თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო გალობა _ მგალობლებს

პოსტის ავტორი: Ketevan Mirotadze თარიღი: Sep 12 2009, 01:14 PM

ღვთის მადლითა და შეწევნით დაიწყო ისეთი მადლმოსილი საქმე, როგორიცაა წმიდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) ხატის დაწერა, რომელსაც სრულიად საქართველოს მგალობლები შეწირავენ წმიდა სამების საკათედრო ტაძარს.

IPB-ს სურათი


წმიდა ექვთიმე აღმსარებელი, (ერისკაცობაში - ესტატე კერესელიძე) სიჭაბუკიდანვე ეწეოდა ღვთივსათნო მოღვაწეობას ქართული გალობის ნოტებზე ჩაწერისა და დასტამბვის სფეროში, რათა ეს უძვირფასესი საუნჯე მომავალი თაობებისათვის შემოენახა. მხოლოდ ესეც კი კმარა წმიდა ექვთიმეს ბრწყინვალე სახელის წარმოსაჩენად, მაგრამ წმიდა მამის ღვაწლი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მან ეკლესიის დევნის სასტიკ პერიოდში სასწაულებრივად გადაარჩინა ქართული სამხმიანი გალობის უამრავი ნიმუში.

როდესაც დევნისა და შევიწროების უმძიმეს პერიოდში წმიდა მამა ექვთიმე არ წყვეტდა საგალობლების კრებულებზე მუშაობას, იგი თავის თანამოძმე ბერებს ქართული გალობის შესახებ ეუბნებოდა: "მე არ წარმომიდგენია, როგორც მუქთა საქმე; არა, არამედ მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალმარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ვურევ!"

წმიდა ექვთიმე აღმსარებელი საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული მოღვაწეა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ძველი ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენის საქმეში. მან 1935 წელს სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 6 000-მდე საგალობლისა და რამოდენიმე სასულიერო შინაარსის ხელნაწერისაგან შედგებოდა (ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კ. კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტში).

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმიდანად შერაცხა იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, რომელსაც სახელად წმიდა ექვთიმე აღმსარებელი ეწოდა და მისი ხსენების დღედ დადგინდა ახ.ტს 2 თებერვალი/წვ.სტ. 20 იანვარი.

ყველას ვისაც სურვილი გაქვთ, თქვენი მცირე შემოწირულობით მიიღოთ მონაწილეობა წმიდა ექვთიმე აღმსარებლის ხატის დაწერაში, განსაკუთრებით კი სრულიად საქართველოს მგალობლებს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 879 74 29 74. ქეთევანი.

წმიდა ექვთიმე აღმსარებლის მეოხებით უფლის წყალება და მადლი არ მოგკლებოდეთ!



პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Sep 12 2009, 02:27 PM

ექვთიმე აღმსარებლელის (კერესელიძე) ხატი:



მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: rusudan89 თარიღი: Dec 19 2011, 09:18 PM

Ketevan Mirotadze


გილოცავთ ნიკოლოზობას,შეგეწიოთ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.მაინტერესებს არის თუ არა წმიდა ექვთიმე აღმსარებლის პარაკლისი ან დაუჯდომელი,როგორც მგალობელთა შემწესი.ან თუ მოგეპოვებათ ინფორმაცია რომელი წმინდანის პარაკლისი ან დაუჯდომელი შეიძლება წავიკითხოთ,მგალობლებმა.გაიხარეთ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)