(რომ.7;19-21) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
(რომ.7;19-21) |
ლილიანა |
Oct 25 2007, 07:52 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
18. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ. 19. რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. 20. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ. 21. ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც?
ბოროტი არ მნებავს და მას ვიქმნ ? განმარტება გეგულებათ ვინმეს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მნათე |
Oct 25 2007, 07:57 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ლილიანა
ჰაჰაჰჰა, მაგ თავს რომ ვდებდი ყოველ ნაბიჯზე არ აქცევდი ხო ყურადღებას ეგ დაზიანების მტავარი ფორმულაა, ადამიანი ავადაა.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
afxazi |
Oct 26 2007, 01:04 PM
პოსტი
#3
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვინაიდან ვიცი, რომ ჩემშიმ ესე იგი ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი; ასე რომ სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა რომელიც ჩემშია დამკვიდრებული (რომ 7, 18-20)
ერთი შეხედვით მოციქული სხეულის წინააღმდეგ ილაშქრებს და უკეტურს უწოდებს მას, მაგრამ ის უბრალოდ იმას გამოაჩინებს რომ სამოთხეში მცნებისაგან გარდასვლამ სრულიად დააცარიელა ადამიანი სიკეთისაგან და არა მხოლოდ იმას ვერ აკეთებს, რასაც ვერ შეიმეცნებს და არც ნებავს, არამედ იმ სიკეთესაც ვერარ აკეთებს, რასაც იმეცნებს და სურს რომ გააკეთოს, რადგან მიდრეკილი და წარტაცებულია გულისთქმებისა და ცოდვის მზაკვრული, სასიამოვნო გემოსაგან. "ესე უწყი, რამეთუ არა დამკვიდრებულ არს ჩემ თანა" - ამ სიტყვებით მოციქული ადამიანის თვითმფლობელობას გამოაჩინებს, რომ იგი ბატონია ორივე მიმარტულების არჩევანში, იქნება ეს სიკეთისკენ მიდრეკა, თუ ბოროტისაკენ. ის ამბობს : "ჩემში ისე კი არაა დამკვიდრებული სიკეთე, რომ გავაკეთო ის იძულებით, არამედ მე მაქვს ნება, რომ საითაც მინდა იქითკენ მივიდრიკო და ეს სიკეთე ბუნებიტად მაქვს მონიჭებული, მაგრამ საქმის აღსრულება უკვე ჩემს თვითმფლობელობაზეა დამოკიდებული. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი" - ამით ხორცს კი არ ამხელს და ამცირებს, არამედ ორად ყოს ადამიანს სულად და სხეულად "ჩემს ხეულში არ იმყოფება კეთილი", ნიშნავს იმას, რომ ხორცს არ შეუძლია თვითონ სიკეთის აღსრულება, არამედ სულს ძალუძს გამოიცნოს სიკეთე ან ბოროტება და რაჟამს ის მიიდრიკება სიკეთისაკენ, სხეულიც მას დაემორჩილება. სურვილი არის ჩემშI მაგრამ კეთილის კეთება არა" - "ე.ი. მე კი მსურს, რომ კეთილი საქმე აღვასრულო, მაგრამ ვხედავ ჩემში რაღაც სხვა ძალას, ე.ი. ძალას ცოდვისას, რომელიც მიშლის მე კეთილი საქმის აღსრულებას და შთამაგდებს ცოდვასა შინაო" (წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი) "ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს" _ ცოდვის მიერ ცდუნებას აჩვენებს მოციქული და ამბობს, რომ "ბუნებით მნებავს სიკეთის გაკეთება, მაგრამ მოვა გულისთქმა და დამარწმუნებს ბოროტის ჩადენაში, რომელიც არ ნებავს შინაგან გონებას, არამედ პირიქით სძულს" "ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ" - მოციქულმა ამ სიტყვებით სულიცა და სხეულიც დაიცვა და ყოველივე დანაშაული ბოროტ ეშმაკს და მის მზაკვრებას მიაწერა, რადგან სულის ბუნებაც სიკეთის ქმნაა და სხეულისაც, მაგრამ ბოროტი ნება და ეშმაკი იქმან ყოველივეს. "არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული" - სიკეთისათვის თქვა რომ ის არ არის დამკვიდრებული ჩემშიო, ბოროტისათვის კი თქვა "ჩემშია დამკვიდრებულიო" - ვინაიდან მივატოვეთ სიკეთე და შევიყვარეთ სიბოროტე, რომელიც ისე დამკვიდრდა ჩვენში, რომ თითქოს ბუნებრივი მდგომარეობა გახდა ჩვენი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
alex_b |
Nov 3 2007, 01:46 AM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 |
afxazi
მშვენიერი განმარტებაა, ვერაფერს იტყვი. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
ალექსანდრე |
Nov 5 2007, 03:37 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
afxazi
ყოჩაღ!! საინტერესო განმარტება იყო -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი