IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> სად წავიქეცით?, ვიმსჯელოთ რატომ შე გვემთხვა ეს განსაცდელი, რა შეგვეშალა
სარდიონ
პოსტი Aug 25 2008, 10:30 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



lamara
ტელესერიალები და იეღოველობა,
აი რატოა ომი საQართველოში.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Aug 25 2008, 10:36 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



lamara
ციტატა
ამაში ვერ დაგეთანხმები, ადამიანს გააჩნია, ზოგიერთი ადამიანი ამ დროს დრტვინავს, ფიქრობს, რომ უსამართლოდ შეემთხვა განსაცდელი და უფლის სამართლიანობაში შეაქვს ეჭვი

ძალიან არ მინდა ვთქვა რა ეწოდება მასეთ ადამიანს. დიდება უფალს რომ ასეთები არც თუ ისე ბევრია
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Aug 25 2008, 10:39 PM
პოსტი #23


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გამახსენდა რამდენი ახალგაზრდა ადამიანი შეეწირა ქუჩურ გარჩევებს..რაღაც უაზრობას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Aug 25 2008, 10:46 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



არ ვიცი არ ვიცი, კონკრეტული პასუხი მაქვს smile.gif

სტალინის დათესილს ვიმკით ალბათ smile.gif

ეს სახადია და უნდა მოვიხადოთ smile.gif მალე ყველაფერი კარგად იქნება და გაცილებით უფრო კარგად ვიდრე ადრე იყო... მთვარია გამოცდა ჩავაბაროთ ფრიადზე smile.gif


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 25 2008, 11:03 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ჩემი აზრით განსაცდელი ღვთისწყალობა და მზრუნველობის გამოვლინებაა როგორც ავადმყოფისთვის წამალი.როგორც უფალი ბრძანებს 19. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.
ერთი მწამს უცილობლად როგორი ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელიც არ უნდა მოხდეს ყველაფერი მადლობით უნდა მიიღოს ადამიანმა და არ ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში და სულმოკლეობაში.
ამ ომს რაც შეეხება ბევრ საშინელებასთან ერთად ბევრი კარგიც მოხდა იმ კუთხით რომ საშვალება მიეცა ადამიანს მრავალი სიკეთის გაკეთებისა ურთიერთდახმარებისა და დარწმუნებული ვარ მრავალი დაღუპულთა სული შეემატა ქართველ წმინდანთა დასებს ღვთის სასუფეველში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Aug 25 2008, 11:04 PM
პოსტი #26


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(neo @ Aug 25 2008, 11:46 PM) *

არ ვიცი არ ვიცი, კონკრეტული პასუხი მაქვს smile.gif

სტალინის დათესილს ვიმკით ალბათ smile.gif

ეს სახადია და უნდა მოვიხადოთ smile.gif მალე ყველაფერი კარგად იქნება და გაცილებით უფრო კარგად ვიდრე ადრე იყო... მთვარია გამოცდა ჩავაბაროთ ფრიადზე smile.gif

გვიჭირს მაი გამოცდის ცატარება გვიჭირს.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Aug 25 2008, 11:30 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



syd
ციტატა
წახწახა
ეს ომი სააკაშვილის ბრალი არაა მარტო. ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა და მოხდა კიდევაც (სააკაშვილის პოლიტიკის განხილვას ამ თემაში მოვერიდოთ)

რაც არ უნდა მოერიდო ეს თემა საბოლოოდ სააკაშვილამდე დავა. იმიტომ რომ ის არის პირდაპირი გარანტი ქვეყნის კეთილდღეობის, და ამავე დროს მთავარსალდალიც.
ჩვენ წაქცეული ვიყავით შევარდნაძის დროს და ფეხზე წამოდგომა რომ დავაპირეთ მაშინ კიდევ უდიდესი შეცდომა დაუშვით სააკაშვილის გაპრეზიდენტებით. აქ კი როდესაც ღმერთმა მოვლენილი განსაცდელის მიუხედავადჩვენი თავმდაბლობა და უფლისკენ შებრუნება ვერ დაინახა, ახლა უფრო დიდი განსაცდელი დაგვატეხა თავს, სად წავიქეცით? აი აქ. რუსები სწორია ამ საკითხში იმიტომ რომ პირმოშვებული რასაა და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი(გრ. რობაქიძე.) ეს პროგნოზი კი ჭკვიან უფროსს არ უნდა შეეშალოს, მაგრამ ათეისტი და მასონი( მეშინია მასონების ხომ?და ზღაპრებს ვყვები...) ხელისუფლების ხელში ჩავარდნილი ერი სხვა სიკეთეს ნუ ელოდება უფლისგან.
აი ესაა სასჯელი , რომელსაც გამოზომბირებული ქართველი ერი კიდევ კარგა ხანს ვერ მიხვდება.
"რუსეთის აგენტი" აბო

P.S. ერთი ახალი გადმოსული მეზობელი მყავს, რომელიც არც თუ ისე დადებითი თვისებებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა რომ ყოველ დღე შემიძლია ჩავჩეჩქვო, მასთან მაინც ზომიერი და ნორმალური დამოკიდებულება მაქვს, რადგან განწირული ვარ მის გვერდით ცხოვრებით და სულ არ მსურს, ჩემ სახლს ცეცხლი რომ მოეკიდოს და სახლში არ ვიყო, არ შეწუხდეს და "ნე ვიჟუ" არ გააკეთოს. და რომ გააკეთოს ამას ვერც დაუმტკიცებ და პასუხსაც ვერ აგებიებ.
რუსი თვითონ გიკიდებს ცეცხლს ამას უმტკიცებ და ვერაფერს ვერ ეუბნები. აქეთ იძახი მოვიგე ომიო, ის არ ჩერდება და გიმატებს უბედურებას, შენ მაინც არ ჩერდები... ჩემო ერო ხომ არ გამოდებილდი?
დღევანდელი კვერცხი რომ გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს ; ამ ანდაზის დამღუპველობაზე რომ დაფიქრებულიყო ერი, იმიტომ მოიგონა ეს ქართველმა ბრძენკაცმა.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Aug 26 2008, 12:21 AM
პოსტი #28


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



მე ერთხელ ერთ მეგობართან საუბარში ვთქვი, რომ ეს განსაცდელი არ შემემთხვევა ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ საკუთარი თავის იმედი მაქვს თქო.

მაშინ დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვიყავი, რომ შვიდგზის ლოცვებს ვკითხულობდი დილის 6 საათიდან ფეხზე ვიყავი. აღდგომის მარხვა იყო და ოთხშაბათ-პარასკევს მძიმედ ვმარხულობდი, ფაქტიურად მარტო პურზე და წყალზე. სულ ვლოცულობდი, წმინდა წერილს და კანონებს ვკითხულობდი, არ ვუყურებდი ტელევიზორს, მამათა ნაშრომებს ვკითხულობდი. სამსახური-სახლი-ტაძარი...
ანუ საკუთარი თავი რაღაცად მიმაჩნდა...

და ზუსტად ის განსაცდელი შემემთხვა, რაზეც ვამბობდი, საკუთარი თავის იმედი მაქვს თქო...

მერე რომ ჩაიარა ყველაფერმა, მერე მივხვდი, რატომაც დამემართა...
საკუთარი თავის იმედი მქონდა და არა უფლის...

ღმერთმა კი დამანახა, რომ მე არაფერი ვარ....

იმის მერე, მაქსიმალურად ვცდილობ ღვთის იმედად ყოფნას და ზუსტად ვიცი, რომ მე არაფერი შემიძლია ღვთის გარეშე....

ალბათ მეტად უნდა გვქონდეს ღვთის იმედი და ნაკლებად - სხვების და მით უმეტეს, საკუთარი თავის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Aug 26 2008, 10:47 AM
პოსტი #29


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ana-xatia
ციტატა
ალბათ მეტად უნდა გვქონდეს ღვთის იმედი და ნაკლებად - სხვების და მით უმეტეს, საკუთარი თავის...

და კიდევ ნატოსი და კონდოლიზა მამიდასი .


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Aug 26 2008, 10:56 AM
პოსტი #30


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ციტატა
საერთოდ ძალიან მიჭირს ცუდის დაჯერება ნებისმიერ ადამიანზე და მითუმეტეს თუ ეს ახლობელს ეხება, მაგრამ სამწუხაროდ ახლა, ამ ხანმოკლე ომის დროსაც ქონდა თურმე ჩვენი ჯარისკაცების მხრიდან უმსგავსობებს ადგილი, გაოცებული დავრჩი დედას დეიდაშვილის მონაყოლი ამბით, თავად იბრძოდა ცხინვალში, როცა სამშვიდობოს გამოვედით ჩვენმა ჯარისკაცმა ვიღაც საცოდავს ჯიხურში შეუვარდა და იარაღის მუქარით რაღაცეები (ალბათ პროდუქტები) წაართვაო, ეს რაც დავიჯერე და რაც ზუსტად არ ვიცი მარშუტკით მიმავალი მშვიდობიანი ქართველი მგზავრებიც დააყაჩაღეს_ეს ნამდვილად არ ვიცი ზუსტი ინფოა თუ არა, ახლობელს მოუყოლია ჩემი მეგობრისთვის.

სამწუხაროდ მართლა მოხდა მასეთი ფაქტები თან მრავალი . დაისიც გასათვალისწინებელია რომ ზოგი ბატალიონი რამდენიმე დღე სურსათის გარეშეც დატოვეს .


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
წახწახა
პოსტი Aug 26 2008, 10:59 AM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 162
რეგისტრ.: 17-July 08
წევრი № 5,351



სააკაშვილი ცდილობდა თვითონ გაეკეთებინა ყველაფერი, და ჭკუიდან შეიშალა.
არა გასაგებია რუსეთი რა საშინელი ხალხია, მაგრამ რო დასცინი ქვეყანას რომლის მეათედიც არა ხარ ლილიპუტინიო და რაღაცეებს რო ეძახდა. აბა რას ელოდები? რუსეთს დაუგროვდა ბოღმა ბოღმა ბოღმა ევროპას რო ეტენებოდა მიშა იმის გამო, ამის გამო და ეხლა იძია ყველაფერზე შური. მიშა თვითონ ამბობს ვიცოდი რაც მოხდებოდა და ევროპის დახმარებას ველოდებოდიო სადარის ევროპის დახმარება? ევროპული ჰუმანიტარული დახმარებით და ჟურნალისტებით ელოდა რუსეთის დამარცხებას? მთელს მსოფლიოს ეშინია რუსეთის და არავის არ უნდა მასთან ომში ჩართვა რათქმაუნდა... რადგან ასე გვერდზე გყავს რუსეთი კი აზრები ყველას აქვს მაგრამ ენას კბილი დააჭირე მაინც
არა პოლიტიკა სხვა საქმა მაგრამ თვითონ რეებს ელაპარაკებოდნენ რუსეთს კლიპები, ლელა წურწუმია ლექსსენი... ლილიპუტინი პატარა დათუნია ლავროვის ხმა მაღიზიანებს... მე თვითონ მაღიზიანებს ეს ყველაფერი და მტერს რა უნდა უთხრა...
სანამ ბელადი ღვთის მოსიყვარულე არ მოვა არაფერი გვეშველები. საქართველობას პრეზიდენტობაში არასდროს არ უმართლებს ან სიტუაციაა საშინელი ან პრეზიდენტი...
რა თამარის დროს არ იყო მტერი? მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, და ააყვავა საქართველო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Aug 26 2008, 01:19 PM
პოსტი #32


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე)
- შემთხვევით არაფერი ხდება. როდესაც ღმერთი განსაცდელს მთელ ერს მოუვლენს, მაშინ მიზეზები საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ღვთის განგებას ადამიანი ვერ ჩაწვდება, მაგრამ ჩვენს ცოდვებზე უნდა ვიფიქროთ და ღვთის რისხვის მიზეზებამდე მისვლა ვცადოთ.

დღეს ქართველი კაცი დაბნეულია. ნაწილი დამნაშავეს რუსეთის ფედერაციაში ხედავს, მეორენი ამერიკისკენ იშვერენ თითს. რუსეთის აგრესია თავს დაგვატყდა და შესაძლოა, იმპერიის პროვოცირება აშშ-მ გამოიწვია. ასეთი ვარაუდები საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ საკუთარ ცოდვებზე ვაგებთ პასუხს. უნდა დავფიქრდეთ, რატომ მოგვივლინა ღმერთმა ასეთი ჯალათი, რუსეთის იმპერიის სახით, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია, გვტანჯავს?

სახარებაში წერია: “წყეულ იყოს კაცი, კაცის მოიმედე”. უნდა შეგვეძლოს მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი. არც თუ შორეულ წარსულს გადავხედოთ - ჩვენ ის ერი არ ვართ, რომელმაც ილია ჭავჭავაძე მოკლა?! ამ მკრეხელობის მიუხედავად, ღმერთი მოწყალეა და დამოუკიდებელი ქვეყანა გვეღირსა, ერის მამის მკვლელობიდან სულ მცირე ხანში. მაგრამ არ დავუნახეთ უფალს ცოდვებისთვის შენდობა - პატრიარქი კირიონი მოვკალით.

უფალი განსაცდელს საკუთარი ცოდვების დასანახად და მანკიერებისგან განსაწმენდად მოგვივლენს ხოლმე. დღესაც ვისჯებით იმიტომ, რომ სწორი, მართალმადიდებელი რელიგია გვარგუნა განგებამ და ქართველი კაცი ამ წყალობაზე უარს ამბობს. სიტყვით ქრისტიანია, მაგრამ თავისი საქციელით, ღმერთს განეშორება, ეუბნება - “არ მინდიხარ, შენ, უფალო”. ამასთანავე, ვივიწყებთ ტრადიციებს, წინაპრებს. ღმერთი ცოდვებს აუცილებლად მოგვკითხავს.

ყველაფერში ვეთანხმები, ჩემი აზრით ძალიან კარგად უკავშირებს ერთმანეთს და სწორად აფასებს მოვლენებს


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 26 2008, 02:14 PM
პოსტი #33


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



წახწახა

ძვირფასო წახწახა,
თემის ავტორს სურდა საქართველოში მომხდარი ომის სულიერი ანალიზი და არა პოლიტიკური შეფასებები. თემის მიზანია ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე თუ რატომ მოიწია ჩვენზე განსაცდელი, რა სულიერი პრობლემებია საქართველოში და ეს წესით ყველას საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა სხვისი განკითხვისკენ.

ციტატა
რო დასცინი ქვეყანას რომლის მეათედიც არა ხარ ლილიპუტინიო და რაღაცეებს რო ეძახდა. აბა რას ელოდები? რუსეთს დაუგროვდა ბოღმა ბოღმა ბოღმა ევროპას რო ეტენებოდა მიშა

სანამ ასეთ არა-ადექვატურ შეფასებებს გააკეთებდე სასურველი იქნებოდა უახლესი ისტორიისთვის მაინც გადაგეხედა. ეს ომი ახლა არ დაწყებულა. რუსეთის სისხლიანმა იმპერიალიზმმა 90-იანი წლების დასაწყისში იმსხვერპლა 15-20 ათასი ქართველის სიცოცხლე და ფაქტობრივად ანექსია გაუკეთა ჩვენს ტერიტორიებს, 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილია და დღემდე ვეღარ ბრუნდება უკან. აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ადგილი ჰქონდა ქართველების გენოციდის და ეთნოწმენდის უპრეცენდენტო შემთხვევას და ეს ყველაფერი 15 წელიწადში დაგვავიწყდა?! და რუსეთს ჰქონდა ბოღმა არა ლილიპუტი პრეზიდენტი გყავსო რომ უთხრეს?! აბა მე მკითხე რამხელა ბოღმა მაქვს რუსეთის ათასობით ქართველის სისხლის დაღვრის და ასი ათასობით გაუბედურების გამო... ლილიპუტი კი არა პუტინს მკვლელი უნდა დაუძახო პირდაპირ, ეგ არის ტიპიური დიქტატორი, სამხედრო დამნაშავე და არაფრით არ განსხვავდება უგო ჩავესის თუ ჰამასის ტერორისტი მეთაურებისგან. შესაბამისად სწორედ ისინი წარმოადგენენ მის სატელიტებს და მოკავშირეებს.
ციტატა
ევროპას რო ეტენებოდა მიშა იმის გამო, ამის გამო და ეხლა იძია ყველაფერზე შური.

თუ შურის ძიებაზეა ლაპარაკი, შური ქართველებს გვქონდა საძიებელი და არა რუსებს.

ისე გაცილებით ლოგიკური იქნებოდა რომ გეთქვა, რომ რუსეთმა ცადა ბოღმის გადმონთხევა, (შურის საძიებელი რუსეთს კი არა ჩვენ გვქონდა) მაგრამ არაფერი გამოუვიდა და სასტიკად დამარცხდა საერთაშორისო ასპარეზზე. ცოცხალ ძალაში რუსეთის დანაკარგები 5-ჯერ მეტია საქართველოზე. განადგურებულია რუსეთის 21 ბომბდამშენი. დასავლეთის ზეწოლის შედგად რუსეთმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, მაგრამ სამწუხაროდ კრემლში იმას ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ რომ ნიღაბი ჩამოეხათ და მალე აფხაზეთის და ოსეთის დატოვებაც მოუწევთ, რადგან იქ ევროკავშირის და ეუთო-ს მანდატით საერთაშორისო სამშვიდობოები შევლენ.

ყველაფერი ისე მიდის, როგორც საქართველოს და აშშ-ს აწყობს. რასაც ვიძახდი იმის ნაწილი უკვე ასრულდა და დანარჩენი ნელ-ნელა ასრულდება.

შურისძიება არა კვატი... ამ ომით რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა (დააკარგინეს) საქართველოზე კონტროლი.

ციტატა
მიშა თვითონ ამბობს ვიცოდი რაც მოხდებოდა და ევროპის დახმარებას ველოდებოდიო სადარის ევროპის დახმარება? ევროპული ჰუმანიტარული დახმარებით და ჟურნალისტებით ელოდა რუსეთის დამარცხებას?

თუ ვერ ხედავ ევროპის და აშშ-ს დახმარებას ეს ცუდია, მაგრამ მაინც მოკლედ გეტყვი:

საფრანგეთის და აშშ-ს ზეწოლით რუსეთი იძულებული გახდა შეეწყვიტა სამხედრო მოქმედებები, დაეტოვებინა საქრთველოს ოკუპირებული ტერიტორიის დიდი ნაწილი (დანარჩენს ამ დღეებში დატოვებს). იმდენად დიდი პოლიტ-ეკონომიკური ზეწოლა მოხდა რუსეთზე, რომ პრაქტიკულად ის მსოფლიო იზოლაციაში მოყვა. "დე ფაქტო" გამოძევებულია "დიდი რვიანიდან", NATO-მ რუსული ხომალდები გამოაძევა თავისი ტერიტორიული წყლებიდან და თანამშრომლობა მთლიანად შეწყვიტა. ეკონომიკური მანიპულაციებით რუსეთმა 20 მილიარდზე მეტი იზარალა. ამგვარი კრიზისი მას 1998 წლის შემდეგ არ ჰქონია. ცოტა ხანში კი ევროკავშირი უმკაცრეს სანქციებს დაუწესებს, ლაპარაკია რომ ვიზები აღარ გაიცემა რუსეთის მოქალაქეებზე და ა.შ.

გარდა ამისა რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა ყირიმი და უბიძგა პოლონეთს ამერიკული ბირთვული რაკეტების ჩამომგდები დანადგარის დაყენება საკუთარ ტერიტორიაზე, რაც უკვე რუსეთის კრახია მსოფლიო პოლიტიკაში.

აშშ-მ გამოაგზავნა ძალიან ძლიერი სარაკეტო კრეისერები, რომლებიც აღჭურვილია "ტომაჰავკის" ტიპის უძლიერესი რაკეტებით და ასევე აღჭურვილია 1800 კმ რადიუსში ნებისმიერი თვითმფრინავის განადგურება. საზღვაო ბრძოლებისას კი უპრობლემოდ შეუძლია გაანადგუროს ყველა ფრეგატი რომელიც რუსეთს შავი ზღვის აკვატორიაში ჰყავს.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აფხაზეთის ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა რუსულმა ფრეგატმა "მოსკვა" რადგან ამერიკული კრეისერიდან სტარტაღებული ტორპედოებისგან მას არანაირი თავდაცვის მექანიზმი არ გააჩნდა.

არავინ არ იცის ზუსტად რა იმალაება "ჰუმანიტარული მისიის" უკან რომელსაც სუპერთანამედროვე ამერიკული ხომალდები ასრულებენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

ციტატა
მთელს მსოფლიოს ეშინია რუსეთის და არავის არ უნდა მასთან ომში ჩართვა რათქმაუნდა...

მთელს მსოფლიოს ეშინია რუსეთის კი არა უკვე აშშ-ს რუსეთი კონკურენტადაც აღარ მიაჩნია... აშშ-ს მტავარი მოწინააღმდეგე არის ჩინეთი, თუმცა ამ უკანასკნელსაც ჯერ ბევრი უკლია პენტაგონის სიძლიერის თუნდაც ნახევრამდე.

ამ მომენტისთვის აშშ გაცილებით ძლიერია ვიდრე დანარცენი მსოფლიო ჯამში: ევროკავშირი+რუსეთი+ჩინეთი+ია
ონია შეუდარებლად სუსტია ამერიკასთან შედარებით.

ომი რასაკვირველია არავის არ უნდა. ეკონომიკური მარწუხებით, პოლიტიკური ზეწოლით და დამაფრთხობელი სამხედრო მანევრებით რუსეთს ზუსტად ისე გაანადგურებენ, როგორც მასზე გაცილებით დიდი და ძლიერი საბჭოთა კავშირი დაშალეს.
ციტატა
რადგან ასე გვერდზე გყავს რუსეთი კი აზრები ყველას აქვს მაგრამ ენას კბილი დააჭირე მაინც

ენას რომ კბილი დააჭიროს ვერასოდეს ვერ დავაღწვთ ტავს ვერც რუსეთის იმპერიას და ვერც დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ.
ციტატა
რა თამარის დროს არ იყო მტერი? მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, და ააყვავა საქართველო.

ციტატა
საქართველობას პრეზიდენტობაში არასდროს არ უმართლებს

ეს კი ნამდვილად არავინ იცის. წმინდა მეფე დემეტრე II თავდადებულის დროს საქართველო თითქმის გაჩანაგდა მონღოლთა მიერ. დღევანდელობასთან შედარებით ბევრად დიდი გაჭირვება იყო.

სანამ რაიმეს ხელისუფლებას შევახოცავდეთ საკუთარ თავში ჩავიხედოთ და განსაცდელის მიზეზბის ძებნასაც აქედან შევუდგეთ, რადგან ყველა ერს ისეთი ხელისუფლება ყავს, რასაც აღნიშნულ ეპოქაში იმსახურებს. yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
წახწახა
პოსტი Aug 26 2008, 02:27 PM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 162
რეგისტრ.: 17-July 08
წევრი № 5,351



დაცინვას რაც შეეხება პოლიტიკოსი ხარ მაიმუნი ხომ არა?? რუსეთს არ აღიზიანებს ეს ყველაფერი? ანუ უნდა დასცინო?
ენაზე კბილის დაჭერაში ვგულისხმობ რომ ლანძღავენ.
თავის დროზე რომ უთხრა მიშანაც რატომ არ შემოიყვანა ჯარი
ხო მოკლედ ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ მიზეზი კი მაგრამ მიშამ ეკლესია არ დაარბია? თუ დადგმული იყო.
ვერ დავიჯერებ რომ მიშა კარგი პრეზიდენტია. a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rezuzi
პოსტი Aug 26 2008, 02:28 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 24-August 08
წევრი № 5,525



ევროპისკენ ლტოლვამ a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunka
პოსტი Aug 26 2008, 02:38 PM
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 17-August 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 5,485



"ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომლის დიდი ნაწილი ახლა საკუთარ დედას იგინება?! ყველამ უნდა იცოდეს, რომ დედა ღვთისმშობელია, თითოეული ჩვენგანის დედაა. საქართველო მისი წილხვედრი ქვეყანა ვართ. ბოლოს, მინდა გითხრათ ჩემი გულისტკივილი: ეკლესია და საბავშვო ბაღი, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს, ერთ ეზოშია. როდესაც ზარი მრევლს უხმობს, შემინიშნავს, დევნილები ეზოში ფუსფუსებენ, მაგრამ ტაძარში არ შემოსულან. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლები გადარჩნენ, ვერ ხედავენ ღვთის წყალობას. ეს არის ერის უბედურება."
sad.gif

მამა თეოდორე


--------------------
ღმერთი არს სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rezuzi
პოსტი Aug 26 2008, 02:39 PM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 24-August 08
წევრი № 5,525



ციტატა(kmunka @ Aug 26 2008, 03:38 PM) *

"ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომლის დიდი ნაწილი ახლა საკუთარ დედას იგინება?! ყველამ უნდა იცოდეს, რომ დედა ღვთისმშობელია, თითოეული ჩვენგანის დედაა. საქართველო მისი წილხვედრი ქვეყანა ვართ. ბოლოს, მინდა გითხრათ ჩემი გულისტკივილი: ეკლესია და საბავშვო ბაღი, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს, ერთ ეზოშია. როდესაც ზარი მრევლს უხმობს, შემინიშნავს, დევნილები ეზოში ფუსფუსებენ, მაგრამ ტაძარში არ შემოსულან. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლები გადარჩნენ, ვერ ხედავენ ღვთის წყალობას. ეს არის ერის უბედურება."
sad.gif

მამა თეოდორე

მართალია sad.gif ეს ჩვენი უდიდესი მინუსია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 26 2008, 03:10 PM
პოსტი #38


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



წახწახა
ციტატა
დაცინვას რაც შეეხება პოლიტიკოსი ხარ მაიმუნი ხომ არა?? რუსეთს არ აღიზიანებს ეს ყველაფერი? ანუ უნდა დასცინო?

რუსეთი არის საქართველოს #1 მტერი.
სტრატეგიული ინტერესები მრავალ ქვეყანას გააჩნია საქართველოში, მაგრამ რუსეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს დაშლით, მისი ტერიტორიების მიტაცებით და ფაქტობრივად ქართული სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის განადგურებითაა დაინტერესებული. ეს არა ერთხელ დამტკიცდა.

სახელმწიფო, რომელსაც ამდენი სისხლი მიუძვის ჩემს წინაში დასანდობი არაა. აქ აღარაა ლაპარაკი ვინ რა სიტყვებით ღიზიანდება, როდესაც მე ვღიზიანდები ათასობით დაღუპული ქართველი ბიჭების სისხლით.

მიშას შეიძლება საქართველოს შიდა პოლიტიკაში ბევრი რამ ეშლება, მაგრამ რუსეთის მიმართ ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ის 100%-იანი მართალია რუსეთის წინააღმდეგ და რუსებს სძულთ მხოლოდ იმიტომ რომ აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება უნდა აშშ-ს ძალით და საქართველოს გამთლიანება. ეს ასეც მოხდება, რადგან მსოფლიოს უძლიერესი ზესახელმწიფო მიშას უჭერს მხარს.

რუსეთი, რომ ნაძირლების ხროვა არ იყოს ასეთი რამ არ მოხდებოდა, 90-იანი წლების დასაწყისში მიშა სტუდენტი იყო, საქართველოს პრეზიდენტი გამსახურდია, საქართველო არც ევროკავშირის და არც ჩრდილოეთ-ატლანტიკური ალიანსის წევრობის კანდიდატი არ იყო და რატომ გამოგვიცხადეს ომი? რატომ წაგვართვეს უძველესი ტერიტორიები? რატომ გამოიწვიეს ამხელა მსხვერპლი?

დასცინო კი არა რუსეთს ყველაფრით უნდა ებრძოლო, მოუწყო პროვოკაციები, დასცინო, ლანძღო, გაუნადგურო იმიჯი, მსოფლიო მტარვალად წარმოაჩინო... ამაში არაფერი არც ტყული იქნება და სამწუხაროდ სხვანაირად საქართველოს ვერ გავამთლიანებთ. ასეთი სამარცხვინო არჩევანი კი თვითონ რუსეთმა გააკეთა. სხვანაირად არ გვიბრუნებს ჩვენს მიწებს.
ციტატა
ენაზე კბილის დაჭერაში ვგულისხმობ რომ ლანძღავენ.

ლანძღავენ კი არა რუსეთს ნამუსი არა აქვს... გუშინ სარკოზმა ტელეფონში უყვირა მედვედევს... მალე რუსეთის პრეზიდენტს დედას შეაგინებენ პირდაპირ ეთერში ალბათ... ეს ქვეყანა თავისი პოლიტყუილებით დღემდე ანცვიფრებს მსოფლიოს და სხვას რომ თავი დავანებოთ საკუთარ თავს არ სცემს პატივს.
ციტატა
ვერ დავიჯერებ რომ მიშა კარგი პრეზიდენტია.

ეს სულ სხვა საკითხია...
მაგრამ რუსეთთან მიმართებაში კარგი კი არა საუკეთესო პრეზიდენტია.

თემა კიდევ სულ სხვა საკითხს ეხება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Aug 26 2008, 03:20 PM
პოსტი #39


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



გიორგი
ციტატა
ძვირფასო წახწახა,
თემის ავტორს სურდა საქართველოში მომხდარი ომის სულიერი ანალიზი და არა პოლიტიკური შეფასებები. თემის მიზანია ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე თუ რატომ მოიწია ჩვენზე განსაცდელი, რა სულიერი პრობლემებია საქართველოში და ეს წესით ყველას საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა სხვისი განკითხვისკენ.

მართალია სწორედ ესაა ამ თემის გახსნის მიზანი


სარდიონ
ციტატა
ტელესერიალები და იეღოველობა,
აი რატოა ომი საQართველოში.

ეგეც მართალია და ერთ-ერთ მიზეზად სწორედ სექტების მომრავლებაც შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ ეს ისევ ჩვენი რწმენის სისუსტეზე მეტყველებს, რადგან ჩვენ, რომ ძლიერი რწმენა გვქონდეს (მთელ ერს ვგულისხმობ), ვერცერთი სექტა ვერ მოიკიდებდა ფეხს საქართველოში


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Aug 31 2008, 08:34 PM
პოსტი #40


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



მსგავსი შინაარსის თემა არსებობს შესაბამის განყოფილებაში "ეკლესია და სახელმწიფო" smile.gif
შესაბამისად გადავიტან იქ და იქაური მოდერი გაარკვევს შეართოს თუ არა მსგავსი შინაარსის თემები smile.gif



--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 02:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი