IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. სიდონიას ისტორია რეალობა თუ ლეგენდა?
benediqt
პოსტი Apr 9 2014, 04:06 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



....იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადრეკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი ჰურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ – შეიტყვეს, რომ „სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას. იპოვეს კიდეც მწირი ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს თაყვანი და შესწირეს ძღვენი“.

გავიდა ოცდაათი წელი. ანა მღვდელთმთავარმა მოციქული გამოაგზავნა მცხეთელ ურიებთან: „რომლისათჳს იგი მოვიდეს მოგუნი და შესწირეს ძღვენი, აღზრდილ არს იგი და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღმერთისა და სხუასა რასმე ახალსა სჯულსა გჳქადაგებს და აწ წარმოგჳვლენია მოციქულნი ყოველთა თანა ჰურიათა, რათა მოვიდნენ მეცნიერნი სჯულისანი. მოვედით უკვე ყოველნივე მოსეს სჯულისა თანამდებნი და განვაბჭოთ მას ზედა“.

ქართლიდან სინედრიონის ბჭობაზე წავიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა მღვდელთა ტომიდან იყო. წასვლის წინ მან შვილს სთხოვა, წილი არ დაედო მესიის სისხლის დათხევაში, „რამეთუ ის არის სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთაგან თქმული“.

როცა მაცხოვარი გოლგოთაზე ჯვარს აცვეს, ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა ჩაქუჩის ხმა, „საშინელითა კრჩხილებითა“ დაიძახა: „მშვიდობით, მეუფებაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა“! – და მყის აღესრულა.


როცა უფლის კვართზე წილი ჰყარეს ჰურიათა, ღვთის განგებულებით იგი მცხეთელებს შეხვდა. ელიოზმა და ლონგინოზმა კვართი ქართლში წამოასვენეს. მცხეთას მოსულ ელიოზს წინ შემოეგება „დაჲ თჳსი“, სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა ჩვენისა, ტირილით და გოდებით მოისმინა ძმისაგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული სწრაფად გახმაურდა მთელს ქართლში. ადერკი მეფემ მოისურვა თავად შეემოსა კვართი, მაგრამ იგი სიდონიას გაცივებულ მკლავებს ვერავინ მოაშორა, ელიოზმა თავისი და წმიდა კვართთან ერთად დამარხა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა.


http://www.orthodoxy.ge/tveni/oqtomberi/01...itskhovloba.htm

-----------------------------------------------------------------



რამდენად სარწმუნოა ეს ამბავი და რეალური? ბევრ კითხვებს ბადებს, წმინდანადაა შერაცხული მაგრამ არც მისი ღვაწლის შესახებ წერია რამე, და არც მისი მოწამეობის შესახებ, ის არავის უწამებია, წერია რომ ტირილის დროს გარდაიცვალა, სავარაუდოდ ემოციის ფონზე გულის შეტევით გარდაიცვალა (ეს ჩემი აზრია)


ანუ, ის არ ყოფილა მოღვაწე, არც მონაზონი, ის იყო ებრაელი და შესაბამისად მოუნათლავი. (ვინ მონათლავდა იმ დროს ქრისტეს შესახებ არავინ იცოდა საქართველოში)

რამდენად რეალურია ასეთი წმინდანის ისტორია, და ბადებს თუ არა ეჭვს ის რომ მოუნათლავი, უცებ გარდაცვლილი ადამიანი შეირაცხოს წმინდანად მხოლოდ იმის გამო რომ მან იტირა იესოს გამო, გარდაიცვალა და კვართი ვერ გამოართვეს ხელიდან... ეს საკმარისი აღმოჩნდა წმინდანობისთვის?


ეკლესიის მრევლის ერთ ნაწილს მიაჩნია რომ წმ. სიდონია არის ძველი აღთქმის წმინდანი, მეორე ნაწილი კი ამბობს რომ ეს არის ახალი აღთქმის წმინდანი...

თუკი წმ. სიდონიას ისტორია მართალია, მაშინ ის ახალი აღთქმის წმინდანი იქნება, რადგან, 2000 წლის წინ მაშინდელი პირობების გათვალისწინებით რთული დასაჯერებელია ადამიანი იერუსალიმიდან მცხეთამდე ჩამოსულიყო 40-50 დღეში..



--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
benediqt   წმ. სიდონიას ისტორია რეალობა თუ ლეგენდა?   Apr 9 2014, 04:06 PM
A.V.M   ხომ არ ამუქებ ? მოქ...   Apr 9 2014, 10:11 PM
benediqt   A.V.M ვერ გავიგე..იქნე...   Apr 9 2014, 10:37 PM
A.V.M   benediqt მრევლი შუაზე გა...   Apr 9 2014, 11:02 PM
benediqt   A.V.M მრევლის ერთ ნაწ...   Apr 10 2014, 01:24 AM
A.V.M   benediqt თავიდანვე ეგრე ...   Apr 10 2014, 01:45 AM
benediqt   A.V.M კი ბატონო, იმაზე ...   Apr 10 2014, 02:21 AM
A.V.M   benediqt მონათლული არაა ...   Apr 10 2014, 02:30 AM
benediqt   A.V.M ანუ უნათლავი წმ...   Apr 10 2014, 02:44 AM
A.V.M   benediqt წყლითუნათლავი ,...   Apr 10 2014, 03:00 AM
benediqt   benediqt წყლითუნათლავი ...   Apr 10 2014, 01:32 PM
G_saxva   მოწამეობრივად რას...   Apr 10 2014, 03:12 PM
†სერგი†   ნათლობა კი არ აცხო...   Apr 10 2014, 09:53 PM
A.V.M   benediqt ვერ დაგეთანხმე...   Apr 10 2014, 11:02 PM
benediqt   †სერგი† ანუ შენ ა...   Apr 11 2014, 01:22 AM
†სერგი†   სად ვამბობ მსგავს...   Apr 11 2014, 10:56 AM
benediqt   †სერგი† ანუ რამ აც...   Apr 11 2014, 12:50 PM
†სერგი†   რამ არა ვინ :) თუ ყურ...   Apr 12 2014, 04:18 AM
A.V.M   benediqt მგონი გავიწყდე...   Apr 12 2014, 01:50 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 12:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი