კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
mata |
May 22 2010, 07:59 AM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 |
ციტატა განა რა ბევრი ვართ ქრისტიანები რომ ერთმანეთს ვჭამდეთ. მილიარდი კათოლიკეს ურწმუნოდ გამოცხადება ქრისტესთვის სათნო საქციელია თქვენი აზრით? ამბობს ხალხი არ ვდაობთო და რაღატომ ვეჩხუბებით? რომც ცდებოდნენ მაინც უნდა მოვეფეროთ და დისკუსიით ვცდილობდეთ გარკვევას, "ურწმუნოს" და "უმადლოს" ძახილით კი არა. რავიცი, მე ასე მესმის. მინდა გითხრათ რომ გესმით და თანაც ძალიან კარგად. ამ კუთხით შეხედვა ბევრს არ შეუძლია და ეს თქვენს კეთილგონიერებაზე მეტყველებს. მე სავსებით გეთანხმებით |
მხევალი ნინო |
May 22 2010, 09:13 AM
პოსტი
#42
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ქრისტეანი
ციტატა აღმოსავლური და დასავლური ეკლესიები (ანუ: კათოლიკური და მართლმადიდებლური) ერთი დიდი ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია ორივე. უაზრობაა იმაზე საუბარი, რომ კათოლიკურ ეკლესიაში "მადლი არაა" თურმე და მადლია ბევრად გვიან აღმოცენებულ, გასაგებია .... ციტატა არაფერი ისეთი კატასტროფული განსხვავება მდააააააა ... გააჩნია რაშია განსხვავება არა? მაინც და მიანც კატასტროფული უნდა იყოს განსხვავება, სხვა მხირვ ცდომილებებს რა უჭირს ? რუსული ეკლესია რატომაა გვიან აღმოცნებული, ერთი ჩვეულებრივი მართლმადიდებლური ეკლესიაა (ბოჟე რუსებს ვიცავ). ახალი მოდაა რუსების ლანძღვით კათოლიკურის შემოპარება? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Atman |
May 22 2010, 09:17 AM
პოსტი
#43
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
მხევალი ნინო
ციტატა მდააააააა ... ციტატა ხიხ. ციც -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
athos |
May 22 2010, 10:51 AM
პოსტი
#44
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ციტატა სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ჯვრისწერას უშვებენ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მართლმადიდებლად აღიზრდება (კათოლიკებიც ამ პირობით უშვებენ შერეულ ქორწინებას, ბავშვი კათოლიკური რწმენით უნდა გაიზარდოს), შესაბამისად ნთლობას ვერ დაუშვებენ, თუმცა თუ მოხდა ასეთი ფაქტი, ხელმეორე ნათლობის გარეშე მიიღებენ შემდგომში ასეთ ბავშვს. ციტატა ახლა უკვე ნახევრად წარმართულ იდეებზე მოქმედ რუსულ ეკლესიაში (ცალკეულ ღრმად პატივცემულ სასულიერო პირებს არავინ ეხება, მარგამ რუსული ეკლესია როგორც ორგანიზაცია - საკმაოდ დიდი საშინელებაა). ეს ყველაფერი არის ბინძური რუსული პოლიტიკის (და მანამდე პოლიტიკურად ანგაჟირებული - ბიზანტიურის) ნაწილი. სამწუხაროდ, ბევრი ქართველი მღვდელი, რუსულ ეკლესიასთან 200 წლიანი "ჩახუტების გამო" ამ პროპაგანდის ქვეშაა და გულწრფელად ცდება. მაგის გამო გულს ნუ გაიტეხ. ტყუილი და დემაგოგია. კათოლიკების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მარტო რუსეთში არ არის. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მხევალი ნინო |
May 22 2010, 10:53 AM
პოსტი
#45
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
athos
ეს გოგო მიყვარს -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ქრისტეანი |
May 22 2010, 12:05 PM
პოსტი
#46
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
მაინც და მიანც კატასტროფული უნდა იყოს განსხვავება, სხვა მხირვ ცდომილებებს რა უჭირს ? რუსული ეკლესია რატომაა გვიან აღმოცნებული, ერთი ჩვეულებრივი მართლმადიდებლური ეკლესიაა (ბოჟე რუსებს ვიცავ). ახალი მოდაა რუსების ლანძღვით კათოლიკურის შემოპარება? "კატასტროფული" არის განსხვავება პროტესტანტებთან, სადაც ზოგ კონფესიაში ღიად ჰომოსექსუალები ჰყავთ ეპისკოპოსებად (!) და მრწამსი როგორც მოეგუნათ და აწყობდათ ისე გადააკეთეს, ყველანაირი თეოლოგიური საფუძვლის გარეშე. კათოლიკეებს შეიძლება რამე ეშლებათ, ჩემო ნინო, მაგრამ მეეჭვება თქვენ, ერთმა რიგითმა მორწმუნემ მეტი იცოდეთ ვიდრე იმათ ეშლებათ. შეცდომებისგან არც მართლმადიდებელია დაზღვეული ისე, და სიამპარტავნე და ფარისევლობა საკმაოდ დიდი ცოდვებია, სხვა რომ არაფერი. ახალი მოდაა რუსების ლანძღვით კათოლიკურის შემოპარება? არავინ არაფერს გაპარებთ. თქვენზე ადრე ვიყავი მე მართლმადიდებელი (ეჭვი მაქვს თქვენზე უფროსი ვარ) და ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე. ეს არ ნიშნავს კათოლიკეებს ვაგინო. და რუსების გარდა ბიზანტიაზეც ეწერა იქ. ნინო, ათოს, არ გეწყინოთ, მაგრამ ამდენი აგრესია და სიძულვილ-ბოღმით აღსავსე, "მე მაქვს სიტყვა ჭეშმარიტი" ქადაგებები ბევრად უფრო არაქრისტიანულია ვიდრე რასაც თქვენ ედავებით, თუ გგონიათ რომ ედავებით, კათოლიკეებს. არ არსებობს ღმერთი სიყვარულის გარეშე. არათუ კათოლიკე, უკანასკნელი ცოდვილიც არ უნდა გძულდეთ. გძულდეთ ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი - ლამის ყველა მეორე ქადაგებაში ამას იმეორეს პატრიარქი და მას მაინც მოუსმინეთ. თქვენი ირონიით და ქედმაღლური ტონით მე ვერაფერს დამაკლებთ, მე თქვენ მაინც მეყვარებით, როგორც მოყვასი, მაგრამ საკუთარ სულს დაინგრევთ. სიძულვილზე დიდი მტერი სულს არ ჰყავს. |
მხევალი ნინო |
May 22 2010, 12:30 PM
პოსტი
#47
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ქრისტეანი
ციტატა არათუ კათოლიკე, უკანასკნელი ცოდვილიც არ უნდა გძულდეთ. ცდები, მძულს დმახინჯებული სწავლება და არა პიროვნება. მთვარია რაშია სხვაობა ტქო, არა? მრწამსზე მორატორიუმი გამოცხადებულა და უკვე აღარ ვიცი რაღა ვტქვა. ანუ ცოტა ეჭვი შეპარვიათ საკუტარ მრწამსში. მონოფიზიტ-დიოფოზოტობაში კვლავ სხვაობაა, პაპი კვლავ უცდომელი რჩება. აამს აუცილებლად ჰომიკობა უნდა დაემატოს, რომ ვტქვათ, დამახინჯებულია სწავლებაო??? მე სწავლებას ვამბობ და არა პიროვნებას, ხომ გესმის? ციტატა მე თქვენ მაინც მეყვარებით, როგორც მოყვასი, მაგრამ საკუთარ სულს დაინგრევთ. უიმე რაღა ვქნა ))) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
(Νικόλαος) |
May 22 2010, 12:38 PM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 |
აღმოსავლური და დასავლური ეკლესიები (ანუ: კათოლიკური და მართლმადიდებლური) ერთი დიდი ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია ორივე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და რომ არ ვისაუბროთ იმ ღრმა განსხვავებებზე (რადაგან აზრი არ ექნება), ისიც საკმარისია რომ რომის კათოლიკურმა ეკლესიამ და ნესტორიანულმა ეკლესიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას და ერთმანეთის თეოლოგიური პოზიციები ლეგიტიმურად გამოაცხადეს, გარდა ამისა ქალდეველ კათოლიკეებს ევქარისტიული კავშირი აქვთ ნესტორიანელებთან. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ეს არის მსოფლიო საეკლესიო კრებების უგულებელსყოფა და იმას რომ ნესტორიანელები იქმადე მივიდნენ თავისი სწავლებით, ღვთისმშობელს დედად ღვთისად არ აღიარებენ და ამიტომ არ უწოდებენ ღვთისმშობელს, ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ არ ღირს მათთან საქმის დაჭერა ვისაც მათთან კავშირი აქვს. მე არ შევურაცხვყოფ არავის, უბრალოდ როგორც მართლმადიდებელს მიუღებლად მიმაჩნია და ჩემი აზრი გამოვთქვი. |
afxazi |
May 22 2010, 12:39 PM
პოსტი
#49
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ქრისტეანი
ციტატა იმიტომ, ჩემო კეთილო დაო, რომ ბერძნულში და ლათინურში თარგმანი სხვადასხვანაირად მოხდა, ბიზანტიელებმა ეს ხელზე დაიხვიეს და რომის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენეს. რომსაც თავის მიზნები ჰქონდა - თანასწორთა შორის ერთი არ უნდოდა ყოფილიყო და მოხდა პოლიტიკურად ანგაჟირებული განხეთქილება. თეოლოგიურ საკითხებზე მსჯელობისას არ უნდა დაგვავიწყდეს ის ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი რომელშიც ვითარდებოდა მოვლენები. მაშინ ე.წ. "დასავლურ" ცივილიზაციაში ორი დიდი იმპერია იყო - რომის და ბიზანტიის. ბიზანტიელებს რომაელები "ბარბაროსებად" მიაჩნდათ და თავის უპირატესობის დამტკიხებას ცდილობდნენ. ეს პოლიტიკური ბრძოლა ეკლესიასაც შეეხო სამწუხარო, ეკლესია და პოლიტიკა განუყოფელი იყო მაშინ. რომის დღევანდელმა პაპმა, ძალიან ცალსახად განმარტა რომ გაუგებრობა თარგმანმა გამოიწვია და კათოლიკური ეკლესიაც ზუსტად ისევე აღიარებს სულიწმინდის გადმოდინების ერთადერთ წყაროდ მამას, როგორც მართლმადიდებლური. ახლა გავაგრძელოთ ისევ დავა თუ ჩავიხუტოთ ჩვენი ქრისტიანი ძმები და ვიყოთ ერთად და კეთილად? განა რა ბევრი ვართ ქრისტიანები რომ ერთმანეთს ვჭამდეთ. მილიარდი კათოლიკეს ურწმუნოდ გამოცხადება ქრისტესთვის სათნო საქციელია თქვენი აზრით? ამბობს ხალხი არ ვდაობთო და რაღატომ ვეჩხუბებით? რომც ცდებოდნენ მაინც უნდა მოვეფეროთ და დისკუსიით ვცდილობდეთ გარკვევას, "ურწმუნოს" და "უმადლოს" ძახილით კი არა. მეგობარო არ გეწყინოს, მაგრამ გულუბრყვილო მიდგომაა. თავის დროზე როდესაც პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო არიანელობა და იმპერატორმა შფოთისთავი არიოზი, ევსები ნიკომიდიელი და თეოგონიოსი გადაასახლა, ამ უკანასკნელმა ბოროტმოქმედებმა გადასახლებიდან მოიწერეს, რომ ისინი არასწორად იყვნენ დასჯილნი, რადგან მათ და პირველი მსოფლიო კრების მამებს შორის მხოლოდ და მხოლოდ ტერმინლოგიურ გაუგებრობას ქონდა ადგილი. სინადმვილეში კი ეს იყო ის მიზეზი, რამაც მათ გადასახლებიდან დაბრუნება მიანიჭა. მათი სიყალბე მალევე დამტკიცდა, როცა თავგამოდებული ბრძოლა გააჩაღეს ეკლესიისა და დოგმატების წინააღმდეგ. შენ ამბობ რომ ისტორიული ვიტარებაუნდა გავითვალისწინოთ. კი ბატონო ვამბობ რომ განყოფას პოლიტიკური მოტივები ედო საფუძვლად, თუმცა ეს არ ამართლებს იმას, რომ დასავლურმა ეკლესიამ მრწამსში ცვლილება შეიტანა. მანახე კრების მიერ მიღებული დადგენილება (დასავლური ეკლესიის) რომ თურმე ეს მხოლოდ ტერმინოლგიური გაუგებრობა ყოფილა და დავიჯერებ. ერთიც აქ არავის არავინ არ ეზიზღება და არავინ ქადაგებს სიძულვილს. აქ საუბარია არსებით განსხვავებებზე ამ ორ მძლავრ ეკლესიას შორის. არ გვინდა სიტუაციის დამძიმება და სხვაზე მეტად ლმობიერად გამოსვლა. ციტატა კათოლიკეებს შეიძლება რამე ეშლებათ შეგიძლია მითხრა რას ნიშნავს ეს შეიძლება? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ქრისტეანი |
May 22 2010, 12:40 PM
პოსტი
#50
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
პაპი კვლავ უცდომელი რჩება. არ არის არც ეგ მასე მარტივად. პაპი (როგორც კონკრეტული ადამიანი) შეუცდომელიაო არ წერია. წერია ცოტა სხვა რამ და რაც წერია ისევე არაა გადაუჭრელი პრობლემა როგორც ეს ყბადაღებული "გადმოდინდება". საქმე მაგაში კი არაა, აქ თეოლოგი არც მე ვარ და არც თქვენ რომ დავჯდეთ და სერიოზულად ვიკამათოთ მაგაზე. საქმე არის დამოკიდებულებაში და განწყობაში. სიყვარულს მოკლებულ და ამპარტავნულ განწყობაში, უფრო კონკრეტულად. თქვენ რა გგონიათ, მართლმადიდებლობაში ყველაფერი 100%-იანია და ქვაში ჩაჭედილი? ან თუნდაც ყველაფერი დაზუსტებულ-გარკვეული? და ვიღაც მოძღვარმა რაც თქვა ეგაა და მორჩა? პაპის შეუცდომელობას აპროტესტებთ, კეთილო და რიგითი მართლმადიდებელი მოძღვარი ყოფილა შეუმცდარი? იცით, მე თქვენ არ გიცნობთ და შევეცდები დასკვნებისგან თავი შევიკავო, მაგრამ თქვენ რა პოზიციიდანაც დავობთ იმ პოზიციაზე მდგომ ბევრ ადამიანს, ვისაც ვიცნობ, სულ სხვა პრობლემა აქვს: მათ არც უნდათ კათოლიკეები ეთანხმებოდნენ. ხიბლს ყავთ შეპყრობილი და მოსწონთ იდეა რომ მხოლოდ ისინი არიან "ჭეშმარიტი" ქრისტიანობის მიმდევრები - გამორჩეულები, განსაკუთრებულები. მეორედ მოსვლისასაც ხომ მაცხოვარი ქართულად იქადაგებსო არ შეიძლება მასე. სხვისი დამცირებით არ ხდება თავის ჭეშმარიტი ამაღლება. ჯერ ერთი არ არის მასე შავ-თეთრად თქვენ რომ გგონიათ და თქვენ არც იცით საკმარისი რომ რომის პაპის და კარდინალების რწმენა განიკითხოთ, და რომც დავუშვათ და ცდებოდნენ - მათთან დისკუსია უნდა გინდოდეთ და დაახლოება, და არა "უი ეგ დებილები, უვიცები და ურჯულოები" პოზიცია. თუ თქვენთვის ღმერთი პირველ რიგში სიყვარულია და მრწამსი - მოციქულების ქადაგება, მაშინ მასეა და მხოლოდ საკუთარი აზრის უპირატესობის გატანა თუ გნებავთ მაშინ არ ვიცი რა გითხრათ, რით გაგახაროთ. |
(Νικόλαος) |
May 22 2010, 12:41 PM
პოსტი
#51
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 |
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და რომ არ ვისაუბროთ იმ ღრმა განსხვავებებზე (რადაგან აზრი არ ექნება), ისიც საკმარისია რომ რომის კათოლიკურმა ეკლესიამ და ნესტორიანულმა ეკლესიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას და ერთმანეთის თეოლოგიური პოზიციები ლეგიტიმურად გამოაცხადეს, გარდა ამისა ქალდეველ კათოლიკეებს ევქარისტიული კავშირი აქვთ ნესტორიანელებთან.
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ეს არის მსოფლიო საეკლესიო კრებების უგულებელსყოფა და იმას რომ ნესტორიანელები იქმადე მივიდნენ თავისი სწავლებით, ღვთისმშობელს დედად ღვთისად არ აღიარებენ და ამიტომ არ უწოდებენ ღვთისმშობელს, ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ არ ღირს მათთან საქმის დაჭერა ვისაც მათთან კავშირი აქვს. მე არ შევურაცხვყოფ არავის, უბრალოდ როგორც მართლმადიდებელს მიუღებლად მიმაჩნია და ჩემი აზრი გამოვთქვი. |
afxazi |
May 22 2010, 12:44 PM
პოსტი
#52
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ქრისტეანი
ციტატა თქვენ რა გგონიათ, მართლმადიდებლობაში ყველაფერი 100%-იანია და ქვაში ჩაჭედილი? ან თუნდაც ყველაფერი დაზუსტებულ-გარკვეული? და ვიღაც მოძღვარმა რაც თქვა ეგაა და მორჩა? smile.gif პაპის შეუცდომელობას აპროტესტებთ, კეთილო და რიგითი მართლმადიდებელი მოძღვარი ყოფილა შეუმცდარი? smile.gif კიდევ ერთხე ვამბობ, რომ პრიმიტიული მიდგომაა. აქ საუბარია ეკლესიაზე და არა ვიღაც რიგითი ადამიანის აზრზე. ციტატა პაპი (როგორც კონკრეტული ადამიანი) შეუცდომელიაო არ წერია. წერია ცოტა სხვა რამ და რაც წერია ისევე არაა გადაუჭრელი პრობლემა როგორც ეს ყბადაღებული "გადმოდინდება". წერია ის, რომ კათედრაზე საუბრისას ის შეეუმცდარია. არა მგონია დასავლურმა ეკლესიამ ეს დათმოს. შეიძლება მან დათმოს დოგმატური განსხვავებანი, მაგრამ მისი ამბიცია ამას ვერ დააძლევინებს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Believer |
May 22 2010, 12:49 PM
პოსტი
#53
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
ჭეშმარიტების დასტური ვატიკანიდან 1995 წლის 20 სექტემბერს “ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობმა პონტიფიკალურმა საბჭომ” გამოსცა დოკუმენტი-გამოკვლევა სათაურით _ “ბერძნული და ლათინური ტრადიცია სულიწმინდის გამომავლობის შესახებ”.1 ამ დოკუმენტში საკმაოდ კომპეტენტურად და ამომწურავადაა გამოკვლეული აღნიშნული საკითხი; პირველწყაროებზე დაყრდნობით არის დასაბუთებული თვალსაზრისი, რომ სულიწმინდის გამომავლობის საკითხი აღმოსავლელ და დასავლელ მამებს იდენტურად ესმოდათ; აღმოსავლეთსა და დასავლეთში არსებობდა ერთიანი გაგება იმისა, რომ სულიწმინდას აქვს მხოლოდ ერთი საწყისი _ მამა ღმერთი, და სწორედ ამ ერთსაწყისიანობას გულისხმობდნენ აღმოსავლელი მამებიც, როდესაც აცხადებდნენ, რომ სულიწმინდა გამოდის მამისაგან “ძის მეშვეობით”. წმ. მაქსიმე აღმსარებელი: “სულიწმინდა თავის არსებასთან შესატყვისობით არსობრივად გამოდის შობილი ძის მეშვეობით” (თალასეს მიმართ, მისი კითხვების პასუხად 63 // PG 90, 672 C). წმ. ტარასიმ მეშვიდე მსოფლიო კრებაზე, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა, ასე გადმოსცა სარწმუნოების სიმბოლოს სათანადო ადგილი: “...და სულიწმინდა, უფალი და ცხოველმყოფელი, რომელიც მამისაგან ძის მეშვეობით გამოვალს” (Mansi. 12, 1122D). წმ. მაქსიმე აღმსარებელი დამოწმებულია მეორედ, რადგან ნახსენებია მე-7 საუკუნეში ბიზანტიელთა აღშფოთების ფაქტი პაპის აღმსარებლობასთან (ფილიოკვესთან) დაკავშირებით. ყოველივე ამის გამო წმ. მაქსიმე წერს წერილს, რომელშიც აღნიშნავს, რომ “ისინი (რომაელები, დ.თ.) არ თვლიან ძეს სულიწმინდის მიზეზად, რადგან იციან, რომ მამა არის ერთადერთი მიზეზი ძისა და სულისა _ პირველის მიმართ შობილობით, ხოლო მეორის მიმართ გამომავლობით, _ და მხოლოდ განმარტავენ, რომ სული ძის მეშვეობით გამოდის, აღნიშნავენ რა ამით ბუნების ერთიანობას და უცვლელობას” (წერილი მარინოს კვიპრელისადმი. PG 91,136 A- წმ. ილარიონ პიქტავიელი: “...რათა მე შევძლო სულიწმინდის მოპოვება, რომელიც შენგან გამოდის შენი მხოლოდშობილი ძის მეშვეობით” (De Trinitate. 12 // PL 10,471). წმ. ამბროსი მედიოლანელი: “როდესაც სულიწმინდა გამოდის მამისა და ძისაგან, იგი არ გამოეყოფა მამას და არ გამოეყოფა ძეს” (De Spiritu Sancto. 1,11,120 // PL 16, 733A=762D). ეპისკოპოსი ილარიონ ალფეევიც ახსენებს მარკოზ ეფესელის პოზიციას ფლორენციის კრებაზე: “ფლორენციაში ლათინებმა განაცხადეს, რომ სულიწმინდის გამომავლობის ერთადერთ მიზეზად მამა ღმერთს თვლიან, წაიკითხეს რა მაქსიმე აღმსარებლის ეპისტოლე მარინესადმი. მიუხედავად ამისა, ბერძნები არ დაკმაყოფილდნენ ლათინთა ამგვარი ახსნა-განმარტებით. წმ. მარკოზ ეფესელმა ფილიოკვეს შესახებ სწავლების გასაბათილებლად წარმოადგინა თხზულება სათაურით “მოწმობანი სულიწმინდის გამომავლობის შესახებ მხოლოდ მამის ჰიპოსტასისგან”.1 სამწუხაროდ, სტატიის ავტორი აღარ საუბრობს დაწვრილებით, თუ რატომ, კონკრეტულად რით არ იყვნენ კმაყოფილნი ბერძნები (მიუხედავად საკუთარი თანამოძმის, წმ. მაქსიმე აღმსარებლის წერილობითად შემორჩენილი ახსნა-განმარტებებისა რომის პოზიციასთან დაკავშირებით). არც ერთ, მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებაზე არ დაგმობილა Filioque, როგორც ერესი, უფრო მეტიც, იგი არ დაგმობილა არათუ როგორც თავად ფორმულა, არამედ არც მისი შინაარსი; პირიქით, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, მეშვიდე მსოფლიო კრებაზე, მისმა თავმჯდომარემ, წმ. ტარასიმ მრწამსი წაიკითხა ფორმულით: “ძის მეშვეობით”, რომელიც სწორედ Filioque-ს ანალოგიურ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ორივე ფორმულირება (“ძითურთ”; “ძის მეშვეობით”) მხოლოდ სულიწმინდის ერთსაწყისიანობას (მამისაგან გამოსვლას) გულისხმობს. ამის დასტურად გამოდგება დასავლეთში, ლიონის საეკლესიო კრებაზე წარმოთქმული სიტყვები: “სულიწმინდა დაუსაბამოდ გამოდის მამისაგან, ძითურთ, არა როგორც ორი საწყისისაგან, არამედ როგორც ერთი საწყისისაგან” ......კათოლიკური ეკლესია არათუ არ ითხოვს სხვა ეკლესიებისგან Filioque-ს აუცილებელ ჩამატებას მრწამსში, არამედ მზად არის აღმოსავლეთის ეკლესიასთან ერთობის განმტკიცების მიზნით თავადაც ამ ჩამატების გარეშე იყენებდეს რწმენის სიმბოლოს: 1987 წლის 6 დეკემბერს რომში პაპმა იოანეპავლე II-მ და მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ერთად წაიკითხეს რწმენის სიმბოლო Filioque-ს გარეშე... აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა სტატიათა კრებული (გვ. 82-98) -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
ქრისტეანი |
May 22 2010, 12:52 PM
პოსტი
#54
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
ერთიც აქ არავის არავინ არ ეზიზღება და არავინ ქადაგებს სიძულვილს. აქ საუბარია არსებით განსხვავებებზე ამ ორ მძლავრ ეკლესიას შორის. არ გვინდა სიტუაციის დამძიმება და სხვაზე მეტად ლმობიერად გამოსვლა. შეგიძლია მითხრა რას ნიშნავს ეს შეიძლება? უკაცრავად, "აქ" და პიროვნულად ვინმეს შეურაცხყოფა არც მიფიქრია, მაგრამ მართლმადიდებელს რომ კათოლიკესთან ლოცვას აუკრძალავ - ეგ სიყვარულის გამოხატულებაა? ანუ რას ამბობს ის მღვდელი, ვინც კრძალავს, მაგით? ამბობს რომ კათოლიკე არის ურწმუნო, არ არის ქრისტიანი და მასთან ლოცვით საკუთარ სულს მიაყენებ ზიანს! ქრისტიანს მეტი რა შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. ფიზიკურად შეიძლება სცემო და სულიერად, მორწმუნე ქრისტიანდ რომ ეტყვი - არათუ რაღაც საკითხებზე განსხვავებული აზრი მაქვს, იმდენად ურჯულოდ მიგიჩნევ - შენთან ვერც კი ვილოცებო - ამაზე მეტი რა უნდა ქნა? კიდევ ერთხლე მინდა ხაზი გავუსვა - ლაპარაკი არაა ვიღაც ჯო სმიტის ეკლესიაზე, ბიბლიის ორი გვერდი რომ წაიკითხა და ეკლესიის თავობა მოუნდა. საუბარია უძველეს, მოციქულების დაარსებულ და უდიდეს (რაოდენობრივად) ქრისტიანულ სამწყსოზე! ამათ ვეძახით ურწმუნოებს და არ გვინდა ქრისტიანებად მიჩნევა? ვის ვაძლიერებთ მაგით? განსხვავებებზე ვიდავოთ ბატონო. რელიგიაში კი არა მეცნიერებაში დაობს ხალხი, მაგრამ - ურწმუნოს წოდება, ნათლობის და ლოცვის დაშლა???? |
afxazi |
May 22 2010, 12:54 PM
პოსტი
#55
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Believer აბა მაშ პაპის უცდომელობის დოგმატიღა დარჩა და ეგაა ისე სხვათაშორის ინტერესის გამო კათოლიკურ ეკლესიაში გაკრულ მრწამსს გავეცანი და იქ გარკვევით წერია, რომ სულიწმინდის შესახებ: "რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს", რაც ცხადია მხოლოდ ტერმინოლოგიურ გაურკვევლობად ვერ გაიგება. ქრისტეანი ციტატა უკაცრავად, "აქ" და პიროვნულად ვინმეს შეურაცხყოფა არც მიფიქრია, მაგრამ მართლმადიდებელს რომ კათოლიკესთან ლოცვას აუკრძალავ - ეგ სიყვარულის გამოხატულებაა? ანუ რას ამბობს ის მღვდელი, ვინც კრძალავს, მაგით? ამბობს რომ კათოლიკე არის ურწმუნო, არ არის ქრისტიანი და მასთან ლოცვით საკუთარ სულს მიაყენებ ზიანს! ქრისტიანს მეტი რა შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. ფიზიკურად შეიძლება სცემო და სულიერად, მორწმუნე ქრისტიანდ რომ ეტყვი - არათუ რაღაც საკითხებზე განსხვავებული აზრი მაქვს, იმდენად ურჯულოდ მიგიჩნევ - შენთან ვერც კი ვილოცებო - ამაზე მეტი რა უნდა ქნა? smile.gif მეგბარო ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიის დამოკიდებულებაზე და არა კონკრეტული ადამიანის შეხედულებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ქრისტეანი |
May 22 2010, 01:00 PM
პოსტი
#56
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
ქრისტეანი მეგბარო ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიის დამოკიდებულებაზე და არა კონკრეტული ადამიანის შეხედულებაზე. კი ბატონო, მაგრამ ნათლობა და ლოცვას კონკრეტულ ადამიანს უშლიან მერე. მე მინდა 1 მილიარდი კათოლიკე იყოს ჩემი სულიერი ძმა და და, და ვილოცო მათთან ერთად. თქვენ არ გინდათ? |
Believer |
May 22 2010, 01:02 PM
პოსტი
#57
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
ქრისტეანი
ციტატა მართლმადიდებელს რომ კათოლიკესთან ლოცვას აუკრძალავ - ეგ სიყვარულის გამოხატულებაა? ანუ რას ამბობს ის მღვდელი, ვინც კრძალავს, მაგით? ამბობს რომ კათოლიკე არის ურწმუნო, არ არის ქრისტიანი და მასთან ლოცვით საკუთარ სულს მიაყენებ ზიანს! ზიანი დიდი ხანია მიაყენეს, ამის გამო სქიზმაში გასული და ეკლესიიდან უმისამართოდ გაქცეული ბევრი მინახავს, მაგრამ კათოლიკესთან ერთად მლოცველი დაღუპული მართლმადიდებელი არსად ფანატიკოსები სასაცილოები ხდებიან და უხერხულ სიტუაციებში იგდებენ თავს ხშირად afxazi ციტატა წერია ის, რომ კათედრაზე საუბრისას ის შეეუმცდარია. არა მგონია დასავლურმა ეკლესიამ ეს დათმოს. არსად სწერია საქართველოს პატრიარქზე ილია მეორეზე უცდომელობა, მაგრამ ყველა აღიარებს რომ ის არ ცდება!!! afxazi ციტატა "რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს" იგულისხმება "ძისა მიერ" -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
afxazi |
May 22 2010, 01:07 PM
პოსტი
#58
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ციტატა მე მინდა 1 მილიარდი კათოლიკე იყოს ჩემი სულიერი ძმა და და, და ვილოცო მათთან ერთად. თქვენ არ გინდათ? თუ ეს შენი სურვილია კი ბატონო, როგორც გინდა. მაგრამ ეს ვერ გახდება ნორმა, იქამდე სანამ სრულყოფილი თანხმბა არ იქნება მიღწეული. მომიტევეთ მაგრამ მე მაინც ვერ მივიღებ კატოლიკური ეკლესიის მხრიდან ასე იოლად დათმობას იგივე ფილიოკვესთან დაკავშირებით და ტქმას იმისას, რომ თურმე ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური გაურკვევლობა ყოფილა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საკუთარი თვალით მინახავს კათოლიკურ ეკლესიაში გაკრული მრწამსი, სადაც ნათქვამია: "რომელი (სულიწმინდა) მამისაგან და ძისაგან გამოვალს". ეს არ არის ტერმინოლოგიური გაურკვევლობა და გთხოვთ ამას ნუ ქადაგებთ. ციტატა კი ბატონო, მაგრამ ნათლობა და ლოცვას კონკრეტულ ადამიანს უშლიან მერე. მოდი მაშ განმიმარტე ლოცვისა და ნათლობის არსი. უფრო ნათლობის. რა ხდება ნათლისღების ჟამს, რას ეზიარება ადამიანი? Believer ციტატა არსად სწერია საქართველოს პატრიარქზე ილია მეორეზე უცდომელობა, მაგრამ ყველა აღიარებს რომ ის არ ცდება!!! მაინც არ ეშვებით ამ პრიმიტიულ მაგალითებს. მომიტანეთ მართლმადიდებლური ეკლესიის დადგენილება იმაზე, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში უცთომელია? მე არ ვაღიარებ მის უწმინდესობას, როგორც უცთომელს და ეს ეკლესიური სწავლებაა. ეს აზრი ბოლო მოვლენებმაც გამიმყარა. ციტატა იგულისხმება "ძისა მიერ" როგორ იგულისხმება როცა აშკარად წერია. მე მგონი რომ ზედმეტადი გულუბრყვილობაა, ან თვალის დაბრმავება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
terra |
May 22 2010, 01:13 PM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
არსად სწერია საქართველოს პატრიარქზე ილია მეორეზე უცდომელობა, მაგრამ ყველა აღიარებს რომ ის არ ცდება!!! ჯერ ერთი, ყველა არ აღიარებს და სიცრუეს ამბობ. მეორეც - ვინც ,,აღიარებს'', ის, ამას აკეთებს არა დოგმატურ დონეზე, როგორც კათოლიკეები, არამედ, საკუთარი, არასწორი სულიერი ცხოვრების და დამოკიდებულებების გამო. ხედავ განსხვავებას? -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
afxazi |
May 22 2010, 01:13 PM
პოსტი
#60
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Believer
იხილე და დატკბი http://jvarosnebi.com/index.php?option=com...51-16&Itemid=63 არაერთგანა ნათქვამი, რომ ძე ისევეა მიზეზი სულისა, როგორც მამა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 09:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი