თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ ინკლუზივები

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 24 2010, 11:36 AM

გასულ კვირას დამიკავშირდა ტაშისკარის ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორი მაკა დიდებულიძე, რომელმაც მთხოვა ხაშურის #2 საჯარო სკოლაში მისვლა. მაკა ახლა სწორედ აღნიშნულ სკოლაში მუშაობს ინკლუზიურ ბავშვებთან. ეს ის პროექტია "ვისწავლოთ ერთად" რომ ჰქვია. ამ პროექტის მიზანია, რომ ინკლუზიურმა ბავშვებმა ისწავლონ ჩვეულებრივი გონებრივი და ფიზიკური მონაცემების მქონე ბავშვებთან ერთად, თუმცა ზოგიერთი მათგანი ძალიან მძიმე ფორმით არის დაავადებული და არ შეუძლიათ სწავლა. ძირითადად იქ მყოფი ბავშვები დაავადებულნი არიან დაუნის სინდრომით. ზოგი კი ინვალიდის სავარძლით არის და არ შესწევთ მეტყველების უნარი და ზოგს კი სმენაც დაქვეითებული აქვს. სახელმწიფო მარტო პედაგოგების ხელფასს და ბავშვების გადაადგილების ხარჯებს აფინანსებს. ძირითადი პრობლება ის არის, რომ ამ ბავშვებს არ აქვთ სათამაშოები, ფერადი ფანქრები და ა.შ.
რაკი ფორუმი აწყობს აქციებს ბავშვთა სახლებში და მათ ეხმარება, იქნებ ამ ბავშვებსაც დავეხმაროთ? მათთვის ყველა სახის დახმარება მისაღები იქნება, მაგრამ განსაკუთრებით გაახარებთ სახატავი რვეულები, ფერადი ფანქრები, გუაშები, სათამაშოები და ა.შ.

ღმერთმა მოგცეთ ძალა მოწყალებისა

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Nov 25 2010, 01:46 AM

განმეორებით ვეწვიოთ ხაშურს? მე დიდი სიამოვნებით... ვნახოტ ტანხა თუ ჩაირიცხა ფონდში... ჯერ არ გვაქვს არაფერი sad.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 26 2010, 03:13 PM

.ნინო

ციტატა
განმეორებით ვეწვიოთ ხაშურს? მე დიდი სიამოვნებით... ვნახოტ ტანხა თუ ჩაირიცხა ფონდში... ჯერ არ გვაქვს არაფერი

ის ტაშისკარის ბავშვთა სახლი იყო. ესენი კი სულ სხვა კატეგორიის ბავშვები არიან. თანაც არც თუ ისე დიდი თანხები დასჭირდება მათ დახმარებას. სულ 25 ბავშვია

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 26 2010, 03:20 PM

კარგი იქნებოდა ცოტა რამეს თუ შევუგროვებდით და ვითავებდით ამ საქმეს. ასეთ ბავშვებზე ძალიან მტკივა გული. 25 ბავშვისთვის ფერადი ფანქრების და გასაფერადებელი რვეულების ყიდვა არ უნდა დაჯდეს ძვირი.
სათამაშოები მაგათ პატარა ბავშვების უნდათ, მაგალითად ფერადი კუბიკები რომ ააწყონ და ასეთი, ცოტა გონების ვარჯიშიც რომ გამოუვიდეთ.

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Dec 2 2010, 03:32 PM

მეც შემოგიერთდებით და იქნებ რამე შევუძინოთ ბავშვებს

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Dec 3 2010, 12:57 AM

მეც შემოგიერთდებით

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Dec 20 2010, 09:56 AM

მე გავიგე ხაშურის #2 საშუალო სკოლის დირექტორის ტელეფონის ნომერი და ხვალისთვის დავწერ რა ესაჭიროებათ ბავშვებს smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 21 2010, 08:29 PM

როდის იქნება გასვლა ? მე დაგჭირდებით ?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 21 2010, 10:22 PM

neo
შეიძლება ნაზის მოუხდეს წასვლა (იქაურებში გავათხოვეთ biggrin.gif ) და გავატანოთ

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Dec 23 2010, 11:17 PM

ჩვენ არ წავიდეთ?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Dec 24 2010, 12:40 PM

მეგონა ჩამოხვიდოდით და გნახავდით. sad.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 28 2010, 01:04 PM

რა ხდება ამაზე ? ფულის გატანება არ მგონია სწორი, ბავშვებს ფულზე მეტად სტუმრობა ჭირდებათ...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 28 2010, 04:51 PM

neo
ფულს არ ვატანთ, ნაზი იყიდის საჩუქრებს და მაინც იქეთ აქვს გზა და წაუღებს

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 29 2010, 11:36 AM

მსოფლიო ბანკმა საჩუქრები გამოუგზავნა ამ სკოლის ბავშვებს და დირექტორმა მითხრა ბევრი რაღაც მოგვიტანეს და შეგიძლიათ სხვას დაეხმაროთო, ამიტომ ამ თვის ბიუჯეტიდან ამოვიღეთ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)