ე.წ "სტასიდიები", მათი დანიშნულების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ე.წ "სტასიდიები", მათი დანიშნულების შესახებ |
noone__90 |
Apr 18 2010, 05:32 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 112 რეგისტრ.: 13-January 10 წევრი № 7,951 |
რამდენადაც ვიცი ბერძნულ მონასტრებში გვხვდება ე.წ სტასიდიები, რომლებზეც ლოცვის დროს მონასტრის წევრები სხდებიან.ეგებ ვინმე მცოდნემ განგვიმარტოთ მათი დანიშნულება,ისტორია და კონკრეტულად წირვა-ლოცვის რომელ მონაკვეთებში შეიძლება მათზე დასხდომა.და კიდე ერთი რამდენად გვხვდება სტასიდიები ქართულ მონასტრებში, არსებობდა თუ არა მსგავსი პრტიკა ქართულ ეკლესაში.
წინასწარ დიდი მადლობა |
athos |
Apr 18 2010, 08:20 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
noone__90
ციტატა რამდენადაც ვიცი ბერძნულ მონასტრებში გვხვდება ე.წ სტასიდიები, რომლებზეც ლოცვის დროს მონასტრის წევრები სხდებიან.ეგებ ვინმე მცოდნემ განგვიმარტოთ მათი დანიშნულება,ისტორია და კონკრეტულად წირვა-ლოცვის რომელ მონაკვეთებში შეიძლება მათზე დასხდომა.და კიდე ერთი რამდენად გვხვდება სტასიდიები ქართულ მონასტრებში, არსებობდა თუ არა მსგავსი პრტიკა ქართულ ეკლესაში. სტასიდების დანიშნულება ღვთისმსახურების შესაბამისი მონაკვეთის დროს დაჯდომაა. კონკრეტულად ამჟამად არსებული ფორმის სტასიდები როდიდან არის არ ვიცი, მაგრამ მონასტრებში მსახურებისას დაჯდომა რომ მიღებული იყო (ხანგრძლივი ღვთისმსახურების გამო) ამაზე არაერთი პატერიკული მოთხრობა მეტყველებს. სტასიდის ფორმიდან გამომდინარე, მასზე შეიძლება დაჯდომა, შეიძლება ჩამოჯდომა (აკეცილზე) და უბრალოდ დაყრდნობა. დაჯდომა ძირითადად შეიძლება კანონების კითხვის დროს (ფსალმუნების). დიდებასა და ალილუიაზე წამოდგომით და პირჯვრის გადაწერით შემდეგ სტასიდა იკეცება და მასზე მხოლოდ ოდნავ ჩამოჯდომა შეიძლება, ან იდაყვებით დაყრდნობა, ან უბრალოდ დგომა. ქართულ მონასტრებში რამდენად ზუსტად ამჟამინდელი სტასიდების იდენტური სკამები იდგა, ძნელი სათქმელია, მაგრამ მსახურებისას ჩვენთანაც ისხდნენ: შიომღვიმის ტიპიკონში არის ასეთი ადგილი: "ხოლო წმიდათა დიდთა მარხვათა აჩენს წინამძღუარი ეკლესიასა შინა მაღჳძებელსა, რომელიცა თითოეულსა წიგნის კითხვასა ზედა, შემდგომად მცირედ წარკითხვისა აღდგების თჳსისა ადგილისაგან და ჰყოფს სამსა თაყუანისცემასა საშუალ ეკლესიისა, და მოჰვლის ძმათა მყუდროებით. და რომელიცა პოოს მძინარედ, მოზიდავს მას ნელიად მცირედ. ხოლო იგი აღდგების და მოვალს საშუალ ეკლესიისა, ჰყოფს მუჴლთმოდრეკასა გ, და ორთავე სამჴროთა მიმართ თითოსა, და კუალად წარვალს და დაჯდების ადგილსა თჳსსა." -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მხევალი ნინო |
Apr 18 2010, 08:40 PM
პოსტი
#3
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
tamuna m |
Apr 19 2010, 09:33 PM
პოსტი
#4
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ერთმა დამატებით ესეც ამიხსნა:
სტაისიდებზე იდაყვების ჩამოსადებები ისეა მოწყობილი, რომ დამდჯარი და ფეხზე მდგომი ერთმანეთს ხელს არ უშლისო. ხომ არ მეხუმრა? -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2024 - 02:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი