IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ირანის კულტურა, ტრადიციები და ყოფა ცხოვრება
ქეთევანი2
პოსტი Dec 24 2012, 01:30 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 24-December 12
წევრი № 12,839





სოციოლოგის თვალით დანახული ირანის კულტურა, ტრადიციები და ყოფა-ცხოვრება




ირანი- ეს არის ქვეყანა, რომლის კულტურის, ტრადიციებისა და ყოფა ცხოვრების შესახებ ბევრი გვსმენია ყველა ჩვენგანს ტელევიზიიდან, საგაზეთო სტატიებიდან და ინტერნეტიდან. სწორედ ამიტომ ჩამოგვიყალიბდა გარკვეული სტერეოტიპები ამ ქვეყნის შესახებ. როდესაც დავიწყეთ ირანის კულტურის შესწავლა, მოძიებულმა ინფორმაციამ ინტერესთან და გაკვირვებასთან ერთად, ჩვენში-,,თვითმარქვია სოციოლოგებში“ სადღაც გულის სიღრმეში მიძინებული ეთნოცენტრიზმიც კი გააღვიძა და ღიმილთან ერთად გაბრაზებაც გამოიწვია. ამიტომ შევეცადეთ თეორიული ცოდნა გადაგვემოწმებინა და დაგვეკავშირებინა ირანელების რეალურ ცხოვრებასთან.





ოჯახი


ოჯახი უმთავრეს სოციალურ ინსტიტუტად განიხილება. ცოლ-ქმარი ცდილობს კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს სიცოცხლის ბოლომდე, რაშიც ეხმარება საჩუქრები და შეხვედრები, რომლებიც მათი თანაცხოვრების მიუხედავად მთელი ცხოვრების მანზილზე ხდება. ქმრები დიდ პატივს ცემენ მეუღლეებს. სახლიდან ისე არ გავლენ, რომ მეუღლე არ გააფრთხილონ და არ აცნობონ მომავალი გეგმების შესახებ. ბავშვის აღზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ამ როლს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მამა. თუ სხვა სემთხვევაში ეს უფლება-მოვალეობები გადადის ოჯახის უფროს მამაკაცზე. თუ შვილი მამას გავს, ეს საამაყოდ ითვლება ოჯახისათვის და განსაკუთრებით მამისათვის.
დავა-კამათის დროს უმცროსი ოჯახის წევრი ვალდებულია ყურადღებით უსმინოს უფროსს, არ ჩაებას ლაპარაკში, არ უყუროს თვალებში მოსაუბრეს.(მიუხედავად მისი ამ საკითხისადმი დამოკიდებულებისა და რეალური ქცევისა). ოჯახში უფროსები იქცევიან როგორც დიქტატორები, არ ითვალისწინებენ უმცროსების აზრს. მეტწილად უმცროსი თავისი ოჯახის გადაწყვეტილების წინ არ მიდის, მაგრამ დღეისათვის ეს წესი ნელ-ნელა იცვლება. ოჯახში ყველაზე დიდ პატივს ცემენ ქალს, დედას.
რაც შეეხება განქორწინებას, ზოგადად ისლამი თავის მორწმუნეებს აძლევს უფლებას მათი ნებით იქნეს გამოხატული განქორწინების სურვილი, მაგრამ ეს პროცესი არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი. ირანის მთავრობის თქმით, მათთვის საამაყოა ის ფაქტი რომ, ხალხს უფლებას აძლევენ მეორედ დაქორწინდნენ და ამით ამცირებენ მრუშობის რიცხვს. განქორწინების 30%-ზე მეტი გამოწვეულია ნარკომანიით, შემდეგ მოდის უშვილობა, ღალატი, პატარძალი როდესაც არაა ქალიშვილი, მეუღლის მძიმე დაავადება და ა.შ.
როგორც ცნობილია, მე-19 საუკუნემდე ირანში ინცესტი არ ითვლებოდა დანაშაულად, დაშვებული იყო ქორწინება და-ძმას შორის, ხოლო ამავე საუკუნის ბოლოს, მსგავსი ქცევა აიკრძალა, მაგრამ კიდევ შემორჩა ქორწინების ტრადიცია ნათესავებს შორის. მაგ: ქორწინება ბიძაშვილებზე, დედინაცვალზე, ძმის ქვრივზე და სხვა.
ცნობილია ყველასთვის ისიც, რომ ირანში მიღებულია მრავალცოლიანობა, ანუ პოლიგამია. მაგრამ ამისთვის გარკვეული წინაპირობები არსებობს. მაგ: ცოლის უშვილობა ან მძიმე დაავადება. ასევე, მეორე ცოლის მოყვანა შეუძლიათ მხოლოდ პირველი ცოლის ნებართვით.


ქორწინება


პირველ რიგში გვინდა განვიხილოთ ქორწილის ტრადიციები მე-7 საუკუნეში შექმნილ წიგნ ,,შაჰნამედან“. ხშირად, ქორწინება ხდებოდა გარიგებით, რაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ე.წ. ,,მაჭანკლები“. ასევე ხდებოდა ბავშვების დანიშვნა მუცლად ყოფნის დროსაც კი, თუ ბავშვები აღმოჩნდებოდნენ ერთი სქესის, მაშინ ნიშნობას შლიდნენ. ეს ხდებოდა ოჯახების შეთანხმებით. არსებობდა პოლიტიკური, ქონებრივი და ყველაზე ნაკლებად-სიყვარულის მოტივი ქორწინებაში. მმართველებიც დიდ როლს ასრულებდნენ წყვილების დაოჯახებაში.
ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ქორწინების რიტუალზე. სიძის ოჯახი საჯაროდ თხოულობდა ქალის ხელს, ნიშნობის შემდეგ იწყებოდა ხანგრძლივი ზეიმი, ირთვებოდა დარბაზები, მეფე-პატარძალს სვამდნენ საგანგებოდ მოკაზმულ ტახტზე, ადგამდნენ ძვირფასი თვლებით მორთულ გვირგვინებს და შემდეგ სიმღერის თანხლებით შემოატარებდნენ მთელ დარბაზს ტახტზე დამსხდართ. იწყებოდა პურობა, ამ დროს იკითხებოდა პატარძლის ქონება ანუ ,,მზითვები“. ცერემონიის ბოლოს, სტუმრები ყველას დასანახად ახალდაქორწინებულებს გადასცემდნენ საჩუქრებს, რაც იყო მათი პრესტიჟის საზომი.
ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითი შაჰნამეს წიგნიდან, რადგან დღეისათვის ცვლილებებთან ერთად ბევრ ძველ ტრადიციასაც ვხვდებით ირანულ ქორწილში. ახალი ტრადიციების მაგალითია ,,შირბაჰა“ - ესაა სიმბოლური თანხა, რომელსაც სიძე უხდის სიდედრს იმ რძის სანაცვლოდ, რითაც მან გაზარდა შვილი. ასევე მზითვები იწვევს კონკურენციის შეგრძნებასა და სიამაყეს როგორც პატარძლებს ასევე მათ ოჯახებს შორის.


დაბადებასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებული ტრადიციები:

ოჯახში ბავშვის დაბადება არის დიდი ბედნიერება. ამას პირველ რიგში მამას ახარებენ, ისვრიან თოფს, მამა მეუღლეს უგზავნის მისალოც წერილს და შემდეგ ისინი ერთად არჩევენ ბავშვის სახელს, რაც მეტწილად არის წმინდანების, ალის 11 ვაჟის საპატივცემულოდ. 10 დღის განმავლობაში აწყობენ მასობრივ დღესასწაულს. მშობლებს უძღვნიან საჩუქრებს. ოჯახის წევრები და ნათესავები გაჭირვებულებს ურიგებენ გარკვეულ თანხასა და ძღვენს, რაც მათი რწმენით ახალშობილს მადლოს სახით დაუბრუნდება ცხოვრებაში. მე-10 დღეს ბავშვი მიჰყავთ აბანოთში, აბანებენ და ჩურჩულით უკითხავენ ლოცვებს. მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვი დაბადებიდანვე არის მაჰმადიანი.
ახლა რაც შეეხება გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ტრადიციებს. მიცვალებულებს ასაფლავებენ რაც შეიძლება მალე. მაგ: თუ ვინმე გარდაიცვალა დილის 4 საათზე, უხდიან მოკლე პანაშვიდს და 7 საათზე უკვე ასაფლავებენ. მე-3, მე-7, მე-40 დღეს და ერთ წელში იხდიან პარაკლისებს მიცვალებულების მოსახსენიებლად.


გენდერი

მე-7 საუკუნემდე სანამ ირანელები იყვნენ ცეცხლთაყვანისმცემლები, ქალები ითვლებოდნენ არარაობად. მათ ჰყიდდნენ, აქირავებდნენ ან თუნდაც აჩუქებდნენ. ქალის დაბადება ითვლებოდა სირცხვილად ოჯახისათვის. ამ სირცხვილისაგან თავის ასარიდებლად მამები ზოგჯერ გუდავდნენ ახალშობილებს ცხვრის ტყავში გახვეულებს ან ცოცხლად მარხავდნენ. ირანელები როგორც იძახიან გამაჰმადიანების შემდეგ ქალმა მიიღო უფლებები. წმინდა წიგნში - „ყურანში“ წერია, რომ ქალსა და კაცს არანაირი სულიერი უპირატესობა არ გამოარჩევს. მიუხედავად ამისა ცხოვრებაში მაინც ვხვდებით დისკრიმინაციის ფორმებს. მაგალითად: სკოლაში გოგონები და ბიჭები სწავლობენ ცალკე. უნივერსიტეტებში ჯერ ასე არ არის, მაგრამ მომავლისათვის მთავრობა აპირებს გოგონებისა და ბიჭების განცალკევაბას. დასაქმების შანსებიც განსხვავებულია. მიუხედავად ერთნაირი განათლებისა, ქალები უფრო დაბალ ანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ და ერთი და იმავე ადგილას მუშაობისას იღებენ კაცების ხელფასის 2/3-ს.
ქალები არ ერიდებიან მიწაზე მუშაობასაც, მაგრამ მათ ისლამი უკრძალავს ისეთ სამუშაოზე დასაქმებას, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
ყურანში ქალის ჩაცმულობაზე ლაპარაკი არაა, მაგრამ არის მინიშნებები. მაგ: „გამოიკრას თავსაფრის ბოლოები მკერდთან“- რაც ნიშნავს, რომ ქალს მკერდი და თმა დაფარული უნდა ჰქონდეს. ძველად ქალები ატარებდნენ ჰიჯაბს, რომელიც წარმოიშვა მუჰამედის ცოლ აიშადან. ჰიჯაბი არის ისეთი ტანისამოსი, რომელიც ქალებს თვალების გარდა უფარავს მთელს სხეულს. ისლამურ რევოლუციამდე ქალებს ეკრძალებოდათ საჯაროდ თავშალის ტარებაც კი. ხოლო ახლა, 8 წლიდან ყოველი გოგონა ატარებს თავშალს, წინააღმდეგ შემთვევაში ელით გამათრახება.
არსებობს ქალის საზოგადოებაში მოქცევის დაუწერელი კანონები. ერთ-ერთია რომ ქალს არ შეუძლია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გაცინება და გრძნობების თამამად გამოხატვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ოჯახის შემრცხვენელებად და პოტენციურ ,,შინაბერებად“ ითვლებიან.








დასჯა
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ირანს გამოარჩევს მსოფლიოს ბევრი ქვეყნისგან, ესაა დამნაშავის დასჯის უმაღლესი ფორმა- სიკვდილით დასჯა. რასაც ახორციელებს როგორც სასამართლო, ასევე საზოგადოება, ე.წ. ,,შარიათის წესით“. სიკვდილით დასჯის მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი: სარწმუნოების შეცვლა, სხვა სარწმუნოების წარმომადგენელზე ქორწინება, იშვიათად მაგრამ მაინც ცოლ-ქმრული ღალატი, ნეკროფილია, ჰომოსექსუალიზმი, ინცესტი, ჯადოქრობა და ა.შ.
შარიათის წესის დროს მსხვერპლს აცვია სპეციალური ტანსაცმელი, რაც მის სახეს ფარავს, რათა ხალხმა მისი ვინაობა არ გაიგოს. ყველაზე მძიმე დანაშაულის დროს, მაგ: რწმენის შეცლისას, საჯაროდ აცხადებენ მსხვერპლის სახელს. ჩაქოლვა ხდება ქვების მეშვეობით. ქვა უნდა იყოს არც ძალიან დიდი რომ მალე მოკლას, და არც ძალიან პატარა რომ ვერ შეძლოს ძლიერი ტკივილის მიყენება. ბოლო მომაკვდინებელი ქვა ან ტყვია უნდა ესროლოს ოჯახის წევრმა, მიუხედავად მისი სურვილისა. დასჯის ერთ-ერთი ფორმაა გამათრახება, რომელსაც იყენებენ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მომხმარებლებზე, პირზე, რომელმაც ქორწინების გარეშე დაამყარა სექსუალური ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, აპირებს თუ არა ეს წყვილი დაქორწინებას. ამ მოტივით ასევე შეიძლება დააპატიმრონ ისინი.
ცნობილია რომ, ქურდობის ან ყაჩაღობის მრავალჯერადად დაფიქსირების შემთხვევაში, დამნაშავეს კვეთენ მარჯვენა ხელს, მაგრამ საბედნიეროდ ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა.


რელიგია


ირანი არის ისლამური ქვეყანა, რომელიცაა წინასწარმეტყველი მუჰამედის სწავლებაზე დაფუძვნებული. ის ჩვენი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. ისლამის მიმდევართა რწმენით, ადამიანსა და ბუნებას ერთადერთი ღმერთი ,,ალაჰი“ განაგებს. მაჰმადიანებს 5 ძირითადი ვალდებულება აკისრიათ, რომლის დარღვევის შემთხვევაში მკაცრად ისჯებიან. 1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ დიდად გაზარდა რელიგიის როლი ირანის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ აქამდე მეჩეთში სალოცავად დადიოდა მოსახლეობის 10%-მდე, ახლა ეს რიცხვი 70%-მდე აღწევს, მაგრამ გაურკვეველია მათი მეჩეთში სიარულის მოტივი. ეს არის რწმენასთან დაკავშირებული თუ პოლიტიკასთან. ირანელები არიან შიიტები.
ირანში მორწმუნე სადაც არ უნდა იყოს, ევალება რომ დღეში 5-ჯერ ილოცოს. თან ყოველთვის უნდა იქონიოს ქვა, (სიპი ქვა) რომელსაც ლოცვის დრო ეხება თავით. ამ დროს მლოცველი მიმართულია მექის მხარეს. ყოველ დღე ლოცვის დროს მოლა ქადაგებს პოლიტიკაზე, მაგრამ განსაკუთრებით პარასკევის ლოცვაზე. (ამ დროს ილანძღება დასავლური ლიბერალიზმი და ამერიკა).
მუჰამედის დაბადების დღეს- 20აპრილს, ყველა მორწმუნეს ევალება მოილოცოს მექა ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ან თუ ფინანსები უწყობს ხელს ყოველწლიურად. როგორც წესი ამ დროს ცხვარს სწირავენ ალაჰს. სახლში დაბრუნებულებს კი მოიხსენიებენ ჰაჯის სახელით. დღეისათვის ირანის კონსტიტუციას ისლამურ კონსტიტუციასაც უწოდებენ, რადგან ყველა კანონი ამ სარწმუნოებიდან გამომდინარეობს. შიიტები ყველაზე მეტად აღნიშნანვენ 3 დღესასწაულს: 1) დღე, როდესაც მუჰამედმა ალი წარუდგინა ხალხს როგორც წმინდანი ანუ „იდე-კადირე-ხომ“, ეს არის იმ სოფლის წყაროს სახელი, სადაც ეს ამბავი მოხდა. 2) ალის დაბადების დღე, 3) 12 წმინდანის დღე - „ ნამირე-შა-ბინ“, ანუ თხუთმეტი შაბანი (თვე). ასევე ერთ თვიანი მარხვის ბოლოს აღნისნავენ „ეიდე-ფე-თრი“- ეს არის დიდი დღესასწაული, ოჯახები და ნათესავები ერთმანეთს ესტუმრებიან და იმართება მცირე ნადიმი.

ტრადიციული დღესასწაულები

ზემოთ ჩვენ უკვე განვიხილეთ მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულები, ახლა კი განვიხილავთ იმ დღესასწაულებს, რომლებიც საუკუნების მანძილზე შემოჩა ირანში. 1) „შაბეი-ალდა“- ეს აღინიშნება 26 დეკემბერს, როდესაც არის ყველაზე გრძელი ღამე წელიწადში, ის ნიშნავს დღეგრძელობას. ამ დროს ათენებენ დილამდე ,არის გაწყობილი სუფრა, რისი აუცილებელი ატრიბუტებიც არის : ბროწეული და საზამთრო, ასევე სხვადასხვა ნამცხვრები, ხილი, თხილი, მზესუმზირა. 2) „ნოვრუზობა“(ბუნიაობა) ანუ ახალი წელი. ნოვრუზობა უკავშირდება გაზაფხულის დასაწყისს, დღისა და ღამის გათანაბრებას, ეს დღეა 21 მარტი. ამ დღესასწაულის დაარსება უკავშირდება მეფე „ჯოშმუნდას“, რომლის დროსაც, ლეგენდის მიხედვით, ხალხი ცხოვრობდა ბედნიერად, ყოვეელგვარი მანკიერების გარეშე. „ნოვრუზი“ ვეფხისტყაოსანშიც არის აღწერილი, სადაც ფატმან-ხათუნი ავთანდილს უამბობს ნოვრუზობის დღესასწაულის შესახებ, ამ დროს იმართებოდა დიდი პურობა, მოლხენა, სომღერა, ცხენთა რბოლა და ა.შ.
ძველად 13 დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ ნოვრუზობას, ბოლო დღეებში იმართებოდა რიტუალები. ერთ-ერთია: ,,საგანგებოდ აბიბინებული“ ჯეჯილის გარშემო გასათხოვარი ქალები ცეკვავდნენ და უმღეროდნენ ჯეჯილს, რომელიც ითვლებოდა სიცოცხლის განახლების სიმბოლოდ. ასევე ხდებოდა გამოსვლები ქუჩაში ნიღბებით და დაკონკილი სამოსით. ახალგაზრდა ქალები კარ და კარ დადიოდნენ და სურსათ-სანოვაგეს აგროვებდნენ მოსახლეობისაგან, რომლებიც დიდი სიხარულით გასცემდნენ ძღვენს, რადგან ეს დიდ სიკეთედ ითვლებოდა.) ასევე 7-ჯერ ცეცხლზე გადახტებოდნენ ( ჩვენ ეს დღესასწაული შეიძლება ქართულ ტრადიციულ დღესასწაულებსაც შევადაროდ, როგორებიცაა ალილო ბერიკაობა და ჭიაკოკონობა) ნათესავები ერთმანეთს ესტუმრებოდნენ და პატივს სცემდნენ. დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს დღესასწაული. ეწყობა სუფრა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს საკვებთან და ხილთან ერთად 7 სიწმინდე. ასევე უნდა იყოს ფერადი კვერცხი- მარადიულობის სიმბოლო, თევზი აკვარიუმში- სიცოცხლის სიმბოლო. (თევზები თითქმის ყველა ოჯახში ყავთ), ასევე ერთმანეთს უცვლიან მონეტებს, ეს რიტუალი ბარაქის ნიშანია. ბოლო დღეებში იმართება სპორტული შეჯიბრებები და მე-13 დღეს გადიან ქალაქგარეთ, გასართობად.



საინტერესო ფაქტები
• დღეს მთავრობა ცდილობს შექმნას ინტერნეტის ახალი პროგრამა, რაც ბლოკავს სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა პორნო საიტებს.
• ირანში ახალი კანონის მიხედვით, პოლიტიკოსებს არ უნდა ეკეთოთ ჰალსტუხი. ასევე უნდა ატარებდნენ პატარა, მაგრამ მოვლილ წვერს.
• მამაკაცებს ძალიან უყვართ შარვალ-კოსტუმი. ისინი ამ ფორმით დადიან ყველგან. სოფელში ხშირად ვხვდებით ვირზე ამხედრებულ მამაკაცს, რომელსაც ხელში თოხი უჭირავს და აცვია შარვალ-კოსტუმი.
• ჰიჯაბზე ქალების უმეტესობა იძახის რომ, ისაა ,,მათი ციხესიმაგრე და არა ციხე“. ასევე, თვლიან რომ თავშალი არის მათი ქალურობისა და სიწმინდის სიმბოლო.
• დედას ძალიან დიდ პატივს ცემენ, რადგან მიაჩნიათ რომ, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიმკვიდრებენ სამოთხეს.
• ირანში ავღანეთიდან შედის დიდი რაოდენობით ნარკოტიკები. როგორც საქართველოში მოსახლეობა იყენებს ალკოჰოლს, ასევე ირანში, მიუხედავად ამკრძალავი კანონებისა, იგივე მოსახლეობის რაოდენობა იღებს ნარკოტიკს. ყველაზე ხშირია ოპიუმი და ჰაშიში, ე.წ. პლანი. გახშირდა ახალი ნარკოტიკი შიშე, ის წააგავს შუშის ნამტვრევებს.
• შარიათი არის რჯულის კანონი, მუსლიმანურ სამყაროში, რის მიხედვითაც უნდა იცხოვროს ყველა მორწმუნემ.






გამოყენებული ლიტერატურა:
,,ირან-ნამე“-სამეცნიერო აღმოსავლეთმცოდნეობის ჟურნალი, მთავარი რედაქტორი: საფარ აბდულლო
ჟურნალი ,,კალამი“-ნომადი ბართაია
ოთარ გვილავა-„ისპაჰანი, შირაზი, ქაშანი“
www.Islam.ge

რესპონდენტები: ირანოლოგი -თამაზი სალთხუციშვილი
ფერეიდნელი ქართველი- სანდრო ონიკაშვილი.
ირანოლოგი გიორგი ლობჟანიძე,(რომელმაც მოგვაწოდა ლიტერატურა).

ავტორები: ქეთევან სალთხუციშვილი, ქეთევან ოსიაშვილი
თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. (სოციოლოგიის მიმართულება, მე-2 კურსი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ქეთევანი2   ირანის კულტურა, ტრადიციები და ყოფა ცხოვრება   Dec 24 2012, 01:30 PM
marina@   კარგები ხართ ბავშვ...   Dec 24 2012, 01:44 PM
ბადრი   მადლობა :) კიდე მოგ...   Dec 24 2012, 08:21 PM
ქეთევანი2   აუცივლებლად შემოგ...   Dec 24 2012, 10:05 PM
ქევანა   კარგი თემაა :) სიკვ...   Dec 27 2012, 02:00 PM
A.V.M   ქევანა ევროპის წა...   Dec 28 2012, 03:34 AM
athos   A.V.M არ არის ევროპაშ...   Dec 28 2012, 01:47 PM
A.V.M   სხვაგვარად მინდოდ...   Dec 28 2012, 02:20 PM
athos   სიკვდილით დასჯილი ...   Dec 28 2012, 02:37 PM
A.V.M   რა უბედურებაა...   Dec 28 2012, 02:51 PM
shuriani   ქეთევანი2 მადლობა ...   Dec 28 2012, 03:28 PM
kantelashvili   ძვირფასო,ჩემთვის ხ...   Dec 28 2012, 08:52 PM
A.V.M   kantelashvili ,,ნეტა ქორწილ...   Dec 28 2012, 10:05 PM
kantelashvili   kantelashvili ,,ნეტა ქორწილ...   Dec 29 2012, 01:32 AM
shuriani   kantelashvili მოსაწვევებს ...   Dec 29 2012, 12:03 PM
kantelashvili   kantelashvili მოსაწვევებს ...   Dec 29 2012, 02:08 PM
ქევანა   athos ბიჭო, ბიჭო რა მა...   Dec 29 2012, 12:33 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2024 - 04:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი