IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ტერიტორია
bimo
პოსტი Nov 3 2008, 07:31 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 3-November 08
წევრი № 5,889



სომხეთი,სივნიეთი(ყარაბაღი) ქართული ტერიტორია იყო,ჩვენს წ.აღ-მდე პირველ ს. ტიგრან მეორის დროს არმენები დასახლდნენ იქ სადაც ქართული ეთნოსი-სომხები ცხოვრობდნენ.ქართული ბედოვლათობის გამო მათ სომხები შევარქვით. ასევე მოხდა აფხაზეთში,ჩამოსახლებულ აფსუებს ქართული ეთნოსის- აფხაზების(ძერვაშიძე,მარშანია
..)სახელი ვაჩუქეთ.პუტინ-ჰეროდოტე უფრო შორს წავიდა და საქართველოს გული-სამაჩაბლო ოსურ ტერიტორიად და რუსეთის საკუთრებად გამოაცხადა!(1922წ. ცხინვალში სამი ოსური ოჯახი ცხოვრობდა),თან ქსნის საერისთავოც მიაყოლა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Jan 29 2009, 02:11 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



ოს ეპისკოპოსს!

ბერძენ მეძველსტილე ,,წინააღმდგომთა სინოდის“ ეპ. გიორგი ფუხაევს!
(ასლი _ მიტრ. კვიპრიანეს)

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, საფიქრებელია, ეროვნებით ოსი ბრძანდებით, სულაც არ გაგვიკვირდება, კავკასიისა და საქართველოს ისტორია ზედმიწევნით არ გქონდეთ შესწავლილი. ამიტომ და იმიტომაც, რომ თქვენი არც დაბადებისა და აღზრდის ადგილი ვიცი და არც ასაკი, თავს მოვალედ ვგრძნობ, მოგაწოდოთ შემდეგი განმარტება:
საქართველოს ძირითადი ეთნოსის, ,,ქართლელის“ საცხოვრისს ,,ქართლი“ ეწოდება; აქედან _ ,,საქართლელო“ _ წარმოსდგება, ძიდითადად, ჩვენი ქვეყნის სახელწოდებაც _ საქართველო. და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად ძველქართული უნდა იყოს მიწა, რომელსაც დასახელებაში ეს ფუძე უდევს _ ,,შიდა ქართლი“ (საქართველოში არსებობს, ასევე, ქვემო და ზემო ქართლი)! რამდენადაც იქ მთავრებად, ძირითადად, ძველი ქართველი თავადები _ მაჩაბლები იყვნენ, მას სხვაგვარად ,,სამაჩაბლოსაც“ ვეძახით. ამ კუთხის (რეგიონი) მთავარი ქალაქი (ადმინისტრაციული ცენტრი) ცხინვალი იმდენად ქართული წარმომავლობისაა, რომ XX საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისშიც კი იქ სულ რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა. საერთოდ, ჩვენმა მეზობელმა და მოძმე ხალხმა _ ოსებმა ბოლო საუკუნეებში იწყეთ შიდა ქართლში გადმოსახლება თქვენი ისტორიული სამშობლოდან _ ოსეთიდან (ალანია). მიუხედავად ამისა, ქ. ცხინვალში უმეტესობას ყოველთვის ეთნიკური ქართველები წარმოადგენდნენ. ჩვენი ერები ყოველთვის კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ ათეულობით წლების განმავლობაში. როცა საქართველო რუსმა კომუნისტებმა დაიპყრეს (1921წ), მათ ამის შემდეგ მიანიჭეს აქ მცხოვრებ ოსურ მოსახლეობას თვითმმართველობა (ავტონომია) ეთნიკური ნიშნით, მაგრამ პოლიტიკური მიზნით, რათა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნის შემთხვევაში მოსკოვის კრემლს ეს კუთხე მიეერთებინა თავის ფედერაციაში მყოფი ნამდვილი ოსეთისათვის (იგივე ,,ნაღმი“ იგივე მიზნით ჩაიდო საქართველოს სხვა კუთხეშიც _ აფხაზეთში), რაც განახორციელეს კიდეც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე (1991წ): ხელოვნურად (პროვოკაციულად), საიდუმლო აგენტურის გამოყენებით კრემლელმა პოლიტიკოსებმა, სამწუხაროდ, ქართულ და ოსურ, ქართულ და აფსუა-ადიღე მოსახლეობას შორის გააჩაღეს ომი, რომლის შედეგადაც ამ უკანასკნელთადმი მათი სამხედრო დახმარებით მოხდა ეთნიკური წმენდა და ამ მიწებიდან ქართველთა გამოძევება თუ იძულებითი გადმოსახლება. ეს პოლიტიკა გრძელდება ახლაც...
თქვენ არ უნდა აგერიოთ ეს მდგომარეობა კავკასიის სხვა უბედურებაში _ რუსულ-ჩაჩნურ ომში. ჩაჩნეთი (იგივე იჩქერია) ვაინახელი ხალხის, ჩაჩნების ისტორიული სამშობლოა და რუსეთმა ის მხოლოდ XIX საუკუნეში დაიპყრო ათეული წლებით ომის შემდეგ. ახლა გროზნო თავისი დამოუკიდებლობის დაბრუნებას ცდილობს, ხოლო ცხინვალი და სოხუმი _ მის მოპოვებას...
რაც შეეხება ცნებას ,,სამხრეთ ოსეთი“: როგორც აღვნიშნეთ, სამაჩაბლოს მიწაზე მოსახლეებს კომუნისტებმა ხელოვნურად მიანიჭეს თვითმმართველობა და უწოდეს ამ მხარეს ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. იმის შემდეგ, რაც იქაურმა სეპარატისტულმა მთავრობამ 1991წ-ს არაკონსტიტუციურად, საერთო-სახალხო გამოკითხვის (რეფერენდუმი) გარეშე, დამოუკიდებლობა გამოაცხადა (არ იკმარა ავტონომიურობა და ოლქი რესპუბლიკად გამოაცხადა) ანუ თვითონვე გაიუქმა ავტონომიური ოლქის სტატუსი, ეს გადაწყვეტილება (თვითგაუქმება) დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლად არჩეულმა პრეზიდენტმა და პარლამენტმა (რაც დღემდე ძალაშია). ასე რომ, ,,სამხრეთ ოსეთი“ იურიდიულ-კონსტიტუციურადაც აღარ არსებობს და ის არც არავის უცვნია.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ისტორიულ მიწაზე ცალკე ,,ალანიის ეპარქიის“ გახსნა, რაც თქვენ მოახდინეთ, წარმოადგენს ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობას.
თქვენი ნებაა, იქ ეკლესიებს გახსნით თუ არა, მაგრამ ჩვენს ნებას ნამდვილად აღემატება რომელიმე ქვეყნის ამა თუ იმ კუთხისთვის ისტორიული სახელის დამახინჯება და ამით ამ ქვეყნის შეურაცხყოფა. ეს იგივეა, ვინმემ კვიპროსის თურქულ ნაწილს ,,სამხრეთ თურქეთი“ ან ინგლისის, ვთქვათ, ფრანგულ დასახლებას _ ,,ჩრდილოეთ საფრანგეთი“ უწოდოს და იქ შესაბამისი დასახელების ეპარქიები გახსნას...
უმორჩილესად გთხოვთ, სამაჩაბლოს უძველეს ქართულ მიწას უღმერთო კომუნისტების მიერ გამოგონილი სახელით ნუღა მოიხსენებთ და ამით თქვენს სახელს ჩრდილს ნუ მიაყენებთ.
როგორც თქვენი მსჯელობიდან ჩანს, მხედველობიდან გრჩებათ ან თქვენთვის ცნობილი არაა, რომ 1990წ. საქართველოში ჩატარდა საბჭოთა კავშირში პირველი მრავალპარტიული და თავისუფალი არჩევნები, რომლის შედეგადაც მოსულმა მართლმადიდებლურმა და ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა საქ. დამოუკიდებლობა (ის უკვე ვთქვით, რომ ეს მანვე გააუქმა უკანონოდ შექმნილი ,,სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქი). 1991-92წწ.. საქართველოში განხორციელდა კომუნისტური შურისძიება (,,რევანში“) სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების სახით, რომელიც ,,კრემლმა“ და ,,თეთრმა სახლმა“ დაგეგმა ხელისუფლებაში ე. შევარდნაძის მოყვანის მიზნით. ეს უკანასკნელი და მისი ,,მთავრობა“, აგრძელებდა რა კომუნისტურ პოლიტიკას ეროვნულ საკითხშიც, მოიხსენებდა სამაჩაბლოს ქართულ მიწას ისევ ,,სამხრეთ ოსეთად“. იგივეს აგრძელებენ, სამწუხაროდ, დღეს წინა ხელისუფლებისაგან არაკონსტიტუციურად დატოვებული მასონური ,,დე-ფაქტო“ მთავრობის წევრებიც, რომლებიც, როგორც უწყით, ასე მხეცურად დაესხნენ თავს თქვენი ეპარქიის მღვდელსა და მრევლს და დაარბიეს და დააპატიმრეს ისინი. ამიტომ, ამ ,,მთავრობის“ გამონათქვამებზე დაყრდნობა თქვენი მხრივ, მოგვიტევეთ და, ცოტა უხერხულია.
ისევ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ამჟამინდელ კონსტიტუციაშიც კი ეს ყოფილი ავტონომია აღარ არსებობს და რომელ ,,ადგილობრივ კონსტიტუციას“ ეყრდნობით, როცა ,,სამხრეთ ოსეთს“ ახსენებთ?


უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე
ემიგრაციული ეკლესიის (მიტროპოლიტ ვიტალის სინოდი)
ქართული სამრევლოს მოძღვარი პარიზში, 2005წ.


მინაწერი (P.S): ზემოდასახელებული წერილი, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, გამოქვეყნდა რუსულ და სხვა უცხო ენებზეც.
მღვდ. გ. ს.


16/29. 01. 2009


--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 17 2009, 08:40 PM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ეს რა თემაა კაცო biggrin.gif

ვ ჩომ სუწ? laugh.gif



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 17 2009, 09:12 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



bimo
ჩემ ტი ზანიმაეშსია? biggrin.gif


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jijikoi
პოსტი Mar 19 2009, 10:58 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 9-March 09
წევრი № 6,616



blink.gif blink.gif blink.gif blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Dec 23 2009, 02:59 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 16-December 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7,825



ციტატა
ანუ თვითონვე გაიუქმა ავტონომიური ოლქის სტატუსი, ეს გადაწყვეტილება (თვითგაუქმება) დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლად არჩეულმა პრეზიდენტმა და პარლამენტმა (რაც დღემდე ძალაშია). ასე რომ, ,,სამხრეთ ოსეთი“ იურიდიულ-კონსტიტუციურადაც აღარ არსებობს და ის არც არავის უცვნია.


გეთანხმებით აბსოლიტურად თან თუ არ ვცდები მაგ გაუქმებაზე რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის ელცინის ხელმოწერაც არის,
და მართლაც მაგ ყოფილ ოლქს არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს.


--------------------
ენა მამული სარწმუნოება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Dec 23 2009, 03:27 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(bimo @ Nov 3 2008, 07:31 PM) *

სომხეთი,სივნიეთი(ყარაბაღი) ქართული ტერიტორია იყო,ჩვენს წ.აღ-მდე პირველ ს. ტიგრან მეორის დროს არმენები დასახლდნენ იქ სადაც ქართული ეთნოსი-სომხები ცხოვრობდნენ.ქართული ბედოვლათობის გამო მათ სომხები შევარქვით.


ეგ ტერიტორია არასდროს არ ყოფილა ისტორიულად ქართველების განსახლების არეალი. ამასთან არც ყარაბაღია სივნიეთი და ყარაბაღი უფრო ისტორიული ალბანური მხარეა, თუმცა სომხები დავობენ არ არისო.

ციტატა(bimo @ Nov 3 2008, 07:31 PM) *

ასევე მოხდა აფხაზეთში,ჩამოსახლებულ აფსუებს ქართული ეთნოსის- აფხაზების(ძერვაშიძე,მარშანია
..)სახელი ვაჩუქეთ.პუტინ-ჰეროდოტე უფრო შორს წავიდა და საქართველოს გული-სამაჩაბლო ოსურ ტერიტორიად და რუსეთის საკუთრებად გამოაცხადა!(1922წ. ცხინვალში სამი ოსური ოჯახი ცხოვრობდა),თან ქსნის საერისთავოც მიაყოლა.



ეს სამაჩაბლო კიდე რაღა ოხრობაა, ეგ ტერმინი ისეთივე ისტორიული სიმახინჯეა როგორ ტერმინი 'სამხრეთ ოსეთი'. რაც შეეხება სახელ აფხაზს ეგ სახელწოდება ჩვენ არავისთვის გვიჩუქებია უბლალოდ ძველი ქართველები აბაზგებისა და აფშილების გაერთიანებას ამ კრებითი სახელწოდებით იხსენიებდნენ, ხოლო მათი შთამომავლებია დღევანდელი აფსუა-აფხაზები.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 07:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი