თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ ხელისუფალი და სახელმწიფო

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 08:42 PM

"თუ სახელმწიფო მართვის გარკვეული სახისათვის მომწიფდა, განმტკიცდა, გაფართოვდა და აყვავდა, ნუ შეეხებით ასეთ მმართველობას; როგორც ჩანს, იგი მისაღებია სახელმწიფოსათვის, ამიტომ მასში სხვა მმართველობის შემოღება დამღუპველი და საზიანო იქნებოდა"

"სამოქალაქო საზოგადოების საფუძველი უცვლელია: შეიძლება, ქვედა ზემოთ გადავიტანოთ, მაგრამ ყოველთვის იქნება ქვემოთა და ზემოთა, ნება და იძულება, სიმდიდრე და სიღარიბე, სიამოვნება და ტანჯვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 01:55 PM

"გულითადი მადლობა გადაუხადე უფალს და ილოცე იმისათვის, რომ იგი იფარავს შენს სიცოცხლეს, სახლს, შვილებს, მამულს და შენი წინაპრების ჭეშმარიტ სარწმუნოებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 02:14 PM

"შეიძლება და საჭიროა ჩვენი სურვილების შემცირება, მაგრამ მათი დაკმაყოფილება არცერთი სახელმწიფოს მბრძანებელს არ ხელეწიფება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 08:33 PM

"დამამცირებელი არაა იყო თანამდებობაზე მაღლა: დამამდაბლებელია, შენი საქმეებით მასზე დაბლა იდგე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 09:01 PM

"რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე (რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს), თუ არ - ყაჩაღთა დიდი ბანდა?"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 09:50 PM

"საქებარი როდია უფროსობის ძიება, მაშინ, როცა ჯერ საკუთარ თავზე ბატონობა ვერ გისწავლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 11:48 AM

"დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეუფოს მოპოვებაში დაეხმარება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 09:21 PM

"ვისაც იმდენი მამაცობა არ აქვს, რომ გულზე აღბეჭდილი წმიდა კანონის დარღვევას სიკვდილი ამჯობინოს, ის სიცოცხლის ღირსი არც არის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 08:39 PM

"აირჩიეთ არა ის, ვინც თანამდებობას ეძიებს, არამედ ის - ვისაც თანამდებობა ირჩევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 09:15 PM

"თვით ყველაზე უდიდესი გონებაც კი, თუ იგი ვნებითაა გატაცებული, ზოგჯერ უფრო მეტად ხალხთა მტერია, ვიდრე - კეთილისმყოფელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 01:21 PM

"ხალხმა კი არ უნდა გააკეთოს ყველაფერი ხელისუფლებისათვის, არამედ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი ხალხისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2022, 11:05 PM

"სახელმწიფოებს ჰყავთ შინაურ არაკეთილისმსურველებზე უფრო სახიფათო მტრები - გარყვნილება და ბიწიერება, რომლებიც ყრუ და ნელ, მაგრამ გაცხოველებულ და გამუდმებულ ომს აწარმოებენ კეთილზნეობის წინააღმდეგ; ეს ეს ომი უფრო საშიში და დამღუპველია, რადგან თითოეული მოქალაქის გაერთიანებული ძალისხმევის გარეშე მას ვერც თავიდან ავიცილებთ და მისი შეწყვეტაც შეუძლებელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2022, 08:47 PM

"საზოგადოების გამოსწორების საუკეთესო საშუალება მისი თითოეული წევრის მიერ საკუთარი თავის გამოსწორებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 02:10 PM

"მშვიდობა, სიყვარული, ერთიანობა - საზოგადოების ყველაზე უფრო მტკიცე საყრდენი და ყველაზე ძლიერი ჯაჭვია, რომელიც მის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 08:48 PM

"მუსიკოსები ერთმანეთისაგან გარკვეულ მანძილზე განლაგდებიან, და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინტრუმენტებზე უკრავენ, დამატყვევებელ კეთილხმოვანებას ეს ხელს მაინც არ უშლის. ეს არის იმ სიკეთის გამოხატულება, რაც საზოგადოების წევრთა ერთობას მოაქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 10:42 PM

"ადამიანს, რომელსაც უჭირს ქვეშევრდომად ყოფნა, კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება ადამიანების ხელმძღვანელობა"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2022, 12:43 PM

"უთანხმოების გამო საზოგადოება ირღვევა: ბოროტ სულთა სამეფოშიც კი გარკვეული დაქვემდებარება არსებობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 04:23 PM

"იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივ სარბიელზე მრავალრიცხოვანი მოვალეობების აღსრულებისათვის კარგი შემსრულებლები არსებობდნენ, საჭიროა, გონივრულად შეირჩეს თანამდებობის პირები და ასევე გონივრულად წახალისდეს მათი შრომა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 09:21 PM

"თუ შლამი ფსკერზეა დალექილი, წყალი სუფთა რჩება, მაგრამ როგორც კი რაიმე არასწორი მოძრაობით შლამი ზემოთ ამოვა, აქამდე სუფთა წყალი სისუფთავეს კარგავს და იმღვრევა. ამის მსგავსად, ადამიანთა საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილი ბოროტია, მაინც სუფთაა, მშვიდობიანი, როდესაც მისი არაწმიდა სტიქია ფსკერზეა; როდესაც უკეთური ადამიანები, საყოველთაო აზრით, სამართლიანად დამცირებულნი, ვერ აღწევენ ხელისუფლებას, პატივსა და სხვებზე გავლენას, მაშინ ისინი ამღვრევენ სუფთა წყალსაც და კეთილ ადამიანებსაც, ანდა, თავიანთი გავლენით აცდუნებენ, ან თავიანთი ძალით შეჭირვებისა და მწუხარებისაკენ უბიძგებენ; თანაც, როდესაც ძლიერდებიან, მთელ საზოგადოებას აზიანებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 10:20 PM

"სახელმწიფოს პატივი და დიდება ხელმწიფის პატივი და დიდებაა. ქვეშევრდომებზე ზრუნვით იგი საკუთარ თავზე ზრუნავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 10:30 PM

"როდესაც სიმდიდრე, დიდებას ან საერო ხელისუფლებას ხედავ, იფიქრე იმაზე, რაც მათში ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2022, 04:14 PM

"თქვენს ხელქვეითებს ისე მოექეცით, როგორც ისრუვებდით, რომ თქვენი უფროსი მოგექცეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 03:30 PM

"თუ მეფისა და სამეფოს მსახურებაში აშკარად დგას პირადი პატივი და გამორჩენა, რისი მომტანია ასეთი სწრაფვა - თავის შეწირვისა მამულისათვის თუ მამულის შეწირვისა საკუთარი თავისათვის?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2022, 08:31 PM

"ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას; ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი.
ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე"

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2023, 10:03 PM

"კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, ეკლესიის მეთაურის არჩევის პროცედურა ორ ნაწილად ხდება. არჩევნებში ერის ადამიანები, მოსახლეობაც მონაწილეობს და ექვსი კანდიდატიდან სამს ირჩევს, ხოლო ამ სამიდან ერთს გამოირჩევს წმინდა სინოდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2024, 05:49 PM

"ერთ ბრძენ მმართველს ჩვეულებად ჰქონდა - ყოველ დილით ორ სხვადასხვა მხარეს აკეთებდა მეტანიას. როცა ჰკითხეს, ვუს უდრეკდა ქედს, მიუგო: "თაყვანს ვცემ ღმერთსა და თაყვანს ვცემ ხალხს, რადგან რაც მაქვს ან ღვთის ნაბოძებია, ან - ხალხის"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)