IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> ლენინი - ანტიქრისტე?, უბრალოდ ვერსია
Atman
პოსტი Jul 13 2010, 07:18 PM
პოსტი #41


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jul 13 2010, 08:05 PM) *

Atman
კი, ეგრეა, "ლაითიც" იქნება და "არა ლაითიც..." თუმცა კატაკლიზმებს არა მარტო ბუნებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ველით... ამ მხრივ საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მიწიერთა ცხოვრება... წამიკითხავს, რომ დადგება დრო, როდესაც ქაღალდის ფული (ნაღდი ანგარიშსწორება) გავა პრაქტიკიდან და სახელმწიფოები საყოველთაოდ გადავლენ ელექტრონულ მომსახურეობაზე. ფული ბანკში იდება და მასთან რიგით მოქალაქეს კავშირი მხოლოდ საკუთარი ელექტრობარათით ექნება. შემდეგ კი ისიც გაუქმდება, და ცხადია, ეს ანტიქრისტეს დროს მოხდება, როდესაც მისი ბეჭდის გარეშე ვერაფერს "ვერც იყიდი, ვერც გაყიდი"... ტყეში მოგვიწევს ცხოვრება...



არა მგონია ეგრე მოხდეს. ელექტრონული ფული კი არა, შეიძლება საერთოდ ფასი დაკარგოს ყველანაირმა ფულმა, ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა კი საერთოდ გაუფასურდეს.

აი როცა წყალი და პური ოქროზე ძვირფასი გახდება, მაშინ ნახავთ რა არის ნატურალური ანგარიშსწორება biggrin.gif

დღევანდელი ცივილიზაციის განვითარების არიმანული (ტექნოკრატიული) სცენარი გადაიდოოოო. გაცილებით მალე და მარტივად მოგვარდება ყველაფერი. პატარ-პატარა ომები იქნება ალბათ, მაგრამ მთავარ სათქმელს ბუნება იტყვის და არა მასონები ან კონკრეტული პიროვნება"ანტიქრისტეს" სახით.


ერთი სავარაუდო სცენარია კიდევ: ისლამური სამყარო გაძლიერდება და თითქმის მთელ მსოფლიოს "გადაუვლის". ყველაზე მეტი ენერგია მაგ სამყაროს აქვს ახლა და ყველაზე მეტი რესურსი და პოტენციალიც (შინაგანი და არა გარეგნული).

ცოტა ვედების კუთხიდანაც თუ მივუდგები, ისლამურ სამყაროს შივა აკონტროლებს. შივა კი ღმერთის დამსჯელი ენერგიის მფლობელი პიროვნებაა და ეს სცენარიც შესაძლებელია.

მაგრამ რატომღაც კატაკლიზმების სცენარი უფრო რეალური მგონია.

"ჩიპები", "მიპები" და ა.შ. უბრალოდ ვერ მოასწრებენ დანერგვას. მასონებს და მატერიალისტებს კი შინაგანი ძალა თითქმის აღარ აქვთ და კიბოს უჯრედებს გვანან, რომლებიც უნდა მოიშოროს ორგანიზმმა.

თუმცა ეგეცაა, რომ ადამიანის ფანტაზია ყველაფერს მოუძებნის შესაბამის ფორმას. აგერ როგორც ლენინის ანტიქრისტეობაზეა ვარაუდი, ისევე იქნება სხვაზეც, ჰოდა არჩიე მერე რომელია ტყუილი და რომელი მართალი.

ისევ დედამიწა გვიშველის ასე მგონია, ღმერთის წყალობით რა თქმა უნდა და ინდრას (ზევსის) - ჭექაქუხილის და წვიმის ღმერთის დახმარებით! ოღონდ მერე მე არ დამაბრალოთ დაგვთარსა და მართლა ეგრე მოხდაო! ეს საუკეთესო სცენარია ამ სცენარებს შორის smile.gif

დედამიწამ უნდა ამოისუნთქოს და გაიწმინდოს ნაგვისგან!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 13 2010, 08:14 PM
პოსტი #42


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Atman
ციტატა
ისევ დედამიწა გვიშველის ასე მგონია, ღმერთის წყალობით რა თქმა უნდა და ინდრას (ზევსის) - ჭექაქუხილის და წვიმის ღმერთის დახმარებით! ოღონდ მერე მე არ დამაბრალოთ დაგვთარსა და მართლა ეგრე მოხდაო! ეს საუკეთესო სცენარია ამ სცენარებს შორის


ნუ ნერვიულობ, მთავრობამ არ დაგაბრალოს რამე თორემ, ჩვენ არაფერს დაგაბრალებთ!... biggrin.gif

რაც შეეხება "ჭექა-ქუხილის ღმერთ" ინდრას, მოკლედ და ლაკონურად მინდა გითხრა, წმ. დავით წინასწარმეტყველისა და ფსალმუნთმგალობელის სიტყვებით: "კერპნი წარმართთანი ეშმაკ არიან!". მჯერა რომ ასეა და ნუ მიწყენ, შენი ინდრაც და შივაც ჩვეულებრივი ეშმაკები ბრძანდებიან...

ციტატა
არა მგონია ეგრე მოხდეს. ელექტრონული ფული კი არა, შეიძლება საერთოდ ფასი დაკარგოს ყველანაირმა ფულმა, ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა კი საერთოდ გაუფასურდეს.


შენ კი არ გგონია, მარა ვითომ შენ რომ გგონია ეგრე იქნებოდეს იქნებააა?... umnik3.gif

ციტატა
დღევანდელი ცივილიზაციის განვითარების არიმანული (ტექნოკრატიული) სცენარი გადაიდოოოო. გაცილებით მალე და მარტივად მოგვარდება ყველაფერი. პატარ-პატარა ომები იქნება ალბათ, მაგრამ მთავარ სათქმელს ბუნება იტყვის და არა მასონები ან კონკრეტული პიროვნება"ანტიქრისტეს" სახით.


როგორ კარგად ხარ ინფორმირებული მომავალზე! საიდან იცი ეგ ყველაფერი? "შივასთან" ხომ არ იყავი თათბირზე?... girl_angel.gif

ციტატა
ერთი სავარაუდო სცენარია კიდევ: ისლამური სამყარო გაძლიერდება და თითქმის მთელ მსოფლიოს "გადაუვლის". ყველაზე მეტი ენერგია მაგ სამყაროს აქვს ახლა და ყველაზე მეტი რესურსი და პოტენციალიც (შინაგანი და არა გარეგნული). ცოტა ვედების კუთხიდანაც თუ მივუდგები, ისლამურ სამყაროს შივა აკონტროლებს. შივა კი ღმერთის დამსჯელი ენერგიის მფლობელი პიროვნებაა და ეს სცენარიც შესაძლებელია.


შივა, თუ არ ვცდები სანსკრიტზე ნიშნავს "მოწყალეს" და ინდუიზმში სამყაროს დამანგრეველ და აღმაშენებელ საწყისებს განასახიერებს. ცნობილია ისეთი სახელწოდებებითაც, როგორიცაა რუდრა, შანკარა, შამბხუ, მახადევა. მას დაუფუძნებია იოგა. ისლამთან რა კავშირი აქვს "შივას"? fiqri.gif

ისლამის და ინდუიზმის ზედმიწევნითი ცოდნით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ პირველად მესმის ისლამს შივა "აკონტროლებსო". ისლამისტებმა არ გაგიგონ ეგ თორემ ჯიხადს გამოგიცხადებენ. isrebi.gif


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 13 2010, 08:25 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



IPB-ს სურათი

სიკვდილის წინ.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 13 2010, 08:42 PM
პოსტი #44


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



dzvelmartlmadidebeli
ციტატა
რაც შეეხება "ჭექა-ქუხილის ღმერთ" ინდრას, მოკლედ და ლაკონურად მინდა გითხრა, წმ. დავით წინასწარმეტყველისა და ფსალმუნთმგალობელის სიტყვებით: "კერპნი წარმართთანი ეშმაკ არიან!". მჯერა რომ ასეა და ნუ მიწყენ, შენი ინდრაც და შივაც ჩვეულებრივი ეშმაკები ბრძანდებიან...


ღმერთიათქო არ მითქვამს,. ან თუ ვთქვი შემეშალა. ნახევარღმერთები არიან ინდრაც და შივაც, ოღონდ შენც ნუ აყენებ შეურაცხყოფას და ეშმაკებს ნუ უწოდებ.

ციტატა
შივა, თუ არ ვცდები სანსკრიტზე ნიშნავს "მოწყალეს" და ინდუიზმში სამყაროს დამანგრეველ და აღმაშენებელ საწყისებს განასახიერებს. ცნობილია ისეთი სახელწოდებებითაც, როგორიცაა რუდრა, შანკარა, შამბხუ, მახადევა. მას დაუფუძნებია იოგა. ისლამთან რა კავშირი აქვს "შივას"?


მე ვედების მიხედვით ვლაპარაკობ. მუჰამედი კი ვედების მიხედვით შივასთან იყო კავშირში.

ციტატა
როგორ კარგად ხარ ინფორმირებული მომავალზე! საიდან იცი ეგ ყველაფერი? "შივასთან" ხომ არ იყავი თათბირზე?...


ეს ჩემი ვარაუდებია უბრალოდ smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 13 2010, 09:03 PM
პოსტი #45


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ციტატა(Atman @ Jul 13 2010, 08:42 PM) *

dzvelmartlmadidebeli
ღმერთიათქო არ მითქვამს,. ან თუ ვთქვი შემეშალა. ნახევარღმერთები არიან ინდრაც და შივაც, ოღონდ შენც ნუ აყენებ შეურაცხყოფას და ეშმაკებს ნუ უწოდებ.
მე ვედების მიხედვით ვლაპარაკობ. მუჰამედი კი ვედების მიხედვით შივასთან იყო კავშირში.
ეს ჩემი ვარაუდებია უბრალოდ smile.gif


კაი, ცოტა გაგეხუმრე, არ გეწყინოს.

ისე, ეშმაკებს რაც შეეხება, ჩვენი სარწმუნოების მიხედვით ეგრეა და რა ვქნა. ასე წერია ფსალმუნში (მე ოდნავ შემეშალა): "ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმ. 95:5).



ციტატა(abo @ Jul 13 2010, 08:25 PM) *

IPB-ს სურათი

სიკვდილის წინ.



ლენინის ამაზე უფრო საშინელი სურათი არ მინახავს. ნამდვილად ეშმაკეულია. ამბობენ, სიკვდილის წინ რაღაცეებს ხედავდა და ბღაოდაო... მართალი იქნება...


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 13 2010, 09:21 PM
პოსტი #46


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ისე, ეშმაკებს რაც შეეხება, ჩვენი სარწმუნოების მიხედვით ეგრეა და რა ვქნა. ასე წერია ფსალმუნში (მე ოდნავ შემეშალა): "ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმ. 95:5).


მათდამი, როგორც ღმერთისადმი თაყვანისცემა "ეშმაკის" გზაა ასე თუ ისე, მაგრამ თვითონ ისინი არ არიან ეშმაკნი და ღმერთის ნების შემსრულებელი მისი ერთგული მსახურები არიან. ინდრა ნახევარღმერთების მეფედ ითვლება (ისევე როგორც ზევსია ოლიმპოს მთაზე მთავარი). ინდრა და ზევსი ერთიო და იგივეა, ოღონდ წარმოდგენა მასზე ცოტა განსხვავდება ვედებში და ბერძნულ მითოლოგიაში.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 13 2010, 10:57 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Jul 13 2010, 09:21 PM) *

მათდამი, როგორც ღმერთისადმი თაყვანისცემა "ეშმაკის" გზაა ასე თუ ისე, მაგრამ თვითონ ისინი არ არიან ეშმაკნი და ღმერთის ნების შემსრულებელი მისი ერთგული მსახურები არიან. ინდრა ნახევარღმერთების მეფედ ითვლება (ისევე როგორც ზევსია ოლიმპოს მთაზე მთავარი). ინდრა და ზევსი ერთიო და იგივეა, ოღონდ წარმოდგენა მასზე ცოტა განსხვავდება ვედებში და ბერძნულ მითოლოგიაში.


აჰა, დაიწყო ისევ.

კაცო, თუ მათი ,,ღმერთნი’’ ეშმაკ არიან, თვითონ ხომ გამოდიან ეშმაკის თაყვანისმცემლები?!
ასეთი ადამიანი კი, ვერასდროს იქნება ჭეშმარიტი ღმერთის ნების შემსრულებელი და მისი მსახური.

რამდენჯერ უნდა გადავღეჭოთ ეს თემა??

ხვაწიტ!!


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 14 2010, 05:51 AM
პოსტი #48


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra

ისინი სტიქიის მბრძანებელნი არიან. სტიქიის მბრძანებელი კი ღმერთს ემორჩილება და მისი თაყვანისმცემელია. ინდრა წვიმის მბრძანებელია და შენი აზრით ეშმაკს სცემს თაყვანს?

"ეშმაკის" თაყვანისცემაში მე სხვა რამე ვიგულისხმე. ვინც სტიქიის მბრძანებლებს სცემს თაყვანს ვერ იქნება ღვთისმსახური, მაგრამ ეშმაკიც შეუფერებელი სიტყვაა, უფრო კერპთაყვანისმცემელი გამოდის. ინდრა არაა ეშმაკი და თუ შეიძლება შეურაცხყოფას ნუ აყენებთ, მითუმეტეს ამ სიცხეში , თორე წვიმა აღარ მოვა biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Jul 14 2010, 08:22 AM
პოსტი #49


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ციტატა(Atman @ Jul 14 2010, 05:51 AM) *

terra

ისინი სტიქიის მბრძანებელნი არიან. სტიქიის მბრძანებელი კი ღმერთს ემორჩილება და მისი თაყვანისმცემელია. ინდრა წვიმის მბრძანებელია და შენი აზრით ეშმაკს სცემს თაყვანს?

"ეშმაკის" თაყვანისცემაში მე სხვა რამე ვიგულისხმე. ვინც სტიქიის მბრძანებლებს სცემს თაყვანს ვერ იქნება ღვთისმსახური, მაგრამ ეშმაკიც შეუფერებელი სიტყვაა, უფრო კერპთაყვანისმცემელი გამოდის. ინდრა არაა ეშმაკი და თუ შეიძლება შეურაცხყოფას ნუ აყენებთ, მითუმეტეს ამ სიცხეში , თორე წვიმა აღარ მოვა biggrin.gif

ანუ შენ თვლი რომ ეგენი "სული ნიავქარისანი äრიან? დახლოებით?


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 14 2010, 08:30 AM
პოსტი #50


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ანუ შენ თვლი რომ ეგენი "სული ნიავქარისანი äრიან? დახლოებით?


სული ნიავქარისა არ ვიცი რას ნიშნავს.

ნახევარღმერთების უმეტესობას რაღაც კონკრეტული ფუნქცია აქვს. ზოგი ჰაერის ელემენტს განაგებს (ქარს), ზოგი ცეცხლისას, ზოგი წყლისას და ა.შ.

"ალქიმიკოსის" ბოლოშია ეგ კარგად აღწერილი, როცა მზეს, მიწას, ქარს და ა.შ. მიმართავს მთავარი გმირი...

წვიმის ერთი წვეთიც კი არ ჩამოვარდება ღმერთის ნების გარეშე, მაგრამ ამ ნებას კონკრეტული ნახევარღმერთები და მათი მსახურები ასრულებენ.

ხოლო ის ნახევარღმერთი, ვინც ღმერთის ნებას აღარ ასრულებს, ეცემა და კარგავს ნახევარღმერთის "თანამდებობას".

თემას ნუ გავცდებით...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 14 2010, 08:50 AM
პოსტი #51


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მოკლედ, კარგად ვიხალისე ამ თემის წაკითხვით biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 14 2010, 09:13 AM
პოსტი #52


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნაინა
ციტატა
მოკლედ, კარგად ვიხალისე ამ თემის წაკითხვით


ვისი დამსახურებაა მერე? user.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 14 2010, 10:28 AM
პოსტი #53


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Atman
ციტატა
ვისი დამსახურებაა მერე?

აბა გამოიცანი tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 14 2010, 05:50 PM
პოსტი #54


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ციტატა(Atman @ Jul 14 2010, 08:30 AM) *

ნახევარღმერთების უმეტესობას რაღაც კონკრეტული ფუნქცია აქვს. ზოგი ჰაერის ელემენტს განაგებს (ქარს), ზოგი ცეცხლისას, ზოგი წყლისას და ა.შ.


ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ, ეს "ნახევრადღმერთები" რაღა უბედურებაა? რას ნიშნავს "ნახევრადღმერთი"? როგორ წარმოგიდგენიათ ეს?

ქრისტეანობაში, მაგალითად, ასეთი მცნება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. არის ერთი სრული ღმერთი და მორჩა! დანარჩენი არსებები არიან ამ ერთი ღმერთის ქმნილებანი და მათ ღმრთის ბუნება არ გააჩნიათ, არც ღვთიური ბუნების ნაწილი. ხოლო ტერმინი "ნახევრადღმერთი" გულისხმობს ალბათ იმას, რომ მას ღმრთის ბუნების ნაწილი გააჩნია. თუ ასეა იქნებ ამიხსნათ როგორ?


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 14 2010, 07:07 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



dzvelmartlmadidebeli
ანუ პოლითეიზმი უფროსწორედ, ჰენოთეიზმი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 14 2010, 07:21 PM
პოსტი #56


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ნეტაი თქვენ რა : )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lego
პოსტი Jul 14 2010, 07:35 PM
პოსტი #57


ირადონ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 418
რეგისტრ.: 10-October 07
მდებარ.: მეზობელთან
წევრი № 2,940



გაქანებული საბჭოეთის დროა და საპირველმაისოდ იმართება ფილარმონიაში კონცერტი, გამოდის დიქტორი და აცხადებს: ეხლა პატარა გიორგი წაიკითხავს ლექსს დიდ ბელადზე, ლენინზე.

გიორგი:
დაგიჭყეტია თვალები,
დაგივქვეტია ყურები.....

და პირდაპირი ეთერიც ითიშება, ბავშვს ლექსი შეეშალა smile.gif))))))))


--------------------
[i]და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ დაე ვცდებოდე
ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე[/i]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berckley
პოსტი Dec 14 2010, 02:04 PM
პოსტი #58


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



კარგით რა რა ანტიქრისტე,რა ეშმაკი,რა სატანა

იეჰოვა გადაგვარჩენს biggrin.gif


--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 16 2010, 10:01 AM
პოსტი #59


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ნიკა ქუცნიაშვილი

მართლაც! biggrin.gif

"რადგან იეჰოვაა ჩვენი მსაჯული, იეჰოვაა ჩვენი რჯულმდებელი, იეჰოვაა ჩვენი მეფე; ის გვიხსნის ჩვენ." (ესაია 33:22) biggrin.gif

კარგი ეხლა არ გამომეკიდო ამ პოსტზე, უბრალოდ რატომღაც მგონია აგდებულად დაწერე და განახე, რომ ეგ ფრაზა ბიბლიაში მოიპოვება... biggrin.gif

dzvelmartlmadidebeli

ნახევარღმერთები არ არიან, მაგრამ რითი ახსნით ღმერთის მიერ თავისი ბუნების გაყოფას მისსავე შობილთან? smile.gif როგორ შეიძლება ღმერთმა ვინმეს მისი უქმნელი ბუნება გაუყოს/მისცეს? smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jan 1 2011, 02:11 PM
პოსტი #60


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Otherguy
ციტატა
ნახევარღმერთები არ არიან, მაგრამ რითი ახსნით ღმერთის მიერ თავისი ბუნების გაყოფას მისსავე შობილთან? როგორ შეიძლება ღმერთმა ვინმეს მისი უქმნელი ბუნება გაუყოს/მისცეს?


ღმრთის ბუნება მარტივია და შეუდგენელია, ამიტომაც, ის შეუძლებელია დაიყოს, დანაწევრდეს და ა. შ. წმიდა წერილში არსად არის გამოყენებული ფრაზა, რომლის მიხედვითაც ვინმეს მიეცემოდა შესაძლებლობა ელაპარაკა "საღმრთო ბუნების დაყოფაზე".

არც მართლმადიდებლობაშია ასეთი სწავლება. მე ვწერდი და კიდევ ვიმეორებ: ქრისტეანობაში, "ნახევრადღმერთის" ცნება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. არსებობს მხოლოდ ერთი და სრული ღმერთი! დანარჩენი არსებები არიან ამ ერთი ღმერთის ქმნილებანი და მათ ღმრთის ბუნება არ გააჩნიათ, არც ღვთიური ბუნების ნაწილი. თუ ვინმე დამიმოწმებს ადგილს წერილიდან, სადაც ადამიანებზე, ღმრთის ერთგულებზე ნათქვამია: "ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81:6), უნდა ვიცოდეთ, რომ აქ "ღმერთი" პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ და არც ადამიანებს უნდა მივაკუთვნოთ საღმრთო ბუნების ნაწილის მიღება და არც ღმერთზე ვიფიქროთ, რომ მას მოაკლდა ან მოსწყდა რაღაც "ნაწილი". ადამიანები ღებულობენ ღმრთის მადლს, "იმოსებიან" ამ მადლით, როგორც მაგალითად მზის სხივით, ან მზის სითბოთი, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ ადამიანმა მიიღო მზის ბუნება და გახდა მზესავით. ადამიანი მასში სულიწმიდის დამკვიდრების შემდეგ ხდება მადლისმიერი "ღმერთი", რასაც მამები მადლისმიერ განღმრთობას უწოდებენ.

რაც შეეხება ღმრთის ძეს (ალბათ ეს იგულისხმე "ღმრთისავე შობილში"), მამა, ძე და სულიწმიდა, ეს სამი ღმერთი კი არ არის, არამედ ერთი ღმერთი. ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი (სამ იპოსტასოვანი). ადამიანის გონებისთვის ღმრთის ბუნება მიუწვდომელია, ამიტომაც ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები არ აღვწერთ (და არც ძალგვიძს) თუ როგორ არის სამი იპოსტასი ერთ ღმერთში. წმიდა წერილმა გვასწავლა მხოლოდ ის, რომ ძე იშვება მამისგან, სულიწმიდა კი მამისგან გამოდის. "შობა" და "გამოსვლა" ღმრთის ბუნების საიდუმლოა და არც მათი პირდაპირი, უხეში გაგებაა მისაღები. ასევე მიუწვდომელია თუ რა განსხვავებაა ძის "შობასა" და სულიწმიდის "გამომავლობას" შორის.

ამდენად, შენს შეკითხვაზე:
ციტატა
როგორ შეიძლება ღმერთმა ვინმეს მისი უქმნელი ბუნება გაუყოს/მისცეს?
გიპასუხებ: ღმერთს თავისი უქმნელი ბუნება არავისთვის "გაუყვია".


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი