IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა?
Sotiris
პოსტი Jul 13 2007, 02:33 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ეს თემა ჩვენში დიდ გაუგებრობას იწვევდა და ახლაც იწვევს. რას არ გაიგონებს კაცი ღმრთისმსახურებისას დაჯდომის კრიტიკისას, კათოლიციზმის გავლენიდან მოყოლებული და მოდერნიზმით დამთავრებული. სამწუხაროა, რომ კრიტიკოსებმა არ იციან არც მსოფლიო ეკლესიის ისტორია და გამოცდილება, არც საკუთარი ეკლესიის ისტორია და არც საკუთარი ეკლესიის თანამედროვე საღმრთისმსახურო წიგნები. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გამოსწორებადია.

1) ახლა ძლივს უძლებს ჩვენი მრევლის დიდი ნაწილი ხანგრძლივ მსახურებას და მითუმეტეს მაშინ როგორ გაუძლებს, ჩვენში მსახურება რომ ტიპიკონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდეს (ე.ი. იგალობებოდეს ყველაფერი, რისი გალობაც საჭიროა და არ იკვეცებოდეს მსახურებები). მაგალითად საბაწმიდური ტიპიკონით ღამისთევის მსახურება მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე უნდა გრძელდებოდეს (მწუხრი, ცისკარი, პირველი ჟამი) და ყოველ კვირა დღეს უნდა სრულდებოდეს. ადვილი გამოსათვლელია რამდენი საათია ეს (სეზონის მიხედვით ცვალებადობა გვექნება) და რამდენით მეტია ახლანდელ მსახურებაზე. ამას უნდა დავუმატოთ ლიტურგიის აღსასრულებლად საჭირო დრო (რომელიც გარკვეული პერიოდის მერე უნდა სრულდებოდეს) და რამდენი საათი გამოვა ჯამში, თავად განსაჯეთ.

2) ახლანდელი პრაქტიკით ისე გამოდის, რომ ეპისკოპოსებს და მღვდლებს დასხდომის პრივილეგია ჰქონიათ, ხოლო მრევლი კი უბრალო მასა ყოფილა, რომელიც ფეხზე უნდა იდგეს. რა მოტივით ხდება ასეთი დისკრიმინაცია, გაუგებარია.

ეს არის ორი ლოგიკური არგუმენტი. ნელ-ნელა დავწერ ისტორიულსაც:

ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი


და ვითარცა იყო ნეტარი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე სავსე ზეგარდამოჲთა მადლითა, ეგრეთვე საღმრთონი წესნი და განგებანი დაესხნეს მონასტერსა თჳსსა... ჭაბუკთადა გაეწესა საშოვალ ეკლესიასა დგომაჲ და ორკეცად და სამკეცად დგიან ჴელ-მოჭდობით და მოწიწებით. და სკამები საშოვალ დადგიან და ოდეს ჯერ-არნ ეგრეთ-ვე ორკეცად და სამკეცად დასხდიან.

ე.ი. ივერონშო სკამებიც ჰქონიათ ეკლესიაში და როდესაც განწესებული იყო, სხდებოდნენ კიდეც.

შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონი


დიდი მწუხრის დასაწყისი: ხოლო კანდელაკმან აღიღოს სანთელი მცირითა სასანთლითა და ჴმა-ყოს: აღემართენით.

აქედან გამომდინარეობს, რომ მწუხრის დაწყების წინ მონაზვნები ისხდნენ (სხვაგვარად მიმართვა აღემართენით უაზროა) და რომ თითოეულს საკუთარი დასაჯდომი ჰქონია.

აღდგომის მსახურების აღწერიდან: ხოლო შემდგომად დასრულებისა ამბორისყოფისა, წარიკითხავს საკითხავსა ოქროპირისასა წინამძღუარი, რომლისა თავი არს ესე: ვინცა ვინ კეთილადმსახურნი... ხოლო არა დავსხდებით ამისსა კითხვასა შინა.

ე.ი. სხვა საკითხავებზე სხდებოდნენ და შესაბამისად საკუთარი სკამებიც ჰქონდა ყველას. ამ ერთზე არ სხდებოდნენ.

ხოლო წმიდათა დიდთა მარხვათა აჩენს წინამძღუარი ეკლესიასა შინა მაღჳძებელსა, რომელიცა თითოეულსა წიგნის კითხვასა ზედა, შემდგომად მცირედ წარკითხვისა აღდგების თჳსისა ადგილისაგან და ჰყოფს სამსა თაყუანისცემასა საშუალ ეკლესიისა, და მოჰვლის ძმათა მყუდროებით. და რომელიცა პოოს მძინარედ, მოზიდავს მას ნელიად მცირედ. ხოლო იგი აღდგების და მოვალს საშუალ ეკლესიისა, ჰყოფს მუჴლთმოდრეკასა გ, და ორთავე სამჴროთა მიმართ თითოსა, და კუალად წარვალს და დაჯდების ადგილსა თჳსსა.

ე.ი. დიდ მარხვაში წინამძღვარი ერთ-ერთ მონაზონს განაწესებს მაღვიძებლად. ყოველი საკითხავის დაწყებიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ ეს მონაზონი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა) და ეკლესიას მოივლის იმის სანახავად, ვინმეს ხომ არ ძინავს. თუ ვინმეს მძინარეს იპოვის, გააღვიძებს მას, ეს უკანასკნელი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა), ეკლესიის შუაში სამ მეტანიას აკეთებს, ორივე კლიროსის მიმართ თითოს, მერე ბრუნდება და თავის ადგილზე ჯდება (ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ ყველა მონაზონს საკუთარი ადგილი ჰქონია დასაჯდომად).

კონდაკი, 1710 წ., ვახტანგ მეექვსის სტამბა


დიდი მწუხრის აღწერიდან: რაჟამს ჯერ-იყოს ლოცვა დიდისა მწუხრისა, მოვალს მღდელი და დიაკონი და ჰყოფენ მეტანიასა წინაშე ხატსა მეუფისა ქრისტესსა გ. ყოველნი მუნ მყოფნი ძმანი იყვნენ მსხდომარენი... და ჴმაჲ-ჰყოფს ევტაქსია წინაშე წმიდისა კარისა მასვე კელევსატესა. მაშინ ყოველნი ძმანი აღდგებიან...

ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ მწუხრის დაწყების წინ ყველა მონაზონი იჯდა და ყველას საკუთარი სკამი ჰქონია. ახლა რაში უნდა ჭირდებოდეს კაცს სკამი ეკლესიაში, თუ ლოცვისას არ უნდა ჯდებოდეს?

სადღესასწაულო, მოსკოვი, 1865


შობის განგება, გვ. ფოზ, მწუხრზე საწინასწარმეტყველოდან საკითხავების დასრულების შემდეგ ასეთი მითითებაა: ესრეთ ჰჴმობს მკითხუელი ჴმასა ზედა ვ, ჩუენ აღუსდგებით და იგი იტყჳს ტროპარსა ამას...

რატომ წერია ჩვენ ავდგებით ფეხზეო? იმიტომ რომ საწინასწარმეტყველოზე ყველა იჯდა.

ასეთი ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება. უნდა თუ არა ვინმეს, ჩვენთან სკამები რეალობა იყო ეკლესიებში, დაჯდომაც რეალობა იყო და არც ახლა ამოუშლია ვინმეს წიგნებიდან მათი ხსენება.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
19 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 39)
მართა
პოსტი Jul 13 2007, 01:03 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ციტატა( გიორგი @ Jul 13 2007, 01:51 PM) *

სკამზე.
საბერძნეთში ბევრ ეკლესიაში სკამებია - კათოლიკური მერხებივით და ეს სულაც არ არის ქრისტიანული სწავლების დარღვევა. არადა ბევრს ეს მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების პრინციპული სხვაობა ჰგონიათ.

მართალია,აქაც ერთი რომ ღაღადებს არიქა გადეეეეეეეეევიდა მოდიდან მართმადიდებლური ტრადიციებიო პირველად მაგას წერს საბერძნეთში ხოა სკამებიო?კათოლიკებიც ასე ხო ზიანო?დედა ნეტა ეგ იყოს მარტო განსხვავება!ჩვენთანაც დგას ბატონო სკამები იმათთვის ვისაც ჭირდებათ არ ვართ ბატონო ქაჯები,პაწას ჩვენც წევისვეტებთ biggrin.gif (მაპატიოს უფალმა გახუმრება მსგავს თემაზე)


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 13 2007, 01:06 PM
პოსტი #22


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მართა



მართლმადიდებობა სკამებით განისაზღვრება? სკამის გამო ამბობენ მოდიდან გადავიდაო? მეტი პრობლემა თუ არა აქვთ, იმათც ეშველათ და ცვენც. აგერ მნათეც იზრუნებს ტავის ეკლეისაში სკამების დადგმაზე და ვსიო smile.gif როგოც ამერიკელები იტყვიან no problem.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 13 2007, 01:09 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
აგერ მნათეც იზრუნებს ტავის ეკლეისაში სკამების დადგმაზე და ვსიო

კეჰჰჰ, კათედრებს დავუდგავ არ უნდათ? laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 13 2007, 01:13 PM
პოსტი #24


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მნათე
ციტატა
კეჰჰჰ, კათედრებს დავუდგავ არ უნდათ?



გასაგებია, ანუ საკითხზე მეჯელობა მეტად მოგწონს, ვიდრე ქმედებით პრობლემის მოგვარება, რას ნიშნავს მაინც ფილოსოფიით გატაცება! smile.gif))


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 13 2007, 01:13 PM
პოსტი #25


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
როგოც ამერიკელები იტყვიან no problem.

ამერიკელებზე გამახსენდა.... smile.gif

უნეტარეს ჰერმანეს დაქვემდებარებაში მყოფ ტაძრებში სკამები არ დგას


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 13 2007, 01:14 PM
პოსტი #26


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
უნეტარეს ჰერმანეს დაქვემდებარებაში მყოფ ტაძრებში სკამები არ დგას




მიზეზი?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 13 2007, 01:15 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ვიდრე ქმედებით პრობლემის მოგვარება, რას ნიშნავს მაინც ფილოსოფიით გატაცება!

პრობლემის ქმედებით მოგვარება, ქმედითობის საშუალებებსა და იერარქიულ ჯაჭვს უკავშირდება - ამ შემთხვევაში smile.gif)))


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 13 2007, 01:24 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ციტატა(კანონისტი @ Jul 13 2007, 02:13 PM) *

მხევალი ნინო

ამერიკელებზე გამახსენდა.... smile.gif

უნეტარეს ჰერმანეს დაქვემდებარებაში მყოფ ტაძრებში სკამები არ დგას

საიდან ამდენი იფორმაცია?????? biggrin.gif


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 13 2007, 01:28 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4




ციტატა


მიზეზი?


ხეხე, ნეტა ვინმე შევიდეს და ტახტრევანს დაუდგამენ laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 13 2007, 01:43 PM
პოსტი #30


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



თუ ადამიანები არ შედიან აბა სკამს ვის დაუდგავენ, ანგელოზები არ იღლებიან.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 13 2007, 01:45 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
თუ ადამიანები არ შედიან აბა სკამს ვის დაუდგავენ, ანგელოზები არ იღლებიან.


ხოდა ვინაიდან არ იღლებიან, არც დგამენ laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 13 2007, 02:07 PM
პოსტი #32


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
მიზეზი?

რუსული გავლენა

მართა
ციტატა
საიდან ამდენი იფორმაცია??????

ამერიკელი მართლმადიდებელი მეგობრისაგან

მნათე
ციტატა
ხეხე, ნეტა ვინმე შევიდეს და ტახტრევანს დაუდგამენ

მართლა ხეხე....

ჩიკაგოს ტაძარი გადავსებულია ახალგაზრდებითო tongue.gif (სადაც თვითონ დადის). მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად თითქმის 30% იზრდება, საიდანაც უდიდესი წილი პროტესტანტებიდან მოქცეულ მრევლზე მოდის


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 13 2007, 02:07 PM
პოსტი #33


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მნათე
ციტატა
ხოდა ვინაიდან არ იღლებიან, არც დგამენ




შევთანხმდით, რომ სკამები მხოლოდ იქ არ იდგმება სადაც არ იღლებიან.

რაცხა თქვენი ეკლესია გამახსენდა, ლევანი არ დამიმალო უხორცო ხომ არ ხარ? tongue.gif თუ რამე ისეთია პმ-ზე მომწერე. smile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 13 2007, 02:14 PM
პოსტი #34


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



სამწუხაროა, რომ არ ვიცნობთ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ტრადიციებს, ზოგმა არც კი იცის სკამები ბევრ მართლმადიდებლურ ეკლესიებში, თანაც დიდი ხანია რომ დგას...სკამების ეკლესიაში დადგმა ზოგიერთისთვის თეატრთან და კათოლიკურ ეკლესიასთან ასოცირდება, მაგრამ თუ წაიკითხვათ სოტირისიის პირველ პოსტს მიხვდებით რომ...
სოტირ, ფოტოები დადე რა, სადაც სკამები დგას მართლმადიდებლურ ეკლესიებში....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 13 2007, 02:20 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მართა @ Jul 13 2007, 01:03 PM) *

ჩვენთანაც დგას ბატონო სკამები იმათთვის ვისაც ჭირდებათ არ ვართ ბატონო ქაჯები,პაწას ჩვენც წევისვეტებთ biggrin.gif (მაპატიოს უფალმა გახუმრება მსგავს თემაზე)


ყველას ჰქონდა ადრე სკამი, და არა იმას, ”ვისაც სჭირდება”. ეს ”ვისაც სჭირდება” გაურკვეველი ცნებაა საერთოდ. სკამები ბევრ შემთხვევაში ”პრივატიზირებულია”. მე ასეთ მომენტებსაც შევსწრებივარ, როდესაც წირვის მნიშვნელოვან მომენტებში ეს ხალხი ფეხზე დგებოდა, მაშინ სხვა გამწარებული ხალხი მივარდებოდა და სასწრაფოდ იკავებდა მათს ადგილს. ზოგი მაგის შიშით ფეხზე არ დგება მგონი საერთოდ, ან სკამსაა აკრული, როდესაც დგება. არანორმალური მდგომარეობაა.

სკამების დადგმას რაც შეეხება, ძირითადი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ ლოცვის მსვლელობას არ უნდა უშლიდეს ხელს, ე.ი. როდესაც მეტანია გაქვს შესასრულებელი, მაგის შესრულება უნდა შეგეძლოს და ა.შ. ჩვენთან ეკლესიები ხალხითაა გადატვირთული (თბილისში მე-19 ს.-სთან შედარებით ეკლესიების რიცხვმა განსაკუთრებით არ მოიმატა, აი მოსახლეობამ კი უზარმაზარი ოდენობით იმატა) და ამ ეტაპზე სკამების შემოტანა რეალური არ ჩანს. რეალურია თუ არარეალური, ეს არ ნიშნავს, რომ შესაბამისი იდეოლოგიური სამუშაო არ უნდა ჩავატაროთ, თორემ როგორც ვთქვი უკვე, ზოგს სკამი კათოლიციზმი, მოდერნიზმი, ან ვინ იცის, იქნებ სულაც მკრეხელობა და ერესი ჰგონია.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 13 2007, 02:28 PM
პოსტი #36


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Sotiris
ციტატა
სამუშაო არ უნდა ჩავატაროთ, თორემ როგორც ვთქვი უკვე, ზოგს სკამი კათოლიციზმი, მოდერნიზმი, ან ვინ იცის, იქნებ სულაც მკრეხელობა და ერესი ჰგონია




ოჰ,


დავიჯერო ვისაც ეს ასე ჰგონია, პირადი ლოცვის დროს ერთხელ მაინც რ დამჯდარა? თანაც ასეთი ადამიანი მილიონში ერთი მეგულება, იმიტომ, რომ როგორც წესი ყველა ჯდება ხოლმე წირვა -ლოცვაზე. ნუ თუ ერთ კვირას მაგრად დგეხარ მეორე კვირას მაინც ხომ დაჯდები. ერთხელ მაინც ვა.


ისა, თქვენ რაღაც განსაკუთრებული კატეგორიის ხალხტან გაქვთ ურთიერთობა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Jul 13 2007, 02:36 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



მე პირადად 5-10 წუთი ჩამოვჯდები ხოლმე სულ იმიტომ რომ მთელი წირვა ფეხზე ვერ ვძლებ,ხერხემალიც მტკივდება და ფეხებიც ხოდა მერე ვეღარ უსმენ წირვას,ამიტომ ცოტას შევისვენებ ან გარეთ ან შიგნით ადგილი თუა და ვდგები ისევ


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 13 2007, 03:48 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



მე ფეხზე მოსმენა მირჩევნია პირადად,ბევრად უფრო გულისყურით ვისმენ,გაფანტულიც არ ვარ! გაგაცინებად მაგრამ საკუთარმა დაკვირვებამ მიჩვენა რომ ყოველთვის თუკი ჩურჩული ან გადალაპარაკება მოხდა ტაძარში უმეტეს წილად იმათგან მოდის ვინც კომფორტულად ზის სკამებზე smile.gif


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Jul 13 2007, 04:32 PM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



ყველა ტაძარშია არის სკამები ადგილის და ფართის მიხედვით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 13 2007, 04:42 PM
პოსტი #40


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



catherina_10
ციტატა
ყველა ტაძარშია არის სკამები ადგილის და ფართის მიხედვით




ეჰ ეკატერინე რა ადვილად გადაწყვიტეsmile.gif არ არისო. ამბობენ...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

19 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 07:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი