თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ძველი ქართული ხელნაწერები

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: May 15 2007, 12:43 PM

ვანის ოთხთავი XII-XIIIსს-ის მიჯნა



IPB Image


IPB Image


IPB Image



IPB Image

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2007, 01:40 PM

shakuna_

არაჩვეულებრივია!!! wub.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 15 2007, 04:28 PM

დღეს ვნახე smile.gif
მაგრამ არ გადამაღებინეს sad.gif


პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: May 15 2007, 09:14 PM

QUOTE(_Matasi_ @ May 15 2007, 03:28 PM) *

დღეს ვნახე smile.gif
მაგრამ არ გადამაღებინეს sad.gif




ხოდა ესეთ მასალაზე უკომენტარობა ცოტა საწყენია .... არამგონია აწი რაიმე დავდო უბრალოდ ხალისიც აღარ მაქვს... sad.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 15 2007, 10:31 PM

shakuna_
პირიქით, უნდა დადო smile.gif და გაგვახარო smile.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Jul 11 2007, 05:02 PM

ციტატა
ხოდა ესეთ მასალაზე უკომენტარობა ცოტა საწყენია ....


ამას რად უნდა კომენტარი, ყველა სურათი ჩემს კომპშია უკვე შენეხული...

ისე მართალი ხარ კომენრტარი კი არა, დიიიიდი მადლობები უნდა ამას smile.gif

2kiss.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 13 2007, 08:15 PM

ვა საინტერესო სურათებია ძაან უნიკალურიც კი მადლობა დიდი smile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jul 14 2007, 05:56 PM

ისტორიაც ხომ არ იცით ამ ოთხთავის?



მართლა უნიკალურია blink.gif

პოსტის ავტორი: gvantsi თარიღი: Jul 19 2007, 05:36 PM

აუ ძაან საინტერსო სურათებია....................მართლა ცნობებიც თუ მოგეპოვებათ მათ შესახებ ჩვენც გაგვანათლეთ ვინც არ ვიცითsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2007, 12:27 PM

გადავწვიტე, ამ თემაშივე განმეთავსებინა არმაზის ბილინგვა:

IPB-ს სურათი

II საუკუნე, 1940 წ ნაპოვნი, გაშიფრა გიორგი წერეთელმა / Bilingual stelae of Armazi containing the burial inscription of Seraphite, wife of the local official of Iberia, written in Greek and Aramaic languages.

ბერძნული ვარიანტი
“სერაფიტი, ასული პიტიახშ ჯავახ მცირისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა – ქართველთა მეფის დიდი ქსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, გარდაიცვალა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდაერთი წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა.

არამეული ვარიანტი
“მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა. ის ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა.


პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Aug 2 2007, 11:32 PM

ციტატა(N. R. @ Jul 14 2007, 05:56 PM) *

ისტორიაც ხომ არ იცით ამ ოთხთავის?


კი, ვიცით http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html ვანის ოთხთავი გადაწერილია მე-12-13 საუკუნეების მიჯნაზე ჰრომანას მონასტერში კონსტანტინეპოლში გადამწერ იოანეს მიერ. მხატვრული მორთულობა, როგორც ამას ხელნაწერის ბერძნული მინაწერი გვამცონობს, ეკუთვნის ბერძენ ოქროთმწერალ მიქაელ კორესელს. ოთხთავის ტექსტი გიორგი მთაწმიდელის რედაქციისა. იოანეს მიერ ხელნაწერისთვის დართულ ანდერძში ნახსენებია თამარი, რის საფუძველზეც ფიქრობენ, რომ ხელნაწერის შექმნა იოანესთვის დაუვალებია თამარს ან მასთან დაახლოებულ წრეს:

ესე სახარებაჲ მე, იოვანე უღირსმან, საპყარმან და მლოცველმან წმიდის დედოფლის თამარისმან, ვიოფლე წერით ქალაქსა შინა კოსტანტინეპოლის. ლოცვა-ყავთ ყოველთა.

ერთი, რაც არ მესმის, არის ის, თუ რატომაა თამარი ნახსენები როგორც დედოფალი.

ციტატა(shakuna_ @ May 15 2007, 12:43 PM) *


IPB-ს სურათი



აი ეს გვერდი ვანის ოთხთავიდან არ უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 4 2007, 03:21 AM

ამას თქვენთვითონვე გადაუღეთ სურათები?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2007, 01:45 PM

ციტატა(komisia @ Aug 4 2007, 03:21 AM) *

ამას თქვენთვითონვე გადაუღეთ სურათები?


არა, ეს მასალები ინტერნეტით მოვიძიე..

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 4 2007, 05:08 PM

ციტატა
არა, ეს მასალები ინტერნეტით მოვიძიე..

ვაა, ეგეთი საიტებიც არის რომ ესენი იდოს? ავშენებულვართ wink.gif
კარგია რაც მეტი სასარგებლო რამე ნეტში. yes.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 12 2007, 06:29 PM

ბოლნისის სიონი, 493/4 წ.

IPB-ს სურათი


მცირე იადგარი, 987 წ.

IPB-ს სურათი



ათონის კრებული, 1074 წ.
IPB-ს სურათი



დიალოღნი, XI ს. დამდეგი
IPB-ს სურათი



პირველნაბეჭდი ქართული წიგნი "ქართულის ლექსიკონი"
ქართულ-იტალიური ლექსიკონი დაბეჭდილი რომში სტეფანო პაოლინის და ნიკიფორე ირბახის (ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილის) მიერ


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


პირველნაბეჭდი ქართული წიგნი "ქართულის გრამატიკა"
ქართული ენის გარმატიკა მაჯიოს ავტორობით

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 20 2007, 12:20 PM

IPB-ს სურათი
XII-XIII საუკუნის სახარება

IPB-ს სურათი
ყმა-მამულის შეწირულობის წიგნი XVI ს.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2007, 01:14 AM

IPB-ს სურათი
მარტვილის სახარება (XIს)


IPB-ს სურათი
ალავერდის სახარება (XIს)


IPB-ს სურათი
ბერთის სახარება (XIIს.)


IPB-ს სურათი
გრიგოლ ღვთისმეტყველი

IPB-ს სურათი
მიქაელ მოდრეკილის იადგარი


IPB-ს სურათი
მოქვის სახარება (1300წ)


IPB-ს სურათი
ხახულის ხატის დეტალი

IPB-ს სურათი
ჯრუჭის I სახარება (Xს.)

IPB-ს სურათი
ჯრუჭის II სახარება (XIIს)

IPB-ს სურათი
ჯვრის მონასტრის დეკორი

IPB-ს სურათი
გელათის ტაძარი, მოზაიკა


IPB-ს სურათი
მარტვილის ტაძრის დეკორი


IPB-ს სურათი
გელათის ტაძრის დეკორის დეტალები


IPB-ს სურათი
მცირე სვინაქსარი (1030წ)


IPB-ს სურათი
მარტვილის ტაძრის საკურთხეველი


IPB-ს სურათი
გელათის ტაძრის ჩრდილოეთ კედელი


IPB-ს სურათი
მაცხოვრის ხატი, ფერწერა (XIVს.)

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2007, 01:39 AM

ყდა:

IPB-ს სურათი
სამოციქულო (XVIს)


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი
ოთხთავი (1563წ.)


IPB-ს სურათი
ჯრუჭის I სახარება (Xს.)



IPB-ს სურათი
სამოციქულო (XVIს)




IPB-ს სურათი
ოთხთავი (1792წ.)

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი
ღვთისმშობლის დაუჯდომელი (1747წ.)


IPB-ს სურათი
ავგაროზი (XIXს)


IPB-ს სურათი
წყაროსთავის სახარება (XII)




IPB-ს სურათი
ოთხთავი (XVIს)


IPB-ს სურათი
გელათის სახარება (XIIს)


IPB-ს სურათი
წყაროსთავის სახარება (XIIს)


IPB-ს სურათი
ოთხთავი (1563წ.)


IPB-ს სურათი
ალავერდის სახარება (XIს)


IPB-ს სურათი
სამოციქულო (XVIს)



კალიგრაფია:

IPB-ს სურათი
გრიგოლ რომის პაპის დიალოღონი (Xს)


IPB-ს სურათი
სახარება (X ს.)


IPB-ს სურათი
სვეტიცხოვლის გულანი (1681წ.)


IPB-ს სურათი
მარიამისეული ქართლის ცხოვრება


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2007, 11:13 AM

მინიატურა:

IPB-ს სურათი
ფსალმუნი (XIII-XVსს)


IPB-ს სურათი
სვეტიცხოვლის გულანი (1681წ.)


IPB-ს სურათი
ზატიკი (XII ს.)


IPB-ს სურათი
ლარგვისის სახარება

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
გელათის სახარება (XII)

IPB-ს სურათი
გელათის სახარება (XII

IPB-ს სურათი
გელათის სახარება (XII)

IPB-ს სურათი
გელათის სახარება (XII)


IPB-ს სურათი
გელათის სახარება (XII)


IPB-ს სურათი
ექვთიმე ათონელის სვინაქსარი (XI)


IPB-ს სურათი
ფსალმუნი (XIII-XV)

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2007, 11:31 AM

IPB-ს სურათი
ჯრუჭი II (XII)


IPB-ს სურათი
შემოქმედის გულანი (XVIII)


IPB-ს სურათი
მარტვილის სახარება


IPB-ს სურათი
ჯრუჭის I სახარება (Xს.)


IPB-ს სურათი
მცირე სვინაქსარი (XIს.)


IPB-ს სურათი
იოანე ოქროპირის ცხოვრება (XIს.)


IPB-ს სურათი
პალიმფსესტი


IPB-ს სურათი
წყაროსთავის სახარება (XIს.)

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2007, 11:50 AM

IPB-ს სურათი
ვანის სახარება (XIIს)


IPB-ს სურათი
ვეფხისტყაოსანი (1680წ.)


IPB-ს სურათი
სვანური მრავალთავი (Xს)


IPB-ს სურათი
ჯრუჭის II სახარება (XIIს)


IPB-ს სურათი
სახარება (Xს)

IPB-ს სურათი
სახარება (XI ს.)


IPB-ს სურათი
მარტვილის სახარება (XIს.)

IPB-ს სურათი
შემოქმედის გულანი (XVIII)

IPB-ს სურათი
ყარამანიანი (XVIII ს.)

IPB-ს სურათი
კრებული (1713წ.)

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2007, 12:07 PM

ისტორიული დოკუმენტები:

IPB-ს სურათი
დაწერილი შიო მღვიმის კრებულისა მწირველისადმი(XIIIს)


IPB-ს სურათი
გრიგოლ სურამელის ანდერძი შიომღვიმისადმი(XIIIს)


IPB-ს სურათი
არჩილ II-ის სიგელი სვეტიცხოვლისადმი (XIIს.)


IPB-ს სურათი
არჩილ II-ის სიგელი სვეტიცხოვლისადმი (XIIს.)


IPB-ს სურათი
შიო მღვიმის კრებულის დაწერილი ტოხაისძეებისადმი(XIIს.)


IPB-ს სურათი
ქვენიფნეველის დაწერილი სამადინისძისადმი(XVს)


IPB-ს სურათი
გიორგი V-ის წყალობის სიგელი (XIV ს.)


IPB-ს სურათი
ბაგრატ IV-ის სიგელი (XIს)

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2007, 12:27 PM

IPB-ს სურათი
მათეს სახარების I თავი

IPB-ს სურათი
ჭედური ჯვარი (XIV-XVს.)

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 12 2008, 02:46 PM

წყაროსთავის სახარება

IPB-ს სურათი

ფსალმუნი (XIII-XVსს.)

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2015, 11:26 PM

http://www.radikal.ru


''ვაი, მომემშია'' - გადამწერის მინაწერი მარტვილის სახარებაზე.

მარტვილის სახარება, 1050 წ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2015, 08:15 PM

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ხელისუფლებას მიმართავენ


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. მიმართვის საფუძველი ებრაელთა ისტორიის მუზეუმის მიერ, ცენტრის საცავში არსებული ებრაულ ხელნაწერთა კოლექციის ნაწილის მუზეუმისთვის გადაცემის საკითხის დაყენება გახდა.

„ბოლო დროს დ . ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმმა რამდენჯერმე დააყენა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ებრაულ ხელნაწერთა კოლექციის ერთი ნაწილის, მათ შორის უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ლაილაშის ბიბლიის მუზეუმისთვის გადაცემის საკითხი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტის) დაარსების მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში – სახელმწიფო თუ კერძო კოლექციებში – არსებული ხელნაწერი მემკვიდრეობის ერთ სიძველეთსაცავში თავმოყრა, შესაბამისი დაცვის პირობების შექმნა და მათი სამეცნიერო კვლევა სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით, წლების განმავლობაში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდები შეივსო არა მარტო ქართულ, არამედ ბერძნულ, სომხურ, სლავურ, სპარსულ, არაბულ, თურქულ, სხვა აღმოსავლურ თუ ევროპულ და მათ შორის, ებრაულ ენებზე შესრულებული მდიდარი კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ხელნაწერი ნიმუშებით.

ათწლეულების განმავლობაში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კვლევები, რის საფუძველზეც ცენტრს დამსახურებულად აქვს მოპოვებული საერთაშორისო აღიარება. ამავე დროს ცენტრში სისტემატურად ხორციელდება საგამოფენო, საგანმანათლებლო, სარესტავრაციო, სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი პროექტები, რომელთა მიზანია სხვადასხვაენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის დაცვა - შენახვა და პოპულარიზაცია.

ნებისმიერი ექსპონატის, მით უფრო – მსოფლიო მნიშვნელობის „ ლაილაშის ბიბლიის“, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან სხვა დაწესებულებისათვის გადაცემა ქმნის სახიფათო პრეცედენტს, მთლიანად არღვევს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შექმნისა და საქმიანობის მთავარ პრინციპს, ეწინააღმდეგება კოლექციათა მთლიანობის იდეას და არ შეესაბამება საერთაშორისო სამუზეუმო პრაქტიკაში დამკვიდრებულ კოლექციათა განუყოფლობის პრინციპს. კოლექციათა ერთიანობის რღვევის ტენდენცია მომავალში დიდი პრობლემა გახდება ზოგადად ქართული სამუზეუმო სივრცისათვის.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმედს ვიტოვებთ , რომ არ შეექმნება საფრთხე ცენტრის უნიკალური კოლექციის ერთიანობას“, - აღნიშნულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების განცხადებაში.

http://news.ge/ge/news/story/129934-khelnatserta-erovnuli-tsentris-tanamshromlebi-khelisuflebas-mimartaven

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2016, 08:55 PM

"ერთი კალიგრაფი წერდა, - კალამი დამივარდა და წვერი მოსტყდა, რის გამოც ვერ მოვახერხე გადაწერაო. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ კალმის წვერი ნაზი და წვრილი უნდა ყოფილიყო".

/"კარიბჭე" N2, 2015, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 12:46 PM

"ადრე, თურმე, ლერწმის კალმის წვერს სხვადასხვანაირად თლიდნენ იმის მიხედვით, თუ დამწერლობის რომელი სახით უნდა შეესრულებინათ ტექსტი - ნუსხურით თუ მხედრულით".

/"კარიბჭე" N2, 2015, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2016, 01:26 PM

"კალიგრაფია არ არის მხოლოდ ლამაზად წერა, ეს უფრო მეტია. კალიგრაფია მაძლევს საშუალებას გადმოვცე ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი ფიქრები და სურვილები. ვმუშაობ სასულიერო და საერო თემატიკაზე".

/მარიამ შილაკაძე
"საპატრიაქროს უწყებანი" N4, 2016, ჩანართი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2016, 02:49 PM

"უძველესი ხელნაწერები, რომელთაც ჩვენამდე მოუღწევიათ და გადაწერილია საქართველოს ყოფილ საზღვრებში და არა უცხოეთის ქართულ კერებში (სინას მთაზე, პალესტინაში, ათონზე და სხვა), ყველა ეკუთვნის ტაო-კლარჯეთის მონასტრებს".

/"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 276/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2016, 08:27 PM

"იქვეა [მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში] XII საუკუნის "ლაბსყალდის ოთხთავი", ხევის მთავარანგელოზის ეკლესიისთვის იერუსალიმში გადაწერილი XII საუკუნის "ლაჰილის ოთხთავი". მას ახლავს ანდერძი, სადაც შემწირველი მთავარანგელოზს ავედრებს ხელნაწერს და ეკლესიის მსახურებს სთხოვს, ღამით კვამლს ნუ მიუშვებთ და გაუფრთხილდით, რომ არ დაზიანდესო".

/"კარიბჭე" N25, 2009, გვ. 30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 10:01 PM

"გადმოცემით, ერთხელ ეკლესიის ეზოში არგნით გამოსული წინამძღვრისს [წმ. ამბროსი ხელაიას] ყურადღება მიიპყრო ყრუ ხმამ, რომელიც მიწის სიღრმიდან ამოდიოდა; მამა ამბროსის მითითებით გათხარეს ის ადგილი და იპოვეს აკლდამა, სადაც ინახებოდა უძვირფასესი ხელნაწერები. მათ შორის იყო ჭელიშური ხელნაწერიც".

/"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 მარტი, გვ.158/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 9 2017, 11:39 AM

"ურბნისის მწიგნობართა შესახებ მასალას ჩვენამდე ძალზე ნაკლული სახით მოუღწევია. XVI საუკუნეში ურბნისში მოღვაწეობდა ვლასი ურბნელი, რომელმაც არაერთი დიდებული ხელნაწერი გადაარჩინა დაღუპვასა და განადგურებას. მის მიერ შეკაზმული მრავალი ხელნაწერი ჯვრის მონასტერში ინახებოდა.

საკმაოდ ცნობილი გახლდათ ევდემოზ რატიშვილი. მისი დაკვეთით საბა მღვდელსა და ზაქარია მწერალს 1674 წელს დაუმზადებიათ საკმაოდ ცნობილი ხელნაწერი - ყანჩაეთის ჟამნგულანი, ის მოხატულია მდიდრულად, ზოგიერთ ილუსტრაციას არშიაზე კალიგრაფიული მხედრულით მიწერილი აქვს ევდემოზის სასულიერო შინაარსის ლექსები. დაურთავს ფერადებით შესრულებული პორტრეტიც ევდემოზისა. როგორც ირკვევა, ევდემოზს ეს ხელნაწერი შეუწირავს კაბენის მონასტრისთვის. მნიშვნელოვანია ასევე ნიკოლოზ ხერხეულიძის მოღვაწეობაც, რომელმაც იქ მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი საქმიანობა ჩაატარა. როგორც ირკვევა, ის ლექსებსაც წერდა. ექვთიმე თაყაიშვილს უპოვია მისი ერთი ლექსი, რომელიც ქვაზე იყო ამოკვეთილი.

ძველი ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობით ყოფილა დაინტერესებული იოსებ ურბნელიც. მისი დავალებით სიონის დეკანოზს ნოკოლოზს გადაუწერია საგალობლები. ურბნისს ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. ამ წიგნთსაცავიდან ჩვენამდე მოღწეულია რამდენიმე ხელნაწერი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბნისის სახარება, რომელიც გადაუწერია იოანე ტატანელს. საყურადღებოა აგრეთვე გულანი, რომელიც ვახტანგ ლევანის ძემ და მისმა მეუღლემ რუსუდანმა გადააწერინეს (1707წ.) იესე გარსევანიშვილს და შესწირეს ურბნისის ტაძარს."

/"კარიბჭე" N5, 2008, გვ. 54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2017, 01:15 PM

"1934 წელს, ეპისკოპოსი ეფრემი [სიდამონიძე] მივლინებული იყო ეჩმიაძინში, სადაც გაეცნო ქართულ ხელნაწერებსა და შეხვდა სომეხთა კათალიკოს ხორენს".

/"კარიბჭე" N7, 2017, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2017, 08:49 PM

"[ალავერდის ოთხთავი, XI ს.] ეს არის ერთადერთი ქართული ხელნაწერი, რომელშიც გვხვდება მაცხოვრის ტილოზე აღბეჭდილი ხელთუქმნელი ხატის, ანუ მანდილიონის გამოსახულება.

ხელნაწერი მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის შაჰ-აბასის მიერ კახეთის მოოხრების, ლუარსაბა ქართლის მეფის, მისი დედის - თამარის დატყვევების, კახთა დედოფლის ქეთევანის წამების (1624) და სხვა მნიშვნელოვან მოვლენების შესახებ".

/"ლამპარი" N9, 2017, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2017, 12:29 PM

ხელნაწერები

ჩვენამდე მოღწეულია ძველი აღთქმის ორი უძველესი კრებული - ოშკისა და მცხეთის ბიბლიები. ოშკის ანუ ათონის ბიბლია ათონის ივერთა მონასტერშია დაცული და გადაწერილია X საუკუნეში, 978 წელს, ცნობილი ათონელი მოღვაწის, იოანე-თორნიკეს დაკვეთით. მოღწეულია ათონის ბიბლიის სამი გადამწერის სახელი - მიქაელი, სტეფანე და გიორგი. ეგრეთ წოდებული მცხეთის ბიბლია კი, რომელსაც სხვაგვარად საბას ბიბლიას უწოდებენ, XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. იგი დიდ სულხან-საბა ორბელიანს შეუდგენია.

მიუხედავად იმისა, რომ ოშკის ბიბლიიდან მცხეთის ბიბლიამდე საკმაოდ დიდი პერიოდი, შვიდი საუკუნეა, ამ შუალედში ბიბლიის სხვა კრებული არ ჩანს, სამაგიეროდ, ჩვენამდე მოაღწია სწორედ ამ შუალედში გადაწერილმა ცამეტმა ხელნაწერმა, რომლებიც ძველი აღთქმის ამა თუ იმ წიგნს შეიცავენ და რომლებმაც მოუმზადეს ნიადაგი მცხეთის ბიბლიისა და შემდგომი კრებულების მომზადებას საქართველოში.

ჩვენამდე მოაღწია ამ შუალედში შექმნილმა გელათურმა ბიბლიამ, რომელიც XI საუკუნის ბოლო წლებით თარიღდება. გელათურ ბიბლიას თან ერთვის განმარტებები, კატენები, რის გამოც მას "კატენებიან ბიბლიასაც" უწოდებენ.

უნიკალურ ხელნაწერთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ადიშის ოთხთავი, რომელიც დღესაც სვანეთში, მესტიის მუზეუმშია დაცული; ოპიზის 913 წლის ხელნაწერი, რომელიც ოპიზიდან ათონზე გადაუტანიათ და ახლაც იქაა დავანებული; ჯრუჭის ოთხთავი, რომელიც 936 წლით თარიღდება; პარხლის მრავალთავის გადამწერის, გაბრიელ პატარაიას მიერ გადაწერილი პარხლის ხელნაწერი, ქსნის ოთხთავი, რომელსაც IX საუკუნით ათარიღებენ, აგრეთვე X საუკუნით დათარიღებული ურბნისის ოთხთავი.

/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2017, 12:28 PM


ნიკორწმინდა
ეს სოფელი რაჭაში ერთ-ერთი მადლიანი ადგილია. ნიკორწმინდიდან მიდის ჭელიშის მონასტრისკენ გზა. სოფლის ცენტრში დგას ნიკორწმინდის დიდებული ტაძარი. ეკლესიის მშენებლობა XI საუკუნის დასაწყისში დაუსრულებიათ. ტაძრის კედელზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: "ქრისტე, ძეო, ღმრთისაო, ადიდე სიმრთელით და დღეგრძელობით შენ მიერ გვირგვინოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე, და ქართველთა კურაპალატი. და გაზარდე ძე მათი გიორგი ნებასა შინა შენსა მეოხებითა წმიდისა მღვდელთმოძღუარისა ნიკოლოზისაითა".

ისტორიული წყაროების მიხედვით, რაჭის ერისთავები მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობას მისდევდნენ. შოშიტა მესამის დაკვეთით გადაუწერიათ "გულანი", როსტომ ერისთავის ბრძანებით გადაწერილია "სამართლის წიგნები", "ქილილა და დამანა", "კარაბადინი".

აღმოსავლეთ საქართველოდან დევნილი კახთა მეფე თეიმურაზ I იმერეთს აფარებდა თავს. იგი რაჭის ხშირი სტუმარიც ყოფილა. მას რაჭაში დაუწერია "შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა", "შამიფარვანიანი". რაჭას ხშირად სტუმრობდა არჩილ მეფეც.

თედო ჟორდანიას ნიკორწმინდის საბუთთა შორის უპოვია ტყავის გრაგნილზე (ეტრატი) ხუცურით დაწერილი ერისთავთ ერისთავ რატის ძის კირილეს სიგელი. სიგელიდან ჩანს, რომ იმ დროისთვის ნიკორწმინდას მდიდარი მეურნეობა ჰქონდა. თითოეულ მათგანში ცალკე სასახლე იყო აგებული.

1919 წელს, რაჭაში ყოფნის დროს, ექვთიმე თაყაიშვილს ნიკორწმინდაში უპოვია "სულთა მატიანის" ერთი თაბახი - მოხსენიებანი საქართველოს მეფეთა და კათალიკოსთა. იგი სამ ნაწილად იყოფა. პირველია დავითნი. სულ შვიდი რვეული. გადაწერილია ზოსიმე კარგარეთელის მიერ გიორგი მეორის იმერეთში მეფობის დროს. გადამწერლად მოხსენიებულია აგრეთვე იოაკიმე ჭუმბურისძე. მეორე ნაწილი დაწერილია სხვა ხელით და სხვა ქაღალდზე, მაგრამ ასევე მეფე გიორგი მეორის დროს და მოიცავს სხვადასხვა ისტორიულ მინაწერს. ხელნაწერის მესამე ნაწილიც სხვა ხელითაა დაწერილი, მაგრამ გადაწერილია ისევ გიორგი მეორის მეფობისას. შეიცავს საგალობლებს. ამ ნაწილში მოხსენიებულია მანოელ ჩხეტიძე, რომელიც იმერეთის მეფეს, ბაგრატ მესამეს ხონელ ეპისკოპოსად დაუნიშნავს, ხოლო 1534 წელს დაუდგენია ნიკორწმინდელად და XVI საუკუნის მეორე ნახევარში ის მაწყვერელი გამხდარა.

ნიკორწმინდის ხელნაწერში, საქართველოს მეფეებთან ერთად, მოხსენიებულნი არიან მღვდელმთავრები: იოანე, სამოელი, შიო, ევლალი, პეტრე, მელქისედეკი (სვეტიცხოვლის მეორედ აღმშენებელ-განმაახლებელი), ოქროპირი (იოანე ოქროპირი), გიორგი (გიორგი ტაოელი), გაბრიელ საფარელი, პეტრე, ევსტატი, გიორგი, დიმიტრი, ბასილი, იოანე, სვიმეონი, მელქისედეკ ძე მეფისა, საბა, არსენი გულაბერიძე, მიქაელ მირიანის ძე.

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.49/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2017, 03:02 PM

"ისტორიკოსი გიორგი ბოჭორიძე წერს: "ერთი უძველესი ხანის ცენტრთაგანი უნდა ყოფილიყო ჭელიში. ეკლესია ძლიერ დიდი ხნის აშენებული არ უნდა იყოს. იგი შიგნით და გარეთ გალესილია კირით და არავითარი წარწერა არ უჩანს, ვფიქრობ, XIV-XVI საუკუნეებისაა. უძველესი ხანის არის მხოლოდ მონასტრის გამოქვაბულები ბერთათვის და სადაყუდებულო - განდგომილთათვის მაღალ კლდეში. მაგრამ ჭელიშში რომ დიდი კულტურის ცენტრი უნდა ყოფილიყო უძველეს ხანაში, ამას ადასტურებს ის ხელნაწერი წიგნები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. ერთი ასეთთაგანია ეტრატზე ნაწერი ოთხთავი XI საუკუნისა, გადატანილი შემდეგ ხონჭიორში. ამ ოთხთავის მინაწერი და ანდერძი გვეუბნება, რომ ოთხთავი ჭელიშის კუთვნილებაა. იგივე ანდერძი იხსენიებს მრავალ ძვირფას ჭედილ და მინანქრიან ნივთებს, რომლებიც გაუკეთებია ჭელიშისთვის დანიელ ხანბაშურის გაზრდილს ნიკოლოზს".

ტაძარი საფუძლიანად შეუკეთებია XVI საუკუნეში ნიკორწმინდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (საყვარელიძე).

ჭელიშის მონასტერში ინახებოდა არაერთი ძველი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა წმინდა ამბროსიმ (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა "მოქცევაი ქართლისაის" მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი."

/კარიბჭე N21, 2008, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 11:09 AM

"იფარის თემში შედის მთაზე ბუდესავით გამოკიდებული სოფელი ჰადიში. ამ ისტორიულმა სოფელმა შემოგვინახა ჰადიშის ოთხთავი. ოთხი საუკუნე იცავდა აქაური მოსახლეობა შატბერდში გადაწერილ ამ სახარებას. ის დღეს მესტიის მუზეუმში ინახება."

/"კარიბჭე" N22, 2009, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 03:33 PM

- ჯუმათის მონასტერი საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვანი კერაც იყო...

- ჯუმათის მონასტრის მამასახლისს, ნიკოლოზს კლარჯეთიდან 5 ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთ-კანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნიკოლოზ ჯუმათელი XV-XVI საუკუნეების მოღვაწე უნდა იყოს. კლარჯეთის მონასტრიდან წიგნების წამოღება გამოწვეული უნდა ყოფილიყო ამ მხარეში თურქთა განუწყვეტელი თარეშით. 1873 წელს დ. ბაქრაძემ ჩოხატაურის რაიონში მდებარე უდაბნოს მონასტრის ბიბლიოთეკაში ნახა ადიშის მრავალთავი, რომელიც, როგორც ჩანს, XVII საუკუნეში გადმოუტანიათ სვანეთიდან. მასთან ერთად მეცნიერს უნახავს იოანე ოქროპირის თარგმანება და მეტაფრასი ანუ წმინდანთა ცხოვრება, ძვირფას ეტრატზე ხუცურით შესრულებული ხელნაწერი. 1920 წელს მრავალთავი უდაბნოს მონასტრის ბერებმა დაუთმეს ა. შანიძეს. ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.

/პროფესორი ცაცა ჩხარტიშვილი
"კარიბჭე" N22, 2009, გვ.55/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 09:05 PM

მოქვის ტაძარი (X ს.)

მოქვის ტაძარი ოჩამჩირის რაიონში, მდინარე მოქვის ნაპირას მდებარეობს. ის აფხაზეთში არსებულ ტაძართა შორის ერთადერთია, რომლის აგების შესახებ წერილობითი საბუთი მოგვეპოვება. "მატიანე ქართლისაი" გვამცნობს, რომ აფხაზთა მეფის გიორგის ძემ ლეონმა "აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ". თვით ის ფაქტი, რომ მემატიანემ საჭიროდ მიიჩნია, ტაძრის აგება საგანგებოდ მოეხსენიებინა, მოქვის მნიშვნელოვან სასულიერო ცენტრად აღიარებას მოწმობს. ლეონის მეფობის მიხედვით, ძეგლის თარიღი 957-967 წლებს შორის ექცევა.

მოქვი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. ტაძარს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ქართული ხელნაწერები, რომლებიც მოქვის მოღვაწეთა სახელებს გვამცნობენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია დანიელ მოქველის თაოსნობით 1300 წელს გადაწერილი ოთხთავი. იგი მდიდრულად არის მოხატული, შემკულია ოსტატურად შესრულებული ორნამენტებით.

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2017, 08:56 PM

"[კომუნისტების დროს] უძველესი, ეტრატზე ნაწერი გულანი კი კოოპერატივში შესახვევ ქაღალდად გამოუყენებიათ".

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.91/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2017, 11:03 PM

"მახსოვს მონაზონთა ნაქონი უძველესი ტყავისყდიანი და პერგამენტზე ნაწერი წიგნები, რომლებიდანაც ჩვენი მეზობლები (ჩვენ გარდა იმ სახლში სხვებიც ცხოვრობდნენ) თუთუნის გასახვევად ფურცლებს ხევდნენ..."

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.101/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:51 PM

"..საშინელი შიმშილობის და გაჭირვების დროს, დიდი სამამულო ომი პერიოდში, არც უფიქრია [დეკანოზ მაკარი გაჩეჩილაძეს] წიგნები ან საბუთები, რომლებიც გაჩეჩილაძეთა სასულიერო წოდების საგვარეულო ბიბლიოთეკაში ინახებოდა და რამდენიმე თაობას ეკუთვნოდა, გაეყიდა..."

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.117, 131/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 11:56 AM

"გარეთ გამოტანილ სიწმინდეთა შორის იყო ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება, რომლის შესახებაც თედო სახოკია გვაუწყებს: "ლიხაურის ეკლესიაში შენახულია ტყავზე დაწერილი ოთხთავი ასომთავრული ხუცურით. აქაურ მღვდელ კონტრიძეს დაუკაზმინებია ეს განძი და საკმაოდ სისუფთავით შეუნახავსო".

კომკავშირელებმა მას ყდა გადააძრეს და ცეცხლს მისცეს... ამ დროს ერთ-ერთ კომკავიშრელს მამა ნესტორისათვის ხელები გაუხსნია, ამ უკანასკნელს ცეცხლიდან აუტაცია სახარება და გულში ჩაუკრავს... მისი ხელის ხლება ვეღარავის გაუბედავს..."

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.150-151/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 10:10 PM

"ისტორიკოს თედო სახოკიას ცნობით, აქ ყოფილა "სახარება ძვირფას თვალმარგალიტით შეჭედილ-შემკული... მესამოცე წლებში, ამ ძვირფასი სახარების მაგიერ, რაღაც მანქანებით, მხოლოდ ვერცხლით შეჭედილი სახარება დარჩა ამ მონასტერში".

წყაროებში მიუთითებენ, რომ შემოქმედის მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა. აქ დაცული ყოფილა ორი შესანიშნავი ხელნაწერი: "გულანი" და "ფუტკარი" ანუ ლოცვანი და ბერძნული ეკლესიის ზოგი წმინდანის ცხოვრების კრებული".

/"კარიბჭე" N4, 2006, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 11:07 AM

"წმინდა [ნიკოლოზ] კათოლიკოსმა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა 1049 წელს დაწერილი, მშვენიერი ყდით შემკული, ტყავზე ხელით ნაწერი სახარება".

/"კარიბჭე" N4, 2006, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 01:37 PM

"იქვეა [მესტიის მუზეუმში] XII საუკუნის "ლაფსყალდის ოთხთავი", იერუსალიმში გადაწერილი XII საუკუნის "ლაჰილის ოთხთავი", რომელიც ვინმე გრიგოლ ხფცხიანის დაკვეთით საგანგებოდ ხევის მთავარანგელოზის ეკლესიისთვის შეუსრულებიათ. მას ახლავს ანდერძი, სადაც შემწირველი მთავარანგელოზს ავედრებს ხელნაწერს და ეკლესიის მსახურებს სთხოვს, ღამით კვარს ნუ მიუშვებთ და გაუფრთხილდით ხელნაწერს, რომ არ დაზიანდესო. აქვეა დაცული "ლატალის ლექციონარი" და სხვა უნიკალური ხელნაწერები."

/"კარიბჭე" N2, 2007, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 06:26 PM

"გასაკვირი არ არის, რომ ახალი შუამთის მონასტერს უმდიდრესი საგანძური და წიგნსაცავი ჰქონდა. თინათინ დედოფალს წვლილი მიუძღვის ქართული ხელნაწერების გამრავლების საქმეშიც".

/"თვენი", წიგნი 25, გვ.241/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2017, 11:43 AM

"- ლიტერატურის მუზეუმში ხელნაწერთა ყველაზე დიდი კოლექციაა. ჩვენთან არის დაცული ხელნაწერი წიგნები. მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაცულ ნუსხათა შორის უძველესია ფერადი მინიატურებით შემკული XII საუკუნის ათონური ოთხთავი. ძველ ხელნაწერთა შორის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია: "ვეფხისტყაოსნის" მე-17-19 საუკუნეების რედაქციები, "ომანიანი", "ქილილა და დამანა", სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" და "ქართული ლექსიკონი" (XVIII-XIX ს.ს-ში გადაწერილი), ვახუშტი ბატონიშვილის "ქართლის ცხოვრება" და "გეოგრაფია" (1829 წელს გადაწერილი), XVIII-XIX ს.ს-ის ფილოსოფიურ-რელიგიური ხასიათის თხზულებანი, ოთხთავები, საგალობელთა კრებულები, წყალობისა და ბოძების სიგელები. აქვეა დაცული ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე მაჩაბლის, ნიკო ნიკოლაძის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით კლდიაშვილის, ვასილ ბარნოვის, გალაკტიონ ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გიორგი ლეონიძის, კოტე მაყაშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, გერონტი ქიქოძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, ნიკო სამადაშვილისა და სხვა მწერალთა არქივები თუ ცალკეული ხელნაწერები. აღსანიშნავია ალექსანდრე დიუმას, ივანე ტურგენევის, არტურ ლაისტის, მარჯორი და ოლივერ უორდროპების, მაქსიმ გორკის, ალექსანდრ ბლოკის, ანდრეი ბელის, კონსტანტინ ბალმონტის, ვალერი ბრიუსოვის, ბორის პასტერნაკის და სხვა უცხოელ მწერალთა ნაწარმოებების ავტოგრაფები და პირადი წერილები ქართველი მოღვაწეებისადმი. გარდა ამისა, ჩვენი განყოფილების ფუნქცია გახლავთ ის, რომ ჩვენ ვემსახურებით მკვლევარებს, ვაწვდით მათ საინტერესო მასალებს."

/"კარიბჭე" N18, 2009, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 12:48 PM

"პირველი ქართული წიგნი - "სახარება" თბილისში 1709 წელს დაიბეჭდა ვახტანგ VI-ის მიერ. ზუსტად ასი წლის შემდეგ წიგნი დაიბეჭდა სოფელ წესში. ეს საყურადღებოა იმითაც, რომ საქართველოში სხვა სოფელი არც გვეგულება, სადაც იმხანად ვინმეს წიგნი დაებეჭდოს.

წესში 1808 წელს დაუბეჭდავთ საღმრთო წიგნი "სავედრებელი ღვთისმშობლისა", ხოლო 1811 წელს - "გამოკრებული სადღესასწაულო სოფელსა შინა წესს, ხელითა მესტამბე რომანოზ ზუბაშვილისთა, რომელი მიცვალებულ იქმნა უწინარეს ბეჭუდისა ამის. ხოლო შემდგომად მიცვალებისა მისისა მე, ძემან მისმან, მესტამბემ დავით, ვიწყე და აღვასრულე ძალითა ღვთისათა".

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:05 PM

მამა სერაფიონის [გურგენიძე] მიერ ხელშენახები წიგნები და საეკლესიო ნივთები ერთ-ერთ ოჯახში, ქალბატონ ჟუჟუნა როინიშვილთან ინახება. ერთ სქელტანიან წიგნს ასეთი წარწერა აქვს: "ესე მარხვანი კუთვნილ არს სოფლის თლუღის წმინდა გიორგის ეკლესიისა, ჩყნა წელსა", ბოლო გვერდზე კი წერია: "ვკითხულობდი ამ მარხვანს მელქისედეკ იოვაკიმის ძე გურგენიძე. სამი ორი კვირა და კიდევა კარგათ ვისწავლე დეოდორობის საკითხავები. გურგენიძე მელქისედეკი, 1881 წელსა, იანვარსა.

შედარებით მომცრო, თუმცა საკმაოდ სქელტანიანი წიგნი "დავითნია". ჩანს, თავის დროზე განუახლებიათ. ბოლო გვერდზე თარიღად 1873 წელი უზის და ასეთი წარწერაა: "ღმერთო, იხსენ თალაკვაძე, ღმერთო, იხსენ".

ეს "დავითნი" ეკუთვნის მღვდელ იოაკიმ გურგენიძეს, ჯვარცმის გამოსახულებით შემკული შავი გარეკანი ჟამთასვლას გაუცრეცია.

აქვეა მელქისედეკის მოწაფის, ვასილ გურგენიძის ნაქონი ჟამნი."

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2017, 11:39 AM

"საქართველოს საექსარხოსოს საეკლესიო მუზეუმმა მიიღო ძვირფასი ხელთნაწერი სახარება - V საუკუნისა, სახარება დაწერილია ბერძნულ ენაზედ. იგი სვანეთში ერთ მონასტერში ყოფილა შენახული. იქიდან გადმოუტანიათ გელათში. როცა გელათიდან ეს ხელთნაწერი მუზეუმისთვის გამოუგზავნიათ, რაღაც შემთხვევით ხელში ჩაუგდიათ გერმანელებს. როდესაც მუზეუმს გაუგია, სად იყო სახარება, დაუბარებია და უკანვე მიუღია".


/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 09:16 PM

"ტყავის ყდებში ჩასმული ძველი წიგნების სურნელი შალვა ნუცუბიძეს ბოლომდე დარჩა მღელვარე მოგონებად."

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 09:40 PM

"წყაროთ მკაზმავობა"

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 09:53 PM

ეცერი

"ხეობაში მდებარე სოფელ ბარში დადეშქელიანების რეზიდენცია იყო. ჩვენ დრომდე მოაღწია გალავნით შემოზღუდული ციხესიმაგრის ნანგრევებმა მაღალი კოშკით. იქვეა ქურაში, რომლის პატარა, კოხტა ეკლესიაში დაცულია ხელნაწერი ოთხთავი. ეკლესია მოუხატავთ XI-XII საუკუნეების მიჯნაზე."

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2017, 11:25 AM

"ქრისტიანობის შემოსვლამ ჩვენში განავითარა წიგნის კულტურა, ხელნაწერი წიგნების შექმნის ხელოვნება. XVIII საუკუნემდე, ვიდრე ვახტანგ VI სტამბას დააარსებდა, ჩვენში წიგნებს ხელით წერდნენ. ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა სკრიპტორიუმები, სადაც გადამწერი ბერები მოღვაწეობდნენ. გადამწერთა სკოლები არსებობდა სინას მთაზე, დავითგარეჯის უდაბნოში... გადაწერის ოსტატები თავისი დროის ყველაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. მათი სახელები ზოგჯერ ანდერძ-მინაწერებშია მოხსენიებული.

ქართული ხელნაწერების სახით ჩვენამდე მოღწეული ფასდაუდებელი სულიერი მემკვიდრეობა მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ძალისხმევითა და რუდუნებით მუშაკობდნენ ჩვენი წინაპრები; როგორ ჰქონდათ ნაგრძნობი ქართული დამწერლობის მშვენიერება, სიმდიდრე და სისადავე; ყოველ ასოს როგორ აგვირისტებდნენ, ძერწავდნენ, თავს დაჰკანკალებდნენ, სულს უბერავდნენ, ეალერსებოდნენ...
დრო-ჟამისგან გახუნებული ეტრატებითა და ფოლიანტებით მონაბერი ჰაერი თითქოს ინახავს ღვაწლით დამაშვრალ წინაპართა მადლმოსილი სულის სურნელსა და სუნთქვას, სენაკების სიმარტოვეს... უხილავად გვაკავშირებს სანატრელ "საოცრების წარსულთან", ჩვენს გარდასულ ყოფასთან, ფესვებთან.

საბედნიეროდ, საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის გაწყვეტილი ტრადიცია აღდგა. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის კეთილი ნებით, 1989 წელს დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხელნაწერი სახარების გადაწერა და განსრულდა 2000 წელს. სახარება გადაიწერა ეტრატზე, რადგანაც ეტრატს, ტრადიციულად, საზეიმო დანიშნულება აქვს. შემდეგ წესითა და რიგით აკინძეს, ვერცხლის მოოქრული ფირფიტებით მოჭედილ ყდაში ჩასვეს, პატიოსანი თვლებითა და მინანქრის ეპიზოდებით შეამკეს და წმინდა სამების ტაძარში დააბრძანეს.
ამ ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის რაფაელ გოგიტიძეს, რომელსაც კალიგრაფის საოცარი ნიჭი უბოძა ღმერთმა. ამ ნიჭმა უკარნახა, ძალისხმევა არ დაეშურებინა, ძველი კალიგრაფების დარად ფოლადის კალამი მოემარჯვებინა და ეტრატებზე ჩვენი საუკუნის ხელწერაც შეექმნა."

/კარიბჭე N21, 2006, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2017, 11:41 AM

"ძალიან კარგი იქნებოდა, თუ თითოეულ მონასტერში ერთი ხელნაწერი წიგნი მაინც შეიქმნებოდა."

"სახარების გადაწერის დროს არაერთხელ ისეთი ენით გამოუთქმელი ნეტარებით აღმვსებია გული, რომ ალბათ ამაზე დიდი ამქვეყანაზე არაფერი არსებობს. ყოველთვის მზად ვარ წიგნების გადასაწერად. ახლა მეუფე ნიკოლოზი მაწერინებს სამღვდელმთავრო კონდაკს. ამისთვის საგანგებოდ ჩინური რვეული იშოვა.

/კალიგრაფი რაფაელ გოგიტიძე
"კარიბჭე" N21, 2006, გვ.27/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 09:20 PM

"[ნიქოზის] ეპარქიის ეკლესია-მონასტრებს ადრიდანვე მდიდარი წიგნსაცავი ჰქონდა. მათგან აღსანიშნავია იკორთის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერი, სადაც მძლავრი სამონასტრო სასწავლებელიც არსებულა. ცნობილი საგანმანათლებლო კერა იყო ყანჩავეთის მონასტერი. ყანჩავეთის კაბენის მონასტრიდან აღსანიშნავია XII-XIII საუკუნეების ოთხთავი."

/"კარიბჭე" N15, 2009, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 08:36 PM

"ათონზე, ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სალიტერატურო, საგრამატიკო და საკალიგრაფიო სკოლა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი მწიგნობრობის ისტორიაში".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2017, 08:05 PM

"ქვეყნის პირზე მოფენილი ხელთნაწერები"

/"კარიბჭე" N24, 2017, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:52 PM

"მონასტერში [წმინდა გიორგის მონასტერი სირიაში, ბადია ან-ნადარაში] დაცულია ფასდაუდებელი ქრისტიანული მემკვიდრეობა. ჯვრებისა და უნიკალურ მორთულობათა გარდა აქ უამრავი ხელნაწერია: დოკუმენტები, ანდერძები, არაბთა ბატონობის დროს გაცემული სიგელები, სომეხი, ქართველი თავადებისა და რუსი მეფეების შემოწირულობანი... მონასტერი სირიის უმნიშვნელოვანესი ძეგლების სიაშია შეტანილი. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის ხალხი ჩამოდის მონასტრის მოსალოცად, დიდი მოწიწებით სწირავს შემოწირულობას და პატივს მიაგებს მის წმინდა მფარველს, რომელმაც უთვალავი სასწაულით გაითქვა სახელი."

/"კარიბჭე" N22, 2006, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 04:57 PM

"შავ მთაზეა გადაწერილი დღეს ალავერდის ოთხთავის სახელით ცნობილი სახარება. ის XI საუკუნეშივე იყიდა და ხანძთას შესწირა გიორგიმ. შემდეგში ივანე ლიპარიტის ძემ უძღვნა კაცხის სავანეს, საიდანაც გეგუთში მოხვდა. 1615-1616 წლებში ის ალავერდის ტაძარში დაასვენა ზებედე წალენჯიხელმა. ბოლოს ამ საგანძურმა თბილისში დაიდო ბინა".

/"კარიბჭე" N26, 2008, გვ.53/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 12:37 PM

ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში

კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი „UNESCO“-ს რეესტრში − იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს. ხელნაწერი 6 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გახსნეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; მეცნიერებათა აკადემიის, თსუ-ს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სახარების მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანის გადაწყვეტილება |UNESCO|-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა მიიღო. ქართული ხელნაწერი იმ 78 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2017 წელს შეემატა. ხელნაწერის ნომინაცია საქართველოს ეროვნულმა არქივმა „UNESCO“-ს 2016 წელს წარუდგინა.

უმნიშვნელოვანესი და იშვიათი ქართული ხელნაწერის ახალი აღწერილობის შექმნამდე (2015 წელი) სახარება-პალიმფსესტზე მხოლოდ მოკლე და მშრალი ინფორმაცია არსებობდა. შესწავლამ გამოავლინა, რომ ხელნაწერი შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს და მასში არა ორი, არამედ, სულ მცირე, 4 ხელნაწერია ძირითადი ტექსტისა და ქვედა ფენების სახით; დაზუსტდა ტექსტის ქრონოლოგიაც.

ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. უძველესი შრე, რომელიც IX-X საუკუნეებით განისაზღვრება, ასომთავრულითაა ნაწერი, მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს) − ნუსხურით, ანდერძ-მინაწერები კი, რომლებიც XIII-XVIII საუკუნებისაა − მხედრულით.
ხელნაწერი საუცხოოდ არის გაფორმებული: ახლავს წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატურები. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით.
ზედა ფენის გადამწერი და გამცხოველებელი − ვინმე გიორგი, მომგებელი კი, ბერი ესტატეა.

ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ახალი ნომინაციის გარდა შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია:
ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (2013);
ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (2015):
ანბანდიდი სახარება (IX ს.),
ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.),
ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.),
ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.),
ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი),
შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი),
შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი),
მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).
2018 წლის იანვარში ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ყველა ხელნაწერისა და ისტორიული საბუთების გამოფენა იგეგმება.

/"საპატრიარქოს უწყებანი" N38, 2017, გვ.8/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 08:49 PM

"მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ ბედიის სამონასტრო კომპლექსში შექმნა შესანიშნავი წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნთსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით".

/"სამთავროს მაყვლოვანი" N2, 2017, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:43 AM

"არ შეაწუხოთ ხელნაწერიო"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009", გვ.118/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 10:47 AM

"საყურადღებოა კიდევ ერთი ხელნაწერი - იოანე სინელის "კლემაქსის" 983 წელს გადაწერილი ნუსხა, რომლის მინაწერში ვკითხულობთ: "ესე წმინდაი წიგნი მე, იოვანე სვინკელმან, დავერე ბრძანებითა წმიდისა მამისა და მოძღურისა ჩემისა იოვანესითა და ეფთვიმისითა... დაიწერა ქუეყანასა საბერძნეთისასა, უდაბნოსა მთაწმინდისასა". ხელნაწერი დაუმზადებია "საბა უცბად მჩხრეკელს", რომელიც ათონელი მოღვაწე - "საბა უცბად მწერალი" უნდა იყოს".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009", გვ.129/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 12:42 PM

"ცნობილია ქართველი მწიგნობარი იოანე ბარალამწმინდელი (ბარლაამწმინდელი), რომელსაც "დაუჩხრეკია" პარაკლიტონი".

"ბარნაბა ძველ ტექსტებს აცხოველებდა და დაკლებულ ადგილებს ავსებდა, ხოლო ვლასი ძველ ფოლიანტებს კრავდა და კაზმავდა".

"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 166-167/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 07:51 PM

"ბენედიქტე ზარზმელი - მან XV ს-ში გადაწერილი სასულიერო შინაარსის კრებული გადაკაზმა და აკინძა".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 170/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2018, 01:40 PM

"საბაწმიდის მონასტერში მყოფ ქართველ ბერებს თვით საბა განწმედილი თავის ანდერძში ნებას აძლევს, თავიანთ ენაზე წაიკითხონ დასახელებული ბიბლიური წიგნები."

/"კარიბჭე" N16, 2009, გვ. 10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2018, 07:28 PM

"ქრისტიანობის შემოსვლამ ჩვენში განავითარა წიგნების კულტურა, ხელნაწერი წიგნების შექმნის ხელოვნება. XVIII საუკუნემდე, ვიდრე ვახტანგ VI სტამბას დააარსებდა, ჩვენში წიგნებს ხელით წერდნენ. ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა სკრიპტორიუმები, სადაც გადამწერი ბერები მოღვაწეობდნენ. გადამწერთა სკოლები არსებობდა სინას მთაზე, დავითგარეჯის უდაბნოში...

გადაწერის ოსტატები თავისი დროის ყველაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. მათი სახელები ზოგჯერ ანდერძ-მინაწერებშია მოხსენიებული. სულიერი მემკვიდრეობა მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ძალისხმევითა და რუდუნებით მუშაკობდნენ ჩვენი წინაპრები, როგორ ჰქონდათ ნაგრძნობი ქართული დამწერლობის მშვენიერება, სიმდიდრე და სისადავე; ყოველ ასოს როგორ აგვირისტებდნენ, ძერწავდნენ, თავს დაჰკანკალებდნენ, სულს უბერავდნენ, ეალერსებოდნენ...

დრო-ჟამისგან გახუნებული ეტრატებითა და ფოლიანტებით მონაბერი ჰაერი თითქოს ინახავს ღვაწლით დამაშვრალ წინაპართა მადლმოსილი სულის სურნელსა და სუნთქვას, სენაკების სიმარტოვეს... უხილავად გვაკავშირებს სანატრელ "საოცრების წარსულთან", ჩვენს გარდასულ ყოფასთან, ფესვებთან.

საბედნიეროდ, საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის გაწყვეტილი ტრადიცია აღდგა. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის კეთილი ნებით, 1989 წელს დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხელნაწერი სახარების გადაწერა და განსრულდა 2000 წელს. სახარება გადაიწერა ეტრატზე, რადგანაც ეტრატს, ტრადიციულად, საზეიმო დანიშნულება აქვს. შემდეგ წესითა და რიგით აკინძეს, ვერცხლის მოოქრული ფირფიტებით მოჭედილ ყდაში ჩასვეს, პატიოსანი თვლებითა და მინანქრით შეამკეს და წმინდა სამების ტაძარში დააბრძანეს."

/"კარიბჭე" N16, 2009, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2018, 02:27 PM

დერტავი

"ეს მონასტერი ქართველ ქალთა სამოღვაწეო ადგილია იერუსალიმში. ადრე იგი ტაოში, ჭოროხის ხეობაში ან შავ მთაზე ეგულებოდათ. კორნელი კეკელიძემ გაარკვია, რომ ასეთი სახელის სავანე იერუსალიმში იყო. მასთან არის დაკავშირებული ერთი ძვირფასი კრებული საინტერესო ანდერძ-მინაწერებით. როგორც ირკვევა, ის გადაუწერიათ დერტაველი ქალების დაკვეთით.


იგი წერს: "დელტაველთა დათა ყოველთავე შეუნდვენ უფალო! დაიწერა საფასითა(?) მათითა. მეცა მომიხსენეთ ცოდვილი ბასილი მჩხრეკელი". ერთი ძეგლის ბოლოს იკითხება: "სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა ცხოველსმყოფელისა საფლავისაითა მე, ცოდვილი და უღირსი ეკატერინე, ღირს ვიქმენ აღწერად წმიდისა ამის და სულთა განმანათლებლისა სვიმეონის ცხოვრებისა. აწ წმიდათა მენელსაცხებლეთა სწორნო დანო დელტაველნო. ქრისტეს სიყვარულისათვის, ვინცა ღირს იქმნეთ წარკითხვად წმიდისა ამის ცხოვრებისა სვიმეონისსა. თქუთ წმიდათა პირითა თქუენითა მოტევებაი ცოდვათა ჩემთაი" და იქვე: "დანო პატიოსანნო, გევედრები ბასილი საითური, უცბად ჩხრეკისათვის შემინდევით".

დამოწმებულ ანდერძ-მინაწერებით ირკვევა, რომ დერტავში მოღვაწეობდნენ ქართველი მანდილოსნები, რომელთა წინამძღვარი ეკატერინე ყოფილა. მათი თაოსნობით მრავლდებოდა ხელნაწერები. ისინი, როგორც ჩანს, მწიგნობართა კადრებზეც ზრუნავდნენ. გადამწერელი ბასილი კი მათი აღმზრდელია."

/"კარიბჭე" N6, 2010,გვ.45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2019, 03:33 PM

"XVI ს-ის დამდეგს იერუსალიმში მზეჭაბუკ ათაბაგმა წარგზავნა კალიგრაფი და მხატვარი ამბროსი. მან გადაწერა ოთხთავი. მის მიერ შესრულებული მინიატურები, მიუხედავად დაზიანებისა, წარმოაჩენს მხატვრის ოსტატობას. ამბროსიმ წვლილი შეიტანა ჯვრის მონასტრის სამეურნეო ცხოვრებაში. შემონახულია ჯვრის აღაპი, რომელიც გვაცნობს როგორც ამ წვლილს, ისე სამხრეთ საქართველოს გამოჩენილი ფეოდალური სახლის - სამცხის ათაბაგთა ოჯახის ზრუნვას იერუსალიმის ქართულ სავანეებზე".

/"კარიბჭე" N9, 2011, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2019, 05:17 PM

"[რუის-ურბნისის] ეპარქიათა ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ორივე საკათედრო ტაძარში და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავები იყო. ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე და სხვა. ინფორმაციას ურბნისის მწიგნობართა შესახებ ჩვენამდე ძალზე ნაკლული სახით მოუღწევია, მაგრამ აუცილებლად დასტურდება, რომ ურბნისის მოღვაწენი ნაყოფიერ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ, ურბნისში ერთგვარი ლიტერატურული ტრადიციებიც კი შეინიშნება.

XVI ს-ში ურბნისში მოღვაწეობდა ძველი ქართული კულტურის თავდადებული მუშაკი ვლასი ურბნელი, რომელმაც არაერთი დიდებული ხელნაწერი გადაარჩინა დაღუპვასა და განადგურებას. მის მიერ შეკაზმული მრავალი ხელნაწერი ჯვრის მონასტერში ინახება.

საკმაოდ ცნობილი ფიგურაა ევდემოზ რატიშვილი (1669 წ.) გნოლისთავისძე, ის ქსნის ერისთავთა სახლის ძედ მოიხსენიებდა თავს, რაც საფიქრებელს ხდის, რომ ევდემოზი დედის ხაზით ქსნის ერისთავთა დიდ ფეოდალურ სახლს ენათესავებოდა, იგი ჯერ ურბნელად, შემდეგ მანგლელად, უკანასკნელად - ქართლის მთავარეპისკოპოსად იხსენიება.

XVIII საუკუნეში ურბნისში მოღვაწეობდა ნიკოლოზ ხერხეულიძე (1739 წ.), რომელმაც იქ მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი საქმიანობა ჩაატარა. როგორც ირკვევა, ნიკოლოზი ლექსებსაც წერდა, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილს უპოვია მისი ერთი ქვაზე ამოკვეთილი ლექსი.

ძველი ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობით დაინტერესებული ყოფილა იოსებ ურბნელიც. მისი დავალებით, სიონის დეკანოზს ნიკოლოზს (1768 წ.) გადაუწერია საგალობლები".

/"კარიბჭე" N10, 2011, გვ. 31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2019, 03:58 PM

"[ტაო-კლარჯეთში] წყაროსთავი მნიშვნელოვანი ცენტრია, აქ დაიწერა წყაროსთავის ოთხთავი და ბევრი სხვა წიგნი; სწორედ აქ მოღვაწეობდა ბექა და ბეშქენ ოპიზრები"

/"კრიალოსანი" N8, 2009, გვ.30/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2020, 09:29 PM

"იონა - იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკის ერთი ქართული ხელნაწერის იოანესეული ანდერძიდან ვიგებთ, რომ მას "ხახულით მოღებული" ეს ხელნაწერი კალიპოსს უპოვია. იგი შემთხვევით რომ არ გადარჩენილიყო, ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა ხახულის მონასტრის ძვირფას ხელნაწერზე და, რაც მთავარია, არ გვექნებოდა შეუწონელი ეროვნული სიმდიდრე - ცხოვრება წმ. გრიგოლ ხანძთელისა"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 240/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2020, 03:13 PM

"ერთადერთი წესდება, რომელიც სრულად არის მოღწეული ჩვენამდე, ეს არის აქ დაბეჭდილი პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი, რომელიც დაწერია ორ ენაზე, ქართულად და ბერძნულად. ძველი ხელნაწერის მიხედვით შესრულებული წესდება ხიოსის კუნძულზეა დაცული კორაისის სახელობის ბიბლიოთეკაში"

/"კარიბჭე" N5, 2020, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 02:19 PM

"ვანი - ვანის ეკლესიაში ძვირფასი ხელნაწერები ინახებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვანის ოთხთავი, რომელიც XII - XIII სს-თა მიჯნაზე რომანას მონასტერში გადაწერილია თამარ მეფის მლოცველის "იოანე უღირსის" მიერ, ხოლო მოხატულია მიქაელ კორესელის მიერ"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 213/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 10:34 PM

"წილკანში ერთხანს მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი იოსებ სამებელი. მწერლობის ინტერესს იჩენდნენ სხვა წილკნელი მღვდელმთავრებიც - ქრისტეფორე, არსენი და სხვები, მაგრამ იქაურ მოღვაწეთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ამბროსი წილკნელი.

ამბროსის გვარი მიქაძეა. ასეა მოხსენიებული ის სათანადო დოკუმენტებში და ასეა მიჩნეული მეცნიერებაშიც. მისი ოჯახი ლიტერატურულ ტრადიციებს მოკლებული არ იყო. მამა გაბრიელი (ამბროსი) თბილისის სიონის ტაძრის დეკანოზი იყო და ხელნაწერთა გადაწერაში საკმაოდ გაწაფული.

ამბროსი ჯერ (1776-1777წ.წ.) გარეჯაში, ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწეობდა. შემდეგ ის იკორთის არქიმანდრიტია, მერე უკვე წილკნელად ვხედავთ. მისი მღვდელმთავრობა ბედნიერებით აღსავსე არ ყოფილა. ის თავის გაჭირვებას შესჩიოდა ერეკლე მეფეს და სამწყსოს შეცვლას სთხოვდა. ლეკიანობისგან გულმოკლული და მრევლის საქციელით შეწუხებული ამბროსი ჩასულა თბილისში და მეფისთვის მოუხსენებია:

"კვალად ისმინე, ხელმწიფევ, აღარ ვდგები წილკანს მეო,
ვერც უშენოდ გავსძლებ სადმე, თუ გინდ კარში გამაგდეო,
ჩემი გაძლება ჩემს გლახაკს, ჩემს სახლს ახლოს მიმაგდეო,
საოსტატოს არასა გთხოვ, მანდ შენს მლოცვლად დამაგდეო".

ამბროსი მანგლელად განაწესეს. შემდეგში ნეკრესის მიტროპოლიტობას იღებს. მის წილკანში დაწერილ თხზულებათაგან აღსანიშნავია "წიგნი აღსარებისა". ის ღამითაც კი წერდა თურმე, რათა წილკნის ტაძარი წიგნებით მოემარაგებინა. წილკანშივე გადაწერა "განგებაი წირვისაი", ღვთისმშობლის საგალობლები და სხვა. ის წილკნის ტაძარს სწირავდა არა მხოლოდ თავის მიერ გადაწერილ წიგნებს, არამედ შეძენილსაც".

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2021, 07:35 PM

"...დღევანდელი თვალით ეს არის ამ საგვარეულოს უმთავრესი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე და არა მარტო... ბაღვაშ-კახაბერიძე-ორბელებს დიდი ამაგი აქვთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. იყვნენ ხელნაწერების გადაწერა-გამრავლებაზე მზრუნველი მეცენატები, უკვეთავდნენ თარგმანებს, ლექციონებს (ალავერდის ოთხთავი, ივანე ოქროპირის ნაშრომები სამ წიგნად - ქართულ ხელნაწერთა ოქროს ფონდს მიეკუთვნება), თვითონაც ქმნიდნენ თეოლოგიურ ნაწარმოებებს (აღსანიშნავია თხზულება "მართლმადიდებლობისა და მწვალებლობისთვის"), მდიდრულად შემწირველი ქველმოქმედები, დიდ დახმარებას უწევდნენ ქართული სულიერების კერებს ახლო აღომსავლეთსა და საბერძნეთში - სირიაში, კონსტანტინოპოლში, ათონში".

/"კარიბჭე" N1, 2021, გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2021, 08:40 PM

"ნიშანდობლივია წმინდა მიწაზე [პალესტინის] ქართველთა მონასტერთა და მოღვაწეთა კვალი. ქართველები ბევრ სახელოვან სავანეებში მოსაგრეობდნენ ერთმორწმუნე ბერძნების, სირიელების, არაბებისა და სხვათა გვერდით, ჰქმნიდნენ იქ მნიშვნელოვან მწიგნობრულ კერებს. ქართული მწიგნობრობის ასეთ ცენტრებს განეკუთვნებოდნენ საბაწმინდა, პალავრა (ხარიტონწმინდა), სინას მთა კაპპათა, გეთსიმანია და სხვა".

/"კარიბჭე" N2, 2021, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2021, 11:03 AM

"ჯუმათის მონასტრის მამასახლისს, ნიკოლოზს, უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთკანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. მეცნიერები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ნიკოლოზ ჯუმათელი XV-XVI საუკუნეების მოღვაწე უნდა იყოს. კლარჯეთის მონასტრიდან წიგნების წამოღება გამოწვეული უნდა ყოფილიყო ამ მხარეში თურქთა განუწყვეტელი თარეშით. 1873 წელს დ. ბაქრაძემ ჩოხატაურის რაიონში მდებარე უდაბნოს მონასტრის ბიბლიოთეკაში ნახა ადიშის მრავალთავი, რომელიც, როგორც ჩანს, XVII საუკუნეში გადმოუტანიათ აქ სვანეთიდან. მასთან ერთად მეცნიერს უნახავს იოანე ოქროპირის თარგმანები და მეტაფრაზი ანუ წმინდათა ცხოვრება. მაღალხარისხოვან ეტრატზე მთავრული ხუცური ანბანით შესრულებული ხელნაწერი. 1920 წელს მრავალთავი უდაბნოს მონასტრის ბერებმა დაუთმეს ა.შანიძეს. ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის. ჯუმათის მონასტერთან გახსნილი იყო სასულიერო და ჭედური ხელოვნების სკოლები. აქვე იმართებოდა ბაზრობა. თვით სახელწოდება ჯუმათი - ბაზრობით განთქმულ ადგილს ნიშნავს".

/პროფესორი ცაცა ჩხარტიშვილი
"კარიბჭე" N2, 2014, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 08:01 PM

"უცხოეთის ბიბლიოთეკებში, მუზეუმებსა თუ საცავებში ინახება ქართული ხელნაწერები, რომელთა შესახებ არ გვაქვს სრული წარმოდგენა, მათზე ხელი არ მიგვიწვდება. ამჟამად ვცდილობთ, აქამდე მიუწვდომელ ასეთ არქივებში შესვლის ნებართვა მივიღოთ. რეალურად,როცა დადგება ამ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა, ამის თაობაზე აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას".

/დეკ. ანდრია ჯაღმაიძე
"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2022, გვ.14/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2022, 06:54 PM

ლელა ჯიბრიაშვილი

ამ მანდილოსნის სახელი შემოგვინახა XIII საუკუნის ერთმა სახარებამ, რომელიც ლელას დაუხსნია. სათანადო მინაწერში, რომელიც ხელნაწერის აღმწერის - ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ლ. ქუთათელაძის აზრით XVI - XVII საუკუნეებისაა. ვკითხულობთ: "ესე ოთხთავი სახარებაი, წედის ციხე რომ აღიღო ერისთავმან, მაშინ წულუკიძემ წაიღო. მე ლელა ჯიბრიაშვილის ქალმან დავიხსენი".

ჩანს, ლელას აფიქრებდა ქართულ ხელნაწერთა ბედი, ესმოდა მათი დაღუპვის საშიშროება და განადგურებისაგან ხსნის აუცილებლობა.

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 86/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2022, 07:09 PM

"თინათინ დედოფალს [ლევან კახთა მეფის მეუღლე] გარკვეული წვლილი მიუძღვის ქართული ხელნაწერების გამრავლების საქმეში"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 73/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 01:29 PM

"მარიამ დედოფალი [(1605 - 1682) ასული მანუჩარ დადიანისა, მეუღლე ქართლის მეფის როსტომისა, ხოლო შემდეგ ვახტანგ მეხუთისა] ენერგიულად უწყობდა ხელს ლიტერატურული ტრადიციების გაღვივებას. მისი ბრძანებით დამზადებული (1633-1643 წლებში) "ქართლის ცხოვრების" ძვირფასი ნუსხა. მარიამ დედოფალმა ტყვეობიდან დაიხსნა მთელი რიგი ხელნაწერები: პარხლის მრავალთავი, სვეტიცხოვლის ჟამნი, ტბეთის ოთხთავი. მანვე განაახლებინა პარხლის მრავალთავი, ს. ჭალის გულანი, ახლად შეაკვრევინა მეტაფრასი და ა.შ."

"პროფ. ლ. მენაბდე წერს: პ. ინგოროყვას "ინტერესი თამარის პოეტური მემკვიდრეობისადმი სავსებით გასაგებია, მისი ცდა თამარის პოეტურ ქმნილებათა გამოვლენისა მისასალმებელია და მოწონებას იმსახურებს, მაგრამ, სამწუხაროდ, კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული მასალა არ გვაძლევს საფუძველს, რომ ის თამარის კუთვნილებად მივიჩნიოთ. თამარის ლიტერატურული მემკვიდრეობა ახლაც ისევე ბურუსითაა მოსილი, როგორც წინა წლებში. ამ საკითხის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა ჩვენი ლიტერატურათმცოდნეობის საპატიო ამოცანას წარმოადგენს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 88/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 12:34 PM

"მარიამ დაყუდებულის ბრძანებითა და შეწევნითა და საფასითა" XVII საუკუნეში გადაიწერა დავითნი. ხელნაწერის მოგებელი ანდერძში "ბატონ დაყუდებულ მარიამად" იწოდება.

ცნობილია სახარების შემცველი კრებული, რომლის ერთი ნაწილი XVIII საუკუნეში გადაუწერია მარიამ მონაზონს. ორივე ხელნაწერი დათარიღებულია ხელის მიხედვით. რამდენად ზუსტია ხელის მიხედვით დათარიღება, ვერაფერს ვიტყვით. არ არის გამორიცხული, რომ მარიამ დაყუდებული და მარიამ მონაზონი ერთი და იგივე პირი იყოს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 92/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2022, 04:50 PM

"ამავე დროს, "ოკრიბელი ბერის", ლავრენტი გოგელაძის [თედო ჟორდანიას ვარაუდით, სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ ჯვრის მონასტრიდან იმ ხელნაწერების გამოტანას, რომლის ფურცლებმა თანამედროვის მიერ აღწერილი ჯვრის მონასტრის აღმშენებლის, გიორგი-პროხორეს "ცხოვრება" და მონასტრის XI საუკუნეში ქართველთაგან შენების ამბავი შემოგვინახა]. 1806 წლის მინაწერი გვამცნობს, რომ "იერუსალიმს ხი კარები აბია კვიპაროზის და ზედ ქართველი გიორგი მეფე სწერია".

/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 08:41 PM

"დიდი სოფრონ, სანატრელი მამაი, შატბერდის ეკლესიის განახლებით ამაშენებელი და უკუნისამდე გვირგვინი მისი", ცნობილი საეკლესიო მწერალი იყო. სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია მისმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ. წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღმწერელი წმიდა გიორგი მერჩულე მას იმ ბრძენ და სრულ მამათა რიცხვს მიაკუთვნებს, რომელთაგან ელოდა იგი "ცხოვრებისა ამის დაწერად". ამავე მონასტერში მოღვაწეობდა წმიდა გრიგოლ შატბერდელიც. საბედნიეროდ, დროთა ავბეთიდობას გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია ამ მონასტერში შესრულებულმა და გადაწერილმა X ს-ის ისეთმა წერილობითმა ძეგლებმა, როგორიცაა: შატბერდის კრებული, უდაბნოს მრავალთავი, ჰადიშის, ჯრუჭისა და პარხალის სახარებების სახელით ცნობილი ხელნაწერები"

/"კანდელი" N7, 2022, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2023, 08:47 PM

"...ძველი ისტორიული ფოლიანტებიდან ამოაკაშკაშა..."

/"ქაროზი" N80, გვ.2020, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 08:09 PM

"ძნელბედობისას მტერთაგან დაცულ სვანეთში ხიზნავდნენ საეკლესიო საგანძურს. სვანების სიმტკიცემ და შემართებამ, რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა მრავალი სიწმინდე გადაარჩინა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ტყავზე შესრულებული ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარ კოლექციას. მათ შორის უძველესია 897 წელს შატბერდში გადაწერილი "ჰადიშის ოთხთავი". ასომთავრულით შესრულებულ ამ წიგნს ულამაზესი მინიატურები ამშვენებს. საინტერესოა ასევე "მესტიის ოთხთავი", რომელიც 1033 წელს არის გადაწერილი ოშკში. იგი ნუსხურით არის შესრულებული და მასაც უნიკალური მინიატურები ამკობს. იქვეა XII საუკუნის "ლაბსყალდის ოთხთავი", ხევის მთავარანგელოზის ეკლესიისთვის XII საუკუნეში იერუსალიმში გადაწერილი "ლაჰილის ოთხთავი". მას ახლავს ანდერძი, სადაც შემწირველი მთავარანგელოზს ავედრებს ხელნაწერს და ეკლესიის მსახურს სთხოვს, ღამით კვამლს ნუ მიუშვებთ და გაუფრთხილდით, რომ არ დაზიანდესო. აქვეა დაცული "ლატალის ლექციონარი" და სხვა იშვიათი ხელნაწერები".

/"კარიბჭე" N10, 2023, გვ.39/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)