IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> საპატრიარქოს განცხადება
შოთაძე
პოსტი Oct 22 2007, 01:49 PM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



საპატრიარქო გმობს ზოგიერთი არხის ტენდენციურობას და მაღალ შეფასებას აძლევს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობას


საქართველოს საპატრიარქო შეშფოთებას გამოთქვამს ზოგიერთი ტელეარხის მიერ მასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის დამახინჯებული გაშუქების გამო.

მედიის მიერ ამ თანამშრომლობის ნეგატიურად გაშუქების მცდელობა ”მიმართულია ჩვენი თანამშრომლობის საწინააღმდეგოდ”, აცხადებს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი.

”გამოვხატავ მადლიერებას იმ ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგებისათვის, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს საპატრიარქოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივ კომისიაში მუშაობისას,” - წერს გიორგი გამრეკელი სამინისტროსათვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.

რამდენიმე კვირის წინ ზოგიერთი ტელეარხი ავრცელებდა სიუჟეტებს იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამინისტრო ზღუდავდეს რელიგიურ სკოლების დაარსებას. ეს ინფორმაცია სრულიად საფუძველმოკლებულია, რასაც შემდეგი ფაქტები ადასტურებს:

2005-07 წლებში სამინისტრომ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ რელიგიურ სკოლებზე გასცა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის 16 ლიცენზია და სააღმზრდელო საქმიანობის 1 ლიცენზია.

2005-2007 წლებში საქართველოს მთავრობამ, რელიგიური სკოლების ფუნქციონირებისათვის საპატრიარქოს 8 შენობა უსასყიდლოდ გადასცა.
რელიგიური სკოლების მოსწავლეები, ისევე, როგორც სხვა კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები, ვაუჩერის ფორმით იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას 2 მილიონამდე ლარის ოდენობით. 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სასულიერო განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოზე გათვალისწინებულია 4 მილიონამდე ლარის მოცულობის გრანტი.

საქართველოს მთავრობას, და კერძოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავისი წვლილი შეაქვს მშობელთა თავისუფალი არჩევანის განხორციელებაში - თავიანთ შვილებს განათლება ლიცენზირებულ რელიგიურ სკოლებში მისცენ.


წყარო: http://www.mes.gov.ge/files/600_1726_81387...arqo-relizi.doc


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 22 2007, 01:52 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კაი რაღაც გახსენი

სხვათა შორის, დიდი ხანია ამას ვამბობ.... smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Oct 22 2007, 01:54 PM
პოსტი #3


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



მოდერატორს ვთხოვ არ დაახუროს და შესაბამის განყოფილებაში გადაიტანოს


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 06:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი