IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მტკივა სამაჩაბლო... :(
marine
პოსტი Jul 24 2017, 08:46 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მტკივა სამაჩაბლო... სევდისგან ვმუნჯდები და ვერაფერს ვამბობ, როცა მახსენდება საქართველოს ეს თბილი ნაწილი... მტკივა დანგრეული და შელახული სიწმინდეები, ჩვენი ტაძრები... ყველა ლტოლვილი მეცოდება... მათი საცხოვრისი მიწასთანაა გასწორებული...

ამ თემით მინდა ყველა ქართველს ახსოვდეს რომ სამაჩაბლო ჩვენია და დაგვიბრუნდება, თუკი მთელი ერი, ყველა ქართველი (მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ცხოვრობს თუ მის საზღვრებს გარეთ), ზნეობრივად ვიცხოვრებთ და უფალს არ განვარისხებთ ჩვენი ცოდვებით...



"ძალზე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს აგვისტოში. წესით, ამან ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა ჩვენთვის, ქართველებისთვის. ბევრი არ მოელოდა ასეთ რამეს ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ შეგვახსენა, რომ ეს ომი ძალიან ჰგავდა თურქობას, არაბობას, მონღოლობას... იგივე განმეორდა, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა. არ მოველოდით ასეთ რამეს და სრულიად გაოგნებულები შევხვდით საბრძოლო მოქმედებებს."


/დეკ. თეოდორე გიგნაძე
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.9/

"მახსენდება სოფელ საქაშესთან ნანახი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც მე და სოფელ ვარიანის მღვდელმსახურს, მამა თადეოზ ქებაძეს, მიგვასწავლეს ადგილობრივებმა. საკაცეზე იწვა. თვალღია ზეცაში მაყურებელს ტკივილით დაელია სული. როგორც ჩანს, დაჭრილი იყო და გამოჰყავდათ. საოცარი გრძნობა დამეუფლა - თითქოს თვალწინ გამირბინა მისმა ცხოვრებამ. მომავლის იმედებითა და ოცნებებით სავსე მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე... ერთი რამ კი მწამს - ის ადამიანი სასუფეველში საქართველოსთვის შეწირულ გმირებს შეუერთდა.

თბილისში ჩამოსულს გამუდმებით წარმომიდგებოდა იქ ნანახი ცხედრები, ადამიანთა გაწამებული სახეები, გაბზარული ხმები, გადამწვარი სახლები და გაუდაბურებული სოფლები... და რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდი თავს. თითქოს დანაშაულის გრძნობას გდევს თან, გავალდებულებს, შენგან რაღაც უფრო ამაღლებულს მოითხოვს და ხვდები, რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება თანამემამულეთა სისხლით არის გამოსყიდული..."

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.5/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(40 - 47)
marine
პოსტი Aug 7 2020, 09:12 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავსაც ვიმართლებთ - რა ამბავია ამდენი გლოვა და ტირილიო. ამ დროს დღესაც დაპყრობილი ქვეყნის შვილები ვართ და მანამდე უნდა ვიგლოვოთ, სანამ უცხო ქვეყნის ჯარი არ დატოვებს ჩვენს ძირძველ ტერიტორიებს, სანამ თამარ მეფის მიერ აშენებული სოფელი თამარაშენი და მასთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს წართმეული ასზე მეტი სოფელი არ აღდგება, სანამ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალი. ხალხისა და ხელისუფლების მთელი ძალისხმევა და მონდომება ამისკენ უნდა იყოს მიმართული, მრავალი სოფელი, იმ მიწის მკვიდრი მოსახლეობის თვალწინ განადგურდა, ხალხი ანთებული სანთლებით გამოყარეს ტაძრებიდან, გადაუწვეს სახლ-კარი, ბევრი ახალგაზრდა შეეწირა ამ ომებს, ნუთუ ასე მალე დაგვავიწყდა ყველაფერი?"

/მეუფე ანანია ჯაფარიძე
"კარიბჭე" N16, 2014, გვ.64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2020, 07:47 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი მამები, დიდ მისიას იღებენ თავიანთ თავზე და საზღვრებთან ლოცულობენ, რომ მტერი არ გადმოვიდეს ჩვენს მიწაზე და თვითნებურად არ მოხდეს საზღვრების გადმოწევა. სად არიან ამ დროს ჩვენი მესაზღვრეები, თუ იმა ჰყავთ, ჩვენ რა გვიშლის ხელს, ნუთუ ეს სახელმწიფოს ნომერი პირველი საზრუნავი არ უნდა იყოს? რას დავუტოვებთ მომავალ თაობას, ეს ხომ ჩვენი ვალია, დავიცვათ და გადავარჩინოთ ჩვენი მიწა-წყალი?"

/მეუფე ანანია ჯაფარიძე
"კარიბჭე" N16, 2014, გვ.64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2020, 12:23 PM
პოსტი #43


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი მიწა-წყალი, რომელიც წინაპართა სისხლით არის მორწყული. მტერი ყოველთვის ეშურებოდა ამ მიწა-წყლის დაპატრონებას, რომლის დაცვასაც მილიონობით ქართველი შეეწირა. ვხედავთ, როგორ შაგრენის ტყავივით მცირდება საქართველოს ტერიტორია, როგორ მოცოცავს საზღვრები თბილისისკენ. მომსწრე ვართ მცოცავი ანექსიისა"

/მეუფე ანანია ჯაფარიძე
"კარიბჭე" N16, 2014, გვ.64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2021, 10:17 PM
პოსტი #44


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ს ა მ ა ჩ ა ბ ლ ო

აქ ნისლები იმდენია
გეგონება მეფის ჯარი.
სადღაც ღრუბლებს მიდენიან
თავს ამოყოფს საფიცარი,
ლარგვისი და ქართლის ველი,
იკორთიდან შორს ნახული.
აქ მთებია საკვირველი,
სხვა ფერია გაზაფხული.
აგვისტოში ხშირად წვეთავს
ყაყაჩო და ქრისტეს სისხლი,
ნიქოზიდან დამებედა
სამაჩაბლოს თეთრი ნისლი.
იქ სიჩუმე ზარებს რეკავს,
ხშირად ისმის ხმა გოდების.
გულში სევდა დაინერგა,
და ლიახვთან მაგონდები.
დამაქვს გული სავსე დარდით,
ფრთებგაშლილო ქართლის ველო,
იქით იყოს დარუბანდი,
ოღონდ აღდგეს საქართველო!..

/მამა პეტრე კვარაცხელია
FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2022, 08:03 PM
პოსტი #45


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კატიას [სალოსი] 2008 წლის 8 აგვისტოს დღეებში შავი თავსახური ჰქონდა მოხურული და სამი დღე და ღამე ლოცულობდა"

/"კარიბჭე" N4, 2022, გვ.38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2022, 06:35 PM
პოსტი #46


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართულ-ოსური კონფლიქტი ფაქტობრივად რუსეთის სახელმწიფოს მიერ იყო ინსპირირებული. სამწუხაროდ, ამას თავის დროზე ვერც ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურთა უმრავლესობა მიხვდა. ქართულ-ოსური კონფლიქტი, შეიარაღებული დაპირისპირება იყო, ფაქტობრივად, რუსულ-ქართული დაპირისპირება. რუსეთი ამით საქართველოდან თავის გასვლას ხანგრძლივად ამუხრუჭებდა. დღესაც სეპარატისტთა მიერ გამოცხადებულ თვითაღიარებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვითარებას ყოველნაირად რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

სამწუხაროდ, ქართულ-ოსური კონფლიქტის გაღვივებაში ლომის წილი მიუძღვით ოს მეცნიერებს, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში დაამახინჯეს რეალური ისტორიული ვითარება. შექმნეს მითოლოგემები, რომ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე - შიდა ქართლი ოსთა განსახლების ოდინდელი არეალია, რომ მათი წინაპრები აქ საუკუნეებია ცხოვრობენ (თურმე ვახტანგ გორგასლის დროსაც კი არსებობდა "სამხრეთ ოსეთი") და თურმე ოსებით დასახლებული ეს ტერიტორია ქართველმა მეფეებმა და ფეოდალებმა მიითვისეს. უბრალო ხალხს ყალბი ისტორია ასწავლეს. ამიტომ უბრალო ოსი ადამიანები ბრმა იარაღი შეიქნენ სეპარატისტებისა და სხვა სახელმწიფოს აგენტურის ხელში".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 338/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2022, 07:09 PM
პოსტი #47


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება სადღეისოდ ქალაქის სიმბოლოდ გაურკვეველ, ჰერალდიკურად სრულიად გაუმართავ და ძნელად აღსაწერ კომპოზიციას იყენებს. მიგვაჩნია, რომ ამ გამოსახულების ჰერალდიკურ აღწერას აზრა არა აქვს. დაინტერესებულ პირთ შეუძლიათ აღნიშნული ემბლემა ადვილად მოიძიონ ინტერნეტის საძიებო საშუალებებით"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გერბები, დროშები და ჯილდოები", გვ. 88/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 4 2024, 11:13 AM
პოსტი #48


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცხინვალის რეგიონი ძირძველი ქართული მიწაა, რასაც ღაღადებს ისტორია, ტოპონიმიკა, ჩვენი ეკლესია-მონასტრები, მაგრამ მავანთა მიერ მიზანმიმართულად ხდება ამ რეალობის შეცვლა და დამახინჯება, რაც ქართული იდენტობის აღმოფხვრის მიზანს ემსახურება"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2024, გვ.9/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 11:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი