IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მეგრული ენა, წარსული, აწმყო, მომავალი
Lenus
პოსტი Jan 29 2008, 02:53 PM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



...........


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2008, 03:13 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ოთარ ქაჯაიას მეგრულ-ქართული ლექსიკონი:

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/c...ajaia/kajai.htm

სამეგრელო:

http://www.samegrelo.ge/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 29 2008, 03:18 PM
პოსტი #3


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ლაზური საინფორმაციო პორტალი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი2
პოსტი Jan 29 2008, 03:52 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 15-January 08
წევრი № 3,639



Lenus
ცუდად დაიწყე. biggrin.gif
მთელი პრედისტორია ლინკის იმედზეა. biggrin.gif
მაინც გიპასუხებ.

ციტატა
დამოუკიდებელი სამთავროები გაერთიანდა და არა სახელმწიფო.

ბაგრატ III-მ გააერთიანა, მანამდე დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
აფხაზთა სამეფო (გაერთიანების დომინანტი);
ბაგრატიონების ქართველთა სამეფო (სამხრეთ საქართველო);
კახეთი
და კიდევ რამდენიმე ნაკლებად სუვერენული ტერიტორია.


ციტატა
მიუხედავად ამისა, მათი ერთიანობა არ დარღვეულა (ეროვნული თვალთახედვით). რი ტახტი დარჩა 1744 წლიდან, მაგრამ ეს არის ერთიდაიგივე დინასტიის რამდენიმე შტოზე საუბარი და არა სხვადასხვა სახელმწიფოთა შეერთების პაქტზე

ეგეც არასწორია.
საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, გარკვეულ ეტაპზე ჩამოყალიბდა სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია ნაწილს სამეფოებს უწოდებს, ნაწილს სამთავროს.
ამ სახელმწიფოებიდან მხოლოდ სამს - ქართლს, კახეთს და იმერეთს მართავდნენ ბაგრატიონები.
სამცხე-საათაბაგო, სამეგრელო, გურია, აფხაზეთი საუკუნეების განმავლობაში სრულიად დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებდნენ და სახელმწიფოს ყველა ნიშანი გააჩნდათ.

სამწუხაროდ ეს საკითხები ნაკლებად ეხება მეგრული ენის ნამყოს, აწმყოსა და მომავალს. biggrin.gif

ციტატა
ვინ და რატომ უნდა მტრობდე მეგრლ ენას?

ვინ მტრობს ძნელი სათქმელია. ამ ადამიანებს არანაირი გაერთიანება არ ჩამოუყალიბებიათ და შესაბამისად მთელს მსოფლიოში არიან მიმოფანტული.
ისინი პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
1. ადამიანები რომლებიც ყველანაირად ამცირებენ მეგრულს.
2. ადამიანები რომლების მოჩვენებით პატივს სცემენ მეგრულს, მაგრამ მასზე დაყრდნობით სეპარატისტულ იდეებს აღვივებენ.

არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ვერ იტანენ (შეიძლება ითქვას ეზიზღებათ) მეგრულ საუბარს. მეგრული ენის საკითხის წამოწევისას ისინი, როგორც წესი პირველ ჯგუფს უერთდებიან.

ციტატა
აფხაზურს ნუ შეადარებ, ვინაიდან აფხაზურის ისტორია, მისი შემოერთება რევოლუციის შემდეგ და სხვა დოკუმენტაცია (კომუნისტების პერიოდის ჩათვლით) განაპირობებს მათი ენის სხვაგვარ სტატუსს.

მეგრულს და აფხაზურს ვადარებ შემდეგნაირად:
მეგრული უნდა იყოს სახელმწიფო ენა არა იმავე მიზეზების გამო, რის გამოც არის აფხაზური, არამედ ისევე, როგორც არის აფხაზური და ქართული.

ისე სჯობს ძირითადად მეგრულ ენაზე ვისაუბროთ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი2
პოსტი Jan 29 2008, 07:01 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 15-January 08
წევრი № 3,639



Lenus
ციტატა
რომელ ერთეულში იყო მერე მეგრული დომინნატური ენა?

განმიმარტე რას ნიშნავს დომინანტი ენა IX-X საუკუნეებში და გიპასუხებ. wink.gif
ციტატა
1. რა მიზეზით? რას ეძახი დამცირება? სახელმწიფო ენის სტატუსში არ აყვანას??

არა.
ძირითადად 2 მიმართულებაა:
1. მეგრული არაა ენა, ქართულის დიალექტია
2. მეგრული არასრულფასოვანი (ან ულამაზო) ენაა.
http://forum.ge/?f=83&showtopic=33780669&st=0 აქ შეგიძლია დაადგინო 300-ზე მეტი ქართველის აზრი. wink.gif

ციტატა
2. იდეებს აღვივებენ? ანუ შიდა მზვერავები?

დაახლოებით ეგრე, ოღონდ უფრო ზუსტი დეფინიცია იქნება - კარგი იდეების არასწორად ინტერპრეტაციას და მიწოდებას ახდენენ.
ციტატა
მოდი მე დაგისვამ შეითხვას - რამდენი მეგრეი იყვის რომ ქართველი ვარო რომ შეეკითხები?

90%-ზე მეტი ალბათ.
შენ გაქვს სხვა ინფო?
ციტატა
დაასაბუთე. სვანურიც იყოს და წოვა-თუშურიც მაშინ!

სვანურიც უნდა იყოს.
წოვათუშურზე დავფიქრდებოდი.
არაა ქართველური ენა და ჩვენი სადარდებელი არ უნდა იყოს.
ციტატა
არგმენტაცია სუსტი კი არა არარსებულია.

1. საქართველოს მოსახლეობის ნაწილი საუბრობს ენაზე, რომელიც არცერთ სხვა სახელმწიფოში არ წარმოადგენს სახელმწიფო ენას და ნაკლებია შანსი, რომ რომელიმე სახელმწიფო (საქართველოს გარდა) სახელმწიო ენად აღიარებს.
2. ეს ადამიანები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის მეხუთედს მაინც
3. რომ მოხდეს მეგრული და სვანური ენების შთამომავლობისთვის შენარჩუნება + განვითარება, საჭიროა მათთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება.

აჰა სამი მიზეზი და რომელი არ მოგწონს?

ციტატა
თან მთელს ტერიტორიაზე??

უცილობლად. wink.gif

ციტატა
შენ არ დაიწყე აფხაზურს უფრო მეტ პატივს ვცემთო?

ეგრე გამოდის.
ციტატა
არ ვცემთ, გარემოებებმა მოიტანა ის ორენოვნი სიტუაცია, ისიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ.

რა მნიშვნელობა აქვს პატივს ჩვენი ნებით ვცემთ თუ ძალდატანებით?
ფაქტი ფაქტად რჩება. აფხაზური მეგრულზე პატივცემულია საქართველოს კონსტიტუციით.
თუკი აფხაზურის პატივისცემა გვაიძულეს გარემოებებმა, მეგრულის პატივისცემაზე ჩვენი ნებთ უნდა ვიზრუნოთ. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 29 2008, 07:20 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეგრი2
ციტატა
1. საქართველოს მოსახლეობის ნაწილი საუბრობს ენაზე, რომელიც არცერთ სხვა სახელმწიფოში არ წარმოადგენს სახელმწიფო ენას და ნაკლებია შანსი, რომ რომელიმე სახელმწიფო (საქართველოს გარდა) სახელმწიო ენად აღიარებს.
2. ეს ადამიანები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის მეხუთედს მაინც
3. რომ მოხდეს მეგრული და სვანური ენების შთამომავლობისთვის შენარჩუნება + განვითარება, საჭიროა მათთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება.


მომხედე აგერ, ჯგირ კოჩი რექ, ბრეი გიჩქუ დო თინა მუჭო ვაგიჩქუ?

შენ იცი ალბათ, რომ მაგალითად ჩეხურსა და სლოვაკურს, რუმინულსა და მოლდოვურს ან სერბულსა და ხორვატულს შორის ისეთი პატარა სხვაობაა, რომ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ეს ენები ერთიდაიმავე ენებად უნდა ჩაგვეთვალა

ამიტომ, ასეთივე წარმატებით, შეგვიძლია ჯერ ენის სტატუსი მივანიჭოთ, ხოლო შემდეგ სახელმწიფო რანგში ავიყვანოთ გურული და ხევსურული დიალექტი

ნორმალური იქნება?

ნახეთ:
ჩეხური --> Česká republika, je vnitrozemský stát. Sousedí na západě s Německem, na severu s Polskem, na východě se Slovenskem a na jihu s Rakouskem.

სლოვაკური --> Česká republika, je stredoeurópsky štát. Na západe susedí s Nemeckom, na severe s Poľskom, na východe so Slovenskom, a na juhu s Rakúskom.

ეს კიდე ერთი დასტურია იმისა, რომ ენისათვის სტატუსის მინიჭებისას მთავარი არის არა ლინგვისტიკური მონაცემები, არამედ - პოლიტიკა და პოლიტიკური ნება


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი2
პოსტი Jan 29 2008, 08:18 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 15-January 08
წევრი № 3,639



კანონისტი
ციტატა
შენ იცი ალბათ, რომ მაგალითად ჩეხურსა და სლოვაკურს, რუმინულსა და მოლდოვურს ან სერბულსა და ხორვატულს შორის ისეთი პატარა სხვაობაა, რომ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ეს ენები ერთიდაიმავე ენებად უნდა ჩაგვეთვალა

ჩეხურზე და სლოვაკურზე სხვანაირად ვიცი.
Стандартизация словацкого языка началась в конце 18 века. Тогда была издана книга Антона Бернолака «Dissertatio philologico-critica de litteris Slavorum» с приложением «Orthographia» (1878). Этот литературный язык основывался на западнословацких диалектах. Современный литературный словацкий язык, в основе которого лежат среднесловацкие языковые черты, возник в середине XIX века благодаря усилиям словацких патриотов Людовита Штура, Михала Милослава Годжи, Йозефа Милослава Гурбана и др.
ანუ სლოვაკური სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა XVIII-XIX საუკუნეებში.
ჩეხურს კიდევ უფრო ძველი ფესვები და უფრო დიდი ლიტერატურული ტრადიცია აქვს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მიუხედავად დიდი მსგავსებისა (ამას ყველა ენათმეცნიერი აღნიშნავს) ამ ენების ჩამოყალიბება ნაციონალური სახელმწიფოების შექმნაზე ბევრად ადრე მოხდა.

სერბულ-ხორვატულს კი ისედაც ერთ ენად სთვლიან ენათმეცნიერები. wink.gif
Сербохорва́тский язы́к (также сербо-хорватский, сербскохорватский / сербско-хорватский, хорватскосербский / хорватско-сербский, хорватосербский / хорвато-сербский) — один из южнославянских языков, литературный язык, опирающийся на совокупность диалектов на территории бывшей Югославии (кроме Словении и Македонии).
Эти диалекты (три основные зоны: чакавская, штокавская и кайкавская, названные по тому, как в них звучит местоимение «что» — ча, што или каj) — имеют достаточно чёткие различия, хотя взаимопонятны. Чакавский и кайкавский диалекты ныне считаются частью хорватского языка, так как представлены исключительно на территории Хорватии и на них говорят (и всегда говорили) исключительно или в основном католики.

მოლდავური კი საერთოდ რუმინულის დიალექტად ითვლება.
Молдавский язык — официальное наименование диалекта румынского языка как государственного языка Молдавии. Представляет собой молдавский диалект, наряду с другими региональными румынскими диалектами: мунтенским, олтенским, арделенским (трансильванским) и другими.
მაგრამ ამ აზრს რა კავშირი აქვს იმასთან რაც შემდგომში დასწერე ვერ ვხვდები.
სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ენა ცალსახა დამოკიდებულებაში არ არიან.

ციტატა
ამიტომ, ასეთივე წარმატებით, შეგვიძლია ჯერ ენის სტატუსი მივანიჭოთ, ხოლო შემდეგ სახელმწიფო რანგში ავიყვანოთ გურული და ხევსურული დიალექტი

ნორმალური იქნება?

არ იქნება ნორმალური, მაგრამ ამ თემაში მეგრული ენის სტატუსზე ვსაუბრობთ და არა გურული დიალექტისაზე


ციტატა
ეს კიდე ერთი დასტურია იმისა, რომ ენისათვის სტატუსის მინიჭებისას მთავარი არის არა ლინგვისტიკური მონაცემები, არამედ - პოლიტიკა და პოლიტიკური ნება

ვოოო. ამაში მართალი ხარ. მაგრამ პოლიტიკურ ნებას ხომ წინაპირობა სჭირდება?
რატომ არ მოგყავს ვთქვათ ესპანეთის მაგალითი, სადაც კატალონიურს სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭა? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 29 2008, 08:53 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეგრი2
ციტატა
მაგრამ ამ აზრს რა კავშირი აქვს იმასთან რაც შემდგომში დასწერე ვერ ვხვდები.
სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ენა ცალსახა დამოკიდებულებაში არ არიან.

ის აზრი რაც ქვემოთ ვთქვი, ანუ პოლიტიკური ნების არსებობის წინაპირობა

მიზანი, სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებისა ქვეყნის ძირითად ენასთან ერთად შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ენის მასიური არცოდნა კონკრეტულ რეგიონში
ბ) სახელმწიფო ენის მიუღებლობა კონკრეტული რეგიონის მოსახლეობის მიერ

აქ რომელი გვაქვს მეგრულთან მიმართებაში?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Jan 29 2008, 10:03 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



Lenus
ციტატა
"სახელმწიფო", იგივე საქმეთმწარმომებელი, ან თუნდაც სალოცავი ენა.

"სახელმწიფო" ენები ალბათ ქართული და ბერძნული.
თუმცა მე შემიძლია "დომინანტი ენის" სხვა განმარტება შემოგთავაზო.

ციტატა
ბოდიში მაგრამ 300 მეგრელს უარესებს ვალაპარაკებ კახელებზე (და ყოფილა ასეთები, ეჭვი მეპარება არ გაგეგოს ზვიადის დროს). ეს არფერს ცვლის და ხალხი გაუნათლებლობაზე მეტყველებს,
ასევე, არ გამოვრციხავ რომ ძლიერად მუშაობს ანტი-სახელმწიფოებრივი სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც თუთაშხიას პერიოდიდან მოყოლებული, ჭორების გავრცელებას უდიდეს დროს და პატივს უთმობენ.
სხვათაშორის ოსებზე რომ იყო ყოველი მეორე ანეგდოტი, ვინც მოვესწარით იმ დროს, კონფლიქტის შემდეგ ეს ანეგდოტები სადღაც "გაქრა".
ეს "დიალექტიზმი"-ც სადღაც გაწქრება.
ჩვენ მეცნიერებზე ვისაუბროთ. ვინმემ ასეთი რამ გამოთქვა?

შენ მიზეზებზე საუბრობ. მე შედეგებზე.
ისე გეთანხმები. smile.gif
ციტატა
ძალიან ხისტი პოლიტიკა გაქვს. ჯერ ერთი რატომ აქამდე არ ახსენებდი? ეს უკვ მაფიქრებინებს, რომ მხოლოდ მეგრული გნაღვლებს და სვანური რომ არ იყოს, არაფერი დაშავდებაო იტყოდი.

სვანებზე სვანებმა იდარდონ.
მე ენების უფლებების დამცველი კი არ ვარ.
ციტატა
წოვა-თუშური იმაზე არაქართული ნაღდად არაა რაც აფხაზურია. სტატუსით,ლ ისტორიული და ტერიტორიალური კუთვნილობით იგივეა, რაც მეგრული და სამეგრელო.

ქართველური და არაქრთველურ ენებად დაყოფა სახელმწიფო ენებისა არ გამოვა, ეს ის საუკუნე არაა უბრალოდ.

კაი ბატონო. იყოს წოვათუშურიც. დავფიქრდი და თანახმა ვარ.
ციტატა
რამდენი ენაა დედამიწაზე და რამდენი წარმოადგენს აქედან სახელმწიფო ენას რომელიმე სახელმწიფოში მაინც? 1-ლი არგუმენტი მიუღებელია.

არაფერიც, მშვენიერი არგუმენტია.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში ყველა ენას შესაბამის პატივს სცემენ.
ახლა ინდონეზიელებმა თუ ყველა მანდაურ ენას სტატუსი არ მისცეს, ეს მათ სიკარგეზე სულაც არ მეტყველებს.
ჩინელებს ევასებათ კიდევ სხვა ენების დაჩმორება. არც მათი მიბაძვა გვარგებს.
ციტატა
მეხუთედია თუ მესამედი - ეს მესამეხარისხოვანია. თუ ამდენი მოსაუბრეა ეს იმას არ ნიშანვს რომ სახელმწიფო ენად ამ ენის აღირების მომხრეც ამდენია. მე ვიცი თბილისელი მეგრელები, ამის გაგონებაც არ უნდათ.

რაოდენობა არ არის მესამეხარისხოვანი. რაოდენობა ხშირად ხარისხში გადადის. wink.gif
კარგად დაფიქრდი და სხვა მნიშვნელოვან მომენტებსაც შეამჩნევ რაოდენობაში.
თბილისელი მეგრელები კი სულ სხვანაირად ალაპარაკდებიან როდესაც მეგრული სახელმწიფო სტატუსს შეიძენს.
აი მომხრეთა რაოდენობას კაკრაზ იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, თუ გვინდა რომ სამართლიანობამ იზეიმოს.
ციტატა
ჰოდა, ბუნებრივი პასუხი შენს მე-2 არგუმენტზე იქნება: მოაგროვეთ ხელმოწერები, გაიტანეთ პარლამენტზე, მოიპოვეთ რეფერენდუმის უფლება და ვყაროთ კენჭი. სხვა მხირვ ციფრებით აპელირება უსაგნოა.

გვაცალეთ ბატონო. biggrin.gif
ტოესწ ვაცალოთ. მე არ ვარ ჩარეული მაგ საქმეში. wink.gif
ციტატა
მე-3 არგუმენტი კი მცირე უზუსტობას მოიცავს: სვანურს უნდა გადარჩენა, მეგრულს სულაც არა. სვანური ენა, თან ორი დიალქტი 15-15 ათასი მოსახლის ენაა და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ სკოლებში სვანურის გადამრჩენი ღონისძიებები.
მე უკვე ვახსენენ იმ თემაში, რომ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ქართველური და სხვა ენები საქართველოში მოსაუბრე ხალხებისა. თუ მეგრელებს მეგრული არ უნდათ, ამის სხვებზე გადაბრალება არაა ლამაზი. დავარქვათ პორბლემას თავისი სახელი და ვებრძოლოთ ერთიანი ძალებით.

ვერ გავიგე ახლა მხარს მიჭერ, თუ მეწინააღმდეგები? biggrin.gif
ციტატა
რას გეტყვიან მეგრულად რომ შეეკითხები, ვინ ვარო, სიტყა მეგრულად დაასახელე და გვითარგმნე.

ჯერ შეკითხვა უნდა დაასახელო. თუნდაც ქართულად.


კანონისტი
ციტატა
ა) სახელმწიფო ენის მასიური არცოდნა კონკრეტულ რეგიონში
ბ) სახელმწიფო ენის მიუღებლობა კონკრეტული რეგიონის მოსახლეობის მიერ

აქ რომელი გვაქვს მეგრულთან მიმართებაში?

არა.
მაშინ მე ისევე საყვარელ ესპანურ მაგალითს მივუბრუნდები.
მაგ ორიდან რომელი იყო კატალონიელების შემთხვევაში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 29 2008, 11:20 PM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
წიე

კარგი თემაა, საინტერესო და ვფიქრობ მშვიდობიან განხილვის სტილი
შეუნარჩუნდება...
ისე ეგრი მგონი ძღაბია biggrin.gif
ციტატა
სვანებზე სვანებმა იდარდონ.
მე ენების უფლებების დამცველი კი არ ვარ.

ეს ძალიან არ მომწონს, თუკი ქართველური ენაა, და თუ შეადგენს ჩვენი
კულტურის ნაწილს. არ მესმის რატომ არ უნდა ვიფიქროთ მასზე?
ასე გააგრძელეთ-ი;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Jan 30 2008, 01:15 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



Lenus
ციტატა
ვიცი, რასაც გულისხმობ, მაგრამ დამერწმუნე, რომ ინგლისელებმა რომ ინდოეთი დაიპყრეს, დომინანტ ენად ჰინდუ და სხვა ჰინდუსტანური ენები ვერ მოიაზრებოდნენ ალბათ.

ჰო. ოღონდ ორი მომენტი:
1. ბრიტანეთის იმპერიის გაერთიანება ენის მიერ არ მომხდარა.
2. საქართველოს გაერთიანება არ იყო ისეთივე ძალადობრივი აქტი, როგორიც ინდოეთის დაპყრობა.
ციტატა
მაშინ მე რატომ ვიდარდო მეგრულზე? ჩემს პრობელმად რატომ ასაღებ, პატივცემულო

აბა როდის? biggrin.gif
ციტატა
თუ ოჯახი ვართ და ერთნი ვართ, მოდი საერთო პრობლემებზე ვისაუბროთ. თუ "მეგრული სახელმწიფო სტატუსში მანახა და სვანური სულ გამქრალაო", ფიქრობ?
მართლა, გულზე ხელი დაიდე.

მეორე ნაწილს თუ ასე შევცვლით "სვანური სულ არ მანაღვლებს", მაშინ ჰო, დაახლოებით ეგრე ვფიქრობ. არ მამართლებ?
ციტატა
აშშ??

Официальным языком образования и делопроизводства де-факто (а в некоторых штатах и де-юре) является английский язык. На местном уровне статус официальных наряду с английским имеют французский язык — в Луизиане, гавайский язык на Гавайях, а также испанский язык — на острове Пуэрто-Рико и в штате Нью-Мексико.
ციტატა
საფრანგეთი?

В 1982 году во Франции было официально признано существование «коренных этнических меньшинств», их языков и культур, после чего в школах было введено изучение окситанского и других «коренных этнических» языков (корсиканского, бретонского, каталанского, баскского, фламандского и эльзасского), созданы «этнические» программы на радио, стала активно развиваться книгоиздательство на «коренных этнических» языках
ციტატა
ინგლისი?

ინგლისში მხოლოდ ინგლისურია.

ახლა მე დავამატებ:
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა:
აფრიკაანსი, ინგლისური, ნდებელე, ჩრდ. სოტო, სოტო, სვაზი, ცონგა, ცვანა, ვენდა, კოსა, ზულუ. wink.gif
სერბეთი:
სერბული, უნგრული, რუმინული, სლოვაკური, რუსინული, უკრაინული.
ესპანეთი:
ესპანური, არანესე, ბასკური, კატალონური, გალისიური.
იტალია:
იტალიური, გერმანული, ფრანგული, ლადინში, სარდინიული.
ბელგია:
ნიდერლანდური, ფრანგული, გერმანული.


ციტატა
სი ქორთუ რექო წიე??

მა მარგალ ვორექ!! biggrin.gif
რა პროვოკაციული კითხვაა ისეთი პასუხიც გაახლე. biggrin.gif

KAIROS
ციტატა
ისე ეგრი მგონი ძღაბია

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მდააააა.
ციტატა
ეს ძალიან არ მომწონს, თუკი ქართველური ენაა, და თუ შეადგენს ჩვენი
კულტურის ნაწილს. არ მესმის რატომ არ უნდა ვიფიქროთ მასზე?

იფიქრე ბატონო. მე დრო არ მყოფნის. wink.gif
Lenus
ციტატა
ბოდიში თუ ასეა ეგრი. გაგვეცანით მაშინ რომ შეცოდმები აღარ დავუშვათ?

არ ვარ ბანოვანი.
მამრი ვარ.
კაიროსს რა მოელანდა არ ვიცი. smile.gif
ციტატა
ამ განყოფილებაში ეს გარანტირებულია კაიროს

არ გვინდა ეგეთები თორემ ავიშვებ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 30 2008, 03:49 AM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კაიროსს რა მოელანდა არ ვიცი.

სადღაც ეწერა, მანდილოსნებთან ვსაუბრობთ და იმიტომაა სიწყანრეო და ვიფიქრე... კარგი წიე, თუმცა ეს
ციტატა
საინტერესო და ვფიქრობ მშვიდობიან განხილვის სტილი
მაინც არ გვაწყენდა და იმედს ვიტოვებ ეს ხუმრობაა
ციტატა
ავიშვებ
, აქ აშობილებს ვორნით აბამენ biggrin.gif




--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი2
პოსტი Jan 30 2008, 11:31 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 15-January 08
წევრი № 3,639



Lenus
ციტატა
რას ბრძანებთ? სეორედ რომ ენის მიერ მოხდა. დღემდე, ინდოეთის შტატებს შორის ინგლისურია დამაკავშირებელი და არა იგივე ლოკალურ დომინანტი - ჰინდუ. სკოლებში დღემდე ჰინდუ ისწავლება როგორც უბრალოდ ენა მე-8 კლასამდე, დანარჩები - სულ ინგლისურია.

სხვადასხვა ფაქტებზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ.
მე ბრიტანეთის იმპერიის შექმნაზე დავიწყე და შენ ინდოეთის შეკოწიწებაზე აგრძელებ.
ციტატა
ეგრი, ნუთუ ასე ადილად მოსატყუარ კაცს ვგავარ? მთელი ციტატა იმას მოწმობს, რომ სწერედ არაა ეს ენები სახელმწიფო ენები და რასაც მე ვამბობდი, თ როგორ ცნდა გადავრცნოთ მცირე ენები, იმას გეგმავს ეს ხალხი.
არ გინდა ასეთი ვირაჟები - კამათი აზრს კარგავს.

საიდან დაასკვენი, რომ გატყუებ?
სადმა დავწერე, რომ ოქსიტანური და კორსიკული სახელმწიფო ენებია საფრანგეთში?
ციტატა
ბოდიში შეგისწორებ - უელსში არის კიდევ ერთი - გაელიკი. მაგრამ არ ვრცელდება მთელს UK ტერიტორიაზე და სასაცილოც იქნებოდა - რატომ უნდა გავრცელებულიყო?

მაგ ენას (უფრო ზუსტი გამოთქმა გაელეგაა მგონი) არანაირი სტატუსი არ აქვს, განსხვავებით ვთქვათ იგივე ოქსიტანურისგან.
ციტატა
უმისამართო წერილია. ესენი ყველა სახელმწიფო ენაა? სამხრეთ აფრიკა ვიცი, და დანარჩენი, სანნამ გადავამოწმე, მითხარი ალალად... ესპანეთში ბასკური სახელმწიფო ენაა? იტალიაში - სარდინიული??

გადაამოწმე. wink.gif
ციტატა
არაა პროვოკაცია, მითხარი სიტყვა "ქართველი" როგორაა მეგრულად???
და მერე მითხარი არამგრელი ქართველი, იგივე ქართლელი, იმერელი, კახელი, როგორაა მეგრულად?

ქორთუ.
კამათის ამ განშტოების გაგრძელება მაინტერესებს ნამეტნავად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 30 2008, 12:13 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ეგრი2 @ Jan 29 2008, 04:52 PM) *

1. ადამიანები რომლებიც ყველანაირად ამცირებენ მეგრულს.
2. ადამიანები რომლების მოჩვენებით პატივს სცემენ მეგრულს, მაგრამ მასზე დაყრდნობით სეპარატისტულ იდეებს აღვივებენ.


მე ვერ გავიგე რატომ არ შეიძლება მეგრული ენის არსებობა დამწერლობის ქონითაც.

იტალიაში თუ კალაბრიელ ალბანელებს (სკანდერბეგის დროს ჩასახლებულები) შეუძლიათ ქონდეთ თავისი კულტურის ცენტრი, გაზეთი, ჟურნალი, თეატრი და სხვა და ეს არანაირად არ უშლის ხელს იტალიის სახელმწიფოებრიობას, მაშინ რატომ შეუშლის ქართულ სახელმწიფოებრიობას ხელს ეთნიკური ქართველებისთვის - მეგრელებისთვის ამ ყოველვეს ქონა?

ჩვენ მეგრელები რაღაც მტრებად წარმოგვიდგენია მგონი, როცა ასეთი არგუმენტები მოგვყავს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი2
პოსტი Jan 30 2008, 12:21 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 15-January 08
წევრი № 3,639



კანუდოსელი
ციტატა
ჩვენ მეგრელები რაღაც მტრებად წარმოგვიდგენია მგონი, როცა ასეთი არგუმენტები მოგვყავს

უმეტესობის თვალში მეგრელი არასასურველ ადამიანად იქცევა, როდესაც მეგრულად იწყებს საუბარს, ხოლო როდესაც მეგრული ენის სტატუსზე ალაპარაკდება სახელმწიფოს მტრად.
მანამდე ერთი ჩვეულებრივი აფერისტია. wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 30 2008, 12:23 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ეგრი2 @ Jan 30 2008, 01:21 PM) *

კანუდოსელი

უმეტესობის თვალში მეგრელი არასასურველ ადამიანად იქცევა, როდესაც მეგრულად იწყებს საუბარს, ხოლო როდესაც მეგრული ენის სტატუსზე ალაპარაკდება სახელმწიფოს მტრად.
მანამდე ერთი ჩვეულებრივი აფერისტია. wink.gif



100%

ეს მიდგომაც ვიწრო ნაციონალურ-შოვინისტუსია, ქართულთან საერთო არა აქვს, მით უმეტეს, რომ ვამაყობთ დავითით, რომელიც ჭეშმარიტ კავკასიურ ეკუმენეს ქმნიდა - იმპერიას და არა ვიწრო ეთნიკურ სახელმწიფოს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 30 2008, 01:23 PM
პოსტი #17


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



...........


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 30 2008, 01:27 PM
პოსტი #18


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ეგრი2
ციტატა
უმეტესობის თვალში მეგრელი არასასურველ ადამიანად იქცევა, როდესაც მეგრულად იწყებს საუბარს

არა, ეს ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში მე არ ვფიქრობ ასე, მაგრამ აქ საქმე გვაქვს არა კონკრეტულად მეგრელებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაზე არამედ უხერხულ სიტუაციაზე, როდესაც გარშემო მყოფები ჩვენთვის უცხო ენაზე იწყებენ ლაპარაკს. მე, როდესაც უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანების წრეში ვდგავარ და ვსუბრობ ხოლმე მაქსიმალურად ვერიდები დიალოგის მომენტში ქართველებთან ქართულად საუბარს, რადგან უცხოელი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება, რაღაც მომენტში გამოდის, რომ თითქოს მას უმალავ რაღაცას და მისგან საიდუმლოდ ლაპარაკობ. ეს უკულტურობაა. ამიტომ არ მოსწონს ხალხის უმეტესობას მეგრულად ლაპარაკი საერთო შეკრებისას და ჯგუფური საუბრისას. სხვათაშორის იგივე ნაკლებად ეშლებათ სვანებს, ძალიან იშვიათია, რომ სვანები და რომელიმე სხვა კუთხის ხალხი ერთად შეიკრიბონ და უცბად სვანებმა ერთმანეთში სვანურად ლაპარაკი გააბან.
ციტატა
მეგრული ენის სტატუსზე ალაპარაკდება სახელმწიფოს მტრად.

გააჩნია სტატუსს... მე აქ მხარი დავუჭირე მეგრული ვიკიპედიის შექმნას, ასევე არა-ოფიციალური მეგრული ვებ-გვერდების შექმნას, კულტურული ღონისძიებებისას და ა.შ. გამოყენებას. ეს ყველაფერი მეგრულ ენას აცოცხლებს კიდეც და თავის უდიდეს კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობასაც შეუნარჩუნებს.

რაც შეეხება მეგრული ენისადმი სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას კონსტიტუციის დონეზე, მასმედიის მაუწყებლობას და ა.შ. ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს მეგრელების ექსტეგრაციას ერთიანი ქართველი ერისგან და ადრე თუ გვიან შესაძლოა სეპარატიზმის ნიშნებიც გაჩნდეს. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის კარგი ნამდვილად არ იქნება.

P.S. ამგვარი მიდგომებით შეიძლება სამეგრელოს ავტონომიური რესპუბლიკა მივიღოთ დედაქალაქით - ზუგდიდი, სადაც სახელმწიფო ენა იქნება აგრეთვე მეგრული, ქუჩაში გამოჩნდება ორენოვანი წარწერები და ა.შ. თუმცა ამაზე უარესიც შეიძლება მოხდეს.... ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს აფხაზი და ქართველი განუყოფელი ცნებები იყო.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 30 2008, 01:48 PM
პოსტი #19


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
მე ვერ გავიგე რატომ არ შეიძლება მეგრული ენის არსებობა დამწერლობის ქონითაც.

არ შეიძლება იმიტომ, რომ ამას რეალური მიზანი არ გააჩნია გარდა ერთისა, მოხდეს ქართული ეთნოსის დანაწევრება და შემდეგ ამის პოლიტიკურად გამოყენება მტრის მიერ. yes.gif

დღევანდელი სამეგრელოს და აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოველთვის ოფიციალური ენა იყო ქართული, არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი მეფის კარზე, არც ერთი მონეტა, არც ერთი ნაკეთობა, არც ერთი წარწერა მეგრულ ენაზე. ღვთისმსახურება და საეკლესიო ლიტერატურა (რაც იმ დროს ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი ამსახველი იყო ენის სტატუსის, ანბანის არსებობის და მისი გამოყენების) არასოდეს არ თარგმნილა მეგრულად. მეგრულ ენას ყოველთვის ის სტატუსი ჰქონდა, რაც ახლა გააჩნია. სხვათაშორის იგივეს თქმა შეიძლება აფხაზურზეც და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ უკლებლივ ყველა ჩანაწერზე. აფხაზური ენისთვის დამწერლობის გამოგონება (თანაც რუსული ანბანის საფუძველზე, არადა ამ იბერიულ-კავკასიური ენისთვის აშკარად მოუხერხებელია რუსული ასოები... ძ, ჭ, წ, ყ და მსგავსი ასოების არ არსებობის გამო) მეფის რუსეთის დროს, შემდეგ ენის მექანიკურად გამდიდრება უამრავი ტერმინოლოგიით (სახემწიფო ენის სტატუსის მისანიჭებლად), რომელიც აფხაზურში არც არსებობდა და არც იყო ამის საჭიროება, (და არც იციან ეს სიტყვები თვითონ აფხაზებმა) წარმოადგენდა ძალიან სერიოზულ და მიზანმიმართულ, მრავალ წელზე გათვლილ ქმედებას აფხაზეთის ერთიანი საქართველოსთვის ჩამოშორების მიზნით. ამას კავშირი არა აქვს არც ადამიანის უფლებებთან და არც დემოკრატიის ნორმებთან. შედეგიც შესაბამისია. იგივე მიდგომები არ უნდა დაიწყოს სამეგრელოში.

ხელოვნურად ანბანის შექმნა და სახელმწიფო სტატუსის მინიჭება მეგრულისათვის იქნება სერიოზული ანტი-ქართული ნაბიჯი.

საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, რაღაც მომენტში, ისტორიული სიტუაციიდან და სამართლიანობიდან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც არავითარი სახელმწიფო სტატუსი არ უნდა ჰქონდეს აფხაზურს, მაგრამ დღეს ეს გარდაუვალია, ამ კარუსელს ახლა უკუღმა ვერავინ დაატრიალებს, ცარისტული რუსეთის იმპერიამ და ნაწილობრივ საბჭოთა კავშირმა თითქმის 200 წლის მანძილზე ყველაფერი გააკეთა აფხაზების ქართველებისგან გამოსაყოფად. ახლა იგივე არ უნდა მოხდეს მეგრელების შემთხვევაში.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 30 2008, 02:25 PM
პოსტი #20


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



საერთოდ ენის და ანბანის სტატუსები ყველგან ძალიან პირობითია, იგი მთლიანად გადაჯაჭვულია პოლიტიკაზე და იმპერიალისტური სახელმწიფოები (ჩვენს შემთხვევაში რუსეთი) მას იყენებენ მოწინააღმდეგის დასაშლელად, დესტაბილიზაციის შესატანად და ა.შ.

მაშინ მოვიგონოთ მოდი იმერული ენაც, იმერეთში, რომ დიალექტზე საუბრობენ მოვახდინოთ მისი ფორმაცია ენის დონემდე. სახლს ოფიციალურად ოდა ერქვას იმერულ ენაზე, კომშს - ბია. შესაბამისი კვეცა და კუმშვა, რაც დამახასიათებელია იქ ლაპარაკისთვის ოფიციალურ განსხვავებულ ფორმად დამტკიცდეს, მოიძიოს ძველი ჩანაწერები და აღდგეს სიტყვის ის ფორმები, რომელსაც უძველეს დროში მხოლოდ იმერეთში ხმარობენ და მივიღებთ იმერულ ენას, რომელსაც მერე სტატუსსაც მოვუძებნით, ძალიან შეცდება ვინმე თუ იფიქრებს, რომ ჩეხური სლოვაკურისგან, რუმინული მოლდოვურისგან ან სერბული ბოსნიურისგან უფრო მეტადაა განსხვავევბული, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მათ სახელმწიფო ენის სტატუსები აქვთ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 05:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი