IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სასულიერო ცხოვრება
fsiqologi xe
პოსტი Mar 16 2011, 10:30 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 16-March 11
წევრი № 10,688



ახლა როცა ამ პოსტს ვწერ, ძალიან დამძიმებული ვარ...
არ ვიცი საიდან დავიწყო...
შევეცდები მოკლედ ვთქვა და ემოციური წერილი არ გამომივიდეს...

აქვე გეტყვით ჩემს ასაკს: 20 წელი.


14-15 წლიდან ოჯახის ინიციატივით და სურვილით დავიწყე "ეკლესიური" ცხოვრება.
"ეკლესიური" იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებდი მექანიკურად: მარხვა, ლოცვა, ზიარება...
უფრო სწორედ, ეს იყო გაუაზრებელი ქმედებები. მეგონა, რომ ამ ყველაფერს რწმენით ვაკეთებდი...

თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი იყო ზედაპირული(ჩემი მხრიდან)...
ამ პერიოდს დაემთხვა სტუდენტობა, სამსახურიც, მომავალზე ფიქრი...

ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ მე რწმენა დავკარგე ან როგორც ოჯახი ამბობს, მე ეშმაკეული გავხდი, ეკლესიას ზურგი ვაქციე და "დავბრმავდი" და კიდევ ათასგვარი ამდაგვარი რამ....

სურვილი მაქვს, რომ ეკლესიაში შეგნებულად, ჩემი სურვილით მივიდე და ის რასაც ვაკეთებ იყოს გააზრებული და შინაგანად ვეთანხმებოდე იმას, რასაც გარეგნულად გავაკეთებ.
საერო ცხოვრებას სასულიეროსგან არ ვმიჯნავ. ანუ, ვგულისხმობ იმას, რომ თუკი ეკლესიაში ყოფნის დროს ვცდილობთ ვიყოთ მოწესრიგებულები და ვიმოქმედოთ ყველა წესის დაცვით, ეს "წესიერება" საერო ცხოვრებაში(ც) ხომ უნდა იყოს გამოხატული ჩვენივე ყოველდღიური სამართლიანი და სინდისიერი ქმედებებით?!


ახლა არც ვიცი რა ვიკითხო, უბრალოდ გაგიზიარეთ ჩემი პრობლემები.

ამჟამად ოჯახი ჩემს მიმართ აგრესიულადაა განწყობილი... კატეგორიულად მომიწოდებენ, რომ ეკლესიაში ვიარო, თორემ ეშმაკის გზას ვადგავარ და ჯოჯოხეთში ვიმზადებ ადგილს... ასევე იმუქრებიან, რომ თუ მე ეკლესიაში არ წავალ და მოძღვარს არ ჩავაბარებ აღსარებას ფულად დახმარებას აღარ გამიწევენ და თუ მაგისტრატურაში ფასიანზე მოვხვდი თანხას არ გადამიხდიან... და საერთოდაც წინააღმდეგები არიან, რომ მე მაგისტრატურაში ჩავაბარო, რადგან თვლიან, რომ ჩემი საერო ცხოვრება მაშორებს ეკლესიურ ცხოვრებას...
და მისთანანი... ჰო მართლა, მამა ამბობს იმასაც, რომ ჩემს გვერდით ერთ ჭერქვეშ ცხოვრების სურვილი არ აქვს, რადგან მე ქრისტეს განვუდექი... ახლა საზღვარგარეთაა და ჩემთან ტელეფონზე დალაპარაკების სურვილიც არ აქვს... თვითონვე ააგეს ეს ჩემი ეშმაკეულობის მითები და ახლა იტანჯებიან და მეც მტანჯავენ ... ღმერთმანი sad.gif


რა უნდა დავარქვა მათ ამგვარ დამოკიდებულებას?
რა გკითხოთ... თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

ბოდიშს გიხდით ვრცელი წერილისთვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mariam.Q
პოსტი Aug 28 2012, 03:54 PM
პოსტი #2


..უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 56
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: რუსთავი
წევრი № 12,574



უი huh.gif


--------------------
ადამიანო, ღმერთი თვით შენში არს! ამიტომ, თუნდაც ამიტომ უნდა უყვარდეს ადამიანს ადამიანი.. მისი ღმერთობისთვის მაინც უნდა უყვარდეს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი