IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 6 7 8  
Reply to this topicStart new topic
> სტალინიადა, რაც შეეხება სტალინს
marine
პოსტი Jan 14 2018, 06:02 PM
პოსტი #141


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამაჩემი გრიგოლ ნოდია მომღერალი იყო, ნოკო ხურციას ანსამბლში მღეროდა. იმ დროში ძალიან ცნობილი მომღერალი იყო. სტალინთან ნამღერიც აქვს. სიმღერის შემდეგ ნოკოს თურმე სტალინმა უთხრა, რა გაჩუქოო. მხოლოდ ის ფანქარი მაჩუქეთ, რითიც კონსტიტუცია დაწერეთო. მართლაც აჩუქა".

/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.44/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2018, 09:56 PM
პოსტი #142


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...მაშინ კონსერვატორიაში ვსწავლობდი. მე და ჩემი ჯგუფელები, შემდგომ ცნობილი კომპოზიტორები - შალვა მშველიძე, ალექსანდრე ბუკია, ვალერიან ცაგარეიშვილი და სხვები, ქართული სიმღერებისა და სოლფეჯიოს უკეთ შესასწავლად მომღერლებად შევედით ქართულ აკადემიურ გუნდში, რომელიც კოტე ფოცხვერაშვილმა ჩამოაყალიბა. იმხანად ეს იყო თბილისში ერთადერთი გუნდი, სადაც სიმღერებს ნოტებით სწავლობდნენ. კოტე ფოცხვერაშვილმა ამ გუნდში დასავლეთ საქართველოს სიმღერების შესატანად ბათუმიდან მოიწვია ხალხური საკრავების ცნობილი ლოტბარი ავქსენტი მეგრელიძე. მან გუნდის მომღერალი რამდენიმე ქალისგან შეადგინა ჯგუფი და დაგვაწყებინა სმენით ჩონგურზე დაკვრა. მე, როგორც უმაღლესი მუსიკალური განათლების მქონე, მის მოადგილედ დამნიშნეს. მაშინ ავქსენტი ცოლს გაშორებული, ხნიერი კაცი იყო, ხუთი ქალიშვილის მამა. ერთად მუშაობამ თანდათან დაგვაახლოვა. ბოლოს ვეღარ შევეწინააღმდეგე მის დაჟინებულ თხოვნას, ცოლადაც გავყევი და ერთად შევუდექით ხალხურ საკრავებზე დაკვრის კულტურის აღდგენას. დღენიადაგ ვეძებდით ხალხში და ნოტებზე გადაგვქონდა მივიწყებული საჩონგურო სიმღერები, ზოგსაც თავად ავქსენტი ამუშავებდა ან თხზავდა ხალხურ ყაიდაზე. გასტროლები გვქონდა სომხეთში, აზერბაიჯანში.

ახლოვდებოდა 1937 წელი და დაიწყო რეპრესიები, რომელსაც რუსთაველის თეატრის მრავალი მსახიობი შეეწირა, მათ შორის ჩვენი ანსამბლის ზოგიერთი წევრიც. ჩამოგვაშორეს სანდრო ახმეტელიც, რომელიც მუდამ მხარში გვედგა.

მაშინ უნდა ჩატარებულიყო მოსკოვში ქართული ხელოვნების პირველი დეკადა და დაიწყო მზადება. საქართველოს მთავრობის მეთაური ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა დეკადისთვის კოლექტივების შერჩევასა და მზადებას. მისი განკარგულებით გადაწყდა, დეკადაზე მოსკოვს გაეგზავნათ ორი ხალხური კოლექტივი: ერთი დასავლეთ საქართველოს გუნდი კირილე პაჭკორიას ხელმძღვანელობით, მეორე უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ საქართველოს გუნდი, რომლის ხელმძღვანელად, ბერიას ბრძანებით, სანდრო კავსაძე დაინიშნა. სანდრო გორის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა სტალინს. ერთხელ სტალინს მოუკითხავს კიდეც, - ნეტავ სად არის კავსაძე, კიდევ მუშაობს თუ არაო. მაშინ კავსაძე ჭიათურაში ხელმძღვანელობდა გუნდს. სასწრაფოდ გამოიძახეს ჭიათურიდან თავისი ვაჟებითურთ და აღმოსავლეთ საქართველოს გუნდის ხელმძღვანელობა დაავალეს.

ერთ დღეს იმჟამინდელ ძერჟინსკის კლუბში თათბირზე მიიწვიეს მუსიკოსები, კომპოზიტორები, შემსრულებლები. დაიბარეს ავქსენტიც. გაჭედილი დარბაზის სცენაზე ისხდნენ ბერია და კომისია, რომელთაც საცეკვაო პროგრამა უნდა შეედგინათ. სცენაზე ასულ ავქსენტის ბერიამ უთხრა, - გადავწყვიტეთ, თქვენი ანსამბლით დასავლეთ საქართველოს გუნდს შეუერთდეთ და კირილე პაჭკორიასთან ერთად იმუშაოთო. იგი მოულოდნელად აენთო - ჩემი ანსამბლით სხვასთან არ ვიმუშავებო. დარბაზის ბოლოს, გასასვლელთან, დიმიტრი არაყიშვილი იჯდა. ავქსენტი, რას შვრები, კაცო, არ გაბედო უარის თქმა, თორემ ამაღამვე გაგაქრობსო, - უთხრა ჩურჩულით. დაწყნარდა ავქსენტი, დაბრუნდა დარბაზში, მივიდა ბერიასთან და უთხრა, - თუ ეს თქვენი ბრძანებაა, კი ბატონო, დაგთანხმდებით, თუ არადა მე დამოუკიდებლადაც კარგად ვმუშაობო. ჩვენც ეს გვინდოდა. ნამუშევარს არ დაგიკარგავთო, - უპასუხა ბერიამ და დამშვიდებული გამოისტუმრა შინ. ბერიას ბრძანებით, ქართველი ქალები ლამაზები იყვნენო და ლამაზმანების შერჩევა დაიწყეს. ქალები მართლაც ლამაზები შემოგვამატეს, მაგრამ ხმა და ნიჭი ნაკლებად ჰქონდათ. ვინც თვალში არ მოუვიდათ, გაგვირიცხეს ანსამბლიდან. მათ შორის მოჰყვა ანიკო კოროშინაძე (სულიკო კოროშინაძის დედა), რომელიც კარგი მოკრიმანჭულე იყო და გურული სიმღერებიც დიდებულად იცოდა, ნინო მილორავა (შოთა მილორავას დედა) და სხვები.

ბერიამ სტალინის საყვარელი სიმღერების მომზადება შეგვიკვეთა. "სულიკო" უყვარდა, ბათუმის ციხეში რომ იჯდა, მღეროდაო. მისი უსაყვარლესი სიმღერა ყოფილა "ნინა, ნინა, ჩემო ნინა". ჩვენც შევუდექით მისი დავალების შესრულებას. ავქსენტიმ დეკადისათვის შეთხზა ახალი სიმღერა - "პატაკი ბელადს". მოვამზადეთ აგრეთვე "ახ, ტრაქტორო". აღმოსავლეთ საქართველოს გუნდს სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ იმას მაშინ ყელის კიბოს ნიშნები გამოაჩნდა და ხმა აღარ ჰქონდა. სიმღერების შესწავლა უჭირდა და შვილი, დათაშკა ეხმარებოდა.

მოსკოვს მატარებლით გავემგზავრეთ. მეორე დღეს ხალხური გუნდების გამოსვლა იყო დანიშნული დიდ თეატრში. ქალაქში გაკრულ აფიშებში ავქსენტი მეგრელიძის ხსენებაც არ იყო.

კონცერტს მრავალი ადამიანი მოაწყდა. სცენის გვერდზე, მთავრობის ლოჟაში სტალინი იჯდა, აქეთ-იქიდან ვოროშილოვი და მოლოტოვი ესხდნენ. სტალინს ხელში კალამი და წიგნი ეჭრა და დროდადრო რაღაცებს ინიშნავდა. ჩვენი გამოსვლა ძალიან კარგი იყო და ყველა სიმღერის შესრულება ძალზე მოსწონებია. ბერია დიდი ამბით მოვიდა და ხელი ჩამოართვა ავქსენტის. "ხომ გითხარით, ამაგს არ დაგიკარგვთო", - უთხრა. მერე კრემლში მიგვიწვიეს, დეკადის მონაწილეთა საერთო ბანკეტზე. აღმოსავლეთ საქართველოს ცეკვებს ილიკო სუხიშვილი ხელმძღვანელობდა.

სუფრა მალე მოთავდა და ზეიმი მეორე - გიორგის სახელობის დარბაზში გაგრძელდა. სტალინი თვითონ უსხამდა სასმელს მას, ვის სადღეგრძელოსაც სვამდა. წინა რიგში თამარ ციციშვილი იდგა თამარ ჭავჭავაძესთან ერთად. როგორც ჩანს, სტალინს მისი სახიერება მოეწონა და ჰკითხა: - თქვენ ვინ ბრძანდებითო. თამარ ციციშვილიო, - უპასუხა. რომელი ციციშვილისაო? გიორგისაო. თამარის სადღეგრძელოც დალია. ავქსენტის ერთ ძველ სიმღერაზე ჰკითხა, "ბათუმის ციხეში ვმღეროდით და თქვენ, როგორც ხნიერ კაცს, ალბათ გეცოდინებათო" და დასაწყისი წაიმღერა კიდეც. მერე იქვე მდგომ სანდრო კავსაძეს მიუბრუნდა: - კაცო, შენ რა დაგემართა, პაჭკორიამ უნდა გაჯობოსო?

მესამე დღეს საპატიო ორდენებით დაჯილდოებულები სტალინმა თავის აგარაკზე მიიწვია. "ზის სტალინი ბუხართან და ჩიბუხს ეწევა (ეს ამბავი ავქსენტიმ თავად მიამბო, - იხსენებს მისი მეუღლე). დაიწყო ლაპარაკი და სანდროს მიმართა: - კაცო, სანდრო, რა დაგემართა შენა? ამ სიმღერებს სკოლაში რომ გვასწავლიდი, ახლა რამ შეგცვალა, ხალხური სიმღერები გააქალაქურეო? რა ვქნა, შენი ჭირიმე, - უპასუხა თურმე, - ვინც კარგი, ნამდვილი ხალხური მომღერლები მყავდა, დამიჭირეს და ვიღა უნდა წამომეყვანა, მეტი წილი ქუთაისელი ხალხი შემრჩა ხელშიო. ვინ არის დაჭერილიო, - უკითხავს სტალინს და ორი ტაში მაგრად დაუკრავს. მაშინვე ბერია გამოვარდნილა, - ეს რა გიქნია, ვინ დაგიჭერია იქაო? ტერორისტებიო. რაო? ჯიღაურმა მე უნდა მომკლას? ჯიღაური შარშან ხუთი დღე იყო ჩემთან, დღედაღამ ვმღეროდით, მოკვლა თუ უნდოდა, მაშინ ვერ მომკლავდა? ამწუთას გამოასწორე შენი შეცდომაო.

თბილისში რომ დავბრუნდით, ბერიას ბრძანებით დაჭერილი კახელი მომღერლები სადგურში დაგვხვდნენ - გაეთავისუფლებინათ.

1940 წლამდე იმუშავა ამ გუნდში ავქსენტიმ. მერე ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

პირველ მუსიკალურ სასწავლებელში 1949 წლიდან ვმუშაობდი. მაშინ ავქსენტიმ მითხრა, - მე უკვე აღარ შემიძლია, ახლა შენ მოკიდე ხელი ამ საქმესო. სასწავლებელში ხალხურ საკრავთა ანსამბლი ჩამოვაყალიბე და იქ შევიტანე პირველად სანოტო სისტემით ჩონგურ-ფანდურის სწავლება. მერე ბევრ ადგილზე ვიმუშავე - სასწავლებელში (ჩემი მოსწავლეები იყვნენ: ანზორ ერქომაიშვილი, ომარ კელაპტრიშვილი, თეიმურაზ ქევხიშვილი და სხვები), რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი ავქსენტი იყო და იქ მისი საქმე გვაგრძელე..."

/"კარიბჭე" N11, 2010, გვ.47/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2019, 04:46 PM
პოსტი #143


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი დავით (ანტონ) აბაშიძე (1867-1942)] იყო თბილისის იმ სემინარიის ინსპექტორი, სადაც სტალინი სწავლობდა და, როცა ამ დადგრომელ მოსწავლეს დანაშაულებრივი ქცევისათვის კარცერში კეტავდნენ პურისა და წყლის ამარა, ჩუმად უგზავნიდა ხოლმე საზრდოს.

შემდგომშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მიმოწერაც კი ჰქონდათ. ეს დაუფასა საბჭოთა ბელადმა - საეკლესიო პირთა დევნის ჟამს მისი ბრძანებით ხელი არ უხლიათ არქიეპისკოპოსისათვის. მონაზონ სერგის ცნობით, მეუფე ანტონი სტალინისთვის ლოცულობდა. ვინ უწყის, რაგვარად შეეწეოდა მას ეს ლოცვა!"

/"კარიბჭე" N7, 2019, გვ.20/

-------------------


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 4 2020, 05:01 PM
პოსტი #144


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



----------

"ვ.ა. დავიდოვის ცნობით, 1935 წელს, აფხაზეთში დასვენების დროს, სტალინმა ახალი ათონის მონასტრისათვის დიდი თანხა გაიღო. შემდეგ ბერებს მიმართა, - სტალინის სულისთვის ილოცეთო. ამის შემდეგ საკმაოდ დიდხანს ესაუბრა წინამძღვარს. უთქვამს: "უნდა დავუბრუნოთ ხალხს ლოცვის კანონიერი უფლება. უსამართლობაა ადამიანს წაართვა რწმენა. რუს ხალხს არ შეუძლია ღმერთის გარეშე არსებობა". შემდეგ ხელმძღვანელობას მოსთხოვა, მოეხსნათ სამონასტრო ბეგარა.

როდესაც 30-იან წლებში ხრუშჩოვმა მოახსენა, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა რელიგიური კულტის 51 მსახური, სტალინმა მოითხოვა მათი იმავე წუთს გათავისუფლება. ამავდროულად, მან კატეგორიულად აკრძალა დემიან ბედნის მებრძოლი ათეიზმის სულისკვეთებით განმსჭვალული წიგნი "ბიბლია მორწმუნეთა და ურწმუნოთათვის".

/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.47/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2020, 09:21 PM
პოსტი #145


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნიშანდობლივია ისიც, რომ ომის დასრულების შემდეგ, როცა სტალინისთვის მისი ბიოგრაფიის მეორე გამოცემის მაკეტი წარუდგენიათ, სადაც ეწერა, რომ იგი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მას ჩაუსწორებია: "თბილისის მართლმადიდებელ სასულიერო სემინარიაში"...

/"კარიბჭე" N7, 2020, გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2020, 03:50 PM
პოსტი #146


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წინასწარჭვრეტის უნარით ყოფილა ღვთისგან დაჯილდოებული ბავშვობიდან ბრმა, ნეტარი მატრონა მოსკოველი, რომლის შესახებაც საბჭოთა სახელმწიფოს ერთპიროვნულ ლიდერს, სტალინსაც შეუტყვია და ქვეყნის განსაცდელის ჟამს, დიდი სამამულო ომის დასაწყისში, 1941 წლის ოქტომბერში, ცარიცინში ჩასულა მის მოსანახულებლად.

- წითელი მამალი გაიმარჯვებს, გამარჯვება შენ დაგრჩება! - დაუმშვიდებია დედა მატრონას დიდი ბელადი. სტალინს ყურადღებით მოუსმენია ნათელმხილველის რჩევები, მცირე ეჭვიც კი არ შეუტანია მის სიტყვებში. მოგვიანებით ნეტარ დედას უთქვამს: - ვინ იცის, იქნებ უფალმა შეუნდოს სტალინს! ის ხომ თავად არის ტყვე ლაზარ კაგანოვიჩისა და სხვათა...

და ყურში ჩაესმოდა, თუ როგორ იყვირებდა სტალინი სიკვდილის წინ: "რას სჩადით, რას სჩადით!" ერთ მხარეს იდგება კაგანოვიჩი, ხოლო მეორე მხარეს - მისი და. "რა გინდათ, რომ მიყოთ? - იკითხავს სტალინი, ისინი კი ბალიშს დაადებენ და გაგუდავენ მას, - უთქვამს დედა მატრონას 1943 წელს, ბოლოს კი დაუმატებია: - ჯერ სტალინს მოაშორებენ... მას შემდეგ იქნებიან მმართველები, ერთი-მეორეზე უარესნი. გაანიავებენ რუსეთს".

/"კარიბჭე" N9, 2020, გვ.24/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2022, 07:50 PM
პოსტი #147


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



----------------------

"ი.ბ. სტალინი თავის სტატიაში "თავბრუდახვევა წარმატებისაგან" დასცინოდა მათ, ვინც კოლექტივიზაციას სამრეკლოებიდან ზარების ჩამოხსნით იწყებდა. "ეკლესიის დახურვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, - აღნიშნავდა სტალინი, - თუ მოსახლეობა თვითონ მიდის ამ შეგნებამდე, რომ საჭიროა ეკლესიის ლიკვიდაცია და თუ ეკლესია იკეტება იქ, სადაც მორწმუნეთა რიცხვი დიდია, პირიქით ეს ნიადაგს ამზადებს ანტისაბჭოთა პროპაგადისათვის".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 35/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2022, 10:03 PM
პოსტი #148


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველა მომდევნო თაობა ისევ მიუბრუნდება სტალინის თემას და საკუთარ ვერდიქტს გამოუტანს ამ ბუმბერაზს".

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022, I-III, გვ.17/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2022, 07:59 PM
პოსტი #149


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძიაკაცო, ერთი ეს მითხარი, სტალინზე რა აზრისა ბრძანდები-მეთქი... მაინც გორელი რახან იყო... - რა აზრისა უნდა ვიყვე, - მაგან მე ტიციანი მამიკლა და პაოლო მამიკლაო..."

/"კარიბჭე" N4, 2022, გვ.36/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2022, 08:45 PM
პოსტი #150


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სტალინის გარშემო, ისევე როგორც იულიუს კეისრის ან ნაპოლეონის გარშემო, ყოველთვის იქნება აზრთა და შეფასებათა ჭიდილი, იმიტომ რომ, ასეთი ფენომენის ანატომირება ყოველთვის საინტერესოა, ვინაიდან მათ აჩვენეს ერთი ადამიანის შესაძლებლობათა მაქსიმუმი.

ბალზაკი წერდა, რომ გენიოსი არ აბარებს ანგარიშს ეპოქას, ვინაიდან თვითონ არის მისი შემქმნელი. ჩააბარებს თუ არ ჩააბარებს სტალინი ანგარიშს თავის ეპოქას, ალბათ შორეული მომავლის საქმეა".

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022, I-III, გვ.17/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 5 2022, 05:06 PM
პოსტი #151


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და მთარგმნელის, გერონტი ქიქოძის (1885-1960) წიგნში "თანამედროვის ჩანაწერები" (2003) ვკითხულობთ: "სტალინის სიკვდილით დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. როგორც უნდა დააფასონ მისი მემკვიდრეობა შემდგომმა თაობებმა, მტრებიც და მეგობრებიც იძულებული იქნებიან აღიარონ, რომ ეს იყო პოლიტიკური მოღვაწე. ერთნაირად ძლიერი, როგორც ნგრევის, ისე შენების საქმეში. მან წარმატებით განაგრძო ლენინის საქმე და რუსი ხალხი, რომელიც ოქტომბრის რევოლუციამდე ალკოჰოლის, ეპიდემიური ავადმყოფობის და უმეცრების ტყვეობაში იმყოფებოდა, მატერიალური და სულიერი პროგრესის გზაზე დააყენა"

/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.18/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2022, 03:46 PM
პოსტი #152


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერია უნიჭიერესი კაცი იყო, არაადამიანური ენერგიის მქონე და შრომისმოყვარე. შეეძლო კვირების განმავლობაში დაუძინებლად ემუშავა, მაგრამ ერთი ცუდი თვისება ჰქონდა - ორპირი იყო. ჩემთან ერთს იტყოდა, მიქოიანთან მეორეს, ხრუშოვთან მესამეს, სტალინთან მეოთხეს და ისე გადახლართავდა ძაფებს, რომ იქიდან გამოძრომას დიდი ხანი ვუნდებოდით. რაც შეეხება ბრალდებას, რომ ბერია უცხოეთის აგენტი იყოო, მტკნარი სიცრუეა. მას დანაშაულის გარდა საბჭოთა კავშირის წინაშე დიდი დამსახურებაც ჰქონდა"

/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2022, 04:11 PM
პოსტი #153


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლაც, ბერია, რომელიც უმაღლესი თანამდებობების, წოდებებისა და ჯილდოების მფლობელი გახლდათ, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, 1953 წლის 26 ივნისს იგი დააპატიმრეს, გაასამართლეს და იმავე წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს. არსებობს მის დაღუპვის სხვა ვერსიებიც"

/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2023, 01:34 PM
პოსტი #154


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წარსულის სწორი, სამართლიანი აღწერა ისევე აუცილებელია, როგორც მომავლის მოლოდინი.

ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე, როგორ აყალბებდნენ ფაქტებს, მოვლენებს, ბევრიც მიბრძოლია ამის გამო... ხშირად ვცდილობ, წერილობითი პასუხიც გავცე.

ერთხელ, გაზეთში "კოლხური დიადემა" (1991 წ. 2 აპრილი) დაიბეჭდა ცნობა, რომ ერთ მოხუცს, მორწმუნე ქალს, მართას, რომელიც მუდამ წირვა-ლოცვას ესწრებოდა, ეპისკოპოსობა შესთავაზეს და უარი განაცხადა. ვინ და როდის შესთავაზა ეპისკოპოსობა ქალს? 1921 წლიდან 1927 წლამდე საქართველოს პატრიარქი იყო უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია, 1927 წლიდან 1932 წლამდე - ქრისტეფორე ციცქიშვილი, 1932 წლიდან 1953 წლამდე - კალისტრატე ცინცაძე... ვის დროს შეიძლებოდა მომხდარიყო მართლმადიდებლური, ქრისტიანული ეკლესიისთვის ესოდენ დაუშვებელი შეთავაზება?

ქალს, რომელზედაც საუბრობს კორესპონდენტი, მე ვიცნობდი... ის გახლდათ ლავრენტი ბერიას დედა სახელად, მართა, უაღრესად ღვთისმოსავი მანდილოსანი... მაშინ ხუთი თუ ექვსი ქალი ვესწრებოდით წირვა-ლოცვას, ერთ მამაკაცს ვერ ნახავდით ტაძარში (იყო ასეთი დროც). ეს მოხუცი ქალი ცდილობდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო. იდგა შორს, კუთხეში, თავზე ლეჩაქმოხვეული. იშვიათად ამოიღებდა ხმას, თუკი ვინმეს შეესიტყვებოდა, ძირითადად, სიონის მრევლის უხუცეს წევრს, ქალბატონ ნინო ლოლაძეს და მე. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ქალბატონ მართას ვეცოდებოდი. იცოდა, მეუღლე 2 წლის დაპატიმრებული მყავდა და ორი შვილით უსახლკაროდ ვიყავი დარჩენილი. იტყოდა: "მეცოდები, მაგრამ მე ვერაფერს ვეტყვიო ლავრენტის, არ მაქვს უფლება. ილოცე, ილოცე, ევედრე ღმერთს და ის გიშველისო..."

მახსოვს, ერთხელ კათალიკოს კალისტრატესთან მივიდა ფეხშიშველი, მხურვალედ ლოცველი თავის და სხვათა ცოდვების გამო. ამის მოწმეა ქალბატონი ანთისა ცინცაძე (კათოლიკოს კალისტრატეს ძმისშვილი). იგი დღესაც სიონის ტაძარში მუშაობს მედავითნედ, მე, 88 წლის მოხუცს, სიონის უხუცეს მრევლთაგანს, უაღრესად თავმდაბალი და ღვთისმოშიში მახსოვს და ხშირად მახსენდება ქალბატონი მართა და მისი ტრაგიკული ხვედრი - ყოფილიყო ჯალათის დედა"

/ბაბო დადიანი
"ქაროზი" N79, 2020, გვ.9/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2023, 09:17 PM
პოსტი #155


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დაუდასტურებელი გადმოცემით, 1941 წლის მიწურულს, როცა მოსკოვს რეალური საფრთხე ემუქრებოდა და გერმანებელები სულ ახლოს იყვნენ ქალაქთან, მატრონას თვით სტალინიც ესტუმრა და ესაუბრა. მატრონას უთქვამს ბელადისთვის: "რუსი ერი გაიმარჯვებს! გამარჯვება შენ დაგრჩება! ხელმძღვანელებიდან მხოლოდ შენ არ დატოვებ მოსკოვს!" ეს შეხვედრა შემდგომში "მატრონა და სტალინად" წოდებულ ხატზეც აისახა"

/მართალი მატრონა მოსკოველი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2023, 09:58 PM
პოსტი #156


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იღუმენი ეფსტაფი დასძენს: "მე მჯერა ჩვენი ორი პატრიარქისა - სერგისა და ალექსი პირველისა: ისინი სრულიად დარწმუნებულნი აცხადებდნენ: იოსებ სტალინი მორწმუნე ადამიანი იყო!"

/მართალი მატრონა მოსკოველი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.41/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2023, 04:51 PM
პოსტი #157


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზოგიერთი ავტორიტეტული მოწმობით, იოსებ სტალინს ჰყავდა საიდუმლო მოძღვარი, ვისაც აღსარებას აბარებდა და ვისი ხელითაც ეზიარებოდა ხოლომე"

/მართალი მატრონა მოსკოველი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.42/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2023, 07:47 PM
პოსტი #158


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ომის დამთავრების შემდეგ იოსებ სტალინი თბილისში ჩამოვიდა და თავისი ღრმადმოხუცებული დედა - კეკე მოინახულა. დედას უკითხავს მისთვის - შვილო, ეხლა ვინა ხარ, რას აკეთებო. ბელადს ღიმილით უპასუხია - რაღაც მეფის მაგვარი ვარ, ამოდენა ქვეყანას ვმართავო. გულდაწყვეტილ დედას ღრმად ამოუხრია და დანანებით უთქვამს: ეჰ, შვილო, როგორ მინდოდა მღვდელი გამოსულიყავიო... და ვინ იცის, იქნებ სიბერეში მასაც გასჩენია სინანულის ეს გრძნობა - წმიდა მატრონას მიერ კურთხეულ ხალხთა ბელადს!.."

/მართალი მატრონა მოსკოველი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.43/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 6 7 8
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 02:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი