IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

30 გვერდი V « < 28 29 30  
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლური სასწაულები, დასტური ეკლესიის ჭეშმარიტებისა
marine
პოსტი Aug 15 2018, 06:38 PM
პოსტი #581


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,757
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა ეფრემს [კატუნაკელი] განსაკუთრებულად უყვარდა წმინდა ნექტარიოს ეგინელი. ლიტურგიაზე ხშირად დააბრძანებდა ხოლმე მის ხატს და წინ სანთელს აანთებდა. ხშირად მიდიოდა ხოლმე წმინდა ანას მცირე სკიტში, მამა გერასიმე ჰიმნოგრაფის კელიაში დიდი მღვდელმთავრის მირონმდინარე წმინდა ნაწილების თაყვანსაცემად. როცა ეკითხებოდნენ, წმინდა ნექტარიოსი ასეთი დიდი რატომ არისო, პასუხობდა: - იმიტომ, რომ დღესაც არ შეუწყვეტიათ მისი ცილისწამებაო.

ერთხელ მამა ეფრემმა შეამჩნია, რომ საწყობში შენახულ ხორბლის მარცვალში ბეღლის გრძელცხვირა გამრავლდა. გაუჭირდებოდა ავადმყოფ ბერს ხორბლის გადარჩევა. წმინდა ნექტარიოსს შეევედრა, მის წმინდა ნაწილებზე ბამბა ჯვრის სახით დაფინა. მერე კი ფთილა ხორბალში ჩადო და ყველაფერი უფალს მიანდო. გამოხდა ხანი. საჭირო გახდა ხორბლის დაფქვა. აღმოჩნდა, რომ ხორბალი სრულიად გაწმენდილიყო, წმინდა ნექტარიოსს სასწაული მოეხდინა!"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2018, 10:54 PM
პოსტი #582


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,757
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყველაზე დიდი სანთელი ადამიანია, რომელიც უფლისთვის დაენთება

“ჩემი რესპონდენტი ე.წ. შავი სამყაროს ერთ-ერთი ავტორიტეტული წარმომადგენელია. მისი ცხოვრების ძირითადი კანონები მუდამ "ქურდული" კანონები იყო, ცხოვრების წესი კი - ნარკომანია. ასეთნი, ცხადია, მიუღებელნი ხდებიან მათთვის, ვისაც ქუჩის ცხოვრებით არ უცხოვრია. მაგრამ რაც ადამიანის სულშია დაფარული და მხოლოდ უფლისთვისაა ხილული, სწორედ ისაა გასაღები სავლეს პავლედ ქცევის საიდუმლოსი.

ნოდარის ფერისცვალების მიზეზი უჩვეულო მოვლენა გახდა - სასწაული, ამ სიტყვის სრული ეტიმოლოგიური მნიშვნელობით - სასწავლი.

***
"ზაფხული იყო. მეუღლე და ბავშვი დასასვენებლად წავიდნენ. მარტო დავრჩი. წამლისთვის თავის დანებებას ვცდილობდი... ვერ შევძელი, ისევ ვეტანებოდი. ამის გამო ადგილს ვერ ვპოულობდი...

ეზოდან სახლში ამოვედი და მესმის: "გიყურებ, გხედავ. შენი მფარველი ანგელოზი ვარ. რასაც ნახავ, მოყევიო". შემეშინდა. ღვთისმშობლის დაუჯდომელი იდო ხატებთან. გადავშალე. ახლა უფრო გარკვევით მესმოდა: "გხედავ, წაიკითხე ლოცვა. დამიჯერე, შენთვის იქნება კარგიო". ხმა იმდენად აშკარა იყო, მეგონა, ფანჯრიდან მიყურებდა ვიღაც და მელაპარაკებოდა. გადავიხედე... არავინ ჩანდა. იმის გამო, რომ ამ ქალაქში არალეგალურად მიწევს ცხოვრება, ვიფიქრე, ვიღაცამ კამერა დამიმონტაჟა სახლში და მითვალთვალებს-მეთქი. უწმაწური სიტყვებით დავიწყე გინება: ვინ ხარ, რა გინდა-მეთქი. ხმა მიმეორებდა, ლოცვა და სახარება წამეკითხა, რასაც ვნახავდი, მეთქვა.

შიშისა და გაურკვევლობისგან მოვშორდი ხატებს და წამოვწექი. რაღაც ძალამ ლოგინს მიმაჯაჭვა. თვალები მეხილა, მაგრამ თითსაც ვერ ვანძრევდი. თვალწინ თითქმის ყველა მიცვალებული წარმომიდგა, ვისაც ვიცნობდი... და ფილმის კადრებივით გაიარა მთელმა ჩემმა ცხოვრებამ. ხმა კი მახსენებდა ჩემს ცოდვებს. იყო შიში, სირცხვილი, სინდისის ქენჯნა...

იმ დღიდან მოყოლებული ხმა დღედაღამ მელაპარაკებოდა. მშვიდი ტონი მკვეთრად მესმოდა ხმაურშიც და სიჩუმეშიც. მეუბნებოდა, რომ ერთნაირად მხედავდა ფანჯრიდანაც და ვარსკვლავიდანაც. გამოთქვამდა ჩემს უმნიშვნელო ფიქრსაც კი. ყოველი დღე ჩემი ცოდვების გახსენება იყო. ისეთ ცოდვებსაც ვაღიარებდი, რომელთა დამალვასაც დაჟინებით ვცდილობდი. ახლაღა ვხვდები - ჩემ მიერ საკითხავი წიგნივით წაკითხული სახარებიდან მაყოლინებდა იმ ადგილებს, რომლებზეც ჩემი ყურადღების გამახვილება უნდოდა. აგრესია მაინც არ მიქრებოდა, რადგან მისი სიტყვების ბოლომდე არ მჯეროდა. ის კი მეუბნებოდა, გპატიობო. როდესაც ვთხოვე, დამნახვებოდა, მითხრა, ეკლესიაში წავსულიყავი და იქ დამხვდებოდა. ქართულ ეკლესიაზე მიმითითა. პირველად ტაძარში მისული, მალევე წამოვედი. ის კი მსაყვედურობდა, - აქ რისთვის მოხვედი, თუ ლოცვას არ მოისმენ. უსმინე ღვთისმსახურებს, ისინიც იმას გეტყვიან, რასაც მე ვასწავლი. დაუჯერე და ისე იცხოვრე, როგორც გასწავლიანო.

როდესაც ფიქრები ცოდვისკენ წამიღებდნენ, ხმა მაფხიზლებდა, ის სხვა გზით წარმართავდა ჩემს აზრებს. მეუბნებოდა, ისე მოვქცეოდი სხვას, როგორც მინდოდა მე მომქცეოდნენ და არა ისე, რისი ღირსიც იყო. მისი დაჟინებული თხოვნით თანდათან დავიწყე ეკლესიაში სიარული, წმინდა წერილის კითხვა.

მეუღლემ შეამჩნია ჩემი უცნაური მდგომარეობა. გარდა ამისა, თითქმის ორი თვე არ მძინებია, ხმა მთელი ღამე მელაპარაკებოდა. წამიყვანეს ფსიქიატრთან. გამომიწერეს დამამშვიდებლები, საძილე საშუალებები და გამომიშვეს. დაძინება მაინც ვერ შევძელი. გადავწყვიტე, დიდი დოზით დამელია წამლები... დავლიე. ვგრძნობდი სიკვდილის მოახლოებას... ამ დროს ცა გაიხსნა და თითქოს გახსნილი რკალიდან მიყურებდნენ ქალი, ბავშვი და თეთრწვერა მოხუცი. მანუგეშებდნენ, მეუბნებოდნენ, არ მოკვდებიო. მართლაც, გადავრჩი.

საავადმყოფოში სამი დღე-ღამე მეძინა. გამეღვიძა დამშვიდებულს, დასვენებულს. ავდექი. თავს ჯანმრთელად და კარგად ვგრძნობდი. ის იყო გავიფიქრე, ჩემი ეჭვები უსაფუძვლო არ ყოფილა-მეთქი, - ისევ მომესმა: ახლა ხომ მაინც მიხვდები, ვინ ვარ. ამის მერე ყველა დაგიჯერებს, რასაც მოჰყვებიო. იმ დღიდან კი ვხედავდი, ვინც მელაპარაკებოდა... და არა მარტო მას; ვხედავდი ანგელოზებსაც. მათგან გამომავალი ფერების, ელვარებისა და ბრწყინვალების გადმოცემა შეუძლებელია! ანგელოზს როცა ხედავ, შიში გიპყრობს, პატივისცემა, მერე კი მისდამი საოცარი სიყვარულით ივსები.

ამ შემთხვევამდე ჩემი უფალთან დამოკიდებულება "მამაო ჩვენოს" ცოდნით ამოიწურებოდა. დედა ღვთისმშობლისთვის არასდროს მითხოვია შეწევნა, არც არასდროს მიხსენებია. ანგელოზების დანახვისას კი თითქოს ზეპირად წარმოვთქვამდი სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობაც მანამდე არც ვიცოდი: "გხედავ, მესმის, მჯერა და მწამს მამა, ძე და წმინდა სული..."

თუმცა გონებაში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, სული ერთს ითხოვდა - დაჟინებით ვიმეორებდი: მაპატიოს უფალმა, მაპატიოს და თუნდაც მაშინვე მოვკვდე-მეთქი. ჩემი გულისთქმები და ფიქრი ესმოდა და მეუბნებოდა: ფული არასდროს სთხოვო უფალს, ხელგაწვდილიც რომ მოგიწიოს სიარულმა, მათხოვარი გახდე ჯობია, ეგ ცოდვა არ არისო.

ანგელოზი მთხოვდა, მელაპარაკა ამ ყველაფერზე მაშინ, როცა ჩემნაირები შევიკრიბებოდით.

წირვა-ლოცვაზე სიარული და ლოცვა დავიწყე. აღსარებას ქართულ ეკლესიაში მამა მაქსიმეს ვაბარებდი. პირველი ზიარების ღირსი კი შობას გავხდი. უზომოდ ბედნიერი ვიყავი!

ტაძრიდან გამოსული, ანგელოზის ხილვას ველოდი, მის ადგილას კი ღვთისმშობელი იდგა. მეწამული სამოსი ეცვა. ზიარების შემდეგ წირვიდან გამოსული სხვა წმინდანებსაც ვხედავდი, ხშირად - წმინდა სერაფიმე საროველს, წმინდა ნიკოლოზს, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულებს.

ერთხელ, ტაძრიდან გამოვედი და ვხედავ, ჭიშკარი გაიღო. მარჯვნივ უზარმაზარ ლოდზე მოხუცი იჯდა, თეთრწვერა, თეთრად მოსილი. გვერდით შავთმიანი უწვერული ახალგაზრდა ედგა. მარცხნივ, ჭაობის წინ, გარდაცვლილები შეკრებილიყვნენ და ეშმაკების შიშით ერთმანეთს ეკვროდნენ. მთხოვდნენ, უფლისთვის მეთხოვა მათი გადარჩენა. მეც ვითხოვდი. ახალგაზრდა კაცმა ჩემი თხოვნით უფალი ახსენა და ეშმაკებიც გაქრნენ.

...წამლის გაკეთების სურვილი სამუდამოდ გამიქრა. ჭეშმარიტების გზა გამოჩნდა. შობიდან ფერისცვალებამდე ყოველდღე ვხედავდი ანგელოზებს, წმინდანებს. რწმენაში მაძლიერებდნენ.

ფერისცვალება დღეს კი ტაძრიდან გამოვედი და ვხედავ, ცა გაიხსნა, იქიდან ჩიტების ლაშქარი გამოფრინდა. გარს მევლებოდნენ, თავზე ოდნავ მეხებოდნენ. ზეციდან ისმოდა: "ფერი იცვალა ნოდარმა, ფერი იცვალა! ადამიანებთან ერთად კი სამყაროც იცვლის ფერსო". ვხედავდი, ხეები უცნაურად ბრწყინავდნენ.

ეს მათთან შეხვედრის ბოლო დღე იყო. ანგელოზმა მითხრა, რომ მუდამ ჩემთან იქნებოდა და არასდროს მიმატოვებდა.

ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვუსმინო სინდისს, რომლითაც თვით უფალი გელაპარაკება. ვიცი, რომ ღმერთი უპასუხოდ არ დატოვებს სინანულით სავსე გულს, ფერისცვალების სურვილს. ის გვიჩვენებს გზას ისე, ვერც კი იგრძნობ, რომ უფალი დაგეხმარა, გგონია, შენით აკეთებ, სინამდვილეში კი ღმერთი გეხმარება.

ახლაც, როცა წირვაზე "რომელი ქერუბიმთა" იგალობება, ბევრჯერ მიგრძნია ანგელოზის იქ ყოფნა. მამა მაქსიმემ მითხრა - მე არაფერი მიხილავს და ისე მწამს უფალი. მღვდელიც ჩემი რწმენით გავხდი. გარდავიცვლები და უფალსაც ვიხილავ და ანგელოზებსაცო. კურთხევა მომცა, აღარ მქონოდა ანგელოზის ხილვის სურვილი.

ჭეშმარიტების გზა დავინახე და ცოდვის შეგრძნება გამიმძაფრდა, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ვარ. დასჯის ღირსი იყო ნინევია, მაგრამ შეინანა და ღმერთმა შეიწყალა. ამის გამო იონა წინასწარმეტყველი გაუნაწყენდა კიდეც. ღმერთმა კარგი მაგალითი უჩვენა იონას - ხე აღმოუცენა მოსაჩრდილებლად, მეორე დღეს კი გაუხმო. იონა გამწარდა. უფალმა აუხსნა - თუკი მას ერთი ღამის სტუმარი ხე დაენანა, რომელზეც არასოდეს უზრუნია, რამდენად დასანანი იქნებოდა შემოქმედისთვის, თავისი პირმშო ადამიანები რომ გაეწირა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ყველაფრიდან იმის გაგებაა, რომ ადამიანს იმდენად არ უყვარს თავისი თავი, რამდენადაც უფალს ვუყვარვართ. იონა წინასწარმეტყველის სიტყვებით გეტყვით: "ლმობიერი და მრავალმოწყალე ხარ შენ, უფალო".

ანგელოზისგან საჩუქრად დამრჩა მისი ნაკარნახევი ჩანახატი: სანთლების სილამაზეს ვუყურებ. ნელ-ნელა იწვიან და ლამაზად ჩამჩურჩულებენ: "აბა, გვითხარი, ღვთისთვის ყველაზე დიდი სანთელი ჩვენგან რომელია?" ნიავმა დაუბერა... სანთლები აქეთ-იქით გადახარა... თითქოს ჩაქრობა მოუნდომა. მერე კი ყველა ერთად გაანათა. ჩურჩულის ხმამ კი გამიმეორა: "ყველაზე დიდი სანთელი ადამიანია, ადამიანი, რომელიც უფლისთვის დაენთება"...

ღმერთმა შემაძლებინოს, მეც მისთვის დანთებული ერთი პატარა სანთელი ვიყო!.."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

30 გვერდი V « < 28 29 30
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th September 2018 - 03:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი