IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
> პრობლემები ეკლესიაში, ვისაუბროთ სიყვარულით და არა... სიხარულით
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 24 2007, 08:11 PM
პოსტი #201


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ჩემის აზრით პირველ რიგში როგორც მოძღვარი ეტყვის იმდენჯერ უნდა ეზიაროს ადამიანი,მაგრამ როგორც უფრო ხშირად ხდება მოძღვრის კურთხევა არის მაგრამ ადამიანს არ უნდა ხშირად ზიარება რადგანაც ეს დაკავშირებულია უფრო მეტ ღვაწლთან (მარხვა,ლოცვა,სულიერი მობილიზაცია და სხვა)
ციტატა
ანუ ზიარების არსს მაინც ვერ ჩავწვდი ...აქამდე მეგონა იმიტომ ეზიარებოდი რომ კურთხევა უნდა მოეცა მამაოს ცოდვათა მოსატევებლად თუ ნანობდი , აღსარებაც ხომ მაგის გამო ხდება რომ ინანიებ და ზიარება საკურნებელია , ზიარების გარეშეც მოგვიტევებს უფალი თუ ნამდვილი სინანულია ....ა მ ი ხ ს ე ნ ი თ !

ჩემი სიტყვებით რამე რომ არ დავამახინჯო ზიარების ლოცვები რომ არის დანომრილი 1დან 12მდე იქ ყველაფერი კარგად წერია თუ წმინდა მამებისთვის რა იყო ზიარება და რას ითხოვენ ისინი უფლისგან რომ მიანიჭოს ზიარებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Aug 26 2007, 01:01 PM
პოსტი #202


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



leluka
ციტატა
ხოდა მაგიტომ ვკითხულობ როგორ უნდა ეზიარო თუ თავს არ თვლი რომ ღირსი ხარ ან რავიცი როგორ გაზიარებენ მამაოები ,

თუ ადამიანი თვლის თავს რომ ღირსია ძალიან ცუდია. ე.ი. ხიბლი ახლოსააა. ბერი იოსებ ათონელი ეღთხელ წირვას ატარებდა და უნდა ზიარებიდა. ის სინანულში იყო და თავს უღირსად მიიჩნევდა, ტიროდა და საკურთხეველი ცრემლებით სველდებოდა. მაინც ვერ ბედავდა ზიარებას და ამ დროს ანგელოზი გამოჩნდა და მან აზეიარა.
ჩვენ ყველა უღირსები ვართ, მაგრამ ღმერთYიო მოწყალეა.
ხშირი ზიარება აუცილებელია, მაგრამ არავინ ვიცით უფალი როდის გვაზიარებს და როდის არა.
ღმერთმა ყველას სულისა და ხორცის საკურნებლად მოგცეთ ზიარება.
::სალომე::
ციტატა
ლელუ , ელეენტარული ვერ ვესწრები ყველა წირვა ლოცვას, და რგორ ვეზიარები? ანაც არცეს კითხვაგმჩენია, რომ მოძრვრისთვის მეკითხა, ყოველდღეთუ მაზიარებ მეთქი

ყოველდღე ზიარების კურთხევას მონაზვნებსაც კი არ აძლევენ ყველას. კარგია ხშირი ზიარება, მაგრამ საშიშროება არსებობს იმისა რომ ეს ყველაფერი მექანიკურობაში გადაიიზარდოს და ის კრძალვა და შიში დაიკარგოს ზიარების მიმართ რაც საჭიროა. ხიბლში ვარდება ზოგი.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 26 2007, 02:40 PM
პოსტი #203


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



წმ. იოანე ოქროპირის და მამა პაისი ათონელის ციტატები დავდე ერთ გვერდზე, მაგრამ ისე მალე გადავიდა ის გვერდი უკან, ვეჭვობ, რომ ბევრმა ვერც დაინახა. ამიტომ აქ გავიმეორებ. ვისაც არ წაგიკითხავთ, წაიკითხეთ. ძალიან საინტერესოა smile.gif

წმ. იოანე ოქროპირი

როგორ უნდა მოვექცეთ მღვდლებს?

რაც შეიძლება მეტი ყურადღებით უნდა მოვექცეთ მათ, ვისაც საღმრთო საიდუმლოებათა აღსრულება აქვთ მინდობილი. ჭეშმარიტად, მაღალი ღირსებით არიან შემკულნი! ითქვა: ”უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ” (იოან. 20,23). ამიტომაც ამბობს პავლე: ”დაემორჩილენით წინამძღვართა თქუენთა და ერჩდით მათ” (ებრ. 13,17), და კიდევ: ”და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით” (1 თეს. 5,13). მართლაც, შენ მხოლოდ საკუთარ საქმეებზე ზრუნვა გევალება, და თუკი მათ კეთილად წარმართავ, სხვების მაგვირად პასუხი არ მოგეკითხება. მღვდელს კი, თუნდაც თავისი ცხოვრება კარგად ჰქონდეს გამართული, მაგრამ სათანადო გულმოდგინებით არ ზრუნავდეს შენი და მის ხელმძღვანელობას მინდობილი სხვა ადამიანების ცხოვრებაზე, ცოდვილებთან ერთად ჯოჯოხეთში ჩასვლა მოუწევს. და ხშირად, თუმცა სრულიად უდანაშაულოა თავის საქმეთა მიხედვით, თქვენს უსჯულოებათა გამო წარწყმდება, თუკი ჯერისაებრ არ აღასრულებს ყველაფერს, რაც მას მოეთხოვება. ამგვარად, რაკიღა იცით, რა უდიდესი საფრთხე ემუქრებათ მღვდლებს, უდიდესივე სიყვარულით მოექეცით მათ.

როგორ უნდა მოვექცეთ მღვდლებს, რომლებიც უღირსად ატარებენ ცხოვრებას?

მითხარი, რა გამართლებას მოვუძებნით თავს, როცა საკუთარ თვალში დირესაც ვერ ვხედავთ, სხვისაში კი, გაბოროტებით წაქეზებულნი, ბეწვსაც კარგად ვარჩევთ? ნუთუ არ იცით, რომ, როდესაც სხვებს ასე განიკითხავ, საკუთარ თავსაც უმძიმეს სასჯელს უმზადებ? ამას იმიტომ როდი ვამბობ, თითქოს ვიწონდებდე მათ, ვინც მღვდლობის მსახურებას უღირსად აღასრულებს - არა, ძლიერ მეცოდებიან ისინი და დავტირი, მაგრამ მაინც ვამტკიცებ, რომ ამ შემთხვევაშიც კი მათი მეურვეობის ქვეშ მყოფებს, მით უმეტეს, უბრალო ადამიანებს, მათი განკითხვის უფლება არა აქვთ. დაე, მღვდელი თუნდაც მეტისმეტად ბიწიერ ცხოვრებას ეწეოდეს, თუკი შენ ფხიზლად ადევნებ თვალს საკუთარ თავს, არავითარი ზიანი არ მოგადგება იმ საქმეში, რაც მას ღმერთისგან აქვს მინდობილი. თუკი ღმერთმა სახედარიც კი აალაპარაკა და მოგვის მეშვეობით კურთხევა მიანიჭა; თუკი, ამნაირად, სახედრის უტყვი ბაგეებისა და ბალაამის უწმინდური ენის მეშვეობით, იგი უმადურ იუდეველთათვის ირჯებოდა; მით უმეტეს თქვენთვის, თუკი მადლიერებას გამოიჩენთ, ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა, და სული წმიდასაც მოგივლენთ, თუნდაც მღვდლები მეტისმეტად მანკიერნიც იყვნენ. სრულიად უბიწო მღვდელიც ხომ თავისი უბიწოებით კი არ იზიდავს სულიწმიდას, არამედ ყოველივეს საღმრთო მადლი აღასრულებს. თუმცა, მღვდლებზე რატომ ვლაპარაკობ? არც ანგელოზს და არც მთავარანგელოზს არ ძალუძს მოახდინოს რაიმე ზემოქმედება იმაზე, რაც ღმერთისგან არის მონიჭებული: აქ ყოველივეს განაგებს მამა, ძე და სულიწმიდა, მღვდელი კი მხოლოდ ენას აღაღებს და ხელებს აღაპყრობს. და უსამართლობაც იქნება, სხვისი მანკიერების გამო ისინი დაზარალდნენ, ვინც სარწმუნოებით მიეახლება ჩვენი ცხონების სიმბოლოებს. ამგვარად, ვიცით რა ყოველივე ეს, ღმერთისაც გვეშინოდეს და მის მღვდლებსაც პატივი ვცეთ, რათა ჩვენი კეთილი საქმეებისთვისაც და მღვდლების მიმართ პატივისცემის გამოჩენისთვისაც ღმერთისგან უდიდესი ჯილდო მივიღოთ.


იგივე ცოტა უფრო ვრცლად აქ ნახეთ


მამა პაისი მთაწმინდელი

სწორი დამოკიდებულება ეკლესიის პრობლემებისადმი

უკიდურესობებს უნდა გავექცეთ. უკიდურესობის საშუალებით პრობლემები არ გადაიჭრება. ძველ დროში ბაყალი აქანდაზით იღებდა ცოტ-ცოტაობით შაქარს, ღერღილს და ამის მსგავს რაღაცეებს და სასწორზე ნაწილ-ნაწილ ყრიდა. ამგვარად აღწევდა იგი სიზუსტეს და სასწორი წონასწორობას ინარჩუნებდა. ანუ ის არ დაყრიდა სასწორზე უცებ და ბევრს. უკიდურესობებისაგან ყოველთვის იტანჯება დედა-ეკლესია. ისინიც, ვინც უკიდურესობის გზას ადგანან, ასევე იტანჯებიან, იმიტომ, რომ ნებისმიერი უკიდურესობა თავისი მახვილი კუთხეებით მტკივნეულად იჩხვლიტება. ეს იმას ჰგავს, რომ ერთი ბოლო ეშმაკეულ, სულიერად უტიფარ ადამიანს ეპყრას ხელში, ადამიანს, ვინც არავის არაფრად აგდებს, ხოლო მეორე მხარე ეჭიროს უკიდურესად ჭკუასუსტს, რომლის უგუნური მოშურნეობა ვირწოშუბლიანობასთან არის შერწყმული. ანუ სულიერად უტიფარი ადამიანი ვერასოდეს შეუთანხმდება უგუნური მოშურნეობით აღძრულ მოშურნეს. ეს ადამიანების გადაემტერებიან და გვემენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ საღვთო მადლს ორივე მოკლებული იქნება. და მაშინ - ღმერთო, მიშველე! - ორივე უკიდურესობა გამუდმებით ჩხვლეტს და გვემს ერთმანეთს დაუსრულებლად და ამას ბოლოს ვერ უპოვი. ხოლო ისინი, ვინც ამ ორი უკიდურესობის მოდრეკას, ერთმანეთთან შერიგებას და ერთ აზრზე დაყენებას შეძლებს, ქრისტეს მიერ ორი უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა.

ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეკლესიას პრობლემები არ შევუქმნათ, არ გავბეროთ უმნიშვნელო ადამიანური სისუსტეები, რომ მათგან დიდი ბოროტება არ შევქმნათ და ეშმაკს სიხარულის მიზეზი არ მივცეთ. თუ ის, ვინც უმნიშვნელო უწესრიგობას ხედავს, მეტისმეტად აღელდება და მრისხანებით იწყებს მის გამოსწორებას, იმ უგუნურ მნათეს ჰგავს, რომელიც, იმის დანახვაზე, რომ სანთელი წვეთავს, მთელი ძალით გარბის მის გასასწორებლად, გადაუვლის მლოცველებს, წამოედება შანდლებს და ღვთისმსახურებისას უწესრიგობას ქმნის.

საუბედუროდ, ჩვენს დროში დედა ეკლესიას ბევრი რამ აწუხებს; ერთნი - განათლებულნი დოგმატებს გონებით ეკვეთნენ და არა - წმიდა მამათა სულიერებით. მეორენი, გაუნათლებლები დოგმატებს ჩააფრინდნენ კბილებით და აღრჭიალებენ მათ, როცა საეკლესიო საკითხები ირჩევა, ამიტომ ეკლესიას გაცილებით მეტად ვნებენ ისინი, ვიდრე - მართლმადიდებლობის მტრები. კარგია, როცა მდინარის დინება ძალიან ჩქარი არ არის, რადგან ჩქარი დინება იტაცებს ხეებს, ქვებს, ადამიანებს, მაგრამ არც განსაკუთრებით მდორეა კარგი, რადგან ის დამყაყებულ კოღოებიან ჭაობად იქცევა.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საყოველთაო სიკეთით კი არა, არამედ - ერთმანეთის კრიტიკით არიან დაკავებულნი. ადამიანი ვიღაც სხვას მეტად აკვირდება, ვიდრე - საკუთარ თავს. ის ელოდება, რას იტყვის და დაწერს მისი ოპონენტი, რომ ამის შემდეგ უმოწყალო დარტყმა მიაყენოს მას. მაშინ როცა, თვითონ რომ გამოეთქვა იგივე აზრი, მაშინ იგი თავის მსჯელობას წმ. წერილიდან და წმ. მამათა ნაშრომებიდან არაერთი დამოწმებით განამტკიცებდა. ასეთი ადამიანის მიერ აღსრულებული ბოროტება დიდია იმიტომ, რომ, ერთის მხრივ, იგი უსამართლოდ ექცევა მოყვასს, მეორეს მხრივ კი, ამცირებს მორწმუნეთა თვალში. უფრო მეტიც: ასეთი ადამიანი ხშირად აცდუნებს სუსტი ადამიანების სულებს და მათში ურწმუნოებას თესავს. ზოგიერთი, იმისათვის, რომ თავისი ბოროტება გაამართლოს, სხვებს ამხელს და არა - საკუთარ თავს, სპეკულანტობს სახარების სიტყვებით - „უთხარ კრებულსა“ და შიდა საეკლესიო პრობლემების მთელი ქვეყნის განსახილველად სამარცხვინოდ გამოფენს. ყველა კუთხეში გაჰყვირის იმას, რაზედაც ლაპარაკი არ შეიძლება. დაე, ამ ადამიანებმა საკუთარი მცირე ეკლესიიდან - ოჯახიდან ან მონაზვნური საძმოდან დაიწყონ და თუ კიდევ მოესურვებათ ეს - უკვე შემდეგ განაქიქონ დედა ეკლესია. მე მგონია, რომ კეთილი შვილები არასოდეს არ დაუწყებენ დედას რაიმეში დადანაშაულებას.

ეკლესიას სხვადასხვანაირი ადამიანები სჭირდება - ყველა: ისიც, ვინც რბილი ხასიათით გამოირჩევა და ისიც, ვინც ბუნებით მკაცრია, თავისებურად ემსახურება მას. ადამიანის ხორცს სხვადასხვაგვარი საკვები სჭირდება - ტკბილიც და მჟავეც, თვით ბაბუაწვერას მწარე ფოთოლიც კი საჭიროა. თითოეულ საკვებში ხომ მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებები და ვიტამინებია. ამიტომაც ეკლესიას სხეულს სხვადასხვაგვარი ადამიანები ესაჭიროება. ერთი ადამიანი მეორეს ავსებს. თითოეული ჩვენგანი მოვალეა, არა მარტო მოითმინოს მოყვასის სულიერი თავისებურებანი, არამედ - ნაკლოვანებებიც, რომელიც მასში, როგორც ადამიანში, აუცილებლად იქნება. მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი განუსჯელად პრეტენზიულია სხვათა მიმართ. ისინი მოითხოვენ, რომ ყველა მათი მსგავსი სულიერი წყობისა იყოს. და როდესაც სხვა ადამიანი მათგან განსხვავებული აღმოჩნდება, მაგალითად - მეტად შემწყნარებლური ან მეტად მკაცრი ბუნება აქვს, მაშინათვე დაასკვნიან, რომ ის არასულიერი ადამიანია.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Aug 26 2007, 05:25 PM
პოსტი #204


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



პატრიოტი
ლევან, რა არის ეს?

არ გრცხვენია? huh.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 02:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი