თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ რა ბარდება სასულიერო სასწავლებლებში?

პოსტის ავტორი: Stiqarosani_giorgi თარიღი: Feb 4 2008, 06:24 PM

მოგესალმებით ყველას. ერთი კითხვა მაქ თქვენთან... ვინმემ ტუ იცოთ რა ფაკულტეტებია სემინარიაში?

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Feb 4 2008, 07:45 PM

Stiqarosani_giorgi
laugh.gif

რა ფაქულტეტი უნდა იყოს ადრე იყო ანთროპოლოგია და საღვთისმეტყველოში, ფსიქოლოგია და ღვთისმეტყველება...

ეხლა რა ხდება არ ვიცი sad.gif

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Feb 9 2008, 01:50 PM

ფსიქოლოგიური დაემატა და რელიგიატმცოდნეობა.

პოსტის ავტორი: sara თარიღი: Apr 4 2008, 02:59 PM

QUOTE(Stiqarosani_giorgi @ Feb 4 2008, 06:24 PM) *

მოგესალმებით ყველას. ერთი კითხვა მაქ თქვენთან... ვინმემ ტუ იცოთ რა ფაკულტეტებია სემინარიაში?
სემინარია_აკადემია ცალკეა და მხოლოდ მამრობითი სქესისთვის არის,ასევე არის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ორივე სქესის წარმომადგენელთათვის.საღვთისმეტყველოს ფაკულტეტებია:ფსიქოლოგია_რელი
გიათმცოდნეობა და ხელოვნებათმცოდნეობა.მგონი ხატწერაც სემინარიას ეკუთვნის....სტიქაროსანი სარა tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 4 2008, 05:53 PM

თემას სახელი ეცვლება და გადადის განათლების განყოფილებაში

პოსტის ავტორი: კარტოზა თარიღი: May 26 2008, 02:19 PM

მე პირადად ხელოვნებათმცოდენობაზე ვარ სასულიეროში და ძალიან მომწონს ეგ ფაკულტეტი ,ისე რელიგიათმცოდნეობაც არის და ფსიქოლოგია

პოსტის ავტორი: ადამიანი თარიღი: Jul 7 2008, 02:05 AM

Stiqarosani_giorgi
sara

ციტატა
მოგესალმებით ყველას. ერთი კითხვა მაქ თქვენთან... ვინმემ ტუ იცოთ რა ფაკულტეტებია სემინარიაში?QuoteEndQuoteEEndსემინარია_აკადემია ცალკეა და მხოლოდ მამრობითი სქესისთვის არის,ასევე არის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ორივე სქესის წარმომადგენელთათვის.საღვთისმეტყველოს ფაკულტეტებია:ფსიქოლოგია_რელი
გიათმცოდნეობა და ხელოვნებათმცოდნეობა.მგონი ხატწერაც სემინარიას ეკუთვნის....



1) სასულიერო სემინარია(ბარდება: კატეხიზმო, ქართული ენა, საქართველოს ისტორია)

2) საღვთისმეტყველო ინსტიტუტი:
1. ფსიქოლოგია და რელიგიათმცოდნეობა(ბარდება: კატეხიზმო, ქართული ენა, საქართველოს ისტორია)
2. ხელოვნებათმცოდნეობა და რელიგიათმცოდნეობა (ბარდება: კატეხიზმო, ქართული ენა, საქართველოს ისტორია)
3. ხატწერა და რესტავრაცია(ბარდება: ხატვა, ქართული ენა, საქართველოს ისტორია)

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Sep 14 2008, 10:35 PM

და გამოცდები როდის ტარდება ხოლმე?

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 14 2008, 10:48 PM

mogzaura
სექტემბრის დასაწყისში ასე რა.
ანუ მარიამობის შემდგომ. smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Sep 15 2008, 08:15 PM

შემდეგ წელს მე შევდივარ smile.gif წელს ვერ მოვასწარი ..

პოსტის ავტორი: tamar-tamari თარიღი: Sep 20 2008, 09:21 PM

llaasshhaa

დიდი ბედნიერება გელის წინ... მე სასულიეროში ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ... ერთი სული მაქვს სწავლას როდის დავიწყებთ...

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Sep 20 2008, 09:47 PM

ციტატა(tamar-tamari @ Sep 20 2008, 09:21 PM) *

llaasshhaa

დიდი ბედნიერება გელის წინ... მე სასულიეროში ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ... ერთი სული მაქვს სწავლას როდის დავიწყებთ...


და შენ პირდაპირ მანდ ჩააბარე თუ რომელიმე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრე და მერე? გაგიჭირდა გამოცდა? რა საგნები ჩააბარე რაც ზევით ეწერა ხო?

პოსტის ავტორი: tamar-tamari თარიღი: Sep 20 2008, 10:12 PM

-tamar-

არა, სკოლა დავამთავრე შარშან და ჩავაბარე კიდეც იმავე წელს... კი, კატეხიზმო, ქართული და საქართველოს ისტორია ჩავაბარე... გამოცდები საკმაოდ რთული იყო... უფრო რთული სწავლაა ჩვენთან, მაგრამ იმდენად საინტერესო, რომ სირთულეს ჯაბნის...

შენც გინდა ჩვენთან ჩაბარება?

პოსტის ავტორი: tamar-tamari თარიღი: Sep 20 2008, 10:33 PM

კარტოზა

რომელ კურსზე ხარ? დავიჯერო ერთმანეთს არ ვიცნობთ? მთელი სასულიერო ერთი პატარა ოჯახი ვართ
dans2.gif dans2.gif dans2.gif

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Sep 20 2008, 10:56 PM

ციტატა(tamar-tamari @ Sep 20 2008, 10:12 PM) *

-tamar-

არა, სკოლა დავამთავრე შარშან და ჩავაბარე კიდეც იმავე წელს... კი, კატეხიზმო, ქართული და საქართველოს ისტორია ჩავაბარე... გამოცდები საკმაოდ რთული იყო... უფრო რთული სწავლაა ჩვენთან, მაგრამ იმდენად საინტერესო, რომ სირთულეს ჯაბნის...

შენც გინდა ჩვენთან ჩაბარება?


გოგო, რავიცი... ჯერ არ ვიცი სად მინდა ...რა მინდა... და ჯერ რამე უმაღლესი რო დავამთავრო და მერე ეგა? მე საერთოდ რომელიღაცა სასწავლებელზე ეტყობა სასულიერო აკადემიაზე გავიგე რო ერთი რამე უმაღლესი საერო ადმთავრებული უდნა გქონდესო...

პოსტის ავტორი: tamar-tamari თარიღი: Sep 20 2008, 11:07 PM

ეგ აკადემიაზეა. თუ გინდა აკადემიაში ჩააბარო სემინარია ან რაიმე უმაღლესი სასწავლებელი უნდა გქონდეს დამთავრებული... თან აკადემიაში მარტო ბიჭები სწავლობენ... შენ საღვთისმეტყველოში უნდა ჩააბარო ანუ იქ, სადაც ორივე სქესის წარმომადგენლები დაიშვებიან... მე საღვთისმეტყველოში ვსწავლობ...

სკოლა დამთავრებული გაქვს?

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Sep 23 2008, 03:23 PM

ციტატა(tamar-tamari @ Sep 20 2008, 11:07 PM) *

ეგ აკადემიაზეა. თუ გინდა აკადემიაში ჩააბარო სემინარია ან რაიმე უმაღლესი სასწავლებელი უნდა გქონდეს დამთავრებული... თან აკადემიაში მარტო ბიჭები სწავლობენ... შენ საღვთისმეტყველოში უნდა ჩააბარო ანუ იქ, სადაც ორივე სქესის წარმომადგენლები დაიშვებიან... მე საღვთისმეტყველოში ვსწავლობ...

სკოლა დამთავრებული გაქვს?


არა ჯერ არ დამიმთავრებია smile.gif ისე უბრალოდ მაინტერესებს ჯერ არაფერი მომიფიქრებია ზუსტად...

პოსტის ავტორი: tamar-tamari თარიღი: Sep 23 2008, 03:31 PM

-tamar-

ციტატა
არა ჯერ არ დამიმთავრებია ისე უბრალოდ მაინტერესებს ჯერ არაფერი მომიფიქრებია ზუსტად...


წარმატებებიიიიიი...
smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: გუდმუნდი თარიღი: Sep 30 2008, 10:51 PM

ჩვეულებრივ მიხვალ და შეატანინებ მონაცემს. სიონის წინ როა იმ შენობაში.

პოსტის ავტორი: natia* თარიღი: Oct 1 2008, 04:02 PM

სემინარიაშიც, აკადემიასშიც და საღვთისმეტყველო ინსტიტუტშიც მიღება უკვა დამთავრებულია, მეტიც გამოცდებიც ჩატარდა...

სემინარიაში მხოლოდ მამაკაცები სწავლობენ, ხოლო საღვთისმეტყველო ინსტიტუტში გოგონებიც.. სულ სამი ფაკლუტეტია...
1)ხელოვნებათმცოდნეობა და რელიგიათმცოდნეობა. 2)ფსიქოლოგია და რელიგიათმცოდნეობა. 3)ხატწერა.

სწავლების ხანგრძლივობა 5 წელი.. ჩასაბარებელი პროგრამა ამავე ინსტიტუტის საეკლესიო მაღაზიაში იყიდება.

პოსტის ავტორი: maikoo-84 თარიღი: Dec 9 2008, 03:39 PM

მაინტერესებს სემინარიაში სამედიცინო ფაკულტეტი თუა?

პოსტის ავტორი: nino ni თარიღი: Dec 9 2008, 09:25 PM

კერძოდ სემინარიაში არ არის სამედიცინო, უბრალოდ საპატრიარქოს ეკუთვნის და ლექციები მამა ადამთან სამშობიაროშია. არის ტრადიციული მედიცინა და მოწყალების და, სხვა ფაკულტეტი არ არის

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Dec 29 2008, 04:20 PM

წლოვანებას მნიშვნელობა არა აქვს თუ იცით?
ჩემი უდიდესი სურვილია ფსიქოლოგიურზე ჩაბარება სასულიერო სემინარიაში.
28 წლის ვარ და ალბად 2 წელი კიდევ ვერ მოვახერხებ პატარების გამო. smile.gif
რამდენჯერაც იქ მოვხვდები,იმდენჯერ ვიღებ გადაწყვეტილებას,რომ ამ წელს მაინც ჩავაბარებო,მაგრამ ისევ ხელი მეშლება.
ოღონდ არ ვიცი, შეიძლება ასე გვიან? dntknw.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Mar 24 2009, 02:47 PM

ინაინა შენ დრო კიდევ გაქვს იმიტი რომ 35 წლამდე ასაკის ადამიანებს შეუძლიათ ჩაბარება და სწავლა, მე ფსიკოლოგიურზე ვსწავლობ და საინტერესოა ძალიან, წარმატებებს გისურვებ, იმედია
შემოგვიერთდები

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 24 2009, 02:56 PM

ციტატა(mari-mari15 @ Mar 24 2009, 02:47 PM) *

ინაინა შენ დრო კიდევ გაქვს იმიტი რომ 35 წლამდე ასაკის ადამიანებს შეუძლიათ ჩაბარება და სწავლა, მე ფსიკოლოგიურზე ვსწავლობ და საინტერესოა ძალიან, წარმატებებს გისურვებ, იმედია
შემოგვიერთდები

smile.gif იმედია
35 წლამდე რომ ყოფილა არ ვიცოდი ძალიან გამიხარდა smile.gif

პოსტის ავტორი: Bivrili თარიღი: May 29 2009, 11:00 PM

რა მაინტერესებს სასწავლებელში ჩასაბარებელი პროგრამა სად შეიძლება ახლა რომ შევიძინო, ან თუ ვინმეს გაქვთ მცირე დროით რომ მათხოვოთ...

ქართული და ისტორიაც ბარდება მგონი და ამ საგნების პროგრამები სად ვნახო?

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 9 2009, 10:21 AM

მეც მინდა სასულიეროზე ჩაბარება ...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 9 2009, 02:09 PM

ციტატა(მაშიკო @ Jun 9 2009, 10:21 AM) *

მეც მინდა სასულიეროზე ჩაბარება ...

რას ერჩით საკუთარ თავს?
მაზოხისტი ბრძანდებით? biggrin.gif


პ.ს.
1. ცოდნას ვერ მიიღებთ (როგორც ერთი სემინარია დამთავრებული და ამჟამად ცენზორად მომუშავე კაცი საპატრიარქოს ტი-ვი ში, რომელიც ამტკიცებს რომ ბრონტოზავრები არ არსებობდნენ რადგან მათ შესახებ ბიბლიაში არაფერი წერია biggrin.gif, არ მითხრათ ეს გამონაკლისიაო, როდესაც უკვე არა სემინარიელი არამეტ პროფესორი კაცი ასწავლის კალენდრის თაობაზე სისულელეებს - ეს უკვე სიმპტომატურია)
2. იქაური უაზრო დისციპლინით გარეკავთ
და რაც მთავარია
3. ამბიცია მოგემატებათ უსწავლელობის ფონზე

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 9 2009, 02:24 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jul 9 2009, 03:09 PM) *

რას ერჩით საკუთარ თავს?
მაზოხისტი ბრძანდებით? biggrin.gif
პ.ს.
1. ცოდნას ვერ მიიღებთ (როგორც ერთი სემინარია დამთავრებული და ამჟამად ცენზორად მომუშავე კაცი საპატრიარქოს ტი-ვი ში, რომელიც ამტკიცებს რომ ბრონტოზავრები არ არსებობდნენ რადგან მათ შესახებ ბიბლიაში არაფერი წერია biggrin.gif, არ მითხრათ ეს გამონაკლისიაო, როდესაც უკვე არა სემინარიელი არამეტ პროფესორი კაცი ასწავლის კალენდრის თაობაზე სისულელეებს - ეს უკვე სიმპტომატურია)
2. იქაური უაზრო დისციპლინით გარეკავთ
და რაც მთავარია
3. ამბიცია მოგემატებათ უსწავლელობის ფონზე



unsure.gif unsure.gif unsure.gif
მე ვისაც ვიცნობ საკმაოდ განათლებული სემინარია/აკადემია დამთავრებულები არიან
დინოზავრების არსებობისაც სჯერათ და არც ამბიცია მომატებიათ (შეიძლება უსწავლელები რომ არ იყვნენ ამიტომ) biggrin.gif


პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 9 2009, 04:03 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jul 9 2009, 01:09 AM) *

რას ერჩით საკუთარ თავს?
მაზოხისტი ბრძანდებით? biggrin.gif
2. იქაური უაზრო დისციპლინით გარეკავთ
და რაც მთავარია
3. ამბიცია მოგემატებათ უსწავლელობის ფონზე

მე უკვე საბუთები შევიტანე ქუთაისში სასულიერო სასწავლებელში. მე მხოლოდ ერთ წლიანზე მინდა რომ ვისწავლო და თან იქ სწავლა სამსახურს უნდა შევუთანხმო... ზოგადი განათების მიღება მინდა მხოლოდ. იმედი მ აქვს რომ არ ,,გავრეკავ". იმიტომ რომ არ მექნება ამის დრო. რაც შეეხება ამბიციას ამბიციური არ ვარ საერთოდ...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 9 2009, 07:23 PM

ციტატა(Ligia @ Jul 9 2009, 02:24 PM) *

unsure.gif unsure.gif unsure.gif
მე ვისაც ვიცნობ საკმაოდ განათლებული სემინარია/აკადემია დამთავრებულები არიან
დინოზავრების არსებობისაც სჯერათ და არც ამბიცია მომატებიათ (შეიძლება უსწავლელები რომ არ იყვნენ ამიტომ) biggrin.gif

დარწმუნებული ვარ რომ თუ განათლებულები არიან, მათ ეს განათლება სემინარიაში არ მიიღეს, თორემ ერთი ედიშერ ჭელიძეა და ეგეც უძაღლო ქვეყანაში მამლებს აყეფებდნენო ისე გამოსდის მაგასაც biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 9 2009, 07:25 PM

კანუდოსელი
როგორ ხარ შენ და სა ხარ გენა დაკარგული? friends.gif

ბოდიშით ,,ოFFიზა'' მარა ეს კაცი რომ არ მომეკითხა ვერ მოვისვენებდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 9 2009, 07:31 PM

ტახივითა ვარ ჭირიმე, აი ხომ ხედავ ხალხს ვასწავლი, რომ სასულიერო აკადემიაში ა ჩააბარონ, რადგან ყანაც არაა, კიდე უფრო იქითაა...

პ.ს.
იმედია შენც კაკ მინიმუმ ძუ ლომივით ხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 9 2009, 07:34 PM

კანუდოსელი

ციტატა
პ.ს.
იმედია შენც კაკ მინიმუმ ძუ ლომივით ხარ

კიი, ოღონდ წამოწოლილი ლომივით, განვისვენებ biggrin.gif

ხო, ხო, ხო, ყანის იქით რაღა უნდა იყოს გენა?

ისე როგორ გყავს ახალი პაწუკა, გაიზარდა დიდი ქალი ხო?
არ გვაღირსე სურათები რა. kiss1.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 9 2009, 08:13 PM

კანუდოსელი

ციტატა
ედიშერ ჭელიძეა და ეგეც უძაღლო ქვეყანაში მამლებს აყეფებდნენო ისე გამოსდის მაგასაც

რომ იცნობდე იქაურობას მიხვდებოდი რომ არც მასეა საქმე. ედიშერი მე ვიტყოდი ერთადერთი სპეციალისტია (თავის საგანში), რომელსაც შემიძლია ვთქვა რომ თავის სფეროში ბადალი არ ყავს და ეს შესაბამისად ჩანს კიდეც აკადემიაში. მარტო მაგის ლექციებისთვის ღირს მანდ ყოფნა thumbs.gif

ციტატა
დარწმუნებული ვარ რომ თუ განათლებულები არიან, მათ ეს განათლება სემინარიაში არ მიიღეს

happy.gif ნამეტანი არასწორი შეფასება ხომ არაა.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 9 2009, 08:51 PM

ციტატა(afxazi @ Jul 9 2009, 08:13 PM) *

ედიშერი მე ვიტყოდი ერთადერთი სპეციალისტია (თავის საგანში), რომელსაც შემიძლია ვთქვა რომ თავის სფეროში ბადალი არ ყავს

განათლებიტ თეოლოგი არაა და ეს ეტყობა კიდეც...ეს ფაქტია, თუ კაცმა არ გაიარე აკადემიური სკოლა იმ კონკრეტულ სფეროში, მაინც დილეტანტი დარჩები, შეიძლება მაღალი დონის დილეტანტი, მარა მაინც...


ციტატა(afxazi @ Jul 9 2009, 08:13 PM) *

happy.gif ნამეტანი არასწორი შეფასება ხომ არაა.

მცირე გამონაკლისები არსებობს ცხადია, მარა სასულიერო აკადემია, რომლის ღირსება მხოლოდ ედიშერიასწორედ ჩემს პოზიციას ამტკიცებს

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 9 2009, 09:00 PM

კანუდოსელი

ციტატა
მცირე გამონაკლისები არსებობს ცხადია, მარა სასულიერო აკადემია, რომლის ღირსება მხოლოდ ედიშერიასწორედ ჩემს პოზიციას ამტკიცებს

ფრაზას გამორჩეულს იქვე მიეთითა რომ თავის სფეროშიო. მე არ ვთვლი რომ ის ერთადერთი, გამოკვეთილად ნათელი წერტილია აკდემიისა. თუმცა რატომ გეკამათები, მე ვსწავლობ იქ და არა შენ, ანუ უშუალოდ ადგილზე ვიცნობ სიტუაციას smile.gif . კი ბატონო არ არის იმ დონის, როგორსაც აკადემია გულისხმობს, მაგრამ ასეთ ნეგატიურ შეფასებასაც ვფიქრობ არ იმსახურებს.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 9 2009, 09:21 PM

ციტატა(afxazi @ Jul 9 2009, 09:00 PM) *

კანუდოსელი

ფრაზას გამორჩეულს იქვე მიეთითა რომ თავის სფეროშიო. მე არ ვთვლი რომ ის ერთადერთი, გამოკვეთილად ნათელი წერტილია აკდემიისა. თუმცა რატომ გეკამათები, მე ვსწავლობ იქ და არა შენ, ანუ უშუალოდ ადგილზე ვიცნობ სიტუაციას smile.gif . კი ბატონო არ არის იმ დონის, როგორსაც აკადემია გულისხმობს, მაგრამ ასეთ ნეგატიურ შეფასებასაც ვფიქრობ არ იმსახურებს.

ემოციური მსჯელობა რომ არ გამოვიდეს ძალიან კონკრეტულ კითხვებზე უპასუხე:

დაწესებულება არის აკრედიტირებული თუ

1. სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარეობს კვლევა, რომელიც ფიქსირდება პუბლიკაციების სახით სპეციალურ პერიოდულ ჟურნალებში
ქვეკითხვა: გადის თუ არა ამ კატეგორიაში აკადემია?

2. სასწავლებელს ყავს დოქტორანტები
ქვეკითხვა: გადის თუ არა ამ კატეგორიაში აკადემია?


3. სასწავლებელს აქვს სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის საერთაშორისო სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის უფლება
ქვეკითხვა: გადის თუ არა ამ კატეგორიაში აკადემია?

4. სასწავლებელს ყავს დოქტორ თეოლოგთა ჯგუფი
ქვეკითხვა: გადის თუ არა ამ კატეგორიაში აკადემია?


ყველა ამ კითხვას გაეცი პასუხი და მიპასუხე რამდენს აკმაყოფილებს?

აბა მიდი

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 9 2009, 10:23 PM

კანუდოსელი
მოიცა კანუდოს, აქ მე მგონი ამაზე არ ვსაუბრობთ. მე მგონი ერთგან დაგეთანხმე რომ არ ვსაუბრობ აკადემიის განსაკუთრებულ დონეზე, არც შენს მიერ ჩამოთვლილი დბულებებია მეტისმეტად მოწესრიგებული.

მე აქ სხვა რამზე გავაკეთე კომენატი, კონკრეტულად ამ ფრაზებზე:

ციტატა
რას ერჩით საკუთარ თავს?მაზოხისტი ბრძანდებით?


რაც იყო კომენტარი წევრის სემინარიაში ჩაბარების სურვილზე. გამოდის მეც მეხება ეს ფრაზა, რადგან იქ ვსწავლობ, და გამოდის ის რომ მეც მაზოხისტი ვარ.

ციტატა
1. ცოდნას ვერ მიიღებთ (როგორც ერთი სემინარია დამთავრებული და ამჟამად ცენზორად მომუშავე კაცი საპატრიარქოს ტი-ვი ში, რომელიც ამტკიცებს რომ ბრონტოზავრები არ არსებობდნენ რადგან მათ შესახებ ბიბლიაში არაფერი წერია , არ მითხრათ ეს გამონაკლისიაო, როდესაც უკვე არა სემინარიელი არამეტ პროფესორი კაცი ასწავლის კალენდრის თაობაზე სისულელეებს - ეს უკვე სიმპტომატურია)2. იქაური უაზრო დისციპლინით გარეკავთდა რაც მთავარია3. ამბიცია მოგემატებათ უსწავლელობის ფონზე


ციტატა
დარწმუნებული ვარ რომ თუ განათლებულები არიან, მათ ეს განათლება სემინარიაში არ მიიღეს



არ არის ეს სწორი გამონათქვამები და ამზე გავაკეთე მე კომენტარი და იმის მტკიცებ არ დამიწყია რომ იქ საოცარი სწავლება მიმდინარეობს.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 9 2009, 10:25 PM

აფხაზ, ხედავ ისევ ემოცია ჩართე biggrin.gif

რეალობა კი სხვაა, არათუ განსაკუთრებულ დონეზე ვსაუბრობ, არამეტ მინიმუმზე, რადგან ის, რაც დავწერე არის ის მინიმუმი, რის შედეგაც დაწესებულებას აქვს უფლება ეწოდოს სასწავლო დაწესებულება.

პ.ს.
გეთანხმები რომ მეც ემოციურად დავწერე მაგრამ ამ ემოციას ვასაბუთებ...
აი შენთან მგონი ერთადერთი ემოცია დარჩა...
პ.პ.ს.
შენ რომ სწავლობ იქ სრულებით არ ნიშნავს, რომ გაუნათლებელი ხარ...უბრალოდ კარგად წაიკითხე რაც დავწერე

რაც შეეხება რომ მაზოხისტი ვარო, დაგეთანხმები, ნაწილობრივ ხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jul 9 2009, 10:30 PM

სასულიერო აკადემიაში რა საგნები ისწავლება (უნდა ისწავლებოდეს) გარდა რელიგიასთან უშუალო კავშირში მყოფი დისციპლინებისა? ...ანუ ღვთისმეტყველება, ლიტურგიკა და ა.შ. საგნებს არ ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 9 2009, 10:32 PM

ციტატა( გიორგი @ Jul 9 2009, 10:30 PM) *

სასულიერო აკადემიაში რა საგნები ისწავლება (უნდა ისწავლებოდეს) გარდა რელიგიასთან უშუალო კავშირში მყოფი დისციპლინებისა? ...ანუ ღვთისმეტყველება, ლიტურგიკა და ა.შ. საგნებს არ ვგულისხმობ.

მაგალითად საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები.
მაგრამ ახლა ვინმემ ეს რომ წაიკითხოს და უთხრას, რომ სამყაროს წლოვანება მეცნიერული თვალსაზრისით არის მილიარდობით წელი, ხომ დაგწვეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 10 2009, 10:37 AM

კანუდოსელი

ციტატა
2. სასწავლებელს ყავს დოქტორანტები
ქვეკითხვა: გადის თუ არა ამ კატეგორიაში აკადემია?


3. სასწავლებელს აქვს სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის საერთაშორისო სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის უფლება
ქვეკითხვა: გადის თუ არა ამ კატეგორიაში აკადემია?

4. სასწავლებელს ყავს დოქტორ თეოლოგთა ჯგუფი
ქვეკითხვა: გადის თუ არა ამ კატეგორიაში აკადემია?

ეს სამი ერთი და იგივეა.

თუ სასწავლებელს არ ჰყავს დოქტორები, მას ვერც დოქტორანტები ეყოლება და ვერც სადოქტორო ხარისხის გაცემის უფლება.

ხოლო ის, რომ სადოქტორო ხარისხს ვერ გასცემს სასწავლებელი, ეს ცხადია ცუდია, მაგრამ არანაირად კატასტროფული - ამ კატეგორიაში შედის საქართველოს არაერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი და ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ცენტრალური უნივერსიტეტებიც.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 10 2009, 11:09 AM

აქ რა ამბები ყოფილააა tongue.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jul 10 2009, 11:15 AM

კანონისტი

ციტატა(კანონისტი @ Jul 10 2009, 10:37 AM) *

ეს სამი ერთი და იგივეა.

თუ სასწავლებელს არ ჰყავს დოქტორები, მას ვერც დოქტორანტები ეყოლება და ვერც სადოქტორო ხარისხის გაცემის უფლება.

ხოლო ის, რომ სადოქტორო ხარისხს ვერ გასცემს სასწავლებელი, ეს ცხადია ცუდია, მაგრამ არანაირად კატასტროფული - ამ კატეგორიაში შედის საქართველოს არაერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი და ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ცენტრალური უნივერსიტეტებიც.

კი, შეიძლება ასეც არის, სტატუსი ნამდვილად არაა სადაო, ბოლოსდაბოლოს მაგის მიღწევაც შეიძლება, მაგრამ სამყაროს (დედამიწის) მრავალმილიარდწლიანი ასაკის, იურული ეპოქის რეპტილიების არსებობის და ევოლუციის თეორიის თუნდაც როგორც ერთ-ერთი დასაშვები ვერსიის განხილვა, რომ სასულიერო აკადემიაშიც და ეკლესიის საკმაოდ მნიშვნელოვან წრეებშიც რომ ყოვლად მიუღებლად ითვლება ესიც ფაქტია.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 10 2009, 11:38 AM

ციტატა(კანონისტი @ Jul 10 2009, 10:37 AM) *

ეს სამი ერთი და იგივეა.

ორი და არა სამი


ციტატა(კანონისტი @ Jul 10 2009, 10:37 AM) *

თუ სასწავლებელს არ ჰყავს დოქტორები, მას ვერც დოქტორანტები ეყოლება

დოქტორები შეიძლება ყავდეს, მაგრამ მაინც არ ჰქონდეს უფლება, რადგან მრავალ სხვასთან ერთად დოქტორთა კრიტიკული რაოდენობა უნდა შეგროვდეს


ციტატა(კანონისტი @ Jul 10 2009, 10:37 AM) *

ხოლო ის, რომ სადოქტორო ხარისხს ვერ გასცემს სასწავლებელი, ეს ცხადია ცუდია, მაგრამ არანაირად კატასტროფული - ამ კატეგორიაში შედის საქართველოს არაერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი

აი ეს უკვე დემაგოგიაა

სასულიერო აკადემიის თეოლოგიის დონე საერთაშორისო კონფერენციებზე ჩანს...კითხეთ უცხოელებს რას ფიქრობენ ჩვენზე

პრესტიჟული თუ არის სასწავლებელი და არ შეუძლია გასცეს სამაგისტრო მაინც, ეს უკვე კატასტროფაა ნამდვილად.
რადგან მაგ დიპლომით არ მიგიღებენ რომელიმე ევროპულ ჭ ხარისხის მაგრამ აკრედიტირებულ სასწავლებელშიც კი

ციტატა( გიორგი @ Jul 10 2009, 11:15 AM) *

და ევოლუციის თეორიის თუნდაც როგორც ერთ-ერთი დასაშვები ვერსიის განხილვა,

სხცა მეცნიერული ვერსია არსებობს?

მე არ გამიგია biggrin.gif


ციტატა( გიორგი @ Jul 10 2009, 11:15 AM) *

მაგრამ სამყაროს (დედამიწის) მრავალმილიარდწლიანი ასაკის,

ამ მოტივით ჩემი გადაცემა დაჭრეს საპატრიარქოს ტი-ვი ზე biggrin.gif

და რატომღაც რენე დეკარტეც მიაყოლეს, იმას რაღას ერჩოდნენ?
დებილების სასტავია


ციტატა( გიორგი @ Jul 10 2009, 11:15 AM) *

რომ სასულიერო აკადემიაშიც და ეკლესიის საკმაოდ მნიშვნელოვან წრეებშიც რომ ყოვლად მიუღებლად ითვლება ესიც ფაქტია.


ყველაზე უფრო დიდი ფაქტი ისაა, რომ სასულიერო პირი, ბიძინა გუნია არც მეტი არც ნაკლები კალენდარომანიით შეპყრობილი აზომბირებს სტუდენტებს...

აი ეს საგანგაშოა, რადგან კაცი პროფესორია და საქმე საქმეზე რომ მიდგეს არც არასოდეს ჰქონია სიახლოვე ასტრონომიასთან და აწი იასნია რომ ვერც ექნება biggrin.gif არადა ის საპატრიარქოს ე.წ. პასქალური კალკულატორია biggrin.gif ანუ ის თვლის და ანგარიშობს ასტრონომიულ მოვლენებს პასქალიის განსაზღვრისთვის...აი ასეთი ბარდაგია - განათლებით ინჟინერი,ვინც ინჟინერიაშიც ვერ გამოდგა, ახლა ასტრონომიას გვასწავლის sad.gif

აბა მიდი და უთხარი რომ სისულელეებს ამბობს...გაგრიცხავენ biggrin.gif
რა გზა დარჩა? გავაგდოთ? ეს რევოლუციაა და ასეთ რამეებს ეკლესია ვერ გადაიტანს, თავისით წავა? იმდენი ჩვენ ყველას ერთად გვერდები არ აგვიდგეს biggrin.gif

ე.ი. ის იქნება იქამდე სანამ იქნება biggrin.gif

პ.ს.
კარგა ხნის წინ ერთი სტუდენტი, ამჟამად უკვე სასულიერო პირი მთხოვდა ლექცია წამეკითხა ასტრონომიაში სამყაროს შექმნაზე, კიდე კაი არ წავიკითხე biggrin.gif თორე ჩემი არ ვიცი და ის რომ სასულიერო პირი ვერ გახდებოდა ეჭვი არ მეპარება biggrin.gif
პ.პ.ს.
სხვათა შორის მ. ბიძინა უარესი არაა, აი საპატრიარქოს ტი-ვი-ზეა სასტავი, განსაკ. ცენზორი ყავთ იშვიათი დებილი, მამმა მია)))

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jul 10 2009, 11:49 AM

კანუდოსელი

ციტატა
ამ მოტივით ჩემი გადაცემა დაჭრეს საპატრიარქოს ტი-ვი ზე


დასაჭრელიც იყო, თავიდან ბოლომდე ვუყურე და ცოტა ძველი დრო რომ ყოფილიყო, კოცონზეც დაგწვავდნენ პირდაპირ ეთერში biggrin.gif

ხელმოწერაში თინეიჯერი და სოროსის აგენტიც მიამატე biggrin.gif

რაის რენე დეკარტე, ვინ გოტფრიდი, რა სინათლის სიჩქარე - ესენი ქართველი ხალხის გადასაგვარებლად არის მოგონილი...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 10 2009, 11:52 AM

ციტატა(Giorgi- @ Jul 10 2009, 11:49 AM) *

ხელმოწერაში თინეიჯერი და სოროსის აგენტიც მიამატე biggrin.gif


არა, მე მხოლოდ იმას ვამატებ, რასაც "ლიჩნად" დამდებენ ბრალად, ანუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილით ოდესღაც ვარ შემკული სხვადასხვა დროს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jul 10 2009, 11:55 AM

კანუდოსელი

ციტატა
არა, მე მხოლოდ იმას ვამატებ, რასაც "ლიჩნად" დამდებენ ბრალად, ანუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილით ოდესღაც ვარ შემკული სხვადასხვა დროს


ჰოდა ღიად გდებ ბრალს რომ შენ ხარ თინეიჯერი (ცუდი, ამერიკული გაგებითsmile.gif ) და სოროსის აგენტი/მოციქული/დამქაში

ასე იმიტომ საუბრობ, რომ ბევრი გადაგიხადეს და დედლაინიც დაგიწესეს ქართველი ერის გახრწნისათვის და გადაშენებისათვის

ესაა ჩემი კომენტარი smile.gif smile.gif smile.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 10 2009, 11:59 AM

ციტატა(Giorgi- @ Jul 10 2009, 11:55 AM) *

ესაა ჩემი კომენტარი smile.gif smile.gif smile.gif


მაიხედე აქეთ კოხორ დვა biggrin.gif

სხვათა შორის აი ეს ტექსტი
ციტატა(Giorgi- @ Jul 10 2009, 11:55 AM) *

ასე იმიტომ საუბრობ, რომ ბევრი გადაგიხადეს და დედლაინიც დაგიწესეს ქართველი ერის გახრწნისათვის და გადაშენებისათვის

ძალიან წააგავს ერთი იშვიათი დებილი კრეაციონისტი "ფიზიკოსის" (ჯემალ ჯიბლაძის) ჩემდამი კომენტარს...ადგა და განაცხადა, ესენი ევოლუციურ ასტროფიზიკაში იმიტომ მუშაობენ, რომ დასავეთი ფულს უხდისო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jul 10 2009, 12:03 PM

ციტატა
ძალიან წააგავს ერთი იშვიათი დებილი კრეაციონისტი "ფიზიკოსის" (ჯემალ ჯიბლაძის) ჩემდამი კომენტარს...ადგა და განაცხადა, ესენი ევოლუციურ ასტროფიზიკაში იმიტომ მუშაობენ, რომ დასავეთი ფულს უხდისო


არ გიხდით თუ? აბა იმ გრანტებს რომ გიყოფენ რა გგონია? მთელი დასავლეთი ოცნებობს ჩვენს გადაშენებაზე, ვერ აუტანიათ ჩვენი სიტყვა–პასუხი, სტუმრის პატივისცემა, ერთმანეთის გატანა, ოჯახის კულტი, სულ თინეიჯერებად და გერლფრენდებად უნდათ გვაქციონ biggrin.gif ჭირი მაგათ!

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 10 2009, 12:05 PM

ციტატა(Giorgi- @ Jul 10 2009, 12:03 PM) *

ჭირი მაგათ!

და დოზანა
ამინ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 10 2009, 12:10 PM

ვერ გავიგე რა ე.ი სასულიეროში დროს დავკარგად სულ ტუილად? და არაფერს მასწავლიან?კანუდოსელი

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jul 10 2009, 12:10 PM

კანუდოსელი

ციტატა
და დოზანა


ა, ახლა ხარ კაცი!

არ უნდა ამას ბევრი ასტრაფიზიკა და მაიმუნობა, მოკიდე ხელი ბოვშებს, კაი დოქით ღვინო, კიტრი ყველი პომიდორი რაღაცა პატარა და მთელი ღამე ვუყუროთ მასკვლავებს

შენ რომ იცოდე მასკვლავნი სილამაზისთვის არიან შექმნილნი და მთვარე კიდევ ღამე რომ გაგინათოს შარაგზაზე მეზობლიდან გამოსულს

დაიწყებენ დედამიწა რგვალია, ტრიალებსო, მაშინ ამერიკელები თავდაყირა არიან?

აი ამ ლოგიკას გაუმარჯოს და გავედი ახლა მე...

ნუ გადაიტვირთავთ გონებას

biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 10 2009, 12:13 PM

ციტატა(მაშიკო @ Jul 10 2009, 12:10 PM) *

ვერ გავიგე რა ე.ი სასულიეროში დროს დავკარგად სულ ტუილად? და არაფერს მასწავლიან?კანუდოსელი


ჩემი აზრით - კი
ერთი ედიშერ ჭელიძის გამო მისვლა მანდ, რავი ღირს?...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 10 2009, 12:25 PM

კანუდოსელი

ციტატა
ყველაზე უფრო დიდი ფაქტი ისაა, რომ სასულიერო პირი, ბიძინა გუნია არც მეტი არც ნაკლები კალენდარომანიით შეპყრობილი აზომბირებს სტუდენტებს...აი ეს საგანგაშოა, რადგან კაცი პროფესორია და საქმე საქმეზე რომ მიდგეს არც არასოდეს ჰქონია სიახლოვე ასტრონომიასთან და აწი იასნია რომ ვერც ექნება არადა ის საპატრიარქოს ე.წ. პასქალური კალკულატორია ანუ ის თვლის და ანგარიშობს ასტრონომიულ მოვლენებს პასქალიის განსაზღვრისთვის...აი ასეთი ბარდაგია - განათლებით ინჟინერი,ვინც ინჟინერიაშიც ვერ გამოდგა, ახლა ასტრონომიას გვასწავლის აბა მიდი და უთხარი რომ სისულელეებს ამბობს...გაგრიცხავენ რა გზა დარჩა? გავაგდოთ? ეს რევოლუციაა და ასეთ რამეებს ეკლესია ვერ გადაიტანს, თავისით წავა? იმდენი ჩვენ ყველას ერთად გვერდები არ აგვიდგეს

კანუდოს მე მგონი თვითმიზნურად გინდა სასულიერო აკადემიის დამცირება. ეს ადამიანი კალენდარზე კარგ ასწავლის თუ ცუდს, შენ წარმოიდგინე და საერთოდ არაფერ შუაშია აკადემიასთან. ეს პიროვნება იქ ლიტურგიკის პრაქტიკულ მხარეს ასწავლის და პირადად ჩემი სწავლისას იქ საერთოდ არ გამიგია მისგან რაიმე კალენდრის შესახებ.


ისე არც შენმა ავტორიტეტად მოყვანილმა პიროვნებამ გამაკვირვა ძალიან, პირიქით თეოლოგიაში ძალიან დაბალი დონე აჩვენა. ასე რომ ასე ცალსახად და ერთი შეხედვით თვითმიზნურად ნუ აკნინებ სასწავლებელს და შესაბამისად იქ უკვე მსწავლელ და მომავალ სტუდენტებს.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 10 2009, 12:27 PM

ციტატა(afxazi @ Jul 10 2009, 12:25 PM) *

პირიქით თეოლოგიაში ძალიან დაბალი დონე აჩვენა. ასე რომ ასე ცალსახად და ერთი შეხედვით თვითმიზნურად ნუ აკნინებ სასწავლებელს და შესაბამისად იქ უკვე მსწავლელ და მომავალ სტუდენტებს.

ვიზე მეუბნები?

ცალსახად ვაკნინებ თუ არაცალსახად - ვამბობ ფაქტებს, ატრიალე როგორც გინდა, ამ ფაქტებს ვერ გაექცევი

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 10 2009, 12:33 PM

შემთხვევით ხომ არ ვკიცხავთ მაგ ადამიანს?
კანუდოსელი
თქვენი აზრი გასაგებია და მე სანამ ჩემი თვალით არ დავრწმუნდები ყოველივეში ვერ დაგიჯერებთ....

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 10 2009, 12:34 PM

ციტატა(მაშიკო @ Jul 10 2009, 12:33 PM) *

შემთხვევით ხომ არ ვკიცხავთ მაგ ადამიანს?

ვის?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 10 2009, 12:37 PM

კანუდოსელი

ციტატა
ვიზე მეუბნები?ცალსახად ვაკნინებ თუ არაცალსახად - ვამბობ ფაქტებს, ატრიალე როგორც გინდა, ამ ფაქტებს ვერ გექცევი


კარგად იცი ვიზეც.

ფაქტებზე არავინ გედავება, აქ სხვა რამეზეა საუბარი. მღვდელმა ბიძინა გუნიამ პრაქტიკული მხარე ლიტურგიისა ასე თუ ისე იცის და ის რომ კალენდართან დაკავშირებით არასწორი შეხედულება აქვს ეს არაფერს არ ცვლის, ეს ადამიანი ვიმეორებ სხვა რამეს ასწავლის იქ. კი ბატონო გადაბმულია ლიტურგიკა და კალენდარული საკითხი, მაგრამ ის ლიტურგიკის პრაქტიკულ მხარეს ასწავლის და არა ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებას. მე არ მომისმენია მისგან, როდესაც მასწავლიდა, კალენდარზე რაიმე.

ციტატა
კარგა ხნის წინ ერთი სტუდენტი, ამჟამად უკვე სასულიერო პირი მთხოვდა ლექცია წამეკითხა ასტრონომიაში სამყაროს შექმნაზე, კიდე კაი არ წავიკითხე თორე ჩემი არ ვიცი და ის რომ სასულიერო პირი ვერ გახდებოდა ეჭვი არ მეპარება პ.პ.ს.სხვათა შორის მ. ბიძინა უარესი არაა, აი საპატრიარქოს ტი-ვი-ზეა სასტავი, განსაკ. ცენზორი ყავთ იშვიათი დებილი, მამმა მია)))

კარგად იცი, რომ ასე არ იქნებოდა. ედიშერ ჭელიძეს მრავალი წელია მუდმივად პოლემიკა აქვს სხვადასხვა სასულიერო პირებთან თუ ერესში მყოფებთან, მაგრამ არანაირი პრობლემა არ შექმნია, იმიტომ რომ თავისი ცოდნით ავტორიტეტი აქვს მოპოვებული და ვინც არ უნდა თქვას ცუდი მასზე აზრი არარ აქვს უკვე, მე ვიცი რაცაა ეს პიროვნება და ყოველთვის დავესწრები მის ლექციას.

ციტატა
ვიზე მეუბნები?

კარგი გეტყვი მიტროპოლიტ კალისტოს უეარს აქვს უფლება ასწავლოს თეოლოგია?

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 10 2009, 12:37 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jul 9 2009, 11:13 PM) *

ერთი ედიშერ ჭელიძის გამო მისვლა მანდ, რავი ღირს?...

რატომ არ უნდა ღირდეს?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 10 2009, 12:40 PM

ციტატა(afxazi @ Jul 10 2009, 12:37 PM) *

კარგი გეტყვი მიტროპოლიტ კალისტოს უეარს აქვს უფლება ასწავლოს თეოლოგია?

ააა....მართლა ვერ მივხვდი ვიზე იყო საუბარი ...მე მგონია რომ კი და იქნებ მითხრა რატომ ფიქრობ სხვაგვარად?
კალისტოსის დაბალი თეოლოგია სად დაინახე შეკაცო? biggrin.gif

უბრალოდ შეიძლება თეოლოგიაში არის ე.წ. ეკზოტიკური მხარეები რასაც მრავალი ხელს არ კიდებს და მან მოკიდა...

აბა გისმენ

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 10 2009, 12:43 PM

კანუდოსელი

ციტატა
აბა გისმენ

კარგი მე მოვრჩი, არ მინდა კამათში გადაიზარდოს ეს საუბარი.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 10 2009, 12:45 PM

ციტატა(afxazi @ Jul 10 2009, 12:43 PM) *

კანუდოსელი

კარგი მე მოვრჩი, არ მინდა კამათში გადაიზარდოს ეს საუბარი.


არა რა კამათი, მეც გეტყვი სად არ ვეთანხმები მას biggrin.gif

მართლა მაინტერესებს თუ იქნება დამთხვევა ჩვენი აზრებისა

მაგრამ თეოლოგად მისი არ მოხსენიება მართლა გადამეტებულია, ამ კაცმა თავისი ნაშრომებით და თეოლოგიური პუბლიკაციებით მრავალი პროტესტანტი დააფიქრა მართლმადიდებლობის არსზე...

პ.ს.
მესმის რომ გაბრაზდი რომ ის ინსტიტუტი სადაც სწავლობ ასე მოვიხსენიე, მაგრამ ეს რეალობაა, ამ ინსტიტუტს არა აქვს უფლება (თუნდაც თეორიულად) საერთაშორისო სტატუსის ბაკალავრის ხარისხი გასცეს - და შენ მეუბნები რომ უბრალოდ არაა კარგად საქმე? ცუდად კი არა სავალალოდაა...
როგორც წესი ადამიანი სწავლობ დიპლომირებულისგან და ამათშიც მცირეა ვინც მართლა ასწავლის და შენ გინდა დამიმტკიცო, რომ არადიპლომირებულების ფონზე სიტუაცია არასაგანგაშოა, როცა იგივე ილია ჭავჭავაძეში,სადაც მე ვარ და მრავალი დიპლომირებული ლექტორია - მძიმედაა საქმე? biggrin.gif ჩვენთან მძიმედაა, თქვენთან - კატასტროფულად

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 10 2009, 12:52 PM

კანუდოსელი
სასულიერო აკადემიაში მე გეტყვი ვინ არ უნდა ჩააბაროს: იმან, ვინც არ არის სულიერად ისე ძლიერი, რომ შეძლოს ხაზი გაავლოს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებასა და აკადამიაში არსებულ სიტუაციაზე, ანუ მიხვდეს იმას, რომ თუ მართლმადიდებლები ურევენ ხოლმე, ეს არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებლობაც ურევს.

საერთოდ, სასულიერო სასწავლებელში შესვლა (რა დონისაც არ უნდა იყოს ის), საკმაოდ პრობლემურია, რადგან მოუმზადებელი ადამიანი ისეთ ცნობებს იგებს ღმრთის შესახებ, რაც მას სხვა პრობლემებს უქმნის. ხოლო ამას თუ დაემატა ისიც, რომ აკადემიაში ორგანიზაციულ-აკადემიური დონეც არ არის სათანადო დონის, ოოოო ...... მაშინ უკვე რევოლუციონერებიც შეიძლება მივიღოთ აკადემიისგან.

თორემ სასულიერო აკადემიაში ჩაბარება როგორ არ ღირს.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 10 2009, 01:13 PM

საერთოდ გულში მჯიღის ცემას, ეს რა გვაკადრესო - რეალობას მივეჩვიოთ აჯობებს, თორე ვემსგავსებით სტრაუსებს...აფხაზ, პირად შეურაცხყოფად კი ნუ იღებ, თორე ეგრე აგერ ზემოთ ნახე რა დავწერე იმ უნივერსიტეტზე სადაც თავად ვმუშაობ...რეალობაა და რა ვთქვა? ვიცრუო?

საერთოდ ეს მოძველებული ტერმინებია ასე რომ ოპერირებენ ხშირად - ჩვენი უნივერსიტეტის კედლები და მსგავსი...
კედლებს ადამიანები ქმნიან და ეს ადამიანები კორნელი კეკელიძეები და მსგავსნი იყვნენ...სანამ თუნდაც ოდნავ არ მიუახლოვდება პროფესიონალიზმის თვალსაზრისით უნივერსიტეტი იმას რაც იყო, არაფერი გამოვა. დაუკვირდი, ამას ვამბობ აკრედიტირებული სასწავლებლის მიმართ...

პ.ს.
ჩემი აზრით კარგი იქნება თუ აკადემია უნივერსიტეტს შეუერთდება
ამ გზით
1. უფრო კარგად მოვერგებით ევროპული განათლების სისტემას
2. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაში მოხვედრისას ავტომატურად დადგება საკითხი - გადაიხედოს ლექტორთა პროფესიონალიზმი

ეს პრობლემური იქნება უნივერსიტეტისთვის, რადგან ის მიიღებს დიდ ბალასტს, პირველი რამდენიმე წელი მოუწევს ათრიოს უვარგისი ლექტორები, მაგრამ კონკურენტიანი გარემო (თეორიულად მაინც) ადრე თუ გვიან შეცვლის სიტუაციას

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 10 2009, 02:01 PM

კანუდოსელი
ეს სხვა საქმეა, ასე რომ მიდგომოდი ამ საკითხს ჩემგანაც ჰპოვებდი თანხმობას. გეთანხმები ამ ყოველივეში, აგერ უნივერსიტეტიც გაიხსნა და იმედია ეგ მაინც დააკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif თუმცა გარკვეულწილად, ასე ვთქვათ პლაცდარმის სახით ამ აკადემიის არსებობაც საჭირო იყო.

უბრალოდ მე ნამდვილად ვერ მოვიხსენიებ აკადემიას ცუდად, რადგან მართლა ბევრი რამე ვისწავლე და ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმაში რომ ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მართლა დიდი როლი ითამაშა, თორემ როგორც ყველა მეც ვიყავი მოხიბლული ფსევდო ქრისტიანული მოძღვრებებით და შესაძლოა აქ ჩაუბარებლობით ამ მოხიბლულობას მკვეთრი სახეც მიეღო, აი ამ კუთხით მადლიერი ვარ აკადემიის. ბევრი რამეა მოუწესრიგებელი იქ, დასახვეწი (თუ შესაძლებელია საერთოდ), პირველ რიგში დისციპლინა ალბათ. თუმცა გავიმეორებ თუ უნივერსიტეტი ამუშავდება ალბათ აქცენტი უფრო იქით გადავა ალბათ და კარგიც იქნება.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 10 2009, 02:05 PM

მაყურებლის როლში ვარ და გამშველებლად ნუ მაქცევთ smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 10 2009, 02:17 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
მაყურებლის როლში ვარ და გამშველებლად ნუ მაქცევთ

რა გინდა ახლა მივედით თანხმობამდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 10 2009, 02:47 PM

ციტატა(afxazi @ Jul 10 2009, 02:01 PM) *

კანუდოსელი
ეს სხვა საქმეა, ასე რომ მიდგომოდი ამ საკითხს ჩემგანაც ჰპოვებდი თანხმობას. გეთანხმები ამ ყოველივეში, აგერ უნივერსიტეტიც გაიხსნა და იმედია ეგ მაინც დააკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif თუმცა გარკვეულწილად, ასე ვთქვათ პლაცდარმის სახით ამ აკადემიის არსებობაც საჭირო იყო.


კი უნივერსიტეტზე მეც დადებითი მესმის.
რაც შეეხება მიდგომას, მაინცა და მაინც უნივერსიტეტისთვის უნდა მეგინებინა, რომ აკადემიის გინება მიგეღო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 10 2009, 02:53 PM

კანუდოსელი

ციტატა
რაც შეეხება მიდგომას, მაინცა და მაინც უნივერსიტეტისთვის უნდა მეგინებინა, რომ აკადემიის გინება მიგეღო?

აკადემიის "გინებას" ვერასოდეს ვერ მივიღებ, მიზეზი ბევრი მაქვს. უბრალოდ პრობლემებზე შემიძლია გულღიად ვილაპარაკო, კი ბატონო სწავლის დაბალ დონეზე, მაგრამ მე მისი ყოველთვის მადლობელი დავრჩები smile.gif smile.gif smile.gif უბრალოდ მხოლოდ ნეგატიურად ვერ შევხედავ იქ სწავლის პერიოდს, სულ ესაა თორემ განსაკუთრებულს არაფერს არ ვამტკიცებ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 10 2009, 04:08 PM

კანუდოსელი

ციტატა
კი უნივერსიტეტზე მეც დადებითი მესმის.

ეგ მე მიმიწვიეს იქ და იმიტომ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 10 2009, 07:38 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jul 9 2009, 08:23 PM) *

დარწმუნებული ვარ რომ თუ განათლებულები არიან, მათ ეს განათლება სემინარიაში არ მიიღეს


სემინარია/აკადემიის გარდა სხვაგან არ უსწავლიათ, აი კაიროსას კურსელები იყვნენ, ოღონდ მაგის კვალს არ გაყვნენ და სასულიერო პირობა არჩიეს
ერთერთი მათგანი კონკრეტულად ბრონტოზავრზე არა , მაგრამ დინოზავრებზე მესაუბრა, biggrin.gif
მეორემ კიდევ უკიდურეს ფუნდამენტალისტებზე ასე თქვა, ადრე სასულიერო პირები ვირებით დადიოდნენ დ ახლა რა ვქნათ ვირებით ხომ ვერ ვივლითო biggrin.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Jul 10 2009, 08:51 PM

Ligia
მდას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პ.ს

ბევრი პრობლემა აქვს სასწავლებელს და იმედია ღვთის შეწევნით მალე გამოსწორდება სიტუაცია smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 10 2009, 09:45 PM

პმ მომივიდა ვიღაცისგან. სასულიერო სემინარია-აკადემიაში საჭიროა თუ არა მამაოს რეკომენდაციაო. მე ვიცი, რომ საჭიროა. ვოტ ტაკ! მე ნუ მეპიემებით ისე, რომელი აკადემიის მდივანი მნახეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jul 10 2009, 10:33 PM


კანუდოსელი

ციტატა
იქაური უაზრო დისციპლინით გარეკავთ

იქნებ განმიმარტო,რას გულისხმობ უაზრო დისციპლინაში?

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 10 2009, 10:52 PM

ჩემთვის არავის უთქვამს მოძღვრის რეკომენდაციაა საჭიროო...
საბუთებიც ისე შევიტანე არც მიკითხავს მამაოსთვის. გუშინ ვუთხარი და გაეხარდა...

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jul 10 2009, 10:55 PM

ციტატა
მოზღვრის რეკომენდაციაა


კი საჭიროა, მისაღები გამოცდების პროგრამაში (წლევანდელი) ასე წერია..

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 10 2009, 11:04 PM

მე ერწლიანზე შევიტანე საბუთები... და გამოცდა არამგონია რომ იყოს არც ეგ უთქვამთ...

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 10 2009, 11:06 PM

ციტატა(.:Lela:. @ Jul 10 2009, 09:51 PM) *

Ligia
მდას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif




ანუ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jul 10 2009, 11:33 PM

მაშიკო

ერთწლიანი რა არის? კურსებია?

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 10 2009, 11:40 PM

სასულიერო სასწავლებელში არის მაგალითად "მედავითნეობა"(1 წლიანი)
მისი დამთავრების შემდეგ გვეძლევა საბუთი რომლითაც ჩვენ შეგვეძლება სკოლებში ვასწავლოთ რელიგია... ან მედავითნეთ ვიყოთ...
მე ზოგადი ცოდნის მიღების მიზნით ვიწყებ იქ სწავლას

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jul 13 2009, 07:13 PM

უკაცრავად,შემეშალა..

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jul 21 2009, 01:54 PM

წელს მინდა საბუთები შევიტანო smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 20 2009, 04:51 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jul 9 2009, 03:09 AM) *

1. ცოდნას ვერ მიიღებთ (
გარეკავთ


მეშინია არ გავრეკო... ეხლა მართლა მეშინია...
არადა მაში გამიკვირდა რას წერს ეს ახალგაზრდათქო

პოსტის ავტორი: Bivrili თარიღი: Aug 20 2009, 06:13 PM

და რატომ უნდა გარეკო?
ან რასი გეშინია, ვერ გავიგე კარგად , რომ წერ მაშინ გამიკვირდაო, ახლა რა გაიგე ამისთანა , რომ მისი სიტყვები გაიხსენე და შეშინდი?
smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 27 2009, 09:52 PM

ციტატა(Bivrili @ Aug 20 2009, 07:13 AM) *

და რატომ უნდა გარეკო?
ან რასი გეშინია, ვერ გავიგე კარგად , რომ წერ მაშინ გამიკვირდაო, ახლა რა გაიგე ამისთანა , რომ მისი სიტყვები გაიხსენე და შეშინდი?
smile.gif

ეშმაკი მებრძვის და იმიტომ მეშინია არ გავრეკო, ვეღარ ვძლევ უკვე ეშმაკს... მიჭირს

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 27 2009, 10:16 PM

ციტატა(მაშიკო @ Aug 27 2009, 09:52 PM) *

ეშმაკი მებრძვის და იმიტომ მეშინია არ გავრეკო, ვეღარ ვძლევ უკვე ეშმაკს... მიჭირს


ვერც მე ვერ გავიგე...

ეშმაკი ყველას გვებრძვის, ნუ მე ის მომენტი ვერ გავისიგრძეგანე რა შუაშია კანუდოსელის ნახსენები მაზოხიზმი და როგორც ირწმუნება სწავლის დაბალი დონე და შენი შიში ერთმანეთთან მაშიკო?

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 27 2009, 10:24 PM

ნონა
ხო მართალია გაურკვევლად მეწერა.... რაშიც ვეთანხმები გავაწითლე...
დრო არ მექნება და იმიტომ ვფიქრობ რომ შეიძლება ცოდნა ვერ მივიღო, ღმერთმაც ქნას რომ შემიწყოს სამსახურმა ხელი და მიმაღებინოს ცოდნა...
და კიდევ მინდა ის მონდომება დამიბრუნდეს რაც მაშინ მქონდა საბუთები რომ შევიტანე...

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Aug 27 2009, 10:45 PM

არაფერი საშიში არ არის და თუ ადამიანი ზარმაცი არ არის კარგ განათლებასაც მიიღებ და კარგ მეგობრებსაც შეიძენს.ზოგ საგანში ისეთი მკაცრი მოთხოვნაა სამიანი რომ მიიღო ხუთიანზე უნდა იცოდე.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 27 2009, 10:53 PM

G_I_O_R_G_I_
ღმერთმა გისმინოს და ყველაფერი კარგად მოხერხდეს...
არა სწავლის მხრივ ზარმაცი არ ვარ...

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 27 2009, 11:05 PM

ციტატა(მაშიკო @ Aug 27 2009, 10:24 PM) *

ნონა
ხო მართალია გაურკვევლად მეწერა.... რაშიც ვეთანხმები გავაწითლე...
დრო არ მექნება და იმიტომ ვფიქრობ რომ შეიძლება ცოდნა ვერ მივიღო, ღმერთმაც ქნას რომ შემიწყოს სამსახურმა ხელი და მიმაღებინოს ცოდნა...
და კიდევ მინდა ის მონდომება დამიბრუნდეს რაც მაშინ მქონდა საბუთები რომ შევიტანე...


ანუ ეთანხმები იმაში რომ შეიძლება გარეკო?
მგონი ცდები მაშიკო...

მეც ვაპირებ სწავლის გაგრძელებას სემინარიაში და დიდი მოლოდინი მაქვს...

იმედიანი სიტყვის მოსასმენად მზად ვარ a075.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 28 2009, 08:29 AM

ნონა
გავრეკო იმის გამო რომ დროში ვერ ჩავჯდე ნონა და არა ბევრი სწავლის გამო.... ეგ ვიგულისხმე, ნახევრად ხუმრობით...smile.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 28 2009, 01:54 PM

ციტატა(მაშიკო @ Aug 28 2009, 08:29 AM) *

ნონა
გავრეკო იმის გამო რომ დროში ვერ ჩავჯდე ნონა და არა ბევრი სწავლის გამო.... ეგ ვიგულისხმე, ნახევრად ხუმრობით...smile.gif




ნუ დროის დეფიციტი უკვე სხვა საქმეა... biggrin.gif biggrin.gif
მომეშვა ცოტათი გულზე kiss1.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 29 2009, 08:03 PM

ნონა
kiss1.gif
შენც აპირებ სწავლას? უფალმა გაგაძლიეროს...
მე საბუთების შეტანამდე 3 ჯერ გადავიფიქრე და ბოლო ვძლიე მაინც ეშმაკს...smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 15 2009, 08:50 PM

დღეს დაიწყო სწავლა სასულიერო სასწავლებელში, ძალიან გამიხრდა,როდესაც იქ ორ ჩემს კურსელს შევხვდი, ანუ ორგზის თანაკურსელები ვიქნებით, 15 საგანს შეისწავლითო 1 წელიწადში და ბოლოს იქნება გამოცდაო. ქრთამის აღება ჩვენთან არ ხდებაოsmile.gif ბიჭები გააფრთხილეს არ გააცდინოთო, სულ 3 გოგო ვართ ჯგუფში, ხანდახან იმედია ვივლი და იქნებ ვისწავლო რამეsmile.gif

პოსტის ავტორი: m.g.giorgi93 თარიღი: Dec 7 2009, 10:00 PM

ხატვის გამოცდაზე რა იხატება ნატურმორტი თუ სხვა რამ ?

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Dec 8 2009, 11:13 AM

ციტატა(კანონისტი @ Jul 10 2009, 12:52 AM) *

საერთოდ, სასულიერო სასწავლებელში შესვლა (რა დონისაც არ უნდა იყოს ის), საკმაოდ პრობლემურია, რადგან მოუმზადებელი ადამიანი ისეთ ცნობებს იგებს ღმრთის შესახებ, რაც მას სხვა პრობლემებს უქმნის. ხოლო ამას თუ დაემატა ისიც, რომ აკადემიაში ორგანიზაციულ-აკადემიური დონეც არ არის სათანადო დონის, ოოოო ...... მაშინ უკვე რევოლუციონერებიც შეიძლება მივიღოთ აკადემიისგან.

თორემ სასულიერო აკადემიაში ჩაბარება როგორ არ ღირს.

მე ეხლა უკვე კარგად მესმის ამ სიტყვების და მაშინ ვერ მივხვდი...

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jan 17 2010, 08:51 PM

ციტატა
ცოდნას ვერ მიიღებთ ( გარეკავთ

ეხლა ისეთი სირთულეა, რომ შენც კი გაგიჟირდება სწავლა და სემინარიის დამცირებით შორს ვერ წახვალ, ამით შენ თვითონ იმცირებ თავს, და სწავლას თავი რო დავანებოთ სემინარიაში ყველაზე მთავარს ადამიანობას სწავლობ, გირჩევთ შემოგვიერთდეთ, ყველას გელოდებით

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 17 2010, 09:02 PM

mari-mari15
shenc scavlob? gagadzlieros gmertma, me 20 ianvramde visveneb da lamisaa gavapren.momenatra leqciebi...

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jan 17 2010, 09:33 PM

ციტატა
shenc scavlob? gagadzlieros gmertma, me 20 ianvramde visveneb da lamisaa gavapren.momenatra leqciebi...

ხო ვსწავლობ, გავრეკე უკვე ამ დასვენებით, ერთი სული მაქვს 25 როდის მოვა, რაზე სწავლობ? მე ფსიქოლოგიურის მეორე კურსზე

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 17 2010, 10:02 PM

mari-mari15
kargia. me 1 wlianze vscavlob, sagvto sjulis pedagogi unda gavxde wesit... tumca minda gavagrdzelo...

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jan 17 2010, 10:32 PM

სემინარიაში ხააარ? ეგ ფაკულტეტი იყოოო? არ ვიცოდი

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 17 2010, 11:43 PM

ციტატა(mari-mari15 @ Jan 17 2010, 10:32 AM) *

სემინარიაში ხააარ? ეგ ფაკულტეტი იყოოო? არ ვიცოდი

Ara seminariashi gogonebi ar arian rogorc me vici, me sasuliero sascavlebelshi var,seminaria da akademia vajebistvisaa. gogonebistvis aris institutic

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jan 17 2010, 11:48 PM

მე მოკლედ ვთქვი თორე ვიცი , იქ ვსწავლობ მეც აკადემია სემინარიასთან არსებულ სასწავლებელში. შენ სად ხარ?

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jan 18 2010, 01:07 PM

აოფებთ.

ხომ არ დამეხურა ეს თემა?

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jan 18 2010, 01:57 PM

ციტატა
ხომ არ დამეხურა ეს თემა?

ჯობია დახურო

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 18 2010, 02:36 PM

Ismail
დახურე შეგიძლია
mari-mari15
მე ვარ ქუთაისის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სასწავლებელში

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jan 20 2010, 11:02 PM

ციტატა
მე ვარ ქუთაისის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სასწავლებელში

გასაგებია მე თბილისში ვსწავლობ, მაგიტომ გამიკვირდა შენი ფაკულტეტი, ვიცი რო ჩვენთან მასეთი არ იყო და

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 21 2010, 12:48 AM

და მანდ რო ჩააბაროს ადამიანმა

აუცილებლად სასულიერო პირი უნდა გახდეს?

მგონი ცოტა ვერარი კითხვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 21 2010, 09:21 AM

აკაკი
aucilebeli araa.bevri bichi jaris gamo scavlobs mand, tumca bevri shemxveva kopila asetebi mgvdlebi gamxdaran...

პოსტის ავტორი: tibikonaA თარიღი: Jan 21 2010, 06:15 PM

არ შეიძლება რომ ისე მოვიდეს ადამიანი სემინარიში და დაესწროს რომელიმე ლექციას ? wub.gif მე მართლა მაინტერესებს და თუ არის აქ ვინმე სემინარიის სტუდენტი საგნების ცხრილი ან სილაბუსი რომ დადოს რა საგნებია და სად შეიძლება დასწრება რომ მირჩიოთ piqri.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Jan 21 2010, 07:32 PM

ციტატა
სასულიერო სასწავლებელში არის მაგალითად "მედავითნეობა"(1 წლიანი)

აქ რომ ვისწავლო გამოცდები უნდა ჩავაბარო?

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jan 21 2010, 10:13 PM

ციტატა
არ შეიძლება რომ ისე მოვიდეს ადამიანი სემინარიში და დაესწროს რომელიმე ლექციას ?

კი შეგიძლია თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხო და დაესწრები ლექციებს.
თბილისის სასულიერო სასწავლებელს ვგულისხმობ

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 22 2010, 12:06 PM

http://www.kutais-gaenati.ge/
ნახე ეგ ბმული. მედავითნეობაზე არ არის გამოცდები მ ე როგორც ვიცი

mogzaura

პოსტის ავტორი: salome-salo თარიღი: Mar 6 2010, 03:44 PM

ფსიქოლოგიურზე ლიტერატურა ქართულად გაქვთ?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Mar 6 2010, 03:57 PM

ღვთისმეტყველებაზე რა ბარდება?

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Mar 8 2010, 06:29 PM

ციტატა
ფსიქოლოგიურზე ლიტერატურა ქართულად გაქვთ?

კი ქართულად გვაქვს, ზოგს ლექტორი გვაწვდის და ა. შ.
ციტატა
ღვთისმეტყველებაზე რა ბარდება?

ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და კატეხიზმო, აპირებ სწავლას?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Mar 8 2010, 09:57 PM

mari-mari15
ვფიქრობ . . .

პოსტის ავტორი: tatia29 თარიღი: May 22 2011, 12:25 PM

გამარჯობა ! ხომ ვერ მეტყვით სასულიერო აკადემიაში ხელოვნებადმცოდნეობის ფაკულტეტი თუ არის და რა საგმები ბარდება, რა სახის გამოცდებია საერთოდ და როდის იწყება...დიდი მადლობა წინასწარ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)