IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> მოძრაობა "ჰარი კრიშნა"
Lego
პოსტი May 18 2010, 09:45 PM
პოსტი #41


ირადონ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 418
რეგისტრ.: 10-October 07
მდებარ.: მეზობელთან
წევრი № 2,940



შაკრუკიც და ბაჩანიც. ადრე ოლიას ბალს ერთად ვიპარავდით ბაღნობაში


--------------------
[i]და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ დაე ვცდებოდე
ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე[/i]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 18 2010, 09:55 PM
პოსტი #42


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



Lego
გენაცვალეთ, მაგრები ხართ biggrin.gif

ოლიას ბალი ყველაზე გემრიელი ბალია yes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lego
პოსტი May 18 2010, 10:01 PM
პოსტი #43


ირადონ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 418
რეგისტრ.: 10-October 07
მდებარ.: მეზობელთან
წევრი № 2,940



ჰე ბავონც. სამი ვკუსნი ი სლატკიიიი ახპერჯან


--------------------
[i]და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ დაე ვცდებოდე
ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე[/i]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი May 19 2010, 04:23 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
ქუსლში არ დაჭრილა


ვინ აქილევსი თუ კრიშნა?smile.gif

ციტატა
ქრისტეს (და კრიშნას სხვა მსახურების) მსახურების გზით არ მიხვედი კრიშნამდე.


ურევ ახლა შენ, ქრისტე არის ნათელი ნათლისაგან და თავად არის ღმერთი მამის ნებით თანასწიორი მამისა.

ციტატა
1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. 3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა.


მე მესმის, რომ შენ რაღაც ზე-რელიგია გინდა გამოიყვანო, რადგან ასეთ შემთხვევაში ბევრ კითხვაზე პასუხის ადვილად გასაცემია, მაგრამ ჭეშმარიტებისა და ცრუსწავლების შერევა ერთმანეთში შეუძლებელია და წინააღმდეგობა გარდაუვალი. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 19 2010, 09:40 PM
პოსტი #45


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



damiane80


ციტატა
1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. 3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა.


ციტატა
მე მესმის, რომ შენ რაღაც ზე-რელიგია გინდა გამოიყვანო, რადგან ასეთ შემთხვევაში ბევრ კითხვაზე პასუხის ადვილად გასაცემია, მაგრამ ჭეშმარიტებისა და ცრუსწავლების შერევა ერთმანეთში შეუძლებელია და წინააღმდეგობა გარდაუვალი.


რა გინდა ახლა, ვედური ტექსტები და ბიბლიური ტექსტები "დავატაკოთ" ერთმანეთს?

მე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ და შენ თუ ხედავ შენი პრობლემაა. არავითარი ზე-რელიგია არ გამომყავს. და საერთოდ ვედები ცოდნაა და არა რელიგია.

ნუ ცდილობთ ისე გამოიყვანოთ, თითქოს ქრისტიანობას ვუპირისპირებ ვაიშნავიზმს. ამას თქვენ აკეთებთ. როგორც პირველ პოსტში ვთქვი კამათს არ ვაპირებ. თუ არაპროვოკაციული შეკითხვები გექნებათ გიპასუხებთ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი May 20 2010, 11:00 AM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
რა გინდა ახლა, ვედური ტექსტები და ბიბლიური ტექსტები "დავატაკოთ" ერთმანეთს?


ციტატა
ნუ ცდილობთ ისე გამოიყვანოთ, თითქოს ქრისტიანობას ვუპირისპირებ ვაიშნავიზმს.


ისევ გეშლებაsmile.gif,

კი არ უპირისპირებ, ერთმანეთში ურევ-მეთქი და რაღაც ახალი გამოგყავს შენ აზრში. ამას გეუბნები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 20 2010, 02:56 PM
პოსტი #47


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



damiane80
ციტატა
კი არ უპირისპირებ, ერთმანეთში ურევ-მეთქი და რაღაც ახალი გამოგყავს შენ აზრში. ამას გეუბნები...


მაგას თუ მეუბნები უკეთესია, დაპირისპირების მცდელობაში დადანაშაულებას ისევ არევის მცდელობაში დადანაშაულება მირჩევნია smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი May 20 2010, 07:01 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(Atman @ May 20 2010, 02:56 PM) *

damiane80
მაგას თუ მეუბნები უკეთესია, დაპირისპირების მცდელობაში დადანაშაულებას ისევ არევის მცდელობაში დადანაშაულება მირჩევნია smile.gif


ეს დადანაშაულება არ არის - ფაქტის კონსტატაცია biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 20 2010, 07:04 PM
პოსტი #49


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



damiane80
ციტატა
ეს დადანაშაულება არ არის - ფაქტის კონსტატაცია


ეგ თქვენი უდიდებულესობის აზრია თუ ხმაა ზეციდან? mail1.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი May 20 2010, 07:22 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(Atman @ May 20 2010, 07:04 PM) *

damiane80
ეგ თქვენი უდიდებულესობის აზრია თუ ხმაა ზეციდან? mail1.gif


ავარდი მე მგონი შენ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 20 2010, 07:24 PM
პოსტი #51


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



damiane80

უი ასეთი მშვიდი გავხდი, რომ როცა ძველებურად შავ იუმორს ვიყენებ ავარდნილს ვემგვანები? biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 24 2010, 01:21 PM
პოსტი #52


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



შრილა პრაპჰუპადას მასწავლებლის მასწავლებლის მასწავლებლის, შრი ბჰაკტივენოდა თჰაკურას "შარანაგატი" (უფლისადმი მინდობა)




შესავალი

ცოდვილთა მიმართ გულმოწყალებით აღძრული უფალი შრი-კრიშნა-ჩაიტანია, უახლოეს გარემოცვასა და თავის მარადიულ სასუფეველთან ერთად მოევლინა ქვეყანას, რათა უსასყიდლოდ გაეცა ყველაზე ძვირადღირებული – ღმერთის უანგარო სიყვარული და სწავლება ღმერთზე მინდობისა – შარანაგატი, რომელიც უფლის ერთგულთა მაცოცხლებელი ძალაა.
ნანდა მაჰარაჯას ვაჟი მოწყალედ შეისმენს მათ ლოცვა-ვედრებას ვინც მიმდევარია შარანაგატის ექვსი საფეხურისა: სინანული ანუ საკუთარი საცოდაობის შეგრძნება, საკუთარი თავის სრულად მიძღვნა, უფლის მიღება ერთადერთ ბატონ-პატრონად, ურყევი რწმენა რომ უფალი დამიცავს, ყოველივეს მიღება რაც სასიკეთოა ერთგული მსახურებისათვის და ყოველივეს უარყოფა რაც ხელს უშლის ერთგულ მსახურებას.
სინანულისგან ჩალას ღეჭავს ბჰაქტივინოდა, მიწას ემხობა შრი რუპასა და შრი სანატანას წინაშე, ორივე ხელით ეხვევა ლოტოსის ტერფებზე და გულამოსკვნილი ტირილით მიმართავს მათ: კაცთა შორის უკანასკნელი ზნედაცემული გთხოვთ, გევედრებით შემასწავლეთ შარანაგატი რათა ვიქცე საუკეთესო ადამიანად!


ნაწილი I – დაინია (7 სიმღერა)

სიმღერა 1


უფალო ჩემო, მიგატოვე და ტანჯვით აღსავსე წუთისოფელში ამოვყავი თავი. ახლა კი შენს ლოტოსის ტერფებთან მსურს მოვიტანო ჩემი ვაების ნაღვლიანი ისტორია:
მე შენ გიხილე უფალო ჩემო ჯერ კიდევ მაშინ, დედის საშოში რომ ვიყავი და აუტანელი ტკივილები მტანჯავდა. წამიერად მომევლინე და კვლავ მიმატოვე უბედური მსახური შენი. მაშინ დავიფიცე რომ გაჩენის დღიდან, ტანჯვის ტვირთისგან თავდახსნილი, ქედს მოვიდრეკდი შენს წინაშე და თაყვანს გცემდი შენ. მაგრამ ვაი რომ დაბადებისთანავე ამქვეყნიური ილუზიის ბადეში გაეხვა ჩემი გონება. საყვარელმა შვილმა და ოჯახის მემკვიდრემ, მშობლებისა და ნათესავების კალთაში ნებივრობას მივეცი თავი. დღე დღეს მისდევდა, მე კი სიცილსა და მხიარულებაში ვატარებდი დროს. დედის ალერსმა დამავიწყა გაჩენის ტანჯვა და მე ვიწამე რომ ეს ქვეყანა სულაც არ არის უსიამოვნო. ბავშვობის წლები თანატოლებთან გართობაში გაილია. როცა წამოვიზარდე და გონი მომეცა, კითხვასა და სწავლას მივყავი ხელი. ვმოგზაურობდი, მრავალი ადგილი მოვიარე, საკუთარი განსწავლულობით ვამაყობდი მუდამ, სიმდიდრეც მოვიხვეჭე და გულმოდგინედ დავიწყე ოჯახზე ზრუნვა, შენ კი დაგივიწყე უფალო ჰარი!
ახლა უკვე დაბერებული მწარედ ტირის ბჰაქტივინოდა: წლები გავიდა, მე კი შენს სამსახურში ჩასადგომად დრო ვერ ვიპოვე. ახლა რა მელის, რა მეშველება მე უბედურს, უქმად გავლიე ცხოვრება ჩემი!


სიმღერა 2

ქედმაღალმა, მწიგნობრობით ტკბობაში გავატარე დრო, შენს ლოტოსის ტერფებს კი თაყვანს არ ვსცემდი. ახლა შენს იქით აღარ დამრჩა თავშესაფარი.
რაც მეტს ვსწავლობდი, მით უფრო იზრდებოდა ჩემი იმედები, რადგანაც განსწავლულობა მიმაჩნდა ცხოვრების ჭეშმარიტ გზად. ვაი რა ფუჭი აღმოჩნდა ეს იმედები და უსარგებლო განსწავლულობა ჩემი. ახლა კი მივხვდი რომ წუთისოფლის მეცნიერება სინამდვილეში სიბნელე და უმეცრებაა. ამქვეყნიური ცოდნა შენი ილუზორული ენერგიის ნაყოფია. იგი დაბრკოლებაა ერთგული მსახურების გზაზე და მარადიულ სულს წუთისოფლის სიამტკბილობას დახარბებულ ვირად აქცევს. აჰა, მე ვარ ერთი ასეთი საპალნის ვირი, ამქვეყნიური ყოფის კურტანს რომ ათრევდა ცხოვრების გზაზე. სიბერეში კი ტკბობის ძალა შემომელია, კმაყოფილებას ვერაფერში ვეღარ ვპოულობ. ტანჯვად იქცა ცხოვრება ჩემი, ჩემი ცოდნა გაუფასურდა, უმეცრების ისრით გაპობილი ჩემი გული კი უსაშველო ტკივილით იწვის.
ჰოი უფალო, არავითარ სიმდიდრეს მე აღარ ვეძებ შენი ლოტოსის ტერფების გარდა. ისინი მინდა ვაქციო ჩემი ცხოვრების აზრად და ამიტომაც სხვა ყველაფერზე უარს ამბობს ბჰაქტივინოდა.


სიმღერა 3

ახალგაზრდობაში ქონების მოხვეჭასა და კეთილდღეობას ვახმიე ძალა, რჯულის კანონს მივსდიე და დავქორწინდი. მე და ჩემმა მეუღლემ უამრავი დრო მოვახმარეთ ოჯახის ფეხზე დაყენებას, ბევრი შვილებიც გავაჩინეთ, მაგრამ გული სულ უფრო და უფრო მიმძიმდებოდა. საზრუნავი დღითიდღე მატულობდა და ბოლოს შევამჩნიე რომ ჩემი ცხოვრება ერთ ადგილზე გაყინულიყო. მერე კი სიბერეც მოვიდა და მომავლის შიშით აღავსო ჩემი დაუდეგარი ჭკუა. ახლა ავადმყოფობით გაწამებული, მუდმივ შიშისაგან ციებიანივით ვკანკალებ. ხოლო ჩემს გულში, ჩემს გაუმაძღარ გულში სურვილების ცეცხლი გიზგიზებს, გამოსავალს კი ვერსაით ვხედავ. წყვდიადმა მოიცვა ყოველივე და სასოწარკვეთილებამ შემიპყრო. არავის ძალუძს ცხოვრების დინების შეჩერება და სიკვდილის ჟამიც მომიახლოვდა. ო როგორ მინდა გავწყვიტო მიწიერი სურვილების მტანჯველი ჯაჭვი, შენ შემოგიდგე და გემსახურო, მაგრამ რაღა დროსია, ალბათ ფუჭია ეს ოცნებები. ახლა უმწეოდ დარჩენილი შენ მოგმართავ უფალო ჩემო!
ასე ამბობს ბჰაქტივინოდა: ყოველივე ამაოა შენი წყალობის გარეშე, გევედრები შენი ლოტოსის ტერფებთან მიბოძო თავშესაფარი.


სიმღერა 4

ჩემი უწესო ცხოვრებით ცოდვა ვამრავლე და აურაცხელი ტანჯვა-წვალება მოვუტანე ყველას. ანგარებით აღძრულმა გულმოწყალება განვაგდე და სხვათა სიხარული მწუხარებად მივიღე. სიცრუით შევიმოსე, სხვისი ტანჯვით ვახარე გული და ხორციელი სურვილების უძირო ზღვად ვაქციე იგი. მრისხანებით აღსავსემ, დიდებით მთვრალმა შურისა და ეჭვის სამკაულით დავიმშვენე თავი. ქედმაღლობას მოვუხმე, ამპარტავნობა ავისხი აბჯრად და მიწიერ საქმეთა დახლართულ გზებზე შევადგი ფეხი. ძილსა და უქნარობას დამონებულმა კარი დავუხშე ყველა სასიკეთო საქმეს, სამაგიეროდ მხნე და ფხიზელი ვიყავი მუდამ როცა ცოდვის ჩადენას ვეშურებოდი. ასე დამამხო ჩემმა სიხარბემ და გამომხრა ავხორცობამ ჩემმა. მორწმუნეთაგან უარყოფილი, უკეთური და ბოროტი ადამიანი ღვთისგმობაში ატარებს დღეებს. მე ვარ სწორედ ასეთი კაცი, ყოველგვარ სიკეთეს მოკლებული, მუდამ ბოროტისაკენ მიდრეკილი, გამოფიტული და ცხოვრებისგან მრავალგზის ნაგვემი. სიბერეში კი ყოველგვარ იმედს მოკლებული, ბოგანო და დამცირებული ბჰაქტივინოდა უზენაესი ღმერთის ლოტოსის ტერფებს მოუთხრობს თავის ცხოვრების მწუხარებით აღსავსე ამბავს.


სიმღერა 5

ჰოი უფალო! გთხოვ შეისმინო ამბავი ჩემი მწუხარებისა.
წუთისოფელის სამსალას დავეწაფე და მეგონა უკვდავების ნექტარს ვსვამდი. ახლა კი ჩემი ცხოვრების ჰორიზონტზე მზე უკვე ჩადის. უკან დარჩა სიყრმისა და განსწავლის წლები მაგრამ ავისა და კარგის გარჩევა მაინც ვერ შევძელ. ოჯახიც შევქმენი, მიწიერ სიამეთა ხიბლიც ვიგემე, ბავშვებიც გავაჩინე და მეგობრებიც ვიმრავლე, მაგრამ სიბერე მოვიდა და ბედნიერებამ ზურგი მაქცია. დავსნეულდი და დავჩაჩანაკდი, სხეული ჩემი გამოიფიტა და გრძნობები დაჩლუნგდა, ახალგაზრდული ტკბობის ძალას მოკლებული კი სულით დავეცი. სიბრძნეც არა მაქვს, ერთი მისხალი ერთგულებაც არ გამაჩნია, ახლა ვინღაა ჩემი შემწე, ჩემი მფარველი. მხოლოდ შენ უფალო ჩემო, დაცემულ სულთა ბოლო იმედო. ეს მე ვარ, ადამიანთა შორის უმდაბლესი ცოდვილი სული და ამიტომაც გევედრები - შემიფარე შენი ლოტოსის ტერფების ჩრდილქვეშ. ახლა რომ გამზომო და ამწონო, ვერავითარ კეთილ თვისებას ჩემში ვერ ნახავ, ამიტომაც გევედრები, მოიღე მოწყალება და მკაცრად ნუ განმსჯი. ძალა მომეცი შენი ლოტოსის ტერფების ნექტარი შევსვა და ასე იხსენ ბჰაქტივინოდა.


სიმღერა 6

ამ მოკრძალებულ ლოცვას შენს ლოტოსის ტერფებს ვუძღვნი, ახლად ამოსულ მოლზე ურბილესს. ეს ტრფებია თაშესაფარი დაცემულ სულთა, მიწიერი ყოფის ხანძარში რომ იდაგებიან. მე კი დავტოვე მათი ჩრდილი და ცხოვრებისგან დაგვალული ჩემი არსება ისე გამოშრა როგორც უდაბნოს ქვიშა. ძალა არ მყოფნის წინ რომ წავიდე. მწუხარე აჩრდილებივით ენაცვლებიან ერთმანეთს დღენი. ახლა შენი ლოტოსის ტერფებია ჩემი ერთადერთი სურვილი, ჰოი თავმოდრეკილთა და მორჩილთა ღმერთო. ო ღმერთო ჩემო, ნუთუ შობილა ვინმე ჩემზე მეტად ცოდვილი. გთხოვ შემიბრალო და მიწყალობო შენს ერთგულებთან ურთიერთობა და მათ ბაგეთგან თუ მოვისმენ შენი გართობის მადლიან ამბებს, ყოველნაირი მანკიერება ჩამომეხსნება. მე ახლა მხოლოდ ერთადერთი იმედით ვცოცხლობ – მინდა დღედაღამ რომ ვგალობდე შენს წმინდა სახელს შენს მარადიულ სასუფეველში. შენი უღირსი მსახური ბჰაქტივინოდა მცირე ადგილსღა გევედრება შენი ლოტოსის ტერფების ჩრდილქვეშ.


სიმღერა 7

ჰოი უფალო, ჩემმა უბედურმა ჭკუამ წუთისოფელის ტყვეობაში ჩამაგდო, მაგრამ გამოსახსნელად შენი წმინდა ერთგული გამომეცხადა. როცა იხილა რა საცოდავი ვიყავ, შემიბრალა და ასე მომმართა: აჰა ისმინე კეთილი ცნობა რათა იხაროს გულმა შენმა. შენს დასახსნელად უფალი შრი-კრიშნა-ჩაიტანია მოევლინა ნავადვიპის მიწას და მისი წყალობით მრავალმა ცოდვილმა სულმა უკვე გადალახა ამქვეყნიური ტანჯვის ოკეანე. დანაპირების შესასრულებლად იგი მოვიდა ოქროსფერ სხეულში როგორც ბრაჰმანის ვაჟი თავის ძმასთან – ავადჰუტა(სალოს) ნიტიანანდასთან ერთად. მათ ერთად ჩაძირეს ნადიის მიწა ღვთაებრივი ნეტარების ოკეანეში. შრი-ჩაიტანია თვით უზენაესი უფალი შრი კრიშნაა - ნანდა მაჰარაჯას ვაჟი, რომელიც უფასოდ არიგებს თავის წმინდა სახელს. ახლა წადი და შენი ხსნა ჰპოვე – ასე მითხრა წმინდა ერთგულმა. ამის გამგონე ბჰაქტივინოდა ტირილით ეახლა შენს ლოტოსის ტერფებს და ახლა თავის ცხოვრების ამბავს უყვება.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 27 2010, 06:45 PM
პოსტი #53


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



შრილა პრაპჰუპადას მოკლე ინტერვიუები:










ამ ლექციაში პრაპჰუპადა იესოზეც საუბრობს:





--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 27 2010, 07:24 PM
პოსტი #54


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
შრილა პრაპჰუპადას მოკლე ინტერვიუები:

გურუა ეგ?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 27 2010, 08:27 PM
პოსტი #55


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ikanosi

ხო, შრილა პრაპჰუპადამ გაიტანა ეს ცოდნა ინდოეთიდან დასავლეთის ქვეყნებში. "მოძრაობა ჰარე კრიშნა" სწორედ მან ჩამოაყალიბა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 28 2010, 12:45 PM
პოსტი #56


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ჯორჯ ჰარისონი ვაიშნავურ ფორმაში:

IPB-ს სურათი

აბბა-ს ქერათმიანი წევრი, რომელიც ასევე ვაიშნავია:

IPB-ს სურათი


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 28 2010, 06:58 PM
პოსტი #57


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კარგი იქნება ამ თემასაც თუ დახურავთ, ან თუ არ დახურავთ აკაკიმ შეასწოროს პირველი პოსტი, იმიტომ რომ შეცდომებით, უზუსტობებით და ცრუ ბრალდებებით არის სავსე.

უბრალოდ არ მინდა რომ აკრიტიკოთ ის რასაც ძალიან ცუდად იცნობთ. ისლამს ბუდიზმს და მითუმეტეს სხვადასხვა სექტებს ასე თუ ისე კარგად იცნობთ და უფლებაც გაქვთ და გარკვეულ შემთხვევებში ვალდებულებაც, რომ აკრიტიკოთ. "ჰარე კრიშნას მოძრაობა" კი ცოტა სხვა რაღაცაა.

სამაგიეროდ მეც გავჩერდები და ამ საიტზე ვედებს აღარ გავუწევ "პოპულარიზაციას". თუ ადმინისტრაცია მეტყვის წავშლი კიდეც ჩემს პოსტებს, რათა ხალხი არ "შეცდეს".

იმედია გავუგებთ ერთმანეთს
smile.gif


madlioba.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
:_მარიამი_:
პოსტი May 29 2010, 12:51 AM
პოსტი #58


gvirila_mari
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 441
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 8



რა ბზიკმა გიკბინა ატმან!ისევ ემოციებშ ხარ?რა იყო შე კაცო,"აცდუნე"უკვე ვინმე თუ?ადამიანი მტკიცე უნდა იყვეს თავის რწმენაში,და თუ ცდუნდა ეგ რა შენი ბრალია,ე.ი.არც არასდროსსწამდა.ჩემი შეხე
დულება ეგეთია.ღმერთმა ხელი მოგიმართოს,შენი საქმისა შენ იცი!ისე ვაღიარებ-დამაინტერესე.აბა შენ იცი! გაიხარე!


ატმან,ეზოთერული ცოდნის ფორუმზე შენი სახელი ამოვიკითხე მემგონი.ვიღაც მეგობრად მოგიხსენიებდა-ატმანი,ვეგეტერიანელი.მემგონი შენ უნდა იყო.მოკლედ ამ ფორუმზე შესვლა მინდა და ვერ შევდივარ.თუ ეს შენ ხარ იქნებ დამაკვალიანო როგორ მოვხვდე იქ.ძაან მაინტერესებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 29 2010, 05:41 AM
პოსტი #59


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



:_მარიამი_:

ეზოთერული ფორუმი გათიშულია დროებით. ამ ფორუმზე შემოდი:

http://forum.ge/?showtopic=34102716&st=0&hl=

არ ვარ ემოციებში და არც არავიონ მიცდუნებია biggrin.gif უბრალოდ აზრს ვერ ვხედავ რომ რამოდენიმე ადამიანისთვის ვწერო აქ, მითუმეტეს უმრავლესობის ნერვების ხარჯზე smile.gif ვისაც აინტერესებს ზემოთმითითებულ ფორუმზეც შეუძლია წაიკითხოს. თან დროებით ისედაც ტაიმ აუტს ვიღებ a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
:_მარიამი_:
პოსტი May 29 2010, 11:50 AM
პოსტი #60


gvirila_mari
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 441
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 8



თბილისის ფორუმზე ვერ ვრეგისტრირდები.აღარ არეგისტრირებენ თუ რაშია საქმე თუ იცი?
ეზოთ.ცოდნის ფორუმს ჩართავენ ისევ?დაახლოებით რამდენ ხანში ხო არ იცი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 09:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი