IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

27 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რ ა ჭ ა, ბუნება და ტაძრები
ninore
პოსტი Nov 15 2006, 03:17 AM
პოსტი #1


ნაყინი ჩემი ტკივილია!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 8-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 418



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!

თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს!

თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს!

თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს

და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninore
პოსტი Nov 15 2006, 04:10 AM
პოსტი #2


ნაყინი ჩემი ტკივილია!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 8-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 418



IPB-ს სურათი


--------------------
თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!

თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს!

თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს!

თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს

და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninore
პოსტი Nov 15 2006, 09:09 AM
პოსტი #3


ნაყინი ჩემი ტკივილია!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 8-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 418



ისტორია:
წერილობითი წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღვაშთა საგვარეულოდან. რატის შემდეგ რაჭის ერისთავი იყო მისი ძე კახაბერი. მისი სახელიდან მოდის გვარსახელი კახაბერისძე, რომელსაც შუა ფეოდალურ ხანაში ატარებდა რაჭის საერისთაოს განმგებელი ბაღვაშთა შტო. რაჭის საერისთავო ერთიან საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა. მისი ერისთავები დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავოს ჩრდილოეთით სვანეთის საერისთავო ესაზღვრებოდა. მათი გამყოფი იყო ლეჩხუმის ქედი. კავკასიონის მთავარ ქედამდე რაჭის საერისთავო მდ. ჭანჭახის სათავეებამდე აღწევდა. სამხრეთით რაჭის ქედი ესაზღვრებოდა, დასავლეთით თაკვერიდან მას გამოყოფდა გუელისთავის ქედი (ლაბეჭინის სერი), ხოლო უშუალოდ მდ. რიონის ხეობაში - ის ვიწროები, რომლებიც სოფ. ალპანის სამხრეთით იქყება. მდ. ჯეჯორის აუზში საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ ქედის ჩრდილოეთით მხარე კუდარო იყო.

X-XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ, მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია მინდაციხე იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.

X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავო დაყოფილი იყო ცალკეულ ხევებად, რომლებიც ერთ ან რამდენიმე სოფელს აერთიანებდნენ. ხევში გლეხებთან ერთად ხევის აზნაურებიც შედიოდნენ. თითოეულ ხევს ჰქონდა თავისი სამლოცველი, რომლის მთავარ დღეობაზე მთელი ხევის მოსახლეობა იყრიდა თავს. X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავოში ქართული ხელოვნების მრავალი ძეგლი ააგეს (პატარა ონის, მთის წმ. გიორგის, კრიხის საყდრები, ნიკორწმინდის ტაძარი და სხვა).

XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით VI ნარინმა გააუქმა რაჭის საერისთავო და სახასო მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა.

XIV საუკუნის 30-იან წლებში გიორგი V ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა არადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთავო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთავთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488-იდან - ჩხეტიძეები. XV საუკუნის II ნახევარში, საქართველო სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, რაჭის საერისთავო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. დაახლოებით ამ პერიოდში რაჭის საერისთავოს შემადგენლობაში შევიდა ძვ. სვანეთის საერისთავის ერთი ნაწილი - "მთიულეთი" (მდ. რიონისა და მდ. ცხენისწყლის სათავეებში). გვიანდელი შუა საუკუნეებში რაჭის საერისთავო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით უშუალოდ კავკასიონის მთავარ ქედს ებჯინებოდა. სვანეთიდან მას ლეჩხუმის ქედი მიჯნავდა,ლეჩხუმიდან - მდ. ასკისწყალი, ხოლო მდ. რიონის სამხრეთით - რაჭის წედი, რომელიც რაჭის საერისთავოს იმერეთისგან გამოყოფდა. გვიანდელი შუა საუკუნეებში მდ. ჯეჯორის ხეობაში საკუთრივ რაჭის საზღვრები დარვრილას ქედამდე აღწევდა. ამ მდინარის ზემოთში მდებარე კუდარო ემორჩილებოდა. თავდაპირველად კუდარო ქართველებით იყო დასახლებული. XV-XVII საუკუნეებში მათი ადგილი დვალეთიდან გადმოსულმა ოსებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 30.იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოების მესამე - რაჭის სადროშოს - სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰწონდათ, რომელიც თავდაპირველად მდ. ლუხუნის ხეობას, სოფ. წესსა და მდ. რიონის ხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფ. წესში. იქვე იდგა ერისთავთა საგვარეულო ეკლესია-ბარაკონი. XV საუკუნეში რაჭის საერისთავოს აზნაურები იყვნენ ჭარელიძეები, ბაქრაძეები, კოტრიძეები, ჯაფარიძეები, ლაშხიშვილები და გარაყანიძეები. მომდევნო ხანაში ჭარელიძეები, კოტრიძეები გადაშენდნენ. გარაყინიძეებმა და ლაშხიშვილებმა რაჭა დატოვეს. ჯაფარიძეებმა თავიანთი სათავადო ჩამოაყალიბეს. XVI-XVII საუკუნეებში შეიქმნა წულუკიძეების, იაშვილებისა და ყიფიანების სათავადოები.

XV-XVII საუკუნეებში რაჭის საერისთავოში იმერეთის მეფეები ფლობდნენ ყმა-მამულს, მათვე ეკუთვნოდათ ხოტევისა და კვარის ციხეები, სოფ. ნიკორწმინდა. საზაფხულო რეზიდენცია იყო სოფ. შაორი, სოფ. ამბროლაური. იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავეები შინაომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ, სურდათ გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ. თავდაპირველად ერისთავმა შოშიტა II-მ იმერეთში გაჩაღებულ შინაომში კანონიერ მეფეს ბაგრატ IV-ს დაუჭირა მხარი. 1678 შოშიტა დაეხმარა არჩილ II-ს იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში. ბაგრატ IV-ს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადააყენეს. 1679 თურქები პირველად შეესივნენ რაჭას და სასტიკად ააოხრეს. რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. ერისთავმა შოშიტა III-მ კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით ვახტანგ VI-თან. თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა პირველ რიგში რაჭის საერისთავოში მეფის კუთვნილი ყმა-მამილი მიითვისეს: იაშვილებმა - კვარის ციხე, წულუკიძეებმა - ხოტევისა. სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. მათვე დაიმორჩილეს რაჭის აზნაურთა დიდი ნაწილი, ზოგიც საერისთავოს ტერიტორიიდან გააძევეს. როსტომ რაჭის ერისთავის დროს რაჭის საერისთავო ფაქტობრივად დამოუკიდებელ სამთავროს წარმოადგენდა, მაგრამ იმერეთის მეფე სოლომონ I-მა 1769 წლის II ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. 1784 რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა კაცია II დადიანმა. მეფემ ერისთავობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა. 1785 იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და 1786 იანვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში 1786 წლის 26 იანვარს სოფ. სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს გიორგი რაჭის ერისთავი ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის ძე დასვა. 1789 იმერეთში გამეფდა სოლომონ II, რომელმაც საბოლოოდ გააუქმა რაჭის საერისთავო.

რაჭის ერისთავები:
კახაბერისძეთა დინასტია

* რატი ბაგრატიონი (ადრ. მე-11 საუკ.)

* კახაბერ I (გ. 1088)
* ნიანია (1088-1120)

1120-1175 – უცნობი მთავრები

* კახაბერ II (1175-1210)

1210-1245 – უცნობი მთავრები

* კახაბერ III (1245-1278)

ჭარელიძეთა დინასტია

* აღბუღა (14??-14??)

* გიორგი I (14??-14??)

* ცაცი (14??-14??)

* ქველი (14??-14??)

* გიორგი II (14??-14??)

ჩხეტიძეთა დინასტია

* იონა (1465-1485)

* კახაბერ IV (1485-1510)

* ბედიანი (1510-1534)

* შოშიტა I (1534-1565)

* პაპუნა I (1651-1661)

* შოშიტა II (1661-1684)

* პაპუნა II (1684-1696)

* შოშიტა III (1696-1731)

* გრიგოლი (1731-1741)

* ვახტანგ (1741-1749)

* როსტომ (1749 - 1769)

ბაგრატიონთა დინასტია

* ანტონ (1784, პირველი მთავრობა)

* გიორგი III (1784-1787)

* ანტონ (1787-1789, მეორე მთავრობა)


რაჭა:
რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი.


თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. ((X)) საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII ს-ის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას.


ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიას.


--------------------
თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!

თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს!

თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს!

თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს

და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninore
პოსტი Nov 15 2006, 09:25 AM
პოსტი #4


ნაყინი ჩემი ტკივილია!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 8-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 418



ვარ რაჭველი, სოფელ ფუტიეთიდან.
თუ ვინმეს მოგეპოვებათ ფუტიეთის სურათები იქნებ დადოთ, მე ვერსად ვიპოვე და არც ჩემით გადაგებული მაქვს ბევრი და ძალიან მინდა. გთხოვთ გაითვალისცინოთ ჩემი თხოვნა

ამბროლაურის რაიონის ყველაზე მაღალი სოფელი ფუტიეთი 1250 მეტრზე მდებარეობს


--------------------
თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!

თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს!

თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს!

თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს

და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Nov 19 2006, 05:01 PM
პოსტი #5


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ძალიან საინტერესო იყო ეს ინფორმაცია. რაჭველი ვარ მაგრამ ისტორია არ ვიცოდი. ისე მცირედ გადმოცემიტ მხოლოდ.
სურატები ნამდვილად არ მაქვს რაჭის, პირიქით ინტერნეტში ვეძებ და არჩევანი საკმაოდ ცოტაა.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 19 2006, 06:52 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გეიხარეთ, ბოშო

მეც ქვე რაჭველი ვარ, მაპა! wink.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Nov 19 2006, 07:08 PM
პოსტი #7


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ქვემო თუ ზემო რაჭიდან?


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Nov 19 2006, 08:37 PM
პოსტი #8


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



რაჭა ჩემი ტკივილია IPB-ს სურათი


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 20 2006, 03:26 PM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



iako
ციტატა
ქვემო თუ ზემო რაჭიდან?

ზემო რაჭიდან
ქ. ონი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninore
პოსტი Nov 21 2006, 04:28 AM
პოსტი #10


ნაყინი ჩემი ტკივილია!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 8-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 418



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!

თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს!

თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს!

თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს

და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 21 2006, 11:47 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



რაჭა ნამნდვილად სიზმრისეულ ნახატს გავს!
დიდი მადლობა ამ თემისათვის!

მურმან ლებანიძე
* * *

მოვა სექტმბერი
წვიმით და ტალახით
და უცბად მოიწყენს
პატარა ქალაქი.

აღარც „დაჩნიკები“,
აღარც ბაზრობები,
აღარც ტურისტკები,
აღარც გაცნობები!

აღარც ქოლგები და
აღარც „ფიატები“,
აღარც ბრკოლდები და
აღარც გვიანდები.

ცვივა ხეივანში
ჭრელჭრული ფურცლები.
ქებაძის - ფანჯრები.
არჩვაძის - ყურძნები...

პაწია სკვერები -
პროვინციულია...
ბულვარს რომ გადადის -
მგონი, ციურია!

პაწია, მოწყენილ
ქალაქს რა სჯობია! -
აქ ყველა გიცნობს და
ყველა ნაცნობია!

და ყოველ საღამოს
(რა უნდა აკეთო!)
არც გაგემტყუნება, -
რესტორანს დახედო!

ან ძმაკაცს მიადგე, -
ძმობა - სიკეთეა, -
ვბაასობთ, ჭიქაზე
ხელი გვიკიდია.

გავყურებთ შოდას და
რიონის სანახებს.
ვთხრით ძნელადგასაძლის
სატახტო ქალაქებს;

და მყუდრო დღეები
დღეებს მიჰყვებიან, -
ტბაზე გაბაწრული
საწყალი იხვებია...

არის მოწყენაში
რაღაც სიტკბოება,
რაც ქვეყნის ზრიალში
აღარც იპოვება...

სად ვიყავ, სად ვიყავ,
სად ვიყავ აქამდის?!
„მშვიდობით“ თუ არა,
რად არ ვთქვი „ნახვამდის!“

რაჭაში, ლეჩხუმში,
სვანეთში, იმერეთში,
გვიან-სიბერეში.
გვიან-სიბერეში -

ოქტომბრის წვიმებით,
ნოემბრის ტალახით -
მიყვარს მოწყენილი
პატარა ქალაქი.

1979
http://literatura.iatp.ge


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
:_მარიამი_:
პოსტი Nov 21 2006, 01:50 PM
პოსტი #12


gvirila_mari
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 441
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 8



ვაიიიიიიიიმეეეეეეეეე

ნინორე შენ გაიხარე, როგორც მე გამახარე smile.gif ეს რა ფოტოებიააააააააააა..........................

უსაზღვროდ მიყვარს რაჭა.....................მართალია მე გურული ვარ, მაგრამ ჩემი მეუღლე რაჭველი იყო და ძალიან შემიყვარდა რაჭა. ჩვენი სოფელიც ამბროლაურის რაიონში სოფელი ბაჯია, ულამაზესი სოფელია....ფუტიეთიც ვიცი, ისიც ვიცი, რომ ფუტიეთი წამოვიდა სიტყვა ფუსტიდან, რაც თურმე მართლმადიდებელ ჯარისკაცებს, ტარძებისა და მონასტრების მცველებს ნიშნავს. ე.ი. ფუსტები, იგივე მცველები, ჯარისკაცები. საგანძურის მცველებიც ყოფილან.

ნიკოლოზ რაჭა რატომ არის შენი ტკივილი? ჩემი ტკივილიცაა.........
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Nov 21 2006, 10:56 PM
პოსტი #13


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



[
რომელი სადაა გადაღებული , თლად უკეთესი გოგო იქნები.
გაგახარებს ღმერთი.
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
შოვი 2006 ხატის ჩამობრძანება.
ნინორუკა ქვე გვიან მივხვდი ბოშო შენი გადაღებული არ ყოფილა:
http://www.trekearth.com/gallery/Asia/Georgia/West/Racha/
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 22 2006, 12:58 PM
პოსტი #14


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ზურაბი
ციტატა
ონში მართალა ბევრი ებრაელებია?

ახლა არა

ისე, ერთ-ერთი ცნობით ონი დააარსეს ებრაელებმა ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე. თავად სახელწოდება ეგვიპტურია და ნიშნავს "მზის ქალაქს", "მზიანს". გაიხსენეთ ამ-ონ, ტუტანხ ამ-ონ, ამ-ონრა და სხვა ეგვიპტური სახელწოდებები.

ეგვიპტეს უკავშირდება აგრეთვე უძველესი რაჭული მისამღერი "რაეო", რაც ნიშნავს მიმართვას მზის ღმერთ "რა"-სადმი

ონი ქალაქად მოიხსენიება XI საუკუნიდან. რამდენადაც ის იყო სამი გზის გზაჯვარედინი, წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრს. XX საუკუნის შუა წლებამდე ქალაქის მხოლოდ მესამედი იყო ქართული

ონს აქვს საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სინაგოგა (1890-იანი წლების), რომელიც ერთადერთია (!!) მთელ მსოფლიოში, რომელიც არ ცნობს თალმუდს და აღიარებს მოსეს პირვანდელ რჯულს. ასევე ერთადერთია იმით, რომ მასზე გამოსახულია დავითის რვაქიმიანი (და არა ექვსქიმიანი) ვარსკვლავი. ეს სინაგოგა შეტანილია საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ ეროვნული კატეგორიის ძეგლთა ნუსხაში
http://church.ge/index.php?=&showtopic=375...indpost&p=19346

ამჟამად ე.წ. ებრაელების უბანი პრაქტიკულად დაცლილია. მის ნასახლარზე ძირითადად მაღალმთიანი რაჭის (ღები, გლოლა) მაცხოვრებლები სახლდებიან


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Nov 24 2006, 02:59 PM
პოსტი #15


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



მე მყავდა ჩემი მეგობრები წაყვანილი წაჭაში 5 წლის წინ, მათგან არცერთს არ ქონდა ნანახი რაჭა. ისე აღფრთოვანდნენ მისით წამოსვლა აღარ უნდოდათ და მერე ყოველ წელს მთხოვდნენ წაყვანას.
აქედან განსაკუთრებით მენატრება რაჭა. მგონი თბილისზე მეტადაც. ჩემთვის უფრო უკეთესი დასასვენებელი ადგილი არ არსებობს.
usgar შენც რაჭველი ხარ? ისე რაჭულად მოუქციე. biggrin.gif


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninore
პოსტი Nov 24 2006, 03:59 PM
პოსტი #16


ნაყინი ჩემი ტკივილია!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 8-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 418



ციტატა(iako @ Nov 24 2006, 02:59 PM) *

მე მყავდა ჩემი მეგობრები წაყვანილი წაჭაში 5 წლის წინ, მათგან არცერთს არ ქონდა ნანახი რაჭა. ისე აღფრთოვანდნენ მისით წამოსვლა აღარ უნდოდათ და მერე ყოველ წელს მთხოვდნენ წაყვანას.
აქედან განსაკუთრებით მენატრება რაჭა. მგონი თბილისზე მეტადაც. ჩემთვის უფრო უკეთესი დასასვენებელი ადგილი არ არსებობს.
usgar შენც რაჭველი ხარ? ისე რაჭულად მოუქციე. biggrin.gif

აუ მეც მაგრად მენატრება ხოლმე, წელს ერთი თვე ისე გავიდა ვერც გავიგე, შემოდგომაზე ყოფილა ყველაზე ლამაზი, მე არ ვარ ნამყოფი და ძალიან მინდა წავიდე, პროსტა პატარა ქოხი მაქვს და გაიყინებით უბუხროთო და არ მიშვებენ sad.gif
ისე მართალი ხარ რაჭას ერთი ნაკლი აქვს, ვინც წავიყვანე, ვეგარავის ვიშორებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ჩემი ადგილი აღარ არის ხოლმე სახლში, ყველა დამცინის მალე გამოგისვრიან შენი მეგობრებიო blink.gif


--------------------
თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!

თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს!

თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს!

თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს

და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 24 2006, 07:06 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მიუხედავად იმისა რომ რაჭველი ვარ რაჭაში ერთხელ ვარ ნამყოფი პატარაობისას და ისიც სხვამ დამპატიჟა sad.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Nov 26 2006, 01:47 PM
პოსტი #18


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



შემოდგომაზე ერთხელ ვარ ნამყოფი მამამ წამიყვანა და იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა უფრო დიდ სილამაზეს ვერ წარმოიდგენ. ყველა ხე სხვადასხვა ფრად არის ''შეღებილი'', საოცარი სიწყბარეა ყველგან , მხოლოდ შენი გულის ძგერა გესმის და დგახარ გარინდული უდიდეს სილამაზეს ზიარებული.
გაზაფხული ხომ ზღაპარია ბუნების გამოღვიძება ყველაზე მეტად იქ შეიგრძნობა. მოკლედ ნამდვილი სამოთხეა.
ერთხელ ადრიან გაზაფხულზეც ვარ ნამყოფი, ჯერ ისევ თოვლი იდო მთებზე. ყველაფერი ირგვლივ თეთრად ელავდა.
ალქსანდრე ისე რომელი სოფლიდან ხარ თუ იცი?


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tati87
პოსტი Dec 18 2006, 11:38 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 10-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 666



ვააააააააა რამდენი რაჭველები ვყოფილვართ! გვამრავლოს ღმერთმა!!! მარა, მეც თუ რაჭველი მქვია კი... laugh.gif laugh.gif laugh.gif არც ერთხელ არ ვარ რაჭაში ნამყოფი და სურათები რო ვნახე გულში რაღაც ჩამწყდა!!! ისე ვიცი, რომ თურმე ჩემი სოფელი ძაან ლამაზი ყოფილა!!! როგორც მთლიანად რაჭა ალბათ!!! და მაინც იმედია არ მიწყენთ თუ ვიტყვი რომ რაჭა ყველაზე ლამაზი კუთხეა საქართველოში, თუმცა რა თქმა უნდა ყველა მხარეს თავისი ხიბლი აქვს!!! მოკლედ კეთილო ხალხო laugh.gif laugh.gif თუ ვინმეს მიგეპოვებათ ღების სურათები დადეთ რაააააა!!! სურათებში მაინც მანახეთ ჩემი სოფელი cool.gif cool.gif


--------------------
იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Dec 19 2006, 04:36 PM
პოსტი #20


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ღები მთის რაჭაა, სამწუხაროდ ნამყოფი არ ვარ, მაგრამ ულამაზესი სანახავიაო გადმოცემით ვიცი.იქნებ ინტერნეტში სადმე ვიპოვო. ადრე ვიპოვე ერთი წებ- გვერდი ღებზე.

აი ვიპოვე http://gebi.iatp.ge/mdebareoba.htm


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

27 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 05:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი