ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია., ანუ რამდენი წლისაა ადამიანი და ფორმირდა თუ არა იგი მაიმუნისგან? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია., ანუ რამდენი წლისაა ადამიანი და ფორმირდა თუ არა იგი მაიმუნისგან? |
damiane80 |
Jul 21 2009, 11:39 AM
პოსტი
#81
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
გიორგი
ციტატა არ არის ეგრე რა არ არის ეგრე, რა გულისმობ კონკრეტულად: ციტატა დეტალურად უნდა წაიკითხო ევოლუციის საკითხები. იქ ყველაფერი კარგად არის ახსნილი. გარდამავალი სახეობები უამრავია ადამიანებსა და მაიმუნებს შორის. ძალიან ძალიან დიდი რაოდენობით არის ნაპოვნი და დნმ-ის ანალიზ ჩატარებული და იდეალურად რეკონსტრუირებული უამრავი არსება, რომელიც რაღაცით წააგავს მაიმუნს და რაღაცით ადამიანს . და ამას ჰქვია არგუმენტაცია ვიღაცას რაღაცით რომ წააგავხარ??? ჯობია ის თქვა რამდენი რამით განსხვავდება და მიხვდები უფრო ჰგავს თუ განსხვავდება.და კიდევ ერთი, თუ გარდამავალი საფეხური არსებობს, მაშინ მათი ჯიშები რატომ არ შემოგვრჩა. ანუ ევოლიციის შედეგად გვაქვს მაიმუნი (პირველი საფეხური) და გვაქვს სრულყოფილი ადამიანი (ბოლო საფეხური) რატომ არ დარჩა სხვა ჯიშები (ასე ვთვათ შუალედური), ან თუ ყველამ ევოლუცია განიცადა, მაშინ ყველა მაიმუნი, რატომ არ გახდა ადამიანი. ანუ რას ვამბობ იუცი, რომ ადამიანსა და მაიმუნს შორის, როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტით და ასე შემდეგ, აღარ ვამბობს სულზე, სინდისზე და სხვა იმდენად დიდი სხვაობაა, რომ მათ სორის მსგავსების ძებნა ძალიან ოპტიმისტების ან სასოწარკვეთილების საქმეა, რომელთაც სხვა გზა არ დარჩენიათ თუ არა ეს ზღაპარი დაიჯერონ. ეს ციტატა ფრინველები წარმოიშვნენ პტეროზავრებისგან ანუ დინოზავრების იმ პატარა სახეობებისგან, რომლებმაც გაუძლეს კოსმოსურ კატასტროფას და კიდევ უფრო დაპატარავდნენ გარემოსთან შეგუებადობის გამო. შენ გულისხმობ ამ კოსმოსურ კატასტროფას, რომელზეც ასევე შენ საუბრობდი??? ციტატა ე.ი. დაახლოებით 65 მლნ წლის წინათ დედამიწას შეეჯახა 10 მილის (16 კილომეტრი) დიამეტრის მქონე ასტეროიდი დაახლოებით 40.000 მილი/სთ (64.000კმ/სთ) სიჩქარით. აფეთქების ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ რამოდენიმე მილიონჯერ აღემატებოდა დღესდღეობით მსოფლიოში არსებული ატომური იარაღის ერთდროული აფეთქების ძალას. კატასტროფიდან მხოლოდ რამოდენიმე ათეულ წუთში მთელს დედამიწაზე ტემპერატურა +260C-მდე აიწია და ყველა ის დინოზავრი ვინც უშუალოდ აფეთქების დარტყმას გადაურჩა ატმოსფერულმა ხანძარმა დაწვა და ჰიპერბგერითმა ცუნამებმა (2500კმ/სთ) დალეწა და ზოგი მრავალკილომეტრზე გადატყორცნა. ანუ ამას გაუძლეს "რაღაცა ზავრებმა", მერე დაპატარავდნენ და ა.შ, და ამას შენ ეძახი არგუმენტირებულ მსჯელობას????? თავი "არმაგედონის" გადასაღებ მოედანზე მგონია, რა არის შე კაცო. ციტატა ერთი უჯრედისგან შეუძლებელია 1.800.000 წელიწადში პირდაპირ ადამიანის ფორმაცია... - ისე ცნობისათვის მე და შენ ადამიანად ჩამოყალიბებას ერთი უჯრედისაგან 9 თვე დასჭირდა დაახლოებით არც მეტი და არც ნაკლები. მე ადამიანის წარმოშობის შესახებ მკვლევარი არ ვარ, მაგრამ წინა პოსტში გითხარი: ადამიანის შექმნის თეორია, საყოველთაო აღდგომის ჭრილშიც განიხილე, როგორ მოხდება მკვდრების აღდგომა ხორცით მიწისაგან. შეუძლებელი არაფერია, ადამიანი მართლაც შედგება იმ ნივთიერებისაგან რაც დედამიწაზე არსებობს, ეს ყველაფერი ღმერთმა როგორ შეაერთა მე საიდან უნდა ვიცოდე, მაგრამ, ვეყრდნობი სახარებისეულ გადმოცემას და ვიცი პრინციპი, რომ ადამიანი თავიდანვე დამოუკიდებლად და სრულყოფილად შეიქმნა. ის პირველი უჯრედი, რაც ადამიანის შექმნას საფუძვლად დაედო, მასში ჩადებული იყო სრულყოფილი ადამიანური კოდი. ცხოველი არ გარდაქმნილად ადამიანად. ადამიანის ევოლუციას კიდე წინ არაფერი უდგას, გარეგნულად პირველი ადამიანი ფიზიკურად შეიძლება ჰგავდა კიდეც მაიმუნს, შემდეგ განიცადა დახვეწა და ა.შ, მაგრამ ადამიანი ყოველთვის ადამიანი იყო თავისი შინაგანი უნიკალური მახასიათებლებით, შეეძლო ხატვა ძერწვა და ა.შ ჯერ კიდევ როდის ამას შენი "მტკიცებულებებიც" ადასტურებენ. ადამიანი ყოველთვის ადამიანი იყო, რა გარეგნული იერსახეც არ უნდა ჰქონოდა. მაგალითად ბაბუაჩემი აკვანში გაიზარდა და თავის ფორმა ცოტა მოპრტყელებული ჰქონდა, მე "მომრგვალებული" მაქვს უცხოპლანეტელივით, მარა აღარ ვარ ადამიანი თუ ბაბუაჩემი იყო ცხოველი? ადამიანი შეიქმნა ადამიანად, ასე მწამს მე ბიბლიაზე დაყრდნობით და სიმართლე ითქვას, შენთან კამათმა ამაში კიდევ უფრო დამარწმუნა. ციტატა არც იმის მტკიცებულება შეუძლია ვინმეს წარმოადგინოს, რომ ადამიანს სული გააჩნია.ადამიანის სულის არსებობა რომ მტკიცდებოდეს მეცნიერულად ეს წარმოუდგენელი გადატრიალება იქნებოდა. ჩემო მეგობარო, ამ განცხადებით შენ უკვე არასწორ გზაზე წახვედი და ცოტა ფრთხილად, ეს გზა უკვე ღმერთის უარყოფასთან მიგიყვანს. ციტატა გესმის ხომ სიტუაციის სირთულე და სიმძიმე? ... სიტუაციის სიმძიმე და სირთულე რომ მესმის იმიტომ გავხსენი ის თემა თავდაპირველად რაც შეეხება ამას: ციტატა როგორ დავამტკიცებ იმას, რომ მაიმუნმა მიიღო სული მაშინ როდესაც არავის არ შეუძლია დაამტკიცოს რომ ადამიანს აქვს სული არ მინდა ამაზე კამათი, რომ არ დაბრკოლდე და სხვა რამეს გეტყვი:რას იტყვი სინდისზე (შინაგანი სჯული), რომელიც ადამიანებს გვაქვს (თუ სინდისგარეცხილი არაა კაცი), ხოლო ცხოველებს არ აქვს. იმედია არ მეტყვი, რომ მაიმუნს სინდისი გააჩნია-ო. თორე გავგიჯდები ნამდვილად. ახლა კითხვა, შენ ამბობ, რომ ევოლუციის შედეგად შეიძინა მაიმუნმა სინდისი და ამის მტკიცებულება არსებობს???? |
კანუდოსელი |
Jul 21 2009, 12:34 PM
პოსტი
#82
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოდიშს ვიხდი გიორგისთან, მაგრამ აქ შემომსვლელთაგან ყველამ რომ 7 000-ს მიცეს ხმა, ამით დავადგენთ სიცოხლის წარმოშობის ასაკს? ან კოოცერვატების შეერთების თეორიაა სწორი? ჩემი აზრით ეს საკითხი ადამიანისთვის ყოველთვის უცნობი დარჩება, მიუხედავად მეცნიერების განვითარებისა, ვინაიდან ღმერთი ზოგიერთ საკითხს ადამიანისთვის ყოველთვის შეუცნობელს ტოვებს. აბო. აბოს ვახლავარ და ვინ დაადგინა რომ სწორედ ესაა ის ზღვრი, რის იქითაც ვერ გავალთ ვერსოდეს? მაგალითად მეცნიერება ამბობს, რომ ის გავიდა ამ ზღვარს იქით და უამრავი თანამედროვე დაკვირვებით ასაბუთებს რომ სამყაროს წლოვანება მილიარდობით წეს ითვლის... მეორეს მხრივ ეკლესიას არა აქვს დიქტატი მცნიერებაზე მესამე, თავად პატრიარქი ამბობს, რომ მეცნიერებასთან მჭიდრო კავშირი ვიქონიოთო და ამის ფონზე, გვაცალეთ ბატონო, გვაცალეთ აკაკი ციტატა ღმერთმა ინება, რომ ყოფილიყო ასეთI სიტუაცია და გაურკვევლობა და ზოგი თვლის რომ მისთვის გარკვეულია...საიდან ასაბუთებთ, რომ თქვენი გაურკვევლობა ობიექტური გაურკვევლობაა, ხოლო მეცნიერთა "გარკვეულობა" - სუბიექტური? damiane80 ციტატა ახლა კითხვა, შენ ამბობ, რომ ევოლუციის შედეგად შეიძინა მაიმუნმა სინდისი და ამის მტკიცებულება არსებობს???? რამდენადაც მივხვდი, გიორგი ამბობს, რომ ევოლუციურად განვითარდა ფიზიოლოგიურად, ხოლო სინდისი ანუ სულის შეძენა მოხდა სასწაულებრივად, ანუ ჯერ მიიღო ფორმა ფიზიკუსი სრულყოფილი სახისა და მერე შთაბერა ღმერთმა სული. ბიბლიაში არის მსგავსი პარალელი, როდესაც ღმერთმა მოზილა თიხა (ანუ შექმნა სხეული) და მხოლოდ ამის მერე შთაბერა სული. აქ ზოგიერთი გამოარჩევს ორ ეტაპს, მათ შორის არიან წმინდანები სერაფიმე საროველი და თეოფანე დაყუდებული და ისინი ამბობენ, რომ სულის შთაბერვამდე ის არსება იყო ცხოველის მსგავსი. ციტირება მე მოვიყვანე წინა გვერდებზე...აქაც გადმოვიტან: წმ სერაფიმე საროველი: До того как Бог вдунул в Адама душу, он был подобен животному («Св. преп. Серафим Саровский чудотворец», М., 1990) წმ. თეოფანე დაყუდებული: Было животное в образе человека с душею животного. Потом Бог вдунул в него Свой Дух, и из животного стал человек (Собр. писем, вып. 1, М., 1898, с. 98) რაო რას ამბობენ წმინდანები? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
CONSCIENTIOUSNESS |
Jul 21 2009, 12:47 PM
პოსტი
#83
|
Stalker ჯგუფი: Members პოსტები: 387 რეგისტრ.: 23-February 08 მდებარ.: The Dark Side Of The Moon წევრი № 4,010 |
damiane80
ციტატა კიდევ ერთი, თუ გარდამავალი საფეხური არსებობს, მაშინ მათი ჯიშები რატომ არ შემოგვრჩა. ანუ ევოლიციის შედეგად გვაქვს მაიმუნი (პირველი საფეხური) და გვაქვს სრულყოფილი ადამიანი (ბოლო საფეხური) რატომ არ დარჩა სხვა ჯიშები (ასე ვთვათ შუალედური), ან თუ ყველამ ევოლუცია განიცადა, მაშინ ყველა მაიმუნი, რატომ არ გახდა ადამიანი. ვინ თქვა რომ არ შემორჩა? გასაგებია რომ თეორიაში ჩახედული ნაკლებად ხართ, მაგრამ ამ თემაშივე უამრავი მასალა დაიდო გარდამავალ ჯიშებზე. . . გთოვთ გადაიკითხოთ პოსტი #44. ციტატა ანუ რას ვამბობ იუცი, რომ ადამიანსა და მაიმუნს შორის, როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტით და ასე შემდეგ, აღარ ვამბობს სულზე, სინდისზე და სხვა იმდენად დიდი სხვაობაა, რომ მათ სორის მსგავსების ძებნა ძალიან ოპტიმისტების ან სასოწარკვეთილების საქმეა, რომელთაც სხვა გზა არ დარჩენიათ თუ არა ეს ზღაპარი დაიჯერონ. ძალიან გამაცინე, ის რასაც შენ სასოწარკვეთილების საქმეს ეძახი უდიდესი მეცნიერებაა მას პალეონტოლოგია ქვია და ის არქეოლოგიას ბიოლოგიას ქიმიას აერთიანებს ისინი პრეისტორიული არსებების ნაშთებს ეძებენ იკვლევენ და უზარმაზარი წვლილი შეაქვთ კაცობრიობის განვითარებაში. ზღაპრის დაჯერებას რასაც ეძახი მეცნიერულად დამტკიცებული და დიდი ხნის წინ უკვე აღიარებული ფაქტია! მხოლოდ საკითხისადმი რადიკალურად სუბიექტურად მდგომი ადამიანისთვის არის ეს დაუნახავი. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით ისაა რომ ადამიანი მიდრეკილია სასურველი სარწმუნოდ მიიღოს და ჯიუტად უარყოს ყველა ფაქტი, რომელიც მის ცდომილებაზე მიუთითებს. . . კანუდოსელი ციტატა საიდან ასაბუთებთ, რომ თქვენი გაურკვევლობა ობიექტური გაურკვევლობაა ვერსაიდან ვერ დასაბუთდება ეგ. . . -------------------- ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!
For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk! Stephen Hawking, Pink Floyd. When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion. Abraham Lincoln |
კანონისტი |
Jul 21 2009, 12:49 PM
პოსტი
#84
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
CONSCIENTIOUSNESS
ისა და... პრეზიდენტი რისი ევოლუციით მიიღება? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Jul 21 2009, 12:51 PM
პოსტი
#85
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
გიორგი
ციტატა გარდამავალი სახეობები უამრავია ადამიანებსა და მაიმუნებს შორის. ძალიან ძალიან დიდი რაოდენობით არის ნაპოვნი და დნმ-ის ანალიზ ჩატარებული და იდეალურად რეკონსტრუირებული უამრავი არსება, რომელიც რაღაცით წააგავს მაიმუნს და რაღაცით ადამიანს. გიორგი, შეიძლება ადამიანსებს, ცხოველებს და მცენარეებს შორისაც კი მრავალი საერთო იყო, ის კი არა მიწას და ადამიანს შორის არის უდიდესი მგავსება შემადგენლობით . ეს არაა მნიშვნელოვანი, ამაზე არავინ დავობს, მასალა სავარაუდოდ ერთი ვართ, მაგრამ ადამიანი შეიქმნა ღვთის მსგავსად და ხატებად და ეს მსგვსება ცხოველებთან და მცენარეებთან გენეტიკურ სხვაობაში კი არ გამოიხატება, არამედ ღვთის მსგავსებაში, რაც სულის უკვდავებაში და გონიერებაში აისახება. ამიტომ, ჩვემთვის ცხოველებთან გენეტიკური მსგავსება არაფრის მანიშნებელია. მაიმუნი არ შექმნილა უკვდავ არსებად, შემქმნელი ასე ვთქვათ ,,ხელოსანი,, კი ერთი გვყვას, მასალაც სავარაუდოდ ერთია, რა ტქმა უნდა იქნება მსგავსება და ამაში საოცარი არაფერია. ზოგი ცხოველი მეტად გვავს , ზოგი ნაკლებად და აშ, მაგრამ მერე ამით რა. მაიმუნის ორგანო ადამიანსითვის გადაენერგოთ არ გამიგია, ანუ ამ შემთხვევაშიც კი არის განსხვავება. თუნდაც ინერგებოდეს, მერე ამით რა დასტურე=დება ვერ გავიგე. რაღაც მეტად გვგავს, რაღაც ნაკლებად, მაგრამ ამ ყველაფრის გვირგვინი, გამაერთიანებელი და ყველაზე მაღლა მდგომი ადამიანია. მასე ანგელოზებიც გვგვანან სულით, ამიტომ მათგან წარმოვდექით? ისე რომ იცოდე ადამიანი და მაიმუნი ვერ ჯვარდება, მიუხედავად მსგავსებისა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
CONSCIENTIOUSNESS |
Jul 21 2009, 01:00 PM
პოსტი
#86
|
Stalker ჯგუფი: Members პოსტები: 387 რეგისტრ.: 23-February 08 მდებარ.: The Dark Side Of The Moon წევრი № 4,010 |
კანონისტი
ციტატა ისა და... პრეზიდენტი რისი ევოლუციით მიიღება? მაგას ვერ გავამხელ აქ მერე ჩუმათ გეტყვი რა იცი რაში დაგჭირდება ძალიან საინტერესო სტატიაა სულ ეხლახანს ნაპოვნი გარდამავალი ჯიშის თავის ქალის შესახებ. http://news.nationalgeographic.com/news/20...0327_skull.html -------------------- ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!
For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk! Stephen Hawking, Pink Floyd. When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion. Abraham Lincoln |
damiane80 |
Jul 21 2009, 01:02 PM
პოსტი
#87
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ბიბლიაში არის მსგავსი პარალელი, როდესაც ღმერთმა მოზილა თიხა (ანუ შექმნა სხეული) და მხოლოდ ამის მერე შთაბერა სული. აქ ზოგიერთი გამოარჩევს ორ ეტაპს, მათ შორის არიან წმინდანები სერაფიმე საროველი და თეოფანე დაყუდებული და ისინი ამბობენ, რომ სულის შთაბერვამდე ის არსება იყო ცხოველის მსგავსი. ციტირება მე მოვიყვანე წინა გვერდებზე...აქაც გადმოვიტან: წმ სერაფიმე საროველი: До того как Бог вдунул в Адама душу, он был подобен животному წმ. თეოფანე დაყუდებული: Было животное в образе человека с душею животного. Потом Бог вдунул в него Свой Дух, и из животного стал человек შენ დაწერილში არის გარკვეუყლი წინააღმდეგობები, მაგრამ სანამ პასუხს დავწერდე, გთხოვ დადო ლინკი, საიდანაც ეგ ფრაზები მოიტანე. მადლობა წინასწარ. ასე ჯობია მსჯელობა ციტატა რაო რას ამბობენ წმინდანები? რაო და "დარვინი და კანუდოსელი მართლები არიანო":D. დადევი ლინკი, გავეტკვეთ კარგად ამ საკითხში და წავიკითხოთ წმ. მამათა სწავლებები, თუკი ისინი მხარს უჭერენ ადამიანის მაიმუნისაგან წარმომავლობის თეორიას და თეოლოგიურადაც ასაბუთებენ, აბა სადაო აღარაფერი ყოფილა: და გიორგი ეს სიტყვები, ციტატა გესმის ხომ სიტუაციის სირთულე და სიმძიმე? სულ ტყული ნერვიულობა ყოფილა |
კანუდოსელი |
Jul 21 2009, 01:05 PM
პოსტი
#88
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
შენ დაწერილში არის გარკვეუყლი წინააღმდეგობები, მაგრამ სანამ პასუხს დავწერდე, გთხოვ დადო ლინკი, საიდანაც ეგ ფრაზები მოიტანე. მადლობა წინასწარ. ასე ჯობია მსჯელობა რაო და "დარვინი და კანუდოსელი მართლები არიანო":D. დადევი ლინკი, გავეტკვეთ კარგად ამ საკითხში და წავიკითხოთ წმ. მამათა სწავლებები, თუკი ისინი მხარს უჭერენ ადამიანის მაიმუნისაგან წარმომავლობის თეორიას და თეოლოგიურადაც ასაბუთებენ, აბა სადაო აღარაფერი ყოფილა: და გიორგი ეს სიტყვები, სულ ტყული ნერვიულობა ყოფილა დავდე უკვე ...იხილე ზემოთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
Jul 21 2009, 01:07 PM
პოსტი
#89
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა ბიბლიაში არის მსგავსი პარალელი, როდესაც ღმერთმა მოზილა თიხა (ანუ შექმნა სხეული) და მხოლოდ ამის მერე შთაბერა სული. აქ ზოგიერთი გამოარჩევს ორ ეტაპს, მათ შორის არიან წმინდანები სერაფიმე საროველი და თეოფანე დაყუდებული და ისინი ამბობენ, რომ სულის შთაბერვამდე ის არსება იყო ცხოველის მსგავსი. ციტირება მე მოვიყვანე წინა გვერდებზე...აქაც გადმოვიტან: წმ სერაფიმე საროველი: До того как Бог вдунул в Адама душу, он был подобен животному უი, ეს ეხლა ვნახე. ანუ მსგავი იყო ცხოველისო? უსულოდ და უგონოდ ცხოველია, ანუ ისნტექტებზე დამოკიდებული არსება. მარა, პრინციპში, სულის ცაბერვამდე სიცოცხლე ჰქონდა? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
damiane80 |
Jul 21 2009, 01:17 PM
პოსტი
#90
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ციტატა ვინ თქვა რომ არ შემორჩა? გასაგებია რომ თეორიაში ჩახედული ნაკლებად ხართ, მაგრამ ამ თემაშივე უამრავი მასალა დაიდო გარდამავალ ჯიშებზე. . . გთოვთ გადაიკითხოთ პოსტი #44. დალოცვილო, ამდენის წერას პირდაპი გარდამავალი ჯიშების (მაიმუნიდან ადამიანამდე) სახელები ჩამომითვალე, რომელიც დღესაც შემორჩა და არსებობს ბუნებაში ის ჯობია. ციტატა .ძალიან გამაცინე, ის რასაც შენ სასოწარკვეთილების საქმეს ეძახი უდიდესი მეცნიერებაა მას პალეონტოლოგია ქვია და ის არქეოლოგიას ბიოლოგიას ქიმიას აერთიანებს ისინი პრეისტორიული არსებების ნაშთებს ეძებენ იკვლევენ და უზარმაზარი წვლილი შეაქვთ კაცობრიობის განვითარებაში. ზღაპრის დაჯერებას რასაც ეძახი მეცნიერულად დამტკიცებული და დიდი ხნის წინ უკვე აღიარებული ფაქტია! მხოლოდ საკითხისადმი რადიკალურად სუბიექტურად მდგომი ადამიანისთვის არის ეს დაუნახავი. მიხარია, რომ გამხიარულდი, მაგრამ შენ ვერ მიხვდი მე რას ვამბობ, არც არქეოლოგიას უარვყოფ, არც ცხოველთა ევოლუცია, არც "პრეისტორიული არსებების" ნაშთებს დაა.შ, მე არ მჯერა, რომ მაიმუი გარდაიქმნა ადამიანად სულ ეს არის და რატომაც პოსტს თუ კარგად წაიკითხავ მიხვდები. ციტატა ადამიანი მიდრეკილია სასურველი სარწმუნოდ მიიღოს და ჯიუტად უარყოს ყველა ფაქტი, რომელიც მის ცდომილებაზე მიუთითებს. . . ახლა შენ გამაცინე ძალიან. ამ სიტყვებს საკუთარ თავზე ამბობ???. დავდე უკვე ...იხილე ზემოთ ელ. ვერსია არ არის ხომ??? წიგნია??, თუ ლინკიც დადევი სადმე? |
კანუდოსელი |
Jul 21 2009, 01:17 PM
პოსტი
#91
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ელ. ვერსია არ არის ხომ??? წიგნია??, თუ ლინკიც დადევი სადმე? არა ელ ვერსია არ ვიცი... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
afxazi |
Jul 21 2009, 01:18 PM
პოსტი
#92
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
კანუდოსელი
ციტატა ბიბლიაში არის მსგავსი პარალელი, როდესაც ღმერთმა მოზილა თიხა (ანუ შექმნა სხეული) და მხოლოდ ამის მერე შთაბერა სული მაგრამ ეს ხომ უბრალოდ გასაგებ ენაზე გამოთქმული ქმედებათა მიმდინარეობის ასახვაა და არა დროით დათარიღებული ჯერ სხეულის და შემდეგ სულის შექმნა. აი იოანე დამასკელის ფრაზა: "ერთობლივად შეიძერწა სხეული და სული, არათუ სული პირველად, სხეული კი შემდგომ, თანახმად ორიგენეს ნაყბედობისა". -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
damiane80 |
Jul 21 2009, 01:19 PM
პოსტი
#93
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
უი, ეს ეხლა ვნახე. ანუ მსგავი იყო ცხოველისო? უსულოდ და უგონოდ ცხოველია, ანუ ისნტექტებზე დამოკიდებული არსება. მარა, პრინციპში, სულის ცაბერვამდე სიცოცხლე ჰქონდა? არა მგონია იქ ესე ეწროს, რომ ღმერთმა დაიჭირა მის მიერ შექმნილი ერთი ცხოველი შთაბერა სული და ადამიანად აქცია-ო. ბიბლიაში ნათლად ჩანს, რომ ადამიანის შექმნა ცალკე დამოუკიდებელი და განსხვავებული პროცესია. ხოლო სულის შთაბერვამდე, რომ ადამიანი არსებობდა, მე მგონი არსად ჩანს. ისე კარგია თეოლოგიურ საკითხზე რომ გადავედით და მოგვეხმარეთ თეოლოგები და შესაქმის განმარტება ამ საკითხზე დადევით. |
კანუდოსელი |
Jul 21 2009, 01:22 PM
პოსტი
#94
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი მაგრამ ეს ხომ უბრალოდ გასაგებ ენაზე გამოთქმული ქმედებათა მიმდინარეობის ასახვაა და არა დროით დათარიღებული ჯერ სხეულის და შემდეგ სულის შექმნა. აი იოანე დამასკელის ფრაზა: "ერთობლივად შეიძერწა სხეული და სული, არათუ სული პირველად, სხეული კი შემდგომ, თანახმად ორიგენეს ნაყბედობისა". მოდი ასე ვთქვათ: 1.ბიბლიიდან ამისი თქმა იყო თუ არა შუალედი ძნელია 2. ორიგნეს სწავლება იყო არა უბრალოდ სხეულის სულამდე არსებობა არამეტ პირიქით: სულისა სხეულამდე და 3. იოანე დამასკელი ებრძვის სწორედ ამ სწავლებას, ანუ იმას, რომ სულები არსებობდნენ და მერე სახლდებოდნენ სხვადასხვა სხეულებში, ანუ ერთი და იგივე სულები...ერთგვარი რეინკარნაციის უარყოფაა აქ. პირდაპირ ვერ გამოიყენებ. ამიტომ მოწყვეტილად არ უნდა განვიხილოთ ხოლმე სწავლებები. დღეს რეალობა ახალია და ამ ახალ რეალობაში უნდა მოხდეს ძველი წმინდანების ნააზრევთა "გადახარშვა", ანუ რა იყო მათი მთავარი აზრი და ამ აზრის მისაღებად რას იყენებდნენ... პ.ს. ჩემი აზრი შემდგია ეკელსიაში არის ორივე ტრადიცია, ანუ არიან წმინდანები, რომლებიც კრეაციონიზმს უჭერენ მხარს და ასეთები ბევრნი არიან, ხოლო არის მცირე ნაწილი, ვინც ევოლუციას იზიარებს. ამის ფონზე საჭიროა არა უბრალოდ ძახილი ბიბლიაში ასე წერია და ასეაო, არამეტ იგივი ბიბლიიდან უნდა გავიგოთ უმთავრესი მესიჯი რა არის და რა - ასე ვთქვატ მეორეხარისხოვანი... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
damiane80 |
Jul 21 2009, 01:24 PM
პოსტი
#95
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
|
კანუდოსელი |
Jul 21 2009, 01:28 PM
პოსტი
#96
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კარგი მაშინ, სანამ ბიბლიოთეკაში მაგ წიგნს წავიკითხავდეთ, იქნებ ერთი აბზაცი მაინც დაგვიწერო, რომ კონტექსტს მივხდეთ, თორე ძალია "რასელისტურად" გამოდის ერთი ფრაზის წაკითხვა და მასზე მსჯელობა. კომპში მაქვს თავის დროზე აკრეფილი მთავარი ამონარიდები... აქ არ მაქვს სრული ვერსია რასელისტობას რაც შეეხება, ცოტა კორექტული იყავი... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
afxazi |
Jul 21 2009, 01:30 PM
პოსტი
#97
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
კანუდოსელი
გასაგებია რომ ორიგენეს სწავლება პირიქით იყო, მაგრამ წინადადების პირველ ნაწილში ხედავ რასაც ამბობს იოანე დამასკელი. ციტატა ეკელსიაში არის ორივე ტრადიცია, ანუ არიან წმინდანები, რომლებიც კრეაციონიზმს უჭერენ მხარს და ასეთები ბევრნი არიან, ხოლო არის მცირე ნაწილი, ვინც ევოლუციას იზიარებს. მე ვერ ვიტყოდი ასე. შეიძლება კერძო აზრი ქონოდა ვინმეს, მაგრამ რადგან ეს სწავლება იოანე დამასკელის სახელმძღვანელოში შევიდა, რაც მისი პირადი აზრი არაა, ვეღარ ვიტყვი რომ ეს უბრალოდ ერთ-ერთი ტრადიციაა. მე ვერ გამცეს გუშინ პასუხი კითხვაზე, უფრო სწორად გამცეს მაგრამ ბუნდოვანი. თუკი ვუშვებთ ადამიანის სხეულის მიღებას განვითარებითად, ვეღარ ვიტყვით რომ ეს განვითარება შეწყვეტილია და თუ ეს ფორმირება მიდის ჯერ კიდევ, უნდა დავუშვათ, რომ მომავალში კიდევ შეიცვლება ადამიანის სხეულია. ასეა თუ არა? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კანუდოსელი |
Jul 21 2009, 01:32 PM
პოსტი
#98
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მე ვერ გამცეს გუშინ პასუხი კითხვაზე, უფრო სწორად გამცეს მაგრამ ბუნდოვანი. თუკი ვუშვებთ ადამიანის სხეულის მიღებას განვითარებითად, ვეღარ ვიტყვით რომ ეს განვითარება შეწყვეტილია და თუ ეს ფორმირება მიდის ჯერ კიდევ, უნდა დავუშვათ, რომ მომავალში კიდევ შეიცვლება ადამიანის სხეულია. ასეა თუ არა? მე ბიოლოგი არა ვარ, არ ვიცი მაგრამ ზოგადი კანონზომიერებიდან გამომდინარე რაც მათემატიკური სტრუქტურებში გვხვდება შეიძლება იყოს ე.წ. გაჯერების პროცესიც, ანუ როცა აღარ იცვლება და ასევე უსასრულო ცვლილებაც მე ეს არ ვიცი...და მგონი ამაზე პასუხი არც ბიოლოგიას აქვს პ.ს. უამრავი თეოლოგი აღიარებს, რომ ძირეული წინააღმდეგობა არ არის ევოლუციურ კრეაციონიზმსა და ბიბლიას შორის... პ.პ.ს. და თუ აღმოჩნდა რომ სხეული შეიქმა ადრე, განა ეს ჩრდილს აყენებს იოანე დამასკელს ან მართლმადიდებლობას? წავედი, საღამომდე... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
damiane80 |
Jul 21 2009, 01:36 PM
პოსტი
#99
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ციტატა რასელისტობას რაც შეეხება, ცოტა კორექტული იყავი... რა იყო შე კაცო, რას მიბრაზდები რასელისტობას შენ კი არ გწამებ, საერთოდ ვამბობს მსჯელობის სტილზე, რომ ამოგლეჯილი ფრაზებით მსჯელობა "რასელისტობას" ჰგავთქო. უნდა მიმხვდარიყავი ამა მე მგონი და პირადად არ მიგეღო. რაც შეეხება ამას: ციტატა კომპში მაქვს თავის დროზე აკრეფილი მთავარი ამონარიდები... რაც გაქვს ამ საკითხთან კავშირში ის დადევი, სულ არ გინდა. |
კანონისტი |
Jul 21 2009, 01:37 PM
პოსტი
#100
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
afxazi
ციტატა თუკი ვუშვებთ ადამიანის სხეულის მიღებას განვითარებითად, ვეღარ ვიტყვით რომ ეს განვითარება შეწყვეტილია და თუ ეს ფორმირება მიდის ჯერ კიდევ, უნდა დავუშვათ, რომ მომავალში კიდევ შეიცვლება ადამიანის სხეულია. მე სადღაც მაქვს წაკითხული (შესაბამისად, არ ვიცი რამდენად სიმართლეა), რომ ადამიანის სხეულებრივი ევოლუცია პრაქტიკულად შეჩერებულია და ამჟამად მიმდინარეობს მისი მენტალური, ანუ გონებრივი - ტვინის შესაძლებლობების ევოლუცია. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი