IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სოდომი არ დასჯილა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის, ლოტის ქმედებაზეც ვისაუბროთ
benediqt
პოსტი Apr 22 2014, 04:42 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



დღეს ჰომოსექსუალიზმის დასაგმობად და ჰომოსექსუალების სამაგალითოდ დასჯისთვის იხსენებენ სოდომის მაგალითს, თითქოს სოდომი ღმერთმა დასაჯა მხოლოდ იმიტომ რომ ამ ქალაქებში მეტად გავრცელებული იყო ჰომოსექსუალური სექსი


თუმცა ვნახოთ ბიბლიის ციტატა, თუ რისთვის დაისაჯა სოდომი:



ეზეკიელ წინასწარმეტყველი

49. აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ.

50. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე.





ანუ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის არ დასჯილა სოდომი, მიზეზები სხვა უკეთურებანიც ყოფილა, სოციალური უსამართლობა, ამპარტავნება და ა.შ.




ძველი აღთქმა

დაბადება

თავი მეცხრამეტე

1. შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა.
2. უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს.
3. არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს.
4. ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან.
5. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ.
6. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი.
7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!
8. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი.
9. უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.
10. გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი.
11. იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში.
12. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან,
13. რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად.

--------------------------------------------------------


"7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!" "იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი" ამ ფრაზებით როგორც მივხვდი ჩანს ის, რომ ლოტი სტუმარ-მასპინძლობის წესს იცავს და ბოროტებაშიც ის იგულისხმება, რომ "ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი" -ო და არ გმობს ჰომოსექსუალიზმს ანუ არ ამბობს რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და ამიტომ ნუ იზამთო, არამედ "ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი"-ო


user.gif


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(40 - 50)
Elzaa
პოსტი Feb 13 2017, 07:31 PM
პოსტი #41


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 2-April 16
წევრი № 14,381



ციტატა(რობინი @ Feb 13 2017, 07:16 PM) *

სულაც არა, მე მყავს ასეთი მეგობრებიც, რამოდენიმე , მართალია რამოდენჯერმე კამათი მოგვივიდა თუმცა ისინი ბოლოს მიხვდნენ რომ ეს დამღუპველი იყო და შეწყვიტეს... მიხარია. ვილოცოთ და იმედია გონს მოეგებიან... ეკლესია გულში იხუტებს ყველა ცოდვილს მაგრამ ცოდვას ვერ მივიღებთ... a075.gif

გეთანხმები... არ არსებობს ცოდვა ღვთის მოწყალებაზე აღმატებული


--------------------
შენ, უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
რობინი
პოსტი Feb 13 2017, 07:39 PM
პოსტი #42


რობინ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 100
რეგისტრ.: 15-May 15
მდებარ.: დუშეთი
წევრი № 14,112



ციტატა(Elzaa @ Feb 13 2017, 07:31 PM) *

გეთანხმები... არ არსებობს ცოდვა ღვთის მოწყალებაზე აღმატებული


აქ ვინც ვწერთ ამ საიტზე ყველა მართლმადიდებლურია? ანუ მართლმადიდებელია?


--------------------
დ. კ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Elzaa
პოსტი Feb 13 2017, 07:42 PM
პოსტი #43


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 2-April 16
წევრი № 14,381



ციტატა(რობინი @ Feb 13 2017, 07:39 PM) *

აქ ვინც ვწერთ ამ საიტზე ყველა მართლმადიდებლურია? ანუ მართლმადიდებელია?

ვერ გეტყვი biggrin.gif


--------------------
შენ, უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
რობინი
პოსტი Feb 13 2017, 07:58 PM
პოსტი #44


რობინ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 100
რეგისტრ.: 15-May 15
მდებარ.: დუშეთი
წევრი № 14,112



ციტატა(Elzaa @ Feb 13 2017, 07:42 PM) *

ვერ გეტყვი biggrin.gif


ხელი ასწიეთ აბა რომლები ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და რომლები დანარჩენები, ვეღარ გავიგე :-(


--------------------
დ. კ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Elzaa
პოსტი Feb 13 2017, 08:04 PM
პოსტი #45


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 2-April 16
წევრი № 14,381



ციტატა(რობინი @ Feb 13 2017, 07:58 PM) *

ხელი ასწიეთ აბა რომლები ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და რომლები დანარჩენები, ვეღარ გავიგე :-(

რად გინდა ? biggrin.gif შესაძლოა იყვნენ კიდეც, აქ ყველას თავისი შეხედულება აქვს რელიგიაზე, ვინ აკვირდება ფორუმის სახელს


--------------------
შენ, უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
რობინი
პოსტი Feb 13 2017, 09:19 PM
პოსტი #46


რობინ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 100
რეგისტრ.: 15-May 15
მდებარ.: დუშეთი
წევრი № 14,112



ციტატა(Elzaa @ Feb 13 2017, 08:04 PM) *

რად გინდა ? biggrin.gif შესაძლოა იყვნენ კიდეც, აქ ყველას თავისი შეხედულება აქვს რელიგიაზე, ვინ აკვირდება ფორუმის სახელს


არა პირიქით კარგია თუ სხვა აღმსარებლობის წევრებიც არიან უფრო კარგია, რადგან გაიგებენ რამხელა საგანძურია მართლმადიდებლობა ♥


--------------------
დ. კ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Elzaa
პოსტი Feb 13 2017, 09:52 PM
პოსტი #47


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 2-April 16
წევრი № 14,381



ციტატა(რობინი @ Feb 13 2017, 09:19 PM) *

არა პირიქით კარგია თუ სხვა აღმსარებლობის წევრებიც არიან უფრო კარგია, რადგან გაიგებენ რამხელა საგანძურია მართლმადიდებლობა ♥

გეთანხმები... ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს smile.gif


--------------------
შენ, უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2017, 10:18 PM
პოსტი #48


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აუცილებლობის ჟამს ღმერთი ბუნებრივი კატაკლიზმებით ახსენებს ადამიანებს, რომ ისინი გადახრილი არიან ღვთაებრივი კანონებისგან. ეს შემდეგ აისახება მოწიძვრებში, წყალდიდობებში, გვალვებში, კალიების და მწერების შემოსევაში, ვუკლანებში, ტაიფუნებში და მაგნიტურ ქარიშლებში.

როცა ადამიანები კარგავენ საკუთარ სახეს და საბოლოოდ გადაიხრებიან ღვთის კანონებისგან, ღმერთი ბუნებრივი კატაკლიზმებით ანადგურებს ხალხს. საკმარისია გავიხსენოთ საყოველთაო წარღვნა და სოდომის განადგურება".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შამხაზაი
პოსტი Jul 12 2023, 02:26 AM
პოსტი #49


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 8-July 23
წევრი № 15,376



სოდომი მხოლოდ ჰომოსექსუალიზმის გამო კი არა, საერთოდ არ განადგურებულა ჰომოსექსუალიზმის გამო. სრულიად სხვა მიზეზის გამო განადგურდა ეგეც და მისი მოსაზღვრე ქალაქებიც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2023, 12:44 PM
პოსტი #50


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(შამხაზაი @ Jul 12 2023, 02:26 AM) *

სოდომი მხოლოდ ჰომოსექსუალიზმის გამო კი არა, საერთოდ არ განადგურებულა ჰომოსექსუალიზმის გამო. სრულიად სხვა მიზეზის გამო განადგურდა ეგეც და მისი მოსაზღვრე ქალაქებიც.


ვერ დაგეთანხმებით. სოდომი და გომორი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის გამო დაისაჯა. ბიბლიაში ნათლად წერია.

უფალი რამდენიმეჯერ ამბობს, რომ მისთვის საძაგელია ჰომოსექსუალიზმი.

თქვენ ახალი ფორუმელი ხართ და ამ თემაში გაგვეცანით: http://church.ge/index.php?showtopic=629&st=0


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შამხაზაი
პოსტი Jul 16 2023, 02:46 AM
პოსტი #51


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 8-July 23
წევრი № 15,376



ციტატა(marine @ Jul 14 2023, 12:44 PM) *

ვერ დაგეთანხმებით. სოდომი და გომორი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის გამო დაისაჯა. ბიბლიაში ნათლად წერია.

უფალი რამდენიმეჯერ ამბობს, რომ მისთვის საძაგელია ჰომოსექსუალიზმი.

თქვენ ახალი ფორუმელი ხართ და ამ თემაში გაგვეცანით: http://church.ge/index.php?showtopic=629&st=0

1. თქვენი თანხმობა, ან უარი არაფერს ცვლის 2. ეგ ბიბლიაში კი არა თქვენს ცნობიერებაში "წერია" ნათლად, მაგრამ შეცდომით. 3. თუ გაიხსენებთ სოდომის და კიდევ მიმდებარე ოთხი ქალაქის განადგურების გადაწყვეტილება მანამდე იქნა მიღებული სანამ სოდომელები ანგელოზების შეცნობას მოინდომებდნენ (რის და კიდევ გაუნათლებლობის გამოც დებენ ე.წ თეოლოგები მცდარ დასკვნას, რომ თითქოს ჰომოსექსუალიზმის გამო განადგურდა ზემოთაღნიშნული ქალაქები) და 4. რეალურად თუ გაინტერესებთ რატომ დაისაჯნენ სოდომელები მიზეზი შემდეგია: სოდომში ისევე, როგორც გომორში მოქმედებდა კანონი, რომელიც კრძალავდა უპოვართა დახმარებას, ვინაიდან მათ სწამდათ, რომ უპოვარნი სიღარიბითა და გაჭირვებით მიწიერ სასჯელს იხდიდნენ წინა გილგულიმში (ინკარნაციაში) ჩადენილი ცოდვების გამო. ერთ არცთუისემშვენიერ დღეს სოდომელმა ქალიშვილმა სახელად რევკამ პურის ნატეხი მიაწოდა დავდრომილ მათხოვარს, რის გამოც სოდომის მეფემ ბერაყუჰმა და მისმა ძმამ გომორის მეფემ (გომორშიც იგივე კანონი მოქმედებდა) ბირშაყუჰმა რევკა გააშიშვლეს, ჯერ მაგრად აცემინეს ჯალათს, შემდეგ სოდომის ცენტრში ხის სამარცხვინო ბოძზე ჩამოკიდეს, შიშველ სხეულზე თაფლი წაუსვეს და ფუტკრები მიუსიეს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ თავად გახდნენ ანალოგიური მათხოვრები სანამ ავრაჰამ ავინუ მარცხის შედეგად დაკარგულ დოვლათს უკლებლივ დაუბრუნებდა. როდესაც რევკა საშინელი სიკვდილით კვდებოდა ხმა აიმაღლა და დაწყევლა სოდომი და შემოგარენი მიმართა ზეცას სამართლიანი მსჯავრი მოეწია მათ თავზე. აი ეს იყო გამჩენის მძვინვარების თასში ბოლო წვეთი, რომელიც ისედაც დიდხანს უთმენდა შემქმნელის დამვიწყებელ ქამიტებს ურჯულოებას. ლეგენდები "სოდომური ცოდვის" შესახებ გაჩნდა შუა საუკუნეებში სოდომელთა მიერ ანგელოზთა შეცნობის წადილიდან გამომდინარე, მართალია ისინი მრუშობასა და მამათმავლობასაც არ აკლებდნენ, ისედაც აურაცხელ ცოდვებს, მაგრამ მათი მოსპობის მიზეზი სხვა იყო. დღეს ლოს ანჯელესსა და ამსტერდამში უარესი ხდება მამათმავლობის თვალსაზრისით რატომ არ ანადგურებს ამ ორ ქალაქს გამჩენი? რა ვერ ხედავს? თუ დამოკიდებულება შეიცვალა ამ ცოდვისადმი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 10:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი