IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> გვიყვარდეს ერთმანეთი..., მერე რა რომ სხვაგვარად ვფიქრობთ
sergi_glaxa
პოსტი Feb 18 2009, 09:49 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



გული მწყდება როდესაც ერთი ქრისტიანი იმიტომ ვერ იტანს მეორეს, რომ სხვაგვარად სწამს , სხვაგვარად ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე...

პროტესტანტები მართლმადიდებლებს კერპთაყვანისმცემლებს ეძახიან,
მართლმადიდებლები მწვალებლებს

ერთმანეთის მიმართ აგრესიით და ცინიკურად არიან განწყობილნი...

გამომდინარე იქიდან რომ ძალიან დიდი სიახლოვე მაქვს ამ ორი ეკლესიების წარმომადგენლებთან, მე ნამდვილად გული მტკივა
და ვცდილობ რაიმე შევცვალო იქ სადაცა ვარ....

რადგანაც რწმენას ადამიანი თვითონ ირჩევს და რადგანაც ქრისტიანობა დაძალებით ვერანაირად ვერ იქნება, მე ვფიქრობ რომ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ და მივიღოთ ისეთებად როგორიცა ვართ
და ერთმანეთი ჩვენი ქრისტიანული საქმეებით და ცხოვრებით "გადავიბიროთ" და არა დამცირებით, შეურაცყოფით, ან შებრალებით...

სხვაგვარად ჩვენი ერი ვერ აშენდება ადამიანებო...
გარდაუვალია ის რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი გახდება პროტესტანტი
ასევე ზოგი პროტესტანტი მართლმადიდებელი, მაგრამ მოდით ცხოვრებას ერთმანეთისკენ თითის შვერაში ნუ გავლევთ...
ცხოვრება ისედაც სწრაფად მიფრინავს და სევეცადოთ გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას!

გვიყვარდეს ერთმანეთი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 18 2009, 08:00 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



უცნაურია, რომ ამ თემას არავინ ეხმაურება...

ნეტავ რატომ? ნუთუ არაფერია სათქმელი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jariskaci
პოსტი Feb 18 2009, 08:04 PM
პოსტი #3


jariskaci
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,034
რეგისტრ.: 2-October 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,878



........და ამასთან ერთად გიყვარდეს მტერი შენი...


--------------------
ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Feb 18 2009, 08:31 PM
პოსტი #4


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



გამარჯობა sergi_glaxa


დიდებული თემაა! სიყვარული ხომ ყველაფერზე მაღლა მდგომია..
ყველაფერზე ფასეული და ყოველივეზე აღმატებული. ღმერთი სიყვარულია და ვფიქრობ, ღვთის ამ დიდებული თვისების გამოვლენით დიდებას მოვუტანთ ღმერთს, ხოლო სიკეთეს და კეთილდღეობას კი ერთმანეთს.

ის რაც შენ დაწერე, თეორიულად ალბათ ყველამ ვიცით.. ცხოვრებაში კი რამდენად ვიყენებთ ადამიანები მას , აი ესაა საკითხავი. ამისათვის კი, დიდი ძალისხმევა ესაჭიროება თითოეულ ჩვენგანს! შუღლით, ღვარძლით, შურით, კამათით, შეურაცხყოფით, დაცინვით, მუქარითა და თითების ქნევით ან სხვაზე უკეთეს პიროვნებად საკუთარი თავის მიჩნევით, რა საკვირველია ვერ შევძლებთ ვერც სიყვარულის სწავლას და ვერც მის გამოვლენას იქნება ის იმ სარწმუნოების მიმდევარი რომელსაც რომელიმე ჩვენგანი იზიარებს ან მიჰყვება თუ სულაც გადამთიელი.

ვერც კანონების (მცნებების) დაცვით შევძლებთ ამ დიდებული თვისების საკუთარ ხასიათსა და გულებში განვითარებას. sergi_glaxa, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რაც თემაში გიწერია! სწორედ ამიტომ ახლავს ჩემს თითოეულ დატოვილ პოსტს შემდეგი სიტყვები:


« კანონები: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო“ და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ »


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 18 2009, 09:22 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



მოყვასი

როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ჩაუღრმავდება და შეეცდება საკუთარ ცოდვებს მიხედოს, ნაკლებად დაადანაშაულებს მოყვასს...ჩვენი მცდელობა უფლის გზების ძიება და მცდელობა მისადმი დამსგავსებისა იმ ადამიანსაც კი ჭეშმარიტ გზაზე მოაქცევს, რომელიც შესაძლოა უკანასკნელი მწვალებელია...

სიყვარული ძლიერია!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Feb 18 2009, 09:57 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



sergi_glaxa
: ) kiss1.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Feb 18 2009, 11:28 PM
პოსტი #7


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



sergi_glaxa

გაიხარე!


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 18 2009, 11:54 PM
პოსტი #8


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



გაიხარე გლახა ამ თბილი სიტყვებისთვის smile.gif
გვიყვარდეს ერთმანეთი!
გ ვ ი ყ ვ ა რ დ ე ს smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 19 2009, 12:03 AM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ეხ.. იცი რა არის ჩემო გლახა? სიტყვით შეგვიძლია სიყვარული, შეგვიძლია მივუთითოთ, მაგრამ საქმენი? ვაი რო აქ ვართ სუსტები :|

თუმცა ამით მე თქმით სიყვარულს არ ვუარყოფ, არამედ ის სხვაობა მაკვირვებს სიტყვასა და საქმეს შორის, რაიც ხშირად შემხვედრია... ჩემშიც და სხვაშიც



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Feb 19 2009, 12:44 AM
პოსტი #10


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



სიყვარული ყველაზე სათუთი და საჭირო გრძნობაა მათ შორის რაც
შეგვიძლია ერთმანეთის მიმართ გამოვხატოთ ადამიანებმა.

გლახა მართალია, ადამიანურ სიყვარულს და მეგობრობას რატომ უნდა უშლიდეს ხელს რელიგიური აღმსარებლობა.

ლამის ყველა ასე ვფიქრობთ, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად არ ვიქცევით ისე,
როგორც საჭიროა, ამის მიზეზი საკუთარ თავშიც უნდა ვეძიოთ და იმ
საზოგადოებაშიც სადაც ვცხოვრობთ, უმეტეს წილად საზოგადოებრივ
აზრებს უფრო წინ ვაყენებთ ვიდრე პირადულს.

ეხლა ერთს გეტყვით, პირად მაგალითზე, მყავს ძალიან კარგი მეგობარი გოგონა, პალესტინელი მუსულმანი, არაჩვეულებრივი ადამიანია, ნეტავ
ბევრი იყოს ასეთი, შესანიშნავად იცის რომ ქრისტიანი, მართლმადიდებელი ვარ, ძალიან დიდ პატივს სცემს ჩემს რწმენას, არასოდეს გამიგია მისგან
ჩვენი სარწმუნოების შედარება და რომელი უკეთესია ამის გარკვევა.
იცით რას ამბობს? ზუსტად დაგიწერთ მის სიტყვებს და ამაზე თქვენი აზრიც მაინტერესებს: ამბობს რომ
,,მე მგონია, ღმერთი ერთია, უბრალოდ ჩვენ, მოკვდავმა ადამიანებმა დავარქვით სხვადასხვა სახელი და გადავაქციეთ
სხვადასხვა სარწმუნოებად, რომ უფრო მეტი მიზეზი გვქონოდა სარწმუნოებრივ ნიადაგზე ერთმანეთთან შუღლისა და მტრობისაო''

კი გითხარით რომ საუკეთესო მეგობარია, ყველამ ინატროს ასეთი
ადამიანი თავის გვერდით, ხოდა რატომ უნდა შევიძულო და რატომ უნდა
ვკრა ხელი მხოლოდ იმ მიზეზით რომ მუსულმანია?


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Feb 19 2009, 10:50 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



აბსოლუტურად ვეთანხმები თემის ავტორს, მაგრამ ღმერთი ხომ დასჯის ყველას- ერთი მიმდევრობის გარდა? მაგალითად თუ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი- ღმერთი ყველა დანარჩენს ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიულად აწამებს, დაბუგავს, დაწვავს smile.gif

ხოლო ის რომ : "იცი რაა, ღმერთი შენ მაინც დაგწვავს ჯოჯოხეთში, მაგრამ რადგან ღმერთი სიყვარულს აფასებს, მოდი კარგი ურთიერთობა გვქონდეს"

ან : "იცი რაა, ღმერთი მაინც დაგწვავს ჯოჯოხეთში, მაგრამ რადგან საუკუნო სატანჯველი გელოდება, ბარემ აქ მაინც გედგები გვერდში და არ მოგექცევი ცუდად, არ გკრავ ხელს..."

აქ ვგულისხმობ არაცნობიერ მოტივაციებს, ან ფიქრებს, და არა იმას რომ ადამიანი ამას სხვა რწმენის ადამიანს პირდაპირ ეუბნება smile.gif

იქნებ ესაა მოტივაცია? a075.gif


--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 19 2009, 11:32 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ნაინა
ციტატა
,მე მგონია, ღმერთი ერთია, უბრალოდ ჩვენ, მოკვდავმა ადამიანებმა დავარქვით სხვადასხვა სახელი და გადავაქციეთ
სხვადასხვა სარწმუნოებად, რომ უფრო მეტი მიზეზი გვქონოდა სარწმუნოებრივ ნიადაგზე ერთმანეთთან შუღლისა და მტრობისაო''

მე გირჩევ, შენ არ გაიზიარო ეს აზრი 2kiss.gif მაგას ამბობს იმიტომ, რომ მანაც იცის ის "უხერხულობა" თქვენს შორის, რაც რელიგიური სხვაობაა... ის შენ გაფასებს, როგორც პიროვნებას, მისთვის კარგ მეგობარს და არა შენს რელიგიას kiss1.gif

მეც მყავს ბოსნიელი მუსლიმნები მეგობრები, ერთი მათგანი სულაც ეურთგულესი მეგობარია. ჩვენ არასოდეს ვეხებით რელიგიურ თემას (არც სერბების თემას biggrin.gif ) , მაგრამ როცა ჩვენი დღესასწაულებია მუდამ მილოცავს ხოლმე, არასოდეს ავიწყდება. მიუხედავად ერთგული, უკომპრომისო მეგობრობისა, მე ვერ დავმალავ, რომ სადღაც მაინც "მიშლის" მისი ისლამური აღმსარებლობა, თუნდაც არ არის თავად რელიგიური. "მიშლის"-ში ვგულისხმობ იმ რაღაც ტკივილს, რაც ამ მეგობრობას ახლავს sad.gif

პროტესტანტებს და კათოლიკებს რაც შეეხებათ, ვისთანაც ვმეგობრობ, იმათთან ზემოთხსენებული "ტკივილი" არ მაქვს, ეს კი ზოგადად ქრისტიანობიდან გამომდინარეობს ამ შემთხვევისთვის.

პ.ს. იაღოველები და უცხოპლანეტელი მხსნელის მოლოდინე სექტანტებთან გამოვრიცხავ ყოველგვარ კონტაქტს smile.gif მეშინია მაგათი laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 19 2009, 11:33 AM
პოსტი #13


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



sergi_glaxa
ციტატა
გული მწყდება როდესაც ერთი ქრისტიანი იმიტომ ვერ იტანს მეორეს, რომ სხვაგვარად სწამს , სხვაგვარად ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე...

პროტესტანტები მართლმადიდებლებს კერპთაყვანისმცემლებს ეძახიან,
მართლმადიდებლები მწვალებლებს



ჩემო სერგი, გიყვარს ამაღელვებელი თემების გახსნა biggrin.gif შემოგეპარა სიბერე biggrin.gif

მოკლედ, საქმე რაშია. ჩვენ ერთმანეთს არ ვუწოდებთ მწვალებლებს, არამედ ტავად რელიგიას (მრწამს, აღმსარებლიობას). საიენტოლოგიას, ბუდიზმს , ისლამს ვერ ვუწოდებ ჭეშმარიტებას ვერანაირად, ამიტომ, იმას ვუწოდებ რაც არის, მაგრამ ეს ჩემი დამოკიდებულება არ დადის პიროვნულამდე, ადამიანებზე არ დადის. მით, უფრო რომ არ გამოიხატება მათდამი სიძულვილში. ეს ასე რომ იყოს, არც მე ვყოფილვარ ქრისტიანი, წარმართი ვყოფილვარ და ეგაა biggrin.gif

მე მგონი საქართველოში მაინც ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც განსხვავებული რელიგიის თუ არა, აღმსარებლობის მაინც მეგობარი, ან მეზობელი მაინც არ ჰყავდეს. პირადად ჩემს ირგვლივ, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც მეზობელი კათოლიკობის, პროტესტანტობის ან მაჰმადიანობის გამო სძულდეს. ეს აშკარა გადაჭარბებაა და ამის მტკიცებით დავიღალე, მაგრამ სერგის, მაინც ვერ გავაგებინე biggrin.gif

თუ რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება იყო იეღოველების მიმართ, ეს ისევ მათმა საქციელმა გამოიწვია. მე მგონი არ არის სადავო ის რომ (და სამწუხაროდ ზალიან ბევრი ფაქტია ამის), რომ მათ შეურაცყვეს ეკლესიები, დაარბიეს ხატები, ნუ სახლში შემოვარდნა და ფერადი ლიერატურის ძალით გავცელება ხომ საერთოდ... ამან, გამოიწვია გარკვეული აგრესია, რაც ძალიან გასაკვირი არ უნდა იყოს. სხვა მხირვ, ვის რისი სწამს და როგორ ცხოვრობს, ნაკლებად სადარდებელია ჩვენი და ამის გამო საქართველოში პრობლემა არასოდეს ყოფილა თუ არ გჯერა გაიარე სიონთან და გვერდიგევრდ მგონი მაღტლმადიდებლური , გრიგორიანული, კათოლიკური ეკლესიებს დინახავ, მათ გევრდით კიდევ სინაგოგაა.

სწორედ, ამიტომ არ მიყვარს ასეთ თემებზე პასუხი..


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Feb 19 2009, 11:49 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(sათნო მარინე @ Feb 19 2009, 11:44 AM) *

sergi_glaxa
შენ ხარ მარტყუარა ადამიანი. რა დაგიშავე მითხარი და შენ საერტოდ ვინმეს სიყვარულზე უნდა მელაპარაკო? mad.gif რა თემებს მიხსნი რა გინდა?


რა ხდება ხალხნო?

ეს ორი ადამიანი რატო კბენს ერთამანეთს? blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
diletanti1
პოსტი Feb 22 2009, 07:55 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 121
რეგისტრ.: 22-February 09
წევრი № 6,542



sergi_glaxa
ისე კი ქრისტიანს მტელი კაცობრიობა უნდა ულვარდეს მაგრამ მანმდე უნდა გაიზარდოს ადმიანი ახლა კი ქართველი მართლამდიდებლები ვერ შემიყვრებია რიგიანად დარომელ სხვარელიგის და სხვა ერბის სიყვარულს მოუწოდებ ჯერ ჩემი ძმებს შევიყვარებ რიგიანად და მერე სვბს მაგრამ მაგისატვის ეს სიცოცხლე არ მეყოფა


--------------------
საქართველო
მადლობ ღმერთო, რომ ქართველად დამბადე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 22 2009, 11:57 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(diletanti1 @ Feb 22 2009, 07:55 PM) *

sergi_glaxa
ისე კი ქრისტიანს მტელი კაცობრიობა უნდა ულვარდეს მაგრამ მანმდე უნდა გაიზარდოს ადმიანი ახლა კი ქართველი მართლამდიდებლები ვერ შემიყვრებია რიგიანად დარომელ სხვარელიგის და სხვა ერბის სიყვარულს მოუწოდებ ჯერ ჩემი ძმებს შევიყვარებ რიგიანად და მერე სვბს მაგრამ მაგისატვის ეს სიცოცხლე არ მეყოფა


ხომ იცი სიყვარული რა არის ? smile.gif მიიღე ადამიანი ისეთად როგორიც არის...რას ვიზამთ სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა ადამიანებს და მაქსიმუმი უნდა შევძლოთ a075.gif


მხევალი ნინო
ციტატა
ჩემო სერგი, გიყვარს ამაღელვებელი თემების გახსნა შემოგეპარა სიბერე


დიახ..ნამდვილად მიყვარს სენგან განსხვავებით....
მხევალი ნინო
ციტატა
სწორედ, ამიტომ არ მიყვარს ასეთ თემებზე პასუხი..

და დაგაძალა ვინმემ დაწერე რამეო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
diletanti1
პოსტი Feb 23 2009, 12:45 AM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 121
რეგისტრ.: 22-February 09
წევრი № 6,542



ციტატა(sergi_glaxa @ Feb 22 2009, 11:57 PM) *

ხომ იცი სიყვარული რა არის ? smile.gif მიიღე ადამიანი ისეთად როგორიც არის...რას ვიზამთ სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა ადამიანებს და მაქსიმუმი უნდა შევძლოთ a075.gif
მხევალი ნინო
დიახ..ნამდვილად მიყვარს სენგან განსხვავებით....
მხევალი ნინო

და დაგაძალა ვინმემ დაწერე რამეო?

ჩემთვის სიყვარული არ არის მივიგო ვიგაცა ისეთი ისეთი როგორც არის არამედ გვაწლის გაგება იმათსდამი ვინც მიყვარს და ის ვინც მე მიყვარს მე ღვაწლი უნდა გავიგო და ჩემი აქმით დავმთკიცო მისი სიყვარული და არ სიტყვებით ისე მე პროტესტანტე კი არ მძულს თქვენი საქმისა თქვენ თავად იცით ისნი უბრალოდ ჩვინნი არ არიან


--------------------
საქართველო
მადლობ ღმერთო, რომ ქართველად დამბადე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sათნო მარინე
პოსტი Feb 23 2009, 09:12 AM
პოსტი #18


უბრალოდ გაიღიმე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 57
რეგისტრ.: 27-November 08
მდებარ.: რბილი სკამი
წევრი № 6,009



diletanti1

რამდენად ასრულებ ამას?


--------------------
უფალი ყველაფერს ხედავს
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ
უფალი განჭვრეტს და განვალს შენი გონების კიდეებში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 23 2009, 09:18 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



diletanti1
ციტატა
ისე მე პროტესტანტე კი არ მძულს თქვენი საქმისა თქვენ თავად იცით ისნი უბრალოდ ჩვინნი არ არიან


მაპატიე მაგრამ რაც მეტი იქნება ასე მოაზროვნე ამ ქვეყანაში, მით მეტად გაჭირდება რომ ეს ქვეყანა ქვეყანად ჩამოყალიბდეს...

სამწუხაროა რომ ასე ფიქრობ..უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ მხოლოდ სენ არ ფიქრობ ასე..
ისე წაგიკითხავს სახარება? ის ადგილი მაინც სადაც ქრისტე ამბობს,ვინც ჩვენს წინააღმდეგ არ არის ჩვენიანიაო?
თუმც, არა მგონია ქრისტეს სიტყვები შენთვის სხვა ადამიანის სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს...

არ მიწყინო..რაც ვიფიქრე ის დავწერე...

sათნო მარინე

ძვირფასო მაროოო smile.gif რას ვიზამ, ჩემი თემიდანვე გამომდინარე, უნდა გადავწყვიტო რომ შეგიყვარო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
diletanti1
პოსტი Feb 23 2009, 05:46 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 121
რეგისტრ.: 22-February 09
წევრი № 6,542



ციტატა(sergi_glaxa @ Feb 23 2009, 09:18 AM) *

diletanti1
მაპატიე მაგრამ რაც მეტი იქნება ასე მოაზროვნე ამ ქვეყანაში, მით მეტად გაჭირდება რომ ეს ქვეყანა ქვეყანად ჩამოყალიბდეს...

სამწუხაროა რომ ასე ფიქრობ..უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ მხოლოდ სენ არ ფიქრობ ასე..
ისე წაგიკითხავს სახარება? ის ადგილი მაინც სადაც ქრისტე ამბობს,ვინც ჩვენს წინააღმდეგ არ არის ჩვენიანიაო?
თუმც, არა მგონია ქრისტეს სიტყვები შენთვის სხვა ადამიანის სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს...

არ მიწყინო..რაც ვიფიქრე ის დავწერე...

sათნო მარინე

ძვირფასო მაროოო smile.gif რას ვიზამ, ჩემი თემიდანვე გამომდინარე, უნდა გადავწყვიტო რომ შეგიყვარო smile.gif

ჩემო ძმაო სახარებას ყველდგე ვკიტხულობ და წმინდა მამათა განმარტბესაც ისე ხოლო რაც შეეხბა იმას ვინც ჩვენ წნაღმდეგ არ არის ჩვენიაო მასზე კარგათ არ დავფიქრებულვარ, მაგრამ პირობას გაძლევ დავფიქრდები და მოგწერ,
ხოლო რაც შეეხბა რომ თითქოს ქრისტეს სიტყვები სხვა ადამიანის სიტყვებზე მიტია თუ არა ისე მაგ სიტყვების ბევრ ადრესტსკი გავიხსენებდი, მაგრამ მე მათ ადრესატი არ უნდა ვიყო , თუნდაც იმტომ რომ ქრიტე კი არ საკმარისად მიყვარს მაგრმ ყველაზე მეტად კი ვინც კი ოდესმე მყვარებია


--------------------
საქართველო
მადლობ ღმერთო, რომ ქართველად დამბადე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 09:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი