"მოძღვარი მიტინგზე არ უნდა დადიოდეს", ჟურნ. "გუმბათი", N16 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მოძღვარი მიტინგზე არ უნდა დადიოდეს", ჟურნ. "გუმბათი", N16 |
კანონისტი |
Apr 27 2009, 10:48 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ინტერვიუ დავით ჩიკვაიძესთან, მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტთან, რომელიც ამავე დროს ვაკის სამების სტიქაროსანი, კანონიკური სამართლის დოქტორანტი და ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების თავმჯდომარეა.
_ უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო ეკლესიის საქმიანობაში და პირიქით? _ ოქროს შუალედი მოცემულია სახარებაში, `მიეცით კეისარს კეისრისა, ღმერთს ღვთისა~. ეს ნიშნავს, რომ ქრისტიანობა სხვა რელიგიებისგან განსხვავებით მიჯნავს სახელმწიფოს და ეკლესიას. ეკლესია მოწოდებულია თავისი აღმატებული მიზნებისთვის, სახელმწიფოსაც აქვს თავისი განცალკევებული მიზნები, საერთო მიზანი კი მოსახლეობის კეთილდღეობაა. რაც შეეხება ურთიერთმიმართების საკითხს, სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ეკლესიის მრევლი და პირიქით. `მიეცით კეისარს კეისრისა~ ნიშნავს იმას, რომ რაც სახელმწიფომ დაადგინა მოქალაქეთათვის, იგი უნდა შევასრულოთ. პავლე მოციქულის სიტყვებია `ყოველი სული უმაღლეს ხელისუფლებას დაემორჩილოს~, მაგრამ თუკი სახელმწიფო მოუწოდებს ქრისტიანს საეკლესიო მოძღვრების წინააღმდეგ, ქრისტიანს უფლება აქვს და მეტიც, ვალდებულიცაა არ დაემორჩილოს მას. დანარჩენ შემთხვევაში რიგითი ქრისტიანი უნდა ემორჩილებოდეს სახელმწიფოს, განსაკუთრებით საერო საკითხებში. რაც შეეხება ეკლესიას, თუ როგორ უნდა იყოს სახელმწიფოსთან მიმართებაში, არ შეიძლება იყოს ისე, როგორც, მაგალითად, რუსეთის იმპერიის დროს. ამ შემთხვევაში მოხდება ეკლესიის მაღალი მიზნების აღრევა, სახელმწიფოს მიზნებთან, რაც მისაღები არ არის. თუმცა, თუ სახელმწიფო იზრუნებს ეკლესიის ლეგიტიმურ საჭირობაზე და შესაბამისად ეკლესია აკურთხებს სახელმწიფოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ეს მოქალაქეებისთვისაც შექმნის კარგ გარემოს. _ დღეს სახელმწიფო თუ დგას ეკლესიის გვერდით? _ უდავოდ. მაგალითად, ძალიან ხშირად მთავრობის სხდომაზე განიხილება ეკლესიითვის რაღაც პრივილეგიის მინიჭების საკითხი. შეიძლება იყო ტყის ფართობის გადაცემა, თანხის ან მიწის ფართობის გამოყოფა ეკლესიის ასაშენებლად. საქართველოს სახელმწიფოსთვის ოთხი ადამიანის _ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოწვეული სტუმრები ითვლებიან უმაღლესი რანგის სტუმრებად. როცა აქ ჩამოდიან სტუმრები ოფიცალური ვიზიტით, ხვდებიან კათოლიკოს-პატრიარქს და იმ სამ პირს, რომელიც ზემოთ ავღნიშნე. მრევლში ჩნდება ხოლმე კითხვა, რატომ შეხვდა ისა თუ ეს უცხოელი სტუმარი პატრიარქს. ეს განსაზღვრულია პრეზიდენტის ბრძანებულებით და ისინი ვალდებული არიან შეხვდნენ. ევროპულ გამოცემებში რელიგიის შესახებ, საქართველო შეტანილია ისეთი ქვეყნების რიცხვში, რომელთაც აქვთ სახელმწიფო რელიგია. მხოლოდ, ფრჩხილებში მითითებულია _ `დე ფაქტო~, რამდენადაც პირდაპირი ჩანაწერი არ გვაქვს ამის თაობაზე, თუმცა სტატუსი ამ დონეზეა აყვანილი. _ ქრისტიან-დემოკრატები მოითხოვენ მართლმადიდებლობის სახელწიფო რელიგიად გამოცხადებას, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? _ ამ საკითხზე მახსენდება თავად მისი უწმინდესობის სიტყვები, წარმოთქმული კონსტიტუციური შეთანხმების დადების დღეს: `რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ და საუკეთესო ფორმად შერჩეული იქნა ეს ვარიანტი, კონსტიტუციური შეთანხმება~. სახელწიფო რელიგიად გამოცხადებაში მხოლოდ სიტყვიერი დეკლარირება ხომ არ იგულისხმება? თუ გადავხედავთ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო რელიგიები, დავინახავთ, რომ იქ ეკლესია სახელწიფოს ერთგვარ დანამატად არის ქცეული. მაგალითად, საბერძნეთში მოძღვრები იღებენ ხელფასს სახელწიფო ბიუჯეტიდან. როდესაც ეკლესია საჯარო უფლებამოსილებებს ახორციელებს, შესაბამისად ეს მდგომარეობა აძლევს სახელმწიფოს საშუალებას აქტიურად გააკონტროლოს ეკლესია და ამდენად, ეკლესია სახელმწიფოს ერთ-ერთ სამინისტროსავით გვევლინება ხოლმე. _ თუ მართლმადიდებლობა გამოცხადდება სახელმწიფო რელიგიად, სხვა რელიგიები, რომლებიც არის საქართველოში, დადგებიან რაიმე შეზღუდვის წინაშე? _ მოქალაქეთა ნებისმიერი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით ყოვლად დაუშვებელია, ან პირიქით, დაუშვებელია ამ ნიშნით პრივილეგიის მინიჭებაც. მოქალაქეები უნდა იყვნენ თანასწორი. თუმცა, თავად ამ სტატუსის მქონე რელიგიურ ორგანიზაციას მეტი უფლებები ექნება, ცხადია. _ როდის მიენიჭათ საქართველოში არსებულ სექტებს იურიდიულად არსებობის უფლება? _ საქართველოს კანონმდებლობთ დღეს რელიგიური ორგანიზაციად ითვლება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია. ქართული კანონმდებლობა რელიგიური ორგანიზაციის შექმნის ან რეგისტრაციის წესს არ იცნობს, არც კანონი გვაქვს მათ შესახებ. სამოქალაქო კოდექსში იყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც რელიგიური ორგანიზაციები უნდა დაფუძნებულიყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად და ეს ამოიღეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გიგა ბოკერიას ინიციატივით. დღეს კანონმდებლობა რელიგიურ ორგანიზაციად არ ცნობს არც კათოლიკურ, სომხურ ეკლესიებს. ეს რაც შეეხებოდა ტრადიციულ კონფესიებს. ამიტომაა, რომ ვერ რეგულირდება ისინი რას აშენებენ და როგორ წარმართავენ საქმიანობას. გახსოვთ ალბათ, იეჰოვას მოწმეებზე იყო დიდი ამბებივი და ამბობდნენ რეგისტრაციაში გაატარეს, როგორც რელიგიური ორგანიზაციაო. რეალურად კი მათი დარეგისტრირება მოხდა, როგორც ფონდის. შემდგომში გაირკვა, რომ ამ ფონდის დაარსების სათავეებთან იდგნენ რასელის მიმდევრები. _ თქვენ საუბრობდით სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დახმარებაზე, რას იტყვით იმ ფაქტებზე, როგორიცაა გლდანის ეკლესიაზე შტურმი და ფერიის მთაზე ეკლესიის ნგრევა? _ გლდანის ეკლესიდან ბასილ მკალავიშვილის გამოძევება საეკლესიო სამართლით იყო დაშვებული, რამდენადაც მკალავიშვილი არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, იბრალებს ამას და შეცდომაში შეჰყავს მრევლი, თუმცა, მე არ ვსაუბრობ ფორმებზე. ზემოთქმული მიზეზის გამო, ტაძარსაც არ შეიძლება ეწოდოს მართლმადიდებლური. საერო-სამართლებრივად კი იგი თავისი მიმდევრებით არის კონფესია და საკულტო ნაგებობის შტურმით აღება ყოვლადდაუშვებელია. რაც შეეხება ფერიის ეკლესიას, საეკლესიო სამართლის მიხედვით პასუხი მკვეთრად უარყოფითია ამ ფაქტის მიმართ. საერო სამართლებრივად, თუ დოკუმენტაცია არასრულად იყო (როგორც საუბრობდნენ), ასეთ შემთხვევაში კი შეიძლება, რომ ნაგებობა დაინგრეს, მაგრამ როცა ეკლესიაზეა საუბარი, ცოტა ძნელია თქვა, რომ ის იყო უკანონო. რადიკალიზმი ძალიან ცუდია, ამაზე მოგვიწოდებს ხოლმე უწმინდესი, შეიძლებოდა ამ საკითხის დიალოგით გადაწყვეტა. თუმცა ეს უარყოფითი ფაქტი ერთეული შემთხვევაა სხვა უამრავი დადებითის გვერდით. _ როცა ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, იმართება აქციები, მოძღვარი უნდა იყოს თუ არა თავისი ხალხის გვერდით, ამაზე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრია. _ მოძღვარი ყველას მოძღვარია. ის წარმართავს სულიერი შვილების ცხოვრებას. თუ თავის სულიერ შვილებთან მივა, ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ მისი აქციაზე მისვლა შესაძლოა, საპატრიარქოს რაღაცნაირად ჩარევად ჩაითვალოს. ქართველებს ფიცხი ხასიათი გვაქვს და იქ მოძღვრის მისვლა, არ არის გამორიცხული ისე მოინათლოს, რომ მთელი საპატრიარქო იქ დგას. მეუხერხულება მოძღვრებისთვის რჩევის მიცემა, მაგრამ ჩემი აზრით, სასურველი იქნება არ მივიდნენ, ამ მიზეზების გამო. თანაც როგორ იქნება, რომ პოლიტიკურ საკითხებზე ერთგვაროვანი მრევლი ჰყავდეს? მაშინ მისი მისვლა აქციის მონაწილეებთან ნიშნავს, რომ იგი მრევლის ერთ ნაწილთან დგას, ეს კი ერთგვარად მრევლის გაყოფაა. მოძღვარმა ეკლესიაში უნდა იქადაგოს. თუკი მივა და უბრალოდ დალოცავს მომიტინგეებს, ამაში ცუდი არაფერია. გაუსვას ხაზი, რომ საკუთარი ინიციატივით მივიდა და არა საპატრიარქოს თხოვნით. ამასთან დაკავშირებით სამწუხარო ფაქტი მინდა ავღნიშნო, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა თავის შეკრებაზე მიიწვია ქრისტეფორე წამალაიძე, რომელიც განკვეთილი ეპისკოპოსია და გაშუქდა რომ მიწვეული ჰყავდათ ეპისკოპოსი. _ დღეს საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი? ასეთი აზრიც არის საზოგადოებაში, რომ სახელმწიფო ცდილობს ეკლეიის საქმიანობაში ჩარევას და მის გაკონტროლებას. _ მე ვერ დავადასტურებ, თუმცა ამ მხრივ გარკვეული ნიშნები შეიმჩნევა და ეს არის სწორედ, რაც სახელმწიფო რელიგიის მინუსებზე მიუთითებს. ანუ, როცა სახელმწიფო ეკლესიას დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს, მას ბუნებრივია, შემდეგ უჩნდება იმის სურვილიც, რომ იქ არ გაჩნდნენ მისი მოწანააღმდეგეები. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება ისეთ საკითხებში ჩარევა, როგორიცაა დოგმატური სწავლება. _ რაც შეეხება სკოლებში რელიგური სწავლების ამოღებას? _ სწავლება ამოღებული არ არის, არამედ არის ფაკულტატიური, ნებაყოფლობითი. ასე წერია კონსტიტუციურ შეთანხებაში და ზოგადი განათლების კანონშიც. რელიგიის სწავლება უნდა მოხდეს ან პირველ, ან ბოლო გაკვეთილზე, რათა ვისაც არ სურს დასწრება, არ შევიდეს. რელიგიის სწავლებას წყვეტს თავად სკოლა. ამის შემდეგ პედაგოგის კანდიდატურა უნდა შეუთანხმოს საპატრიარქოს, რომ არ მოხდეს მართლმადიდებლობის სახელით სხვა რელიგიის სწავლება. ია მერებაშვილი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Apr 27 2009, 11:28 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რატომ შეხვდა ისა თუ ეს უცხოელი სტუმარი პატრიარქს. ეს განსაზღვრულია პრეზიდენტის ბრძანებულებით და ისინი ვალდებული არიან შეხვდნენ. მოიცა, მოიცა პატრიარქმა ვინმე უნდა ისტუმროს იმიტომ რომ პრეზიდენტმა მოინდომა? ან იქნებ პატრიარქს არ უნდა, ან იმ სტუმარს ვალდებულია რასა ქვია ციტატა გიგა ბოკერიას ინიციატივით მკვეთრად უარყოფითი პიროვნება! აქ გააკრიტიკე თუ როგორ გამოდის? აშკარაა რომ ეგ კანონი დასახვეწია. ციტატა . მეუხერხულება მოძღვრებისთვის რჩევის მიცემა კარგად ამბობ, მაგრამ სრული სიმართლისათვის ისიც უნდა დაგემატებინა, იმიტომაც მეუხერხულება, რომ თავად ვარ ნაცმოძრაობის და მთავრობის წევრიო უფრო გულახდილი იქნებოდი ... დანარჩენი მართალია. ციტატა სწავლება ამოღებული არ არის, არამედ არის ფაკულტატიური, ნებაყოფლობითი და ესეც შესაცვლელია, უამრავ კათოლიკურ ქვეყანაში ისწავლება კატეხიზმო, იქ ამბობენ, რომ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია ელემენტალურ დონეზე მაინც იცნობდეს სახელმწიფოს მთავარ რელიგიას, აქ ასწავლიან და რწმენა პირად არჩევანზეა დამოკიდებულიო. სტატისტიკურად დღეს რელიგიის გაკვეთილი ამოღებულია. წარმატებები; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Apr 27 2009, 11:33 AM
პოსტი
#3
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ინტერვიუ დავით ჩიკვაიძესთან, მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტთან, რომელიც ამავე დროს ვაკის სამების სტიქაროსანი, კანონიკური სამართლის დოქტორანტი და ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების თავმჯდომარეა. ციტატა დღეს საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი? ვერ დაემონები ორ უფალს სახელმწიფო და ეკლესია ერთად უნდა მოქმედებდეს... ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
კანონისტი |
Apr 27 2009, 11:45 AM
პოსტი
#4
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა ან იქნებ პატრიარქს არ უნდა, ან იმ სტუმარს biggrin.gif ვალდებულია რასა ქვია იმიტომ, რომ სახელმწიფოს წამყვან ფიგურად ითვლება პატრიარქი ციტატა იმიტომაც მეუხერხულება, რომ თავად ვარ ნაცმოძრაობის და მთავრობის წევრიო არა. ისევე გავაპროტესტე გლდანის ეკლესიის მოძღვრის მამა მიქაელის დასწრება ნაციონალური მოძრაობის ყრილობებზე. რა შუაშია პარტია? მთავრობის წევრი ჯერ არ ვარ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Apr 27 2009, 11:49 AM
პოსტი
#5
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ქევანა
ციტატა ვერ დაემონები ორ უფალს სახელმწიფო და ეკლესია ერთად უნდა მოქმედებდეს... ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს მართალი გითხრა ვერ მივხვდი, ეშმაკი სახელმწიფოა??? გულახდილად გეუბნები ვერ მივხვდი.KAIROS ციტატა პატრიარქმა ვინმე უნდა ისტუმროს იმიტომ რომ პრეზიდენტმა მოინდომა? ან იქნებ პატრიარქს არ უნდა, ან იმ სტუმარს ვალდებულია რასა ქვია მართლმადიდებლური სპატრიარქო ცოტა სხვა სტატუსშია აყვანილი კაიროს, ამიტომ ცოტა მეტი ,,ვალდებულებები,, აკისრიათ და ეს ყველა მხარისთვის სასარგებლოა. ოფიცილაური ვიზიტი პზტრიარქთან, თუნდაც პატრიარქს არ სურდეს იმ დროს ვინმეს შეხვედრა, ტავად პატრიარქს და შესაბამისად ეკლესიის მაღალ სტტუსზე მიუთითებს. შენ თვითონ დაფიქრსი, როგორია, როცა უცხოელი მაღალი რანგის სტუმარი მოდის საქართველოში და მას ოფიციალურად ხვდება პატრიარქი, ანუ ამით საქართველოს ეკლესიის მაღალი უფლებების რეიტინგის და მნიშვნელობის ხაზგასმაა. ამიტომ, უნდა თუ არა, პატრიარქი შეხვდება, ეჭვიც არ მეპარება, მით უფრო ეს პატრიარქი. რომ არ ხვდებოდეს, ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე პრეზიდენტის გვერდით რომ არ იდგეს, ანუ ეკლესია ამ სახელმწიფოსთვის არავინ იქნებოდა, ხომ გესმის რასაც ვამბობ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Apr 27 2009, 11:56 AM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ისე, ასეთი მყვირალა სათაური არ მინდოდა....
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თამარი_ცქნაფო |
Apr 27 2009, 11:58 AM
პოსტი
#7
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
კანონასთან ბოდიში და კითხვები ვინ მოიფიქრა?
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მხევალი ნინო |
Apr 27 2009, 11:58 AM
პოსტი
#8
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა ისე, ასეთი მყვირალა სათაური არ მინდოდა.... დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, გასაგებია.., არ იდარდო ამაზე. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Apr 27 2009, 12:07 PM
პოსტი
#9
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა კანონასთან ბოდიში და კითხვები ვინ მოიფიქრა? იმან -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
Apr 27 2009, 12:24 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ს. შენ თვითონ დაფიქრსი, როგორია, როცა უცხოელი მაღალი რანგის სტუმარი მოდის საქართველოში და მას ოფიციალურად ხვდება პატრიარქი, ანუ ამით საქართველოს ეკლესიის მაღალი უფლებების რეიტინგის და მნიშვნელობის ხაზგასმაა. ამიტომ, უნდა თუ არა, პატრიარქი შეხვდება, ეჭვიც არ მეპარება, მით უფრო ეს პატრიარქი. მხევალი ნინო ნინო, არ გეთანხმები პატრიარქს ვინც "დაევასება" და საჭიროდ ჩათვლის, იმას მიიღებს და სულ არ უნდა აინტერესებდეს რეიტინგის "სიმაღლე" ან მიშკას სურვილები , რამეთუ რაიმე ვალდებულება |
ქევანა |
Apr 27 2009, 12:48 PM
პოსტი
#11
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მხევალი ნინო
ეგ არ მიგულისხმია უბრალოდ, რატომ უნდა გაიყოს სახელმწიფო და ეკლესია რა საჭიროა გაორება? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მხევალი ნინო |
Apr 27 2009, 12:55 PM
პოსტი
#12
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
staywhite
ციტატა ან მიშკას სურვილები , ეს მიშკას სურვილები არ არის ნანა, ეს მართლმადიდებლური ეკლესიის ამ სახელმწიფოსთვის მნიშვნელობის ხაზგასმაა. მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა სტატუსი აქვს ჩვენს ქვეყანაში, ერთადერთი რელიგიური ორგანიზაციია, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოდ განიხილება. ანუ, ამ შეხვედრების დროს, ხაზგასმაა ეკლესიის მნიშვნელობის, მისი ოფიცილაური სტატუსის, მასთან მიღებული გადაწყვეტილება, სახელმწიფო გადაწყვეტილებად აღიქმება (ნუ ცოტა მეტი მომდის, მაგამ გავიხსენოთ პატრიაქრის ოფიცილაური ვიზიტი ომის დროს, და ბევრი სხვა რამ), ასეტი რამ , თუნდაც მართლმადიდებლურ საბეძნეთსი ხდება თუ არა არ ვიცი, მგონი არა. ამიტომ, აქ მიშას, არც გრიშას, არც ჯემალის და არავის ხუშტურები არაა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკლესიისთვი და სხვათა შორის ჩვენი ხალხსითვისაც. ქევანა ციტატა უბრალოდ, რატომ უნდა გაიყოს სახელმწიფო და ეკლესია რა საჭიროა გაორება? იმიტომ, რომ ეკლესია ადამიანის სულის ცხონებისკენ არის მიმართული. სახელმწიფო მმართველობა ქყვენის პოლიტიკის გამტარებელია, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დამამყარებელი, ქვეყანაში წესრიგზე მპასუხიმგებელი, ქვეყნის ტერიოტიული მთლიანობობაზე მპასუხიმგებელი, თავდაცავი ომების დროს და აშ. ეს სულ სხვადასხვა სუბიექტებია. რელიგიის გავლენა ჩვენს კანონმდებლობაში საკმაოა, მაგალითად ისევ ცნობილი კონკორდატი, სახელმწიფოსა და ეკლესიას შოის გაფორმებული ხელშეკრულება, საპატრიარქოსთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება, უქმე დღეები, რომელიც რელიგიურ დღესასწაულებთანაა კავშირში და აშ, მაგრამ ეს ერტი ვერ იქნება, რადგან დატვირთვა მაინც განსხვავებული აქვთ. ეკლესია თვაზე ვერ აიღებს ქვეყნის ტეიროტიული მთლიანოს შენარჩუნებას, პოლიტიკას, არქმიის შექმნასა და საზოგადოებრიივ წესრიგის დაცვას. ასე იყო ოდითგანვე, ებრაელებს ჰქონდათ რელიგია ჰყავდათ ღვთისმსახურები, მაგრამ ამ დროს მეფეებიც ჰყავდათ. და რა მერე? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ქევანა |
Apr 27 2009, 01:01 PM
პოსტი
#13
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მხევალი ნინო
ციტატა და რა მერე? არც არაფერი.. მე არ მინდა გაორება და გახლეჩვა ამიტომ მე ვიცხოვრებ ისე როგორც მიმაჩნია და ვიფიქრებ ისე როგორც მიმაჩნია სწორად, და დავაფიქსირებ ამ თემაში აზრს რომელიც მე გამაჩნია, ვინც არ მეთანხმება ნუ მეთანხმება, ამაზე არ ვდარდობ.. არც მე ვეთანხმები თემის ავტორს, მაგრამ ამით რა რო? არაა ჩემი აზრი (თუნდაც გაუგებარი და "ამირან გულში მღეროდა" აზრი ) გადამწყვეტი და არც მაქ პრეტენზია.. ხოდა არც არაფერი... გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მხევალი ნინო |
Apr 27 2009, 01:10 PM
პოსტი
#14
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ქევანა
ციტატა მე არ მინდა გაორება და გახლეჩვა არ ვიცი გახლეჩვა სად ნახე, მოკლედ, მე შენი არ მესმის ამ საკითხში ნუ, ეგ არაფერი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
guest |
Apr 27 2009, 01:26 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ეს მიშკას სურვილები არ არის ნანა, ეს მართლმადიდებლური ეკლესიის ამ სახელმწიფოსთვის მნიშვნელობის ხაზგასმაა. მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა სტატუსი აქვს ჩვენს ქვეყანაში, ერთადერთი რელიგიური ორგანიზაციია, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოდ განიხილება. ანუ, ამ შეხვედრების დროს, ხაზგასმაა ეკლესიის მნიშვნელობის, მისი ოფიცილაური სტატუსის, მასთან მიღებული გადაწყვეტილება, სახელმწიფო გადაწყვეტილებად აღიქმება (ნუ ცოტა მეტი მომდის, მაგამ გავიხსენოთ პატრიაქრის ოფიცილაური ვიზიტი ომის დროს, და ბევრი სხვა რამ), ასეტი რამ , თუნდაც მართლმადიდებლურ საბეძნეთსი ხდება თუ არა არ ვიცი, მგონი არა. ამიტომ, აქ მიშას, არც გრიშას, არც ჯემალის და არავის ხუშტურები არაა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკლესიისთვი და სხვათა შორის ჩვენი ხალხსითვისაც. ხო, არ ვიცი ნინო, სერბეთის ეკლესია ნაკლებად იღებს მონაწილეობას სამთავრობო და ოფიციალურ მიწვევა-მიღებებში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ იყო ომი, ბევრჯერ შეიცვალა მთავრობა და შესაბამისად "სტუმრების" წარმომავლობა და რანგი... საქართველოს ამბებს კი მხოლოდ აქ ვგებულობ - ამ ფორუმზე ძირითადად. ერთადერთი რაშიც პატრიარქმა პავლემ თავისი აზრი დააფიქსირა, მილოშევიჩს "დაუქნია თითი" და გონიერებისკენ მოუწოდა, ამ უკანასკნელს ეს რა თქმა უნდა სულ არ აღელვებდა, მარა მაინც ციტატა იმიტომ, რომ ეკლესია ადამიანის სულის ცხონებისკენ არის მიმართული. სახელმწიფო მმართველობა ქყვენის პოლიტიკის გამტარებელია, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დამამყარებელი, ქვეყანაში წესრიგზე მპასუხიმგებელი, ქვეყნის ტერიოტიული მთლიანობობაზე მპასუხიმგებელი, თავდაცავი ომების დროს და აშ. ეს სულ სხვადასხვა სუბიექტებია. ამაში კი ნამდვილად გეთანხმები... |
კანონისტი |
Apr 27 2009, 02:29 PM
პოსტი
#16
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
staywhite
ციტატა სერბეთის ეკლესია ნაკლებად იღებს მონაწილეობას სამთავრობო და ოფიციალურ მიწვევა-მიღებებში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ იყო ომი, ბევრჯერ შეიცვალა მთავრობა და შესაბამისად "სტუმრების" წარმომავლობა და რანგი... ეგ იმიტომ, რომ სერბეთში ეკლესიას ის სტატუსი არ აქვს, რაც ჩვენში. ეგ სტატუსი მხოლოდ და მხოლოდ კარგია და სააკაშვილი რა შუაში იყო ვერ მივხვდი... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
Apr 27 2009, 02:35 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კანონისტი
ციტატა ეგ იმიტომ, რომ სერბეთში ეკლესიას ის სტატუსი არ აქვს, რაც ჩვენში. რა სტატუსი აქვს ჩვენთან და რა სტატუსი აქვს სერბეთში? განსხვავება მაინტერესებს, იმიტომ რომ არ ვიცი სააკაშვილი არ ვიცი რატომ ახსენე, მაგრამ მე ნინოს ვუპასუხე მიშას ვინ ეკითხება თქვა , სხვა რა ვიცი რა შუაშია, ეგ თქვენ იცით პ.ს. ჩვენს პატრიარქს ჩემი მოძღვარიც შეხვდა მანდ რომ იყო სტუმრად (კერძო სტუმრად და არა ოციფიალური რაიმე ვიზიტით) , ასე რომ თვით პატრიარქი წყვეტს ვის შეხვდება და ვის ვერა |
lch |
Apr 27 2009, 02:36 PM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ციტატა მოძღვარი ყველას მოძღვარია. ის წარმართავს სულიერი შვილების ცხოვრებას. თუ თავის სულიერ შვილებთან მივა, ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ მისი აქციაზე მისვლა შესაძლოა, საპატრიარქოს რაღაცნაირად ჩარევად ჩაითვალოს. ქართველებს ფიცხი ხასიათი გვაქვს და იქ მოძღვრის მისვლა, არ არის გამორიცხული ისე მოინათლოს, რომ მთელი საპატრიარქო იქ დგას. არაფერს სჭირდება "მონათვლა", ისედაც ჩანს სად დგას საპატრიარქო, საკმარისია გადავხედოთ უწმინდესის ბოლოდროინდელ ქადაგებებს (მიმართვებს) და ნათლათ დავინახავთ, რომ უწმინდესი (საპატრიარქო) დგას სრულიად საქართველოსთან, თავის მრევლთან და სულიერ შვილებთან, ანუ იქ სადაც უნდა იდგეს... ამდენად მოძვრებს არ სჭირდებათ უშუალოდ მიტინგებზე და მანიფესტაციებზე სიარული... პ.ს. ისე, ბ-ნო დავით თქვენ რომ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გეცხოვრათ, კარიერაში უსათუოდ დიდ მწვერვალებს მიაღწევდით, რადგან არსებული ხელისუფლების აგიტაცია-პროპაგანდა იმ ეპოქაში უფრო ფასდებოდა.... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
კანონისტი |
Apr 27 2009, 02:36 PM
პოსტი
#19
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
staywhite
ციტატა რა სტატუსი აქვს ჩვენთან და რა სტატუსი აქვს სერბეთში? განსხვავება მაინტერესებს, იმიტომ რომ არ ვიცი სერბეთში მართლმადიდებლობას ოფიციალურად არანაირი უპირატესობა არ აქვს, ხოლო საქართველოში - ფაქტობრივად (როგორც ვთქვი), სახელმწიფო რელიგიაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკლესიას უფლება აქვს გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს ფუნქციაც შეარულოს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
Apr 27 2009, 02:38 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კანონისტი
ციტატა სერბეთში მართლმადიდებლობას ოფიციალურად არანაირი უპირატესობა არ აქვს, ხოლო საქართველოში - ფაქტობრივად (როგორც ვთქვი), სახელმწიფო რელიგიაა. გასაგებია მაგრამ ოფიციალურად არ აქვს მხოლოდ - ეს ნამდვილად მართალია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი