხეველ მარჯვენას, ხატზე ზევით რომ არის ხოლმე?
ამ თემასთან არ ვიცი კავშირშIა თუ არა მაგრმ რა კითხვა მაქვს იცით? ხომ აკრძალეს მე-6 მსოფ.საეკლ. კრებაზე ჯვრის გამოსახვა იატაკზე და რამდენად მართებულია ტაძრებში საფლავებს რომ აქვთ გამოსახული ჯვარი? ზოგი საფლავი ოდნავ შემაღლებულიც კი არაა. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
George Leluashvili |
Dec 10 2012, 05:42 PM
პოსტი
#45
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
აბა ხატთაყვანისმცემლებო, მომიყვანეთ ბიბლიიდან ეპიზოდი, სადაც ხელითნაკეთები გამოსახულება თაყვანის იცემება
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
llevaniiiii |
Dec 20 2012, 05:49 PM
პოსტი
#46
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 20-December 12 წევრი № 12,829 |
წინასწარ გეტყვით, ვარ ხატებისა და მათი თაყვანისცემის წინააღმდეგი.
ეხლა შეკითხვა იმათ ვინც იციან ძველი ებრაული და არამეული: ქვემოთ მოყვანილია ტექსტები ქართული ბიბლიიდან, რომელიც ნათარგმნია ილია მეორეს კურთხევით. გამუქებული სიტყვები ინგლისურში (NIV) ნათარგმნია როგორც "მსგავსება" ანუ "ხატი". რომელია სწორი თარგმანი? ჩემი აზრით ინგლისური თარგმანია სწორი, მაგრამ ამას ვერ დავადასტურებ, რადგან არ ვფლობ ებრაულ ან არამეულ ენებს. რიცხვნი33 52: "განდევნეთ თგვენგან ყველა მკვიდრი იმ ქვეყნისა და მოსპეთ მათი ღმერთების ყველა გამოსახულება ( ინგლისურში: "მათი გამოსახული ხატები") და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი მოსპეთ, და ყველა მათი გორაკი ააოხრეთ." მეორე რჯული29 17: "და თქვენ იხილეთ მათი სისაძაგლეები (ინგლისურში: "საძაგელი ხატები") და მათი კერპები ძელისა და ქვისა, ვერცხლისა და ოქროსი, რომელნიც მათ ჰქონდათ." ფსალმუნები96 7: "შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას (ინგლისურში: "ხატებს") ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; მუხლი მოიდრიკეთ მის წინაშე ვითომღმერთებო." ესაია30 22: "სიბილწედ შერაცხავთ შენი ძეგლების ვერცხლის პერანგს (ინგლისურში: "ვერცხლის პერანგიან კერპებს") და შენი კერპების ოქროს სამოსელს (ინგლისურში: "ოქროთი შემოსილ ხატებს"). მიმოფანტავ მათ, როგორც სიბინძურეს; "მოშორდი", ეტყვი მათ." წინასწარ გიხდით მადლობას. |
George Leluashvili |
Dec 21 2012, 12:15 AM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
llevaniiiii
პირველ რიგში, კეთილი იყოს შენი დარეგისტრირება, ლევან! ციტატა გამუქებული სიტყვები ინგლისურში (NIV) ნათარგმნია როგორც "მსგავსება" ანუ "ხატი". რომელია სწორი თარგმანი? ჩემი აზრით ინგლისური თარგმანია სწორი, მაგრამ ამას ვერ დავადასტურებ, რადგან არ ვფლობ ებრაულ ან არამეულ ენებს. მე ბერძნულის, ებრაულისა და არამეულის ცოდნაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიგანიშნო, რომ "მსგავსება" და "გამოსახულება" ერთმანეთის სინონიმებია. ძველ ქართულ ტექსტებში სიტყვა "ხატის" მაგიერ გამოყენებულია "მსგავსება", "გამოსახულება", თუ შეგიძლია შეადარე რუსულ თარგმანს: „Не делай себе кумира и никакого изображения того..." და ჩემი თხოვნა იქნება, რომ სანამ უშუალოდ გამოსახულების თაყვანისცემაზე გადავიდოდეთ, იქამდე ვიმსჯელოთ გაკეთება - არ გაკეთებაზე. ანუ ბიბლიურად ვისაუბროთ, არგუმენტები მოვიყვანოთ რამდენად დასაშვებია ხატის (გამოსახულების) გაკეთება. და კიდევ, კარგს იზამ, თუ შენს რელიგიურ აღმსარებლობას გაგვიმხელ. საუბარი უფრო გაგვიადვილდება. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
llevaniiiii |
Dec 21 2012, 10:33 PM
პოსტი
#48
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 20-December 12 წევრი № 12,829 |
ციტატა პირველ რიგში, კეთილი იყოს შენი დარეგისტრირება, ლევან! მადლობა გიორგი. ციტატა მე ბერძნულის, ებრაულისა და არამეულის ცოდნაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიგანიშნო, რომ "მსგავსება" და "გამოსახულება" ერთმანეთის სინონიმებია. სჯობდა ვინც იცის ეს ენები ის გამოპასუხებოდა . მართალი ხარ "მსგავსება", "გამოსახულება" და "ხატი"სინონიმებია, ამიტომ დავსვი შეკითხვა რატომ არის ნათარგმნი "მსგავსება", "გამოსახულება" თუ "ხატი", "ღმერთებად", "სისაძაგლეებად", "ქანდაკებად" და "კერპებად". (რა თქმა უნდა, თუ ინგლისური თარგმანი სწორია.) ციტატა და ჩემი თხოვნა იქნება, რომ სანამ უშუალოდ გამოსახულების თაყვანისცემაზე გადავიდოდეთ, იქამდე ვიმსჯელოთ გაკეთება - არ გაკეთებაზე. ანუ ბიბლიურად ვისაუბროთ, არგუმენტები მოვიყვანოთ რამდენად დასაშვებია ხატის (გამოსახულების) გაკეთება. ჩემთვის შენი მოყვანილი ტექსტი (მეორე მცნება) საკმარისია. ძალიან გარკვევით და ნათლად გვეუბნება ღმერთი, რომ ჩვენ არ უნდა გავიკეთოთ ხატები. გამოსვლა20 4: "არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი (მსგვსება) იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა, და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ." ციტატა და კიდევ, კარგს იზამ, თუ შენს რელიგიურ აღმსარებლობას გაგვიმხელ. საუბარი უფრო გაგვიადვილდება. მე კი პირიქით მგონია. თუ არ გვეცოდინება ერთმანეთის რელიგიური აღმსარებლობა უფრო ობიექტურად მივუდგებით ერთმანეთს და მსჯელობაც უფრო ობიეცტური იქნება. როცა დრო მოვა "გაგიმხელთ" იმას კი მიხვდი ალბათ რომ არ ვეკუთვნი მართლმადიდებელ ეკლესიას და ბიბლია მწამს რომ არის ღვთის სიტყა (ძველიც და ახალი აღთქმაც) და თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ ბიბლიაზე დაყრდნობით. მადლობა რომ გამოეპასუხე ჩემს პოსტს. |
A.V.M |
Dec 22 2012, 01:47 AM
პოსტი
#49
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
llevaniiiii
ციტატა მე კი პირიქით მგონია. თუ არ გვეცოდინება ერთმანეთის რელიგიური აღმსარებლობა უფრო ობიექტურად მივუდგებით ერთმანეთს და მსჯელობაც უფრო ობიეცტური იქნება. როცა დრო მოვა "გაგიმხელთ" იმას კი მიხვდი ალბათ რომ არ ვეკუთვნი მართლმადიდებელ ეკლესიას და ბიბლია მწამს რომ არის ღვთის სიტყა (ძველიც და ახალი აღთქმაც) და თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ ბიბლიაზე დაყრდნობით. შეიძლება ვერ მივხვდი ზუსტად . მაგრამ უბრალოდ ასეთი აზრი გმიჩნდა , რომ შენთვის ბიბლიაზე დაყრდნობით არ შეიძლება ხატების არსებობა მართალ რწმენაში ხომ? უი...დაგიწერია კიდეც... ციტატა წინასწარ გეტყვით, ვარ ხატებისა და მათი თაყვანისცემის წინააღმდეგი. ბერძნულ-არამეულ-ებრაულის ცოდნაზე ვერაფერს გეტყვი , მაგრამ თუ გინდა ბიბლიაზე დაყრდნობით შეგვიძლია ამ საკითხზე ვისაუბრო. (ანუ მე მომხრე-შენ წინააღმდეგი) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
llevaniiiii |
Dec 22 2012, 07:27 AM
პოსტი
#50
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 20-December 12 წევრი № 12,829 |
A.V.M
ციტატა ბერძნულ-არამეულ-ებრაულის ცოდნაზე ვერაფერს გეტყვი , მაგრამ თუ გინდა ბიბლიაზე დაყრდნობით შეგვიძლია ამ საკითხზე ვისაუბრო. (ანუ მე მომხრე-შენ წინააღმდეგი) რა თქმა უნდა მეგობარო, ვისაუბროთ. მხოლოდ ერთი პირობით: ჩვენი ეს საუბარი არ გადაიზრდება უაზრო დავაში და მიმართული იქნება მხოლოდ ჭეშმარიტების საძიებლად. არ იქნება უაზრო სიტყვებზე გამოკიდება. და თუ აღმოაჩენ რომ ხატების გაკეთება და თაყვანისცემა არა სწორია, მოინანიებ ღმერთის წინაშე და შეიცვლი შენს აზრს. სხვა მხრივ არა აქვს აზრი ჩვენს საუბარს. მე ჩემი მხრიდან დავდებ პირობას, რომ არა მარტო რაც ხატებს შეეხება, არამედ ნებისმიერ საკითხში თუ ღმერთი ამიხელს თვალს და დამანახებს რომ ვცდები, მოვინანიო და შევიცვალო ჩემი აზრი ამ საკითხის შესახებ, თუნდაც მთელი ჩემი ცხოვრება ვიცავდე ამ აზრს და თუნდაც ტრადიციების მიხედვით არა სწორი იყოს ჩემი გადაწყვეტილება. ჩემი აზრი ასეთია: თუნდაც მე "გავიმარჯვო" ამ ჩვენს შორის საუბარში, შენ თუ დაგაბრკოლებს ეს, მაშინ დამარცხებული გამოვალ. ასე რომ, მეგობარო, თუ თანახმა ხარ შევუდგეთ საქმეს მომიყვანე შენი არგუმენტები ბიბლიიდან და ვნახოთ საით წაგვიყვანს მსჯელობა. P.S. მინდა რომ იცოდე, რომ ამ პოსტის დაწერისას ვილოცე და ვთხოვე უფალ ღმერთს, რომ აგვიხილოს თვალები და გვაპოვნინოს ჭეშმარიტება და გახსნას ჩვენი გულები რომ, როცა აღმოვაჩენთ რა არის მართალი და რა არის ტყუილი დავემორჩილოთ უფალს და ავირჩიოთ რაც მართალია. |
George Leluashvili |
Dec 22 2012, 02:22 PM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
llevaniiiii
ციტატა ჩემთვის შენი მოყვანილი ტექსტი (მეორე მცნება) საკმარისია. ძალიან გარკვევით და ნათლად გვეუბნება ღმერთი, რომ ჩვენ არ უნდა გავიკეთოთ ხატები. გამოსვლა20 4:"არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი (მსგვსება) იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა, და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ." მაშინ გეტყვი, რომ ამ მცნებას თავად უფალი არღვევინებს ადამიანებს ძალიან ხშირად! თუ უფალი სასტიკი წინააღმდეგია ნებისმიერი გამოსახულების გაკეთებისა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი გამოსახულება იქნება), მაშინ თავად მან კვლავ არ უნდა უბიძგოს ადამიანებს რაიმე ხატი შექმნან, ხო? აი ამ კითხვაზე მიპასუხე და მერე გადავიდეთ უშუალოდ ბიბლიურ მუხლებზე. ციტატა თუ არ გვეცოდინება ერთმანეთის რელიგიური აღმსარებლობა უფრო ობიექტურად მივუდგებით ერთმანეთს და მსჯელობაც უფრო ობიეცტური იქნება. როცა დრო მოვა "გაგიმხელთ" კარგი, ნება შენია -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Dec 22 2012, 03:43 PM
პოსტი
#52
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
A.V.M რა თქმა უნდა მეგობარო, ვისაუბროთ. მხოლოდ ერთი პირობით: ჩვენი ეს საუბარი არ გადაიზრდება უაზრო დავაში და მიმართული იქნება მხოლოდ ჭეშმარიტების საძიებლად. არ იქნება უაზრო სიტყვებზე გამოკიდება. და თუ აღმოაჩენ რომ ხატების გაკეთება და თაყვანისცემა არა სწორია, მოინანიებ ღმერთის წინაშე და შეიცვლი შენს აზრს. სხვა მხრივ არა აქვს აზრი ჩვენს საუბარს. მე ჩემი მხრიდან დავდებ პირობას, რომ არა მარტო რაც ხატებს შეეხება, არამედ ნებისმიერ საკითხში თუ ღმერთი ამიხელს თვალს და დამანახებს რომ ვცდები, მოვინანიო და შევიცვალო ჩემი აზრი ამ საკითხის შესახებ, თუნდაც მთელი ჩემი ცხოვრება ვიცავდე ამ აზრს და თუნდაც ტრადიციების მიხედვით არა სწორი იყოს ჩემი გადაწყვეტილება. ჩემი აზრი ასეთია: თუნდაც მე "გავიმარჯვო" ამ ჩვენს შორის საუბარში, შენ თუ დაგაბრკოლებს ეს, მაშინ დამარცხებული გამოვალ. ასე რომ, მეგობარო, თუ თანახმა ხარ შევუდგეთ საქმეს მომიყვანე შენი არგუმენტები ბიბლიიდან და ვნახოთ საით წაგვიყვანს მსჯელობა. P.S. მინდა რომ იცოდე, რომ ამ პოსტის დაწერისას ვილოცე და ვთხოვე უფალ ღმერთს, რომ აგვიხილოს თვალები და გვაპოვნინოს ჭეშმარიტება და გახსნას ჩვენი გულები რომ, როცა აღმოვაჩენთ რა არის მართალი და რა არის ტყუილი დავემორჩილოთ უფალს და ავირჩიოთ რაც მართალია. რახელა კონსტიტუცია შეგიდგენია კაცო... მარტივად- შეურაცხყოფების გარეშე ვისაუბრებთ და მხოლოდ უშუალოდ თემას რაც ეხება იმაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 22 2012, 04:02 PM
პოსტი
#53
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
llevaniiiii
როგორც წესი სხვა აღმსარებლობის ადამიანთან კითხვებს არ ვსვამ ხოლმე და მხოლოდ მისას ვპასუხობ , მაგრამ მოთელვისთვის დავიწყოთ ხო... 1- ბიბლიის რომელენოვანი და რომელი რედაქციიდან გინდა რომ ვისაუბროთ? 2- დავიწყებ საპატრიარქოს ბიბლიით. (მართალია არაა საპატრიარქოსი და სტოქჰოლმისაა მარა მაინც.) რაქელის ეპიზოდს გაგახსენებ- ,,მოიპარა რაქელმა თავისი მამის კერპები.'' ,,რატომ მოიპარე ჩემი ღმერთები?'' რა იყო შენი და შენი აღმსარებლობის აზრით მეგობარო ეს კერპ-ღმერთები? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
llevaniiiii |
Dec 23 2012, 08:34 AM
პოსტი
#54
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 20-December 12 წევრი № 12,829 |
A.V.M
ციტატა რაქელის ეპიზოდს გაგახსენებ- ,,მოიპარა რაქელმა თავისი მამის კერპები.'' ,,რატომ მოიპარე ჩემი ღმერთები?'' რა იყო შენი და შენი აღმსარებლობის აზრით მეგობარო ეს კერპ-ღმერთები? რაც წერია სწორედ ის იყო: კერპები და ღმერთები. და რაკი რახელის მამას ჰქონდა კერპები და ღმერთები, ამიტომ ჩვენც უნდა გვყავდეს კერპები და ღმერთები? დაბადების 31 თავში, საიდანაც ეს ციტატა მოიყვანე, კარგად ჩანს, რომ რახელის მამის, ლაბანის, ღმერთები და იაკობის ღმერთი (ჭეშმარიტი ღმერთი) ერთი და იგივე არ იყო. (დაბადება:31 29-32) ციტატა რახელა კონსტიტუცია შეგიდგენია კაცო... მარტივად- შეურაცხყოფების გარეშე ვისაუბრებთ და მხოლოდ უშუალოდ თემას რაც ეხება იმაზე... მეგობარო, შეურაცხყოფასაც ავიტან და ცინიზმსაც, რო ვიცოდე კარგ შედეგს მოიტანდეს, მაგრამ არ მგონია კამათმა და შეურაცხყოფამ ჭეშმარიტება გვაპოვნინოს. ჩემი შეკითხვა იყო ის, რომ თუ ამ ჩვენი საუბრიდან შენ მიხვდები რომ ცდებოდი მზად ხარ, რომ მოინანიო და შეიცვალო აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით? მთავარი ეს არის. სხვა მხრივ არა აქვს აზრი არც საუბარს და არც დავას. ციტატა მაშინ გეტყვი, რომ ამ მცნებას თავად უფალი არღვევინებს ადამიანებს ძალიან ხშირად! გიორგი, ასეთ დასკვნამდე რომ მიხვალ კაცი, ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ უნდა მიხვდე რომ რაღაცაში ცდები. ხატების თაყვანისცემა რომ გაამართლო, ამბობ რომ ღმერთი გვარღვევინებს თავის მოცემულ მცნებებს და აქედან გამომდინარე, თვითონაც არღვევს ამ მცნებებს. მე ვიფრთხილებდი ასეთი დასკვნების გამოტანისას. გთხოვ ცუდად ნუ გამიგებ გიორგი და A.V.M (არ ვიცი შენი სახელი მეგობარო) იქნებ ნახოთ ვინმე ვინც იცის ებრაული თუ არამეული და გასცეს პასუხი ჩემს პირველ პოსტს. მადლობას გიხდით. |
George Leluashvili |
Dec 23 2012, 05:29 PM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
llevaniiiii
ციტატა გიორგი, ასეთ დასკვნამდე რომ მიხვალ კაცი, ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ უნდა მიხვდე რომ რაღაცაში ცდები. ხატების თაყვანისცემა რომ გაამართლო, ამბობ რომ ღმერთი გვარღვევინებს თავის მოცემულ მცნებებს და აქედან გამომდინარე, თვითონაც არღვევს ამ მცნებებს. მე ვიფრთხილებდი ასეთი დასკვნების გამოტანისას. გთხოვ ცუდად ნუ გამიგებ შენ მე ვერ გამიგე ლევან. მე შენი ლოგიკიდან გამომდინარე ვმსჯელობ და ვამბობ, რომ თუ ხატების გაკეთება - არ გაკეთების საკითხს მივუდგებით მხოლოდ ერთი კუთხით, ანუ სწორედ იმ ციტატით, რაც "გამოსვლის" 4:20 - დან მომიყვანე, მაშინ უფალი თავის მოცემულ კანონს თავადვე "არღვევს" სწორედ იმ კურთხევაში, რომელსაც თქვენ ყურადღებას არ აქცევთ. თუ მიხვდები რაზე მაქვს საუბარი, ხომ კარგი; თუ არადა დავდებ შესაბამის ბიბლიურ ციტატებს. დაბოლოს, არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ გამოსახულების შექმნა - არ შექმნაზე ვლაპარაკობთ... თაყვანისცემზე კი მაშინ გადავიდეთ, როცა ამ საკითს ამოვწურავთ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Dec 28 2012, 03:39 AM
პოსტი
#56
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
llevaniiiii
ციტატა რაც წერია სწორედ ის იყო: კერპები და ღმერთები და რა იყო სწორედ ის? ციტატა და რაკი რახელის მამას ჰქონდა კერპები და ღმერთები, ამიტომ ჩვენც უნდა გვყავდეს კერპები და ღმერთები? რატომ ჩქარობ? ეგეთი რამე დავწერე სადმე? თუ დავწერე ბოდისს მოვიხდი არამართებული მსჯელობისთვის. ციტატა დაბადების 31 თავში, საიდანაც ეს ციტატა მოიყვანე, კარგად ჩანს, რომ რახელის მამის, ლაბანის, ღმერთები და იაკობის ღმერთი (ჭეშმარიტი ღმერთი) ერთი და იგივე არ იყო. (დაბადება:31 29-32) და სად მიწერია რომ ერთიდაიგივე იყო მეთქი? მე გკითხე რა იყო და რაში მდგომარეობდა ამ კერპ-ღმერთების არსი. რა დანიშნულება ჰქონდათ მათ... (კიდევ დავკონკრეტდი ხომ ხედავ) ციტატა ჩემი შეკითხვა იყო ის, რომ თუ ამ ჩვენი საუბრიდან შენ მიხვდები რომ ცდებოდი მზად ხარ, რომ მოინანიო და შეიცვალო აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით? მთავარი ეს არის. სხვა მხრივ არა აქვს აზრი არც საუბარს და არც დავას. ჯერ ისიც ვერ გავიგე რის დანახებას ცდილობ ჩვენთვის... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Jan 15 2013, 04:40 PM
პოსტი
#57
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
afxazi ხატზე გამოსახულია, ის ვინც ჭეშმარიტად არის და მას ვცემთ თაყვანს, და არა ხის ჩარჩოებს მაგრამ პავლე მოციქული ბრძანებს _ რამეთუ რწმენით ვიარებით და არა ხედვით! 2კორინთელთა ეპისტოლე 5:7. თუ ქრისტიანს ხედვა სჭირდება ღმრთისა მაშინ მისი რწმენა მკვდარია. იოანე მოციქული სწორად შენიშნავს_ თუკი შენი ძმა არ გიყვარს რომელიც ხატია ღმრთისა და რომელსაც ხედავ, მაშ როგორ გეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავ?! 1 იოანე 4;20. აგრეთვე4;12 კვლავ ადასტურებს იოანე რომ ღმერთი არავის უხილავს. ღმერთი რომელიც სულია არ გააჩნია პირი თვალები და ა.შ . იესო ქრისტე რომელიც იხილეს ხორციელად ხაზს ვუსვამ_ხორციელად ეს არ იძლევა იმის საბაბს რომ სწორედ განხორციელებული უფლის სახე არის , უხილავი ღმრთის სახე, რადგან სწორედ იესო ამხელს _იოანეს 5:37 რომ მამის სახე უხილავია და მისი ხმაც კი არავის სმენია არასოდეს! რაც შეეხება თავად უფლის სიტყვებს_ ვინც მე მიხილა , მან მამაი იხილა იგი, აქ ყველასთვის ცხადია რომ იესო არ გულისხმობს თავის ხორციელ სახეს, არამედ ის გულისხმობს თავის დიდებულ საქმეებს და თვისებებს რომლებიც ზუსტად გამოავლინა იმგვარად როგორც მამა ავლენს. ქრისტე იესოს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია!!! |
A.V.M |
Jan 15 2013, 05:15 PM
პოსტი
#58
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
esre ars cheshmariteba
? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
MIRDAT |
Jan 15 2013, 06:47 PM
პოსტი
#59
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
მე ადრეც დავწერე სადღაც და კიდევ დავწერ ჩემს აზრს ამ საკითხთან მიმართებით. როდესაც თაყვანს სცემ ხატს ანუ გამოხატულებას, მთავარია შენი დამოკიდებულება და აზროვნება. თუკი შენ გესმის ხატის მნიშვნელობა, რომ ის არის იმ წმინდანის გამოხატულება და შენ სწორედ ამ წმინდანს მიაგებ პატივს, მაშინ ეს ნამდვილად სწორია, მაგრამ თუ შენ, თვითონ ხატს სცემ თაყვანს, ამ ნივთს და გგონია რომ მას შეუძლია შენი დახმარება და გაქვს ხატის იმედი და არა იმ წმინდანის რომლის გამოხატულებაც ის არის, მაშინ არამგონია დიდი განსხვავება იყოს კერპთაყვანისმცემლობასა და ასეთ ხატის თაყვანისცემას შორის.
დიდ უგუნურებად მიმაჩნია აზრი რომ ხატის თაყვანისცემა დაუშვებელია. სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში ხატი დიდი სიწმინდეა. არასწორი დამოკიდებულების გამო კი ლოცვაც ცოდვად შეიძლება ჩაგეთვალოს ადამიანს და ამის გამო რა ვქნათ, ლოცვა ავკრძალოთ საერთოდ? |
davithet |
Jan 15 2013, 07:36 PM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 |
მე პირადად არ შემიძლია ხატებზე ან ქანდაკებებზე თაყვანცემა , არ მიმაჩნია ეს ქანდაკებები და ნახატები ხატებად. რადგინდ სასწაული მოახდინონ მე მაინც არ ვცემ თაყვანს. იმიტომ კი არა რომ ღმეღთი არ მიყვარს და არც წმინდანები. უბრალოდ ადამიანთა ხელისგან არის დამზადებული . რადმინდა ხატები და ქანდაკება აი არის ღვთის მიერ შექმნილი სამყარო. მე მწამს რომ ღმერთის სულის ვარსებობ და სიკვდილის დროს ჩემ სულს თავად ღმერთის ხელში დაუბრუნდება. სულშია ჭეშმარიტება და არა ადამიანის ხელით შექმნილში.
მე პირადად 10-ჯერ მეტად მაქვს გადაკითხული ყველა ენაზე ( ჰებრეულად არამეულად და ინგლისურად ახალ ებრაულად. ) -------------------- [b]止まれ[/b]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი