IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> რწმენა რომელიც წარმართავს ჩვენს ცხოვრებას
ლილიანა
პოსტი Oct 28 2006, 12:20 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წინგში "აღსარების აგების გამოცდილება " ვკითხულობ
"როგორ საშინლიც არ უნდა იყოს ამის აღიარება , მაინც უნდა ვთქვათ, რომ არც ჩვენ გვაქვს ცოცხალი რწმენა , რომელიც გამსჭვალავდა ჩვენს ცნობიერებას და წარმართავდა ჩვენს ცხოვრებას . უფალო , მოგვიტევე შენს საშინელ სამჯავროზე ჩვენ , რომელთაც ეჭვი შეგვაქვს შენს არსებობაში და უკვდავებაში "
როგორ გესმით ცოცხალი რწმენა ?


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Oct 28 2006, 12:28 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა(liliana @ Oct 28 2006, 12:20 AM) *

არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წინგში "აღსარების აგების გამოცდილება " ვკითხულობ
"როგორ საშინლიც არ უნდა იყოს ამის აღიარება , მაინც უნდა ვთქვათ, რომ არც ჩვენ გვაქვს ცოცხალი რწმენა , რომელიც გამსჭვალავდა ჩვენს ცნობიერებას და წარმართავდა ჩვენს ცხოვრებას . უფალო , მოგვიტევე შენს საშინელ სამჯავროზე ჩვენ , რომელთაც ეჭვი შეგვაქვს შენს არსებობაში და უკვდავებაში "
როგორ გესმით ცოცხალი რწმენა ?


ვფიქრობ, ცოცხალი რწმენა ადამიანის ცნობიერების მდგომარეობაა, და ეს მდგომარეობა თვალშესახებია ექსტრემალურ სიტუაციაში, მინდა გაგახსენოთ, ჩვენი წმინდა კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას სიტყვა სასამართლოზე, რომელიც ბოლშევიკებს უნდოდათ საჩვენებლად გადაექციათ და დარბაზი თავიანთივე თანამზრახველებით, კომკავშირლებით აავსეს, რომელთაც დავალებული ჰქონდათ პატრიარქის შეურაცყოფა.

კათოლიკოს-პატრიარქმა, უფლის განგებით და ცოცხალი რწმენით ისეთი სიტყვა წარმოთქვა, რომ ამ გაავებულ ურწმუნოთა ბრბომ, პატრიარქს ტაში დაუკრა, რასაც ცოცხალი რწმენის მქონის მეტი ვერავინ წარმოიდგენდა და ვერც ვერავინ შეძლებდა აღნიშნულის(ცოცხალი რწმენის) გარეშე!

მეორე მაგალითი(ჩემის აზრით), ცოცხალი რწმენისა, ჩვენ სახელოვან მანდილოსანს ეკუთვნის - ილია მართლის მეუღლე, სულნათელ ოლღა გურამიშვილს, რომელიც საკუთარი ცხოვრების ყველაზე ტრაღიკულ პერიოდში, ილიას მკვლელობის შემდგომ, საქვეყნოდ ითხოვდა, ერის მამის, მკვლელებისათვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ!

liliana ნეტარებაში ვარ "ცოცხალი რწმენის" საკითხის გაცოცხლების გამო, ვფიქრობ ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის! smile.gif

დიდი მადლობა! smile.gif

უფალს ებარებოდე!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 28 2006, 05:14 AM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



წერილი ღმერთს
შუაღამე იდგა.
საბჭოთა არმიის ერთი ნაწილი სასტიკი ბრძოლისთვის ემზადებოდა. სიჩუმეში საყვირის ხმა გაისმა. ეს შეტევაზე გადასვლის ნიშანი იყო. უფრო კი - სიკვდილთან შესახვედრად უხმობდა მეომრებს. საყვირის ხმაზე ჯარისკაცები წამოიშალნენ. მათ შორის იყო ალექსანდრე ზაცეპაც. ალექსანდრესთვის ეს შეტაკება პირველი როდი იყო, მაგრამ ახლა გული სულ სხვაგვარად უცემდა, თვალი სხვას ხედავდა და სიტყვებიც ისეთი მოსდიოდა, აქამდე რომ არ იცოდა და არასოდეს წარმოეთქვა... იმ ღამით, ბრძოლაში გასვლის წინ, ღმერთმა წყალობით მოხედა მას, გონების თვალი აუხილა და გული გაუხსნა; წუთისოფლის ამაოება, სიცრუე და მარადიული ღმერთის დიდებულება უჩვენა. საოცარ სიხარულს და ტკივილს ერთდროულად გრძნობდა. განახლებული გული განცდილს ვეღარ იტევდა. ჯიბეებში საწერ-კალამი და ფურცელი მოიჩხრიკა და წერა დაიწყო. დრო აღარ ჰქონდა. მისი სიცოცხლე მთავრდებოდა. უნდა მოესწრო.

ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის მძვინვარებისას, 1944 წელს მოხდა. იმ შეტაკებაში თითქმის ყველა დაიღუპა. გამთენიისას სანიტარულმა ინსპექტორმა, რომელიც დაღუპული მეომრების გვამებს ათვალიერებდა, ერთ-ერთის ფარაჯაში ფრონტისეულად გაკეცილი სამკუთხა ბარათი ნახა. ჯარისკაცს იგი ფარაჯის გარეთა ჯიბეში ჩაედო, ალბათ იმ განზრახვით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბარათს იოლად იპოვნიდნენ. დაღუპული ალექსანდრე ზაცეპა იყო. ბარათზე კი სიცოცხლის ბოლოს, თავის გულში აღმოჩენილი ღმერთისთვის ნათქვამი ეწერა.

მისმინე ღმერთო… არცერთხელ ჩემს ცხოვრებაში შენთან არ მისაუბრია, მაგრამ დღეს მინდა სალამი მოგიძღვნა. შენ იცი, ბავშვობიდანვე სულ ამას მეუბნებოდნენ, რომ შენ არა ხარ, და მე სულელმა, ეს დავიჯერე. შენს ქმნილებათა მჭვრეტელი არასოდეს ვიყავ, და აი, ღამით, კრატერიდან, ხელყუმბარამ რომ ამოგლიჯა, ვუყურებდი ვარსკვლავიან ცას, თავს რომ მეკიდა, და ამ ციმციმით აღტაცებული უცბად მივხვდი, რა საშინელი შეიძლება იყოს სიცრუე.

არ ვიცი ღმერთო, გამომიწვდი კი ხელს ? მაგრამ ერთს გეტყვი, შენ მე გამიგებ. საკვირველია, ამ ჯოჯოხეთში გული განათდა და შეგიცანი. ამის გარდა კი არაფერი მაქვს სათქმელი.

და კიდევ ერთი - მიხარია, შენ რომ გიხილე. შუა ღამისას იერიშზე უნდა წავიდეთ. არ მეშინია, შენ ჩვენ გვიყურებ. მესმის საყვირი. წასვლის დრო დადგა. რა კარგი იყო აქ, შენთან ყოფნა. ამასაც გეტყვი: შენ უწყი, თუ რა სასტიკი იქნება ბრძოლა; და შეიძლება, რომ დღესვე ღამით შენს კართან დავდგე…

თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ ?

მგონი ავტირდი… ღმერთო, ხომ ხედავ, რაც მოხდა ჩემს თავს - შენ შეგიცანი. მშვიდობით ღმერთო - მივდივარ, და არ მგონია უკან დავბრუნდე; უცნაურია - ახლა სიკვდილის არ მეშინია.

სიცოცხლის ბოლოს ღმერთის აღიარებით, რუსი ჯარისკაცი ალექსანდრე ზაცეპა მონანულ ავაზაკს მიემსგავსა, რომელიც „აღასუბუქნა მეცნიერებამან ღმრთისმეტყველებისამან“.
„მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“, - ასეთი გულშემუსვრილებით ითხოვა ავაზაკმა. „თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ?“ - ამბობს ბოლო წუთებში ალექსანდრე ზაცეპა. და სიკვდილის აღარ ეშინია, რადგან შეიცნო. შეიცნო და მისი სული განათდა. განათდა იმედით, სიყვარულით - ღვთისადმი სიყვარულით, რომელმაც მისი გულიდან სიკვდილის შიში განდევნა.

მინაწერი:

ეს წერილი ფრონტზე ხელიდან ხელში გადადიოდა. იმ ჯოჯოხეთურ დღეებში მრავალი სულისთვის ჭეშმარიტების შეცნობის საწინდარი გახდა და შესაძლოა, დღესაც, ყოველ სულში დრომდე დაფარულის გასაღები აღმოჩნდეს.



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Oct 28 2006, 09:48 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა(liliana @ Oct 28 2006, 12:20 AM) *

არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წინგში "აღსარების აგების გამოცდილება " ვკითხულობ
"როგორ საშინლიც არ უნდა იყოს ამის აღიარება , მაინც უნდა ვთქვათ, რომ არც ჩვენ გვაქვს ცოცხალი რწმენა , რომელიც გამსჭვალავდა ჩვენს ცნობიერებას და წარმართავდა ჩვენს ცხოვრებას . უფალო , მოგვიტევე შენს საშინელ სამჯავროზე ჩვენ , რომელთაც ეჭვი შეგვაქვს შენს არსებობაში და უკვდავებაში "
როგორ გესმით ცოცხალი რწმენა ?


liliana! ღირებული პასუხისათვის დასმულ კითხვაზე, ისევ ჩვენს ძვირფას ღვთისმეტყველს მივმართავ! smile.gif

ნეტარი ავგუსტინე (354-430 წ.წ.); აღსარებანი, წიგნი პირველი, II, 2.

მაგრამ როგორ ვუხმობ ღმერთს ჩემსას, ღმერთსა და უფალს ჩემსას? ვინაიდან როდესაც ვუხმობ, ჩემშივე ვუხმობ მას. მაგრამ სადაა ჩემში ადგილი, რომ იქ შემოვიდეს უფალი ჩემი? სად შემოვა ჩემში ღმერთი; ღმერთი, "რომელმაც შექმნა ცა და მიწა?"5 უფალო ჩემო, არის კია ჩემში რაღაც ისეთი, რომ დაგიტიოს? განა შენს მიერ შექმნილი ცა და მიწა, რომელთა წიაღშიაც შემქმენი მე, შენი დამტევნი არიან? მაგრამ უშენოდ არ იქნებოდა არაფერი, რაც არსებობს6; მაშასადამე, ყველაფერი, რაც არსებობს, შენი დამტევია? კი მაგრამ, მეც ხომ ვარსებობ; მაშ, რაღად გთხოვ, რომ ჩემში შემოხვიდე: მე ხომ არ ვიქნებოდი, შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემში? "ქვესკნელშიაც რომ ჩავიდე, შენც იქ იქნები"7. მე ხომ არ ვიქნებოდი, ღმერთო ჩემო, საერთოდ არ ვიქნებოდი, ჩემში რომ არ იყო, ან, უფრო სწორად, არ ვიქნებოდი, შენში რომ არ ვყოფილიყავი; შენში, "ვისგანაცაა ყოველი, ვისი მეოხებითაცაა ყოველი, ვის არსშიცაა ყოველი"8. ჭეშმარიტად ასეა, უფალო ჩემო, ჭეშმარიტად ასე. სად გიხმო, თუკი შენში ვარ? ან საიდან შემოხველ ჩემში? სად წავიდე, გინდ ცასაც გავცდე და მიწასაც, რომ იქ მომეახლოს უფალი ჩემი, რომელმაც თქვა: "მე ვაფასებ ცასა და მიწას"9.

+++
5. დაბად. 1,1.

6. შდრ. ნეტარი ავგუსტინე, "შესაქმისათვის", 4,12,22: "შემოქმედისა და მძლეთა-მძლე ყოვლისმპყრობელის ძალმოსილება, აი, მიზეზი ყოველი ქმნილების არსებობისა".

7. იხ.ფსალმ. 138,8.

8. შდრ. რომ. XI, 36.

9. იერ. XXIII,24.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 28 2006, 10:08 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



Georg:დიდი მადლობა ნეტარი აგუსიტენე უდიდესი მოაზროვნეა საოცარია როგორ გაშალა ადამიანის ფსიქოლოგია და ყველა სულიერი ტკივილი გადმოგვცა რომელიც ღმერთის მაძიებ კაცს ტკივა
ასეა ყოველთვის როცა ვლოცულობ ვფიქრობ ღმერთზე ვეძებ რწმენას რომელიც მთელი არსებით დაეუფლება ჩემ ცნობიერს არა ცნობიერს და სასოებაში წარმათავს ჩემ ცხოვრებას ბედნიერი ვიქნები თუ ოდესმე ერთხელ მაინც იქნება ნება უფლის და გავხდები ღირსი დამუფლოს ის უფლისმიერი სრული სიყვარული უფლისა რომელზეც მამა ანდრია ( ყურაშვილი ) საუბრობს


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Oct 28 2006, 10:16 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა(liliana @ Oct 28 2006, 10:08 AM) *

Georg:დიდი მადლობა ნეტარი აგუსიტენე უდიდესი მოაზროვნეა საოცარია როგორ გაშალა ადამიანის ფსიქოლოგია და ყველა სულიერი ტკივილი გადმოგვცა რომელიც ღმერთის მაძიებ კაცს ტკივა
ასეა ყოველთვის როცა ვლოცულობ ვფიქრობ ღმერთზე ვეძებ რწმენას რომელიც მთელი არსებით დაეუფლება ჩემ ცნობიერს არა ცნობიერს და სასოებაში წარმათავს ჩემ ცხოვრებას ბედნიერი ვიქნები თუ ოდესმე ერთხელ მაინც იქნება ნება უფლის და გავხდები ღირსი დამუფლოს ის უფლისმიერი სრული სიყვარული უფლისა რომელზეც მამა ანდრია ( ყურაშვილი ) საუბრობს


liliana - ვფიქრობ უკვე შეგიძენია "უფლისმიერი სრული სიყვარული უფლისა", შენგან მომავალი ენერგეტიკიდან ვგრძნობ! smile.gif
არა მგონია ვცდებოდე! smile.gif


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Oct 28 2006, 11:16 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
ბედნიერი ვიქნები თუ ოდესმე ერთხელ მაინც იქნება ნება უფლის და გავხდები ღირსი დამუფლოს ის უფლისმიერი სრული სიყვარული უფლისა რომელზეც მამა ანდრია ( ყურაშვილი ) საუბრობს



უფალი ღმერთი ეუბნება მოსეს: "ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს". (შდრ. გამოსვლა, 33, 20)


ნეტარი ავგუსტინე, აღსარებანი, წიგნი პირველი, V, 5,6.


5. ვინ მაღიესებს, რომ შენში დავივანო? ვინ მაღირსებს, რომ ჩემს გულში შემოხვიდე და დაათრო იგი, რათა დავივიწყო ჩემი ბოროტება და გულში ჩაგიკრა ჩემი ერთადერთი სიკეთე? რა ხარ შენ ჩემთვის? შემიწყალე და მათქმევინე. ან მე თვითონ რაღა ვარ შენთვის, რომ მიბრძანებ მიყვარდე, და მრისხანებ, თუ შენს ბრძანებას არ ვასრულებ? მრისხანებ და საშინელ უბედურებას მიქადი! განა საშინელი უბედურება არ არის, არ მიყვარდე შენ? ვაიმე ბედკრულს! მითხარი, შენი გულმოწყალებით, რა ხარ შენ ჩემთვის. უთხარი ჩემს სულს: "მე ვარ ხსნა შენი"15. ამის გაგონებისთანავე მოგაშურებ და მოგეახლები. ნუ მარიდებ პირს: მოვკვდები თუ არ მოვკვდები, მაინც მეჩვენე16.

6. ვიწროა ჩემი სულის სახლი, ვერ დაეტევი: მაშ, განავრცე. ინგრევა: შეაკეთე. ვიცი და ვაღიარებ, რამდენი რამაა შიგ, რასაც შეუძლია შეურაცხყოს შენი მზერა, მაგრამ ვინ დაგვის და დაასუფთავებს? ან ვის შევღაღადო, თუ არა შენ: "გამწმინდე ჩემი ფარული უწმინდურებისაგან, უფალო, და დაიფარე მაცთურთაგან მონა შენი"17. მწამს და მიტომაც ვამბობ18: "უფალო, შენ იცი". განა შენს წინაშე არ ვადანაშაულებდი საკუთარ თავს "ჩემი ცოდვების გამო", ღმერთო ჩემო. "და განა შენ არ მიუტევე უკეთურება ჩემს გულს?"19 არა, სამსჯავროდ როდი გიხმობ შენ, ვინც იწოდები ჭეშმარიტებად, და არ მინდა ჩემს თავს ვეცრუო: არა, სამსჯავროდ როდი გიხმობ, რადგანაც "თუ დახედავ უსამართლობას, უფალო, უფალო, ვინღა გაუძლებს გამოცდას?"20.

+++
15. ფსალმ. 34,3.

16. შდრ. გამოსვლა, 33, 20, სადაც უფალი ღმერთი ეუბნება მოსეს: "ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს".

17. ფსალმ. 18, 13-14.

18. შდრ. ფსალმ. 115,1.

19. ფსალმ. 31,5.

20. შდრ.ფსალმ. 129,3.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Oct 29 2006, 08:49 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
როგორ საშინლიც არ უნდა იყოს ამის აღიარება , მაინც უნდა ვთქვათ, რომ არც ჩვენ გვაქვს ცოცხალი რწმენა , რომელიც გამსჭვალავდა ჩვენს ცნობიერებას და წარმართავდა ჩვენს ცხოვრებას


. . .
. . . თქვენ იცით, რომ არსებობს წინასწარმეტყველება, რომ საქართველო, იბერია, მოექცევა უკანასკნელ ჟამს და აი, ჩვენ საქართველოს გაბრწყინების დასაწყისის მომსწრენი ვართ. . .

უფალი ბრძანებს: შვილო მომეცი მე შენი გული. უფალს არ სჭირდება არც ჩენი თანამდებობა, არც სიმდიდრე, არც სილამაზე, უფალს სჭირდება ჩვენი გაწმენდილი გული. აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, რომ წმიდა გული გვქონდეს, რათა უფალი შემოვიდეს ჩვენში და მუდამ ჩვენთან იყოს.

უწმიდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 12 მაისი, 2003 წელი


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 5 2006, 03:44 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ადამიანის მოწოდებისათვის

. . .
ვინც ქრისტეს გზას დაადგება, არა მხოლოდ აუცილებლად გაიგებს სად არის ჭეშმარიტება, არამედ მიუახლოვდება კიდევაც მას, ხოლო ჭეშარიტებასთან სიახლოვე საუკუნო ცხოვრებას მიანიჭებს. ასე რომ, ვისაც თავისი ნამდვილი მოწოდების აღსრულება - სულის გადარჩენა სურს, თავდაპირველად ჭეშმარიტების გზაზე უნდა დადგეს და მერე ამ გზით ჭეშმარიტებასთან უნდა მივიდეს, რაც უკვე მიზნის მიღწევას - მარადიული ცხოვრების მოპოვებას ნიშნავს.

ასეთია ჭეშმარიტი რელიგიის მოძღვრება სულის გადარჩენის ანუ ცხონების შესახებ. რაც შეეხება სხვა რელიგიებს, მართალია, მათში ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა შეიმჩნევა, მაგრამ ეს სწრაფვა უშედეგოდ რჩება, რადგან მასთან მისასვლელად მცდარ გზას ირჩევენ.

. . . როცა ვამბობთ, რომ სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ.
. . .

უწმიდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

20 ოქტომბერი, 1985 წელი


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Nov 5 2006, 04:35 PM
პოსტი #10


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ცემი აზრით რწმენა ცოცხალი მაშინ არის, როცა უფლის მცნებებს და მის მოწოდებებს , მხოლოდ თეორიულად კი არ ვეთანხმებით,არამედ პრაქტიკულადაც ვახორცილებთ. და ყოველი ჩვენი ნაბიჯს იმის ფიქრი უნდა სდევდეს თან რა არის უფლისთვის სათნო და რა არა.
ასე რომ იყოს მაშინ ცოდვებსაც აღარ ჩაიდენდა ადამიანი.
შეგვიწყალე უფალო ჩვენ ცოდვილნი.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 15 2006, 01:25 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



მერაბ კოსტავა


იყავ უმწიკვლო, ვითა ცხოვარი,
სიწმინდის თვალი, ასპიტის ელდა,
მხსნელად მივირქვათ ჩვენ მაცხოვარი,
დაგვიშოშმინებს მსოფლიო სევდას.

განურჩევლობა დაჰგმე მცონარი,
ბადაგის ხარბო, ძმარი მიირთვი,
აღვდგეთ, აღვიღოთ ჩვენ ჩვენი ჯვარი,
უმძიმეს ტანჯვის ვიწვნიოთ ტვირთი,

დავგმოთ, დაავთრგუნოთ მომხვეჭელობა,
მალამო წარვცხოთ წარსულ იარებს
და უზენაეს პირუთვნელობის
გაბრწყინებული გზებით ვიაროთ.

არცოდნა აღარ გვეპატიება
იმის, თუ რაა გეზი ღმერთისკენ,
ეს ურთიერთის არის ძიება,
იგი გზა არის ურთიერთისკენ.

ასე იკვრება მრავალი ერთით,
მსგავსი რომლისაც არ გვეგულება,
თუკი სამყაროს გულია ღმერთი,
გზაა სიწრფელეც და ერთგულებაც.

და ამიტომაც დაგვმოძღვროს, ვვედრით,
უღირსთ გვაჩვენოს თვისი დიდება,
თუკი სამყაროს აზრია ღმერთი,
გზაა სიბრძნეც და ჭეშმარიტებაც.

და თუკი ვინმეს ეს დაჰბედვია,
ერთი აქვს სიტყვა, საქმე და ცნება,
რადგანაც ღმერთი შემოქმედია,
გზა არის საქმეც და წმინდა ნებაც.

მაშინ გაუვა ყავლი წამებას
აღთქმულის მადლი როს არ აგვცდება,
როს ჩვენს წიაღში ესე სამება,
მძლე სიყვარულით გაერთარსდება.

შეგვაძლებინე, მაღალო ღმერთო,
მოყვასთა ჩვენთა მუხლი ვუყაროთ,
მოძმე მკერდიდან არ მოგივკვეთო,
ტრფიალი მისი არ განგვიქარვო.

გთხოვთ, მარტვილობა გვიქციო ბრძმედად,
გარდასახდენი არ განგვარიდო,
ღირსად გვყო ძისა შენისა ჭვრეტად,
ჩვენი ცხოვრების სამაგალოთოდ.

რამეთუ გვწადის დიდო გამჩენო,
მოსახდენს ზურგი არ შევაქციოთ,
სურვილი შენი, განზრახვა შენი,
მიზნები შენი ჩვენად ვაქციოთ.

http://literatura.iatp.ge


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 30 2008, 01:34 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ადამიანს ყველაფერი შეუძლია მაგრამ ასეთი ბრმა რწმენა როგორც ამ სექტაშია და თან 21 საუკუნეში.ამ სექტის ყოველთვის მიკვირდა მისი მაშტაბურობა რომ თავად მუნი მილიარდერი გახდა და მილიონზე მეტი მიმდევარი ყავს და როცა ადამიანი აცხადებს ღმერთი ვარო და ამდროს 16 ჯერ იჯდა ციხეში.
აი სტატია http://www.orthodoxy.ge/apologetika/munizmi.htm
ნაწყვეტი:ღირსი“ სან მუნი დაიბადა 1920 წელს, კორეელ პრესვიტერიანელთა ოჯახში. ყმაწვილობისას იგი სპირიტიზმით გახლდათ გატაცებული და ირწმუნებოდა, რომ „უდიდესი მისია“ ეკისრა - იყო „მესია“, რომელიც დაასრულებდა კაცობრიობის გამოხსნას და დედამიწაზე ღვთის სასუფეველს დაამყარებდა. მოგვიანებით მუნმა განაცხადა, რომ მას ეს „მისია“ მხოლოდ იესომ კი არა, ბუდამაც დააკისრა. თავისი „სულიერი განდიდების“ ნიშნად 1946 წელს მუნმა სახელი შეიცვალა და სან მიუნ მუნი - „მანათობელი მზე და მთვარე“ - დაირქვა. 1954 წელს სეულში მან საკუთარი „ეკლესია“ დააარსა და უწოდა „სულიწმიდის ასოციაცია მსოფლიო ქრისტიანობის გასაერთიანებლად“. ეკლესიის დაარსებას მოჰყვა სკანდალური ისტორიების მთელი წყება. 1955 წელს მუნი მისი რელიგიური თემის ქალებთან ინტიმური ურთიერთობის გამო დააპატიმრეს (თუმცა თვითონ ამას ცოდვად არ მიიჩნევდა და „სისხლის განწმენდის წესსაც“ კი უწოდებდა). მრავალცოლიანობისა და სქესობრივი გაუკუღმართების ბრალდებით მუნი ორჯერ გაასამართლეს. მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე ათობით ქალი გამოვიდა მოწმედ.
1957 წელს გამოქვეყნდა მუნის მთავარი ნაშრომი „ღვთაებრივი პრინციპი“, რომელიც მუნიტთათვის ახალ ბიბლიად იქცა. ეს წიგნი გვარწმუნებს, რომ თუ ადამიანმა მუნის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტებანი მიიღო, ბიბლია აღარ სჭირდება
1992 წელს მუნმა საკუთარ თავს ახალი კაცობრიობის „ჭეშმარიტი მამა“ უწოდა, ხოლო 1993 წელს გამოაცხადა „აღთქმის დასრულების ერა“, რომელმაც თითქოს „ახალი აღთქმის ერა“ შეცვალა. მისი აზრით, მსოფლიოსათვის მუნიზმის ეპოქა დადგა. ის „აპირებს“, შექმნას ადამიანების ახალი რასა
და აშ.
თემასთან დაკავშირებით კი რისიც გვწამს ისე წარვმართავთ ცხოვრებას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი May 2 2009, 11:55 AM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



წმინდა მამები და მაშასადამე ეკლესია გვასწავლიან,რომ ცოცხალი რწმენა,რისკენაც უნდა მივილტვოდეთ და საითკენაც უნდა მიდიოდეს მუშაობა ჩვენი სულიერი,არის ცოცხალი ღმერთის წინაშე ცხოვრება.ანუ,დილიდან საღამომდე,გამოღვიძებიდან დაძინებამდე,გავატაროთ დღე ისე,რომ გვესმოდეს,რომ ღმერთი გვიყურებს და ხედავს ჩვენს ყოველ ნაბიჯს,აზრს,სულისკვეტებას...უფრო მეტიც,ეკლესია და მამები გვასწავლიან იმას,რომ თუ ადამინმა არ მიაჩვია საკუთარი თავი ასეთ ცხოვრებას,ის ვერ ცხონდება(!),რადგანაც ასეთ ცოცხალ რწმენას ძალუძლ მხოლოდ ადამიანის გარდაქმნა,ცოდვისაგან ჩამოშორება და სული წმინდის მადლით გაცისკროვნება.სამოთხეში მხოლოდ ისინი შედიან,ვის სულშიც აღმოჩნდება სული წმინდის მადლი.ვიმეორებ,ასეთია ჩვენი უფლის,წმ.მოციქულთა და შემდგომ კი წმ.მამათა და ეკლესიის სწავლება და არა ჩემი პირადი აზრი.მე თავად ვერ მიმიღწევია ისეთი სულიერი მდგომარეობისათვის,როდესაც ყოველ წამს გახსოვს,რომ მამა-ზეციერი გხედავს და გიყურებს.აღსარების თქმის შემდეგ იგივე ცოდვებს სწორედაც იმიტომ ვიმეორებთ,რომ არ ვცხოვრობთ ზემოთ ხსენებული ცხოვრების წესით.ადამმა ერთხელ დაივიწყა ეს და მოინდომა უღმერთოდ ღმერთად გახდომა აკრძალული ნაყოფის შეჭმით და ამას რაც მოყვა ყველამ კარგად ვიცით.როცა კი ადამიანი აჩვევს თავის თავს ცოცხალი ღმერთის წინაშე ცხოვრებას,ის დგება ცოდვადაცემამდე ადამის მდგომარეობაში და ურიგდება ღმერთს(იგივე მამების სწავლებით).
ღმერთმა შეგვაძლებინოს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Antichristian Phenomenom
პოსტი Sep 10 2009, 10:55 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,476



ახლა მაქვს ერთი შეკითხვა..
რატომ უნდა დაწვათ წიგნები ? მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ იდეებს ეწინააღმდეგება? მაშინ არამართლმადიდებლებიც დაწვით კოცონზე.

Abe
ციტატა

შენ წვავ იმ წიგნს რაც შენთვის უაზროა. სახარება რომ მაჰმადიანისთვის არაა წმინდა წერილი და მისთვის უბრალო წიგნია, ამას რათ უნდა ლაპარაკი. ადგება და დაწვავს.

და თქვენც მსგავსი პრინციპით მოქმედებთ?
მაშინ ვიყიდი ფსალმუნების მთელ ტირაჟს და დავწვავ, მოგეწონებათ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 10 2009, 10:58 PM
პოსტი #15


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Antichristian Phenomenom
ციტატა
რატომ უნდა დაწვათ წიგნები ?

ციტატა
მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ იდეებს ეწინააღმდეგება?

იმიტომ რომ ერთი მსხვილი წიგნის დაწვა გამოყოფს 200 კილოკალორია სითბურ ენერგიას და ნავთობპროდუქტების და ნახშირწყალბადების სიძვირის ფონზე გათბობის საკმაოდ კარგი საშუალებაა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Antichristian Phenomenom
პოსტი Sep 10 2009, 10:59 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,476



გიორგი
ციტატა

იმიტომ რომ ერთი მსხვილი წიგნის დაწვა გამოყოფს 200 კილოკალორია სითბურ ენერგიას და ნავთობპროდუქტების და ნახშირწყალბადების სიძვირის ფონზე გათბობის საკმაოდ კარგი საშუალებაა.

ბიბლია საკმაოდ მსხვილი წიგნია რამდენადაც მახსოვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 10 2009, 11:03 PM
პოსტი #17


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Antichristian Phenomenom
ციტატა(Antichristian Phenomenom @ Sep 10 2009, 10:59 PM) *

გიორგი
ბიბლია საკმაოდ მსხვილი წიგნია რამდენადაც მახსოვს.

ჰო, მაგრამ ბიბლიაში საკმაოდ ბევრია დასურათება. ძველი იერუსალიმის და ისრაელის რუქები, წმინდა ადგილების ფოტოსურათები, გენესარეთის ტბა, იორდანე, მკვდარი ზღვა და ამ ყველაფრის დაწვა იწვევს ინტოქსიკაციას, შეიძლება სითბური ენერგიის რესურსის მომხმარებელი მძიმედ მოიწამლოს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 12 2009, 03:28 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ჩემი აზრით მკვდარია რწმენა რომელიც თავის ასახვას საქმეში არ ჰპოვებს. ბევრი ქართველია დრეს თავისი თავი მართმადიდებელი რომ გონია...

მაგალითად ჩემი ბევრი მეგობარი ძალიან მაღალფარდოვანი სადღეგრძელოებით გამოდიან ხოლმე როცა საკიტხი რწმენას ეხება... გარწმუნებენ რომ მათ სულით ხორცამდე წამთ... მაგრამ რომ შეეკიტხები აბა რას აკეთებ ისეთს რაც რწმენას დაასაბუთებდათქო ყურებს ჩამოყრიან...


ამბობე ქრისტესი მწამსო, შე კაი ადამიანო ქრისტემ გითხრა რომ იღუპები და თავს უშველე, შეინანეო... და შენ არ აკეთებ ამას...

ესეთი რწმენა იცით რას გავს ? აი, კაცმა რომ გითხრას გაიქეცი შენობაში ცეცხლია და თავს უშველეო, და შენ უპასუხო, კი მჯერა შენი, კარგად მესმის რასაც მეუბნები, აბსოლიტურად დარწმუნებული ვარო... მაგრამ ტელევიზორის ყურება გააგრძელო...


ცოცხალია რწმენა რომელი ადამიანში რეალურ სულიერ მეტამორფოზას იწვევს... როცა დამიანი ,,იცვლის ფერს" და ნათთდება ტანდატან, თუნდაც გარე თვალისათვის შეუმჩნევლად, და თავისი თავისთვისაც შეუმჩნევლად...

როცა მთელი სულით და ხორციტ ჯერა ჯვარცმული ქრისტესი...



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikaragua
პოსტი Oct 17 2009, 08:03 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 11-May 09
წევრი № 6,971



მხევალი ნინო
ციტატა
ნუ ამბობ ლენინი არ ცხონადო (ვაიმე, ოღონდ ლენინი არა რააა...)


რატომაც არა? smile.gif
მართალი უთქვამთ, ჩვენ არ ვიცით არ ვიცით მისი სინანულის შესახებ არაფერი..

და საერთოდაც, პირიქით, უნდა გაგვიხარდეს თუ ცხონდა.. smile.gif


--------------------
Κύριε Ιησού Χριστέ, Υιέ του Θεού, ελέησόν με, τον αμαρτωλόν
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Oct 17 2009, 09:22 PM
პოსტი #20


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(ikaragua @ Oct 17 2009, 08:03 PM) *

და საერთოდაც, პირიქით, უნდა გაგვიხარდეს თუ ცხონდა.. smile.gif
ikaragua a025.gif
მე ლენინზე უკეთესი არაფრით არ ვარ და თქვენი არ ვიცი რა...
მისოდენა პასუხისმგებლობები და ტვირთი არ მამძიმებს მხრებზე მაგრამ ცოდვები იცოცხლე mellow.gif

იუდამ ერთხელ გაყიდა მაცხოვარი
მე ყოველდღე ვაკეთებ იგივეს, მერე რა რომ ფული ჩემს შემთხვევაში არაფერ შუაშია

რა მნიშვნელობა აქვს უფალს რითი უღალატებ?! dntknw.gif

ნებისმიერი ვითომ პატარა ცოდვა რომელზეც ნებაყოფილებით მივდივარ იგივე სიმძიმისაა ჩემი აზრით



პ.ს. ნეტა დღეს ხელს რა მიშლიდა ლოცვაზე რომ არ წავედი?

პ.ს. პ.ს. ჩამქოლეთ ახლა mad.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 05:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი