IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართული გალობა
ნანინა
პოსტი Jan 18 2010, 08:00 PM
პოსტი #1


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ ამ განყოფილებაში ქართულ გალობას ცალკე თემა უნდა ეძღვნებოდეს smile.gif
თუკი გვაქვს რუსული და ბერძნული გალობის თემები, იყოს ქართულისაც smile.gif

ამ თემაში დავდებ საინტერესო სტატიებს ქართულ გალობასთან დაკავშირებით smile.gif თუ სურვილი გექნებათ განვიხილოთ, ვისაუბროთ სხვადასხვა სამგალობლო სკოლებზე და მათ ტრადიციებზე smile.gif
ჩანაწერების დადებაში იმედია ვეშაპო მომეშველება smile.gif
იმედი მაქვს იაქტიურებთ smile.gif

ქართული საეკლესიო გალობის ისტორია

ქართული სასულიერო მუსიკა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უძველეს კულტურულ შრეს განეკუთვნება. I საუკუნეში დასავლეთ სქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა მოციქულთსწორმა წმიდა ნინო კაპადოკიელმა. 337 წლიდან ქრიატიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიაა. IV საუკუნეში შეიქმნა მცხეთის (ძველი დედაქალაქი) კათოლიკოსატი. 488 წელს საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო. დოკუმენტური მასალა ადასტურებს, რომ VI საუკუნის ბოლოს მცხეთის კათოლიკოსატის 35 ეპარქიაში ღვთისმსახურება ქართულად აღესრულებოდა.

ქართული სასულიერო მუსიკის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მდებარე მონასტრებში არსებულ საგანმანათლებლო კერებს. V-VIII საუკუნეებში პალესტინაში და სინას მთაზე ოცამდე ქართული სავანე ყოფილა. მათ შორის გამოირჩეოდა საბა
ათონის ივერთა მონასტერი


განწმენდილის ლავრა. საბას ლავრის დაცემის შემდეგ IX-X საუკუნეებში საგანმანათლებლო მუშაობა გრძელდება ისეთ ცნობილ მონასტრებში, როგორიცაა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, წმიდა ეკატერინეს მონასტერი სინას მთაზე, ივირონი ათონის მთაზე, პეტრიწონი ბულგარეთში, სადაც ბერძნულიდან ითარგმნებოდა და და იმავდროულად იქმნებოდა ორიგინალური ქართული ლიტურგიკული და ჰიმნოგრაფიული ძეგლები. ქართული ხელნაწერები ასახავენ ბიზანტიური და ქართული სასულიერო პოეზიისა და მუსიკის ტრადიციას მოყოლებული VI საუკუნიდან და შეიცავენ ადრებიზანტიური ღვთისმსახურების ამსახველ იშვიათ მასალას.

ბუნებრივია, რომ ქართული სასულიერო მუსიკა თავდაპირველად ბიზანტიურ ტრადიციებს ეყრდნობოდა და ქართულ საეკლესიო გალობას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ბიზანტიურ სამგალობლო პრაქტიკასთან. საწყის ეტაპზე ფსალმუნური ელემენტი იყო წამყვანი, რაც კარგად ჩანს უძველესი იადგარის (ტროპოლოგიონის) ადრინდელ ნუსხებშიც. ჰიმნოგრაფია საქართველოში არაუგვიანეს VII საუკუნისა იწყება. რვა ხმის სისტემის დაკანონების შედეგად მუსიკოსი-ჰიმნოგრაფები, რომელთაც მეხელები ეწოდებოდათ, ბერძნულიდან თარგმნიან ჰიმნოგრაფიულ კანონებს და კანონიკურ ჰანგს ადებენ ტექსტს. ღვთისმსახურების ქართული პრაქტიკის სიძველეზე მიუთითებს ის გარემოება, რომ კანონს აქ გალობანი ეწოდება, ვინაიდან მისი საფუძველია ბიბლიური გალობანი. ბერძნულისაგან განსხვავებით ქართულ პრაქტიკაში თითოეული გალობა (ოდა) სახელდებულია უძველესი ბიბლიური ჰიმნების საწყისი სიტყვებით.

ქრისტიანულ გალობას საქართველოში დახვდა წარმართული მრავალხმიანი განვითარებული ვოკალური მუსიკა, რომლის ნიმუშებმა დღემდე მოაღწია. ცხადია, რომ ერის ცნობიერებაში არსებულმა მუსიკალურმა ტრადიციებმა – მრავალხმიანობამ, კილოურმა სისტემამ, პოლიფონიური ფორმებით აზროვნების პრინციპმა თანდათან შეაღწია ბერძნული ჰანგის მატარებელ საგალობელში. განსაკუთრებით ეს პროცესი უნდა გააქტიურებულიყო რიტმული პოეზიის ნიმუშების ბერძნულიდან თარგმნის პროცესში, ბერძნული (ტონური) და ქართული (სილაბური) ენების განსხვავებული სტრუქტურების გამო, რამაც ძლისპირის ჰანგის გაქართულება მოითხოვა. მკვლევარები თვლიან, რომ ქრისტიანობის მიღებასთან ერთად ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში დამკვიდრებული ერთხმიანი ბერძნული გალობა არაუგვიანეს X საუკუნისა შეიცვალა ქართული გალობით. ამის დასტურია პირველ ყოვლისა ნევმირებული იადგარები (Xს.), სადაც სამუსიკო ნიშნების დამოუკიდებელი სისტემაა გამოყენებული და აგრეთვე უკანასკნელ დროს გიორგი მთაწმიდლის პარაკლიტონში (XIს.) აღმოჩენილი ანდერძ-მინაწერი, სადაც იგი პირდაპირ მიუთითებს ძლისპირზე ქართული ავაჯის დადების შესახებ.

უძველეს ქართულ ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში დაცულია საგალობელთა სახელწოდებები (მათ შორის: დასდებელი, წარდგომა, იბაკო, უფალო ღაღადვყავი, ოხითა, სტიქარონი) და ქართული მუსიკალურ-ლიტურგიკული ტერმინები, რომლებიც პირველად ქართულ ლექციონარში ფიქსირდებიან (VIIს.) და დღესაც იხმარებიან ღვთისმსახურებაში. მათ შორის: მიმოგდებით გალობა (ანტიფონური გალობა), წართქმა (რეჩიტატივი) და სხვა. ჰიმნოგრაფიული კრებულის ერთ-ერთ ადრინდელ ნაირსახეობად ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში ჩანს იადგარი (დღემდე მოღწეულია VIII-X საუკუნეების ნუსხების სახით), რომელშიც ერთიანდებოდა სხვადასხვა ლიტურგიკული დანიშნულების ჰიმნები – მათ შორის მარხუან-ზატიკის, ოქტოიხოსის, პარაკლიტონის. შვიდეულის დღეებისათვის განკუთვნილ ჰიმნოგრაფიულ კრებულს ქართულ პრაქტიკაში პარაკლიტონი ეწოდება. მისი შემადგენელი ნაწილებია ხმანი (შვიდეულის საგალობლები 4 ძირითად ხმაზე) და გუერდნი (შვიდეულის საგალობლები 4 დამხმარე ხმაზე). დიდმარხვის საგალობელთა წიგნს ეწოდება მარხუანი, აღვსების პერიოდისას კი ზატიკი. VIII საუკუნის ძეგლებში დასტურდება საგალობლის შესრულების დღეისათვის არსებული ყველა ძირითადი ფორმა: რესპონსორული გალობა (ფსალმუნთა კითხვის დროს), ხმის მიმოგდებით (ანტიფონური) გალობა და გარდამოთქმა (რეჩიტატიული გალობა). ქართულმა ეკლესიამ ზოგადქრისტიანული ღვთისმსახურების პრაქტიკიდან საგალობელთა ტრადიციული ჟანრები მიიღო, მაგრამ ამასთან ერთად, შექმნა და საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა ქართული სახელწოდებები, რომლებიც აზუსტებენ ამა თუ იმ საგალობლის ფუნქციას და მის ადგილს მსახურებაში (ოხითა, დასდებელი, ძლისპირი და სხვ.)
მიქაელ მოდრეკილის ხელნაწერი


X საუკუნის საგალობლების კრებულებში პირველად ჩნდება ნევმური ნოტაცია, რომლის სემიოგრაფია და ტექსტზე განთავსება განსხვავდება თანადროული პალეობიზანტიური ნევმური სისტემისაგან და ქართული ნევმური დამწერლობის აუთენტურობაზე მიუთითებს. ნევმების ეს სისტემა (ისევე, როგორც პალეობიზანტიური) გაშიფრული არ არის და ამიტომ ძნელია საგალობელთა ჰანგის რაგვარობის დადგენა. თუმცა, აშკარა სხვაობა თანადროულ, ლიტურგიკული ფუნქციის მხრივ ადექვატურ ბერძნულ და ქართულ ნევმირებულ ძეგლებს შორის გვაფიქრებინებს, რომ ამ დროის ქართული საგალობელი დამოუკიდებელ კილოზეა აგებული. გარდა ამისა, ქართული საგალობელი მრავალხმიანია, ბერძნული კი ერთხმიანი. ვინაიდან მრავალხმიანობა ქართველი ერის ცნობიერების განუყოფელი ნაწილია, მისი სამუსიკო აზროვნების ძირითადი ფორმაა, ამიტომ სავსებით ბუნებრივია, დროთა განმავლობაში იგი გამიჯნოდა ერთხმიან ბერძნულ გალობას და თავისათვის ორგანული მრავალხმიანი გალობა დაემკვიდრებინა ღვთისმსახურებაში. G

განსაკუთრებულ აღმავლობას ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფია X-XII საუკუნეში ტაო-კლარჯეთსა და ათონზე მოღვაწე ჰიმნოგრაფთა შემოქმედებაში აღწევს. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება მიქაელ მოდრეკილის ცნობილი ნევმირებული იადგარი, სადაც თავმოყრილია მის მიერ შეკრებილი უცხო და ქართველი ავტორების საგალობლები. XI საუკუნით თარიღდება გიორგი მთაწმიდელის უნიკალური “თთუენი ათორმეტნივე სრულად ღმრთივბრწყინვალედ”, რომლის მსგავსი კრებული სრულყოფილების მხრივ ბერძნულ პრაქტიკაშიც არ ყოფილა.

ნევმური დამწერლობა გვხვდება XVIII საუკუნის ხელნაწერებში და შენარჩუნებულია XX ს. დასაწყისამდე. ქართული გალობის ფიქსირების კიდევ ერთ სისტემას წარმოადგენს ჭრელი, სადაც საგალობლის ჰანგი ვერბალურადაა განმარტებული. ჭრელის სისტემა პირველად ერთ უზარმაზარ კრებულად გაერთიანებულ, ყველა მსახურებისათვის განკუთვნილ საგალობელთა კრებულში, ე.წ. გულანში ჩნდება XVII საუკუნეში და მომდევნო ორ საუკუნეშიც ინარჩუნებს არსებობას. დამწერლობის მესამე ტიპი, რომელიც ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაშია დაფიქსირებული, ეკფონეტიკური ნიშნების სისტემაა. საქართველოში დაცულია უძველესი ბერძნული ტაბულის (ჩოდ. Lეიმონ 38) თანადროული ეკფონეტიკური ნიშნების ტაბულები გელათის სახარებასა (XIIს.) და შიო მღვიმის ტიპიკონში (XIIIს.)

იმის გამო, რომ ქართველ წმინდანთა დასიდან ბერძნულ ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე იქნა შეტანილი, ქართულმა ეკლესიამ თვითონ მოახდინა წმინდანთა კანონიზაცია. ამან კი ბიძგი მისცა წმინდანებისადმი მიძღვნილი ჰიმნების შექმნას. წმინდანთა შესხმის საგალობელთა კრებულს ქართულ პრაქტიკაში მინასიპი ეწოდება.

განვითარების გზაზე ქართულ სასულიერო მუსიკას ბევრი სირთულე შეხვდა. პირველ ყოვლისა ეს იყო გაუთავებელი ომები მუსლიმურ გარემოცვაში მყოფი ქრისტიანული ქვეყნისა თავისი რწმენისა და ტრადიციების გადასარჩენად. არც ქრისტიანულ რუსეთთან შეერთებამ (1801 წელს) გამოიღო სასურველი შედეგი, ვინაიდან გაუქმდა მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალია (1811 წელს) და დაიწყო გართული გალობის დევნა. ქართულ ენაზე და ქართულ კილოზე გალობა თითქმის მთლიანად აიკრძალა საქართველოს ეკლესიებში. ღუსეთში მომხდარი რევოლუციის შედეგად 1917 წელს აღდგა სახელმწიფოებრიობა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ ახალმა იდეოლოგიამ ბრძოლა გამოუცხადა ეკლესიას, რამაც საგრძნობლად შეაფერხა ქართული გალობის შემდგომი განვითარება. მხოლოდ “პერესტროიკის” დროს დაწყებულმა პროცესებმა, შემდეგ კი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენამ პირობები შექმნა იმისათვის, რომ ქართული გალობა დაბრუნებოდა თავის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.

ქართული გალობის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს მისი მრავალხმიანი ბუნება. ქართული საგალობელი მხოლოდ და მხოლოდ სამხმიანია. გალობის შემადგენელი ხმების სახელწოდებები – მზახრ, ჟირ და ბამ პირველად დაფიქსირებულია XI საუკუინის ძეგლში (ავტორი იოანე პეტრიწი). მრავალხმიანობა სასულიერო მუსიკაში ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციიდან მომდინარეობს და რთულ პოლიფონიურ ფორმებში ვლინდება. საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა სხვადასხვა სამგალობლო სკოლები, რომელთაც შექმნეს თავისი ტრადიციები, თავისებური კილო გალობისა. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ რვა ხმის სისტემაში, ერთი ხმის ფარგლებში საგალობელთა ცალკეულ ჟანრებს საკუთარი კანონიკური ჰანგი გააჩნიათ. კანონიკური მელოდია ყოველთვის ზედა ხმაშია მოცემული დანარჩენი ხმები შემბანებლები, ანუ შემხმობარები არიან ძირითადი კანონიკური ჰანგისა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უაღრესად ძლიერია ზეპირი გადაცემის ტრადიცია (სწორედ ამის წყალობით მოაღწია დღემდე წარმართობის დროინდელმა ქართულმა სიმღერებმა), ისტორიულმა გარემოებებმა მოითხოვა ქართული გალობის ხუთხაზიან სისტემაზე გადატანა. XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო საგალობლების ინტენსიური ჩაწერა, რამაც დაკარგვას გადაარჩინა ასობით უნიკალური ნიმუში. ეს საგალობლები ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.

წყარო იხილეთ აქ
იმედი მაქვს ბევრი დაინტერესდება ქართული გალობის ისტორიით, განსაკუთრებით ისინი, ვინც მას ჯერ კიდევ არაკანონიკურად მიიჩნევენ, სამწუხაროდ


იმედი მაქვს, რომ ამ თემაში იაქტიურებთ smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნანინა
პოსტი Jan 22 2010, 03:36 PM
პოსტი #2


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ეს თემა არ დაივიწყოთ smile.gif

სამგალობლო სკოლები


ქართული საეკლესიო მუსიკის საგანძურს XIX საუკუნის 80-იან – XX ს-ის 10-იან წლებში ცნობილი ქართველი საერო და სასულიერო მოღვაწეების: ფილიმონ ქორიძის, ძმები ვასილ და პოლიევქტოს კარბელაშვილების, რაჟდენ ხუნდაძის, ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტებზე ჩაწერილი რვა ათასზე მეტი საგალობელი წარმოადგენს. მათში ასახულია ქართული გალობის სხვადასხვა სამგალობლო ტრადიცია.

საქართველოს თითქმის ყოველ კუთხეში არსებობდა საგალობო სკოლები, რომელთა კერა, სწავლა-განათლების ცენტ¬რები ეკლესია-მონასტრები იყო. სწორედ ამავე ეკლესია-მონასტრების სახელით მოიხსენიება ქართული გალობის ესა თუ ის ტრადიციული სკოლა დღეს.

ჟამთა ავად ცვლამ და ქართული გალობის დევნამ განაპირობა საგალობო სკოლების მონასტრებიდან ოჯახებში გადანაცვლება, რომელთა წყალობითაც გრძელდებოდა საქართველოში გალობის სწავლების ტრადიცია. შესაძლებელიამ ეს იყოს მიზეზი ამა თუ იმ საგალობო სკოლის სახელწოდებად სრულადმცოდნე მგალობელთა გვარ-სახელების დამკვიდრებისა: დიდი გერონტის, ბიძინა არქიმანდრიტის, სოფრონ არქიმანდრიტის, ტარასი არქიმანდრიტის კილოები, კარბელაანთ კილო, ჭალაგანიძის გალობა, კანდელაკიანთ გალობა, სიმონ კუტის კილო, დუმბაძის კილო და სხვანი.

"საეკლესიო გალობის დედაბუდე ყოფილა გელათის მონასტერი. აქ ყოფილა უმთავრესი "სასწავლო" (სკოლა) და აქეთგან ეფინებოდა თურმე გალობა არა თუ მთელს იმერეთის მხარეს, არამედ გადაღმა საქართველოსაც" (რ. ხუნდაძე).სწორედ გელათის მონასტერში უნდა თავმოყრილიყო ქართული გალობის "ოქროს ხანისა" თუ მასზე ადრინდელი უმთავრესი მონაპოვარი. აქვე ვითარდება გალობის ის ერთიანი მუსიკალური ენა, რომლის საფუძველზეც არის განშტოებული დღემდე მოღწეული სხვადასხვა სამგალობლო სკოლათა ტრადიციები.

საგალობელთა ზემოაღნიშნულ მრავალრიცხოვან სანოტო ჩანაწერებში უდიდესი ადგილი ფ. ქორიძის მიერ ჩაწერილ ათასობით საგალობელს უკავია, რომელთა გადმომცემნი, ხშირად განსხვავებული სამგალობლო ტრადიციისა და სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე მგალობლები გახლდათ. მაგრამ ერთიანი მუსიკალური საფუძვლისა და გალობის საერთო კანონიკის გამო განსხვავებული ტრადიციის მქონე შემსრულებლებმა ყოველგვარი სიძნელის გარეშე შეძლეს თანამგალობლობა, რისი ნიმუშიცაა ფ. ქორიძის აღნიშნული ჩანაწერები. როგორც ცნობილია, "გალობის აღმადგინებელი კომიტეტის" მიერ თავდაპირველად საგალობელთა გადმომცემად არჩეულნი იყვნენ დიმიტრი ჭალაგანიძე, ივლიანე წერეთელი და რაჟდენ ხუნდაძე. მგალობელთა ამ სამეულს ზედამხედველობას უწევდა შემოქმედელი, საყოველთაოდ აღიარებული მგალობელი ანტონ დუმბაძე, "თვით პაპა გურულის გალობისა, აღმდგენელი და განმამტკიცებელი მისი მთელს გურია-სამეგრელოში".

დიმიტრი ჭალაგანიძე, თავის დროზე მარტვილში მოღვაწე ცნობილი მგალობლის, როსტომ ჭალაგანიძის ვაჟი გახლდათ. თვით როსტომს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ბესარიონისგან (დადიანი) უსწავლია სრული გალობა და შესაბამისად, მისი ვაჟი, დიმიტრიც გალობის ამავე კილოს ფლობდა.

რ. ხუნდაძის ერთი წერილიდან ვგებულობთ, თუ ვისი სამგალობლო სკოლის აღზრდილია ივლიანე წერეთელი: "ხონის სობოროში იდგა ერთ სენაკში, საუკეთესო ქართული გალობის მცოდნე (სრულად მცოდნე მგალობელი), სიმონა კუტი (ფირცხალავა) ... იმისგან ნასწავლი დღესაც მრავალია; მაგალითებრ, მღ. ივლ. წერეთელი, ეს ცნობილი მგალობელი მისი გაზრდილია."

საკუთარ სამგალობლო განათლებაზე კი რაჟდენ ხუნდაძე გვაცმნობს, რომ "გალობა გურიაში მქონდა ნასწავლი"-ო. ჭალაგანიძე-წერეთელი-ხუნდაძის ტრიო, როგორც ვხედავთ, სამ საგალობო ტრადიციას აერთიანებს.

რაც შეეხება ე. წ. "დუმბაძის კილოს": დუმბაძეები ოდითგანვე სასულიერო წოდებას ეკუთვნოდნენ და მრავალი მათგანი თავიანთ საგვარეულო სოფელში, შემოქმედის მონასტერში მოღვაწეობდა, როგორც თავად ანტონ დუმბაძე (1824-1907), რომელიც მონასტრის ეზოშივეა დაკძალული. პ. კარბელაშვილის წიგნში "ქართული საერო და სასულიერო კილოები" ჩამოთვლილ ძველ, ცნობილ მგალობელთა სიაში რამდენიმე შემოქმედელი მგალობელიც გვხვდება: იაკობ დუმბაძე (1679-1721 წ.წ.) შემოქმედის მგალობელი, გიორგი მღვდელი დუმბაძე (1875 წ.). იქვეა მოხსენიებული მათე გოგიტიძე, 1541-1560 წ.წ. შემოქმედის წინამძღვარი, რომელიც XVI საუკუნის მძიმე ისტორიულ პირობებში ქართული გალობის შენარჩუნებისათვის დაუზარელი მოღვაწე გახლდათ. მასთან ერთად - იოანე გოგიტიძე, მათეს ძმისწული (1560-1590 წ.წ.). ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ შემოქმედის მონასტერი ისტორიულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო ქართული გალობისა. ამის მიმანიშნებელია ის ფაქტიც, რომ თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული რამდენიმე ნევმირებული კრებული სწორედ შემოქმედის მონასტრიდანაა ჩამოტანილი.

შემოქმედის სკოლის გალობამ ჩვენამდე ცოცხალი ჩანაწერის სახითაც მოაღწია, რისი თვალსაჩინო ნიმუშიცაა ასზე მეტი საგალობლის აუდიოჩანაწერი არტემ ერქომაიშვილის შესრულებით. არტემის უშუალო მასწავლებელი გახლდათ ცნობილი მგალობელი მელქისედეკ ნაკაშიძე, რომელიც სახელგანთქმული მგალობლის ანტონ დუმბაძის მოწაფე იყო.

ზემოთდასახელებული წყაროებიდან მხოლოდ ძმები კარბელაშვილების გალობა, ე. წ. "კაბელაანთ კილო" წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს საგალობო ტრადიციას, ე. წ. "ქართლ-კახურ გალობას". გალობის ამ კილოს წარმომავლობაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის პოლიევქტოს კარბელაშვილი წიგნში "ქართული საერო და სასულიერო კილოები" (კარბელაშვილი პ. 1898:89), რომლის მიხედვით პოლიევქტოსის პაპა, 1754 წელს დაბადებული პეტრე კარბელა (ხმალაძე), გალობის ხელოვნებას სიყრმეშივე დაუფლებია მეფე ერეკლე II-ის კარზე, სადაც მსახურობდა. შემდგომ იგი სამთავისში მოღვაწეობდა ლოტბარად. პეტრე კარბელას ვაჟიშვილი, გრიგოლი მამამისის გამოზრდილი იყო გალობაში. ხოლო თავად გრიგოლმა შვილებს - პოლიევქტოსს და ვასილს გადასცა ეს კილო გალობისა.

აღნიშნული ისტორიული პერიოდის ავბედითობა, თავის მხრივ, ქართლ-კახეთში გალობის ნაწილობრივ მივიწყების მიზეზიც აღმოჩნდა. მეფე ერეკლე II-ისა და ანტონ კათოლიკოსის ინიციატივით, 1764 წელს გამართული საგანგებო კრების დადგენილებით მღვდელთმთავრებსა და მონასტრების წინამძღვრებს დაევალა "მგალობელთა გუნდთა შედგენა ყველა სამღვდელთმთავრო ტაძრებთან, ძველებრ. ამისათვის სვეტიცხოველში დაარსდა დიდი საკათალიკოსო სკოლა, სადაც ყრმანი მოსწავლენი სხვადასხვა საგნებთან ერთად სწავლობდნენ ქართულ გალობასაცა. როგორც ძველად, ამ სკოლაში მოუყარეს თავი დიდ საგვარეულოთა შვილებს, მალე გაიმართა ორ გუნდად გალობა. ამ სკოლიდან მოეფინა სწავლა-მეცნიერება ქართლ-კახეთსა" (კარბელაშვილი პოლიევქტოს. გვ. 69-70). საფიქრებელია, რომ სვეტიცხოვლის საგალობო ტრადიციას, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოში გალობის ამღორძინებლის ფუნქცია შეასრულა, არც კარბელაშვილების წინაპრეპი აუვლიდნენ გვერდს. ამიტომ, საკმაო საფუძველია იმისა, რომ ე. წ. "კარბელაანთ კილო" წარმოვიდგინოთ და მოვიხსენიოთ როგორც სვეტიცხოვლის საგალობო სკოლის დღემდე შემორჩენილი ნიმუში.


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნანინა   ქართული გალობა   Jan 18 2010, 08:00 PM
ნანინა   ეს თემა არ დაივიწყ...   Jan 22 2010, 03:36 PM
datiko48   გთხოვთ,რომ თქვენს ...   Feb 26 2010, 08:23 AM
ნანინა   datiko48 გაიხარე ჩემო კ...   Feb 26 2010, 03:42 PM
m.g.giorgi93   ,,შენ ხარ ვენახი'...   Apr 23 2010, 05:30 PM
ქევანა   ნანინა :* კარგი თემა...   Apr 23 2010, 05:52 PM
ნანინა   m.g.giorgi93 "შენ ხარ ვენ...   Apr 23 2010, 05:59 PM
ვეშაპო   m.g.giorgi93 პატრიარქის ა...   Apr 24 2010, 01:54 PM
mariami-k   დღესდღეობით, ღვთის...   Aug 9 2012, 09:36 PM
A.V.M   oOjns-GheQU&feature=related ძალია...   Aug 24 2012, 02:42 PM
mariami-k   A.V.M მარტო ტექსტია ქ...   Aug 24 2012, 03:11 PM
A.V.M   შევატყე... და მაგიტ...   Aug 24 2012, 03:20 PM
mariami-k   A.V.M ხო? მე კი არ მომწ...   Aug 24 2012, 03:26 PM
ვეშაპო   mariami-k უცხოური არაა. ვ...   Aug 24 2012, 07:31 PM
mariami-k   ვეშაპო ხო? უარესია ...   Aug 24 2012, 07:45 PM
A.V.M   ვეშაპო mariami-k ნუ ახლა ...   Aug 24 2012, 09:50 PM
რუსიკო   ___________________________________________ MUZa0X...   Nov 1 2012, 03:34 PM
marine   "სიმღერა გალობიდ...   Nov 27 2012, 02:48 PM
marine   "თამამად შეიძლებ...   Dec 3 2012, 02:19 PM
აკაკი   მოუსმინეთ ამ ბავშვ...   Jan 1 2013, 12:19 AM
marine   "საგალობლად გალო...   Sep 14 2015, 04:04 PM
marine   "შეგალობება"   Sep 14 2015, 06:31 PM
mevar   სალამი ჩემო კარგო ...   Nov 7 2015, 12:36 PM
ვეშაპო   mevar სრული სახით სამ...   Nov 21 2015, 07:51 PM
marine   "ხმა უნდა გაამშვე...   Dec 12 2015, 01:26 PM
marine   "ღმერთი, ღვთისმშო...   Apr 2 2017, 09:54 PM
marine   "საოცარი ხმა ჰქონ...   Jun 1 2017, 10:27 PM
marine   "გალობის გარეშე ს...   Jul 30 2019, 09:07 PM
marine   "ქართული გალობა ა...   Aug 22 2019, 10:25 PM
marine   "- თქვენ ხშირად გი...   Sep 26 2019, 06:49 PM
marine   "გალობის საშუალე...   Sep 1 2021, 08:28 PM
marine   "ქართველების გალ...   Jul 26 2022, 06:12 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 05:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი