ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ |
ნათია |
Jun 28 2007, 06:32 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პირველი ქართველები ფერეიდანში ზურაბ შარაშენიძის "ფერეიდნელი გურჯების" მიხედვით 1. ლადო აღნიაშვილი პირველი ქართველი მოგზაური, რომელმაც ფეხი შედგა ფერეიდანის მიწაზე იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გაცნობის მიზნით, იყო ლადო აღნიაშვილი. ლადო აღნიაშვილი დაიბადა 1860 წელს კახეთში. თითქოს ბედმა არგუნა მას ყველაფერში პირველობა! იგი იყო ქართული ენის პირველი მასწავლებელი სათავადაზნაურო სასწავლებელში, პირველი ქართული გუნდის დამაარსებელი, პირველი ქართველი მოგზაური ფერეიდანში. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადოება მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისათვის დიდ ინტერესს იჩენდა ირანში მცხოვრები ქართველების მიმართ, მხოლოდ ლადო აღნიაშვილმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით გამგზავრებულიყო ამ შორეულ და საშიშროებით მოცულ გზაზე, რომ ერთხელ კიდევ მოეხადა ვალი თავისი ხალხის წინაშე. 1894 წლის ზაფხულში რუსეთის გემმა ლადო აღნიაშვილი კასპიის ზღვის ნავსადგურ ენზელში (დღევანდელი ფეჰლევი) მიიყვანა. ენზელიდან იგი რუსეთში ჩავიდა, ხოლო აქედან ყაზვინს გაემგზავრა. იმ დროს ირანის ქალაქებს შორის კავშირი ქარავნებით ხორციელდებოდა. ლადო აღნიაშვილიც ქარავანთან ერთად გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში და დიდ სიძნელეებს, მაგრამ ბევრ საინტერესოს ხვდებოდა ამ მოგზაურობის დროს. ყაზვინიდან დიდის გაჭირვებით და ვაი-ვაგლახით ჩავიდა ლადო აღნიაშვილი თეირანში, სადაც ვერაფერი შეიტყო ფერეიდანში ქართული მოსახლეობის შესახებ და თვენახევარის შემდეგ გაემგზავრა ისფაჰანისაკენ. აქ კი მთელი ზამთრის გატარება მოუხდა, ვინაიდან გაზაფხულამდე ფერეიდანის მაღალ მთებში ასვლა ძნელი იყო. დადგა აპრილის თვე, საკმაოდ სიცხეები დაიჭირა. ლადოც შეუდგა სამზადისს ფერეიდანში გასამგზავრებლად. მაგრამ ამჯერად ახალი დაბრკოლება გამოუჩნდა. ისფაჰანში ფართოდ იყო გავრცელებული ხმები, რომ ფერეიდანის გზებზე საშინელი ყაჩაღობაა, მდიდარსა თუ ღარიბს, დიდსა თუ პატარას, ყველას ძარცვავენო. ლადოს უკვე მოთმინება ჰქონდა დაკარგული და, მიუხედავად ამგვარი ხმებისა, მაინც გადაწყვიტა გამგზავრება. იგი მოურიგდა ჩალვადრებს, ნახევარი თანხა წინასწარ გადაუხადა და გაუდგა გზას. პირველი სადგური, რომელსაც ლადო აღნიაშვილი მიადგა, ნეჯეფაბადი იყო. მას ორი ცხენოსანიც შეუერთდა, რომლებიც შირაზიდან ბრუნდებოდნენ, მალე მათ წამოეწია ერთი შეიდი (სასულიერო პირი, რომელიც თავს მოჰამედის შთამომავლად თვლის) პატარა ბიჭით და ყველანი ერთად დაადგნენ გზას ყალანაზარისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ "დღისით მზე სულ ცეცხლს უკიდებდა", საშიშროების გამო არ უნდოდათ ღამით მგზავრობა. ისეთი მწველი მზე იყო, რომ აღნიაშვილს რამდენიმე დღეში სამჯერ გადასძვრა პირზე კანი. ერთი სიტყვით, დიდის ვაივაგლახით აღნიაშვილმა მიაღწია "დომბექამარამდე". ეს უკვე ქართველებით დასახლებული სოფელი იყო, მაგრამ ჯერჯერობით ლადომ ამის შესახებ არა უწყოდა რა, ვინაიდან მას ფერეიდანის მხარის ქართული სოფლების ქართული სახელები ჰქონდა ჩაწერილი. დომბექამარს სპარსელები ეძახდნენ, ხოლო ქართველები ამ სოფელს თოლერს უწოდებდნენ. სწორედ თოლერი იცოდა აღნიაშვილმა და მხოლოდ ამ სოფელში გამოარკვია, რომ ეს იგივე დომბექამარია. როდესაც ლადო ამ სოფელში შევიდა, მას ერთი ეზოდან შემოესმა საკმაოდ ხმამაღალი ქართული საუბარი: - ბიჭო, ეიჰ, იადოლა! რა უყავ ბიჭო, ი შენი ვირი. - შენ რაით გინდა? შინ არი - უპასუხია მეორეს. - როგორ არ მინდა, პური უნდა წავიღო წისქვილში. - ჩვენ გომშია, წადი წაიყვანე. ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სიტყვები ლადოზე. იგი უმალ ჩარეულა საუბარში: - ბიჭო, ეი! შენ ვინა ხარ, გურჯი ხარ? - ჰო, გურჯი ვარ! მაგრამ შენ ვინა ხარ? ჩვენებური სად იცი? - მეც გურჯი ვარ, გურჯისტანიდან მოველ თქვენს სანახავად. - იიი, გურჯი კი არა! - ჰო, მართლა გეუბნები - მიუგო ლადომ. - მაშ გურჯი ხარ? - თქვა ეს და ლადოსკენ გაეშურა; დაუწყო მას ქართულად ლაპარაკი და თან თავის ამხანაგს ხელს უქნევდა, ანიშნებდა აქ მოდიო. გაოცებულმა მისმა ამხანაგმა ბარი მხარზე გაიდო და გაექანა მათკენ. ლადოს ცხენი ნელ-ნელა მიჰყავდა, ბიჭს მის უნაგირზე ჩაეჭიდა ხელი და ქართული საუბრით მიჰყვებოდა. როცა ბარიანი ბიჭი მიუახლოვდა მათ, პირველმა უთხრა: - იცი, ეს გურჯია, გურჯისტანიდან არი. - იი, გურჯი კი არა? - უპასუხა ბარიანმა. მაგრამ, როდესაც ლადომ ქართულად დაუწყო ლაპარაკი, ისიც დარწმუნდა, გაექანა, ცხენს ფაფარში წაავლო ხელი და თან გაჰყვა ნელ-ნელა მიმავალ მხედარს. მათ გზაში ერთი კაცი შემოეყარათ. ფერეიდანელმა ბიჭებმა უთხრეს მას: - ბიჭო, იცი, ეს ჩვენი ძველიაო. სოფლის ბოლოში ლადო გამოემშვიდობა მათ, აღუთქვა მალე შეხვედრა. აუხსნა, რომ გადაწყვეტილი აქვს ყველა ქართული სოფლის ნახვა და ამიტომ დროებით გტოვებთო, დომბექამარელმა ქართველებმა იგი გააცილეს სოფელ დაშქეშანისაკენ მიმავალ ნახევარ გზამდე და შემდეგ უკან გაბრუნდნენ გახარებულები. მათ ხომ თითქმის სამასი წლის განმავლობაში პირველად იხილეს თავიანთი თანამემამულე. შესანიშნავად აგვიწერს ლადო აღნიაშვილი სოფელ მარტყოფში მისვლის ამბავს: "მარტყოფს, რომ მივუახლოვდი, იქ, სოფლის პირში ორი დედაკაცი წყალს ავსებდა. დამინახეს და გამართეს ლაპარაკი: ერთმა სთქვა - ეს "საჰაბიაო" (ბატონი). მეორემ უთხრა, - "არა ეს ჩვენია, გურჯიაო". - "არა, საჰაბიაო, ფარანგიაო" (უცხოელი). - არა ეს ჩვენი ძველია, გურჯია. ხანმა არა თქვა, ერთი ჩვენი ძველი ისპაანში ზისო". და როდესაც ეს პირველიც დაეთანხმა, წამოხტნენ ორივენი, დაყარეს იქ წყლის ჭურჭელი და გაიქცნენ სოფლისაკენ. მირბოდნენ და ყველა გამვლელ-გამომვლელს ეუბნებოდნენ: "ჩვენი ძველი მოდის! გურჯი მოდის გურჯისტანიდანაო!" "სანამ შიგ სოფელში შევიდოდი აუარებელი ხალხი იყო ყველა გზებზედ გამოშლილი: კაცი და ქალი, დიდი და პატარა აქეთ-იქიდან მომძახოდა - აჰვალი (ჯანმრთელობა) როგორა გაქვს? - "სალამ!" - "ჩაღი (გუნება, ხასიათი) როგორა გაქვს": მე ყველას თავს ვუკრავდი და მადლობას ვეუბნებოდი". ამგვარად, დიდი წვალებისა და გაჭირვების შემდეგ, ლადო აღნიაშვილმა მოახერხა ფერეიდანის მხარის თითქმის ყველა სოფლის ნახვა. იგი იმდენად გადაღლილი იყო მოგზაურობით, ბევრი დაბრკოლების გადალახვითა და ხელმოკლეობით, რომ მალე დაუტოვებია ფერეიდანი და საქართველოში დაბრუნებულა. დაუღალავმა შრომამ წელში გატეხა ლადო აღნიაშვილი; სულიერადაც მოქანცა იგი, დასნეულებული ლადო გარდაიცვალა 1904 წლის აპრილში. იგი დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე. 2. პავლე ლორთქიფანიძე პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კავკასიის მხედრიონი აქტიურად მოქმედებდა ირანსა და თურქეთში. 1916 წელს ირანში ქართული ესკადრონის მეთაური იყო შტაბს-კაპიტანი პავლე ალექსანდრეს ძე ლორთქიფანიძე. იგი ფერეიდანში შეხვდა იქაურ ქართველებს და იყო ფერეიდნელი ქართველის სეიფოლა იოსელიანის სტუმარი. აი, როგორ აგვიწერს პ. ლორთქიფანიძე ქართველებთან შეხვედრას თავის წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 1916 წლის გაზეთ "სახალხო ფურცელში": "დრო არა მაქვს, ამ წერილის წამომღებიც მიჩქარის და სამსახურიც ისეთია, რომ "წინ გასწით!"-ო გვიძახიან. გზაში ვარ, მაგრამ ქართველ მკითხველს მინდა გადავცე შემდეგი:... ქალაქ ისპაჰანის მოშორებით გაშენებულია პატარა სამაჰმადიანო საქართველო, თორმეტი თუ ცამეტი სოფელი... არაფერი არ ვიცოდი... შეველ ერთ სოფელში მოგზაურობის დროს და ირგვლივ ქართულად ლაპარაკობდნენ. თავბრუ დამესხა, ომი ახალი შეწყვეტილი გვქონდა და გონსაც არ მოვსულიყავი... ვიფიქრე, ეს რა ამბავია, ნუ თუ საქართველოს რომელიმე კუთხეში ამოვყავი თავი მეთქი... მაგრამ სპარსული ტანისამოსი როგორღაც მეჩოთირებოდა... როცა მე ქართულად დავიწყე ლაპარაკი, იმდენი ქალი და კაცი შემომესია, რომ ტევა არ იყო... საიდანა ხარ ბატონო? - გაიძახოდნენ... მხოლოდ მაშინ მომაგონდა შაჰ-აბასის სიმხეცე და მისგან გადასახლებული ქართველები სპარსეთში. დედაენა ჩინებულადაა დაცული, დიდი და პატარა მხოლოდ ამით ამაყობს - ქართულად ვლაპარაკობთო... ჩვენი ქართველობა მხოლოდ დედაენით გამოიხატებაო... თხოულობენ "სკოლას", ქართველ მასწავლებელს... ნუთუო, ლაპარაკობენ: ჩვენი ქართველები ისე უგულო შეიქნენ, რომ ჩვენზე არ ფიქრობენო". 3. ამბაკო ჭელიძე ამბაკო ჭელიძე 1923 წლის ივლისის პირველ რიცხვებში მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულ სპეციალისტთა ჯგუფს, რომელთაც დავალებული ჰქონდათ ირანში საბჭოთა ბანკის გახსნა, გაჰყვა თეირანში ამავე წლის შემოდგომაზე, როგორც ფინანსიური საქმის მცოდნე. მას თან ახლდა მისი მეუღლე სარა ჭელიძე. ამ შემთხვევამ შესაძლებლობა მისცა ამბაკოს ჩასულიყო ფერეიდანში და ადგილზე გასცნობოდა ფერეიდნელთა ყოფას. მან ბევრი რამ იცოდა ლადო აღნიაშვილის გადმოცემით, მისი წერილებიდან და წიგნიდან. ამბაკო ჭელიძე ირანში სამუშაოდ იყო წასული და, მიუხედავად დიდი სურვილისა, მას არ შეეძლო უნებართვოდ დაეტოვებინა თეირანი და ფერეიდანში გამგზავრებულიყო. დადგა 1927 წლის ზაფხული და ამბაკო ჭელიძეც მოემზადა ფერეიდანში გასამგზავრებლად. სეიფოლა იოსელიანს წინასწარ შეატყობინეს და ივლისის პირველ რიცხვებში ამბაკო, მისი მეუღლე - სარა, დაქირავებული ფოტოგრაფი და მძღოლი ფერეიდანისკენ დაიძრენ. პირველად ამბაკო ჭელიძე ახორე ფაინში - ქვემო მარტოფში მისულა. აქ მას სეიფოლა იოსელიანის მიერ გაგზავნილი კაცები შეგებებია, რომლებსაც ზემო მარტოფში უნდა წაეყვანა სტუმრები. გზა სოფლისაკენ ყანებს შორის გადიოდა. მათ მოულოდნელად წინ გადაუდგა მარტყოფელი გლეხი ქალაჯი მაჰმუდი, გვარად თავაზიანი, ბარით ხელში. იგი თურმე ვენახს რწყავდა, როგორც კი ამბაკო და მისი თანამგზავრები დაინახა, თავი დაანება მუშაობას და მათ მიეგება. მან მეტად ზრდილობიანად მოიკითხა ამბაკო და მისი მეუღლე და მორიდებით უთხრა: - დიდხანს გვპირდებოდით, ბატონო მოსვლას, მოდი ჩემი ღარიბი ოჯახიც ნახე. სოფლის შესასვლელთან ბევრი ხალხი მიეგება სტუმრებს. ბევრი მათგანი ამბაკოს ნაცნობი იყო და სხვებს ეუბნებოდნენ: - "ჩვენი ძველი არის, ჩვენი პატრონი საქართველოდან" ანდა კიდევ: "სალამი მიე, ჩვენები არიან. ჩვენებური ნამაათ (ლამაზად) იციან". სეიფოლა იოსელიანი სოფლის თავში ცხოვრობდა, რის გამოც მთელი სოფელი ფეხით გაიარეს ამბაკომ და მისმა მეუღლემ. "სახლების ბანებზე და გომებზე გამოფენილი იყვნენ ჭრელი, ხშირი ნაოჭებიანი კაბებით მორთული ქალები, ყველა უჩადროდ, უნიღბოდ (ესეც ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო ქართველი ქალისა ირანელისაგან), ისინი გადასძახოდნენ ერთიმეორეს კრიალა ხმით. დარბოდნენ, კისკისებდნენ. ქალების სითამამემ გადააჭარბა კაცებისას" - შენიშნავს ამბაკო. სეიფოლას სახლთან რომ მივიდნენ, იქ უკვე ტევა აღარ იყო. ფერეიდნელები აღფრთოვანებით გაიძახოდნენ - დიდი საქართველოდან მოსულანო. ბევრ ქართულ ოჯახს მიუწვევია ამბაკო და მისი მეუღლე. ფერეიდნელი ქალები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ თურმე სარა ჭელიძეს. ერთხელ, როცა სარა ფეხზე დგომით დაღლილა, ერთ ფერეიდნელ გოგონას მიწაზე ცხვირსახოცი დაუფენია და მისთვის უთქვამს: - "მე ცხვირსაწური (ცხვირსახოცი) ნამაათ (ლამაზად) დაგიფინე, დაჯექი!" ამბაკო ჭელიძე ირანში 1929 წლამდე დარჩა. ექვსი წელი დაჰყო მან ამ ქვეყანაში და ჩამოიტანა მეტად ძვირფასი ცნობები ფერეიდნელი ქართველების შესახებ. ამბაკო ჭელიძის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1944 წელს ირაკლი კანდელაკს მიეცა საშუალება ჩასულიყო ფერეიდანის მხარეში და ენახა ქართული სოფლები, სადაც იმ დროს ინგლისის ჯარები იყო განლაგებული. იგი, ჯერ კიდევ ისფაჰანში ყოფნის დროს დაახლოებია ფერეიდნელ ქართველ ხანს - ჰოსეინ დავითაშვილს, რომელიც რამდენიმე სოფლის პატრონი იყო ფერეიდანის მხარეში და მასთან ერთად გამგზავრებულა ქართული სოფლების დასათვალიერებლად. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კანდელაკმა ფერეიდანში ყოფნის დროს მოახერხა დოკუმენტური ფილმის გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ ფილმიდან მხოლოდ ნაწყვეტები გადარჩა, იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებანი ამონარიდები ზურაბ შარაშენიძის წიგნიდან ფერეიდნელი "გურჯები" იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებები, მოვიტანოთ რამდენიმე ფერეიდნელის საუბარი, რომელიც ჩაწერილია ფირზე 1968 წელს: "მე ვარ მუხტარა... სოფელჩი (სოფელში) დაბადული, სამი წელია ოთხი წელია თეირანჩი ვცოცხლოფ (ვცხოვრობ). თეირანჩი რა რომ ვცოცხლოფ მივდივარ მუშოობ. მუშოობა ჩონთვის ძალიან ვიღონებით (ვიღლებით), ვიღონებით რო არ ითქმის ადვილათ, არც წერა არც კითხუა, პარსული (სპარსული) წერა-კითხუა ცოტათ ვიცით, ქართული არცრა ვიცით... შარშა (შარშან) და შარშაწინ, რო ჩონ (ჩვენი) ბიჭები გამოიდე (ჩამოვიდნენ, გამოვიდნენ) საქართველოსაყე (საქართველოდან), გამოიტანეს და ჩონ ერთრამე ეხლა ვწავლობთ და ვკითხობთ (ეხლა ვსწავლობთ ქართულს)... მე ცოტა ლექსებსა ვწერ და პარსულადაცა უწერ ეგრე რო... შაიად (შესაძლებელია) რო ქენ (თქვენ) გენახოსყე და გეკითხოსყე (წაგეკითხოთ) ჩემ ლექსები და ღმერთსაყე მინდა რო თქენ გამოგინდესყე იგრე მიშელეთ რო გამამინდეს ეს ლექსები ჩემ დედას ენაზედა ვწერო და ღმერთმა გააწეროს (ინებოს) რო გაკეთდეს და მაღლა (უმაღლესად, კარგად) დავწავლო (ვისწავლო) ქართული, რო ქართულად ვწერო და ვიკითხო, და თქენყე ეს ჩემ მოთხოვა არი, როგთხო (გთხოვთ) მე ჩემ ბიძებსა და ბიძაშვილებსა, მშვიდათ (ნახვამდის)". "ხუალ იქნება პარასკევ, შვიდ საათზე მივდივართ სადგურში თითფრინავისა და უნდა ჩონი ბიძიები, მოსულიან ირანში გავაცილოთ და მოიდენ თბილიჩი... ჩონ გუნდა რო მოიდეთ თბილიჩი... დავჩეთ ჩონი ძმები, დები, პაპები ვნახოთ... ძალიან გუნდა, გუყვარს საქართველოს ქუეყანა და საქართველოს სამშობლო... გუნდა... მოსვლა თბილიჩი და დაჰწაულა (ქართულის სწავლა გვსურსო), მერე დაბრუნება ირანში... ძალიან მინდა ქენ ნახუა, საქართველოს ნახუა, საქართველოს რო გავიგეფყე ჩემ ბადანში (ტანი, სხეული), ჩემი ბადანში... დამაბრუებსყე, სიხარულით მინდა ჰამე (ყველას) გუნდა ქენ გამარჯობა, ღონიერება, ქენ ვაშკაცობა, საქართველო უნდა წაიდეს წინ, ქენ კი წინა ხართ, მერე ჩონაც წაგუყანოთ ქენთანა..." P.S. მართლა ასე საუბრობენ ჩემი ნაცნობი ფერეიდნელი ქართველები -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
George Leluashvili |
Jun 29 2011, 02:48 PM
პოსტი
#601
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
სპარსეთში პყრობილ ქართველთ ტანჯვა-ვაებამ აამღელვარა ქეთევან დედოფალი, სადაც ყეინს შაჰ-აბაზს ქართველთა განთავისუფლებას ავედრებდა, სთხოვდა საბრალო ტანჯულთა შინ, საქართველოში დაბრუნებას. ამ გარემოებამ შაჰ-აბაზის გული ისე გააბოროტა, ისეც მხეცი ისე გაამხეცა, რომ ქეთევან დედოფალი პატიმარ ჰყო და უბრძანა ხმის გაკმენდა და სჯულის გამოცვლა, რათ მის მაგალითით სხვა ქართველთაც მალე დაეთმოთ სჯული. ქეთევან დედოფალმა ეს არა ქმნა, იგი მაინც მაგრა იდგა და ქართველების საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა, ეს გარემოება შაჰ-აბაზმა ვეღარ აიტანა და ქეთევან დედოფალი ქ. შირაზს, 1622 წ. აწამა, ჯერეთ შანთით დადაღა, ძუძუები დასჭრა, სხვა ნაწილები და მერე სულ დაკუწეს ნაჭერ-ნაჭერ წამების დროს, ქეთევან დედოფალმა ციხის მცველს უფროს სთხოვა, რომ დედაკაცისთვის ჯალათის წინაშე შიშველი არ არის კარგი რომ იყოსო და ამიტომ ვითხოვ, რომ ტანზედ ერთი სუდარა შემარჩინეთ და ისე დამდაღეთო. სასჯელის წინეთ დედოფალმა ანბანთ ქება სთქვა ლექსად «გაფი». ამით მოსთქვა სპარსეთში მყოფთ ქართველთ პატიმრობა: ან - ამას ვჰსტირი, ბან - ბნელსა მჯდომი, გან - გულსა მდუღრად დონ - დადაგული, ენ - ესრეთ ვება, ვინ - ვის მოება, ზენ - ზენი - ზედა ჱეე - დართული, თან - თვალნი ჩემნი, ინ - ისევ ირწყვის, კან - კმარის მისგან, ლას - ლამებული, მან - მილად მოდის, ნარ - ნაკადული, ონ - ოდეს ნახონ, პარ - პკურებული. ჟან - ჟამნი ჩემნი, გამოვწულილე, რაე - როდესმე სან - სული მეყოს. ტარ - ტყება ჳწყე, უნ - უთვალავნი, ფარ - ფლობა მიჯობს ესრეთ რომ მეყოს, ქან - ქცევა სოფელს ერთს წამს საყოფელს, ღან - ღიმილიცა გარდაიმეყოს. ყარ - ყველას ღმერთი თჳთ განმიმარტებს, შინ - შიშთა მისთა ჴელი მიმეყოს, ჩინ - ჩამომება სუჱ უბედური, ცან - ცრემლის დენა, ძილ - ძნელად შრება, წილ - წყარო თვალთა, ჭარ - ჭმუნვით მყოფთა, ხან - ხარბად დენით გარდმოჩქერება. ჴან - ხორცნი ღაწვთა, ჯან - ჯავრმა დაწვნა, წარხდეს ელვათა შუჱნიერება, ჰაი - ჰაი, მომშორდა ლხინი და შუჱბა, ჵი - ჵი წარმიხდა სახიერება. ვაა რა მაგარია,ბრავო -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
gugua |
Jul 4 2011, 12:06 PM
პოსტი
#602
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
ნომადი ბართაია
«ქართულში შემოსული სპარსული ლირიკა» ეგზოტიკური ჩაიხანა «გულანშარო» 2011 წლის 2 ივლისი თბილისი, აბანოთ-უბანი; ი. გრიშაშვილის ქ. 14 http://fereidani.ge/198_nomadi/198_nomadi.html -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jul 7 2011, 09:52 AM
პოსტი
#603
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
«ქართული ელიტა» – 2011 წლის ივნისი #5(73)
http://fereidani.ge/199_elita/199_elita.html -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jul 19 2011, 04:17 PM
პოსტი
#604
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
-------------------- www.fereidani.ge
|
A.V.M |
Jul 19 2011, 07:30 PM
პოსტი
#605
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გუგუა
ქეთევან დედოფალზე მართლა არ ვიცოდი.გაიხარე -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
gugua |
Jul 20 2011, 04:46 PM
პოსტი
#606
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
ამ ერთი ციდა დედოფალს უზარმაზარი მოტივაცია ჰქონდა...
-------------------- www.fereidani.ge
|
A.V.M |
Jul 20 2011, 05:41 PM
პოსტი
#607
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ამ ერთი ციდა დედოფალს უზარმაზარი მოტივაცია ჰქონდა... სულიწმინდა იყო მასთან და იმიტომ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
gugua |
Nov 22 2011, 04:10 PM
პოსტი
#608
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
საიტის www.fereidani.ge-ს პრეზენტაცია.
2011 წლის 25 11, პარასკევი • 19:00 - 21:00 თბილისი, აბანოთუბანი, გრიშაშვილის 14, ეგზოტიკური ჩაიხანა "გულანშარო" პრეზენტაცია ტარდება ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით. გთხოვთ მეწვიოთ! პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი -------------------- www.fereidani.ge
|
ႲႭႡႰႠႬ |
Dec 19 2011, 06:41 PM
პოსტი
#609
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ეს ფერეიდანი ირანის რომელ მხარეს მდებარეობს და ირანულად რა ქვია ხომ არ იცით? ერთ ირანელს ვკითხე და ვერ მიხვდა ფერეიდანი რა იყო, ალბათ ირანულად სხვა რამე ქვია?
-------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
georgios |
Dec 19 2011, 07:59 PM
პოსტი
#610
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
syd
ციტატა ეს ფერეიდანი ირანის რომელ მხარეს მდებარეობს და ირანულად რა ქვია ხომ არ იცით? ერთ ირანელს ვკითხე და ვერ მიხვდა ფერეიდანი რა იყო, ალბათ ირანულად სხვა რამე ქვია? ეგ მხარე მდებარეობს ისპაჰანის პროვინციაში, ისპაჰანიდან დაახლოვებით 100 კილომეტრში. ფერეიდანი არის იგივე ფერეიდუნ შაჰრი. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
xajomia |
Dec 21 2011, 07:17 AM
პოსტი
#611
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 3-December 11 წევრი № 11,816 |
ისე ახლა ფერეიდნელების გამორიდებას კი უნდა ვჩალიჩობდეთ(
ვინმემ ხომ არ იცით რესურსი სადაც მათთან ურთიერთობა შეიძლება ინტერნეტში? |
georgios |
Dec 21 2011, 11:40 AM
პოსტი
#612
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
xajomia
ციტატა ისე ახლა ფერეიდნელების გამორიდებას კი უნდა ვჩალიჩობდეთ(ვინმემ ხომ არ იცით რესურსი სადაც მათთან ურთიერთობა შეიძლება ინტერნეტში? რაიმე განსაკუთრებული რესურსი ურთიერთობისთვის არ აქვთ მგონი. ერთი ეს ვებ-გვერდია http://www.fereidani.ge/ თუმცა თბილისშიც არიან ჩამოსულები, აქვთ მიმოსვლა. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
xajomia |
Dec 21 2011, 07:04 PM
პოსტი
#613
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 3-December 11 წევრი № 11,816 |
georgios
მადლობა იქნებ დამაკავშიროთ მაინტერესებს აქედან რისი გაკეთება შეიძლება და სასურველია მათთვის მათი გადმოსახედიდან. ირანში სავარაუდო ომს ვგულისხმობ და ნორმალური ქვეყანა ასეთ შემთხვევაში დიასპორაზე ზრუნავს ყოველ შემთხვევაში საერთოდ უყურადღებოდ არ ზის იქნებ ქალების და ბავშვების დროებით გამორიდებაზე მაინც გვეფიქრა გვეფიქრა, თორე გამოყვანა ჯერ ნაადრევია რა თქმა უნდა, შეიძლება არც არაფერი მოხდეს. მაგრამ მოლაპარაკებები, ზონდირება, აქ ნიადაგის, ინფრასტრუქტურის მომზადება – ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა იდგმებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც უბრალოდ ყურადღების და მზრუნველობის გამოხატვა არ უნდა მოვაკლოთ ამ კუთხით. მგონია ესეც ბევრს ნიშნავს მათთვის. მთავრობა სავარაუდოდ ყურსაც არ შეიბერტყავს, თუ საზოგადოებამ არ მოითხოვა. მეორე მხარეცაა, გამოყვანას რაც შეეხება ეს შეიძლება ირანში მათ მიმართ ცუდად აღიქვან და უკუეფექტიც ქონდეს. მაგრამ არა მგონია, თუკი მხოლოდ ქალებს და ბავშვებს შეეხება. ამიტომ მაგათი აზრის გაგება კარგი იქნებოდა. ჰო, კიდე მეორე მხარე. გამორიცხული არაა იმ შემთხვევაში თუ ჩვენს ტერიტორიას როგორც ბაზას გამოიყენებენ ჩვენმა ჰუმანიტარულმა აქტივობამ მტრული განწყობა რაღაც დონეზე გაანეიტრალოს. ეკლესიამ შეიძლება ამ მიმართულებით კარგი როლი ითამაშოს. ოღონდ ყველაფერი კარგად გასათვლელია და შესათანხმებელი. |
marine |
Jul 29 2013, 03:37 PM
პოსტი
#614
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,051 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ფერეიდანში პატარა 5 წლის ქართველი თედო დედას ეკითხება: დედი რა არის სამშობლოს სიყვარული?
დედა - მამა მრავალჟამიერის გაგონებაზე რომ ტირის,აი ის არის შვილი სამშობლოს სიყვარული." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 13 2013, 03:56 PM
პოსტი
#615
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,051 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფერეიდანში ძალიან დიდი თოვლი მოსულა...
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 16 2014, 11:37 AM
პოსტი
#616
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,051 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფერეიდნელებში არასოდეს მომხდარა, რომ ქართველს ქართველი მოეკლას
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 16 2014, 02:48 PM
პოსტი
#617
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,051 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...თუმცა ჩვენი გაოცება ისპაჰანში უფრო სხვა რამემ გამოიწვია, მოულოდნელად ერთ-ერთ გადატვირთულ ქუჩაზე ჩვენს წინ მიმავალი მანქანა და მის მინაზე გაკეთებული წარწერა შევნიშნეთ. "ქართველო, გაგიმარჯოს" - ასეთი მოწოდებით მიჰქროდა მრავალმილიონიან ქალაქში ირანული მანქანა!"
/გიორგი კალანდია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 16 2014, 03:02 PM
პოსტი
#618
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,051 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფერზანე...(ლექსები ფერეიდანზე)
მეც ქართველი ვარ, ფერზანე მქვიაო და დასტურად მარცხენა ხელისგული გაშალა, სადაც ფლომასტერით ქართული ასოებით დაეწერა თავისი სახელი. ფერზანე ფერეიდნელი გოგონა აღმოჩნდა, გვარად ასფანანი (ასფანაშვილი)… რომელსაც პაწია ხელისგულზე თავისი სახელი კი არ დაეწერა – საქართველო დაეხატა. ავტორი: ნომადი ბართაია დრო იყო სისხლით აზელილი მიწა კახეთის, უფრო მეტ ჭირს და უბედობას აღარ ელოდა... სულ არ დაინდო უცხო ტომმა თქვენგან არცერთი, თქვენ პირუტყვივით გადაგრეკეს საინგილოდან. სუსტი თითებით ხელისგულზე რომ დაიხატე, შენი სამშობლო -მოეფერე როგორ ფერზანე?- “ქართლის ცხოვრებამ” მაინც ასე მოკლედ დატია ეს ისტორია, ქართველებზე, ფერეიდანზე, რომ შაჰ აბასმა, კახეთიდან სადღაც ირანში, გადაასახლა და არაფერს არ ამბობს მერე, რომ ჩანაცრული კერიები დაგრჩათ იქ მაშინ... და ქართველების ცრემლით რწყავდნენ ირანის ველებს. მე ისპაჰანის ვიწრო ქუჩა დამიდგა თვალწინ, სისხლის ყივილი ჩვენი ჯიშის ვიგრძენ მაშინაც, პატარა მართვე კლდის ბუდიდან მოსხლიტეს არწივს, მან კი სამშობლო ხელისგულზე გადაარჩინა. ლელა ლაჩაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
qetevano |
Jan 16 2014, 04:43 PM
პოსტი
#619
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
ფერეიდნელებში არასოდეს მომხდარა, რომ ქართველს ქართველი მოეკლას გადაურჩნენ გაუკუღმართებას როგორც ჩანს -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
G_saxva |
Jan 16 2014, 05:07 PM
პოსტი
#620
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
qetevano
იქ მარტო თურქები არიან მტრები აქ კი ყველა ჩამოსული პოტენციური მტერია -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th May 2024 - 06:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი